შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთლის ხუჭუჭა გოგო... (8)


20-02-2019, 00:09
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 10 462

ნიკა

ტელეფონში მიას ყვირილი ისმის და შემდეგ სიჩუმე ისადგურებს...ოთახიდან გამოვრბივარ და ეგრევე ბიჭებთან მივდივარ..
-მისმინეთ მიას რაღა დაემართა-ვამბობ და ოთახში სიარულს ვიწყებ
-რა გჭირს ბიჭო დაწყნარდი-მეუბნება ლევანი და ხელს დივნისკენ იშვერს-დაჯექი და ახსენი რა ხდება...
-რა ვერ გაიგეთ რაღაც მოუვიდა ველაპარაკებოდი და უცბად წამოიკივლა მერე კი გაითიშა ტელეფონი გაითიშა-ვმარცვლ და დივანზე ვებერტყებ-ეს ქერა ბოზები წაათრიეთ სასწრაფოდ, ლევან შენ ამას წაყევი.. მე და მაქსი განყოფილებაში მივალთ ამის ბიძასთან და მერე თქვენც მოდით... ადგილმდებარეობას დავადგენინებთ იმ საათით თქვენ რო აჩუქეთ...
-არა აი ხო ვამბობდით რომ ეს დღეც დადგებოდა არა? მასაც რამე რომ დაუშავონ? ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ ნიკა ლიკას ამბავი არ დაივიწყო... მაშინაც იგივე მოხდა, გიყვარდა და დაკარგე...-მეუბნება ლევანი, დგება და გოგოების მოსაყვანად გადის..მალევე მათთან ერთად ბრუნდება და ნიტა ჩემთან მოდის..
-ახლა შენი ქაჯი აღარაა აქ-მეუბნება და ჩემთან ახლოს მოდის
-ნიტა მოკეტე არ გამაგიჟო..ჩემს ცოლზე ნორმალურად ილაპარაკე და მის სიახლოვეს არ დაგინახო თორემ მაგ კისერს წამებში მოგიგრეხ-ვეუბნები და გვერდზე უხეშად ვწევ-სწრაფად მომაშორე ესენი აქედან და საერთოდ რად გინდოდათ რომ წამოიყვანეთ-ვეუბნები ლევანს
-კაი კაი ბოდიში-ამბობს და კარებისკენ მიდოს-წამოდით მალე
ისინი სახლიდან გადიან მე კიდევ მაქსს ვუბრუნდები
-ანა სადაა?
-ოთახშია ძინავს..
-კაი მიდი ჩამოიყვანე და წავიდეთ ჩვენც...
ნია და მაქსი ჩამოდიან და ჩვენც მალევე ჩავდივართ თბილისში
ანას გზაში ყველაფერი მოვუყევით და სახეზე ფერი აღარ ედო..
მაქსი თვალებში შესციცინებდა და
ამშვიდებდა მე კიდევ გაოცებული ვუყურებდი მუდმივად ცივ მაქსს რომელსაც ამ პატარა გოგომ მოულბო გული..
ანა სახლში დავტოვეთ და დავპირდით, რომ ყველაფერს შევატყობინებდით რასაც გავარკვევდით...
განყოფილებაში მოსულები გეზი პირდაპირ გელა ბიძიას კაბინეტისკენ ავიღეთ და კაბინეტში დაუკაკუნებლად შევედით
-ვაა ბიჭებს გაუმარჯოს- ამბობს და დგება-აბა რატომ გაგახსენდით?-გვეკითხება და იცინის
-ჩემი ცოლი დაიკარგა და საათით ადგილმდებარეობის დადგენა გვინდა გელა ბიძია და დაგვეხმარეთ გთხოვთ...
-კარგი კარგი-ამბობს და კეფას იფხანს-საღამოს შემიძლია მხოლოდ ჯერჯერობით დათო არაა განყოფილებაში მოვა თუ არა დაგირეკავთ...
განყოფილებიდან მიას მშობლებთან წავედით ინა ისევ საავადმყოფოში იყო და ამიტომ იქ მოგვიწია მისვლა
ბატონი ირაკლი ადგილს ვერ პოულობდა და გაცხარებული სუბრობდა ტელეფონზე...
ქალბატონი თინა კი გადაფითრებული მიყრდნობოდა სკამს...
მის გვერდით ვჯდები და საუბარს ვიწყებ..
-დამშვიდდით ქალბატონო თინა აუცილებლად ვიპოვით
-ჩემი ლამაზი გოგონა ეს როგორ დაემართა-ამბობს და მის გვერდით მჯდომ ირაკლის თავს ადებს
ტელეფონი რეკავს..
-გისმენთ
-ჯანდაბა სად მიყავთ?
-გამოვდივართ ეხლავე
-რა ხდება?-ფეხზე დგება ბატონი ირაკლი
-იპოვეს ძველი საწყობისკენ მიჰყავთ ქალაქგარეთ..
-თინა აქ დარჩი და გაგაგებინებ რა მოხდება საყვარელო-ეუბნება ირაკლი თინას, თავზე კოცნის და საავადმყოფოდან გამოვდივართ...


მია

დამძიმებულ ქუთუთოებს ძლივს ვახელ და გარემოს თვალს ვავლებ...
თავს ვწევ თუარა საშინელი ტკივილისგან ვკვნესი და უკან ვბრუნდები..
-ღმერთო მიშველე -ვბუტბუტებ და თავს უკან ხელს ვიდებ რომ უფრო ადვილად ავდგე..
ვდგები მაგრამ ვბარბაცდები და კედელს ვეყრდნპბი რომ არ დავეცე, ცოტა აზრზე მოსული ხელს ვაშორებ მას და სისხლის ლაქას ვხედავ, რომელსაც ხელის ფორმა აქვს...
-არა-ვამბობ და კვლავ ხელს ვიდებ კეფაზე-ჩემი სისხლია-თვალებს ცრემლები მისველებს როცა ოთახში კაცები შემოდიან
-ეი შეხედე პრინცესასაც გაუღვიძია-ამბობს ერთერთი და აგდებულად მიყურებს
-წამოდი პატარავ თორემ უფროსი კარგ დღეს არ დაგვაყენებს-მეუბნე მაღალი შავგვრემანი კაცი და ხელს მკლავში ძლიერად მკიდებს
- რამე არ ატკინო დაიწყებს მერე წუწუნს
-რამე?! თავი გამიტეხეთ უკვე და მაჯის ტკენაზე საუბრობთ?-ვხვდებოდი ამ ლაპარაკის გამო კარგ დღეში არ ჩავვარდებოდი მაგრამ ენას ვერ ვაჩერებდი-რა გინდათ ჩემგან?
-ენას მოუკელი პატარა ქალბატონო თორემ კარგი დღე არ დაგადგება...
-კიდევ მე მოვუკლო ენას ვინაა თქვენი უფროსი-უკვე ყვირილზე გადავედი-რა გინდათ ჩემგან?
-შენგან არაფერი მია-კარში მაღალი ჭაღარა კაცი შემოდის და ავი ღიმილით დამყურებს თავზე...
-რა?
-ხო...შენ არაფერ შუაში ხარ უბრალოდ მამაშენმა და ბატონმა ზურამ ცუდი შეთანხმება გააკეთეს
ამით მე დავზარალდი...
ჩემი ბიზნესი ნახევრად ჩაიძირა და ისინი კი გაერთიადნენ..მე ჩემი დაკარგული თანხის დაბრუნება მინდა არაფერი პირადული..-მეუბნება
-კი მაგრამ მე რა შუაში ვარ?
-შენ მანამდე იქნები ჩვენთან სანამ თანხა ჩემთან არ აღმოჩნდება და კიდევ ხო ნიკასთან პირადული საქმე მაქვს...
-ნიკა?
-ხო ნიკა, ნიკა... მის გამო ჩემი შვილი დავკარგე მისი ახირებების გამო...ამიტომ შენი აქ ყოფნა კიდევ უფრო დამეხმარება ის შენთან მოვა ამ დროს კი ისე მოხდება ყველაფერი ვერავინ ვერაფრის გააზრებას ვერ მოასწრებს...
გონებაში ყველაფერი ამერია, ვეღარაფერს ვეღარ ვხვდებოდი.. ოთახიდან გამოვდივართ, მე თვალებს მიხვევენ და მანქანაში ვჯდებით...
დიდიხანი მივდიოდით როცა უეცრად მანქანა ჩერდება და ხმაური ტყდება...
ყველა მანქანიდან გამოვდივართ მე თვალებიდან სახვევს მხსნიან და უკვე ვხედავ რაც ხდება... ჩვენ წინ ორი მანქანა დგას ხოლო უკან სამი საპატრულო პოლიცია
ნიკა ჩემს დანახვაზე ყვირის და ჩვენკენ მოდის მაგრამ მამაჩემი აჩერებს...
-მიშველე მამა-ვყვირი და ვცდილობ მაჯა გავითავისუფლო მაგრამ არაფერი გამომდის
-მია-ყვირის ნიკა და ჩვენკენ მორბის როცა მისკენ მიშვერილ იარაღს ვხედავ.. ხელს ვითავისუფლებ მისკენ მივრბივარ, წინ ვეფარები და მესმის იარაღის საზარელი ხმა ხოლო შემდეგ სიჩუმე და უკუნი სიბნელე


პ.ს ვიცი დავაგვიანე და ბოდიში ვინც ელოდებოდით...
იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ ეს თავი და მადლობა თქვენ რომ კითხულობთ...))<3



№1  offline წევრი kesane123

მალე დადე❣️❣️

 


რა დროს ბოდიშებია კაცი, გელოდებოდი კი არა, ერთი სული მქონდა როდის დადებდი ახალ თავს, მე ძაან მაგრად მომეწონა, ახალ თავს მოუთმენლად ველი, ეს კარგად დაიმახსოვრე რა!

 


№3  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

სიყვარული გულს გვტკენს
რა დროს ბოდიშებია კაცი, გელოდებოდი კი არა, ერთი სული მქონდა როდის დადებდი ახალ თავს, მე ძაან მაგრად მომეწონა, ახალ თავს მოუთმენლად ველი, ეს კარგად დაიმახსოვრე რა!


ღმერთო როგორ მიხარია რომ მოგეწონა:დდ <3
ძალიან დიდი მადლობა შენ რომ კითხულობ და მალე დავდებ შემდეგს..)))<3

kesane123
მალე დადე❣️❣️



მადლობა დიდი რომ კითხულობ..))♡♡♡
ძალიან მალე დავდებ♡♡♡

 


№4 სტუმარი anno123

პირდაპირ ინტრიგაა????მალე დადე რა❤❤

 


№5  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

anno123
პირდაპირ ინტრიგაა????მალე დადე რა❤❤


მადლობა..))<3
მალე დავდებ♡♡♡

 


№6 სტუმარი mari

Dzalian momewona dges com dadeb axals?????????????

 


№7  offline წევრი Niniko11

ძაან მაგარი იყო <3

 


№8  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

mari
Dzalian momewona dges com dadeb axals?????????????


მადლობა დიდი...
დღეს დავდებ ბოლო თავს♡♡♡

Niniko11
ძაან მაგარი იყო <3


მადლობა ნინიკო♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent