შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაფრენა


11-02-2023, 01:58
ავტორი ვე რა
ნანახია 9 414

მე როცა წავალ ,
ფრთებს რომ გავშლი,
იქნება წამი...
დაღლილი წამი...
მარტოსული, წყეული წამი ...
მე როცა წავალ ,
შენ დაგრჩება
ტკივილი მკერდთან
და შენთვის ასე მტკივნეული
"რას იტყვის ხალხი?"
მე როცა წასვლას მოვინდომებ,
აღარ გიწამებ.
დავამსხვრევ ყველა მოგონებას,
შენს ფეხებთან დავყრი.
და მერე ჩუმად იჩურჩულე
შეშლილი სახით,
რომ მე აღარ ვარ,
რომ დავსრულდი,
უბრალოდ გავქრი.
ვისი ბრალია?
განა ამას ექნება აზრი?
მიხვდები არ ვარ,
გესმის არ ვარ?
შენ მარტო დარჩი!
ვერ გაგიმეტე,
მე ათასჯერ ვერ გაგიმეტე!
მაგრამ აღარ მსურს
ავიტანო ჩემივე თავი!
და აჰა,
უკვე მოახლოვდა გამოსავალი!
ვიცი არ გესმის...
თავადაც კი მიჭირს გაგება.
რომ სულს სწყურია
ასე ძლიერ თავისუფლება.
სხეულს კი მხოლოდ
ასიოდე მეტრის გაფრენა.. .

ვერა გურული



№1  offline წევრი ჰაიკო

კარგია ძალიან
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ჰაიკო
კარგია ძალიან

მადლობა☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent