მწვანე ლაქა (თავი 3)
უკვე სამი საათია რაც პატარა მყუდრო კაფეში ვსხედვართ მე და ვაჟა, ამ დროის განმავლობაში ზუსტად 6 ჯერ დამირეკა დედაჩემმა, არც ერთხელ არ ვუპასუხე, უფრო მეტიც ტელეფონი გამოვრთე. სახლში რომ მივალ რა მოხდება გაფიქრებაც არმინდა. გადავწყვიტე ამაზე მაშინ მეფიქრა როცა სახლში წავიდოდი. - ჯობია რომ უპასუხო ინერვიულებს. - პირველი არა როდესაც მოლში მარტო დავტოვე. ცივმა სასმელმა ნამდვილად კარგად იმოქმედა ჩემზე. სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი. - მიხარია, პანიკური შეტევები ხშირად გაწუხებს? - მხოლოდ ნერვიულობის ნიადაგზე მემართება. - მაღაზიაში კარგად ითამაშე, თითქმის დავიჯერე რომ ვერ მიცანი. გაეღიმა, ღიმილის დროს მარჯვენა ლოყა ეჩხვლიტება, ძალიან უხდება. - მიხარია თუ დამაჯერებელი ვიყავი, უბრალოდ შენს ხუმრობას ფეხი ავუწყვე. - წიგნის დანახვაზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა ცოტახნისწინ აღმოვაჩინე რომ მომსახურეობის სფერო გასაუმჯობესებელი მაქვს სავაჭრო ცენტრში, პირადად ვიზრუნებ. -იმედია ფულის დაბრუნებას არ მთხოვ. ვუთხარი მაცდური ღიმილით. ხმამაღლა გაეცინა. - მართლა, ფული დახარჯე ხომ? - კი ჩემს თავს შენი სახელით საჩუქრები შევუძინე. - წიგნები ალბათ, მანქანაში დავინახე. -კი. წავიდეთ უკვე? დაგტოვებ მოლში და უკან დავბრუნდები. გაკვირვებულმა შემომხედა "ეს რას ამბობს" გამოხედვა ჰქონდა. - სახლში დაგტოვებ შენივე მანქანით. - მერე შენ? - მძღოლს დავიბარებ და თქვენს სახლთან დამხვდება სანამ მივალთ. სახლში რომ მივედით უკვე საღამო იყო, ისე ვაპირებდი შეპარვას დედაჩემს რომ არ ვენახე, თორემ ამჯერად მისი ხელიდან ვერავინ მიხსნიდა. მაგრამ ვინ გაცდის. ვაჟა ჩვენი ვილის კარამდე მომყვა და ზარიც დარეკა, კარი ჩვენმა დამხმარემ დეიდა ნინომ გაგვიო, კარის გაღება და დედაჩემის წამში კარებისკენ წამოსვლა და ჩემი ლანძღვა ერთი იყო. - შენნაირი უყურადღებო შვილის ყოლა რითი დავიმსახურე, ჯობდა სახლში ჩუმად შეპარულიყავი და შენს ოთახში მჯდარიყავი მანამ სანამ ბრაზი არ გადამივლიდა, ეხლა მაგ შავ თმებს ფანქრით რომ იმაგრებ და კვირაში ერთხელ ძალით რომ გავარცხნინებ სათითაოდ გაგაცლი. ნინო დეიდა კარიდან გასწია და კარი ბოლომდე გამოაღო, ვაჟა რომ დაინახა ჯერ გაჩუმდა, მერე გაუკვირდა მერე გაბრაზებული თვალებით ჩემსკენ მობრუნდა, ჩემსკენ რომელიც ურებამდე გაწითლებული და შერცხვენილი ვიდექი დედაცემის პირისპირ, მისი წარმოთქმული სიტყვების გამო. ვაჟა ცდილობდა არ გაეღიმა და ნაძალადევი სერიოზულობით დედას ხელი გაუწოდა. - გამარჯობათ, როგორ გიკიტხოთ ქალბატონო თამარ? - მადლობთ კარგად, თავად? უპასუხა დედამ გაკვირვებით ვაჟა კი მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა. - ჩემი ბრალია, ხატიას ნუ გაუბრაზდებით, მოლში შევხვდით ერთმანეთს და ყავაზე დავპატიჟე. ლაპარაკს შევყევით და შეგვაგვიანდა. - გასაგებია. შემდეგ მე მომიბრუნდა - თავის გასასამართლებელი მიზეზი გქონია, ამჯერად გადარჩი ქალბატონო, მაგრამ სასჯელი არ აგცდება. შემდეგ ვაჟას მიუბრუნდა ისევ - ვახშმობას ვაპირებდით, დავითიც სახლშია თუ გნებავთ დაგვეწვიეთ. - არა გმადლობთ, სხვა დროს იყოს, ახლა უნდა სახლში დავბრუნდე. ნახვამდის. დაგვემშვიდობა და ჭიშკრისკენ წავიდა, ჭიშკართან შავი მერსედესით მძღოლი ელოდებოდა, ჩაჯდა და თვალს მოეფარა. გაკვირვებული დედა მომიბრუნდა და საყვედურ ნარევი ხმით მკითხა. - რა ჯანდაბას აკეთებდი ვაჟა ჩოხელთან ერთად? - ხომ აგიხსნა არა? მეტი რა გიპასუხო. - როდის მოასწარი მისი გაცნობა? ან სად გაიცანი. თუ სადმე მიდიხარ ყველგან ძალით მიმყევხარ. - შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ერთ თვისუკან დედა. ვუპასუხე და მისი კითხვებისთის თავი რომ დამეღწია ჩემს ოთახში მივაშურე და კარიც შიგნიდან ჩავკეტე. საწოლზე წამოვწექი და დღევანდელი მოვლენები გავიხსენე, ვაჟას მხოლოდ შორიდან, ისიც ჩემს გარშემო მასზე მოსაუბრე ხალხისგან ვცნობდი, რომლებიც მასზე ათას ბინძურ რამეს ამბობდნენ. ამბობდნენ რომ არალეგალურ საქმეებში იყო ჩართული, ბევრიც ნარკომნობას აბრალებდა, ზოგი სულაც ამბობდა ნარკოტიკების გამო საგიჟეთშიც ყოფილა რაღაც პერიოდი და გიჟის საბუთიც აქვსო. მათ დახასიათებულ პიროვნებას ჩემი გაცნობილი ვაჟა არ შეესაბამებოდა. დილით თვალები რომ გავახილე სამყაროს მადლობა გადავუხადე დასაძინებლად შანსი რომ მომეცა. როგორ ჩამეძინა ასე უცბად ახლაც ვერ ვიაზრებ. კარზე კაკუნის ხმა მესმის, რათქმაუნდა დედაჩემია და რათქმაუნდა გუშინდელი ფაქტი არ მოეწონა. კარი გავაღე და გვერძე გავიწიე დედაჩემისთვის ოთახში თავისუფლად შემოსვლის უფლება რომ მიმეცა. - რაზე უნდა გესაუბრო ალბათ ხვდები ხომ? - კი დედა, და ისეთი ტონით დამიწყე საუბარი თითქოს რამე დავაშავე. - ვაჟასგან თავი შორს დაიჭირე ხატია. - რატომ დედა? გუშინ თავაზიანად შემოიპატიჟე სახლში,დღეს ასე გაღიზიანებით რატომ საუბრობ მასზე? -ჩვენი წრის ადამიანი არაა, მამაშენმა მთხოვა დაგლაპარაკებოდი და გამებრთხილებინე . - სულ სამჯერ მყავს ნანახი, ხვდები რაზე ფიქრობთ უკვე შენ და მამა? ჩვენი წრის ადამიანი თუ არაა რა ესაქმება მამას მასთან, რატომაა მისი პარტნიორი? - შენ არაფერი არ იცი ხატია. თქვენს გუშინდელ საუბარს მომავალში შეიძლება სხვა რამეც მოყვეს, და დამიჯერე ვაჟა შენი ოჯახისთვის შეუფერებელი ვარიანტია, გაფიქრებაც არ გაბედო. - ვაჟა ვარიანტი არაა დედა, პიროვნებაა ნორმალური როგორც შენ მე და მამა. რანაირად საუბრობ შეგეფერება შენ ასეთი საუბარი? - მე ყველაფერი შემეფერება, ამთემას თავი ანებე და რასაც გეუბნევი სერიოზულად მიუდექი, ვაჟასგან თავი შორს დაიჭირე! - რატომ? მასზე ნათქვამი ბინძური ჭორების გამო? - ჭორები არააა სულელო გოგო, მითხრა აფორიაქებული ხმით. - ყველაფერი სიმართლეა რასაც ამბობენ, დაუნდობელი ადამიანია, ყველანაირ საქმეშია გარეული რაც არალეგალურია ამ ქვეყანაში, საზღვარგარეთ თავის ნაირი მოკავშირეები ყავს. - თუ ასეა მამას რა უნდა მასთან ? რატომ დაიწყო საერთო საქმე მასთან? ჩაფიქრდა რაზე არ ვიცი, თუმცა მოკლედ მომიჭრა რომ მეტი კითხვა აღარ დამესვა. - მამაშენი იძულებული იყო მასთან ერთად წამოეწყო საერთო ბიზნესი, მიზეზები არ მკითხო მაინც არ გეტყვი, საჭირო მხოლოდ ისაა რომ შენ ჩვენს ნათქვამს დაუჯერო და მისგან თავი შორს დაიჭირო. ჩემი ოთახიდან გავიდა და არეულ აზრებთან ერთად დამტოვა. კიმაგრამ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, უფრო მეტიც პანიკური შეტევის გადატანაში დამეხმარა და დედას რომ არ ენერვიულა ტყუილიც კი თქვა ჩემს გამო. სიმართლის თქმას აზრი აღარ ჰქონდა ვაჟასაც მატყუარას როლში გამოვიყვანდი, ისევ გაჩუმება ვამჯობინე, რადგან არ მგონია მე და ვაჟა ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს, ჩვენი ყველა შეხვედრა ისედაც შემთხვევითობა იყო. პირველ სართულზე სამზარეულოში ჩავედი ყავის დასალევად და დედას საპოვნელად, მინდოდა მეთქვა რომ არ ენერვიულათ იმასთან დაკავშირებით რაზეც ერთი საათის უკან მესაუბრა, დედა სამზარეულოში ვერ ვიპოვე, მხოლოდ ნინო იყო, მისი თქმით მშობლები ხვალ დილამდე არ დაბრუნდებოდნენ რადგან კახეთში წასულიყვნენ განსატვირთად. დედას შეტყობინების სახით მივწერე , მინდოდა ეს ერთი დღე ჩემს მშობლებს ჩემზე ნერვიულობაში კი არა ერთმანეთზე ზრუნვაში გაეტარებინათ. თინა და მამიდა კატო სვანეთში წასულიყვნენ დღეს დილის 6 საათზე გასულან სახლიდან. თინასგან შეტყობინებით გავიგე, მწერდა შენს ოთხში შემოვიხედე წასვლისას გეძინაო. ამიტომ არ უცდია ჩემი გაღვიძება. ეზოში გამოვედდი 10 საათი იყო დილის და უკვე საშინლად ცხელოდა. აუზთან მდგარ ერთ - ერთ შეზლონგზე წამოვწექი და დაველოდე ყავას რომელზეც ნინო დეიდამ ხელიც არ დამაკარებინა მითხრა მე გავაკეთებ და ერთად დავლიოთო. - ხატი გამომართვი შვილო. უკვე გამზადებული ყავით ხელში, ჩემს წინ ნინო დეიდა იდგა, შეზლონგიდან წამოვდექი ყავა გამოვართი და ჩამოსაჯდომათ მასაც ადგილი განვუთავისუფლე. - მოგეწონა როგორიც გიყვარს ისეთი არაა, ცოტა კარამელი დავუმატე. - ძალიან გემრიელია ნინო დეიდა სახეზეც ხომ მეტყობა როგორ მომეწონა. - კი ჩემო ლამაზო გოგო. მითხრა და ლოყაზე მომეფერა. - დღეს დედაშენმა დასვენებისდღე მომცა, ქალაქში მინდა გასვლა პატარა საქმეები მაქვს საჭმელი გაგიმზადე მთელი დღის სამყოფი, კი მითხრა თამარმა არაფერი გააკეთო გამოიძახებსო თუმცა ხომ იცი არ მიყვარს მაგ საჭმლით რომ იკვებებით შენ და თინა. ამიტომ შენი საყვარელი კერძებია მაცივარში. - სად მიდიხარ ნინიკო? ღიმილით ვუპასუხე მეც. - ჩემს დას მოვინახულებ და დისშვილებს. -კარგს იზავ, თორემ შენი დიშვილები ჩემზე და თინაზე ეჭვიანობენ ხომ იცი. - ვიცი. გაეცინა. - ეგ იმიტომ რომ თქვენც ძალიან მიყვარხართ. ჩემს დიშვილებზე არა ნაკლებად. - ვიცი ნინო დეიდა. შენ ჩვენზე დიდი ამაგი გაქვს, ჩვენთვის მეორე დედა ხარ, შენს ხელში ვართ გაზრდილები. ვუთხარი და ამ ფუმფულა საყვარელ ქალს გადავეხვიე. ნინო დეიდას ოჯახი არასდროს შეუქმნია, ამიტომ არც შვილი ჰყავს , რაც მახსოვრობა გამაჩნია მისმერე ვიცნობ, მთელმა ბავშვობამ, მძიმე პერიოდმა მის ხელში გაიარა. - მე გაგიყვან გინდა? ომარი ძია კატოს და თინას წაიყვანდა. - ტაქსს გამოვიძახებ და წამიყვანს. მარტო მანქანით ნუ ივლი. - რამოხდა გაგიყვან, თან თორნიკეს, ლუკას და ნინისაც მოვინახულებ. დედას ეს შეთავაზება რომ გაეგო გაუკვირდებოდა ხომ იცი არსად დავყვები და ეწყინება, თუმცა შენ ხედავ გეხვეწები კიდევაც. - კარგი წამოდი. მითხრა სიცილით. უკვე სამი საათია ნინო დეიდას დასთან ვართ. მე ნინი და თორნიკე მისაღებ ოთახში ვზივართ. ისეთი ხმით ვიცინივართ თორნიკეს სახლიდან მუშაობაში ხელს ვუშლით. თორნიკე ფრილანსერია, ხშირად უწევს სახლიდან მუშაობაც. მასზე წყნარი ადამიანი ცხოვრებაში არავინ მეგულება, 27 წლისაა და ამ 27 წლის მანძილზე არცერთხელ არ მინახავს გაბრაზებული ვინმეზე ან რამეზე, მისი ნერვიული სისტემა თითქოს რკინისგან არის ჩამოსხმული, რაც მოვედი დილიდან მედა ნინი მის გაბრაზებას ვცდილობთ, ამის გამო ათას სისულელეზე ვსაუბრობთ და ვიცინივართ. თუმცა არ გამოგვდის, შიგადაშიგ თითო წინადადებით გაგვიწყრება და ისევ თავის საქმეს უბრუნდება. - გოგოებს ნაზი სიცილი უხდებათ! გვითხრა წყრომით ისევ. - ჩემი ნერვების მოსაშლელად რომ აკეთებთ ვიცი, მაინც არაფერი გამოგივათ, ისეთ უაზრო თემებზე საუბრობთ და იცინიხართ, მიკვირს თქვენნაირ ჭკვიან გოგოებს მსგავსი თემები თავში აზრად როგორ მოგდით. - ძმაო როგორ უცაბათ მიგვიხვდი განზრახვას. თორნიკემ მუშაობას თავი დაანება, ლეპტოპი დაკეცა და ჩვენ მოგვიბრუნდა. - მთელი ბავშვობაა ორივე ჩემს ცხოვრებაში არსებობთ და საკმაოდ კარგად გიცნობთ, მაშასადამე თქვენს განზრახვებსაც ვხვდები. შემდეგ საუბრის თემა შეცვალა. - ლუკა სადაა ნინი? - არვიცი ძმაო ასე თქვა ქუჩაში საქმე მაქვს , მოვაგვარებ დაგირეკავთ და ჩვენს საყვარელ კაფეში "LA BELLE" -ში დავსხდეთ პიცის საჭმელადო, თითქმის ორი საათია ველოდებით. - მაისურს გამოვიცვლი და მე წაგიყვანთ, ლუკას გზიდან დავურეკავ და შემოგვიერთდება, ეს დღე ყველამ ერთად გავატაროთ. - აუ აუზზეც წავიდეთ ძალიან ცხელა. - წავიდეთ. გაუღიმა თორნიკემ და ნინის ლოყა თითებს შორის მოიქცია მაკრატელივით. - მე რომ არ წამოვიდე აუზზე, მხოლოდ პიცას შევჭამ თქვენთან ერთად. საცურაო კოსტუმიც არ მაქვს თან წამოღებული. საცურაო კოსტუმი პრობლემა რომ არ იყო თვითონაც მიხვდნენ. - ყველასგან მოშორებით ვიქნებით ნუ ინერვიულებ, როგორც კი თავს ცუდათ იგრძნობ მაშინვე წამოვალთ უკან. -კარგი მაშინ, დაეჭვებით დავუბრუნე პასუხი. - საცურაო კოსტუმს მე მოვაგვარებ ახალი ბიკინები ვიყიდე წინა კვირას, ძალიან მოგეწონება. თორნიკე ოთახიდან გადიოდა რა დროსაც მოგვაძახა. - ბიკინებით არ დაგინახოთ. შარს მოგვატაინებთ, სამწუხაროდ ორივე ძალიან ლამაზები ხართ, ვიღაცა რაღაცას გეტყვით.. მერე ხომ იცით. - ძმაო ნუ დარდობ თინას ნაირ ბიკინებს არ ჩავიცვამთ. - თინა მისთვის სხვა თემაა. ვუთხარი ნინის და ორივემ ერთად სიცილი დავიწყეთ. თუმცა თორნიკე ბრაზისაგან გაწითლებული მოგვიბრუნდა და ნინიმ ხმის ამოღებაც არ დააცადა მაშინვე მოუბოდიშა. - ბოდიში ძმაო გახუმრება გვინდოდა. ცუდად გამოგვივიდა. თორნიკეს ბავშვობიდან თინა უყვარს, თუმცა გრძნობებში ვერ უტყდება, ამიტომ ეჭვიანობით გაბერილს წლების მანძილზე მოუწია აეტანა თინას ორი შეყვარებული, რომლებიც მის ცხოვრებაში იყვნენ. არც ერთთან არ ჰქონია დიდ ხნიანი ურთიერთობა. ჩემი მანქანით წამოვედით 'LA BELLE' -ში რადგან თორნიკეს სპორტულ მანქანასთან ჩემი ბევრად დიდი და კომფორტულია, ლუკა უკვე კაფეში დაგვხვდა შეკვეთაც მისვლისას გამზადებული დაგვხვედრა, რადგან კარგად იცოდა ვის როგორი პიცა გვიყვარდა და ვინ რა სასმელს ვსვავდით. მივირთვით გემრიელად და აუზზე მისასვლელ გზას დავადექით. მანქანაში გაბმული ტელეფონის ზარის ხმა ისმის თუმცა არავინ არ პასუხობს ჩემი არაა რადგან მობილური ჯიბეში მაქვს. - უპასუხეთ ვინმემ აღარ ჩერდება. - ჩემი არაა! მითხრა სამივემ ერთხმად. - არც ჩემია?! ვთქვი გაკვირვებით. ჩემს გვერძე მჯდომა თორნიკემ ჩვენს შუაში მდებარე ტელეფონი აიღო და გამომიწოდა. - ვისია არვიცი პირველად ვხედავ. გამიკვირდა უცხო ტელეფონის დანახვა მეც. - გუშინ დილით ადრე ომარი ბიძიამ ჩემი მანქანა გარეცხა სანამ ქალაქში გავიდოდი მას ხომ არ დარჩა ნეტავ?! უპასუხე შენ მე რულზე ვზივარ. ვუთხარი და მივაწოდე მობილური. - ალო, გისმენთ. - .... - მე თორნიკე ვარ. თორნიკე გორგიშელი. -..... - დიახ ვიცნობ ხატიას. - .... - რულთანაა, "სპიკერზე" ჩავურთავ და თქვენ თვითონ დაელაპარაკეთ. - ხატია გესმის? დამელაპარაკა ტელეფონის მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა. - გისმენ ვაჟა. - გუშინ სახლში რომ დაგტოვე ტელეფონი შენს მანქანაში დამრჩა, სად ხარ მოგაკითხავ და წავიღებ. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწაერი ლუკა ჩაერთო ჩენს საუბარში. - რაო, რაო? ვინ დაგტოვა გოგო სახლში? - ერთი წუთით ლუკა, ვსაუბრობ და აგიხსნი ყველაფერს. - ასახსნელი არავისთან არაფერი გაქვს, ვინ რა უფლებით გთხოვს პასუხს. ისმის ტელეფონის მეორე მხრიდან გაბრაზებული ხმა. - დააცადე გოგოს რულთანაა, გაუბრაზდა თორნიკე ლუკას. -მომეცი ტელეფონი მე მივწერ მისამართს და მოაკითხოს მობილურს . გამომართვა თორნიკემ მობილური. - ამ ნომერზე გამოგიგზავნოთ ნომერი ხომ? ჰკითხა თორნიკემ. - დიახ! თქვა ვაჟამ აშკარად გაბრაზებული ხმით და ტელეფონი გათიშა. -ლუკა მოგეწონა რაც გააკეთე? შემარცხვინე უბრალოდ. - რამოხდა ხატია, გაგვიკვირდა უბრალოდ. მითხრა სიცილით. - საუბარი მაინც დაესრულებინა გოგოს და მერე გამოგეჩინა ეგ შენი მომაბეზრებელი ცნობის მოყვარეობა. გაუწყრა ანა. და ეს კამათი გაგრძელდა იქამდე სანამ დანიშნულების ადგილს არ მივაღწიეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.