ისევ ჩემი იქნები (თავი მეორე)
:ისე კარგი გოგონები იყვნენ... მაგრამ ხვალ ნელ ნელა შევაპარებ თემებს, თორემ მხოლოდ ცეკვა თამაში ბავშვები ხომ არ ვართ. გელა: ოხ რა გარყვნილი ხალ ნიკა, იქნებ წესიერი გოგონები არიან ასე რატომ აზროვნებ? : კარგი რა... აქ აბა სხვა რა უნდა ვაკეთოთ?... გელა: მართალი ხარ ისე, თან იქნებ ნუკრისაც ეშველოს, დააგდებს ცოტა ცხიმებს,... ბიჭო მე მგონი ეგ საერთოდ არ არის ნამყოფი. :კარგი ბიჭო დაანებე ნუკრის თავი თორემ ვერ გადაურჩები ხომ იცი. გელამ შეწყვიტა სიცილი და მისი ყურადღება კვლავ მეზობლის სახლიდან გამოსულმა ხმაურმა მიიპყრო. გელა: აუ ბიჭო ამათმა ხომ წაიღეს ტვინი. :მართლა რომელი საათია უკვე და კიდევ სიცილი კისკისი გამოდის, ნეტავ თუ აძინავთ საერღოდ?! გელა:ეგ არ ვიცი მაგრამ უკვე მე ჩამეინება,წამოდი თორემ გავიყინებით აქ ღამით. დილით რიჟრაჟზე გამეღვიძა და , ვეღარ დავიძინე, გარედ გავედი ვარჯიში დავიწყე... ამასობაში კარგად გათენდა მაგრამ მხოლოდ მე და გელას ბიძას გვეღვიძა, კობა სოფლის საქმით იყო დაკავებული, მე კი უსაქმოთ სახლის კიბეზე ვიყავი ჩამომჯდარი, ვუცქერდი ამა თუ იმ ადგილს. უეცრად მეზობლის აივანს მოვკარი თვალი, რომელიდანაც წუხელ ხმაური გამოდიოდა.... მზერა გამიშტერდა, აივანზე რომ შევნიშნე ვინმე შავტუხა გრძელ თმიანი გოგონა რომელსაც მოკლე თეთრი პერანგი ეცვა და ონკანთან პირს იბანდა, ერთიანად ავცახცახდი და თვალს ვერ ვაშორებ, სუნთქვა გამიხშირდა, ვცდილობ წამოვდგე მაგრამ ვერ ვახერხებ... ის ისეთი ლამაზია,... ვტკბები მისი ყურებით მაგრამ უეცრად... მისი აივნის კარი გაიღო და გამოვარდა გაავებული ქალბატონი, რომელიც მის ენაზე საუბრობდა, უჯავდებოდა ამ მშვენიერ გოგონას,... გაცხარებულმა სტაცა ხელი და სახლში ძალით შეიყვანა.... მე კი გაშეშებული ვდგავარ და ადგილიდან ვერ ვიძვრი. ამ წუთიდან დღის მთელ მონაკვეთში, ვუმზერდი მეზობლის აივანს რადგან მენახა ის ლამაზი შავტუხა გოგონა... ძმაკაცები ვეღარ იცნობდნენ, მევედრებოდნენ გავყოლოდი გოგონებთან, რომლებიც წუხელ გავიცანით მაგრამ მე ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე. დაჟინებული თხოვნის მიუხედავად ბიჭებმა კვლავ უარი მიიღეს ჩემგან, ამიტომ ჩემს გარეშე მოუწიათ წასვლა.... მარტოდ დავრჩი, ვერ აგიღწერთ როგორ თვალის დაუხამხამებლად ვუმზერ მეზობლის აივნის კარს, აი ისიც გამოვიდა ეს მშვენიერება, ღმერთო ჩემო როგორ უხდება ეს მოკლე შინდისფერი კაბა მის მუქ სხეულს თმა ოდნავ ხვეული ეხება მის მოშოშვლებულ მხრებს, ერთხელ მაინც გამომხედოს რა დაშავდება... სადაც არის გული ამომივარდება, მის ნაბიჯებს ჰყვება ჩემი გულის ცემა რომ ჩამოდის კიბიდან... ისე გავიდა მის ეზოდან რომ ვერც მოვასწარი შემემჩნია რომ იქ აღარ იმყოფებოდა. არ ვიცი რა მემართება, ვწვები საწოლში თითქოს ძალიან დაღლილი ვარ, მინდა დავიძინო იქნებ სიზმარში მაინც ვნახო ისე როგორც მე მინდა.... ასეც მოხდა მთლიანი დღის განმავლობაში, ძილს ვიბრუნებდი რადგან ის მესიზმრებოდა, როგორ ვიყავით ერთად. უეცრად გიგო შემოვარდა სახლში აფორიაქებული და გამაღვიძა უკვე მესამე საღამოდა. გიგო: ადექი ბიჭო! რა დროს ძილის?! გელას ურტყამენ ჩქარა!.... :რა მოხდა კი მაგრამ მოიცადე გამოვფხიზლდეთ. გიგო: ჩქარა ბიჭო რა მოგივიდა?.... ჩაატარე შენებური კარატე შოტოკანი. :არ მოასვენებთ ადამიანს. გარედ გავყევი გიგოს აფორიაქებული, ჭიშკრიდან რომ გავედით გავიკვირვე, რადგან არავინ იყო.... უცბად მანქანა გაჩერდა ჩემს ფეხებთან.... მუსიკა ხმა მაღლა ჰქონდა მანქანაში გელას აწეული და გოგონების სიცილის ხმაც თან ჰყვებოდა. გიგომ მხარზე ხელი დამარტყა და ჩაიცინა. გიგო: ჰა ჰა.. თუ ნიკა ვერ მიდის გოგონებთან გოგონები მოდიან ნიკასთან, მიდი ჩაჯექი გავისეირნოთ. :ხომ არ გაგიჟრდით? ვამბობ რომ შეუძლოდ ვარ. გელა: კარგი რააა... ნუ აფიქრებინებს გოგონებს რომ 18წლის ბებერი ხარ უკვე, მოდი ჩქარა შეხედე როგორ უნდათ რომ წამოხვიდე. ძალით ჩამტენეს მანქანაში, მე კი ვუმზერ მეზობლის სახლს, რადგან ვდარდობ არ დამინახოს ჩემმა გოგომ რომ უცხო გოგონებთან ერთად მივდივარ. ნიკამ მთელი სოფელი შემოგვატარა მანქანით, შემდეგ ერთერთ ძველ სახლში მიგვიყვანა სადაც არავინ იმყოფებოდა, მანქანიდან სასმელებით სავსე პარკი ამოიღო და სახლში შევედით. გელა: აბა დღეს ყველანი ვერთობოთ, ვსვამთ ბოლომდე. ოთახში დიდი ჟრიამულია მუსიკა ხმა მაღალი ხმით ანგრევს კედლებს გოგონები დათვრნენ და ბიჭებს ეცეკვებიან, მე კიდევ ვზივარ მარტოდ დივანზე და ერთი სული მაქვს კობას სახლში დავბრუნდე რომ მეზობლის აივანთან ჩავსაფრდე. უეცრად კალთაში გოგონა ჩამიხტა და სახეზე მკოცნის, მე კი თავი უკან გადავწიე. :ერთი წუთით რას აკეთებ? :შენ რა სერიოზული ხარ?.... მე სალი მქვია შენ? :ნიკა.... თუ შეიძლება უნდა ავდგე, თავს შეუძლოდ ბგრძნობ. :კარგი რა... ნუ ხარ ასეთი დაძაბული. გოგონამ კვლავ ჩემი დაკოცნა დაიწყო... მეც ვცადე ავყოლოდი მაგრამ თვალწინ მეზობელი გოგო დამიდგა და უცბად წამოვხტი სავარძლიდან.... ჩემს კალთაში მყოფი გოგონა კი ძირს დაეცა და ძალიან გაბრაზდა... ყველა მე შემომცქერის ბიჭები გაოგნებული მიყურებენ. გელა: რა გჭირს ბიჭო ხომ არ გაგიჟრდი? მე ბოდიში მოვიხადე ყველას წინაშე და სახლიდან ეხოში გავედი.... უკან გელა აედევნა. გელა: ნუ მანერვიულებ ნიკა, რა გჭირს აღარ იტყვი? :არაფერი გელა მართლა, უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობ... სახლში მინდა წასვლა. გელამ კობასთან დამაბრუნა სახლში, თავად კი გოგონებთან დაბრუნდა... აივანს ვუმზერ უშედეგოდ, რადგან მეზობელი გოგონა არ გამოდის გარედ, შებიმდებულმა საღამომ გამარისკინა ის რომ გადავმძვრალიყავი მეზობლის ღობეზე და რაიმე ხერხით გამეგო შინ თუ იმყოფებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.