მაინც ჩემი იქნები (თავი მეექვსე)
მე და ხარნასი ისე ვუმზერთ ერთმანეთს რომ გარშემო მყოფების ყურადღება მიბყრო... მირზამ კიდევ ერთხელ გაგვაცნო სტუმრები ერთმანეთს. სუფრას მივუსხდით, ჩემს მხარეში დაძაბულობა იგრძნობა, გელა ისე აღელვებული შემცქერის რომ ლუკმას გამეტებით ღეჭავს.. მე კი კვლავ ხარბად ვუმზერ დაჟინებით, რამაც მასში გაღიზიანება გამოიწვია.. რის შედეგადაც მირზას ჩემდა გასაგონად მის ცხოვრებაზე ესაუბრება, მაშინ როცა აქ ყველანი საერთო საქმისთვის ვიყავით მოწვეულნი. მას გაანდო ის რომ იგი ოჯახთან ერთად იყო ჩამოსული, ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად. ცივი ოფლი მასხავს, გულის ცემას ყელში ვგრძნობ... ველი როდის ახსენებს სევიოს სახელს, იმედს არ ვკარგავ.. იქნებ სულაც სხვა ქალი ჰყავს ცოლად?!.. არა მეტის მოთმენა აღარ შემიძლია!.. უეცრად წამოვდექი სუფრიდან, დამსწრე სტუმრების და მასპინძლების მზერა მივიბყარი. :მაპატიეთ ბატონებო, მე უნდა დაქტოვოთ რადგან შეხვედრა მაქვს... გიტოვებთ ჩემს პარტნიორებს. მირზა: რას ამბობთ?!.. დასანანია მაგრამ რა გაეწყობა საქმე საქმეა. მირზას საცხოვრებელი სახლი დავტოვე და უცბად ამედევნა გელა უკან და შემაჩერა. გელა: სად მიდიხარ ბიჭო?.. შენ ხომ არ გაგიჟრდი? :მაპატიე მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია!.. ცოტა დამაკლდა რომ არ მიმეხრჩო. გელა: შენ სულ გაყრის ხომ?! .. ბიჭო რა დროს ეგ არის?, ამხელა საქმე წამოვიწყეთ და შეეგუე იმ ფაქტს რომ ამ ტიპს ხშირად შევხვდებით. გელას საუბარი არ ჰქონდა დასრულებული რომ მთელი სისწრაფით გავერიდე... ის კი მეძახდა მაგრამ უშედეგოდ. საღამოს სახლში ვიყავი ოთახში წამოწოლილი... ვფიქრობ და ვიხსენებ იმ მწლებს რომელიც სიხარულის და ავის მომტანი იყო ჩემთვის. უცბად მობილური ტელეფონის ხმა გაისმა, მე ვცდილობ არ გავწყვიტო ფიქრი მაგრამ ზარი არ ჩერდება, რამაც იძულებული გამხადა რომ მეპასუხა. :გისმენთ.... გისმენთ!... გესმით ჩემი ხმა?. ტელეფონში რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, უცნობმა შეცვლილი ქალის ხმით მიპასუხა... რომ ავღელდი და აგრესია გამოვიჩინე, გამომიტყდა რომ ნუკრი და ბიჭები მეხმარებოდნენ. ნუკრი: კარგი ნუ ბრაზდები.. ჩამოდი ქვევით გელოდებით, ცოტა დავლიოთ. :არა იყოს... თქვენ წადით მე დავისვენებ მირჩევნია. ნუკრი: ჩამოდი თორემ ჩვენ ამივალთ. :კარგი.. ჩამოვალ. არანაირი სურვილი არ მქონდა, გარედ გასვლის მაგრამ იძულებით გავყევი ბიჭებს ბარში. ციტათი გამოვედი მდგომარეობიდან და ვიჭებს ავყევი სმაში, ამ დროს შევამჩნიე რომ გიგო და გელა ჩუმად ჩურჩულბენ ისე რომ მე არაფერი გავიგო.. მე კი დაჟინებით ჩავაცივდი რომ ეთქვათ რაში იყო საქმე. გელამ გიგოს დააკისრა ეს საქმე და მანაც გამანდო რომ ხარნასმა თავისთან მიგვიპაროჟა ოჯახში, ახალი საერთო საქმის აღსანიშნავად. ამის გაგონებაზე ისტერიული სიცილი მოვრთე.. ბიჭები გაოცებული მიყურებენ და ხმას არ იღებენ.. მე კი მიმტანს კვლავ სასმელი ვთხოვე. დიდი დრობდავყავით ბარში მე საგრძნობლად მთვრალი ვარ სიარულის დროს ვბარბავებ და მაინც ბოლომდე ვცლი ჭიქებს... უეცრად ბართან გოგონა შევნიშნე... თვალ დაუხამხამებლად ვუმზერ მას..ღმერთო ჩემო... ეს სევია ჩემი გიგო... ცრემლს ნარევი თვალებით მივუახლოვდი გოგონას.. მაგრამ ისეთი მთვრალი ვარ რომ ეს გოგონასთვისაც არ იყო შეუმჩნეველი.. მე კი მასთან გასაუბრებას ვცდილობ მაგრამ მეტყველება მიჭირს. :ნეტავ იცოდე, რამდენი წელია ამ დღეზე ვოცნებობ... დღე და ღამე შენზე ვფიქრობ. გოგონა: უკაცრავად მაგრამ არ გიცნობთ. :მე არ მიცნობ?... სევიო ეს მე ვარ, შენი ნიკა. გოგონა: მაპატიეთ ვიღაცაში გეშლებით, მე უნდა წავიდე. ამ სიტყვებმა გამაღიზიანა და უხეშად ჩავებღაუჭებგოგონას ხელში. :სად უნდა წახვიდე?... ააჰ გამახსენდა, შენ ხომ ახლა სხვა კაცი გყავს... როგორ წამართვეს არ შენი თავი?... და ახლაც მიდიხარ არა?. გოგონა:ხელი გამიშვით!... ნუ მიჭერთ მტკივა. ის არის გოგონას ვეჭიდავები როდესაც ზურგიდან ხელის მოძრაობით მოაბრუნა ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა და ცდილობს გაერკვეს სიტუაციაში... მე კი მთვრალი მომღიმარი სახით ვცდილობ გამოვიყვანო წყობიდან... რის გამოც მე ცნობმა მამაკაცმა ხელი მოიქნია მაგრამ მოვიგერიე და საპასუხო დარტყმა მივაყენე სახის არეში ბარში ქაოსია ჩხუბში ჩემი ძმაკაცებიც ჩაერთვნენ და ვინ ვის ურტყამს ვერ გაიგებ... ასე ამოვყავით თავი განყოფილებაში. რა თქმა უნდა ბოდიში მოვუხადე მეორე დღეს გოგონას და მის მეგობრებს მაგრამ ბოდიში აღარ უშველიდა, რადგან ჩვენც და ისინიც ძალზედ ნაცემად გამოვიყურებოდით დახეული ტანსაცმლით. პოლიციიდან მირზამ დაგვიხანა და გელა დიდ ბოდიშს და მადლობას უხდიდა ამავდროულად ყველანი უხერხულად ვგრძნობდით მის წინაშე თავს. გელა: მორჩა!.. შენთან ერთად მე არსად წამოვალ... ცოცხალი შარი ხარ, ვერ წავსულვარ შენთან ერთად ისე რომ რაიმე ხიფათს არ გადაგვყარო. გიგო: სწორია მართალს გეუბნება, ამ ხნის კაცი ხარ და ისევ 18წლის ბიჭივით იქცევი. :კარგი... ბოდიშს გიხდით, ზედმეტი მომივიდა სასმელი.. აღარ განმეორდება გპირდებით. ნუკრი: ფხიზელი ხომ მშვიდობის მტრედი ხარ?!.. არა მართლა უნდა მოთოკო თავი ნიკა ასე აღარ შეიძლება. დიდხანს მტუქსავდნენ ბიჭები და ბჭობდნენ ღირდა თუ არა ჩემი ხარნასთან სტუმრობა.. ჩემი დიდი თხოვნით და პირობით რომ არ ავიღებდი დამთანხმდნენ. ხარნასს დიდი სახლი ჰქონდა კერძო სადაც უამრავი სტუმარი ირეოდა ქართველიც და აზერბაიჯანელი,.. მათ შორის მირზაც. ბიჭებს არ ვშორდები კართან მივედით და უცნობმა ქალბატონმა შეგვიპატიჟა, ისე ვღელავ რომ ოფლს ვერ ვიჩერებ სახიდან... თვალებს არ ვადუნებ, ვეძებ ხალხში იქნებ ერთი წუთით მაინც მოვკრა თვალი იმ ერთადერთს რომელზეც მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ.... გიგო ჩუმად ხელითანიშნებს რომ ყურადღებას ვაქცევ.. იმდენად ბევრი სტუმარია რომ რთულია რაიმე დაინახო კაცმა.. იქნებ ასეც სჯობდეს... უცბად სტუმრების ყურადღება ხარნასმა მიიბყრო, ის რუსულ ენაზე საუბრობს, რადგან როგორც ავღნიშნე იქ არამარტო ქართველი არამედ აზერბაიჯანელი სტუმრებიც იმყოფებიან.. ამიტომ მე არაფერი მესმის რას საუბრობს. არაფერი მესმის რას ესაუბრება სტუმრებს მაგრამ უცბად ოთახიდა. გამოიყვანა სევიო და მათი ორი ქალიშვილი, სტუმრებს გააცნო.. ზუსტად ისე ვუმზერდი მას, როგორც იმ დროს როდესაც პირველად სევამჩნიე.. მალევე მანაც გამისწორა თვალი თვალში და ორივენი ისე მივაშტერდით ერთმანეთს რომ აღარავინ აღარ გვახსოვს.. ის ისეთი შეცვლილია დაქალდა ძალიან ლამაზია მაგრამ ისევ იმ პატარა გოგონას გამოხედვა აქვს, ვინც მე ასე ძლიერად შემიყვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.