შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი(XVI)


18-01-2025, 00:56
ავტორი ნაამა
ნანახია 212

აგვისტო რამდენიმე დღის წინ დაწყებულიყო, მაგრამ ირაკლი ნიკუშა და ქეთი ჯერაც არ ჩამოსულან. ნიკუშას რაღაც საქმეები გამოუჩნდა, ქეთი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა თბილისში და ცოტახანს იქ დარჩენა გადაწყვიტა, ირაკლი კი მართლაც რომ ძიძად იქცა. მარტიამ ისიც კი არ იცოდა როდის ჩამოვიდოდნენ, თან ორ კვირაში ირაკლის დაბადებისდღე იყო საჩუქრის ყიდვა კი წამოსვლისას ვერ მოასწრო. ახლა გოგო მდელოზე იყო გასული წიგნთან და დინამიკთან ერთად და ბალახზე გაწოლილი არაფერს აკეთებდა. მერე წამოჯდა ტელეფონის ბლოკი ახნსა და ქეთის დაურეკა.
-ხო ჩემო მზის სიხვო?
-როგორ ხარ?
-მშვენივრად, იმას თუ არ ჩავთვლით რომ ოფლად ვიღვრები.
-ცოდვებმა იცის, ლამის ორი კვირის წინ უნდა ჩაოთრეულიყავით, გამომელია ყველა წიგნი ლამის.
-ოჰ საწყალი.
-მისმინე რაღაც უნდა გთხოვო.
-რა აბა?
-შეგიძლაი სანამ წამოხვალ წიგნის მაღაზიებში გაიარო? ირაკლისთვის “ოკიანე ქუჩის ბოლოს “მინდა. რომ გავიცანი მაშინაც კი დასდევდა მაგ წიგნს რომ ეყიდა და ჯერ ისევ ვერ იშოვა, გამუდმებით დეფიციტშია და რამე. აი ძან გთხოვ, მგონი შაქრო ბაბუაში ვნახე და გადი რა.
-კაი საყავრელო არაა პრობლემა. მე რა ვუყიდო?
-რავიცი რაც გინდა. ბოლო ბოლო როდის მოდიხართ?
-გაგაგებიებთ.
-ვერ გიტანთ. მოდღლიზეთ ნიკუსა იმ თავის ახალ გოგოს და ჩემი კაცი მის დას და წამოეთრიეთ დროზევე.
-ვიღაცას თავის სიყვარული მოენატრა სიგიჟემდეო. მე ეგრე ძან რატომ არ გენატრები ერთი.
-როგორ არ მენატრები.
-მაშინ რომ ჩამოვალ ძალიან ძალიან მაგრად უნდა ჩამეხუტო.
-არ არის პრობლემა.
….………….
მარიტა ეზოში ზურგიან სკამზე ზის, ფეხები მოკეცილი აქვს და მის წინ მდგომ სახლში გაკეთებული ლიმონათით სავსე მაღალ ჭიქას ხელში ათამაშებს. თან ბიძასა და ბიცოლას ესაუბრება. იღიმის და ძალიან ძალიან ბედნიერია. მეგის სახლიდან ორწლამდე მარიტასავით წითური ბავშვი გამოჰყავს. ბიჭი დედას ხელს უშვებს და მარიტასკენ მორბის. გოგო ბიცოლასთვის მოსმენას აგრძელებს, მაგრამ ბავშვისკენ ტრიალდება და ხელებს შლის, ისიც მაშინვე მათში ვარდება. გოგო ბიჭს მუხლებზე ისმევს და ლოყებს უკოცნის.
-გამაგებინა შენზე ასე ძალიან რატომ გიჟდება.
-ჰეი მე ყველას ვუყვარვარ- მარიტა თავს უკან აგდებს და ისე სცემს მეგის პასუხს.
ახალგაზრდა ქალი კი ბიძაშვილის გვერდით ჯდება და თავადაც ისხავს ლიმონათს.
-კარგი ის გასაგებია რო ეს გოგო თავისზე ბევრად უფროსს ხვდება მაგრამ თამუნას მარტო მაგის გამო არ ექნება ახლა გადაკეტილი, ადრეც ხო ყავდა ვიღაც 40 წლის კაცი.
-მთელი ამბავიც ეგაა, მოკლედ ეს ლადო თამთას დის ყოფილია.
-ჰააა? რას იძახი?- მარიტას თვალები უცვივდება ,რადგან ეს ყვეალფერი სრული სიგიჟეა, გოგო საკუთარი დეიდის ყოფილს ხვდება.
-იცის?
-არა არ უთქავმს თამუნას.
-ანუ და ის კაცი ვერაა ცოტა ხო?
-ცოტა ?
-ღმერთო რას აღარ გაიგებ. რამდენად უტვინო და აა გარყვნილი უნდა იყო შენი ყოფილს დიშვილთან იყო და თან დაქორწინებასაც კი აპირებდე.- მარიტას ტანში სცრის ამის გაფიქრებაზეც კი.
-ზუსტად. გასაგებია რო უფროსი კაცი შეგიყვარდეს, ნუ არაუშავს ხდება ხოლმე, მაგრამ იმ კაცმა ახლა ხო ზუსტად იცის ვისი შვილია და რამე და არ ვიცი დალაპარაკებოდა მაინც.
-და თამუნამ რომ უთხრას მოკვდება?
-არ ვიცი მოკლედ ასეა.
-უი ნიკო იცი რა მაინტერესებდა? შემთხვევით რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?
-მეგონა შენ ჯერ სწავლას აპირებდი.
-ხო მაგრამ რავი სულ შორენას ხარჯზე ვარ ხოლმე.
-მაგაზე არ იღელვო პატარავ. მორჩები სწავალას და მერე იქნები დამოუკიდებელი და სრულიად საოცარი გოგო.
ნიკო დისშვილს თავზე ხელს უსმევს და უღიმის. ამ კაცისგან იმდენი სიყვარული მოდის მარიტასთან რამდენიც მამისგან არასოდეს უგრძვნია.
-კარგი ხო კარგი.
ეზოსთან მანქანა ჩერდება, საჭის მხარეს კარის აღებენ, ბიჭი გადმოდის რომლისკენაც ყველა ეზოში მყოფი ერთდროულად იხედება. შავგრემან ბიჭს ჯინსის მუხლამდე შორტები, კონვენსის წითელი კედები და კედების ფერი რამდენიმე ღილშეხსნილი მოკლემკლავიანი პერანგი აცვია. მხარზე ზურგჩანთა აქვს გადაკიდებული და ღიმილით აღებს ჭიშკარს. უკან გამხდარი შავგრემანი და ცისფერთვალება გოგო და ქერა მწვანეთვალება ბიჭი მოჰყვებიან. მარიტა კიტას მეგის აჩეჩებს, ფეხზე წარმოუდგენელი სისწრაფით ხტება და ბიჭისკენ არც ისე გრძენ წინა ეზოს სირბილით გადის, როცა როგორციქნა ბიჭამდე აღწევს ხელებს კისერხე ხვევს და გრძნობს მოულოდნელი შეჯახების გამო როგორ ბარბაზებს ბიჭი, მაგრამ მაინც სწრაფადვე ხვევს ხელებს წელის გარშემო. წითურს ირაკლი ტკივილამდე მოენატრა, ახლა ყველა უჯრედით, ძვლით, ნერვული დაბოლოებებითა და კაპილარებით გრძნობს როგორ საშინლად ენატრებოდა აქამდე შეყვარებული.
-არ მჯერა რომ აქ ხარ.
-მაპატიე სურპრიზი გვინდოდა. სიგიჟემდე მომენატრე ბლუმ.
ირაკლი ჯერ ისევ მის თმებში თავჩარგული დუდღუნებს. მარიტა ცრემლებს ვერ იკავებს და ღიმილით სლუკუნებს, ბიჭი ამას ამჩნევს და სწრაფად იშორებს, სადღაც ნახევარი ნაბიჯის მანძილზე. ხელებს სახეზე ხვევს და ცერებით ცრემლებს წმენდს, თან ღიმილს ვერ წყვეტს.
-რა გატირებს.
-არ ვიცი.
-ჰეი მე ეგრე ძან არ მოგენატრე რომ ჩემს გამო ტიროდე?
ქეთი დოინჯშემორტყმული დგას და ვითომ გაბრაზებული უყურებს. მარიტა მასაც იგივე მოუზომავი ემოციებითა და ძალით ეხუტება და ცოტა აკლია რომ წელზე არ შეახტეს. ქეთი საშინალდ მოენატრა, შეიძლება ირაკლიზე მეტადაც კი , რადგან ბოლო თვეების მანძილზე იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს და თან საუბარი შეწყვიტეს, მაგრამ მარიტას გული ზაფხულის იმ შუადღეს გაგიჟებით ცემს და ვერ გაუგია ეს ვისი ბრალია .
ბოლოს ნიკუშამდეც აღწევს ,მაგრამ ბიჭი მალევე იშორებს ცხელაო.
-ხომ ჩამოგიყვანე შენი სატრფო ბოლოს და ბოლოს.
-საერთოდაც მე ვიჯექი საჭესთა
ირაკლი მისკ მხარდამხარ მომავალი ბიჭისკენ არც კი ატრიალებს სახეს, მაგრამ გვერდულად უყურებს.
-გველო
დაწყნარდით წამოდით ბიძაჩემს და მის ოჯახს გაგაცნობთ.
მარიტა გრძნობს როგორ იხლართება ირაკლის თითები მისსაში და ეღიმება. მაგიდასთან ჯერ ისევ გაოცებული, მომლოდინე სახეებით სხედან ნიკო, სოფო და მეგო ბავშვთან ერთად. მარიტა რომ მიდის ერთ ადგილას ჩერდება სანამ დაჯდებოდეს და ხელით ირაკლიზე ანიშნებს ყველას.
-გაიცანით ეს ირაკლია, ჩემი შეყვარებული, ეს ბიძაჩემი ნიკოა, სოფო, მეგი და ეს პაწაწინა კი კიტა..
სასიამოვნოა.
ყველა ერთად ამბობს და ნიკო მის გვერდით სკამს სწევს. მარიტა ამასობაში ნიკუშას უმზერს რომელიც ერთ ადგილზე უხერხულად არის ატუზული და საკუთარ ფეხსაცმელებს დასჩერებია.
-ეს ის ნაგიჟარი ნიკუშაა ვიზეც ამდენი რამ გსმენიათ.
-ზუსტად ასეთი წარმომედგინა.
მეგი ღიმილით ამბობს. ნიკუშა კი მარიტასკენ იხრება და ყურში ეჩურჩულება.
-იმედია ყველა წარმოდგენა არ გაუქრე ამ ხალხს ჩემზე.
-ნუ ღელავ გავიწყდება რომ სახლშI მე და მათე ვყავართ.
-ეგეც მართალია, როგორ დამავიწყდა.
ამასობაში ქეთი ყველას სათითაოდ კოცნის და ესაუბრება. ირაკლი ნკოს გვერდით ჯდება, მის მხაეორე მხარეს კი მარიტა იკავებს.
-აბა რას საქმიანობ?
ნიკო თავაზიანად უღიმის, სოფო კი მაგიდაზე დაყრდნობილ ხელს სახით ეყრდნობა, მორე ჰორიზონტლურად უდევს და სიმპატიურ ბიჭს ინტერესით უყურებს.
-სტუდენტი ვარ ჯერ ჯერობით.
-მშვენიერია. რაზე სწავლობ?
-აიტი.
-აჰოო, მომწონს.
-ნიკო ერთადერთი ტექნიკას ვერ უგებს ვერაფერს.
მარიტა სიცილით ამბობს და უფრო მეტად ეცინება კაცის ვითომ გაბრაზებულ სახეზე. სოფო ჩუმად ხითხითებს.
-გამყიდველო ბავშვო.
- ო კაი რა ნიკო, ყველამ იცის ისედაც. უი თქვენი ბარგი სად არის?
უცბად ახსენდება წითურს და შეყვარებულსა და მეგობრებს თვალს ავლებს.
-ქეთისი და ნიკუშასი მანქანაში.
-მოიცა შენ მხოლოდ მაგ ზურგჩანთით ხარ?
- ეგრე ნუ მიყურებ საკმაოდ ტევადი რამეა.
ირაკლი იცინის და ოჯახის წევრებისგან შემუმჩნევლად ეფერება ხელით ხელზე.
-კარგი მაშინ მე და ქეთი ავიტანთ და თქვენ ერთურთი გაიცანით მანამდე.
ის ის არის მარიტა წამოსადგომად ემზადება რომ ირაკლი კლავზე ხელს კიდებს და ჩუმად ეუბნება.
-აქ არ დამტოვო.
-არ შეგჭამენ.
-რომ შემჭამონ?
- ახალ შეყვარებულს ვიპოვნი.
ნიშნის მოგებით უღიმის და ფეხზე დგება
-მოკლედ ასე 10 წუთში მოვალთ.
-გშორდები.
ისევ ჩუმად ამბობს ირაკლი სანამ მარიტა წავიდოდეს.
-აბა კი.
და მარიტაც ქეთისთან ერთად ეზოდან გადის, მანქანიდან ბარგს იღებენ, მერე ირაკლის თავის ჩანთას ართმევენ და სახლში შედიან.
ზედა სართულზე ამავალ კიბეებს სიცილით მიუყვებიან, რადგან ქეთი გზაში მომხდარ ამბებს უყვება, მარიტ კი სიცილს ვერა და ვერ წყვეტს.
-დრამაქვინია ეგ ბიჭი ღმერთო.
-მიყვარს მაინც.
-მე შენ.
მარიტა ლოყაზე ხმაურით კოცნის და ოთახის კარს ფეხის მიკვრით აღებს. ქეთის ჩემოდნა ს ძირს რომ დებენ, მარიტა სხვა ჩანთებსაც დროებით იქ დებს და გოგოს ხელებს კისერზე ხვევს.
-როგორ მომენატრე ჩემო გოგოვ.
ქეთი თბილად ეუბნება და ლამის არის გაჭყლიტოს ისე ეხუტება, მარიტას გრძნობები ერთმანეთში ეხლართება თუმცა კიდევ ცოტახანს დგანანა ასე ერთმანეთს ჩახუტებულები.
-ხო და დაიძინებ მთელი თვე ჩემთან.
-ოჰ კი გადაბობღდები იმ შენს პრინცთან და მეყოლე კარგად.
-ეგეც არის მაგრამ მაგას ყოველ ღამე კი არ ვიზავ.
-მშვენიერი. წამო ესენი იმათ ოთახში გავიტანოთ და ჩავიდეთ თორე გამოიძია მეგიმ ირაკლის 7 თაობა.
-ღმერთო მეგი!
მარიტა საკუთარი ბიძაშვილის ჩვევებზე იცინის და ოთახიდან გამოდიან.
მერე ბარგს რომ საჭირო ადგილას ტოვებენ კიბეებზე ეშვებიამნ და სამზარეულოდან ეზოში გადიან. ირაკლი მხიარულად იცინის, შორენაც უკვე დაბრუნებულა მეზობლისგან და ბიჭს ესაუბრება.
-ოჰ მოდარფატებულა ჩემი გოგო.
შლორენა იცინის და ფეხზე დგება.
-არ გინახივარ დიდიხანია ხო?
-ქეთის ვუთხარი.
-უი მაპატიეტ,
მარიტა იისუსება და ირაკლისა და ნიკუშას შორის ჯდება.
-განგკვეთეს ხო?
ნიკუშა სიცილუთ ეუბნება, სანამ შორენა ქეთის ეხვევა და მის მაბებს კითხულობს.
-მოკეტე რა ნიკუშა.
-ა ეგრე. სადაა მათე?
-მდინარეზე არიან.
-საწყალი ცოტნე.
-ნუ იტყვი, მაგრამ არ არის მარტო, მეგის ქმარიც მათთან ერთად არის.
ნუკუშა მარიტასკენ ახლოს იწვეა ისე რომ უთხრას სხვებმა ვერ გაიგონ, რადგან მშვენივრად იცის რომ მათესა და ბესოზე მხოლოდ მეგობრებმა და მარიტამ იციან ჯერ ჯერობით.
-მაშინ საწყალი ბესო და მათე.
-ღირსები არიან დამღალეს უკვე. გინდა ჩვენც ჩავიდეთ?
-აუ ხვალ რა.
-კარგი მაშინ საღამოს ისინიც რომ მოვლენ დავლიოთ.
-ეს ნახე რა ჩემ თვალწინ რო აწყობს გეგმებს.
შორენა ვითომ ბრაზდება, რაზეც ყველას ეცინება რადგან იმ მაგიდასთან მსხოდომთა უმეტესობამ უკვე კარგად იცის რომ ქალმა ჩამოსვლისთანავე გაამზადა რამდნიმე ბოთლი სასმელი ბავშვებისთვის. დიდად არ მოსწონდა რომ სვავდნენ, მაგრამ ზაფხული იყო ასე რომარაფერი დაშავდებოდა,თანაც დაშლას და ჩუმად დალევას ისევ ის სჯობდა კარგი დედა გამოჩენილიყო.
-ამბობს შორენა რომელმაც საუკეთესო სასმელი გამიკეთა ზაფხულისთვის?
-გოგო ასე უნდა გასცე მშობელი დედა?
-ყველამ კარაგდ იცის რა cool დედაც ხარ.
-უი მე რაღაც ჩამოგიტანე.
ქეთი რომელიც მარიტას უკან ჰამაკში ზის იღიმის და მეგობრის მხარზე ნიკაპს დებს. ხელებს კი მხრებზე ხვევს. მარიტა თავს უკან სწევს დაქალს კარგად რომ შეხედოს.
-რა მომიტანე?
-ტარო გიყიდე
-რაა?
მარიტას სახე ებადრება და პატარა ბავშვივით უციმციმებს თვალები, შორენა და ნიკო კი ერთდროულად იძახიან.
-ამის ალქაჯობას ეგღა აკლდა.
-ხო და დავუმატე.
-მოიცა მაგის გჯერათ?
ეს უკვე ნიკუშაა რომელიც ნახევრად გვერდულად ზის სკამზე, რომ კარგად დაინახოს ქეთი და მარიტა.
-რავი კი.
-და რატო?
-დაჯერებას მიზეზები არ სჭირდება. მაგრაბ რომ დაგაკმაყოფილო და ტვინი არ მიბურღო იმიტომ რომ რამდენჯერაც გაგვიშლია იმდენჯერ ზუსტი პასუხები ამოგვდის.
-ანუ შენ იცი?
-კი შემიძლია წავიკითხო.
მარიტა ღიმილით აქნევს თავს და მერე ხელით ქეთიზე ანიშნებს.
-ამასაც სხვათაშორის.
-არა რა მართლები იყვნენ შუა საუკუნეებში ჯადოქარი ხარ.
-ეს არ არის?
-ეგეც არის.
ყველანი იცინიან. მოგვიანებით შორენა ირაკლისა და ნიკუშასთვის ლოგინებს შლის, მერე საღამოს რომ არ მოუწიოს ამაზე ფიქრი, მეგის კიტა დასაძინებლად შეჰყავს თავის სახლში, ნიკო და სოფოც მიდან, რომელთაც შორენა მიჰყვება აქაო და ცოტას ვეჭორავები ჩემს რძალოს. მაგიდასთან მხოლოდ ბავშვები რჩებიან, მარიტას სახლიდან საჭმელი, კარტი, წიგნაკი და კალამი გამოაქვს რომ ჯოკერი ითამაშონ. ჭამას რომ რჩებიან ამილახვარი და გალდავა ცივ ყავას აკეთებენ და მასთან ერთად ჯოკრის სათამაშოდ სხდებიან ბიჭებთან. ნიკუშა თავის ახალ გატაცებაზე ყვება, მაგრამ სამივე კარგად ხვდება რომ ჯერ ისევ თამთასთან არის ჩარჩენილი და მისგან საბოლოოდ თავის დასაღწევად შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს. ის და ნიკუშა ბოლოს და ბოლოს ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და ბიჭი უკვე მომავლის გეგმებსაც კი აწყობდა, როგორ წავიდოდნენ ერთად საზღვარგარეთ სასწავლებლად, როგორ იცხოვრებდნენ ერთ ბინაში და ასე შემდეგ, ბოლოს კი თამთამ ვიღაც რამდენიმე თვის წინ გაცნობილ ბიჭში გაცვალა , რამაც ნიკუშა ერთიანად დაამსხვრია. თამშისას ნიკუშა მარიტას კარტებში ჩახედვას ცდილობს, რის გამოც კინკლაობენ და სიცილით იშორებენ ერთმანეთს, ბიჭი არც ირაკლის აძლევს მოსვენებას და თან სიცილით აგდებს წასაყვანად გამზადებულ კარტს რომელსაც მარიტა ჯოკრავს და ბიჭიც პირდაღებული უყურებს.
-რა გააკეთე?
-წავიყვანე, რა უნდა გამეკეთებინა?!- სიცილით იჩეჩავს მხრებს და კარტებს თავისკენ აცურებს, თან პირდაღმა ატრიალებს.
-გველოოო, რატო ქენი.
-იმიტომ რომ პრემიაზე მხოლოდ თქვენ ორნი გადიოდით და თან წაგლეჯვაა.
მარიტა გაშლილ ხელს ქეთისკენ იშვერს, რომელმაც პასუხი მის მაგივრად გასცა, ნიკუსა იბუსხება და გულზე ხელებს იჯვარედინებს.
-ნუ ხარ ბავშვივით რა!
არც ირაკლი ჩერდება ჩუმად.
- ვერ გიტანთ სულ მე რატო მერჩით, ძლივს ამოვქაჩე და ახლა ამ საზიზრარის გამო გავფუჭდი, თან პრემიაზე რომ გავიდეს წამიშლის იმ საცოდავ 500 ს
მაგიდაზე ხლებს დებს და თავს ზემოდან ადებს წუწუნით. ყველა მას დასცინის, მზე კი ისე ასხივებს სადაცარის ტყეებს ხანძარი გაუჩნდებათ, მაგრამ იმ ხის ჩრდილში მსხდომები ისე არიან გართულები სიცხეც არ ახსოვთ. რამდენიმე ხელის შემდეგ როცა ნიკუშა ხვდება რომ სულ მთლიანად გააპარტახეს მობეზრებული დგება სკამიდან და ჯუჯღუნით წვება ჰამაკში, რაზეც რა თქმა უნდა სამივე იცინიან.
- მე ზევით ავალ ბარგს ამოვალაგებ.
-მიდი საყავრელო.
-აუ მეც ავალ დავიძინებ ცოტას, ჩემი ოთახი იცის მაგან სად არის?
-კი კაცო, მიდი გაყევი წაგებულო.
-იცემები მარიტა.
-ფეხებსაც ვერ მომჭამ.
ეტლატება და მიმავალ მეგობრებს უყურებს.
-შენც ხო არ ახვალ დაისვენე , ნამგზავრი ხარ ბოლოს და ბოლოს.
ირაკლი ღიმილით აქნევს თავს და მარიტას მზერას არ აშორებს.
-არ მინდა. არ გადმოჯდები აქეთ?
გოგო უსიტყვოდ დგება ფეხზე, ირაკლის გვერდით ჯდება და ფეხებს მის კალთაზე ალაგებს, ირაკლის ნასიამოვნებს ეღიმება და ხელებს მის მუხლზე ასრიალებს. წითური ორივე ხელს ძლიერად ხვევს კისერზე და თავს მხარზე ადებს.
-მართლა მომენატრე.
-მჯერა, მეც ძალიან ძალიან მომენატრე, ვერც კი ვიჯერებ რომ ამდენხანს უშენოდ გავძელი.
ორივეს ეცინებათ. ჯერ მხოლოდ 4 საათია, მარიტა ირაკლის ყველა ნაკვთს ერთდროულად უყურებს, მერე თვალი შეხსნილი პერანგისკენ გაურბის და ირაკლი ამ მზერას ამჩნევს.
-მომკლავენ შენები.
-მხოლოდ კოცნა.
საწყლად უყურებს გოგო , ირაკლი ცალ ხელს მხრების გარშემო ჰხვევს და შუბლზე კოცნის. მარიტას სიამოვნებს მაგრამ მეტი უნდოდა.
-გინდა გავიაროთ, სოფელს დაგათვალიერებინებ, თან შეგვიძლია ტყეში შევიდეთ, იქ ულამაზესი წყაროა სადაც იშვიათად ადიან ხოლმე.
-შენ ძალიან ხომ არ გაფუჭდი ქალბატონო?
-მე ? არა რა სისულელეა. ეგ არც მიგულისხმია, უბრალოდ მყუდრო გარემოა, სრული სიმწვანე და საკმაოდ ცივი წყალი.
-კარგი წავიდეთ სადაც გინდა.
-აქ მოიცადე მაშინ.
ფეხზე დგება და სანამ სახლისკენ წავიდოდეს ლოყაზე ხმაურით კოცნის.
-სად მიდიხარ?
- გამოვიცვლი და კამერას ავიღებ.
-კამერა გაქ წამოღებული?
-დიახ, თანაც ფირის.
-მე უნდა გადამიღო?
-შენზე უკეთეს მოდელს ვიპოვნი სადმე? ნუ ქეთი მაგრამ მე ბიჭს ვგულისხმობ ამ მომენტში. სექსუალურს, ვიღაცას ვისაც წითელი ძალიან ძალიან უხდება.
ტუჩს კბენს და მაგიდას მტევნით ეყრდნობა თან ცალი თეძო ჩატეხილი აქვს, ირაკლის გული უჩქარდება მის შემხედვარე. გოგო ძლაიან მოულოდნელად და სწრაფად კოცნსი ტუჩებში და მერე სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მიდის. ოთახში შესულს ქეთი საწოლზე მჯდომი ხვდება, ტელეფონი უკავია და იღიმის.
-რას შვები?
-სანდროს ვწერ.
-ცოტახანი გავალთ მე და ირაკლი, სოფელს დავათვალიერებინებ და მალე მოვალთ, ნიკუშა რო გაიღვიძებს მიხედე რა.
-არ არის პრობლემა. გაერთეთ.
მარიტა კარადიდან ღია ვარდისფერ საზაფხულო კაბას იღებს, რომელიც საკმაოდ მოკლეა თანაც მზეზე თითქმის გამჭირვალე ხდება.
-კარგი მაგ კაბით დაუშვად წახვედი, უკან რომ მოხვალ და შორენა დაგინახავს არ მოგკლავს?
-არა. მაგრამ მართალი ხარ მეჩხუბება.
- წითელი ტოპი რომ გაქ ეგ ჩაიცვი და გრძელი ჯინსის შორტი.
-მომწონხარ.
მარიტა ასეც იქცევა და ბოლოს ფეხზე ბოტასებს იცმევს.
-უი წიგნი ჩამომიტანე?
-რა თქმა უდნა, ძალიან ბევრი ბოდიალი მომიწია მაგრამ ჩამოგიტნანე.
მარიტა საწოლთან მიდის და ქეთის კალთაში უჯდება, თან სახეზე პატარ პატარა კოცნებს უტოვებს, გოგო კი ხელებს წელზე ხვევს.
-მიყვარხარ, საუკეთესო ხარ.
-მეც მიყვარხარ. მიდი წადი შენ კაცთან თორე მოკვდა ლოდინით.
სიცილით ეუბნება და ხელებს უშვებს. ქეთი ამას ისე სევდიანად აკეთებს თითქოს საათით ან ნაკლებით კი არა სამუდამოდ უშვებდეს. მარიტასაც უცნაური შეგრძნება უჩნდება, მაგრამ ფიქრების გასაფანტად ბარძაყზე შეუმჩნევლად ბრწყენს საკუთარ თავს, თაროდან ფოტოაპარატს იღებს და კიბეებზე სირბილით ჩადის საიდანაც გახნსილი თასმის გამო ლამის ვარდება და პირდაპირ ირაკლის უვარდება ხელებში, რომელიც მის შესამოწმებლად შემოვიდა სახლში.
-ფრთხილად! -მარიტა სწორდება და ირაკლის უყურებს, რომელსაც ორივე ხელი მის წელზე აქვს შემოხვეული- გული გამისკდა
-მაპატიე.
-ნუ ბოდიშობ, რა უნდა გაპატიო კინაღამ რომ კისერი მოიტეხე? ვერ ხარ შენ.
სიცილით ეუბნება და ისინიც სოფლის შარაგზას მიუყვებიან იქამდე სანამ ტყის შესასვლელთან არ მივლენ. მარიტას თავის ხელი ბიჭისაში აქვს ახლართული და მთელი გზა სოფელში მომხდარ უკვე მოყოლილ ან გადავიწყებულ ამბებს უყვება, თავის მხრივ ირაკლიც იგივეს აკეთებს. ტყეში რომ შედიან ირაკლი გრძნობს როგორ სჭირდებოდა ბუნება, როგორ ივსება მისი სხეული სუფთა ჰაერითა და ტყის ხმით. წყაროსთან რომ მიდიან მარიტა მოულოდნელად რამდნეიმე ფოტოს უღებს, რის გამოც ირაკლი იძახის გაგეფრთხილებინე მაინცო ის კი მხრებ იჩეჩავ.
- რომ გამეფრთხილებინე პოზას შეიცვლიდი და ძალიან ხელოვნური ფოტოები გამოვიდოდა.
-სრულიად ხელოვანი ხარ. ხატავ, ფოტოებს იღებ, მხატვრობაზე წერ, კითხულობ.
-ვწერ ხოლმე.
-მართლა? რატომ არასოდეს გითქვამს.
-იმიტომ რომ დაწერისთანავე ნაგვის ურნაში ვისვრი მათ.
-რატომ?
-მწერლად არ გამოვდგები.
კიდევ ერთ ფოტოს უღებს ირაკლის და მერე როცა ხელზე მჯდომ შაშვს ამჩნევს კამერას მისკენ ატრიალებს, ფრინველი არ ინძრევა ნებას აძლევს გადაუღოს და ამის შემდეგაც თავის ადგილზე რჩება. მარიტა კამერას იქვე სკამზე დებს სადაც ირაკლის ადგილი უკვე დაუკავებია, მერე წყაროსთან იხრება და ჭიქას ავსებს, როცა კამერის ჩხაკუნის ხმა ესმის და მისკენ ტრიალდება, ირაკლი კიდევ ერთ ფოტოს ღიმილით უღებს.
-ჰეი ეს შენ უნდა ყოფილიყავი მოდელი და არა მე.
-მაგრამ სამყარო იმსახურებს რომ შენი ფოტოები დარჩეს.
-ეგ ფოტოები ისვე გაქრებიან როგორც ყველაფერი დანარჩენი.
-რას იზავ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება.
მარიტა ირაკლისგვერდით ჯდება, ზურგს აქცევს და უკან იხრება რომ მის მკერდს მიეყრდნოს, ირაკლიც ხელებს ძლიერად ხვევს და გოგოს ზემოდან დაჰყურებს. საოცარი სიმშვიდეა, არავინ მოძრაობს, მხოლოდ ფრინველები და ხეები რომელთაც სუსტი სიო არხევს, რომელიც არც კი იგრძნობა.
- აქ ისეთი სიმშვიდეა.
-პატარები რომ ვიყავით მე და მათე აქ ხშირად ვიპარებოდით ხოლმე. საათობით ვისხედით და ვთამაშობდით.
- ხო მართლა მათე და ბესო რას შვებიან?
-რას იზავენ, ერთ ოთახში რჩებიან და ჭკუაზე არ არიან. თან დედასთვის არ უთქვამთ ჯერ.
- შორენა ძალიან ძალიან საყვარელია.
-კი ხო?
ირაკლი თავს უქნევს და მარიტაც გაღიმებული თავს მის მკერდზე უფრო კომფორტულად დებს, თვალებს ხუჭავს, მერე კი ბიჭის აჩქარებულ გულის ცემას ისე უსმენს თითქოს მისი საყვარელი სიმღერა იყოს.

.........................................................

უკვე შუაღამეა როცა ბავშვები ეზოში თავიანთთვის განკუთვნილ საჭმელსა და სასმელს ეზიდებიან, მარიტას სამაგიდო თამაში გამოაქვს და მაგიდაზე შლის.
-ეს სად იშოვე.
ბესო გაოცებული ხან სამაგიდო თამაშს უყურებდა ხან მარიტას, გოგომაც მხრები აიჩეჩა და მის გვერდით მჯდომ მათეზე თავით ანიშნა.
-მათემ იყიდა რამდენიმე თვის წინ.
-და აქმადე მიმალავდით? იცი რამდენს ვეძებე ეს ვერსია?
- ხო და ვითამაშოთ, გააცანი ტყუპისცალო წესები ბავშვებს.
-ახლავე.
სანამ მათე წესებს ხსნის, მანამდე მარიტას სახლიდან ენერგეტიკული სასმელი გამოაქვს და თითოს წინ თითოს დებს. მერე რადგან ყველას უკე არჩეული აქვს ფერები მისთვის დატოვებულს იღებს და სიამაყით აცხადებს მე დავიწყებო ამიტომაც კამათელს აგორებს. 7 ხელს თამაშობენ, ბესო და ირაკლი კი ვერცერთხელ იგებენ ასე რომ წუწუნით იძახიან აღარ გვინდაო.
-ოოო ბავშვები ხართ. ნახეთ ნიკუშა ძლისვ არ წუწუნებს.
-იმის ემრე რაც ჯოკერში წააგო ხო წუწუნებდა.
-ახლა არ ვწუწუნებ იმიტომ რომ მოვიგე. რადგან თქვენ თამაში არ გინდათ კი ბატონო.
მხრებს იჩეჩს და გოგოს ჩალაგებაში ეხმარება მერე უცბად ტრიალდება მარიტასკენ.
-მიდი ტარო მოიტანეთ.
-შენ არ გჯეროდა მემგონი.
მარიტა თვალებს ატრიალებს და ქეთის ეხუტება, რომელმაც იმ წამს გაშალა ხელი რომ გოგოს ჩახუტებოდა.
-ტარო წამოიღე?
მათე დას გაოცებული უყურებს, რადაგნ მარტია იშვიათად შლის და თან არასდროს არსად არ მიაქვს.
-ქეთიმ ახალი მიყიდა და ჩამომიტანა.
-აუ მიდით რა ვქნათ.
ბესოც ყვება ნიკუშას, თანაც რაღაცეები აინტერესებს, ქეთის და მარიტას კი დიდიხანია აღარ გაუშლიათ მისთვის.
-კარგი ავალ და ჩამოვიტან ჯანდაბას შენი თავი, იცოდე დებილობა კითხვების გარეშე.
-ჩემიც წამოიყოლე.
-სად დევს?
-ჩანთაში.
მარიტა მობეზრებული ადის სახლში და საკუთარ ოთახში შედის. დიდად არ უყვარს სხვის მომავალში ჩიჩქვნა და მისი გაგება, ურჩევნია ოთახში თავისთვის იჯდეს და საკუთარ კითხვებს უსმევდეს, ისიც ათასში ერთხელ, უფრო მეტად იმიტომ აქვს რომ მისი ნახატები მოსწონს, რაღაცნაირად ესთეტიკურია. მეთორმეტე კლასში რომ იყვნენ თავად სცადეს გაეკეთებინათ, მაგრამ ახლა არ ახსოვს ის კარტები სად გაქრა.
საბოლოოდ ყველანი მაგიდასთან სხედან, მარიტა და ქეთი გვერდიგვერდ და კარტს ჩეხენ.
-იცოდეთ რამე უნდა მოგვცეთ თან.
-რატო?
-არ შეიძლება ისე და იმიტომ.
დიდხანს შლიან კარტებს, ხან ერთისთვის ხან მეორესთვის. ირაკლი ჰამაკში ზის და შეყავრებულს უყიურებს, რომლსი ეს მხარეც აქამდე არა თუ არ უნახავს არც კი იცოდა რომ არსებობდა. ბოლოს უბრალოდ გასართობად ისიც მის წინ ჯდება, მას შემდეგ რაც მარიტა ნიკუსას ეუბნება რომ იმ გოგოსთან არაფერიც არ გამოუვა.
-მეც მინდა.
-რა გაინტერესებს ჩემო სიყვარულო?
-ჩვენი ურთიერთობა.
-მაგაზე არ გავშლი.
-რატომ?
-იმიტომ რომ მხოლოდ შენ არ გეხება, მე კი არ მინდა ვიცოდე.
მარიტა იტყუება და თან როგორ მწარედ, საშინალდ უნდა იცოდეს რა მოხდება, მაგრამ თან ეშინია რომ ირაკლის და მისი ურთიერთობა ცუდად წავა.
-კარგი რა გავერთობით.
-ირაკლი კარტს რომ გავშლი ასე ზოგადად ჩვენს ურთიერთობაზე ყველა კითხვაზე ამოვა პასუხი და არ მინდა, ქეთის უთხრაი თუ ძალიან გაინტერესებს.
-კარგი მაშინ ჩემს კარიერაზე.
-იყოს ეგრე.
მარიტა შლის და თითოეული კარტის დადებისას სახეზე ღიმილი არ შორდება რადგან იქ ყვეალფერი კარგად არის, ცოტა სირთულე, ცოტა ზალისხმევა მაგრამ საბოლოდ ირაკლის კარიერა იდეალურად მიდის.
ირაკლის კიდევ აინტერესებს რაღაცეები, მაგრამ მათე წუწუნებს 3 დაიწყო და წავიდეთ დავიძინოთო, თანაც საკმაოდ მთვრალები არიან უკვე. მოკლედ ყველანი ოთახებში მიდიან. ირაკლი და ნიკუშა პატარა ოტახში კედლებთან მდგომ საწოლებზე წვებიან, ფანჯრიდან შუქი ოდნავ შემოდის და ოთახში არც იმდენად ბნელა რომ თუ ადგებიან რამეს დაეჯახონ. ირაკლი ზურგზე წევს, ცალი ხელი თავქვეშ აქვს ამოდებული, მეორე მუცელზე უდევს, მარჯვენა ფეხი კი მოხრილი აქვს. ჭერს მზერას არ აშორებს , თავი ფიქრებით აქვს სავსე და მათგან ვერაფრით გარბის, გრძნობს რომ სადაც არის საკუთარი აზრები ჩაყლაპავენ. ირაკლი ხვნეშის და მის ხვნეშაზე ნიკუშა მკლავებზე იწევა, თან მას უყურებს.
-რა ხდება?
-არაფერი დაიკიდე.
ირაკლი თავს მისკენ ატრიალებს, თითქოს არ უნდა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ თან უნდა კიდეც.
-ამოთქვი ახლა ბოლოს და ბოლოს.
-მარიტა. ასე მგონია რომ იმ ვიღაცამ ვინც უყვარს ერთი სიტყვა რომ უთხრას მაშინვე მასთან გაიქცევა.
-არ მგონია. მარიტას წლებია ვიცნობ და ვიცი რამდენად ერთგულია.
-ადამიანები ზოგჯერ ისეთ რამეებსაც აკეთებენ რასაც არავინ ელის მათგან.
-შენი შიშების გამო ურთიერთობები არ უნდა გააფუჭო.
-ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვშველი, რაც უფრო კარგად ვართ მითუფრო მეტად მეშინია რომ მარიტა წავა.
-უბრალოდ დროს ენდე, არც ისე ძნელია. დაფარული მაინც გამოაშკარავდება, ასე რომ იმ დროით დატკბი რომელსაც წყეული სამყარო გაძლევს და ყველაფერი უკეთ იქნება. დაიძინე ახლა რით ვერ დაიღალე.
-მოკეტე რა.
ირაკლი სიცილით ეუბნება.

ორი ოთახის მოშორებით, დერეფნის ბოლოში მარიტა და ქეთი საწოლზე ერთმანეთის პირისპირ სხედან. ოთახს მხოლოდ სანათის შუქი ანათებს, მარიტამ ქეთის სთხოვა ტარო მისთვისაც გაეშალა, ასე რომ ახლა ქეთი მას შლის და მარიტას ირაკლისთან მათ ურთიერთობაზე ეუბნება.
-ძალიან ღრმა სულიერ კავშირს ვხედავ, ერთმანეთს კარგად უგებთ და ერთად ბედნეირები ხართ, მაგრამ აქ კიდევ ვიღაც მესამეა, არ ვიცი, ვერ ვხედავ გოგოა თუ ბიჭი მაგრამ ვიღაც არის. ამ ვიღაცის გამო თქვენი ურთიერთობა გაფუჭდება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ბედნზეა დამოკიდებული, შეიძლება შეიცვალოს და არ მოხდეს, ან შეიძლება მოხდეს და ერთმანეთს დაშორდეთ. აქ მოგზაურობაც ჩანს, სადღაც ძალიან შორს წახვალ...
-კარგი, კარგი აღარ მინდა , აღარ მინდა მოსმენა.
მარიტა ხელებს ყურებზე იფარებს და თავს აქნევს, ქეთის ნათქვამი ყოველი სიტყვა გულზე ისარივით ხვდება და მთელს სხეულს უწამლავს. ქეთი გოგოს ემოციების გამო ღონდება, კარტს კრეფს და მარიტას გულში ძლიერად იკრავს. მერე შუბლთან კოცნის და წინ და უკან ძლისვ შესამჩნევად ირწევა, ამრიტაც ხელებს წელზე ხვევს და თავს მკერდზე ადებს.
-ეს უბრალოდ კარტია, რომელიც ყოველთვის არ ამართლებს, დამშვიდდი. კიდევ ხომ არ გაინტერესებს რამე?
-კი, გახსოვს შენ რომ გაგიშალე ვინ იყო შენი მფარველი ღმერთი? ეგ მაინტერესებს.
-ოქეი.

ქეთი კარტს კითხვას უმეორებს და საწოლზე ორ ცალს დებს.
-დეპრესიის და შფოთვის ქალღმერთი. ეგეთი ვინმე იყო და მე არ ვიცი?
-ოიზისი.
მარიტა ჩურჩულებს და მისი ხელები კანკალს იწყებენ, ეს ისეთი სევდიანია, ყოველთვის ხუმრობდა ხოლმე ამაზე,მაგრამ მისი მცველი ქალღმერთი ოიზისი? ეს სიგიჟეა, სრული სიგიჟე. ქეთი კარტს კრეფს და უჯრაში ინახავს, მარიტა კი ლოგინში ძვრება. სანამ ამილახვარს მის გვერდით მშვიდად სძინავს მარიტა ვერაფრით ისვენებს. ხან ერთ მხარზე წვება ხან მეორეზე, მერე დგება აივანზე გადის და საქანელა სკამში ფეხებმოკეცილი ჯდება. ტანზე მხოლოდ შორტი, ბრეტელებიანი თეთრი მაისური და თხელი ჟაკეტი აცვია. ხელში სიგარეტის ღერი უჭირავს და ცას უყურებს, როგორც იმ საღამოს ბესოსთან ერთად. სახლის კარის გაღების ხმა ბუნდოვნად აღწევს მის ყურამდე. ვიღაც საქანელასთან ახლოს აივნის მოაჯირს ხელებით ეყრდნობა და მასსავით ცას უყურებს, მაგრამ ვერ არჩევს ვინ არის, ის კი გოგოს ვერ ხედავს, რადგან მრგვალ საქანელაში მთლიანად არის ჩამალული. მარიტა ხმას არ იღებს, ყველაფერი ეზარება, უბრალოდ უნდა რომ დაეძინოს და დიდხანს, ძალიან დიდხანს აღარ გაიღვიძოს. მერე როცა ბიჭი ტრიალდება ხელში ირაკლის მკრთალი პროფილი რჩება, რომელსაც სიბნელე თავის ბასრი კბილებით ღრღნის.
-არ გეძინება?
ირაკლი მოულოდნელობისგან ხტება, სმენას ძაბავს და თვალებს დააცეცებს რომ ხმის პარტონი იპოვოს, ბოლოს საქანელიდან მომავალ პატარ წითელ სინათლეს ამჩნევს.
-მაპატიე, შეგაშინე.
-ცოტა.
-მართლა არ მინდოდა.
-მაგაზე არ იდარდო საყვარელო.
ირაკლი საქანელისკენ მიდის და ახლა მის წინ ასვეტილი წელით ეყრდნობა მოაჯირს, ხელებს კი გულზე იჯვარედინებს.
-მომაწევინებ?
მარიტა უკვე ცეცხლმოკიდებულ ღერს უწვდის, ირაკლიც ხელს სწევს და გოგოს თითებს სულ ოდნავ ეხება. მარიტას ფეხები მოკეცილი აქვს და მათთვის ხელი სემოხვეული, იმ ხელს კი როემლცი ამ წამს გაითავისუფლა მუხლიდან ნელა აცურებს წვივზე და მერე ტერზე, თან ირაკლის მზერას არ აშორებს.
- მიჭირს ხოლმე ახალ სახლში და საწოლში დაძინება პირველ ღამეს.
-არაუშავს.
გოგო თავს აქნევს.
-შენ რატომ არ გძინავს?
-ქეთიმ ტარო მეც გამიშალა.
-და?
-ვკითხე ჩემი მფარველი ქალღმერთი ვინ იყო და ოიზისი ამოვიდა.
-და მაგაზე ღელავ?
-ცოტათი.
-არაუშავს, დეპრესია ყველას თანამგზავრია.
-არ გვინდა მაგაზე.
მარიტა ფეხზე დგება და ირაკლის ხელებს ისე ძლიერად ხვევს წელზე ბიჭს სუნთქვა ეკვრის, მერე იღიმის და თავადაც ეხვევა მარიტას.

.................................
დილით გვიან იღვიძებენ ყველანი, საუზმობენ და მაშინვე მდინარეზე მიდიან, მარიტას თან როგორც ყოველთვის საჭმელიც მიაქვს, რაზეც გზაში ყველა დასცინის, მაგრამ მოგვიანებით როცა ცურვითა და მზით იღლებიან ყველანი სიამოვნებით შეექცევიან მარიტას წამოღებულ საჭმელს. გოგო დიდ ლოდზე გადაფარებულ პირსახოცზე ირაკლის ფეხებშორის ზის, მისი ხელები აქვს შემოხვეული და უცბად აგონდება, როგორ ატარებდნენ წინა ზაფხულს ყველანი ირაკლისა და ნიკუშას გარეშე. როგორ იწვა მსგავსად ქეთის მკლავებში მოქცეული და მოჩხუბარ ბესოსა და მათეს დასცინოდნენ, რომლებიც ახლაც კინკლაობენ, რადგან სარშანდელივით ბესო ბიჭისთვის განკუთვნილ მარწყვის შეიკს სვავს და უკან უკან იწევა რომ ვერ მისწვდეს.
-შარშან გახსოვს როგორ გადაებერტყე? წელსაც ეგრე მოგივა.
-არაფერიც კურუპირავ.
-ვსო გშორდები, მორჩა.

-შეიკის გამო მშორდები? ღმერთო შენ დამიფარე ეს ვინ ყოფილა. აჰა- ხელში აჩეჩებს და წულისკენ მიდის. ამრიტა ირაკლის მკლავებიდნა თავს იხსნის, ბესოს სწრაფად ეწევა და ზურგზე ახტება.
-გადმოვხტეთ კლდიდან გინდა?
-წამო ჩემო მზეო.
-ის აღარაა შენი მზე?
-ვსო მე მაგას ვშორდები.
-ვერ ხართ თქვენ.
მარიტა იცინის და წყალში შესვლისთანავე ჩამოდის ბესოს მხრებიდან, ხელებს წყალქვეში ძლეირად უსვამს და დინების საპირისპიროდ მიცურავს. მზე ისე აცხუნებს რომ ცივი წყალიც კი მდუღარე ეჩვენება. ბავშვები საჭმელს ჩანთაში ალაგებენ და ყველანი წყალში შედიან ისევ.
მარიტა კლდეზე დგას სხეული წყლისგან აქვს სველი, წითელი თმა მთლიანად სველი და გამუქებული, მუქი მწვანე ორეული აცვია, საკმაოდ დაბალწელიანი ბიკინითა და მოღეღილი ბიუსჰალტერით,გოგოს სხუელი ისეთი სრულყოფილი ეჩვენება კლდის ქვეშ მდგომს რომ სადაც არის ჭკუას დაკარგავს. მარიტა წყალში უყოყმანოდ ხტება, ჩაყვინთული მიცურვას და პირდაპირ ირაკლის წინ ამოდის.
ბიჭი ხელებს წელზე ხვევს და ლოყაზე ხმაურით კოცნის.
-საოცრად გამოიყურები.
-გმადლობთ, და თქვენ ვის უბედავთ ასეთი სხეულით წყალში ყველას დასანახად ჩამოსვლას?
-ახლა ხვდბეი ცოტნეზე რატომ ვეჭვიანობდი?- ყურში ძალიან ჩუმად ეუბნება ვინმემ რომ არ გაიგოს, მაგრამ მდინარეს ისეთი ხმა აქვს მეეჭვება ვინმეს გაეგო თუ ოდნავ ხმამაღლა იტყოდა.
-არა. არ გინდა გავიაროთ?
-რას აპირებ?
-ნახავ.
-ცოტახანს ვიყოთ.
-კარგი.

................

მარიტას თეთრი სარაფანი სველდება და გამჭირვალე ხდება, ასე რომ მწვანე საცუროა კოსტუმი და სხეულის კონტურები მოუჩანს, ირაკლისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული და მდინარეს ზემოთ მიუყვებიან, ისინი ჯერ ისევ წყალში არიან, თუმცა ახლა უკვე ტყეში არიან, საკმაოდ ლამაზ თუმცა მივიწყებულ ადგილას. მარიტა მოზრდილ ლოდზე ჯდება მდინარესთან ახლოს და ირაკლის გამომწვევად უღიმის.
-გიჟი ხარ.
- შენ ამირჩიე.
გოგო მხრებს იჩეჩს და ელოდება როდის მიუახლოვდება ბიჭი, ისიც არ აყოვნებს, მის გვერდით ჯდება. გოგო არაფრის თქმას არ აცდის ისე ჰკოცნის და მის კალთაში ჯდება. ერთმანეთს მხოლოდ კოცნიან, ძალიან ღრმად ,მონატრებულად და ემოციურად, ირაკლი ხელებს მისი კაბის ზემოდან დაასრიალებს ხან წელზე, ხანაც მოშიშვლებულ ზურგსა და ფეხებზე. მარიტა კი მის ყელს კოცნებით ფარავს, მერე მკერდს და მუცელს, ბოლოს ისევ ზევით მიუყვება და ტუჩებში ვნებიანად კოცნის.
-ხომ იცი რომ აქ ამის გაკეთება სიგიჟეა.
-არაფერს ვაკეთებთ, მხოლოდ გკოცნი. შენ რა იფიქრე? რომ ამ უღრანში შენზე ძალადობას ვაპირებდი?
გოგო იცინის, და თვალებში ძალიან ღრმად აშტერდება, ირაკლიც იცინის.

-შეიძლება.
-მთლად ეგეთი შეშლილიც არ ვარ. თანაც მოდი ვაღიაროთ დაორსულებას არ ვაპირებ.
ორივეს ეცინებათ, მაგრამ ახლა ირაკლია ის ვინც თავს ვერ იკავებს და გოგო ჰკოცნის, მაგრამ მარიტა მართალია, ახლა არცერთი არ არის მზად ბავშვისთვის, თანაც არც ამ ეტაპზე არიან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent