გატეხილი გულების პაემანი
ზოგისთვის ცხოვრება ტკივილით იწყება და ამ ტკივილს თან ახლავს დაბნეულობა, დაკარგული გზები და დაუმთავრებელი ბრძოლები. ასეთი იყო ლანას ცხოვრებაც მისი ბავშვობა არასდროს ჰგავდა სინათლეს სიბნელეში, იყო მომენტები როდესაც ის თავს ბედნიერად გრძნობდა მაგრამ, ეს გრძნობა წამიერი იყო მისთვის. ლანა 6 წლის იყო როდესაც მისი საყვარელი ბაბუა გარდაიცვალა, გულ ამოსკვნილი ტიროდა. იდგა თავისთვის მარტო და უყურებდა როგორ მარხავდნენ ბაბუას, საბრალო ლანა, ბოლომდე ვერც ხვდებოდა რა დაკარგა. ვერ ხვდებოდა თუ როგორ შეცვლიდა ეს დანაკარგი მის ცხოვრებას, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში სიცარიელე და სევდა შემოვიდა, ხოლო მშობლების სითბოს ნაკლებობამ, რაც ჰქონდა, გული უფრო მეტად გაუტეხა. ოჯახში სულ ჩხუბი იყო, ლანა კი თავის ოთახში იკეტებოდა რადგან არ მოესმინა მათი ჩხუბი. მაგრამ ვერ გაურბოდა დაბოლილი ან მთვრალი მამის სანახაობას, ამის გამო ოჯახში სულ არეულობა იყო, ლანა სულ ჩხუბში ყვებოდა. პატარა ლანას მცირე ასაკში საშინელი სიჯიუტე ჰქონდა, რის გამოც ხშირად ხელიც ხვდებოდა ხოლმე, ამის მერე კი ოთახში იკეტებოდა და საათობით არ გამოდიოდა, ის ხომ პატარა ბავშვი იყო და არ იცოდა რა იყო სწორი და რა არასწორი. მისთვის სიმკაცრე სტრესში გადავიდა. პატარაობიდან მშობლებისგან სითბოს ელოდა, ყოველ დღე, ყოველ წუთს ელოდა რომ დედამისი და მამამისი მისი ოთახის კარებს შეაღებდნენ, ჩაეხუტებოდნენ, და ეტყოდნენ რომ ის ძალიან უყვარდათ, მაგრამ ის ფაქტი უფრო უკლავდა გულს, როდესაც მამამისს მხოლოდ დაბოლილზე ან მთვრალზე ახსენდებოდა. ახსენდებოდა რომ ლანა არსებობდა და ის უყვარდა. მხოლოდ ამით ხვდებოდა პატარა ლანა რომ მამამის უყვარდა. დედისგან სითბო არ აკლდა უბრალოდ მამის ჩხუბის მერე ლანასთანაც მოსდიოდა ჩხუბი. ამ ყველაფრის მერე კი მიხვდა რომ ბაბუამისი ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. ლანამ 12 წლის ასაკში, გაიარა ის გზა, რომელიც ყველა გოგონას ცხოვრებას დაუნგრევდა. ლანას ძალიან უყვარდა ხატვა, პატარაობიდან ქმნიდა საოცარ ნამუშევრებს, მთელი გულით ეხვერწებოდა დედას, რომ ხატვაზე შეეყვანა. ბოლოს კი დედა დაითანხმა. ლანას ბებია მათ სამეზობლოში ერთ მხატვარ კაცს იცნობდა, და ნდობაც გააჩნდა. პატარა გოგონა სიხარულით მიდიოდა გაკვეთილებზე, ერთ დღესაც მივიდა ხატვაზე. ლანას ხატვა მოსწონდა და მისგან სიამოვნებას იღებდა. თავისთვის იჯდა და ხატავდა როდესაც მოულოდნელად ლანამ იგრძნო როგორ მიეკრა მისი მხრები მაგიდას, როცა მასწავლებლის ხელი ფრთხილად შეეხო მის ზურგს. თითქოს ხატვაში დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ეს შეხება მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა. სუნთქვა შეეკრა, და სითბო რომელიც ხელისდან მოდიოდა, არ იყო სასიამოვნო. მასწავლებლის თითები მის მხარზე უფრო დიდხანს ჩერდებოდა, ვიდრე საჭირო იყო. ყოველ ჯერზე, როცა თითქოს სხვაგან უნდა გადაეტანა ხელი, ისევ იმავე ადგილზე რჩებოდა ჯერ მხარზე, მერე ზურგის ქვედა ნაწილში, ნელ-ნელა უფრო დაბლა მიიწევდა. ლანას გაუჭირდა ხატვაზე ფოკუსირება. ფუნჯი ხელიდან გაუვარდა. ფიქრობდა, იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ მას ეჩვენებოდა, რადგან ჯერ კიდევ პატარა იყო და ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მისი გული სწრაფად ფეთქავდა, როცა ისევ იგრძნო მასწავლებლის ხელი ადგილას. ლანა ფეხზე წამოდგა და სახლიდან გამოიქცა, საბედნიეროდ ლანამ თავის დაღწევა შეძლო და სახლში გაიქცა, პატარა გოგონა ვერც აანალიზებდა რა ხდებოდა, ის ხომ მხოლოდ 12 წლის იყო, დროთა განმავლობაში მიხვდა თუ რა ტრამვა აქვს გამოვლილი. ამ ამბის შემდეგ ლანა ყველას ერიდებოდა, ვერცეთი მამაკაცის მოახლოებას ვერ იტანდა, სუნთქვა ეკუმშებოდა, და როგორღაც ცდილობდა თავის დაღწევას. ვერ იტანდა როდესაც მას ეხებოდნენ, როცა ეხუტებოდნენ, უკან იწევდა, როცა უბრალოდ მხარზე ხელს ადებდნენ, ხელზე კრავდა და ადგილს შორდებოდა, ყველას უკვირდა ასეთი უკარება რატომ იყო. ლანა დღემდე ასეა. ცდილობს ყველანაირ შეხებას გაექცეს. გაურბის ხატვას, ადრე თუ ეს მას სიამოვნებას ანიჭებდა, ახლა მხოლოდ ეშინია იმის რომ ის დღე არ გაიხსენოს. როდესალ ლანა უკვე 14 წლის გახდა, გადაწყვიტა დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები, ფიქრობდა რომ ის უკვე დიდი იყო იმისთვის რომ, მშობლებისგან მითითებები მიეღო, თითქმის ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს, ლანა სკოლაში ავტობუსით მიდიოდა, როგორც თვითონ სურდა, დამოუკიდებლად. ლანა ავტობუსიდან ჩამოვიდა, შუქნიშანზე შენიშნა რომ წითელი იყო, თავისუფლად შეეძლო ზებრაზე გადასვლა, თავი ამაყად აწია, და გულში ფიქრობდა, "დამოუკიდებლადაც მშვენივრად გადავდივარ ზებრაზე", უეცრად ლანა ხმამ დააბნია რომელიც მანქანის სიგნალისგან იყო, მანქანა სწრაფად მოდიოდა, ლანა ადგილზე გაიყინა, სუნთქვა გაუხშირდა, თვალები გაუფართოვდა, გული ისე ძლიერად და სწრაფად უცემდა, მისი ხმაც კი ესმოდა, მანქანების სიგნალი გამრავლდა, კივილის ხმები გახშირდა, ლანა კი ადგილზე გაქვავებული იდგა, ეს ყველაფერი კი წამში ხდებოდა, უბრალოდ ლანას შენელებული კადრივით ეჩვენებოდა, ხედავდა როგორ უახლოვდებოდა მანქანა, როგორღაც მძღოლმა დატორმუზება მოახერდა, მაგრამ ლანას ოდნავ მაინც დაეტაკა, ლანამ მძღოლის დანახვა ვერ შეძლო, გოგონა ბიძგისგან ზირს გაწვა, არაფერი სტკენია, მაგრამ იმდენად შეეშინდა, გონებას კარგავდა, გონების დაკარგვამდე ხმა გაიგო, როგორ დაიძრა მანქანა ადგილიდან, ასე უბრალოდ წავიდა, ლანამ კი შავი BMW-ს ნომერი დაინახა და დაიმახსოვრა " DU-777-TA " . ლანამ გონება დაკარგა, ხალხი მასთან მიცვივდა, სასწრაფო გამოიძახეს. თვალი რო გაახილა საავადმყოფოში იწვა, დედამისი და მამისი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, როდესაც შეამჩნიეს ლანა გონს მოვიდა? თვალები სიხარულისგან გაუბრწყინდათ. ლანას გონებაში მხოლოდ მანქანის ნომერი ტრიალებდა. უნდოდა ეპოვა ადამიანი, ვინც ასე საშინლად მოექცა. პოლიციასაც არ გაუმხილა ნომერი რომ დაინახა, ისე უნდოდა იმ ადამიანისთვის თვალებში ჩაეხედა, შური არ ასვენებდა, უნდოდა თავად ეპოვნა ის ადამიანი. ლანას ცხოვრება, რომელშიც თითქმის წესრიგი და სიწყნარე არ მოიძებნებოდა, ერთ დღესაც მტკივნეულად აირია, რადგან ლანა ხვდებოდა სიმართლეს მისი მშობლების შესახებ, მიხვდა თუ ეს დრო რა ილუზიებში ცხოვრობდა, მიხვდა რომ მის მშობლებს ერთმანეთი აღარ უყვარდათ, ამას კი გვიან მიხვდა, მაშინ როდესაც მამამისმა სახლი დატოვა და საზღვარ გარეთ წავიდა. ყველაფრის მერე რაც გამოიარა, 15 წლის ასაკში მოწევა დაიწყო, რადგან გაქცეოდა იმ პრობლემებს რაც ოჯახში ხდებოდა, საშინლად არეული იყო, უნდოდა ამ ყველაფრისგან თავი დაეღწია, მაგრამ უშედეგოდ, პობლემები მუდამ თავს ეხვეოდა. საბედნიეროდ ლანას ყავდა დაქალები, რომლებითაც ყურადღება ეფანტებოდა, მათთან ყოფნისას ყველა პრობლემა იმალებოდა, უკვალოდ. ლანა, ელენე, ნია , სესილი და თაკო. ეს ხუთი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ერთმანეთის გარეშე წუთითაც ვერ ძლებდნენ. ათას დებილობებს აკეთებდნენ, მაგრამ ძალიან ერთობოდნენ. გაკვეთილებიდან იპარებოდნენ, პარკში გადიოდნენ, ბიჭებს ეპრანჭებოდნენ. პადიეზში ვეიპს ეწეოდნენ, მერე? მერე მშობლები უგებდნენ ხოლმე ამ ყველაფერს და ძალიან დიდი ჩხუბი ჰქონდათ, მაგრამ არ აინტერესებდათ, ყველას თავისი ტრამვების დამალვა უნდოდათ, ტრამვებს კი ერთმანეთთან დროის გატარებით მალავდნენ. გოგონები გაიზარდნენ, უკვე 16 წლის იყვნენ. ბევრი ბიჭი მეგობრები გაიჩინეს. სულ ბიჭებთან იყვნენ. ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთში, მანამ, სანამ ნიას საიდუმლო არ გაირკვა და ყველაფერი შეიცვალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.