შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი(XV)


3-01-2025, 19:04
ავტორი ნაამა
ნანახია 294

ისეთი სიცხე იყო ცოტაც და მარიტა იმ უკანასკნელ თხელ კაბასაც შემოიგლეჯდა რაც გაჭირვებით ფარავდა მის სხეულს. ჰამაკში იწვა ხის ჩრდილში და “კარგ ნიშნებს” კითხულობდა, სახლში სიგრილე იყო, მაგრამ ადგომა და შესვლა ეზარებოდა. სიმართლე ითქვას წიგნის კითხვაც კარგახნის წინ შეწყვიტა და ახლა უბრალოდ ასოცებს უყურებდა, რომელიც მის ტვინამდე ვერა და ვერ აღწევდნენ. ღრმად ამოიოხრა, ჰამაკიდან ფეხები ბალახზე ჩამოალაგა და ბურტყუნით წამოდგა ფეხზე. გაზონს შიშველი ფეხით მიუყვებოდა, ხელში წიგნითა და თითქმის დაშლილი ნაწნავით, რომლისთვისაც თმის სამაგრის მოძებნა ისე როგორც სხვა ყველა დანარჩენი დაეზარა და ახლა უცბად ჩაწნული თმა უკვე იშლებოდა. სახლში რომ შედის პირველს დედას ხედავს, რომელიც სამზარეულოში დგას და მჭადებს აცხობს.
-გინდა დაგეხმარო?
-მორჩი მზის ქვეშ ნებივრობას?
-აჰა. რა გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ ჩემო სიყვარულო.
-სალათი დაჭერი და მერე იმ სამ ვაჟბატონს დაუძახე ჩამობრძანდნენ.
-არის უფროსო გალდავა.
-გაგლახავ. ყავას გააკეთე დე?
-კი. შენ როდის ბრუნდები თბილისში?
-ჰმმმ ორ კვირაში. ჯერ გუშინწინ ჩამოვედით და უკვე მაგდებ? უსირცხვილო გოგოვ.
-არა უბრალოდ მაინტერესებდა რამდენად დიდი დრო გაქ დასასვენებლად. ცოდო ხარ.
- არაუშავს დე, თქვენ გაერთეთ მერე უჩემოდ. ქალბატონო რა მაინტერესებს იცი?
-ნო. მომახსენეთ.
-შენი შეყვარებული რომ მოგყავს მე რომ წავალ მერე რას აპირებთ?
-არაფერს, რას უნდა ვაპირებდეთ.
-მარიტა!
-დედა უკვე უხერხულია ეს საუბარი.
მარიტა სახეზე წითლდება და ქალს ეცინება.
-გამიფრთხილებიხარ მე შენ მეზობლებმა რამე არ მითხრან.
-მადარდე ახლა ეგ ჭორიკნები.
-მარიტა!
-დედა!
-მარიტა
-შორენა
-შენთან ლაპარაკს ჯობია კლდეს ელაპარაკო.
-რატო?აი რაში გაინტერესებს ვიღაც ქალი რომელსაც წელიწადში ერთხელაც კი ძლივს ნახულობ შენს შვილზე რას იტყვის. მათეს რომ მოეყვანა სახლში გოგო მაგაზე არ იჭორავებდნენ და მე რას მერჩიან.
მარიტა თან მაცივრიდან იღებს ბოსტნეულს და სალათის ფურცელს თანდედას ჯუჯღუნით ესაუბრება. რელურად შორენა არ არის კონსერვატორი და მშვენივრად ხდვება რატომ მოუხშირა შვილმა “ქეთისთან” და “ ბესოსთან” დარჩენას.

კვირანახევრით ადრე

შორენა დივანზე ზის, ფეხები გვერდულად აქვს მოკეცილი და ტელევიზორში მის საყვარელ გადაცემას ინტერესით უყურებს. სახლში ადრე მოვიდა, რადგან ბევრი საქმე არ ჰქონდა, ასე რომ როგორც იქნა ცოტახნით დასვენებას და კარგად გამოძინებას შეძლებს სანამ ხვალ სამსახურში წასვლა და ღამის გათენება მოუწევდეს. მაგიდაზე დადებული ტელეფონი ბზუის და შორენა მისკენ იხრება. ეკრანიდან წითური ქალიშვილი უცინის.
-ხო საყვარელო.
-დე ამაღამ არ მოვალ სახლში.
-სად წახვალ აბა?
-ბესოსთან დავრჩები.
ქალი წარბებს მაღლა სწევს და მაგიდიდან შავ შოკოლადს იღებს. რამდენიმე წამს მას ჭამს და თან ირონიული სიცილით აქვევს თავს.
-კარგი. ბესო მომიკითხე.
-გადავცემ.
-ხო მართლა რატომ რჩები?
-ზეგ ფინალურში პრეზენტაცია გვაქ, კი გავაკეთეთ უკვე ,მაგრმა გადავხედავთ რო რამე და მერე რავი ვიჭორავებთ და გავერთობით ცოტას.
-კარგი. გაკოცე.
შორენა ყურმილს უკიდებს, სანდლებს იცმევს და თავის ცივი ჩაით ხელში აივანზე გადის სადაც მათე და ბესო სხედან , წითელ ღვინოს სვავენ და იაპონურ ჯოკერს თამაშობენ. ქალი წელით აივნის რიკულებს ეყრდნობა და შვილსა და ბესოს უყურებს. მერე თავით სიგარეტის კოლოფზე ანიშნებს.
-მომაწევინეთ ერთი ღერი.
-აიღე.
მათე უწვდის და გაკვირვებული უყურებს.
-რა წელიწადში ერთხელ თუ მოვწიე შენ შეგეკითხო?
-მე არაფერი მითქვამს.
-კარგი. სხვათაშორის ბესო მარიტა შენთან რჩება .
-რა?
-წეღან დამირეკა და ასე განმიცხადა პრეზენტაციას ვაკეთებთ და დავრჩებიო.
ბესო ერთიანად წითლდება და ხარხარს იწყებს. შორენა და მათეც ჰყვებიან. შორენას დიდად არ უკვირს რომ ბესოსთან დარჩენა სულაც არ არის ბესოსთან დარჩენა.
-მისი სახე მაინტერესებს რომ გაიგებს აქ ხარ და დიაწვა. მე უკეთ ვატყუებდი დედაჩემს- იძახის ქალი და ორივე ხელშემოხვეული ჭიქა თითქოს უცოდველად მიაქვს ტუჩებთან
-ხო არ გვეთამაშები?
-სიამოვნებით, მაგრამ ბესო სად წავიდა?
-ღმერთო გეყოს შორნეა დეიდა, მარიტა თავს მოიკლავს რომ გაიგოს მე აქ ვარ.
-შენ აქ რჩები ხო?
-არ მგონია.
- სამი ჭიქა დალიეთ არსად გაგიშვებ.
-კარგი მაშინ ჩემთან ოთახში დარჩება.
-იყოს ეგრე. ხვალ აქ უნდა დავახვედრო იმ ქალბატონს, ვის უბედავს პროსტა.
-დედა გეყოფა რა.
-რა მეყოფა, რომელი შუასაუკუნეების დედა მე ვარ თუ უნდა იმ თავის სიყვარულთან დარჩენა თქვას.
-ისე რომ იცოდე მაგარი უცნაურია შენ რომ ეგრე ფიქრობ და არ გიჟდები.
-რავიცი შვილო იმაზე არ მაქ პრობლემა რომ ხუმრობს ხოლმე ცოლი უნდა მოვიყვანოო და ამაზე რატომ მექნება? ჩემთვის მთავარია თქვენ იყოთ კარგად და ბედნიერები. მაგრამ ვაი იმ უბედურ თქვენს მეორე ნახევრებს ერთი რამე უპატივცემულობა რომ შევატყო, გავბრდღვნი.
-დამიჯერე არ გემუქებათ ეგ შორენა დეიდა, ირაკლი ძალიან კარგი ბიჭია.
-მსმენია მარიტასგან.
-მათეს კიდევ მშვენიერი შეყვარებ...
ბესო გრძნობს როგორი გამეტებით ურტყავს მათე წვივში ფეხს და ტკივილისგან სახე ემნაჭება. შორენა კი ცალხელს დაყრდნობილი შვილისკენ ატრიალებს სახეს. თან ისე ფართოდ იღიმება შეუძლებელია რომ იფიქრო არ უხარიაო.
-ვინმეს ხვდები?
მათე ხმას არ იღებს ,მაგრამ მხრებს იჩეჩს და კარტს არიგებს, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. შორენა მაინც არ წყვეტს შვილისთვის ყურებას და თვალებმოჭუტული მხარზე ჩქმეტს.
-აა მეტკინა დედა.
-აი ეგრე, მეც მეტკინა ფეხი.
-კიდევ მიიღებ იცოდე
ბესოს კოპებს უკრავს და მისთვის გამზადებულ კარტს გაბრაზებული აცურებს მაგიდაზე.
-ნუ ეჩხუბები. მითხარი ლამაზია?
-საკმაოდ.
-რამდენისაა.
-ჩემი ტოლია.
მათე ჯუჯღუნით სცემს პასუხებს, რადგან ჯერ ზაფხულის კარგი დასვენების მოწყობა უნდა ბესოსთან ერთად. უნდა რომ მთელი დღე და ღამეები მის გვერდით მყოფმა გაატრაოს. ბიჭის მკლავებში გაინაბოს და სუნთქვაც დაავიწყდეს. ბესომ ეს იცის, მეტიც, თავადაც იგივე სურს. ზუსტად იცის არასოდეს დაიღლება მასთან კინკლაობით, მის გაბრაზებულ სახესა და ხმაზე დადნობითა და ბიჭის იდეალური ფიგურის დანახვისას ამ სამაყროდან გაქრობით. უბრალოდ ახლა მისი გაწვალება უნდოდა და გამოუვიდა კიდეც.
-სად გაიცანი?
-სკოლაში.
-მოიცა შენი სკოლის დროინდელი მეგობარია? სკოლაში გოგო მეგობრები გყავდა და მე არ ვიცი?
-დედა! ღმერთო რა გველი ხარ. შემეშვი ვსო, სხვა დროს დაგელაპარაკები და დეტალურად მოგიყვები
-დეტალურად?- ბესოს თვალები ლამის არის გადმოსცვივდება, როცა ახსენდება რადმენი რამ აქვთ ერთად გაკეთებული და თანაც ისეთები რომ შორენა ალბათ სამუდამოდ ტრავმირებული დარჩებოდა.
-ნუ ახლა მთლად ყველაფერს არა ძირითად ხაზს მხოლოდ.
-კარგი მოდი გეთამაშებით და მერე წავალ დავიძინებ თორემ ხვალ მორიგე ვარ და ალბათ ამოვწყდები.
-დრამაქვინო.
-როგორ ელაპარაკები გამზრდელ დედას? ეგრე გაგზარდე? ნწ ნწ..
ქალი თავს აქნევს და ტუჩის ცალ კუთხეში ღიმილი ეპარება.

უკვე საკმაოდ გვიანია ბჭები რომ დასაძინელბად შედიან ოთახში. შორენა კარგახნის წინ წავიდა დასაძინებლად ,მას მერე მათემ და ბესომ ბოთლი გამოცალეს, რამდენიმე ღერი მოწიეს და აივანზე მსხდომებმა ერთმანეთი ლამსი თვალებით შეჭამეს. ბესო ფეხით წვივზე ეთამაშებოდა და მაგიდაზე იყო უკვე გაწოლილი მათემ რომ უთხრა შევიდეთო. ოთახში შესვლისთანავე ბესომ ფანჯარა გამოაღო და რაფაზე შემოჯდა და ზურგით ფანჯარას მიეყრდნო. რაფა საკმაოდ ფართე იყო ასე რომ ფეხებს ჰაერში მოკფორტულად აქანავებდა. მათემაც მასმიბაძა და რაფაზე შემოჯდა, ოღონდ გვერდულად რომ ირაკლის სხეულსა და კედელს შორის ჩატეულიყო, ფეხები მის ფეხებს ზემოდაგნ გადაადო და რამდენადაც ფანჯრის რაფის ზომა აძლევდა საშუალებას გაშალა. ბესომ ხელი მის ფეხზებზე გადაადო და იმ წამს გახსნილი კოლოფი გაუწოდა. მათემაც ღერი ამოაცურა.
- გამიბრაზდი კურუპირა?
-რა თქმა უნდა არა.
-ჰაჰ? ფეხი მომტხე ლამის.
-უბრლოდ მოდი ჯერ არ ვუთხრათ.
-როგორც შენ გინდა.- ბესოს ეღიმება როცა მათე შუბლით მის მხარს ეყრდნობა და თავისუფალი ხელით წითურს თმებს უჩეჩავს- კურუპირა.
-უჰუ.
მათე ზმუის, ბესო კი ტუჩებს იჭამს. იცის რომ ამაზე უნდა ისაუბრონ, ისედაც დიდხანს გადადო. იმ დღეს კი რაღაცნაირად უფრო მეტი გამბედაობა აქვს, ასე რომ უნდა იმ წამსვე უთხრას სანამ ძლივს შეკრებილი უნარი ხმა ამოიღოს გაუქრებოდეს და ამ თემას სადღაც სხვენის მიყრუებულ კუთხეში ძველისძველი სკივრივით მიაგდებდეს, ოღონდ საკუთარ არაცნობიერში.
-მათე, დედაჩემს ვეტყვი, თამთამ უკვე იცის, მაგრამ ცოტა მეტი დრო დამჭირდება სოსოსთვის სათქმელად.
-არ მადარდებს, შენ ჩემთან ხარ ესეც საკმარისია.
-მაგრამ მინდა რომ კიდევ უფრო თავისუფლად ვიყოთ.
-გავიწყდება სად ვცხოვრობთ?ისიც საკმარისია რამდნიმე კაცი თუ მიგიღებს.
-არაა ასე. სოსოს უბრალოდ იმიტომ ვერ ვეუბნები რომ ძლივს ვნახე ჩემით კმაყოფილი და არ მინდა იმედები გავუცრუვო.
-მესმის. და არ არის საჭირო ბესო.-მათე ცხვირით მისი მხრიდან ყელისკნე მისრიალებს და კოცნის, ხელით კი მის ხელს ეფერება რომელიც საუბრის დაწყებამდე მოიქცია თავისაში. ბესო გრძნობს როგორ იძირება სითბოსა და სიყვარულში.
-საუკეთესო ხარ.
-ვისგან მესმის. მორჩი?
-კი. ჩახტი და დავწვეთ.
მათე ტანსაცმელს იხდის და საცვლის ამარა ზეწრის ქვეშ ძვრება.ამასობაში ბესო ფარდას აფარებს და ისიც უცბად იხდის შორტსა და მაისურს, მერე საწოლზე ლამის ოთხით მიფოფხავს და ბიჭს მკალვებში იქცევს. მათე ცალ ხელს წელზე ხვევს ,მეორე კი თავისა და ბესოს მკერდს შორის ეჭედება. ბესოს ღიმილით ეძინება, ისევე როგორც მათეს.
მეორე დილას ყველანი ერთად საუზმობენ როცა მარიტა კარს აღებს და იძახის მოვედიო. სამზარეულოში შედის თუ არა ადგილზე ქვავდება რადგან ბესო სკამზე ზის, ზედა ტანით მოტრიალებული და მკლავი მისი საზურგის მთელ სიგრძეზე აქვს გადადებული. მათეც მსგავსად ზის, დედამისი კი ერთმანეთში ახლართულ თითებს ეყრდნობა ნიკაპით და წარბი მაღლა აქვს აწეული.
-მე...
-ხო ხო რა შენ? გაერთე ბესოსთან? ჩვენ კარტი ვითამაშეთ და ცოტა დავლიეთ.
-დეე.
-რა დე რა დე? შენზე უკეთ ვატყუებდი ბებიაშენს ცოცხალი რომ იყო.
-მაპატიე.
-წადი მიდი ხელები დაიბანე და ჭამე? თუ შენმა სატრფომ გამოგკვება?
-ნუ მაწვალებ რა.
-რისი ღირსი ხარ აბა? უი დედი რა კაია რო მომატყუე და შეყვარებულთან დარჩი თქო უნდა გითხრა? ოქეი იყოს ეგრე.
-გეფიცები აღარ ვიზავ
მისკენ მიდის და გზად როცა ბესოს ჩაუვლის ჩუმად ედუდღუნება.
-ვერ მითხარი აქ თუ მოეთრეოდი?
-შენი ბრალია საყვარელო.
-ენა მიიგდე.
- რას აღარ იზავ?
-რასაც გინდა?
-აღარ მომატყო იცოდე შე თაღლითო. დარჩენით დარჩი არ მაქვს პრობლემა, ჯანდაბას შენი თავი. რომ დაგიშალო რა ხეირი. მაგრამ იცოდე ზაფხულში სოფელში სხვადასხვა ოთახებში იძინებთ.
-კარგი . მიყვარხარ.
შორენას კისერზე ეხვევა და ლოყაზე ჰკოცნის.
დღევანდელი დღე.
- მე არა მარიტა მაგრამ ხომ იცი რომ მერაბი სულ აქ არის.
- თუ რამეს ეტყვიან ან რამე, თუ პრობლემა ექნება ჩემს შეყვარებულტან ერთად რომ გავივლი ხელიხელჩაკიდებული 15 წლის გოგოსავით მე დაველაპარაკები. ხომ იცი როგორ ვუყვარვარ.
-ნუ იყენებ სხვის სიყვარულს. მორჩი მაგას?
-დიახ მადმუაზელ.
-ადი დაუძახე და მე მანამდე ეზოში მაგიდას გავაწყობ.
-დაიკიდე ჩვენ მივხედავთ.
-დაბდურა ბესო გამიტეხავს რამეს.
შორენა სიცილით აძახებს უკვე კიბეებზე ამავალ გოგოს. მარიტა კიბეებზე ორ ორი საფეხურით ადის, მერე ძმის ოთახისკენ მიდის (რომელიც მისი ოთახის მოპირდაპირედ არის) კარზე დაუკაკუნებლად შედის და საწოლზე გაწოლილ სამივე ბიჭს ფაქტობრივად ზემოდაგნ ახტება, მაგრამ ბოლოს ბესოს და ცოტნეს შორის ვარდება.
-რას შვებით ბონძღებო?
- მძიმე დანაშაულს ვუყურებთ ვერ ხედავ?
- ნუ მეუხეშები ბესიკა თორე მდინარეში დაგახრჩობ და ვერ გიშველის ქვეყნად ვერავინ.
ღიმილიანი სახით ეუბნება და შუბლში წკლიპურტს ურტყავს, რასთან ერთადაც სახე ექუფრება და მის თვალებში წამიერად მრისხანება კრთება.
- დედამ ჩამოეთრიეთ ჭამეთო.
-არ იტყოდა ეგრე.
-რა მნიშვნელობააქ მათე? მე ვამბობს. აი ნახეთ ცოტნე მშვიდადა არ მეუხეშება.
-იმიტომ რომ აშინებ?
-შეშინებაზე ვინ მელაპარაკება მარწყვო? ჩემ ბიჭს ისე აშინებდი ჩემთან აღარ გამოდიოდა ხოლმე- თავით ბესოზე ანიშნებს- ნუ ახლა სხვა რამით აშინებ.
ამის თქმისას ფეხზე ხტება და გარბის, არც შემცდარა მათე უკან ეკდიება ,ფეხსაცმელს იხდის ცალ ფეხზე და ისე მისდევს ტყუპისცალ დას. მარიტა სამზარეულოში შერბის, მაგრამ შორენა იქ აღარ არის. დახლს წრეებს უვლის რომ ძმას გაექცეს და ბოლოს როცა კარში გაქცევის შანსი აქვს ბესოს ეჯახება.
-გამიშვი.
-იოცენბე.
-მომკლავს გამიშვი.
-მოდი აქ.
მათე სულ ოდნავ ურტყავს წვივზე ფეხსაცმელს და გვერდებზე უღიტინებს, მარიტა ძმის მკალევბში იკლაკნება და ხარხარებს.
-შემეშვი...შემეშვი შე ჭინკავ!
-რა გეტაკათ , მოეშვით ბავშვებივით თამაშს და დამეხმარეთ.
-არის უფროსო -არის უფროსო.
მარიტა და მათე ერთდროულად, ერთნაირი ჟესტით ეუბნებიან დედას და წელში სწორდწბიან, რაზეც სიცილი უტყდებათ. თეფშებს ხელს კიდებენ და გარეთ გააქვთ. შორენა ბესო და ცოტნესაც ასაქმებს, რომელიც სკამებს მოათრევენ გარეთ. მათე სალათიდან პომიდორს იღებს, რომელსაც სანამ შეჭამდეს მარიტა მისკენ იხრება და უჭამს. თვალებმოჭუტული უყურებს და ახალს ისე სწრაფად ჭამს მარიტა მოქმედებას ვერ ასწრებს. მარიტა სახლში ჭიქებისთვის სედის, მათე კი ბესოს სულუგუნის პატარა ნაჭერს ტენის პირში. შორენას ცხელი ჭადები გამოაქვს და მაგიდაზე დებს.
-ნუ ამოჭამე .- მათეს ხელზე ,რომელიც სალათიანი ჯამისკენ აქვს გაწვდილი ხელს გამწარებით ურტყავს და ბიჭიც საკუთარს მკერდზე იკრავს.
-ნუ მირტყავ.
-ნუ იქცევი 3 წლის ბავშვივით და არ დაგარტყავ. მიდი წვენი გამოიტანე. თქვენ დაჯექით ბიჭებო.
შორენა სკაზმე ჯდება და სალათას თეფშზე იღებს. გვერდით კი სულუგუნსა და მჭადს უდებს. ბუჭებიც მალევე ივსებენ თეფშებს. მათე და მარიტა ერთად გამოდიან, ბიჭს ატმის ცივი კომპოტი გამოაქვს და მაგიდაზე დებს. ყველაფერი ისე იდეალურად არის.
მარიტა ცოტას ჭამს, თანაც იმდენად რომ შორენა ამ კვირაში ალბათ უკვე მეშვიდედ ეჩხუბება არ შეიძლება ასეო. ბესო და მათე ერთმანეთს “შემთხვევით “ ეხებიან, ამაზე ცოტნე თვალებს ატრიალებს და შიგადაშიგ ტელეფონში უცხოელ მეგობრებს ემესიჯება.
-დღეს რას აპირებთ?
-მე წიგნის დამთავრებას, ცოტა დამრჩა.
-ანუ ჰამაკი ისევ შენ გაქვს ოკუპირებული?
მათე პირგამოტენილი ეკითხება.
-შემიძლია აივანზე საქანელაში წვაიკითხო, არ მაქვს პრობლემა.
-კარგი.
-თქვენ?
-ჩვენ მდინარეზე ჩავალთ ჭამას რომ მოვრჩებით. შენ არ გინდა წამოსვლა?
-მმმ შეიძლება.
-გთხოოვ.
ცოტნეს თვალები ისე მავედრებლად უყურებს მარიტა უარს ვერ ეუბნება, და მშვენივრად იცის რატომაც არ უნდა მათთან ერთად მარტო წასვლა. ჭამას მშვიდად ასრულებენ, მაგდასაც მშვიდად ალაგებენ და ოთახებში გამოსაცვლელად ადიან. მარიტა ღია ცისფერ ქვედაბოლოს და ასევე ცისფერ საცურაო კოსტუმს იცმევს. ჩანთაში პირსახოცს ტენის და მერე ქვევით ჩადის რომ სამზარეულოდნა წასახემსებლად რამე წაიღოს. საბოლოოდ სენდვიჩებს და სმუზს აკეთებს. კიდევ რამდნიმე მოჭიქული ხაჭოს კვერი მიაქვს, რადგან იცის ყველას ძალიან უყვარს თანაც შორენამ მთელი მარაგი შეავსო. მერე ბიჭებს რომლებიც ეზოში ელოდებიან სირბილით უახლოვდება და ბესოს ზურგზე ახტება.
-ვერ გადამიწყვეტია მათე უფრო მძიმეა თუ შენ.
-ჰეი. მე მშვენიერი ფიგურა მაქვს ბესიკა.
-ვინ თქვა რომ არ გაქვს საყვარელო.
-ირაკლი მომენატრა.
-წავიდა?
-კი და ვერც ვეკონტაქტები წეისიერად რა.
-არაუშავს ცოტახანი გაძელი.
-ამბობს ბესო რომელსაც შეყვარებული გვერდზე უდგას.
თავს მხარზე ადებს და იცინის. ბესო კი ლოყით შუბლზე ეყრდნობა. ცოტახანს ასე მიდიან. მერე მარიტა მისი ზურგიდან ხტება და ჩვეულებრივად აგრძელებს გზას ცოტნეს გვერდით.
-შენ რას შვები?
-რავიცი მარუს არაფერს.
-ვის ემესიჯები მთელი დღეები?
-ინგლისში რომ ვიყავი ხომ გახსოვს?-მარიტა თავს უქნევს- ვიღაცეები გავიცანი და იმათ.
-მაგარია ძალიან.
...................................................
საღამოს მარიტა ეზოში ჰამაკშია გწოლილი და გარე განათებ აქვს ჩართული რომ იკითხოს. ის ის არის ბოლო გვერდის კითხვასაც ასრულებს რომ ირაკლი ინსტაგრამზე ურეკავს. გოგოს ბედნიერებისგან სახე ებადრება, ცალ ფეხს ჰამაკიდან აგდებს და ჰაერში აქანავებს.
-გამარჯობა სიმპათიურო.
-გამარჯობა პატარავ.
-ძალიან მომენატრე.
-მეც. როგორ ერთობი?
-რავი ახლა მოვრჩი წიგნის კითხვას, ვფიქრობ აივანზე დავჯდე ცოტახანს და რამეს მოვუსმინო, თან მოვწევდი.
-შორენასი არ გეშინია?
-არა სძინავს უკვე.
-რა დროა მანდ?
-12, აწი პირველი დაიწყება.
-ისე მინდა მეც მალე ჩამოვიდე.
-შენ როგორ ერთობი? ფოტოები არ გადაიღე?
-კი გამოგიგზავნი მერე. ილინეს ძიძა ვარ მე უბრალოდ.
-არაუშავს , სხვა დროს ერთად წავალთ და არავის ძიძა არ იქნები.
-სანტორინზე?
-არა სხვაგან, დიდად არ ვგიჟდები მაგ ადგილზე.
-ოქეი. რას შვებოდი დღეს.
-მათე და ბესო ვაწვალე. მერე ვისაუზმეთ, მდინარეზე გავედით და იქაც ვკითხულობდი ან ვირუჯებოდი. თან იმ ორისთვის ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია.
-აჰა ანუ ცოტნესთან ერთად დადიხარ საცურაო კოსტუმით?
-უი ძან ლამაზი ფოტოები გადამიღო.
-მარიტა!
-ხო მოცია განახებ ახლავე.
-რატო მაეჭვაინებ?
-იმიტომ რომ იდიოტი ხარ და ნერვოზი გაქ. დაიკიდე რა . ჩამოხვალ და მიხვდები რო ვაფშე არაფერია საეჭვიანო. მიყვარხარ ოქეი?
-ვიცი და მეც.
-მაშინ რა არის პრობლემა?
მარიტა ჰამაკში ჯდება და ფეხებს ლოტოსის პოზაში იკეცავს. ირაკლი ღრმად სუნთქავს და სხვა მხარეს იხედება, აშკარაა რომ რაღაც არის , რაც ბიჭს არ ასვენებს მაგრამ თქმა არ უნდა. მის და ბედად ლიზა ეძახის და მარიტას ემშვიდობება. გოგო ტელეფონს გაბრაზებული ბლოკავს , წიგნს ხელს ავლებს და სახლში შედის. გარე განათებას სახლში შესვლისთანავე რთავს და ეზო წყვდიადში იძირება. სადღაც-სადღაც ქუჩიდან შემოპარტული მკრთალი ნათება ხეებს ოდნავ ანათებს და ცაზე ვარსკვლავები ისე ნათლად მოსჩანს მარიტას სუნთქვა ეკვრის მათ დანახვაზე. მეორე სართულზე ადის, ოთახიდან ჟაკეტი გამოაქვს, რადგან უკვე ცივა,მას კი თხელი ქვედაბოლო და უსახელო ზედა აცვია. ოთახიდან გასვლამდე ჯიბეში ტეელფონს სიგარეტის კოლოფს და სანთებელას იდებს და აივანზე ჭერზე დაკიდებულ საქანელა სავარძელში ჯდება. ცალი ფეხი გვერდულად აქვს მოკეცილი, მეორე საქანელიდნა ჩამოდებული და თითქმის იატაკს ეხება. სიგარეტი ბოლომდე არ აქვს ჩამწვარი აივანზე ბესო რომ გამოდის და იქვე კედლის კუთხეს მხრით ეყრდნობა. მარიტას დაბალ ხმაზე აქვს სიმღერა ჩართული და ერთიანად საზურგეზე მიყრდნობილი ცას აჰყურებს, რომელიც თავს ერთდროულად მის ნაწილად და მისგან გარიყულად აგრძნობინებს. ბესო დიდხანს დგას, მაგრამ მარიტა ვერ ამჩნევს ასე რომ ხმას იღებს.
-რამე მოხდა?
მარიტა საქანელას მისკენა ტრიალებს და ნაძალადევად იღიმის.
-დაიკიდე ისეთი არაფერია. ირაკლის ველაპარაკე უბრალოდ.
-მიდი დამსვი.
-მერე მე სად დავჯდე.
- ცოტა ადგილია და დანარჩენად კალთაში ჩაგიჯენ.
-კარგი.
გოგო დგება და ელოდება როდის დაჯდება ბეოს კომფორტულად მერე მის კალთაში გვერდულად ჯდება, და ფეხებს იკეცავს. ზედა ტანი გვერდულად აქვს შეტრიალებული და მხრით ბიჭის ნახევარ მკერდს ეყრდნობა.
-მოყევი ახლა.
-არაფერია მართლა. უბრალოდ უაზროდ ეჭვიანობს და ვერ ვხვდები როდის მივეცი ამის მიზეზი.
-რომ ჩამოვა დაილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოსწორდება.
-ხო მაგრამ არ მინდა რომ ასე იყოს თუმდაც დროებით. მე ის მართლა მიყვარს ბესო.
-ვიცი და მანაც იცის. მარიტა ოდესმე გინახავს ერთმანეთს როგორ უყურებთ? თქვენ ალბათ ერთ-ერთი ის წყვილი ხართ რომელზეც ვერასოდეს ვერავინ იფიქრებს რომ დაშორდებიან( რაც უკვე მოასწარით). ახლაც მახსოვს ის პირველი დღე რომ გავიცანით. იმ წამიდანვე თქვენ ორს შორის ისეთი ქიმიაა , ღმერთო მთელი ოთახი ამით იჟღინთება ხოლმე.
-ეს ძალიან თბილი ნათქვამია.
-და შენ ამას იმსახურებ.

მარიტა აღარაფერს ამბობს, სიგარეტს აქრობს და კოლოფში აგდებს ნამწვავს, მერე ისევ ბესოს ეხუტება და ორივენი ასე სხედან, ვარსკვლავებისკენ აზიდული მზერებით და შეყვარებული გულებით. ორივეს ყავს ვიღაც ვინც მართლა უყვართ, მაგრამ მარიტას დიდი შავი ხვრელი აქვს გულში, როემლიც ადგილს იცვლის და გრძნობებსა და მოგონებებს სიბნელით ავსებს, თიტქოს ის კი არ იზიდავს მათ არამედ ცდილობს თავისნაირი გახადოს და მარიტამ მშვენივრად იცის გრძნობები იმ სხვა ადამიანის მიმართ ,რომელიც დიდიხანია ის ერთი კი არა სხვა გამხდარიყო ნელ-ნელა ცივდება და ზამთარს ემსგავსება. იცის ეს სიყვარული საკვებს საჭიროებს ,რომელსაც არ აძლევს, მაგრამ როგორც კი მისთვის ერთ ლუკმას მაინც გაიმეტებს ის ყველაფერს შთანთქავს და ნაცარტუტად აქცევს. ჯანდაბას ეს იცის, მაგრამ ისიც იცის რომ ამ გრძნობებს ბოლომდე ვერასოდეს მოიშორებს, ან შეიძლება მოიშოროს კიდეც, ღმერთმაც კი არ იცის რამდენად უცნაურია გრძნობები, ემოციები და განცდები. რამდენად არაპროგნოზირებადია ისინი, როგორ შეუძლია სიცოცხლე მოგვანდომონ ან ყველაზე ბნელ ხვრელში გადავარდნა გვანატრონ. საბოლოოდ ისინი ყოველთვის გვმართავენ, საქმე ისაა რამდენად მოვახერხებთ მათ შენარჩუნებას, გამოკვებას, გაკონტროლებას, რამდენად ბერვ სადავეს ავიღებთ ხელში მათ სამართავად, ან რამდენად მივცემთ ნებას რომ გვმართონ. მარიტამ ყევლაფრის მცდელობა შეწყვიტა და დინებას მიყვა, დინებას რომელიც ხან დუნეა ხანაც ისე ბობოქრობს როგორც მთის მდინარეები გადაუღებელი წვიმების შემდეგ. სწორედ ეს იყო მისი შეცდომა ,რომელსაც ადრე თუ გვიან ინანებდა. მას თავშივე უნდა გადაეწყვიტა ირაკლი უნდოდა თუ ის მეორე ადამიანი, მაგრამ ამის ნაცვლად ირაკლი და დინებას მიყლა ამჯობინა. ჯერ ისევ გული სწყდებოდა როცა ქეთის და სანდროს ერთად ხედავდა, არა და მას უკვე სხვა ჰყავდა და ასე აღარ უნდა ემოქმედა ამ წყვილის დანახვას. მარიტა იმ დინებას მიუყვებოდა, რომელიც საბოლოოდ ბობოქარ ზღვაში გადააგდებდა და საზღვრებს მიჩვეულს ღია ზღვაში ისე დატოვებდა ვერც ხმელეთს დაინახავდა და ვერც ტივტივას თავის გადასარჩენად.
ბესოს კი სადღაც გულის სიღრმეში ეჭვი სჭამდა რამდენად შეძლებდნენ სამუდამოდ ერთად ყოფნას. რამდენად გაუძლებდნენ კრიტიკას და იმის შეხსენებას რომ განსხვავდებოდნენ. ავალიანმა თავის იდენტობა ჯერ კიდევ მეექვსე კლასიდან იცოდა, როცა მისი მეგობარი მოეწონა და მასში ყველაფერ ღვთაებრივსა და გამორჩეულს ხედავდა. კარგად ახსოვს რამხელა შოკი იყო იმის გაცნობიერება რომ ის არასოდეს იქნებოდა სხვების მსგავსი, არასოდეს დაქორწინდებოდა ქალზე და ეყოლებოდა შვილები. ახსოვს როგორ ტიროდა საათობით ოთახში იმის გამო რომ ოჯახს იმედებს გაუცრუებდა. ეს ძალიან ძალიან მტკივნეული იყო, ყველაფერს მისი რელიგიური შეხედულებებიც ემატებოდა რომელიც ხალხივით იმას უმეორებდა(რა თქმა უნდა მისსავე გონებაში) რომ ის ჯოჯოხეთს იმსახურებდა, რომ ბედნიერი არასოდეს უნდა ყოფილიყო. და ახლა ამდენი წლის მერე ,21 წლის ასაკში ,მას როგორც იქნა ბედნიერების მიზეზი ჰქონდა, მსგავსი სიყვარულის განცდა და მის თავში ხმები ძილის წინ, შეიძლება ყოველდღე არა, მაგრამ მაინც უმეორებდნენ რომ ის ამის ღირსი არ იყო, რომ არ დაუმსახურებია, მაგრამ მერე ,როცა მათე მის მკლავებში გაეხვეოდა, ან როცა თავად შემოხვევდა ბესოს მკლავებს და ისიც იძულებული გახდებოდა ბიჭის ჟღალ კულულებში ჩაერგო ცხვირი ბესო გრძნობდა როგორ ევლებოდა გარს მზის სხივები, როგორ ნათდებოდა მისი ცხოვრება და ფრენის შეგრძნება უჩნდებოდა. მათე მისი ღუზა იყო, მისი საწყისი ამ სამყაროში და რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორი განადგურებულიც არ უნდა ყოფილიყო ბესო ეს წითური პატარა ბავშვივით მომღიმარი, ლაღი და ცხოვრებაზე შეყვარებული ბიჭი მუდმივად ის წერტილი იქნებოდა რომელსაც დაუბრუნდებოდა ისევ და ისევ სანამ სამყარო არ გაქრებოდა.
ახლა ზაფხულის გრილ საღამოს, ვარსკვლავები მარიტას და ბესოს თავ თავიანთ ფიქრებზე უფრო მეტად აფიქრებდნენ, მაგრამ ეს ორივეს ეზარებოდა.
-ისეთი გრძნობა არ გაქვს რომ ცოტაც და შენც ვარსკვლავად იქცევი?
-შენც?
ბესო გოგოს უყურებს და ეცინება.
-მეც.ნეტავ იმდენი ტვინი მქონდეს რომ ნასაში ვმუშაობდე.
-ღმერთო ძალიან მაგარი იქნებოდა. კოსმოსში რომ გიშვებენ. ჯანდაბა მგონი არაფერი არ არის ამ სამყაროში მაგაზე მშვენიერი და საინტერესო.
-აჰა, თან ძალიან ძალიან ცოტა რამ ვიცით.
-იქნებ სხვა სამყაროში ვიქნებით ასტრონავტები.
-იმედია. ერთ ღერსაც მოვწევ და შევიდეთ კარგი?
-კარგი. გინდა რამეს ვუყუროთ?
-ოღონდ ფილმს
-საშინელებათა?
-იყოს.
მარიტა სიგარეტს უკიდებს და თავს ბესოს მკერდზე ადებს. ახლა ის მშვიდად არის რადგან გვერდით მისი ერთგული მეგობარი ჰყავს, რომელიც ყოველთვის გაამხნევებს და ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
ფილმის ყურებას 3 საათისთვის რჩებიან , ბესო მათეს ოთახში ბრუნდება.ბიჭს სძინავს ,ისიც შორტს და მაისურს იხდის და ზეწრის ქვეშ ძვრება. მათეს ეღვიძება და მისკენ ახლოს იჩოჩებს.
-სად იყავი?
-მარიტასთან.
-რამე მოხდა?
-ისე უბრალოდ. ვარსკვლავებს ვუყურეთ ცოტახანს, ვიჭორავეთ და წყევლას ვუყურეთ.
-მოენატრე.სულ ჩემთან ხარ ბოლო დროს.
-ვიცი. თან ვჭირდები, ქეთის ვერ ელაპარაკება წესიერად.
-ხო. შენ რა გჭირს?
-რატომ.
-მოღუშული მეჩვენები.
-არაფერი , ვფიქრობდი უბრალოდ.
-რაზე.
-დაივიწყე.
-ხომ იცი რომ არ მოგეშვები ბესო.
მათე შორდება და საწოლზე ისე ჯდება რომ ზურგით კედელს მიეყრდნოს. ბესოც იწევა და გვერდულად უყურებს ბიჭს.
-მგონია რომ ამ ყველაფერს არ ვიმსახურებ.
-რას?
-იმას რომ შენთან ერთად ბედნიერი ვიყო.
-რატომ?
-ეს,არ ვიცი. უბრალოდ მგონია რომ საკმარისად კარგი არ ვარ იმისთვის რომ ვინმეს ვუყვარდე და ჩემგან არაფერს ელოდოს.
-სისულელეა. ბესო-მათე იწყებს და მის ხელებს თავისაში იქცევს, ბიჭის მუხლები შავგრემნის მუხლებს სულ ოდნავ ეხება- შენ ძალიან ძალიან კარგი ადამიანი ხარ. მხიარული, იმის მიუხედავად რამდენად ღრმა ნაიარევები გაქვს, ერთგული, მათთან ვინც გიყვარს, შრომის მოყვარე, ვხედავ რამდენ ენერგიას დებ განათლებაში. ვხედავ როგორ გინდა ხალხი ბედნეირი იყოს და ჯანდბაა თუ სვები ბედნიერებას იმსახურებენ მაშინ შენ პირველი ხარ ვინც უნდა იცინოდეს, ვინც უნდა უყვარდეთ. არ მადარდებს ბესო რამდენად ცუდი იქნებ( საერთოდ არ ხარ, მაგრამ რომც იყო არ მაინტერესებს). იმის გამო მიყვარხარ ვინც ხარ და კი შენ საკმარისი ხარ, ჩემთვის შენ საკამრისი და მეტიც ხარ.
-მათე მე..
-არა ბესო, შენ საბოლოოდ უნდა შეიგნო რომ როცა დახმარება გჭირდება უნდა ითხოვო. მე შენთან ვარ. მოგისმენ,თუ რამის თქმას შევძლებ გეტყვი, ჩაგეხუტები და გაგრძნობინებ რომ მე შენთან და შენთვის ვარ. მოდი აქ.
მათე ხელებს შლის და ბესოც უღონოდ მათში ვარდება. აღარ საუბრობენ,მაგრამ მათე გრძნობს როგორ უმშვიდდება ახაცხახებული სხეული მის შეყვარებულს და მერე ორივეს თითქმის ერთად ეძინება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent