შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა ( თავი 2)


28-01-2025, 12:30
ავტორი NakoNako
ნანახია 478

ჩვენი რეზორტის გახსნიდან ერთი თვე გავიდა, საკმაოდ კარგად მუშაობდა, არვიცი ჩოხელების დამსახურება იყო თუ გოგასი, რადგან ევროპიდანაც საკმაოდ ბევრი დამსვენებელი გვყავდა და მეზობელი სახელმწიფოებიდანაც. უკვე საქართველოს საზღვრის გარეთაც იწყებდა ნელ-ნელა სახელის განთქმას, მამა ამ მდგომარეობით კმაყოფილი იყო რადგან ჩვენი ქონების ნახევარზე მეტი ამ პროექტში ჰქონდა დაბანდებული.

თბილისში უკვე გაუსაძლისი სიცხე იყო, ქუჩაში გასვლა ნამდვილი სასჯელია, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ივნისია და ზაფხული ეხლა დაიწყო.

თინამ აიკვიატა მოლში წავიდეთ საზაფხულო საყიდლებზეო, თან ნერვების გამაწვრილებლად წუწუნებს ტანსაცმლის არ ქონაზე,არადა ტანსაცმლით სავსე კარადა კი არა ტანსაცმლით სავსე ოთახი აქვს.

მისი აზრი დედაჩემს და კატო მამიდასაც მოეწონათ მეც თან წამიყვანეს, თუ მე წავიყვანე ეგ უკვე საკითხავია, მგონი ჩემი ატანა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს რომ მართვის მოწმობა ჩემს გარდა არავის აქვს, ჩვენი მძღოლი კი შვებულებაშია. გამოდის მე ვარ რატიანების ქალბატონების მძღოლი!

მოლის ავტოსადგომში დავაპარკინგეთ მანქანა -3 სართულზე და ლიფტით დავიძარით სავაჭრო ცენტრში ასასვლელად.

როგორ მინდა ამ მომაბეზრებელ შოპინგს თავი ავარიდო, გასაქცევად გეგმის დაწყობა მოლში მოსვლის წუთიდან დავიწყე, მაგრამ დედაჩემის გამჭოლ - გამაბრთხილებელ მზერას რომ შევეჩეხე ჩემი განზრახვა გადავიფიქრე, რადგან დღეს ნამდვილად ვეღარ გადავურჩებოდი.

რამდენჯერმე მოვიყვანე და პარკიგინდანვე გავეპარე, მოვიმიზეზე თითქოს მანქანა შეცდომით დავაპარკინგე და გადასაყენებლად უნდა მივბრუნებულიყავი, მეც დრო ვიხელთე და გავიპარე, თუმცა ახლა უკვე მოსვლის წამიდან ეჭვით მათვალიერებდა, ამიტომაც გადავწყვიტე მისი მოთმინების ფიალა არ ამევსო, თორემ დიდი ფიასკო დამატყდებოდა თავს.

ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედით, ნაკლები ყურადღება რომ მიმექცია ყურსასმენები გავიკეთე და რეილებს შორის დავიწყე სეირნობა. მაღაზია ქალბატონების და მამაკაცების ტანსაცმლი სექციებად ანუ ორად იყო გაყოფილი, უაზროდ სიარულით იმდენად გავერთე და ყურსასმენების დამსახურებით ისე გამოვეთიშე გარე სამყაროს რომ, ვერც კი შევამჩნიე ისე აღვმოჩნდი მამაკაცის ტანსაცმლის სექციაში.

გამობრუნება დავაპირე თუმცა კლავზე ხელის მოჭერით ვიღაცამ შემაჩერა. ყურსასმენები მოვიხსენი და ჩემს შემჩერებელს მივაჩერდი, ჩემს წინ ვაჟა და კახა იდგნენ და ეშმაკურად იღიმოდნენ.

- როგორც ჩანს მომსახურე პერსონალის არჩევაში საერთდ არ მყავს კარგი ეიჩარ გუნდი? რას იტყვი კახა? მგონი უნდა გადავხედოთ.

- მეც ასე ვფიქრობთ, დაახლოებით ათი წუთია ვეძახით არ ესმის. თავის მოძრაობით მიანიშნა ჩემზე.

- ყურსასმენებით სიარული უნდა ავკრძალო! თქვა ყალბი სიბრაზით ვაჟამ.მეც მივუხვდი განზრახვას ვაჟას და მის გამოძერწილ უაზრო ხუმრობას ავყევი.

- ახლა გისმენთ ბატონო რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვუთხარი სრული სერიოზულობის დაცვით. ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, როგორც კი კახამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, ვაჟამ შეაწყვეტინა, ინტერესით სავსე თვალებით შემომცქეროდა, ეჭვიც გაუკრთა თალებში.

- კარგია გოგონა ახლა რომ გვისმენ. ყავა მოგვართვით, ორი უშაქრო . სტაფის ოთახის გავლით ჩემი კაბინეტია იქ მოგვაწოდე.

კახა გაკვირვებული უყურებდა ვაჟას და ცდილობდა გაერკვია რის გაკეთებას ცდილობდა, ვაჟას მხოლოდ ხუმრობა ჰქონდა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ "ამჯერად მიცნო" თუმცა მე ვერ "ვიცანი" და მის ხუმრობასაც ფეხი ავუწყე.

- ახლავე ბატონო. ვუთხარი და გასასვლელს დავუწყე ძებნა თუმცა ხელახლა კლავზე ხე;ის მოკიდებით შემაჩერა.



- მოიცადე ერთი წამით.

საფულე გახსნა და 100 ლარიანი ამოიღო და გამომიწოდა.

- ყავის ფულის მოცემა დამავიწყდა 10 წუთში მითითებულ ადგილზე იყავი, პატარა კაფე ისედაც ჩვენი მაღაზიის გვერდითაა. იცოდე თუ დაგაგვიანდა მე წამოვალ შენს საძებნელად და " სამსახურიდანაც გაგიშვებ" მითხრა ირონიული ტონით და ისევ დაეჭვებით მიყურებდა თვალებში, ცდილობდა იმის გარკვევას ერთი თვის წინ გაცნობილი ჩემს წინ მდგარი ადამიანი მახსოვდა თუ არა, თუმცა ჩემს თვალებში ვერაფერს წაიკითხავდა, რადგან თავი ისე მეჭირა ვითომ მართლაც რიგითი თანამშრომელი ვიყავი. თავი დავუქნიე გასაგებიას მნიშვნელობით და თანხა გამოვართვი.

- მემგონი ჩემი " გათვისუფლების" დრო მოვიდა. ჩავილაპარაკე ჩემთის ჩუმად და მაღაზიიდან დედაჩემისგან მალულად გამოვიპარე. ისინი უეჭველი ისე გაერთნენ შოპინგით ხატია არავის ახსოვდა. რათქმაუნდა ყავის საყიდლად არ წავსულვარ, თუმცა წიგნების მაღაზიას კი მივასურე და გადავწყვიტე რაში დამეხარჯა მისი მოცემული "ყავის ფული".

ჩემი საყვარელი ოთხი მწერლის ოთხი წიგნი შევიძინე, ერთიც ბარათი რომელზეც პატარა წერილს დავწერდი და კიდევ ერთი წიგნი სახელწოდებით " მომსახურეობის ხარისხის ამაღლება". სხვადასხვა ექსპერტების ნააზრევით იყო შედგენილი. ბარათზე წარერა გავაკეთე: "იმედია რამეში დაგეხმარება".

მისი მაღაზიის კართან მივედი და ჩემთან ახლოს მდგარ კონსულტანტს ვთხოვე მიეტანა ვაჟასთვის.

უკვე 20 წუთია მანქანაში ვზივარ და ჩემებს ველოდები როდის მორჩებიან შოპინგს, თან ჩემს ახლად შეძენილ წიგნებს ვათვალიერებ. გაბმული სიგნალის ხმა მესმის, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ რადგან ვფიქრობ რომ ჩემთნ არაფერ შუაშია, რადგან მანქანა სწორად მყავს გაჩერებული და გზასაც არავის ვუკეტავ.

სიგნალი შეწყდა თუმცა ახლა მანქანის მინაზე მიკაკუნებენ, საშინელი სიცხის გამო კონდინციონერი მქონდა ჩართული მანქანაში. შუშას დავუწიე და ჩემს წინ მდგომ მამაკაცს შევხედე რომელიც ასე 40 წლამდე იქნებოდა.
- ყურებზე გაქვს ეტყობა პრობლემა. მითხრა უხეშად.
- რაგნებავთ ბატონო? ყველანაირად ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და გაბრაზება არ გამომეხატა.
- რა მნებავს კი არა გასწიე მანქანა გოგო, კრუგი რომ არ მოვარტყა პარკინგს გასასვლელად.
- კი მაგრამ აქ ყველგან საპარკინგე ადგილია გასასვლელად საპარკინგე სივრცეს უნდა შემოუაროთ, დახაზულიცაა გზა ხომ ხედავთ?
- ვხედავ გოგო ბრმა კი არა ვარ გააკეთე რასაც გეუბნევი. მითხრა გაღიზიანებულმა და მკლავზე წამატანა ხელი, შეშინებულმა უკან დავიხიე, რადგან აქ ჩემი და მის მეტი არავინ იყო. მის მოთხოვნას დავემორჩილე ოღონდ კი მალე წასულიყო.
- კარგით... ვუთხარი და მანქანის კარი გამოვაღე, სწორედ ამ დროს ნაცნობი ხმა მომესმა.
- მაგ გოგოს ბოდიში მოუხადე, ჩაჯექი შენ ჯართში და დაახვიე აქედან.
- შენ ვინა ხარ?
- უხდი ბოდიშს თუ არა?
- არავის არაფერს არ ვუხდი!
- კარგი მე გაგაბრთხილე.
- შენ ვინ ხარ რომ მაბრთხილებ?
- განახებ ვინც ვარ!
უთხრა ვაჟამ და სახეში მუშტიც გაარტყა, ამ კაცმა წელში გასწორება სცადა და ვაჟაზე მუშტის მოსაქნევად მოემზადა როდესაც ვაჟამ მუცლის არეში მუხლი ამოჰკრა, თავი ჩაარტყა, რამდენჯერმე მუშტიც მიაყოლა სახეში და უგონო მდგომარეობაში დააგდო ძირს.
- ვაჟა ჩოხელი.
პირზე ხელ აფარებული ვუყურებდი ამ მოვლენებს რომელიც რამდენიმე წამში განვითარდა და დამთავრდა კიდევაც, შოკში ვიყავი 22 წლის ასაკში ჩემს თვალ წინ პირველად სცემეს ადამიანი. შეშინებულმა ხმის კანკალით ძლივს ამოვილუღლუღე.
- ასეთი რამ აუცილებელი იყო? გავწევდი მანქანას და წავიდოდა, ცუდადაა ადამიანი.
- აუცილებელი იყო. ბრაზმორეული ხმით გამოსცრა კბილებში. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ყურზე მიიდო.
- -3 სართულზე "ნაგავია" ასაღები, ჩამოხედეთ. დაასრულა ზარი.
- ხელი გაქვს გასისხლიანებული. ვუთხარი ხმის კანკალით. ყურადღებაც არ მიაქცია ჩემს ნათქვამს ისე მიმანიშნა თავით მანქანისკენ .
- დაჯექი მანქანაში, მოიცადე ერთი წუთით გასაღბი მე მომეცი.
გაკვირვებულმა და შეშინებულმა ხელის კანკალით გავუწოდე გასაღები და მის ნათქვამს კიდევ ერთხელ დავემორჩილე.
- უცხო ადამიანს მანქანის კარს რატომ უღებ? მე რომ არ მოვსულიყავი? ხელით რომ შეგხებოდა? რამდენი არსებობს წარმოდგენა თუ გაქვს? დამიყვირა გაბრაზებულმა.
- მხოლოდ მანქანის გაწევა მთხოვა. ვუთხარი აკანკალებული ხმით.
- თხოვნითი ფორმა არ იცი შენ რას ნიშნავს. თუ ეგეთი ბავში ხარ სახლიდან გარეთ ნუ გამოდიხარ. დამიყვირა კიდევ ერთხელ.
ხმა არ ამომიღია ისე გააგრძელა ბრაზის ფრქვევა, ხელის გულები შიშისგან გამიოფლიანდა კანკალი უკვე მთელს სხეულში მომედო.
ავარიის შემდეგ ხმამაღალ საუბარზე ყვირილზე საშინელი კანკალი მეწყება ნერვიულობის ფონზე არტერიული წნევა მიწევს და პანიკური შეტევის დასაწყისი მეწყება, ეს ყველაფერი ჩემი სოციალური შფოთვითი აშლილობის დამსახურებაა. ყურებში უკვე მესმის ხმა თუ როგორ მოძრაობს ჩემს ორგანიზმში სისხლი, პანიკური შეტევით გამოწვეულ ხმაურს ჩემს არტერიებში მოძრავ სისხლს ვაბრალებ, ვატყობ ხელები როგორ მეკრუნჩხება, მინდა ვთქვა რომ ცუდათ ვარ მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვლაპარაკობ. ვაჟამ გამომხედა და ადგილზე გაიყინა. მის თვალებში შეშფოთბას ვხედავ.
- რა გჭირს? ხატია რა გჭირს? მანქანის გაჩერება გავიგე, ცნობიერება არ დამიკარგადვს, ვკანკალებ და სუნთქვა მიჭირს.
-შეტევაა... პანიკურიი... შეტევა მაქვს... ძლივს ამოვილუღლუღე ნაწყვეტ ნაწყეტ.მანქანის კარი გამომიღო, ღვედი შემხსნა უკანა სავარძელზე მიგდებული წლის ბოთლიდან ხელი წყლით დაიველა და სახეზე მომისვა, შემდეგ კიდერზე, შემდეგ ისევ სახეზე.
ბოთლი ტუჩებთან მომიტანა და წყლის დალევაში დამეხმარა, შემდეგ ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია და ეცადა ჩემი ყურადღბა დაეჭირა და მასზე ორიენტირება მომეხდინა.
- ხატია ორივე ერთად ვისუნთქებთ მშვიდად, მოკლე ჩასუნთქვებს გავაკეთებთ ერთდროულად, შემომხედე თალებში, თვალები გაახილე ხატია. ლოყებზე უფრო მეტად მომიჭირა ხელები და თავი ამაწევინა.
- სამ თვლაზე ერთად, დავიწყეთ!
როგორც კი თვალები გავახილე მის მწვანეებში დავიკარგე, შეშფოთებულები კი არა შეშინებულები მიყურებდნენ, სუნთქვა ნელ - ნელა დამიმშვიდდა, კანკალმაც იკლო, მოკრუნჩხული ხელების გახსნაც შევძელი, უფრო კარგად შევძელი მისი დაკვირვება, ვაჟა მიღიმოდა თვითონაც მიხვდა რომ, ნელნელა კარგად ვხდებოდი, მის მწვანე თვალებს მუქი ყავისფერი თმა ძალიან უხდებოდა, მიყურებდა და თვალებში უკვე შვება ეღვრებოდა, შეიძლება ვაჟას ეგონა რომ სუნთქვითმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, ის კი არ იცოდა მის მწვანეებში ჩახედვის შემდეგ დაიწყოპანიკური შეტევის დაძლევა. ღიმილით შევცქეროდი მეც, უკვე კარგად ვიყავი, ნელნელა სუნთქვაც დამიწყნარდა, ვუმადლოდი მის თვალებს რომელიც ჩემი სიბნელიდან გამოყვანის მიზეზი იყო.
რა ვიცოდი რომ ეს თვალები როდესმე სინათლის მაგივრად წყვდიადში გამომამწყვრევდა...



№1 სტუმარი daldonidaldoni

საინტერესო ისტორიაა ძალიან..

 


№2  offline წევრი NakoNako

daldonidaldoni
საინტერესო ისტორიაა ძალიან..

მიხარია თუ მოგეწონათ, დღეს დავამატებ კიდევ ერთ თავს ვატპადზეც შეგიძლიათ გამომყვეთ პარალელურად იქაც ვდებ :)

 


№3 სტუმარი სტუმარი თეა

ძაალიაან საინტერესოა,იმედია ხშირად გაგვანებივრებთ ახალი თავებით ❤️

 


№4  offline წევრი NakoNako

სტუმარი თეა
ძაალიაან საინტერესოა,იმედია ხშირად გაგვანებივრებთ ახალი თავებით ❤️

მადლობა შეფასებისთვის heart_eyes წერის პროცესში ვარ გუშინ მინდოდა მომესწრო და დამედო ვერ მოვახერხე დავამთავრებ თუ არა მესამე თავს მაშინვე ავტვირთავ

 


№5 სტუმარი ნესტან

მომეწონა საინტერესო
საოცარი
განსხვავებული
ნაწარმოები ჩანს....
წარმატებები
მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent