შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეორე თავი)


14-12-2024, 17:52
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 647

- დღეისათვის სულ ეს იყო, თავისუფლები ხართ - გაიღიმა და დააკვირდა, როგორ გადიოდნენ აუდიტორიიდან სტუდენტები. თავისი ნივთები აკრიფა და თავადაც გაჰყვა ბავშვებს.

- გისმენ თათა - ატლასის ქვედაბოლო, იმავე ნაჭრის ფართე საროჩკა და ქუსლიანი მაშიები (ბასანოჩკი) ეს იყო ის სტილი, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ლექციებზე იშვიათად მოდიოდა ასე ჩაცმული. - ლექციებს მოვრჩი უკვე მალე გამოვალ.

- იცოდე არ დაიგვიანო თორემ შენ მოსვლამდე, რომ მომიწიოს გაფრენა მთელი სიცოცხლე ხმას არ გაგცემ! - მკაცრი ხმა ჰქონდა დევდარიანს, ასე იცოდა ხოლმე, თუნდაც ერთი დღით წასულიყო სადმე აუცილებლად უნდა დამშიდობებოდა თავის ძვირფას ადამიანებს და აუცილებლად ვინმეს უნდა გაეცილებინა. ახლაც სულ, რამდენიმე დღით მიდის, მაგრამ გაცილებას, დამშვიდობებას მაინც ითხოვს ეს თავნება ქალბატონი.

- არ დავაგვიანებ, მანქანით წამებში შენთან გავჩნდები - შავი ტოიოტას კარი გამოაღო და მძღოლის ადგილი დაიკავა. ათი-თხუთმეტ წუთში თბილისის აეროპორტის წინ იყო უკვე. მანქანის დაპარკინგება ისე გაუჭირდა ჟურნალისტების გამო, ლამის იყო უკან გაბრუნდა ნერვებ მოშლილი.

- რა ჯანდაბა ხდება? ვინ ჩამოვიდა ნეტავ ეგეთი ამხელა აჟიოტაჟი, რომ გამოიწვია. - მიდიოდა და თან თავისთვის ლაპარაკობდა, თან ტელეფონში თათას ნომერს ეძებდა, რომ დაერეკა. - როგორ მეზარება ამდენ ხალხში შენი ძებნა თათა, ან სად ჯანდაბაში ხარ ტელეფონსაც, რომ არ პასუხობ - ნერვებ მოშლილი მიიკვლევდა ზღვა ხალხში გზას. -ნეტავ ვინ არის ასეთი მთელი ქვეყანა, რომ ფეხ ქვეშ ეგება? ალბათ ესეც მორიგი იმედგაცრუება იქნება ქვეყნისთვის... - თქვა ნერვებ მოშლილმა თავისთვის და დევდარიანისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით. ვიღაცის ხმა მოესმა არ მიცნობო, თუ რაღაც თქვა, მაგრამ ვის აინტერესებდა მთავარია თათას მიუსწრო.

- კიდევ კარგი მომისწარი - უთხრა ისეთი ტონით აშკარად მიახვედრა, რომ ვერ მიესწრო კარგი დღე არ დაადგებოდა.

- დაუმშვიდობებლად, როგორ გაგიშვებდი? - თათა დიდი სიყვარულით გადაეხია და მიუხედავად იმისა ქალბატონი ჩახუტებას ვერ იტანდა, მაინც გაჩერდა და ცალი ხელი შემოხვია. თათა გერმანიაში ცხოვრობს, იქ სწავლობდა გაცვლითი პროგრამით და იმდენად კარგად აეწყო საცხოვრებლად დარჩა და მოქალაქეობაც აიღო. ხშირად ჩამოდის ხოლმე საქართველოში განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკრების თამაშია.

- გარეთ იმდენი ჟურნალისტია, ძლივს შემოვაღწიე - შემოსასვლელისკენ გაიხედა ისევ - ვინ ჯანდაბა ჩამოვიდა ასეთი მთელი ქვეყანა, რომ ფეხქვეშ ეგება? - კიდევ ერთხელ გაიმეორა, რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი.

- დადეშქელიანი ჩამოვიდა, ნაკრების თამაშია, რამდენიმე დღეში - ისე თქვა დევდარიანმა აუცილებლად უნდა ცოდნოდა ქალს ვისზე იყო საუბარი. - და მე ახლა მიწევს მაინცდამაინც წასვლა - გაბრაზებულმა ამოილაპარაკა.

- უნდა ვიცოდე ვინ არის? - მხრები აიჩეჩა და ტუჩები გადაატრიალა.

- მოიცა - ხელები ოდნავ მაღლა აწია - დადეშქელიანი არ იცი ვინ არის? - უარყოფის ნიშნად, რომ გაუქნიეს თავი, მართლა გაუკვირდა. დადეშქელიანს ვინ არ იცნობდა, მთელი მსოფლიო გიჟდებოდა ამ ბიჭზე, ჯერ სულ, რაღაც ოცდასამი წლის იყო და სასწაულებს აკეთებდა, როგორ იყო შესაძლებელი, რომ ბერიძემ არაფერი იცოდა?!

- არ ვიცი, დანაშაულია?! - გაბრაზდა ქალი.

- დანაშაული არ არის, უბრალოდ ყველა იცნობს, როგორც საოცარ ფეხბურთელს...

- ანუ ფეხბურთელია? ასეც ვიცოდი... - აღარ დაასრულებინა დევდარიანს სათქმელი - ასეც ვიცოდი, ფეხბურთს ვერ ვიტან, ხომ იცი - თავი გვერდზე გადახარა.

- ვერასოდეს გაგიგებ მაგ საკითხში, თამაშზე ერთხელ არ ყოფილხარ და ჩვეულებრივად გძულს სპორტის ეს სახეობა. - გიჟდებოდა თათა ფეხბურთზე, რაც ფეხბურთის ინტერესი გაუჩნდა და ნაკრების თამაშების ყურება დაიწყო, თითზე ჩამოსათვლელი იყო იმ მატჩების რაოდენობა, რომელზეც სტადიონზე არ იყო. - ორ თვეში ისევ აქვთ თამაში და მაგ დროს აქ ვიქნები, იცოდე ჩემთან ერთად მოდიხარ სტადიონზე. უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ ფეხბურთი შეგაყვარო. ბოლო თამაში იქნება ამ სეზონის სამ დღეში, მერე შვებულება აქვთ ორ თვიანი და კარგად დაისვენებენ ბიჭები. ნეტავ წასვლა არ მიწევდეს, სეზონის ბოლო მატჩს არ გამოვტოვებდი. მართალია ამხანაგური თამაშია, მაგრამ მაინც მინდოდა სტადიონზე ყოფნა. - ჩაილაპარაკა დანანებით.

- თათა დევდარინი სასწრაფოდ გამოცხადდით რეგისტრაციის გასავლელად - გაისმა ხმა, გოგონა სწრაფად გადეხვია, ლოყაზე აკოცა და ისე გაიქცა ბერიძემ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო.

- მაინც არ წამოვალ! - ჩაილაპარაკა მკაცრად - როგორ უნდა მოგწონდეს, არა გიჟდებოდე ადამიანი თამაშზე სადაც ოცდაორი კაცი ერთ ბურთს დასდევს - თავისთვის ლაპარაკობდა და თან მანქანის გასაღებს ეძებდა.

ქალბატონი ევა ბერიძე, ოცდარვა წლის, ახალგაზრდა, დაუქორწინებელი გოგონაა, ლექტორია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით და შეიძლება ითქვას იმდენად უყვარს ეს საქმე, კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა და თავისი ცოდნისა და გამოცდილების სტუდენტებითვის გაზიარება, თამამად შეიძლება ითქვას ერთადერთი საქმეა, რაც არასოდეს დაღლის და რაც ყველაზე მეტად აბედნიერებს. ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობს, განათლების მართვის საინფორმაციო განყოფილებაში, მაგრამ მისთვის სტუდენტები მაინც ნომერ პირველები არიან.

- რა კარგია სახლში - ჩანთა შემოსასვლელში დადო, ფეხსაცმელები დაწმინდა და თავისი ადგილი მიუჩინა, გასაღები კი პატარა მაგიდაზე დადო, სათვალესთან ერთად. ჩუსტებით ჯერ სააბაზაონოში გაფრატუნდა ხელების დასაბანად და მერე ოთახში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, რიტუალივით ჰქონდა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს აუცილებლად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედება უნდა შეესრულებინა. ზედმეტად მოწესრიგებული იყო და გიჟდებოდა ისე უყვარდა, როცა ყველაფერი თავის ადგილას იდო, სწორად და სუფთად აკეთებდა ყველაფერს.

დასვენებაზე არც უფიქრია, სტუდენტის თხოვნა უნდოდა შეესრულებინა, სისტემური ბლოკი მაქვს გაფუჭებული იქნებ რამე უშველოთო, დაშლა დაიწო. წარმოუდგენლად მიაჩნია ბევრს, ადამიანს და მით უმეტეს გოგოს ასე უყვარდეს კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა. მისი თითოეული ნაწილის შესწავლა, არ იყო მარტივი, მაგრამ ბევრი შრომის შედეგად დღეს არის ის ვინც სულ უნდოდა ყოფილიყო.

- ვინ რეკავს ამ დროს? - ფეხზე წამოდგა და მესენჯერში შემოსულ ზარს უპასუხა.

- თათა, უკვე ჩასულხარ.

- კი ერთი საათის წინ ჩამოვედი. - თავზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, აშკარა იყო აბაზანიდან ახლახანს გამოვიდა. თათა იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნება ვისაც შეუძლია დღეში რამდენჯერმე იბანაოს. დაღლილი იყო მგზავრობით და ეძინებოდა.

- რამდენი საათი დასჭირდა ფრენას?

- მგონი ოთხი ან მეტი, უკვე აღარც ვუყურებ ხოლმე საათს. - დაამთქნარა და მერე მეგობარს გაუღიმა. - რას აკეთებდი?

- ქეისს ვნახულობდი, სტუდენტმა მთხოვა, გამიფუჭდაო - უთხრა და თან დაშლილ ქეისს დახედა. თითქმის დაასრულა შეკეთება.

- მანდ ახლა დაახოებით ღამის თორმეტი საათია და შენ ისევ ქეისს ჩაჰკირკიტებ, როგორ გიყვარს შენი საქმე - გაეღიმა ისევ.

- თითქმის დავამთავრე, მიდი დაიძინე შენ. ხვალ დაგირეკავ - ხელი დაუქნია და გათიშა ვიდეო ზარი.

რამდენიმე წამში ისევ აწკრიალდა ტელეფონი.

- რა დაგავიწყდა? - სიცილით უთხრა, იცოდა რაღაც სისულელის გამო ურეკავდა.

- დღეს, რომ გითხრი ორ თვეში თამაშიათქო...

- არ ვუყურებ ხომ იცი, მაგის დრო არ მაქვს. - უთხრა და თან ქეისს მიუბრუნდა, ფრთხილად ჩასვა ყველა ნაწილი თავის ადგილას და საბოლოოდ დაასრულა შეკეთება.

- მხოლოდ პირველი ტაიმი იყურე და თუ არ დაგაინტერესებს გამორთე და აღარასოდეს უყურო. - შეეხვეწა დევდარიანი.

- კარგი, ვნახოთ. შეიძლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაგ დროს ლექციები მექნება ან სამინისტროში ვიქნები, ასე რომ... - თავის დაძვრენას შეეცადა ევა.

- რვა საათზე იწყება. - უთხრა ისე აშკარად ყველა გზა მოუჭრა. - შენ ყოველთვის ექვს საათზე ამთავრებ ლექციებს და სამინისტროშიც, რომ მიდიოდე მაინც მოასწრებ. - ორ თვეში მანდ ვარ ამ თამაშზე ერთად წავალთ, მანამდე კი ამხანაგური თამაშია და მაგ თამაშს უყურე აუცილებლად.

- კარგი ვნახოთ შეიძლება ვუყურო, ოღონდ შენ დამანებე თავი და ვუყურებ - მობეზრებულმა უთხრა და თვალები აატრიალა. - წავედი, ვიძინებ.

- ბილეთეს გამოგიგზავნი - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ზარი გათიშა.

- რა ბილეთები, სტადიონზე არ წავალ - ბილეთი მართლა გამოუგავნა, თანაც შესანიშნავ ადგილას, კარს უკან იყო მისი ადგილი, პირველ იარუსზე, მეორე რიგში, შესანიშნავი ადგილია. კარს უკან, რომ ხარ და ისე უყურებ ფეხბურთს, ეგ ყველაზე მაგარი ემოციაა, ეგეთი ემოციით ვერცერთი ადგილად ვერ შეძლებ ალბათ ყურებას, რადგან როცა ჩვეულებრივ სხვა ადგილიდან უყურებ, უბრალოდ მაყურებლის როლში ხარ და სხვა არაფერი, მაგრამ როცა კარს უკან ხარ უფრო მეტად ტაქტიკურად უყურებ, კარისკენ წამოსულ ყველა ბურთზე გინდა თითქმის გადახტომა, გგონია კუთხური შენ უნდა ჩააწოდო ან აუტზე გაიქცე. ლევან ღვინიაშვილმა თქვა ზემოთ აღნიშნული სიტყვები თავის ერთ-ე რთ ინტერვიუში და თავად თათასაც გამოცდილი ჰქონდა, როგორი განსხვავებული ემოცია მოაქვს კარს უკან ყოფნას სტადიონზე, რადგან ეს იცოდა თათამ ზუსტად ის ადგილი აარჩია საიდანაც ყველაზე მეტად იქნებოდა ჩართული თამაშში და ინტერესიც გაუჩნდებოდა.

გადაწყვეტილი ჰქონდა ბერიძეს, ვინმეს აჩუქებდა ბილეთს, წასვლა არ უნდოდა, რა უნდა ეკეთებინა სტადიონზე? ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა და სტადიონზე წასვლას, რა აზრი ჰქონდა? არანაირი. თუმცა მოულოდნელად დეიდაშვილმა, დაურეკა ჩამოვედი და შენთან ვრჩები, რამდენიმე დღითო იმ წამსვე გადაწყვიტა მისთვის ეჩუქებინა ბილთები.

- ნეტავ იცოდე რა კარგ დროს ჩამოხვედი გაბრიელ - მისალმებაზე ადრე ეს სიტყვები უთხრა და თამაშის ბილეთები აუფრიალა თვალწინ.

- კარგად, შენ როგორ ხარ? - გაეცინა ბიჭს - იქნებ ჯერ მომსალმებოდი.

- მეც კარგად - სიცილი აუტყდა - მომენატრე ბიჭო ეგრე უნდა დაკარგვა?

- რა დაკარგვა ევ ახლახანს არ ვიყავი აქ? - გაეცინა გაბრიელს და გასაბრაზებლად გულში ისე ჩაიხუტა სიფრიფანა ქალბატონი, როგორც არ უნდა ეფართხალა ვერაფერს გახდებოდა.

- გამიშვი ვეღარ ვსუნთქავ - თავზე აკოცა და ხელი გაუშვა.

- ახლა მაჩვენე ბილეთები და მითხარი საიდან გაქვს? შენ ფეხბურთი ისე გძულს ამაში ფულს არ გადაიხდიდი. - ხელში შეათამაშა და მერე თვალებში შეხედა.

- თათამ იყიდა, გჩუქნი, ვისთან ერთადაც გინდა წადი თამაშზე, ხვალ არის რვა საათზე. - სამზარეულოში გავიდა და საჭმლის კეთებას შეუდგა.

- ვგიჟდები შენს დაქალზე, იმდენად უყვარს ფეხბურთი ყველა გზას ძებნის, რომ შეგაყვაროს შენც, გოგო ათასობით კოლომეტრით შორსაა და მაინც ნაკრებზე და თამაშზე ფიქრობს. - თავადაც სამზარეულოში გავიდა და ბართან ჩამოჯდა სკამზე.

- ორ თვეში რაღაც თამაში ყოფილა საქართველოსი და ჩამოდივარ ერთად უნდა წავიდეთო სტადიონზე, მაგისთვის მცალია? სამინისტროში იმდენი საქმე მაქვს. - დაიწყო წუწუნი.

- ხვალ ერთად წავიდეთ, სამსახურში მოგაკითხავ. - ძალიან მშვიდი ტონით უთხრა ახალგაზრდამ.

- სხვა წაიყვანე ვინმე, მე წასვლა, რომ მდომოდა თავად ვიყიდდი ბილეთებს.

- წამო რა, ძაან მაგარი იქნება, თან ჩემი მეგობარი თამაშობს და გაგაცნობ. - აენთო თვალები მაჭარაშვილს.

- არ მინდა, ვერ ვიტან ფეხბურთს, მარტო წადი. - რამდენიმე წუთიანი გაუთავებელი ხვეწნის შემდეგ ნერვებ მოშლილი დაეთანხმა. ოღონდ შენ გაჩუმდი და წამოვალო.

უბედნიერეს ოცდაორი წლის გაბრიელი და ალბათ ყველაზე უბედური და ნირ წამხდარი ევა სტადიონზე იყვნენ უკვე და თავისი კუთვნილი ადგილი ეკავათ.

- რა მოგწონთ მაინც ამ ფეხბურთში ვერაფრით ვიგებ, ოცდაორი კაცი ერთ ბურთს დასდევს და ამდენი სულელი ხალხი მათ გასამხნევებლად მოდის - თავისთვის ლაპარაკობდა და თან ტელეფონში სამინისტორდან მოსულ ახალ დავალებას ადევნებდა თვალს. - ჯანდაბა ისევ ეს პრობლემა, რატომ არის? მილიონჯერ ვუთხარი ბრეგვაძეს ტექნიკური ჯგუფთან დანიშნეთ შეხვედრა და მოაგვარეთთქო და სანამ მე არ ჩავერევი არაფერს გააკეთებენ. - ამილაპარკა ბრაზით, მაგრამ ფიქრებიდან გვერდით მჯდომის ხმამ გამოიყვანა.

- ევა გადაგიგდებ ტელეფონს თუ არ შეინახავ - მოედნისთვის არ მოუშორებია თვალი ისე უთხრა გაბრიელმა.

- მოკეტე და უყურე თამაშს, თუ გაინტერებს.- შეუღრინა ქალმაც.

- ევა ცხრა ნომერს ხედავ? - უთხრა ხმამაღლა, რადგან ხალხის ყვირილი და შეძახილები არ წყდებოდა. - აი ის არის ჩემი მეგობარი, თამაშის შემდეგ ვნახავ და გაგაცნობ აუცილებლად. ფოტოებიც გავიღოთ ბიჭებთან - აღფრთოვანებით საუბრობდა ბიჭი.

- ხო ერთი სული მაქ - თვალები გადაატრიალა. მხოლოდ ზურგიდან დაინახა ნაკრების ცხრა ნომერი და ოდნავი ინტერესიც არ გაჩენია გაეცნო და სხვებივით ეტრიპაჩა მასთან გადაღებული ფოტოებით.

- მიიღო ბურთი დადეშქელიანმა, ორი მეტოქე მისდევს მას...

- ეს ბიჭი იმდენად სწრაფია ვინ შეძლებს მის შეჩერებას?! პირისპირ არის მეკარესთან, ძალიან დიდი შანსი აქვს შიოს და ეს შანსი უნდა გამოიყენოს. აუცილებლად უნდა გამოიყენოს. - ემოციური იყო კომენტატორის ეს სიტყვები, ისეთი დაძაბული იყო ხმაზეც ეტყობოდა.

- არიიიიის გოლიიიიიი - ისმის კომენტატორის ყვირილი და მთელი მოედანი ზანზარებს, წამით ევაც კი ინსტიქტურად წამოიწია სკამზე, მაგრამ ფეხზე ადგომისგან თავი შეიკავა. - აი ასე, აი ასეეე.

- შიო არის ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მაღალი მწერვალის დაპყრობა და მსოფლიო დონის ფეხბურთის თამაში და ვიცით კიდეც პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტოპ გუნდში თამაშობს.

- შიო, შიო, შიო დადეშქელიანი, შიო, შიო, შიო დადეშქელიანი - ხალხი მის სახელს და გვარს სკანდირებდა და არ წყვეტდა შეძახილებს. ამხანაგური მატჩი იყო, ბევრს არაფერს წყვეტდა, მაგრამ სტადიონზე მისული ხალხი ისეთი ენთუზიაზმით, იმხელა სიყვარულით და მთელი გულით გულშემატკივრობდა ალბათ ვერასოდეს ნახავთ ასეთ გულანთებულ ხალხს, თავისი ნაკრებისთვის ასე ვინმეს ექომაგოს ჯერ არ მინახავს და ამდენი ემოცია, გატანილი გოლის სიხარული და ცრემლები ბედნიერებისგან თვალებზე, ალბათ ის არის, რაც ადამიანს იმაზე მეტად აბედნიერებს ვიდრე ნებისმიერი ნათქვამი სიტყვა. ფეხბურთი ეს არ არის უბრალოდ თამაში, ეს არის ცხოვრება, რასაც ადამიანები თავს უძღვნიან.

- გაბრიელ მე წავალ რა, ბევრი სამუშაო მაქვს, აქ სულ ტყუილად ვზივარ და თან თამაშიც არ მაინტერესებს - უთხრა და ფეხზე წამოდგა ბერიძე.

- აბა ახლა დაუბრუნდი შენ ადგილს და დაწყნარდი, ფეხი არ მოიცვალო მაედან - შეუბღვირა დეიდაშვილმა და თავის ადგილას დააბრუნა. - ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნოთქო არ გითხარი?

- კარგი არსად მივდივარ, მაგრამ ამ თამაშის არაფერი მესმის, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებსაც ვერ ვცნობ, ვერ ვიგებ, რატომ ამბობენ 4-3-5 თუ რაღაც ჯანდაბა ციფრებს, ვერც იმას ვხვდები მოედნის ხაზს, რომ გადაკვეთს ბურთი იმ ადგილიდან, რატო აწვდიან, ან საერთოდ რანაირი თამაშია, ძაან სისულელეა - თქვა გულწრფელად. მოეწყინა და თან ნერვები მოეშალა, რომ ვერაფერს იგებდა და ამიტომაც უთხრა ბატონ გაბრიელს ის რასაც ფიქრობდა, ეგონა თუ ასე ვილაპარაკებ, მოწყინდება ჩემი მოსმენა და მარტივად წავალო, მაგრამ არაფერიც.

- ოჰო, უკვე ინტერესს ვხედავ. აგიხსნი წესებს და - ჩაეცინა ბიჭს - აი ნახავ ქალბატონო ჩემზე მეტად თუ შენ არ მოგეწონოს და შეგიყვარდეს საქართველოს ნაკრები და მათი თამაში.

- გაბრიელ! თუ მიხსნი წესებს ამიხსენი შენი ბურდღუნი არავის აინტერესებს - შეუღრინა.

- საქართველოს ნაკრები დღეს წითელი ფორმით თამაშობს, შიოს გვარს უკვე ბევრჯერ გაიგონებდი დადეშქელიანი - დაბნეულობა შეატყო - აი გოლი ვინც გაიტანა. - სახელს და გვარს არც დაკვირვებია, თორე მიხვდებოდა ვისზეც იყო საუბარი.

- აა კი, ცხრა ნომერი ხო?

- კი ცხრა, ზუსტად ეგ არის ჩემი მეგობარი - გაეღიმა - დანარჩენებს, როცა მოედანზე გამოვლიან ნელ-ნელა გეტყვი ვინ ვინ არის. ხო ბურთი, როცა მოედნის ხაზს გვერდიდან კვეთს ეს აუტია და აწვდის მცველი, რომელიც მოედნის იმავე მხარეს დგას. - თამაში განახლდა და მაჭარაშვილიც გადაეშვა თამაშში. - დანარჩენს სახლში აგიხსნი, ახლა თამაშს უყურე.

ისე უკვირდა ევას, როგორ ჩაითრია ფეხბურთმა ასე, ტელეფონი, რომელიც აქამდე ხელიდან არ გაუგდია ახლა პატარა ჩანთაში შეინახა და თამაშს უყურებდა მთელი ინტერესით. მეორე გოლი კვერნაძემ გაიტანა მესამე ისევ დადეშქელიანმა და დაინგრა მართლა სტადიონი, ზოგი ფეხბურთელების სახელებს ყვიროდა და ზოგიც სიმღერას არ წყვეტდა.

მეტოქე სულ, რამდენჯერმე გადმოვიდა შეტევაზე, მაგრამ ჩვენმა ოქროს ბიჭებმა რამდენიმე წამი და ბურთი ისევ დაიბრუნეს. თამაში სამით ნული დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ.

- საოცარი თამაში ვნახეთ, საქართველო-ალბანეთი, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და თუ ეს ბიჭები ასე თამაშს გააგრძელებენ...

- საოცარი თამაში იყო ნამდვილად, დაფრინავდნენ რასაც ჰქვია და როგორც ყოველთვის შიო დღესაც გამორჩეული იყო, ნაკრების გული და სულია მართლაც ეს ბიჭი - ჩაერთო მეორე კომენტატორი ლაპარაკში.

- კი ლევან, გეთანხმები შიო ნამდვილად საუკეთესო იყო, ასევე კვერნაძე, შენგელია, კალანდაძე, რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში თამაშობ ინგლისში და საერთოდ ყველანი ბოლომდე დაიხარჯნენ. თუ ასე თამაშს გააგრძელებენ ევროპაზე თამაშსაც შევძლებთ.

- ევა წავედით, შიო გველოდება - ხელი ჩაავლო და გასახდელისკენ წაიყვანა ქალი.

- გაბრიელ ცოტა ნელა - ხალხში ძლივს იკვლევდნენ გზას, ზოგმა მხარი გაარტყა ზოგმა წვივები დაუმტვრია სირბილისა, რომ ურტყამდნენ. მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო გაბრიელს არაფერი ესმოდა ისეთი ხმაური და აჟიოტაჟი იყო.

- შიო - გადაეხვია საყვარელ, საკულტო ფეხბურთელს და კიდევ უფრო ძვირფას ადამიანს. კალასგან გაიცნეს ერთმანეთი, სკოლაში კლასელები იყვნენ და დღემდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

- გაბრიელ აქ როგორ მოხვდი? მიხარია შენი ნახვა - გამარჯვების სიხარული განწყობაზეც დატყობოდა დადეშქელიანს.

- ჩემდაუნებურად ჩამოსვლისთანავე ბილთები მაჩუქეს და აი ამ ქალბატონთან ერთად მოვხვდი აქ. - გაიღიმა თავისი ფართო ღიმილით და ყველა კბილი გამოაჩინა, როგორც იცოდა ხოლმე. შიომ ახლა მის გვერდით მდგარი, საშუალოზე მაღალი სხეული შეათვალიერა, ადიდასის ფეხსაცმელი, ფართე ტოტიანი ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და კუბოკრული პერანგი, რომ ეცვა ქალბატონს და კეპი, რომელიც ამ სტილს ყველაზე მეტად უხდებოდა. კეპის ქვეშ შავი კულულები მოჩანდა აშკარად აჩვენებდა ძალით, რომ წამოიყვანეს და ერთი სული ჰქონდა მარტო ამ გასახდელიდან კი არა საერთოდ სტადიონიდან და მისი შემოგარენიდან, რაც შეიძლება შორს წასულიყო. შეხედვისთანავე მოიხიბლა მისი სილამაზით, აშკარად ერთი მზერით მიხვდა ბიჭი ფეხბურთი არ უყვარდა და მთელი ეს დრო მხოლოდ, იმიტომ იყო სტადიონზე გაბრიელს არ აწყენინა.

- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ხელი გაუწოდა ბიჭმა და ევამაც ზრდილობის გამო შეაგება თავისი მარჯვენა.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა - გაუღიმა ბოლოს.

- ფოტო ხომ შეიძლება? - ჰკითხა მაჭარაშვილმა და თან წარბები მაღლა აზიდა.

- კი, რა თქმა უნდა - ფოტო გადაიღეს და მალევე დაემშვიდობნენ ერთამენთს.

- ევა ყველაზე საუკეთესო დეიდაშვილი, რომ ხარ ხომ იცი? - ძალიან გახარებული იყო გაბრიელი თამაშს, რომ სტადიონიდან უყურა და მერე შიოც ნახა.

- ოჰ ჩაგერთო შენ აფერისტობის საათი? - საათის ციფერბლატს დახედა მეტი დამაჯერებლობისთვის და კი ნამდვილად ეგ დროაო, თან ჩაიცინა. იმერლებს მაინც ვერავინ გვაჯობებს აფერისტობაში, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იმერელი, მაინც იმერელია.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

კარგი იყო ძალიან <3 ველოდები შემდეგ თავს. ვატყობ ევას საყვარელი სპორტის სახეობა ზუსტადაც რომ, ფეხბურთი გახდება <3

პ.ს. ძალიან კარგად წერთ <3

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ლილე
კარგი იყო ძალიან <3 ველოდები შემდეგ თავს. ვატყობ ევას საყვარელი სპორტის სახეობა ზუსტადაც რომ, ფეხბურთი გახდება <3

პ.ს. ძალიან კარგად წერთ <3

მადლობა უღემესი????
ფეხბურთი ისეთი სპორტია, აუცილებლად შეგიყვარდება, თან თუ ფეხბურთელს იცნობ მით უმეტეს❤️

 


№3  offline წევრი avrora_

ველიიი ახალ თავსს, ნამდვილად კარგი წერის სტილი გაქვსს, ცოტა გაგვიზარდე თორე არრ მყოფნისსსსსსს????❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი NiLLoIyA

avrora_
ველიიი ახალ თავსს, ნამდვილად კარგი წერის სტილი გაქვსს, ცოტა გაგვიზარდე თორე არრ მყოფნისსსსსსს????❤️❤️❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა❤️
მესამე თავს ხვალ ავტვირთავ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი თავია❤️

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა.

 


№6  offline მოდერი NiLLoIyA

Daldoni Daldoni
ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა.

უღრმესი მადლობა❣️❣️

 


№7 სტუმარი მარინა ლორთქიფანიძე

რა ლამაზად წერ ჰანა .საოცრად ფაქიზად ,შთამბეჭდავად გვიამბობთ. სიტყვები უძლურია .ეს საოცარი განცდაა .შიო რჩეულთა შორის რჩეულია.ძალიან კარგია,სასიამვნო წასაკითხია.საინტერესო და გულში ჩამწვდომია.წარმატებებს გისურვებ.????????????❤️❤️❤️❤️❣️❣️❣️❣️????

 


№8  offline მოდერი NiLLoIyA

მარინა ლორთქიფანიძე
რა ლამაზად წერ ჰანა .საოცრად ფაქიზად ,შთამბეჭდავად გვიამბობთ. სიტყვები უძლურია .ეს საოცარი განცდაა .შიო რჩეულთა შორის რჩეულია.ძალიან კარგია,სასიამვნო წასაკითხია.საინტერესო და გულში ჩამწვდომია.წარმატებებს გისურვებ.????????????❤️❤️❤️❤️❣️❣️❣️❣️????

უღრმესი მადლობა, ამ საოცარი სიტყვებისთვის…
უზომოდ სასიამოვნო და ემოციურია ეს კომენტარი ჩემთვის…
კეთილი სურვილებისთვისაც მადლობას გიხდით და იმისთვისაც, რომ კითხულობთ და დროს უთმობთ ჩემ ნაწერებს????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent