შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ენცოპალოფათია (2თავი)


6-12-2024, 23:51
ავტორი ირი1
ნანახია 515

თითქმის ერთი თვე გვიდა მას შემდეგ რაც ენცეპალოფათია შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობ მასზე ბევრი არ ვიფიქრო და დავაიგნორო თუმცა ბოლო პერიოდია ყოველდღეს მახსენებს თავს. თავის ტკივილებმა უკვე იმდენათ იმატა რომ წამლის დოზაც გამიორმაგა ექიმმა. ამ ყველაფრის გიოსგან დამალვა კი უფროფაუფრო რთულდება.
მთელი ორი წლის განმავლობაში მე და გიო ყველგან ერთად დავდივართ არცერთს არ გაგვიტარევია ორ დღეზე მეტი დრო ერთმანეთის შორს თუმცა ხვალ გიო და ლაშა მილანში მიდიან ერთი კვირით გიოს ჩემი გაყოლაც უნდა მაგრამ უარის თქმა მიწევს. პირველი იმიტომ რომ ეს დღეები თავის ტკივილებმა იმატა და მეორეც ამ კვირაში მარის დაჟინებული თხოვნით სხვა ექიმთან მივდიოდი კონსულტაციაზე.
_ შენ თუ არ მოდიხარ დაურეკავ და ლაშა მარტო წავა
_ არა საყვარელო! ამ შეთანხმების წარმატების 80 პროცენტი შენზეა დამოკუდებული, ლაშას მარტო ვერ გაუშვებ
_ იქნებ სცადო და გამოითავისუფლო დრო
_ ხომ იცი ახალი პტოექტი ავიღეთ ვერ წამოვალ
_ ამდენი ხნით შენს გარეშე არ შემიძლია
_ აი ნახავ ერთი კვირა როგორ მალე გავა
_ უშენოდ ჩემი დრო ჩერდება პატარავ
_ ვიცი. მეც მომენატრები, მაგრამ მართლა ვერ წამოვალ.წასვლამდე ბევრს გაკოცებ და ჩაგეხუტები რომ მთელი კვირა გაგყვეს
_ შეგიძლია ახლავე დაიწყო
_ მერე მართლა გაგიჭირდება ჩემი დოტევება
_ არ შემიძლია შენი დატოვება ხომ იცი
_ ნუ ღელავ მარტო არ ვიქნები მარისთან გადავალ
_ მომენატრები
_ მეც. ოთახში გავალ ნივთებს ჩაგილაგებ
_ მადლობა. გინდა სპაგეტი მოგიმზადო ვახშმად?
_ აუ კიი. გიო!
_ჰააა
_ მიყვარხარ ხომ იცი
_ მეც, უსასრულოდ პატარავ

მაღლა ავედი გიოს ჩემოდნის ჩასალაგებლად და ვგრძნობდი რომ ამას ბოლოჯერ ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ არ ვიცოდი როდის მივეღებდი წასვლის გადაწყვეტილებას, ვგრძნობდი რომ გიოს მეტჯერ ვეღარ ვნახავდი ამაზე ფიქრი მთელ სხეულს მინადგურებდა და ჩემს ავადმყოფობაზე მეტად მკლავდა. ყველა სევდა ერთიანად შემომაწვა და ყელში გამეჩხირა. თავი ვეღარ შევიკავე ტირილისაგან, თან ვცდილობდი რომ გიოს არაფერი გაეგონა. მიხედავად იმისა რომ გიო გვერდით ოთახში იყო და ვახშამს მიმზადებდა ის ისეთი მონატრებით მენატრებოდა რომ შინაგანად მანგრევდა. ვგრძნობდი რომ ეს ბოლო იყო, ჩვენი დასარული იყო.
არ მახსოვს ასე რამდენხანს ვიყავი, არც ის მახსოვს როდის ჩამეძინა, როცა კი გავიღვიძე უკვე შუაღამე იყო. გიო ძლიერად იყო ჩემზე შემოკრული და ისე ეძინა, თითქოსდა ისიც გრძნობდა ჩვენს დასასრულს. ვგრძნოვდი მის გულის ცემას, მის სუნთქვას ჩემს სახეზე და მის მთელ სხეულს შევიგრძნობდი უკანასკნელად. თავი მხარზე დავადე თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე თუ როგორ ვიყავით მე და გიო სამოთხეში უსასრულოდ ბედნიერები.
დილის 5 საათი იყო როცა მაღვიძარამ დარეკა. მართალია გიოს წასვლა მე არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო. ვცდილობდი ჩემი მწუხარება არ შეემჩნია, ამიტომაც სანამ ემზადებოდა მე ისე ვიქცეოდი თითქოს მეძინა. არ მინდოსა მასთან უკანასკნელი დიალოგი. როცა ყველაფრის მომზადებას მორჩა ჩემს გასაღვიძებლად გადმოიხარა საწოლზე და როგორც სჩვევია ხოლმე ისეთი კოცნით ეცადა ჩემს გამოფხიზლებას.
_ პატარავ! არ მინდა გაგაღვიძო მაგრამ დამშვიდობების დროა
" დამშბიდობების" დანასავით მომხვდა გულზე ეს ხომ სამუდამო დამშვიდობება იყო
_ ლაშა მოვა სადაცაა, მარისაც დაურეკე უკვე არ მინდა მარტო იყო
_ ჩემზე ნუ იღელვებ კარგი
_ ტელეფონთან სულ ახლოს იყავი
_ ვიქნები
_ სამსახუშიც არ გადაიღალო სანამ არ ვიქნები მასაჟს ვერავინ გაგიკეთებს და კიდე ეცადე კარგად იკვებო კარგი
_ გიო, მიყვარხარ
_ მეც პატარავ. გინდა რომ დავრჩე?
_ ხომ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე
_ კიი, მაგრამ ცუდად ვგრძნობ თავს შენი დატოვების გამო
_ მეც არ მინდა მაგრამ უნდა წახვიდე.
_ მივდივარ მაგრამ ჩემს ყველაფერს აქ ვტოვებ

ვხედავდი როგორ ჯდებოდა გიო მანქანაში და მიდიოდა ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ფეხებქვეშ მიწა და როგორ უფერულდებოდა სამყარო ჩემს ირგვლევ. ამჯერად თავი აღარ შემიკავებია ემოციებისაგან და მთელი ენერგიით ვტიროდი. ვტიროდი ჩემს წარსულს, ვტიროდი ჩემს აწმყოს, ვტიროდი ჩემს მომავალს, გიოს წავლას ვტიროდი. ბოლოს უკვე ყველა ემოციისგან დაცლილი ვიჯექი სამზარეულოს სკამზე და ყველა იმ დღეს ვიხსენებდი რაც გიოსთან მაკავშირებდა. ვიხსენებდი ყველაფერ იმას რაც ჩვენ უკანასაკნელად გავაკეთეთ. უკანასნელ ვახშამს; უკანასნელ ცეკვას; უკანასკნელ სეირნობას ზღვის პირას; უკანასკნელ კოცნას. ვიცოდი რომ მალე ამ ყველაფრის გარეშე მომიწევდა ცხოვრება, თუმცა გიოს გარეშე ჩემი ცხოვრება ამ სამყაროში მხოლოდ არსებობა იქნება ყოველგვარ იმედს მოკლებული.
..........
მეორე დილით მე და მარიმ ექიმის სანახავად წავედი სხვა ქალაქში, თუმცა წინაზე განსხვავებული არაფერი უთქმია. ჩემი დიაგნოზი იგივე რჩებოდა მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ექიმი ზურა განკურნების 5 პროცენტს მპირდება.
_ რა სასაცილოა არა მარი? მთელი სამი პროცენტი უკვე იმედი მომეცა
_ დაო აი ნახავ შენ დაამარცხებ ამ რაღაცას
_ მინდა მჯეროდეს მაგრამ, ბოლო ერთი თვეა ის უფრო ვითარდება, წამლების დოზაც კი გამიზარდეს უკვე
_ არ უნდა დანებდე დაო. გინდა სანამ შინ დავბრუნდებით ქალაქი დავათვალიეროთ?
_ მე აქ ვრჩები დაო
_ კარგი. ამაღამ შეგვიძლია სასტუმროში დავრჩეთ
_ შენ ვერ გამიგე დაო მე სამუდამოდ აქ ვრჩები
_ რას ნიშნავს სამუდამოდ
_შინ აღარ დავბრუნდები
_ და როდის მიიღეე ეგ გადაწყვეტილება
_ გზად ის პატარა სახლი რომ დავინახე
_ რომელიც ქირავდებოდა?
_ კიი, მომაჯავდოვებელი ადგილია
_ ასეა, პატარა სამოთხეა
_ ხოდა მინდა რომ ცხოვრების ბოლო დღეები მაგ სამოთხეში გავატარო
_ ასე უცებ? და გიო?
_ მე მას მაშინ დავემშვიდობე როცა მილანში ვაცილებდი. ჯერ არაფრი ვიცოდი აქ დარჩენაზე მაგრამ ვგრძნობდი რომ მე მას უკანასკნელად ვხედავდი
_ ასე უბრალოდ ვერ წამოხვალ დაო მისგან. გიო ძებნას დაგიწყებს
_ წერილს გაუგზავნი სადაც ვეტყვი რომ სხვა მიყვარს ვისთანაც ვღალატობდი
_ და გგონია დაგიჯერებს?
_ ვიცი რომ არ დამიჯერებს
_ ასე რატომ ექცევი საკუთარ თავსაც და მასსაც
_ უკვე ვილაპარაკეთ მარი ამ თემაზე. მე იმ სახლს ვიქირავებ და აქ გადმოვალ საცხოვრებლად. გიოს ხომ გადასცემ წერილს? როცა უკან დაბრუნდები, მაგრამ არაფერი უნდა უთხრა სადაც ვარ.
_ დაა გგონია აქ დაგტოვებ? თანაც მარტოს?
_ შენ არ ხარ ვალდებული, როცა კი მარტო ვეღარ შევძლებ მომვლელს ავიყვან
_ გულს მტკენ დაო მეტჯერ ეს აღარ გაიმეორო. შენ ჩემი ოჯახი ხარ ქრისტი გესმის! ასე რომ ეს თემა უნდა დაიხუროს აქვე და ახლავე.
_ და შენი ცხოვრება? სამსახური? მეგობრები? ისინი იქ არიან
_ რომელი ცხოვრება დაო ყველაზე დიდხანს რომელი ურთიერთობაც გამიგრძელდა ერთ კვირიანი იყო. მე იქ შენს გარდა არავინ მყავდა, ასე რომ წამოდი და ვიქიროთ ის სამოთხე.
........

საღამოს უკვე მე და მარი ჩვენი ახალი სახლის ბაღში ვისხედით და ყავას ვსვამდით
_ მარი! დარწმუნებული ხარ რომ აქ გინდა ყოფნა
_ უკვე ვისაუბრეთ ამაზე, თანაც უკვე შევამჩნიე რამოდენიმე სიმპატიური მამაკაცი
_ დროს არ კარგავ ესეიგი
_ ესაა ჩემი ცხოვრება ბევრი და სიმპატიური მამაკაცებით
_ და სიყვარული?
_ ეგ საჩემო არაა. ქრისტი ის შენი ახალი ექიმი?
_ ზურა?
_ კიი, ექიმი ზურა ნეტა უცოლოა
_ რად გინდა
_ ვფიქრობ შევამატო ჩემს სიას
_ სიყვარული დაო ეს გჭირდება შენ
_ მე მჭირდება და შენ?
_ მე რა?
_ ის გაუშვი დაო.არ გიფიქრია იმაზე მილანიდან რომ ჩამოვა და შინ არ დახვდები რას იგრძნობს მაშინ
_ გიოზე რომ ვფუქრობ სწორედ ამიტომ ვარ აქ
_ არა დაო შენ გიოზე არ ფიქრობ, შენ საკუთარ თავზე ფიქრობ, ერთი წუთით მაინც რომ გეფიქრა მასზე ადამიანურად დაემშვიდობებოდი და არა წერილით
_ მე არ შემიძლია დაო ეს
_ ის მაინც ხომ შეგეძლო რომ დაგერეკა და შენ რა გააკეთე სანაცვლოდ? ნომერი გათიშე და გადააგდე
_ შენ როგორ ფიქრობ ჩემთვის მარტივია მისი მიტოვებ მაგრამ, მე წამოვედი და ეს უკვე ფაქტია და აღარ შეიცვლება მარი.
_ ბოდიში დაო არ მინდოდა გული გტკენოდა
_ ოთახში გავალ წერილს მივწერ გიოს
_ თუ რამეში დაგჭირდე დამიძახე.

გიო! დიდხანს ვფიქრობდი საიდან დამეწყო და რა მეთქვა შენთვის, ამიტომ თავიდან გადავწყვიტე მომეყოლა შენთვის: მახსოვს პირველად რომ დაგინახე სუზის და ლაშას ქორწილში, აივანზე იდექი და ჰორიზონტში იყურებოდი, სწორედ რომ იმ წამს ვიგრძენი გულში რაღაც აღუწერელი გრძნობა. არ ვიცოდი ვინ იყავი მაგრამ იმ წამიდან გავიაზრე რომ, შენ იყავი ის ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი. გიყურებდი შენ და მთელ სხეულში პეპლების ფრენას ვგრძნობდი, ეს ის გრძნობა იყო რაც არასდროს განმიცდია. მთელი ერთი კვირა გავიდ და მე შენი მეორედ ნახვის იმედი არასადროს დამიკარგავს. მეორე შეხვედრა თუ გახსოვს ჩვენი? დღესაც კი მრცხვენი იმ დღის. მიუხედავად იმისა რომ არაფერი მახსოვს ნაინც ვგრძნობდი შენს თბილ დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. არ ვიცი რატომ მაგრამ დილით როცა შენს სახლში გავიღვიძე თავი შინ მეგონა ისე კომფორტულად ვიყავი, ვიდექი სამზარეულოს კარებთან და გიყურებფი როგორ მიმზადებდი საუზმეს, ჩვენს პირველ საუზმეს. იმ დღეს როცა სუზიმ მითხრა რომ მგონი გიოს მოწონხარო ისე ავღელდი საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა. და პირველი ზარი? საიდანაც დაიწყო ყველაფერი როცა ყურმილი ავიღე და შენი ხმა გავიგონე ირგვლევ ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა. არ მახსოვს რა გითხარი თუმცა საღამოს ჩვენ უკვე პირველ პაემანზე ვიყავით. ყველა დეტალი მახსოვს გიო ჩვენი: პირველი ხელის ჩაკიდება; პირველი ჩახუტება; პირველი კოცნა; პირველი მიყვარხარ ნათქვამი ერთნანეთის მიმართ; პირველი ჩხუბი, შერიგება და ის საოცარი ღამე აგარაკზე.
წერილის წერის პროცესში ვიყავი როცა გავაცნობიერე რომ ამ წერილით მას მე სიყვარულს უფრო ვუმტკიცებ ვიდრე ღალატის შესახებ ვამცნობ, ამიტომ წერილი დავხიე და ვეცადე უფრო ცივი გრძნობით დამეწერა.
გიო! მე წავედი შენგან და ბედნიერი ვარ ახალი ცხოვრებით, აღარ მომძენბო და დამივიწყე ასე აჯობებს ორივესათვის.
.........
მას შემდეგ რაც ამ ქალაქში გადმოვედი გიოზე არაფერი მსმენია. თითქმის ერთი თვე გავიდა თუმცა მე დღემდე მჯერა რომ გიოს ჩემი მოძებნა არ შეუწყვეტია და მალე შემოაღებს ამ სახლის კარს. საღამოს როცა დასაძინებლად ვწვები უსაშველო სევდა შემომაწვება ხოლმე. თვალევს ვხუჭავ და წარმოვიდგდნ რომ გიო ჩემს გვერდითა დი ისეთი სიმშვიდით ძინავს როგორც სჩვევია. ყველაზე მეტად მაშინებს იმის რომ ტვინის უჯრედების დაზიანების შემდეგ გიო ვეღარ გავიხსენო. სწორედ ამიტომ დღიურის წარმოება დავიწყე სადაც ყველაფერს ვწერ გიოზე. ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალს თვალის ფერსაც კი რომელიც ყოველთვის ეცვლებოდა ხასიათის მიხედვით. დღიურის წერა თითქოსდა მეხმარებოდა ამ ყველაფერში. წერის პროცესში თავიდან განვიცდიდი გიოს ერთად გატარებულ ყველა მოგონებას. მთელი ერთი თვე დღიურის წერას მოვანდომე მაგრამ ბოლო პერიოდია,ეს შეუძლებელი გახდა ჩემთვის. ენცეპალოფათიას ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის შემდეგ გიოს დაკარგვასთან ერთად ასევე ძვირფასი რამ რაც დავკარგე მხედველობა იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent