შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წახდენილი ოცნება


25-01-2025, 13:02
ავტორი SALOMEA1
ნანახია 314

ჯერ კიდევ 90-იან წლებში სერგოც ერთ-ერთიმათთგანი იყო ვისაც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია, თუმცა ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც სკოლა დაამთავრა ჰქონდა შანსი მიეღო განათლება, რასაც დღეს უმაღლესს ვუწოდებთ. მთელი ბავშვობა უნდოდა მოსამართლე გამხდარიყო. ზაფხულში, სოფლად დიდ პაპასთან უყვარდა დროის გატარება. ნოდარი პაპა დურგალი გახლდათ, მარჯვე კაცი იყო მისი ხელიდან რა არ გამოდიოდა. ხეზე მუშაობდა, ხეს ამუშვებდა, ავეჯს აკეთებდა და მთელ სოფელს მისი გაკეთებული ნივთები ჰქონდა. პატარა სერგოც დიდი პაპას ხის დამუშავებაში ეხმარებოდა, ერთხელაც უთხოვია ხისგან ჩაქუჩი გამოეთალა.თანატოლებს შეკრებდა და სასამართლოს აწყობდა. თვითონ მოსამართლე იყო, მისი მეგობრებიც ინაწილებდნენ როლებს,
ერთი ადვოკატი იყო, მეორე მსჯავრდებული, ნაფიც მსაჯულთა შეკრებაც არ ავიწყდებოდათ ხოლმე. პაპის გამოთლილი ხის ჩაქუჩით გამოჰქონდა განაჩენი.

სურვილი არ შეცვლია, მიზანიც იგივე ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა სამართლის მიმართულებით, ჩააბარა გამოცდები, ჩაირიცხა სასწავლებელში ყოფილ ,,პუშკინში’’ , თუმცა მამის გარდაცვალებამ ყველარფერი ამოატრიალა. დედა და მისი უმცროსი და, ელენე მარტოსულნი დარჩნენ. ოჯახმა მარჩენალი დაკარგა. დედის დაჟინებული თხოვნით სოფლად უნდა გადასულიყვნენ საცხოვრებლად, აბა ქალაქში ვინ გაიტანდა თავს თან ქვრივი ქალი ორი შვილით, შემოსავლის გარეშე. რუსთავში ცხოვრობდნენ, ცემენტის ქარხანასთან ახლოს, 30 კვადრტულ ბინაში. სერგოს დედას თავისებური სიამაყე გააჩნდა, ქმრის მონაგონარს უფრთხილდებოდა. ვერ დაუშვებდა შვილები გზას ასცდენოდნენ, თუკი ქალაქში დარჩებოდნენ სერგოს მომავალი საფრთხის ქვეშ იქნებოდა.მამის გარეშე აღზრდილი ბიჭი მშრომელი უნდა იყოს, გარჯა უნდა იცოდეს და მუშაობის ფასი, რომ სხვებიც დააფასოს და არა ქუჩაში იდგეს და სიგარეტის ღერს ითხოვდესო. ეს შიში გააჩნდა ნანას, სერგო დედას, ამიტომ გადაწყვიტა შვილებთან ერთად ხაშურში, ქმრის ფესვებში გადაცხოვრება. იქ მოსავალს მოვიყვან, მიწას დავამუშავებ და საფიქრალიც ნაკლები მექნება პურის ფულისთვისო. ამგვარად წახდა სერგოს ოცნებები, ხის ჩაქუჩი ისევ ხის ჩაქუჩად დარჩა, ახალდაბის ეზოს არ გასცდენია და ,,პუშკინამდე'' ვერც მისულა.

სერგოც დიდ პაპასთან ერთად იღებდა მეზობელთა შეკვეთებს, ნანა მოსავალზე ზრუნავდა, სერგოს დამ ახალდაბის სკოლაში გააგრძელა სწავლა…

ნიკალაანთ ბიჭსაც ჩაუბარებია სამართალზე,
თურმე ხაშურიდან თბილისში დადის დილაობით, თბილისელი ტურფაც გაუჩენია, ზოგჯერ მასთან რჩება ღამით, როცა უკან წამოსვლას ვერ ასწრებს. ნიკალაანს დამიხედეთ, მალე ვერაზე გადაცხოვრდებიან ვიღას გაახსენდება შენი ახალდაბა იცინოდნენ მეზობლის ქალები.
ამ სიტყვების გაგონებისას სერგოს უეცარმა ტკივილმა დაუარა სხეულში, ოფლმა დაასხა სახეზე სიმწრისგან გამოწვეულმა ოფლმა… განა შურდა ნიკალაანთ ბიჭის? არა, სერგო ასეთი არ გახლდათ, ის მხოლოდ და მხოლოდ თავის უბედურ ბედს მისტიროდა.

არაერთ ხის ჩაქუჩს ნახავდით სერგოს მიერ დამზადებულს…კოლექცია ჰქონდა, ნაირ ზომისა და ნაირ ფერის თავისივე ინიციალებით, თუმცა ჩაქუჩი თაროზე უმიზნოდ და უფუნქციოდ იდო… ჩიხში მაშინ შედიხარ, როდესაც იაზრებ, რომ არაფრის გაკეთება შეგიძლია საკუთარი თავისთვის.წარსულს ჩაბარდა ფიქრები სასწავლებელზე, წარმოსვითი თანაკურსელები, სასწავლებლიდან გამოსული გოგო-ბიჭების სიცილ-ხარხარი, სიგარეტის აუარებელი ბოლი, ერთმანეთის შეცდენა დღეს თუ ხვალ შენც გააბოლებ სიგარასო…კონკურენცია,ინტერესი ვინ რა ქულა მიიღო,თვის ბოლო და სწავლის გადასახადი, ზოგისთვისაც სტიპენდიის დარიცხვისგან მიღებული სიხარული…სერგოს მამამ წაიღო შვილის სურვილები, მისი ახალგაზრდობა, სტუდენტობის ნანატრი წლები…ზოგჯერ ძლიერი სურვილი გიპყრობს მიატოვო ყველა და ყველაფერი წახვიდე შორს და საკუთარ თავს მოუსმინო, თავისუფალი სუნთქვა დაიწყო, ყველა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას გაექცე, უბრალოდ საკუთარი თავი გადაარჩინო დახრჩობისგან. სერგოსაც უნდოდა დანარჩენ ახალგაზრდებს დამგვანებოდა, მათთსავით თავისუფალი სულისა ყოფილიყო ის ეკეთებინა, რაც მის ასაკს შეჰფეროდა…უნდოდა მასზე ეზრუნა ოჯახს, მეგობრები ჰყოლოდა, გართობა ენატრებოდა, სილაღის განცდა, რაც არასდროს უგრძვნია, რადგან მან ცხოვრების განვითარების ეტაპი გამოტოვა…თითქოს უცბად გაიზარდა…ახალგაზრდა, არც ყოფილა მის კისერზეა ოჯახი, უცაბედად უამრავი საზრუნავი დაუგროვდა, შრომისგან გაწყდა, კანი დაეკოჟრა, ფრჩხილების ქვეშ შავმა წერტილებმა დაიდო ბინა…ესაა სამართალი? რუსთავიდან ჩამოსული სერგო დღეებს თავის და ოჯახის რჩენაში ატარებდა, ხაშურელი ნიკალაანთ ბიჭი კიდევ განათლებას იღებდა…რაც დრო გადიოდა სერგო ბედს ეგუებოდა ან სხვა რა გზა ჰქონდა? ადამიანის ბუნებაც ასეა მოწყობილი ადრე თუ გვიან ვნებდებით, დათმობაზე მივდივართ და ჩვენს ყოფას ვუწყობთ ფეხს. კარტოფილისა და ხახვის ამოღება იქცა სერგოს რუტინად.დიდ პაპას რაც წლები ემატებოდა, ენერგია და ძალა მით უფრო ეცლებოდა, სიბერისგან გამოწვეულმა ხელის კანკალმა დურგლობას ჩამოაშორა, მას შემდეგ მალევე მიილია მისი სიცოცხლე საქმე მემკვიდეობით კი სერგოზე გადავიდა...



№1 სტუმარი Stumari

Gagrdzeleba saintereso iqneboda.

 


№2  offline წევრი SALOMEA1

Stumari
Gagrdzeleba saintereso iqneboda.

მადლობა ინტერესისთვის.რეალურად ეს ამბავი ნაწყვეტია მოთხრობიდან, აქვს გაგრძელება, რა თქმა უნდა ამ პერსონაჟის სახე წლების შემდეგ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent