შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ქალი


8-03-2024, 09:52
ავტორი ვე რა
ნანახია 1 200

მე_ქალი

დაბადებიდან,
ანდა უფრო დაბადებამდე,
მე დამყვა ბედი,
უცნაური, გასაოცარი.

ძლიერებაც და სისუსტეც
თანაბრად მერგო.
ქალი ვარ გესმის?
განა უბრალოდ ადამიანი!

ჩემში სამყარომ გადამალა იდუმალება.
სიცოცხლის შობის საიდუმლოც მე მერგო წილად.

მე დავიბადე იმისათვის რომ ვიყო დედა,
თავად უფალი გამოვზარდო ჩემსავე შვილად.

უცნაურია, ასე ძლიერს,
ასე მშვენიერს,
მხოლოდ წამწამის შერხევით
რომ დამიძრავს ჯარი.

სუსტს რად მეძახი, ადამის ძევ, უცნაურია!
იქნებ არ მიცნობ?
მე ევა ვარ,
მე დედა ვარ
და მე ვარ ქალი!

საუკუნეებს თავდახრილი
ვდევდი შენს მიღმა.
და თითქოს ჩემგან დამალვა გსურს გამხვიე ჩადრში.

ყველა უფლება ჩამომართვი,
თავისუფლებაც,
ცოცხლად დამმარხე,
ცოცხლად დამწვი
საკუთარ დარდში.

გიღირდი ოქროდ,
ხან მეფობად,
ხანაც ცხვრის ფარად.
ახლაც ათასი წლის შემდეგაც
ასე გრძელდება.

მე შენს თანასწორს,
შენს მეგობარს
და შენს დედოფალს,
შენგან ასეთი ტკივილები შემეფერება?!

მაგრამ მე მახსოვს,
რომ ბუნებამ ჩემში დამალა ,
ის სასწაული,
შენ რომ ასე ძლიერ გაკვირვებს.

რომ მე ქალი ვარ,
ჩემს სუნთქვაზე
სამყარო კრთება.

და ჩემს რისხვაზე
ოკეანე ტოვებს ნაპირებს!

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent