შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ენცოპალოფათია (4 თავი)


28-12-2024, 18:18
ავტორი ირი1
ნანახია 379

დილიდან რაღაც მოუთმენლობაში ვარ თითქოსდა რაღაცას ან ვიღაცას ველოდებოდე. გული სხვანაირად მიცემს.
მთელი დილაა ვზივარ ბაღში და გიოზე ფიქრებს ვერ ვიშორებ, დღეს უფრო ნათლად მაქვს მისი მოლოდინი.
არ ვიცი რატომ მაგრამ მგონი რომ გიო სადღაც ახლოსაა, ვიცი ეს სისულელეა მაგრამ მის სურნელსაც კი აშკარად ვგრძნობ. მის სიახლოვეს ვგრძნობ და მგონია რომ მონატრების ბრალია ეს ყველაფრი.
ბაღში ვზივარ ჩემს საყვარელ ჰამაკში და ვცდილობ ყვავილების სურნელით დავტკვე მაგრამ ისე მძაფეად ვგრძნობ გიოს სურნელს რომ ყვავილებს ვერ შევიგრძნობ. მისი თმების სურნელს ისე მძაფრად შევიგრძნობ რომ მგონია ხელს თუ გავიწვდენ შევეხები კიდეც
_ ქრისტი! - მესმის როგორ მეძახის მარი და უკვე
ვიცი რომ ის გიოსთან ერთადაა, ვხვდები რომ ის გიოსთან იყო წასული.
- ქრისტინე: აქ რას აკეთებს ?
- მარი: არ გაგიხარდა ჩვენი დაბრუნება?
- ქრისტი: რარომ მატყუებ
- მარი: დაო ამას რატომ მეუბნები! ზურას დაუმთავრდა საქმეები, მე კიდე მომენატრე და ამიტომაც წამოვედით
- ქრისტი: ის რას აკეთებს აქ? - ვცდილობდი ნერვებს არ ავყოლოდი
- ზურა: მარიმ ხომ გითხრა საქმეებს მალე მოვრჩი და...
- ქრისტი: ეს რატომ გააკეთე დაო
- მარი: იქნებ დავილაპარაკოთ!?
- ქრისტი: მე ოპერაციას არ გავიკეთებ შეგიძლია უკან დაბრუნდე - ამას უკვე გიოს გასაგონად ვამბობდი
- გიო: თუ საჭირო იქნება ძალით დაგაწვენ საოპერაციო მაგიდაზე. _ ვცდილობ ემოციებს არ ავყვე და გრძნობები ჩავახშო მაგრამ ახლა ამ წამს ისე მინდა მისი კვლავ შეხება, ის ძალიან მინდა მისი სხეულის შეგრძნება ამისთვის დარჩენილ სიცოცხლესაც კი დავთმობდი . ვიცი ამას თუ გავაკეთებ უკან ვეღარ დავიხევ და საკუთარ თავზე კონტროლს დავკარგავ.
- გიო: როგორ შეგეძლო ამის დამალვა? - მესმის მისი ხმა და გონებით წარმოვიდგენ თუ როგორ ახლოს დგას ჩემს სახესთან თავისი მწვანე თვალებით ისე ახლოს ვგრძნობ მის სუნთქვას რომ აზრს მაკარგვინებს. მესმის მისი გახშირებული გულის ფეთქვა და ჩემი გულიც მის ერთად ფეთქავს რიტმში.
- მარი: ქრისტი ბოდიში მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე, მე ვერ დაგკარგავ დაო და შენი გადარჩენის ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ
- ქრისტი: შენ მერე დაგელაპარაკები
- მარი: ვიცი ბრაზობ მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე
- ზურა: ვფიქრობ შენ და გიომ უნდა ილაპარაკოთ
- მარი: გავიდეთ ზურა აჯობებს მარტო დავტოვოთ
- გიო: ზურა! ჩემი ექიმის კოორდინატებს გამოგიგზავნი მინდა რომ კონსულტაცია მასთანაც გაიარო ამ ოპერაციაზე.
- ზურა: კი ძმაო. ჩვენ წავალთ
- ქრისტი: ხალხო! მე ვარ ბრმა თუ თქვენ? როგორც ჩანს ვერ მამჩნევთ, მეც აქ ვარ და არ ვიკეთებ ოპერაციას!
- გიო: გაიკეთებ! და ეს არ განიხილება ხომ იცი - ვგრძნობ სიბრაზისგან როგორ უკრთის სხეულის ყველა კუნთი. ლამის გასკდეს სიბრაზისგან მაგრამ მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს
- მარი: ჩვენ წავალთ დაო.
.......
- გიო! მარტო დავრჩით?! _ ვგრძნობ მის ხელებს ჩემს თითებთან და დრო ჩერდება ჩემს ირგვლივ მის შეხებისას ის უფრო მეტად მენატრება
- რატომ დამიმალე?!
- გიო მისმინე!
- ჩშშ. _ და მის ხელებს უკვე ჩემს სახეზე ვგრძნობ, წამიც და მის ბაგეებს შევიგრძნობ
- მენატრებოდი. _ მხოლოდ ამის თქმას ახერხებს და მთელი ძალით ეკრობა ჩემს ტუჩებს. რამდენი დღე ვნატრობდი მის კოცნას, მისი ტუჩების გემოს, რომელსაც მთელი სხეული ეუფორიამდე მიჰყავს. ვგრძნობ მის ხელებს რომელიც ხარბად მიზიდავს მისკენ, სუნთქვას მიჩქარებდა ეს ყველაფერი და არ მინდოდა დასრულებულიყო. მთელი მონატრებით დააცოცებდა გიო ხელებს ჩემს სხეულზე და მისი ყველა შეხებისგან დატოვებულ კვალს ვგრძნობდი, მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი ყურთან რომელიც ჩემს სულამდე აღწევდა, ვგრძნობდი როგორ ვიკარგებოდი მე მის სხეულში და ის ჩემსაში თითეულ მის მონატრებას ვგრძნობდი, არაფერი დარჩა ჩემს გარშემო გიოს გარდა ავადმყოფობაც და სიბრმავეც გამქრალიყო თითქოს, ვგრძნობდი მე მას ისე ვგრძნობდი რომ მისი დანახვაც კი შემეძლო. ჩვენ კვლავ ერთი მთლიანობა ვიყავით.
- რატომ გადაწყვიტე რომ ჩემგან უნდა წასულიყავი - ვგრძნობდი როგორ ეპარებოდა სიბრაზე ხმაში, მაგრამ თავს აკონტროლებს და ხარბაად დააცეცებს მის ხელებს ჩემს თმაში
- მეე უბრალოდ ვიფიქრე ასე უკეთესი იქნებოდა შენთვის
- ჩემთვის? შენ ერთხელ მაინც წარმოგიდგენივარ მე როგორ ვიქნები შენს გარეშე?
- მე ავად ვარ და ეს გარდაუალია გიო
- არ თქვა! არაფერი თქვა!
- იმას რომ მე ვკვდები უკვე შევეგუე
- სამაგიეროდ მე არ დავნებდები და შენც მოგიწევს ბრძოლა
- შანსი ნულია
- თითეულ შანს გამოვიყენებ ქრისტ, შენს გადასარჩენად, თითეული პროცენტისთვის ვიბრძოლებ და შენც არ მოგცემ დანებების უფლებას
- მიყვარხარ!
- მეც პატარვ.
- გიო! იცი, იმ დღეს როცა შენგან წავედი ვგრძნობდი რომ ყველაფერი დავკარგე, მთელი ეს პერიოდი ის მჭირდებოდა შენთან ყოფნა, მონატრება უფრო მკლავდა ვიდრე ეს დაავადება
- მე შენთან ვარ ქრისტი რომც მთხოვო არასდროს წავალ შენგან
- შენი სუნთქვაც კი მენატრებოდა
-ერთი წამითაც აღარ დაგტოვებ მარტო -
ისევ ისე ვგრძნობდი მის შიშველ სხეულს ჩემთან აკრობილს, მთელი სხეულით იყო შემოკრული ჩემზე. ისევ ისე შევიგრძნობდი მის სურნელს მის გახშირებულ სუნთქვას ჩემს სახეზე. მე მას ვერ ვხედავდი მაგრამ მთელი არსებით შევიგრძნობდი.
არ მახსოვს სიამოვნებისგან როგორ და როდის ჩამეძინა, ან კიდევ რამდენხანს მეძინა მის მკვლავებში, თვეებია ასე ტკბილად არ მძინებია. უკვე ღამე იყო როცა მაღვიძარამ დარეკა თავი გიოს მხარზე მედო
- გიო! - ჩუმად დაუძახე არ ვიცოდი ეღვიძა თუ არა
- გღვიძავს?
- არც დამიძინია
- რომელი საათია?
- საღამოს ცხრა საათია პატარავ
- შეგიძლია მარის დაუძახო! მოსული იქნება უკვე.
- მოხდა რამე
- წამლის დალევის დროა
- მე ვერ დაგეხმარები
- მარიმ იცის რომელი წამალიც უნდა დავლიო
- კარგი დაუძახებ მაშინ.
- მოიცა!
- რა მოხდა ძვირფასო
- შიშველი ვარ გიო, ხალთი მომაწოდე
- მე ასე მირჩევნია რომ იყო
- მორჩი მაიმუნობას.
- მოგცემ ხალათს მაგრამ დროებით.


-მარი: მოვედი ქრისტი. მეძახდი?
- ქრისტი: წამლების დალევის დროა
- მარი: მოვიტან კარგი!
-გიო: მარი!
-მარი: გისმენ სიძებატონო
- გიო: შეგიძლია მოგვიანებით ამიხსნა რა როგორ უნდა დავალევინო!? შენ აღარ შეგაწუხებთ
- მარი: რა თქმა უნდა,
- ქრისტი: თავი ნარკომანი მგონია, ამ წამლების გამო
- მარი: ხომ შევთანხმდით რომ კვლევების გამო მიიღებდი წამლებს
- გიო: არ იღელვო მარი, წამლებსაც მიიღებს, კვლევებსაც გააგრძელებს და ოპერაციასაც გაიკეთებს
- მარი: შენი იმედი მაქვს გიო. დაბლა ხომ ჩამოხვალთ?
- გიო: კიი ცოლისდა
- ქრისტი: მარი ჩაცმაში დამეხმარე გთხოვ
- გიო: მარი რად გვინდა ძვირფასო, როგორც გაგხადე ისევე ჩაგაცმევ არ გამიჭირდება. და საერთოდაც მსგავსი რაღაცეები უკვე მე უნდა მთხოვო, დაასვენე ეს გოგო აცადე ცხოვრება
-მარი: აი ჩემი მშველელი
- ქრისტი: ანუ გაწუხებ მე
- მარი: ვხუმრობ დაო, ხომ იცი შენ ჩემი ოჯახი ხარ. გავალ გიო თუ დაგჭირდი დამიძახე
- გიო: არ დაგვჭირდები! ხომ ასეა საყვარელო
- ქრისტი: სხვა რა გზაა
- გიო: შენ ჩემს იქეთ მეტი გზა არ გაგაჩნია , ყველა გზა ჩემამდე მოდის
-მარი: მოკლედ მე დაგტოვებთ

- აბა საიდან ვიწყებთ?
- ბანაობით.
- ბანაობით? მომწონს ეგ, თანაც როგორ მაცდურად ჟღერს
- იქნებ მარის ვთხოვო დახმარება
- და შენი სხეულის დაბანვის სიამოვნება გინდა რომ წამართვა
- მაშინ წავედით აბაზანაში
- რომელი გირჩევნიათ პატარავ შხაპი თუ აბაზანა
- აბაზანა კარგად ჟღერს
- ეგ აზრი მეც მომწონს პრინცესა მაგრამ ვერ დაგპირდები რომ თავს შევიკავებ და სხეულს გავაკონტროლებ
- იქნებ არც მინდა რომ რამე გააკონტროლო - უკვე დასრულებული არ მქონდა წამსვე ამიტაცა ხელში და სააბაზანოსკენ გამაქანა. წყლის ქვეშ ვიდექი და მის ხელებს ვგრძნობდი ჩემს შიშველ სხეულზე. მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ადრეც გვქონდა ჩვენ გამოცდილი ამჯერად სხვა ემოციები მოდიოდა მისგან მთელი ეს ყველაფერი საძინებლიდან დაწყებული აბაზანით დამთავრებული მონატრება უფრო იყო ვიდრე ვნება.
.........
საღამოს ოთხივემ ერთად ვივახშმეთ, ისე როგორც ოჯახს შეფერობოდა, ისევ ისე ვიყავით როგორც ადრე იმ განსხვავებით რომ ჩვენს ოჯახს უკვე ზურაც შემოუერთდა, შესაბამისად გიოს ერთი სახუმარო თემა გამოაკლდა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია რომ მათ უკვე საკმაოდ დაახლოვდნენ და შეეწყვნენ ერთმანეთს
- მარი: აბა სიძებატონო როგორ მოგწონთ ჩემი შერჩეული ქვისლი?
- გიო: ერთობ ნასიამოვნები ვარ
- მარი: არის შენი შესაბამისი?
- გიო: მოლოდინს გადააჭარბე კიდეც ცოლისდა
- ზურა: გამოდის კონტროლიზაცია უკვე გავლილი მაქვს
-გიო: უკვე სრულუფასოვანი ქვისლი ხარ ძმაო.

მთელი საღამო ოთხივემ ერთად გავატარეთ, იმდენი სათქმელი დაგვიგროვდა რომ ერთმანეთს ძლივს ვაცდიდით სათქმელის დასრულებას. გიო ჩემს გვერდით იყო, ეს ისეთი ამაღელვებელი და დაუჯერებელი იყო რომ მთელი ღამე ხელს ვერ ვუშვებდი, ასე მეგონა თუ წამითაც კი ხელს გაუშვებდი ის გაქრებოდა
- მარი: დაო მე და ზურა ცოტახნოთ გავისეირნებთ შენ თუ არაფერში გჭირდები
- გიო: მე აქ ვარ მარი უკვე მას მე მივხედავ
- მარი: მჯერ შენი გიო, მარი იქნებ გინდა რომ გამოცვლაში დაგეხმარო?
- გიო: ისევ იგივე? მარი მე აქ რისთვის ვარ?
- მარი: გამოგივა?
- გიო: რამოდენიმე საათის უკან ორივე პირნათლად შევასრულე გახდაც და ჩაცმაც, ასე არაა საყვარელო
- მორჩი მაიმუნობას
- ანუ არ მოგეწონა? ისევ მარიმ გირჩევნია გამოგიცვალოს? მაწყენინე ქრისტი
- ქრისტი: შენ შეუცვლელი ხარ ძვირფასო
- ზურა: ხომ გაიგე საყვარელო თავად მიხედავენ მაგ საკითხს დიდები არიან უკვე
- მარი: კარგი წავიდეთ მაშინ ჩვენ
- ზურა: იცისაყვარელო გიოზე მეც არანაკლებ შემიძლია გახდა ჩაცმის ამბები
- მარი: წავიდეთ და საღამოს ვნახოთ რა შეგიძლია - სიცილ ხარხარით დაგვტოვეს ორივემ. გიომ წამის მეასედში ამიყვანა ხელში და ოთახისკენ გამაქანა. ისე ნაზად და სათუთად მიცვლიდა ტანსაცმელს თითქოსდა ფაიფურის ვყოფილიყავით, მისი თითეული შეხებ ისევ ისე მივლიდა ჟრუანტელს როგორც ადრე. მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანია ერთად ვართ ჩემი სხეული ვერაფრით ეგუება მის შეხებას და თითეული შეხების დროს სიამოვნებისგან თრთოლვას იწყებს.
- მომწონს ეს.
- რას გულისხმობ? -თავს ვაჩვენებ თითქოს ვერ ვიგებდე რას გულისხმობს
- ის როგორც რეაგირებს შენი სხეული ჩემი ყველა შეხებისას. - ვგრძნობ როგორ კარგავს კონტროლს მართალია ვერ ვხედავ მაგრამ მის ხელებს ვგრძნობ ჩემს თმებში, ვგრძნობ როგორ ხარბად ისუნთქავს ჩემი თმის სურნელს. ვცდილობ რამის თქმას მაგრამ არაფრით მაცდის უკვე ჩემი სხეულის თვალიერებაშია გართული
- არაფერი თქვა გესმის! არ მთხოვო რომ გავჩერდე, ვიცი რომ შენც გინდა ასე რომ მაცადე მთელი ეს თვეები უნდა ავინაზღაურო -და კვლავ ისე სწრაფად და მოულოდნელად ასკდება ჩემს ბაგეებს რომ ლამის სუნთქვას მაწყვეტინებს.
.......
მთელი ერთი კვირა გიო სულ ჩვენს ერთად იყო. სამსახურის საქმეები მთლიანად ლაშას გადააბარა დროებით.
- გიო არ მინდა სიკვდილი. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და მთელი ამდენი ხნის ნაგროვები ცრემლებიც ამოვაყოლე თან. ვტიროდი მთელი ამ თვეების განმავლობაში მე პირველად ვტიროდი ჩემი ავადმყოფობის გამო
- არ იტირო კარგი! არ მოგცემ ტირილის უფლებას, ჩვენ ვიბრძოლებთ პატარავ გესმის! აი ნახავ წლების მერე როგორი ბედნიერები გავიხსენებთ ამ შემთხვევაში. - გიო ცდილობდა ჩემს დამშვიდებას მაგრამ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, ამ დღემდე მე ვიცოდი რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო და მზად ვიყავი ამისთვის, მაგრამ ახლა როცა მე კვლავ ბედნიერი ვარ არ მინდა რომ მოვკვდე.
- ნეტავ უფრო ადრე გეთქვა პატარავ, ნეტავ უფრო ადრე
........
ექიმები მატყუარები არიან. მათ მომატყუეს ექვს თვეზე . მხოლოდ ოთხი თვე იბრძოდა ჩემი სხეული. ბოლოს კი დანებდა.
.......
ყველაფერი მთავრდება......ესეც.
თითქოს ახლა ამ წამს აღარაფერს ვგრძნობ. ვწევარ ჩემს საყვარელ მეუღლეს გვერდით და ერთადერთი რაც მესმის საათის ხმებია, რომლებიც ჩემს ბოლო წამებს ითვლის. ვგრძნობ რომ სიკვდილი ახლოსაა და მე ამის არ მეშინია, ვიცი რომ იქ მეორე მხარეს არის ადგილი სადაც გიოს უნდა დაველოდო მარადიული ცხოვრების დასაწყებად. მე მას იქ დაველოდები. მე ბედნიერი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრებით. მართალია ხანმოკლე იყო მაგრამ ბედნიერებით იყო სავსე.
.....
გიოს.
გამარჯობა, შენ ეს დისკი ჩართე რაც ნიშნავს რომ უკანასკნელია რასაც ჩემგან მოისმენ. ჩემი ხმა მეტჯერ შენამდე ვეღარ მოაღწევს. მინდა ლამაზად დაგემშვიდობო მაგრამ არ ვიცი როგორ გამომივა, ხომ იცი თხრობა ჩემი სუსტი წერტილია, მაგრამ ვეცდები აზრები დავალაგო
მოკლედ.
შენი სიყვარული ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი იყო. შენ მაპოვნინე ბედნიერება და საკუთარი თავის სიყვარული მასწავლე. შენ ჩემი მეუღლე იყავი და მეუღლეზე მეტიც, ჩემი საყრდენი ძალა იყავი.
ვიცი რომ ეს დღეები ჩემს გარეშე რთული იქნება და ვწუხვარ რომ ამ რთულ დღეებში შენს გვერდით ვერ ვიქნები, ვწუხვარ რომ ამ სირთულის მიზეზი თავადვე ვარ.
მე არასდროს დავივიწყებ ჩვენს სიყვარულს, ჩვენს მოგონებებს; ჩვენს ოცნებებს და გთხოვ შენც არ დაივიწყო ის თუ როგორ მიყვარდი საკუთარ თავზე მეტად.
მე არ ვიცი სად მივდივარ მაგრამ გპირდები რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ჩემი სული სულ შენთან იქნება და როცა მოგენატრები ის ჩაგეხუტება ხელების მაცვლად. არ დაგავიწყდეს რომ ცხოვრება წინ არის მინდა რომ ის ბედნიერმა განვლო. მაპატიე რომ ახლა გტოვებ მაგრამ შენ სულ ჩემს გულში იქნები, ეს არ აროს დასასრული, ეს ვერ დაასრულებს ჩვენს სიყვარულს, ჩვენი სიყვარული ხომ მარადიულია. მიმძიმს იმის გაცნობიერება რომ ეს ბოლო სიტყვებია შენთვის. მტკივა შენი დატოვება მაგრამ ეს გარდაუვალია. მე მივდივარ შენგან მაგრამ შენს გულში მინდა რომ მარადიულად დავრჩე.
მიყვარხარ და გთხოვ ეს არ დაივიწყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent