არჩევანი (4)
თავი4 … ოფისში საკმაოდ გაღიზიანებული მივიდა კვიციანი, წარბები ზევით აეწია და შეეჭმუხნა და ისედაც მკაცრი და ცივი სახე უარესად მრიახანე მოუჩანდა. შავი პერანგი ემოსა ასევე მუქი ფერის შავი ჯინსი. პერანგის ღილები ნახევრად ჩახსნილი ჰქონდა თმები, როგორც ყოველთვის კოხტად ჰქონდა გადავარცხნილი სახეზე შავი რეიბანის სათვალლეები ჰქონდა მორგებული, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მისი ცივი და უხეში იერისა, საკმაოდ ქარიზმატული და მიმზიდველი იყო.როგორც ყოველთვის ახლაც იგივე სიარულის მანერით შევიდა შენობაში არც ძალიან ჩქარი და არც ნელი თავისებური სიარულის მანერა ჰქონდა და ერთი რამ ჰქონდა ჩვევად ყოველთვის ერთი ხელი შარვლის ჯიბეში ედო ხოლმე. ახლაც არ უღალატა ამ ჩვევას და ისე შევიდა შიგნით შიგით შესულს ხმაური შემოესმა და მკაცრად მიმართა თანამშრომლებს. _ ფულს იმისთვის კი არ გიხდით, რომ აქ საჭორაოდ მოხვიდეთ, იმუშავეთ!- მკაცრი და გამაფრთხილებელი ტონით უთხრა შემდეგ კი, თავის კაბინეტში შევიდა. დანარჩენები კი მუშაობას შეუდგნენ. აშკარა იყო, რომ ვერ იყო განწყობაზე, არა ისედაც თითქმის სულ უხასიათოდ დადის, მაგრამ ამჯერად უარესად გამოიყურებოდა. კაბინეტში იჯდა და ვერაფრით ახერხებდა კონცენტრაციას, რომ ემუშავა, გონება გაფანტული ჰქონდა ახალი ამბის გამო, მოსვენაბა დაეკარგა, ვერ წყნარდებოდა და გიჟს ჰგავდა. ბოლოს გული რომ ვერ დაუდო საბუთების შესწავლას ფურცლები ჰაერში მოისროლა. – ფუ, ამის...!- მუტში დასცხო მაგიდას და ფეხზე წამოვარდა ჭკუიდან გადადიოდა უკვე და ამის მიზეზი მართა გახლდათ, ასე მარტივად შეძლო, ქაოსის შემოტანა მის ცხოვრებაში. თან როგორ გამოეცხადა მისი მტრის დამცველად, მტერი იყო რადგან დის მკვლელოაბაში ბრალი ედებოდა. კიდევ ის შლიდა ჭკუიდან რომ ვაი, თუ მართლა მოეგო, სასამართლო პროცესი მათ, ამ შემთხვევაში, უძლეველი და მრისხანე კვიციანი, დამარცხდებოდა ეს კი ნამდვილად არ უნდოდა. დღემდე თავი, მართალი ჰგონია, თუმცა კი არის, მართალ,ი რომ საკითხავი, სწორედ ეს არის. ასისტენტმა როგორც ყოველთვის ფინჯანი, ყავა შეუტანა კაბინეტში. – აქ რას აკეთებ? ან ვინ გითხრა, ყავა რომ მომიტანე?!- დაუყვირა. – ბატონო, თქვენ ყოველ დილას ამდროს ყავას მადუღებინებდით და ვიფიქრე... – ხოდა არ უნდა გეფიქრა, მე შენთვის არ მითხოვია ყავა ახლავე გადი აქედან.!- დაუყვირა და ხელი ჰკრა, რისგამოც ფინჯანი საწაყალ გოგოს მთლიანად ხელზე გადაესხა, შემდეგ კი ატირებული და შეშინებული გაიქცა. თვითონაც ვეღარ მოისვენა და მალევე წავიდა იქიდან. მანქანაში ჩაჯდა შემდეგ კი, მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს. ერთადერთი ადგილი სადაც მშვიდად გრძნობდა თავს ეს სასაფლაო იყო დიახ, ყველა ძვირფასი ადამიანი იქ ჰყავდა. სასაფალოს შესასვლელთან გაჩერა მანქანა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სრულიად შეცვლილი მიუახლოვდა ერთ-ერთ საფლავს სადაც სამი საფლავის ქვა იყო სათიათოდ ჩამოიარა ყველა საფლავის ქვაზე და ყვავილები დაუტოვა. უხმოდ იჯდა და ნაღვლიანი თვალებით უყურებდა სამ საყვარელ ადამიანის განოსახულებას ქვაზე. – რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით სამივე, დედა.. გული ვეღარ უძლებს ამდენს ის არ იკამრეს, რომ ჯერ ჩემი უფროსი და წამართვეს მის დარდს შენ გადაყევი, ახლა კი ჩემი უმცროსი დაც წამართვა ამ სამყარომ. – ჩემი დის გამო, შური ვიძე დედა, იცი მეგონა, თუ იმ ადამიანის შვილს გავამწარებდი ისე როგორც ის არარაობა მოექცა ჩემს დას დავმშვიდდებოდი, თუმცა შევცდი ამან მე კარგი არაფერი მომიტანა.. წარმოგიდნია, იმდენად არაკაცი იყო, გურამ ნინიძე, რომ საკუთარი შვილიც კი არ დაინდო და სხვას დაინდობდა...მაპატიე, აქამდე ვერ ვბედავდი აქ ამოსვლას ამის ძალა არ შემწევდა, მხოლოდ დღეს მეყო ამის გამბედაობა, რომ აქ მოვსულიყავი დედა, ანას მკვლელს ადვოკატი გამოუჩნდა და ეს გურამის ქალიშვილია მართა, დიახ, სწორედ ის ვისაც ცხოვრება გავუმწარე და შემდეგ ამის გამო მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი, ამის გამო, რადგან მეგონა... - აქ პაუზა გააკეთა და თვალები დახუჭა, დასამშვიდებლად. - მეგონა, ვერ გადარჩა, რადგან მაშველებმა ვერსად მიაგნეს, ის კი თურმე იტალიაში ცხოვრობდა მთელი ეს წლები. ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა, რომელიც პასუხ გაუცემელი რჩება. ცოტახანს კიდევ გაჩერდა და წავიდა, საჭესთან იჯდა და საკუთარ თავს არ ჰგავდა, თავადაც ვერ მიხვდა, ისე მივიდა მართას სამუშაო ადგილას, მანქანა, მოშორებით ჰყავდა გაჩერებული და მოლოდინით გაჰყურებდა გზას, ცოტახანში ფანჯრიდან, ირაკლი და მართა, რომ დაინახა, სიმწრისგან, საჭეს თითები ძლიერ მოუჭირა. ეს ორი საკმაოდ ხალისიანად გამოიყურებოდა და იცინოდნენ. ვენებში სისხლი უდუღდა და ჭკუიდან გადადიოდა სახის კუნთები დასჭიმვოდა და ბრაზისგან ცახცახებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა მანქანიდან გადავიდა და მათკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. – ვატყობ, დროს კარგად ატარებთ!- წამოიძახა ხმა მაღლა და მის ხმაზე ისინიც მისკენ შებრუნდნენ. ბიჭი მივიდა და პირდაპირ მათ აესვეტა წინ ხელებ გადაჯვარედინებული. – შენ აქ რას აკეთებ?!- აღელვებულმა კითხა. – რა იყო, შენგან უნდა ავიღო ნებართვა სად წავალ?- ცინიზმით უთხრა .- აქვე ახლოს საქმე მქონდა და რომ შეგამჩნიეთ გადავწყვიტე მოვსულიყავი.- უთხრა შემდეგ კი, ზიზღით გადახედა ირაკლის. – ხოდა ხომ გვნახე შეგიძლია წახვიდე უკვე.- უთხრა ირაკლიმ. – რა იყო, ჩემი ხომ არ გეშინია? - ჩაეცინა.- ახლა კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი და შენც ქალბატონო. ამ ადამიანმა, ჩემი და მოკლა, გესმის? ის ერთადერთი იყო, ვინც შემომრჩა ოჯახიდან და ახლა ისიც აღარ მყავს ეს კი ამ არარაობის ბრალია. ამიტომ გეშინიდეს ჩემი და მიფრთხილდი, რადგან გასაქანს არ მოგცემ ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის,რომ ციხეში ამოგალპო. ირაკლი, კი მისგან გასაოცრად მშვიდად იდგა და უსმენდა მას, ისე რომ ნერვიც კი, არ უთამაშებდა სახეზე. _ ახლა კი, შენ მომისმინე ბატონო, თორნიკე, პირვრლი მე შენი წვეთითაც კი, არ მეშინია და არც დასამალი მაქვს რაიმე და კიდევ მე არ მომიკლავს შენი და ამას მალე გაიგებს ყველა.- საოცარი სიმშვიდით უთხრა და მართას მიუბრუნდა.- შენის ნებართვით, მე წავალ საქმეს მივხედავ უკვე.- უთხრა და წავიდა მართაც შემობრუნდა და წასვლას აპირებდა, თუმცა კვიციანმა მკლავში ჩაავლო ხელი. – შენ საით?!-ჰკითხა მოქუფრული სახით. – ხელი გამიშვი!- შეუღრინა. - ბიჭმა მანქანაში ჩასვა ძალით შემდეგ საჭეს მიუჯდა და გიჟივით მოსწყდა ადგილს. – თორნიკე, ახლავე გამიჩერე მანქანა!- წამოიძახა. თუმცა ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო. _ ან ახლავე გამიჩერე ან მანქანიდან გადავხტები!- დაემუქრა. – მიდი რაღას უცდი მერე!- მშვიდად მიუგო და გზა განაგრძო, გოგონა მაშინვე კარებს წვდა გასაღებად, თუმცა მისგან გასაოცრად კარები დაბლოკილი იყო. – ახლავე გამიღე კარები! – აქედან არსად არ წახვალ სანამ ამომწურავად არ ამიხსნი ყველაფერს. – რა უნდა აგიხსნა?- შეიცხადა. მალე ბიჭმა მანქანა შენობის წინ, გააჩერა შემდეგ იქიდდან გადმოვიდა მანქანის მეორე მხარეს მივიდა გოგონა, გადმოიყვანა და მთელი ძალით შეიყვანა შიგნით. _ ეს რა დგილია სად მომიყვანე?- შეშინებულმა კითხა და იქაურობას თვალი მოავლო. შემდეგ კი მთელი ძალით გაიქცა კარებისკენ, თუმცა ბიჭმა დაიჭირა , კუთხეში მიიმწყვდია და ზემოდან გადმოხედა ცივი თვალებით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონაც მაღალი იყო თორნიკესთან შედარებით გოგონა დაბალი ჩანდა. – გამიშვი,გთხოვ...- უთხრა და მისი მარწყხებისგან თავის დახსნას შეეცადა. – არა, უკვე გითხარი ვერსად ვერ წახვალ სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ გამცემ. – მიშვეელეთ!- დაიყვირა გოგონამ. – თუ გინდა იტირე, იყვირე, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ აქედან ვერსად ვერ წახვალ და არც არავინ მოვა შენს დასახმარებლად. – რა გინდაა?! – როგორ მოხვდი იტალიაში,როდესაც ყველას მკვდარი ეგონე? – არ ვაპირებ არაფრის ახსნას შენთვის, რადგან შენ ახსნის ღირსიც კი, არ ხარ გასაგებია? მე არსად არ შევხვედრივარ, შენნაირ ამაზრზენ ადამიანს, როგორიც შენ ხარ ვერ გიტან მეზიზღები იცი ყველაზე მეტად რას ვნანობ? იმას რომ შენისთანა ადამიანი, შემიყვარდა.- ზიზღით უთხრა და ამის გაგონებისას კვიციანმა ხელები ჩამოუშვა. გოგონა კი მაშინვე მოშორდა მას. – კარგი, თუ ასე გაინტერესებს გეტყვი იმ მანქანაში მე არ ვიყავი. – რაა?!- წამოიძახა გაოცებულმა. – რაც გაიგე, დიახ ჩემი მანქანა სპეციალურად გადავაგდე მტკვარში და ამასთანავე ჩემი ნივთები დავტოვე იქ. ეს იყო, ჩემი გეგმა, მინდოდა მთელი ეს წლები, სინდისის ქენჯნით დატანჯულიყავით შენც და მამაჩემიც ამიტომ, ჩემი სიკვდილი გავითამაშე, რადგან აღარავის დაეწყო ჩემი ძებნა.- ამის მოსმენისას ბიჭმა მაჯაში ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა. – რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს.- დაუყვირა. – მე ჯერ არაფერი გამიკეთებია და შენ ძალიან კარგად იცი, რაზეც ვარ წამსვლელი.- მრისხანედ უთხრა და გოგონას სიფრიფანა ხელის მტევანზე მტკივნეულად მოუჭირა. - მის წინ ახლა ძუ ლომივით გაბედული და ამაყი ქალი კი არა, არამედ შეშინებულუ პატარა კნუტი უფრო იყო, ბიჭს გოგონას ხელები გადაეწია და მტკივნეულად უჭერდა. – ანუ რა გამოდის, რომ გაითამაშე?! – კი..!- გამწარებულმა მიაძახა.- გავითამაშე, რადგან მინდოდა გამწარებულიყავი შენი საქციელის გამო. - ტირილ ნარევი ხმით უთხრა. – რა მითხარი წეღან?აა, ხო გამახსენდა, მითხარი, რომ კარგად ვიცი რაზეც ხარ წამსვლელი, ხო? სამწუხაროდ ვიცი, რა საშინელი ადამიანიც ხარ და არც სინანულის გაცხია არაფერი, შენ არ შეცვლილხარ ისევ ისეთი უგულო ხარ, როგორიც წლებისწინ იყავი,მაგრამ იმისთვის,რაც გაითამაშე კარგი და მოსიყვარულე ადამიანის როლი, ოსკარი გეკუთვნის.- გაგულისებულმა მიაძახა. ბიჭმა ხელები მოადუნა, მართამ ამით დრო იხელთა და სახლიდან გაიქცა. ატირებული გამოიქცა სახლიდან და გარეთ გაიქცა, ცრემლების გამო, თვალებიდან კარგად ვეღარ ხედავდა, სწორედ ამიტომ არ უნდოდა უკან დაბრუნება და კვიციანის ნახვა, რადგან იცოდა, რომ ისევ გული ეტკინებოდა და დაიტანჯებოდა, თუმცა რაც უწერია ადამიანს მაინც ვერ ასცდება. არეული ნაბიჯებით მიდიოდა, როდესაც მის წინ თორნიკეს მანქანა შეჩერდა. – ჩაჯექი, მანქანაში.- გასძახა ფანჯრიდან, თუმცა გოგონამ მისი ნათქვამი დააიგნორა და გზა,განაგრძო. _ ვერ გაიგე რა გითხარი ჩაჯექი მეთქი!- გაუმეორა. – შენ კიდევ რით ვერ გაიგე, რომ შემეშვა, რადგან არ გპასუხობ ესეიგი არ მსურს არც შენთან საუბარი და მითუმეტეს არც შენთან ერთად ერთ მანქანაში ყოფნა.- დაისისნა და გზა განაგრძო. - კარგი, შენი ნებაა, მაგრამ ქალაქიდან ძალიან შორს ვართ, ეს მაინც რომ იცოდე.- უთხრა და წავიდა. – ის რა მართლა წავიდა?! იდიოტი.- ჩაილაპარაკა გულმოსულმა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ ისევ თორნიკეს მანქნაა გაჩერდა მის წინ. – ბოლოჯერ გეუბნები, ჩაჯდები თუ არა? უკვე ბინდდება და აქ ღამით გაჩერება საშიშია,რადგან ღამით მხეცები გამოდიან.- გააფრთხილა. _ რაა? მხე…ცები..- შეშინებულმა წამოიძახა. - უჰუმ, თუ არ გინდა რომ შეგჭამონ, ჩაჯექი. - ამის თქმა და ტურების ყმუილი ერთი იყო მართას მეტი აღარ უფიქრია მაშინვე შეხტა მანქნაში, კვიციანს კი, ულვაშებში კმაყოფილებისგან ჩაეცინა. ძრავი აამუშავა და გზას დაადგა. მთელი გზა, ხმა აღარცერთს ამოუღიათ, მხოლოდ კვიციანი ფარულად,თუ გააპარებდა თვალს მისკენ. ** ერთი კვირის შემდეგ 28 სექტემბერი 2024 წელი დადგა სასამართლო პროცესის დღეც და მართაში მღელვარებამ უფრო მოიმატა, ამ დღეს გადაწყდებოდა, თუ ვინ მოიგებდა. სასამართლოს. დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა დამსწრე საზოგადოებით, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა , შემდეგ კი დარბაზში მოსამართლე შემოვიდა. – გთხოვთ ყველა ფეხზე ავდგეთ, მოსამართლე მობრძანდება.- წამოიძახა დამხმარე ქალმა და კარებში მაღალი შავ ხალათში ჩაცმული კაცი შემოვიდა და ხელით ანიშნა დაბრძანდითო. – დღეს აქ იმისთვის შევიკრიბეთ რათა, განვიხილოთ ეგრეთ წოდებული ირაკლი ხუციშვილისა და ანა კვიციანის საქმე, როგორც მოგეხსენებათ, ბატონ ირაკლის ბრალი ედება, გოგონას განძრახ მკვლელობაში ახლა კი შეგვიძლია უკვე დავიწყოთ პროცესი. მართამ ირაკლის გადახედა და ანიშნა, სიმშვიდე გამოეჩინა. .... მეგობრებო, ესეც ახალი თავი, ვიცი ხშირად ვერ ვდებ და თუ ვდებ პატარა მოცულობისებს,მხოლოდ მაგრამ ამ ეტაპზე დიდებს ვერ დავდებ, რადგან დრო არ მაქვს და თან ძალიან სტრესულ სიტუაციაში ვარ, რადგან სამ ოთხ დღეში გამოცდები მაქვს სამსახურთან დაკავშირებით, ამიტომ ვერ ვახერხებ ჯერჯერობით. გიტოვებთ ამას იმედია მოგეწონებათ, გელით მოუთმენლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.