შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი(XIV)


27-12-2024, 02:04
ავტორი ნაამა
ნანახია 247

- აუ ქეთი არ მინდა წამოსვლა.
-გთხოვ, გევედრები გავერთობით.
-არ მინდა ეს ორმაგი პაემანი, თან ირაკლის არ სცალია დღეს.
-რატო?
-ორი გამოცდა აქვს და მერე ილინე უნდა დაიტოვოს.
-უფფ ხო ვერ გამოგიჭერთ თქვენ კაცი.
-შემეშვი გევედრები, სხვა დროს გნახავ. უი მოიცა მირეკავს. გადმოგირეკავ.
-თუ დრო გაითავისუფლა უთხარი და წავიდეთ გთხოოოოოვ. აი ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ.
-ღმერთო აუტანელი ხარ ქეთი
-ვიცი.
-მაგაში საამაყო არაფერია.
მარიტა სიცილით უთიშავს ქეთის და ირაკლის ზარს პასუხობს, თან საწოლზე ზურგით წვება და თავისუფალი ხელით ყელსაბამს აწვალებს.
-როგორ ხარ?
-დაღლილი და განადგურებული, ამ წამს გამოვედი გამოცდიდან და ახლა ვჯდები მანქანაში. ლიზიმ ილინეს ბებიასთან დავტოვებო ხო და გინდა სადე გავიდეთ?
-მეგონა დაღლილი იყავი.
-შენთვის დაღლილი არასდროს ვარ.
-ეს უკვე მომწონს.
-გამოგიარო ანუ?
-აუ ქეთის უნდა ორმაგ პაემანზე წასვლა და რა ვქნათ?
-შენ უეჭველი არ გინდა ხო?
-რავი მეზარება სანდრო, თუ გინდა წავიდეთ და რამეს რომ იტყვის დავცინოთ.
-წამო. სად მივდივართ?
-არ ვიცი ზუსტად, მივწერ ქეთის და გაგაგებინებ. აუ მიყვარხარ, მაგრამ წასვლა მაინც მეზარება.
-მაშინ დაიკიდე, გამოგივლი და მანქანით ვისეირნოთ, ან ზღვაზე ავიდეთ.
-გინდა აუზზე წავიდეთ?
-ჰმ და ნახევრად შიშველს ისე გიყურო რომ ვერფერი ვქნა ხალხში.
-გარყვნოლოოო!
ირაკლი ტელეფონს მიღმა იცინის, მარიტა კი საწოლზე იმ წამსვე წამოხტა და მჯდომარე პოზაში დარჩა როგორცკი ირაკლიმ ის სიტყვები უთხრა.
-რა გაცინებს, ღმერთო ვსო გითიშავ შენი გაძლება არ მაქვს ატეხილო.
-ვიზე რას ამბობ.
-კონცერტი არ გამახსენო თორე თმით გითრევ, თან საკმაოდ გაგეზარდა უკვე.
-ანუ შევიჭრა?
-არა, მე ისინი მიყვარს, არ გაბედო.
-ღმერთო გიჟი ხარ.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ მი ლორდ.
სიცილით უთხრა და ფეხზე წამოდგა.
-ანუ გამომივლი?
-ხო.
-ჩავიცვა საცურაო კოსტუმი თუ არ მივდივართ საცურაოდ.
-არა, მეზარება, კვირის ბოლოს წავიდეთ თან შენც მორჩები გამოცდებს , მეც და დავისვენებთ ამ ჯოჯოხეთისგან.
-მე რა მომასვენებს სანამ ქულებს არ გავიგებ.
-ეგეც მართალია.
-ნუ მეთანხმები ეგეთ რამეებზე.
-ძან ხომ არ მბრძანებლობ შენ ქალბატონო.
-რავი არ მგონია.კაი ჩავიცმევ და დაგელოდები, მალე მოხვალ?
-თითქმის შენს სახლთან ვარ.
-ამო არ გინდა? მათე ბესოსთან ერთად თავის ოთახშია დედა კიდევ რა თქმა უნდა სამსახურში.
-კარგი ამოვალ.
მარიტა ყურმილს კიდებს და საამზარეულოში გადის რომ ირაკლის ცივი ყავა დაახვედროს, სანამ გოგო ყავის კეთებას რჩება(რადგან ბესოს და მათესაც უკეთებს) ირაკლი უკვე სადარბაზოშია, მარიტა ჭიქებით ხელში გაჭირვებით აკაკუნებს მათეს ოთახის კარზე. ბიჭი კარს აღებს, თმა არეული აქვს ტანსაცმელი კი დაჭმურჭნილი, ბესო საწოლზე ზის, ზურგით კედელს ეყუდება და მარიტას ღიმილით უქნევს ხელს
-ყავა მოგიტანეთ.
-რა საყვარელი ხარ.
-მიდი გააგრძელეთ შეგიშალეთ მე აშკარად ხელი..
კარს სიცილით იხურავს და ისაა ოთახისკენ გამოსაცვლელად მიდის რომ ირაკლი კარზე ზარს რეკავს. მარიტა არც კი იხედება ისე აღებს კარს და ჩარჩოს ცალი ხელით ღიმილით ეყრდნობა.
-როგორც იქნა მოხვედი ჩემო პრინცო.
-შემომიშვებ თუ ასე უნდა ვიდგე?
-ჰმმმ არ ვიცი, გააჩნია რა მომიტანე.
-სამწუხაროდ არაფერი, მაგრამ ნაყინს გიყიდი.
-ძალიან კარგი შემოდი, ცივი ყავა დაგახვედრე მე.
-საუკეთესო ხარ.
ირაკლი მარიტას ლოყაზე კოცნის და სახლში შედის, მარიტას ბიჭი თავის ოთახისკენ მიჰყავს და ხელით ბორბლებიან სკამზე ანიშნებს. გოგომ კარადიდან თეთრი მუხლს აცილებული კაბა გამოიღო, ზურგით შეტრიალდა და მაისური გადაიძრო, ირაკლი მის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა, მის ხერხემალს რომელსაც ოდნავ დაკლაკნილი ჩაღრმავებული ხაზი მიუყვებოდა, გიტარისებულ ტორსს, მაღალ კისერს, საშუალო ზომის მხრებს და თმებს რომელიც ალაგ ალაგ ჩამოვარდნოდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ბიჭმა როცა მარიტა კაბის გადაცმისას ოდნავ დაიკლაკნა, მერე როცა გდაიაიცვა დაიხარა და შორტი გაიხადა. ირაკლი ფეხზე წამოდგა და იმ წამის გამართულ მარიტას ხელები მუცელზე შეუსრიალა, პარალელურად კი კისერში აკოცა.
-ლიფის ჩაცმა დაგავიწყდა.
მარიტას გაეღიმა, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს ისე განაგრძო გამოცვლილი ტანსაცმლის დაკეცვა, ირაკლიმ კი კიდევ ერთხელ აკოცა.
-ასე მსჯი იმის გამო რომ აუზზე არ მიმყავხარ?
-არა.
-რა არა?
-არც ჩაცმა დამვიწყებია და არც გსჯი.
ირაკლიმ მარჯვენა ხელი მხარზე აუსრიალა, მერე კისერზე, ყელზე და ძალიაან ნელა ჩაასრიალა გოგოს საკმაოდ შეხსნილ დეკოლტეში, მარიტამ თავი უკან გადასწია და ირაკლის მხარს დაეყრდნო როცა ბიჭის ხელი მის მკერდს შეეხო. ირაკლის ცალყბად გაეღიმა და ოდნავ უკბინა კისერში, მარიტა ამაზე შეიშმუშნა და მის მკლავებში დატრიალდა.
-ვამპირო.
-შენ დაიწყე. აქ რომ არ შემოგეყვანე და გეიძულებინე მენახა როგორ იცვლიდი არც არაფერი მოხდებოდა.
-რადგან უბრალოდ მანქანით სეირნობას ვაპირებთ და დედაჩემი სახლში არ არის სადღაც 20 წუთი ვერ გადავდებთ?
მარიტას თვალებში ვარსკვლავები თამაშობდნენ, ირაკლის ისე გამომწევად უყურებდა ბიჭი წიანდადების დასაწყისშივე დასთანხმდა. მარიტამ რამდენიმე ნაბიჯი წინ წადგა და ირაკლიც უკან უკან წავიდა, სულ ერთი თითქმის არც მიკრული ხელით ირაკლი მარიტას ბორბლებიან სკამზე დაჯდა და გოგოც წამის მეასედში მის მუხლებზე მჯდომი აღმოჩნდა.
-დარწმუნებული ხარ რომ არავინ შემოვა?
-შორენა სამსახურშია, მათე და ბესო კი გვერდით ოთახში არიან და დამიჯერე ჩვენთვის ოდნავადაც არ სცალიათ.
ირაკლი ხელებს მისი კაბის ქვეშ ასრიალებს და მარიტას ეღიმება.ბიჭის ტუჩებს ვერა და ვერ წყდება და იმ პატარ პატარა მომეტნებში როცა ირაკლი მის ყელს ჰკოცნის და ენას ასრიალებს გოგო ძლივს იკავებს თავს რომ სიამოვნებისგან არ იყვიროს. ის ის არის ირაკლის შარვალს უხსნის რომ კარის გაღების ხმა ესმით და ორივე მისკენ ტრიალდება. კარში მათე დგას რომელსაც შოკისგან პირი აქვს გაღებული და დასა და მის შეყვარებულს მიშტერებია. მარიტას თმა უკვე გაშლილი და არეული აქვს, ირაკლის ხელები გოგოს კაბის ქვეშ და კისერზე ულაგია, მარიტას კი ორივე ხელი ირაკლის ქამრის ბალთაზე აქვს მოკიდებული. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამს გრძელდება, სანამ მათეს უკან ბესო გამოჩნდება და მარიტა ფაქტობრივად უკან ნახტომით ადგება ირაკლის მუხლებიდან.
-მგონი მე უნდა გავიდე, კარგად.
მათე კარს იხურავს და ოთხივეს, ბესოს და მათეს კარს მიღმა , ირაკლის და მარიტას კი ოთახში სიცილი უტყდებათ. ჯერ იყო და მარიტა შეუარდასავით ბესოს და მათეს ახლა კი მათემ თითქმის სექსისას შეუსწრო წყვილს.
-მგონი ჯობია წავიდეთ.
ირაკლი ფეხზე დგება და გოგოს არეულ თმას უსწორებს.
-ხო წავიდეთ, ნაყინი მინდა შენ?
-მეც.
ოთახიდან რომ გამოდიან მათე და ბესო ისევ კართან არიან, ფაქტობრივად იატაკზე გაწოლილები და იცინიან.
-აღარასდორს შემოხვიდე დაკაკაუნების გარეშე თორემ ვერ გადამირჩები.
მარიტა ხუმრობით ეუბნება ძმას.
-მგონი ერთი ორი კვირა თვალებში ვერ ჩაგხედავთ ვერცერთს.
მათეც ხუმრობით უბრუნებს პასუხს.
-გაეთრიე ბავშვო.
ირაკლი და მარიტა შემოსასვლელში გადიან, მარიტა შავ დაბალქუსლიან ფეხსაცმელს იცმევს, რომელსაც ზუსტად იცის რომ მოგვიანებით ირაკლის მანქანაში აუცილებლად გაიხდის. ირაკლი კი ჯიბეებში ხელებჩადებული ელოდება გოგოს. მერე მომხდარის გამო ჯერ ისევ სიცილით ჩადიან კიბეებზე
ირაკლის მანქანაში სხედან, მარიტას როგორც თითქმის ყოველთვის ფეხსაცმელი გახდილი აქვვს, ფეხები მოკეცილი აქვს და საქარე მინის წინ შემოწყობილი. წითური თავით საზურგეს ეყრდნობა და ირაკლისკენ აქვს მიბრუნებული, ბიჭი კი შიგადაშიგ სიმღერას ასდევს თან გზას თვალს არ აშორებს. ცოტახანში მარიტა ახალ სიმღერას რთავს. ავტომობილის სალონში “ I was Made for lovein’ you” ჟღერს YUNGBLUD -ის შესრულებით. მარიტა მისამღერს მთელი ხმით ჰყვება და ირაკლის მზერას არ აშორებს, ბიჭი კი ხელს მის მუხლზე დებს, ნელა ასრიალებს ზევით,რომ კაბის ქვეშ შეძვრეს, და ბარძაყზე უჭერს.
- that’s right I was made for loving you, baby
ირაკლი ხმამაღლა ამბობს, მანქანას ანელებს და მარიტას ძალიან სწრაფად კოცნის ტუჩებსში. გოგო წითლდება და სიცილი უტყდება.
-ღმერთო ჩემო რა ბანალურია.
-რატომ?
-იმიტომ რომ სხვის სიტყვებს იმეორებ და კიდევ იმიტომ რომ საშინალდ უხერხული იყო.
-მაგრამ მოგეწონა- ირაკლი მისი ფეხიდან ხელს იღებს და უწვდის, თვალებით მისკენ ანიშნებს ,მაგრამ გოგო მაშინვე ვერ ხვდება რა უნდა- ხელი მომეცი.
მაიტა ყოყმანით ჰკიდებს ხელს, ბიჭი კი თვალს გზას არ აშორებს.თუმცა მაინც მანქანაში სასიამოვნო ატმოსფეროა.
-წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რამდენად ძნელია იმ ადამიანთან შეხვედრა ვინს შენთვისაა შექმნილი, არა ვისთვისაც შენ ხარ შექმნილი. თქვენ დროში და სივრცეში უნდა დაემთხვიოთ. შენ ხომ წინა ცხოვრებების გჯერა?-მარიტა თავს უკრავს- წარმოიდგინე რამდენჯერ შეიძლება მე და შენ ერთმანეთს ავცდენოდით? რამდენჯერ შეიძლება ერთმანეთი ვერ გაგვეცნო დროის ან მანძილის გამო?.-მარიტა ამაზე ფიქრდება, ეს იმდენად ძნელი ეჩვენება, იმდენად სევდიანი ლამისაა ტირილს დაიწყებს. ირაკლი მართალია და ეს ორივემ იცის- მაგალითად შენ შეიძლება მოხუცი ყოფილიყვაი როცა მე დავიბადე, ან მე ომში მოვმკვდარიყავი სანამ შეგხვდებოდი. ან შეიძლებ შენ დიდგვაროვანი ყოფილიყავი მე გლეხი.
-შენ სხვა ქვეყანაში გეცხოვრა მე სხვაში. შეიძლება რომელიმე ცხოვრებაში შევხვდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ან ძალიან ადრე, ან ძალიან გვიან.
-ახლა ხვდები?
-კი.
მარიტას თვალები უსევდიანდება. ის ახლა და აქ ყავს, მაგრამ აღარაა დარწმუნებული რომ ყველა ცხოვრებაში სულ თავიდნა შეხვდებიან და სულ თავიდან დაიწყებენ ამ ყოველივეს.
- შენი აზრით სიყვარული სხვა ცხოვრებებშიც თან მოგვყვება?
-არ ვიცი, აქ შენ ხარ ის ვისაც რეინკარნაციების სჯერა.
-შენ არა?
ირაკლი უყოყმანოდ აქნევს თავს.
-მე მგონია რომ სხვა სამყაროში გადავდივართ. ისე არა როგორც სამოთხე და ჯოჯოხეთი.-მარიტა იბნევა მაგრამ მის მოსმენას არ წყვეტს. ირაკლი მანქანას იაპონური რესტორნის წინ აჩერებს, მაგრამ არ გადადიან სანამ საუბარს არ დაასრულებენ- ეგეთი თეორიაა, სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ. რომ როცა კვდები პარალელურ სამყაროში აგრძელებ არსებობას, მაგალითან გზაზე გადადიხარ და მანქანა მოდის რომელიც ძლივს აგცდა, შეიძლება ის დაგეჯახა, შენ იმ სამყაროში სადაც იყავი მოკვდი, მაგრამ ახალ სამყაროში გადასროლისას ზუსტად იმ წამიდან გააგრძელე სიცოცხლე სადაც შეწყვიტე, ან სიზმრიდან გამოიღვიძე.
-ძალიან საინტერესოა. 7 წუთის თეორია იცი?
ირაკლის რაღაც მსგავსი სმენია , მაგრამ კარგად არ ახსოვს ასე რომ ღვედს იხსნის და უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
-მოკლედ-მარიაკ ფეხებს დაბლა სწევს და სკამზე გვერდულად ჯდება-როცა კვდები 7 წუთის მანძილზე შენს მთელს ცხოვრებას ხედავ, მაგრამ ეს 7 წუთი ისე იწელება როგორც შენი მთელი ცხოვრება.
-ღმერთო სიგიჟეა, საიდნა უნდა გავიგო რომ ახლა ეგ 7 წუთი არაა?
ირაკლი ხუმრობით ეკითხება, მარიტა ამასობაში ფეხსაცმელს იცმევს და მხრებს იჩეჩს.
-მეც ეგ კითხვა მქონდა პირველად რომ გავიგე.
საშინლად ცხელა , უკვე ივლისის დასაწყისია, ირაკლი ხელს მხრებზე ხვევს გოგოს და რესტორანში შედიან. იქ დაჯდომას არ აპირებენ, ირაკლიმ იფიქრა რომ ატრიას იყიდდნენ და მანქანაში შეჭამდნენ , ან სადმე პარკში ბალახზე დასხდებოდნენ ცოტახანს. ასეც იქცევიან დახლთან მიდიან, ორ ქათმის ატრიას უკვეთავენ წასაღებად და სანამ შეკვეთა მზადდება იქვე თავისუფალ მაგიდასთან იცდიან სადაც უკვე სიკდვილის შემდეგ სიცოცხლეზე კი არა იმაზე მსჯელობენ ზაფხულში მხოლოდ ის ორნი სად წავიდნენ, მარიტა მაინც უარზეა რომ შორენა მხოლოდ მასთან ერთად არ გაუშვებს, მაგრამ ირაკლი მცდელობას არ აკლებს და ყველაფერს აკეთებს გოგოს დასათანხმებლად რომ რამდენიმე დღე ბახმაროში დაისვენონ.
-რას ქვია არ მინდა? დიახაც მინდა, მაგრამ გეუბნები მომკლავს შორენა. ხომ ხედავ იმასაც ვერ ვეუბნები თბილისში რომ ვრჩები შენთან, ხან ბესოსთან ვარ თქო ვატყუებ და ხან ქეთისთან. მგონი ხალხი უნდა დავამატო თორე მაგაზეც მალე გამომიჭერს.
თვალებს ატრიალებს და ირაკლის ხელს ეყრდნობა რომელიც იმ წამს შეუსრიალდა ლოყაზე. ბიჭს თავი გვერდულად აქვს გადახრილი და ცერით ღაწვზე ეთამაშება.
-მე ვთხოვ. აი ძალიან ვთხოვ.
-კარგი რა, დაიკიდე წელს ჩემთან წავიდეთ სამეგრელოში და შემდეგ წელს სადაც გინდა იქ წამოგყვები.
-შემდეგ წელს?
ირაკლის სახე ებადრება ამის მოსმენაზე ,რადგან მისთვის ეს ნიშნავს რომ გოგო მათ მომავალზე ფიქრობს და ყველაფრის დასრულებას არ აპირებს. მარიტა თავს ღიმილით უქნევს.
-ასე ძალიან გაგიხარდა?
-დიახ ასე ძალიან გამიხარდა ბლუმ. ანუ გგონია რომ ისევ ერთად ვიქნებით?
-იმის მერე რაც უბრალო სიტყვაზე “ლიზა ეჭვზე მართალი იყო” ტირილით გევედრებოდი არ დამშორდე თქო კიდე ფიქრობ რომ შენი ჩემი ცხოვრებიდან განდევნა მინდა?
ირაკლი მხრებს იჩეჩს და დამნაშავე მზერას იღებს, ოდნავ ნაწყენი მარიტა კი მხარზე გამეტებით ბრწკენს.
-იდიოტო. როგორ ბედავ ეგეთი სისულელეების გაფიქრებასაც კი არა თუ წამოროშვას.
-43!
მარიტა და ირაკლი დახლისკენ იხედებიან. ფეხზე დგებიან, შეკვეთას ართმევენ და რესტორანს ტოვებენ. საჭმელი ირაკლის უკავია, მაგრამ მაინც კარს თავად აღებს და მანამ უჭირავს სანამ გულხელდაკრეფილი დაბღვერილი მარიტა გამოვა. ირაკლი თვალს არ აშორებს და ცალყბად იღიმის მის დაბღვერილ გამომეტყველებაზე, შეკუმშულ წარბებზე, გაბუშტულ ტუჩებზე და ძალით დამძიმებულ ნაბიჯებზე. მანქანის კარსაც თავად უღებს და რომ ჯდება საჭმელს აწვდის. მარიტა გაბრაზებული ფატქობრივად ხელიდან გლეჯს და თვალს მანამ არ აშორებს, სანამ მანქანას არ მოუვლის და მძღოლის სავარძელს დაიკავებს. მერე მზერა წინ გადააქვს და ნერვიულად აკაკუნებს ცალ ფეხს.
-რისთვის გამიბრაზდი აი ახლა?
-რისთვის?-გაბრაზებული მარიტა ერთიანად ტრიალდება მისკენ-იმისთვის რომ არ გჯერა შენთან ურთიერთობა მართლა მინდა, გგონია რომ ამ ყველაფერს ისევ მე დავასრულებ და თანაც შემდეგ წლამდეც კი არ მაძლევ დროს.
-არაა ეგრე.უბრალოდ მართლა გამიხარდა.
-საქმეც მაგაშია ეგრე რომ არ გეფიქრა ასეთი პატარა დეტალი არ გაგიხარდებოდა თანაც ისე ლამის ზეცაში აფრენილიყავი.
ირაკლი მარიტასკენ ტრიალდება, მის სახეს ხელებში იქცევს და შუბლზე თბილად კოცნის, რაზეც გოგო თვალებს ხუჭავს.
-მარიტა გეფიცები მჯერა რომ არ დავშორდებით. რომ ეს უზარო ბავშვური გართობა ან გატაცება არ არის. მორჩი ჩემზე ბრაზს გთხოვ. მოდი რამე ჩავრთოთ და სადმე წავიდეთ.
-არ მინდა. ისევ მანქანით ვისეირნოთ.
-დაე იყოს ისე როგორც თქვენ ბრძანებთ ქალბატონო.
საბოლოოდ მარიტა “I like the way u kiss me”-ს რთავს და ირაკლი მანქანას ქოქავს. გზაში ყვეალფერი იდეალურად არის, მარიტა ფეხსაცმელებგახდილი სკამზე ზის, ხელში ატრიის შეკვრა უჭირავს და ჩხირებით ცდილობს ირაკლის აჭამოს, რადგან საჭესთან მჯდომი ბიჭი თავისით ვერ ჭამს. სიცილით იხრება მისკენ და მოზრდილ ულუფას რომლისგანაც რამდნეიმე მაკარონი ქვემოთ არის ჩამოვარდნილი ირაკლის პირსზემოთ იჭერს. ორივე იცინიან და ბედნეირები არიან. მთელი გზა ასეა, მარიტა ამდენ მაიმუნობაში კაბასაც ისვრის და ცდილობს მკერდიდან სოუსის ლაა სალფეთქით მოიშოროს, ირაკლი ართმევს და მოუხერხებლად გაწვდილი ხელით უწმენდს, რა თქმა უნდა არაფერი გამოდის , მაგრამ ერთობიან. მერე ირაკლი მანქანას აპარკინგებს და პარკში ბალახზე ჯდებიან. უფრო სწორად რომ ვთქვათ მარიტა ზის, ფეხბეი წინ აქვს გაშლილი და ზურგით ხეს ეყრდნობა, ირაკლი კი მის მუხლებზე თავდადებულია გაწოლილი და გოგოს მზერას არა და არ აშორებს.
-რა გინდა საყვარელო?
არაფერი რა უნდა მინდოდეს
- უცნაურად მიყურებდი.
-მე ყოველთვის ასე გიყურებ.
-ისე როგორც ანტიკურ ქალღმერთს?
-რა თქმა უნდა, ოღონდ იმ ო რაღაცას არა შენ რომ ეძახი ხოლმე თავს.
-ოიზისი.- მარიტამ სევდიანი ღიმილით უთხრა და თმაზე გაეთამაშა ბიჭს. ცოტახნით ჩუმად სხედან. პარკში მზის სხივები ხეებს, სკამებსა და ბალახს ეთამაშება, ისინიც ამ მცხუნვარე სხივებს შორის არიან მომწყვდეულნი და სხეულები უთბებათ. ირაკლის თვალები შოკოლადისფრად ბრწყინავს და მზეზე მეტად ის ასხივება ახლა სითბოს, შეიძლება ყველასთვის და ყველას მიმართ არა , მაგრამ მარიტასადმი და მისთვის ნამდვილად.
-როდის აპირებ სამეგრელოში წასვლას?
-გამოცდა რომ მორჩება მალევე, შენ რას აპირებ?
-ლიზას სანტორინზე უნდა წასვლა, ან მათ გავყვები ან ილინესთან ერთად მომიწევს თბილისში ამოწვა სანამ არ ჩამოვლენ.
-დიდი ხნით?
-ერთი-ორი კვირით .
-ქეთი და ნიკუშა ივლისის ბოლოს ჩამოვლენ, სანდროსთან ერთად მიდის ქეთი სადღაც და მერე ჩამოვალო ასე გადმომცა, ნიკუშა კიდე არ ვიცი მგონი ვიღაცას ეფლირტავება.
-რადგან თამთაზე დარდს არ გადაყვა და ხელი არ ჩაიქნია ყველაფერზე კარგია.
-არ მგონია რომ ასე უცბად გააგრძელოს ,ისე თითქოს არაფერი მომხდარა. თბილისი დიდი ქალაქი არ არის, მითუმეტეს ჩვენთვის ვინც აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, ასე რომ ალბათ სადმე მაინც შეხვდებიან ერთმანეთს.
-ვიცი და საშინლად არ მინდა. არც კი იცი რა დღეში იყო.
-ხო ჩვენ გვიან მოგვიყვა.
მარიტა ტელეფონის ხმაზე ჩანთას ხსნის და მობილურს იღებს, ქეთისგან რამდენიმე შეტყობინებააქვს, სადაც გოგო იმუქრება რომ აუცილებლად მოკლავს იმის გამო რომ გადააგდო და ორმაგი პაემნის იდეა უარყო, მარიტას ეცინება და უკან აბრუნებს.
-რა მოხდა?
-ქეთი მემუქრება რომ წამებით მომკლავს, წამების დეტალები არ გაინტერესებს, ღამე ვეღარ დაიძინებ.
-კარგი რა იმის მერე რაც პოლიციის ფაილების ყველა ვიდეოს მაყურებინე აღარაფრის მეშინია.თანაც ეს შენ ხარ ვისაც სიბნელის ეშინია და არა მე.
-ჰეი, პატივი ეცი ფობიებს. არ დამაწყებინო იმის გახსენება ობობებს რომ ხედავ როგორ წიკვინებ.
-მაგრამ ისინი შხამიანები არიან.
-კარგი რა- მარიტა იცინის- ალბათ 1 პროცენტიც კი არ არის მათი რაოდენობიდა იმდენად შხამიანი რომ მოგკლას.
-მაგრამ ნაკბენი ხო მტკივნეული იქნება.
-ღმერთმა გიშველოს. ფოტოს დანახვაზეც კი გეშინაი და თავს შხამით და კბენის სიმწარით უაზროდ იმართლებ.
-და სიბნელიდან რამე გამოხტება?
-არა, უბრალოდ თვითონ ეგ მდგომარეობა მაგრძნობისნებს თავს არაკომფორტულად, ისეთი გრძნობა მაქვს რომ ჩემში აღწევს და მშთანთქავს.
-მოკლედ მაგათთან ერთად წამოდი შენც, თან გზა იციან და არ მოგიწევს უაზროდ ბოდიალი სანამ მოაგნებ.
ირაკლი თვალებს ხუჭავს და ახელს თანხმობის ნიშნად. მერე ირონიული სიცილით ეკითხება.
- ანუ შენ იმ ორ ჰორმონებ მოჭარბებულთან ერთად მარტო უნდა იყო? შენი დღე არ მშურს.
-არა ცოტნეც იქნება. სოსოს მანქანით წავალთ წესით. ძან ენდობა ბოლო დროს იმის გამო რომ მის შვილთან ცდილოსბ აღარ იჩხუბოს და თან დაპირდა რომ სექტემბრიდან მასთან იმუშავებს.
-მოიცა ბესოს მამას შვილი ყავს?
-კი სადღაც 10 წლის.
-არ ვიცოდი. და რატო ეჩხუბებოდა ბესო ეგრე პატარა ბავშვს.
მარიტა ღრმად სუნთქავს და იმ მომენტში ხვდება რომ მის გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ოჯახი ორად ან მეტად დახლეჩილი. თავად და თავისს ძმას, ბესოს, ნიკუშას, ცოტნეს, ილიას და მარიამს... ეს ძალიან ბევრია. მერე თავს აქნევს ფიქრების გასაფანტად.
-მამამისმა დედამისი სხვა ქალის გამო მიატოვა, ისიც იმიტომ რომ ის ქალი ორსულად იყო. მოკლედ მაგ ბავშვის ატანა არ აქვს . თან ძან უზრდელია, სულ ორჯერ ან სამჯერ მყავს ნანახი და ძალიან გრძელი და ზოგჯერ ბილწი ენა აქვს. მოკელდ ასე მე ბიჭები და დედა წავალთ ერთად და მერე თქვენც ჩამოხვალთ.
-ანუ ცოტნე ხო?
-რა?
-არა არაფერი, ვეჭვიანობ ცოტას იმის მერე რაც ქეთიმ თქვა.
განიდევნე რა! მე ვიზე ვიეჭვიანო მაშინ?
-ხედავ მიზეზსაც არ გაძლევ.
-იდიოტი ხარ.
-არაფერიც.
-დიახაც , აღარ იცი რისგან შექმნა დრამა.
-მე თუ შენ?
-შენ, რადგან ცოტნე ჩვენთან ერთად გაიზარდა. სხვათაშორის ჯოისტიკებით რომ ვთამაშობდით ხშირად ვუგებდი ხოლმე, რაც მიღწევაა იმიტომ რომ ვერასდროს ვერავინ ამარცხებდა.
-ვაუ, ჩემი ნიჭიერი.
-დიახაც. მოკლედ ვფიქრობ შენ და ნიკუშა იქნებ იმ ოთახში შეგიშვათ დედამ ორი საწოლი რომ დგას და ცოტნე ცალკე, მე და ქეთი რო უეჭველად ერთად აღმოვჩნდებით ვიცი და რამე გამოსავალი უნდა მოვიფიქრო რო შენთან ნიკუშას შეუწუხებლად გადმოვიპარო.
-ღმერთო რომელი საუკუნეა.
- შეგახსენებ რომ დედაჩემის ტერიტორიაზე მოდიხარ სრულად.
- მე მაპატიეთ. ისე ბიძაშენები ან შენი ბიძაშვილები არ ჩამოდიან მთელი ზაფხულით რომ შენ მიითვისე მთელი სახლი.
-კი, მაგრამ ისინი თავიანთ სახლებში რჩებიან. მოკლედ ასე გალდავები არც ისე გაჭირვებულები ვართ როცა საქმე სახლებს ეხება. ბებიამ და ბაბუამ იქ ერთ ეზოში სამი სახლი ჩადგეს. თბილისის სახლი კიდევ ნიკომ იყიდა, მერე დედას აჩუქა, რადგან თავის ცოლს და თვითონ უკვე ჰქონდათ ახალი და საკმაოდ დიდი სახლი ნაყიდი თან მხოლოდ მეგი ჰყავთ. მეორე ბიძა ,მერაბი კი მარტოხელაა, ასე რომ ეგ ძირითადად სამეგრელოშია, რაღაც ბიზნესები აქ იქ რომელსაც ვერასდროს ვიგებ ზუსტად.
-აჰა ანუ ყველაზე მოხოდილი ნიკოა?
-კი და სხვათაშორის დედაჩემზე სულ რაღაც 4 წლითაა დიდი, ანუ სადღაც 48-49 წლისაა.
-და მეორე ბიძა?
-უფ ეგ 60ისაა.
-ანუ გოგომ ბიძამისზე ხელი ჩაიქნია.
-აუ არა რა ვიდზეა იცი?
გოგო იცინის და ტელეფონში ბიძამისის ფოტოს ეძებს, რასაც დიდი წვალების შემდეგ მაინც პოულობს და ირაკლის პირიც O-ს ფორმას იღებს.
-ამ ასაკში ეგრე მინდა გამოვიყურებოდე.
-ზუსტად, მე ახლავე წნევები და დაბალი რკინა მაქ მერე რა დღეში ვიქნები.
მარიტა ხითხითებს და შემთხვევით თავის უკან გადაგდებისას თავს ხეს ურტყავს, რაზეც უფრო ემტად ეცინება და ხელ ატკიებულ ადგილზე იკიდებს. ირაკლი გაზონზე პირით მისკენ ჯდება, თან ეცინება და თან მის ნატკენ ადგილს ნახულობს. მერე ეუბნება არაფერია ქორწილამდე გაგივლისო და ფეხებს ლოტოსის პოზაში იკეცავს. მარიტა მის ბანალურ გამოსვლაზე იჭყანება და ხუმრობით ეუბნება.
-რადმენად მალე მოგყავარ?
-აჰა დავფიქრდეთ, ერთი წელი აქ, ორი იქ, კიდევ ოთხი თუ ხუთი, 7 ან 8 წელში.
- კაი მანამდე სხვა ვინმეს ვიპოვი.
-როგორ ბედავ ასე პრიში მეუბნები ვსოო?
ირაკლი მოჩვენებითად ბრაზდება და გოგოს ფერდებზე უღიტინებს, მარიტა ერთიანად მის მკლავებში ვარდება და შუბლით მის მკერდს ეყრდნობა, თან ფართხალებს რომ ბიჭის ხელები თავიდან მოიშოროს.
ირაკლი გოგოს მოხერხებულად ატრიალებს და ზურგით იყრდნობს სხეულზე, ხელებს ისე ძლიერად ხვევს მარიტა ფიქრობს რომ ცოტაც და ძვლები დაებზარება, თან ირკალის ცალ ხელში მისი მტევნები აქვს მოქცეული და ლოყაზე ჰკოცნის.
-მიყვარხარ.
-მეც ბლუმ. რაღაც მოუხშირე თქმას.
-დიახაც, სანამ ყელში არ ამოგივა მანამდე არ მოვეშვები.
-სამუდამოდ მოგიწევს.
-იყოს ეგრე, მაწყობს- მარიტა მთელი სახით იღიმის,ბიჭისკენ იწევა და ტუჩებში ჰკოცნის. ეს მოკლე კოცნაა და ძალიან ნაზი. რომ შორდება ირაკლი აქეთ-იქით იხედება.
-ნწ ნწ სულ გაირყვნა ეს თაობა ბავშვებმა რომ დაგინახონ რას სჩადიხართ ქალბატონო.
-ღმერთო არ ხარ ნორმალური.
-ადამიანები ღმერთებს არ ჰკოცნიან.
-ვინ მოგატყუა? ყველაზე თვალსაჩინო და ცნობილი მაგალითი ზევსი ავიღოდ, ვინ დაითვლის რამდენი ადამიანი საყვარელი ყავდა, ან პოსეიდონი, ან...
მარიტას სიტყვა უწყდება რადგან ახლა კოცნის ინიციატორი ირაკლია. მზე უკვე ჩასვლას იწყებს და ყველაფერს ოქროსფერი ეფინება. ირაკლი და მრიტა კიდვე ნახევარსაათს რჩებიან პარკში. მერე ირაკლი გოგოს ზემოდან უყურებს და ეკითხება.
-არ მოგშივდა?
-ცოტა, ლაფშა რომ ვჭამეთ მაგის მეტი არაფერი მიჭამია დღეს.
-ვიჩხუბებთ.
-მიდი და იჩხუბე, რა გიყო.
-სად გინდა რომ წავიდეთ?
-მაკში არ გინდა?
-ბურგერები გინდა?
გოგო თავს უქნევს. და ირაკლიც მასთან ერთად მანქანისკენ მიდის.
-სხვათაშორის, ჩემს ლექტორს ვესაუბრე,აი იმას ვის ლექციაზეც გაგიცანი. შემდეგ სემესტრში რამდენიმე კურსს გავივლი არჩევითის კრედიტებით რესტავრაციაზე. თან დამპირდა თუ კარგად გამოგივა და რამე საბაკალავროს დაწერის შემდეგ ვეცდები დაგეხმარო რომ მაგ სფეროთი წახვიდე რადგან ასე დაგაინტერესაო.
-ძალიან მაგარია.
-აუ კიი.
-ეგ კაცი თვითონ რას აკეთებს?
- რას აღარ.
მარიტა სიცილით ატრიალებს თვალებს და მანქანამდე ძლივს მიღწეული ირაკლის შორდება რომ მგზვარის სავარძელი დაიკავოს. წითური ისევ სიმღერებს რთავს.
მაკიდან რომ გამოდიან და ირაკლი მის სახლში წაყვანას აპირებს, ბიჭს ლიზა ურეკავს ტელეფონზე.
-გისმენ ლიზ...კარგი.. და როდის ?...აჰა ოქეი ...არა ახლა მივდივარ... მარიტასთან მქონდა პაემანი...ვეჭვიანობ უკვე...
ირაკლი ყურმილს კიდებს და სანამ მანქანას დაძრავდეს მანამდე ეკითხება წითურს.
-ხომ არ დარჩები დღეს ჩემთან?
-რა იყო ლიზა სხვაგან რჩება?
დასცინის და ღვედს იკრავს, ირაკლი კი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
-კარგი დავრჩები.
გზაში ხმას არცერთი აღარ იღებს. მანქანის სალონში ერთი სიმღერა მეორეს ენაცვლება, ირაკლის ხელი გოგოს ბარძაყზე დევს, მარიტა კი თავით საზურგეს ეყრდნობა თვალებს პერიოდულად ხუჭავს და ირაკლის ხელზე თავისი უდევს. სახლთან რომ მიდიან უკვე კარგად დაღამებულია, ირაკლის ეზოში ხალხი თითქმის არ მოძრაობს. ბიჭი მანქანას აპარკინგებს , მაგრამ არ გადადის, არც მარიტა. მერე შავგრემანი გოგოსკენ იხრება და თავისუფალ ხელს თმაში იმ წამსვე უსრიალებს, როგორცკი ჰკოცნის. მარიტას კოცნისას ეცინება,ბიჭის ხელი კაბის ქვეშ უფრო მაღლა მისრიალებს და კოცნებს შორის დუდღუნებს.
-არ გვაცადეს დღეს.
-დაკაკუნებას ვასწავლი მოგვიანებით ჩემს ძმას.
ირაკლი გოგოს უბიძგებს და ისიც მაშინევ ხვდება რა აქვს ჩაფიქრებული. მის მუხლებზე ჯდება და თვალებში უყურებს. ირაკლი ხელს მისი თმიდან კისერზე მერე კი მხარზე ასრიალებს და კაბის ბრეტელს მხრიდან უწევს.
-იმედი მაქვს არავინ დაგვინახავს. ეს ძლაიან ძალიან სამარცხვინო იქნებოდა.
-ვერავინ დაგვინახავს.
ბიჭი უკვე მის კისერთან ჩურჩულებს. მათ ირგვლივ ქალაქი ცოცხლაი და მოძრავია, მაგრამ იქ იმ მანქანაში ისინი მხოლდო ერთმანეთისთვის არიან, მანქანასთან არავინ ჩაივლის, არც რომელიმე ჭორიკანა მეზობელი გამოიხედავს იმ ღამით უცნაურად მოძრავი ავტომობოლილის დასანახად. არც ბავშვები დარჩებიან ტრავმირებულები.






ვიცი რომ ძალიან მაგრად დავაგვიანე,მაგრამ თავს არსებული სიტუაციით გავიმართლებ რადგან არცერთი წამი არ მქნდა დასაწერად თავისუფალი, ან ისეთი ემოციურად გაანდგურებული რომ არ ვიყავი და თავი მქონდა რამის დასაწერად. პ/ს შემდეგი თავიც დაწერილი მაქვს ასე რომ მალე დავდებ და გამიხარდება კომენტარების მოსმენა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent