შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადის ვარსკვლავი (2)


6-02-2025, 15:45
ავტორი zuzikooo
ნანახია 241

ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება 5 წლის შემდეგ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ლუკას გამოჩენა არ იყო უბრალო დამთხვევა იმ სიტუაციაში, რომელშიც მე აღმოვჩნდი. მამაჩემის მევალეები სახლთან მელოდებოდნენ. დედაჩემს ქმარი მოუკლა კაცმა,რომელიც არ დასჯილა კანონით, ლუკა კი ამ ყველაფრს ისე მშვიდად და მარტივად მიხატავდა, თითქოს საფრთხის ქვეშ არ ვყოფილიყავი. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. მე და თალალამ გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულში ქვეყნიდან გავსულიყავით და დაგვესვენა, ყველა პრობლემა აქ დაგვეტოვა და ახალი ცხოვრებისთვის დაგვეწყო მზადება.
იმის მერე, რაც იმერეთიდან ჩამოვედით, 2 კვირა იყო გასული. მე გამოცდების ამბებს ვაგვარებდი, თალალა სამსახურის. ლუკა არსად ჩანდა, ჩემ თავს დავაძალე, რომ მასზე გამუდმებით აღარ მეფიქრა. კი, გამოჩნდა და დამეხმარა, მაგრამ აშკარად, მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა.
უნივერსტეტიდან გამოვედი და ეზოში შავი ლექსუსი დავინახე. ზედმეტი ყურადღება არ მიმიქცევია, გზა გავაგრძელე. უეცრად ჩემი სახელი გავიგე და უკან მივტრიალდი.
საბა გაგუა გადმოვიდა მანქანიდან და ჩემკენ წამოვიდა.
- ლიზა, გამარჯობა
- გამარჯობა? - გაკვირვებული ვუყურებდი.
- როგორ ხარ?
- მე არამიშავს, შენ გეტყობა, კარგად.
- შეიძლება, ვილაპარაკოთ?
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ, საბა? უბრალო ნაცნობებთან დროის დაკარგვას ვერიდები.
- ლიზა, ვიცი, რომ ასე უცბად არ ამომშლიდი შენი ცხოვრებიდან. ბოდიშს გიხდი იმისთვის, რომ ასე უბრალოდ გავქრი, ბევრი რაღაც მოხდა და ხდება ახლაც, რაც აუცილებლად უნდა იცოდე. გთხოვ, ჩაჯექი მანქანაში და მომისმინე.
- ბოდიშს მიხდი? ბოდიში უშველის იმას, რომ ამდენწლიანი ურთიერთობა დაანგრიე? უბრალოდ ადექი და წახვედი? და რისთვის, რომ შენც იმავე ჭაობში წასულიყავი, სადაც მამაჩემი, ხო? ვიცი, მას ეხება ის საქმე, რაც უნდა მითხრა. არ მაინტერესებს, არ ვაპირებ მოსმენას. - გზას ვაგრძელებ, მაგრამ ხელზე ხელს მავლებს და მისკენ მატრიალებს.
- გთხოვ, აქ არ მალაპარაკო, ლიზა. ჩაჯექი მანქანაში, პატივი ეცი ჩვენს წარსულს. - ძალიან დაძაბული ტონი ჰქონდა, ძარღვები ეჭიმებოდა კისერზე, ისე ნერვიულობდა.
დავყევი მის ნებას და მანქანაში ჩავჯექი.
- არ მაქვს ბევრი დრო. - ვუთხარი და ფანჯრისკენ შევტრიალდი.
- მოკლედ, ლიზა, მამაშენი იმერეთში იყო და იქ ცხოვრობდა რამდენიმე თვე, მართლაც, ძალიან დიდ ჭაობში ჰქონდა ფეხი ჩადგმული, რომლიდანაც ვეღარ ამოვიდოდა. უნდოდა, რაც დაგაკლო, ერთიანად აენაზღაურებინა და შენთვის მოეცა იმის საშუალება, რომ ცხოვრება უდარდელად გაგეგრძელებინა, სტუდენტობის შემდეგ წასულიყავი სხვა ქვეყანაში და გეცხოვრა ისე, რომ არაფერი არ გაგჭირვებოდა. - ხმა ებზარებოდა. - მაშინ, როცა მე შენ გვერდით ვიყავი, მამაშენს ვიცნობდი ბიძაჩემიდან, მაგრამ არ ვიცოდი, რომ შენ მისი შვილი იყავი. ერთად ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე წავედით, დიდი თანხა უნდა მოგვეპარა ერთი ადამიანისთვის, რომელიც , რეალურად, იმსახურებდა კიდეც ამას. მაშინ მითხრა, რომ როდესაც ფული განაწილდებოდა, პირდაპირ შენთვის ჩამომეტანა ეს თანხა, რადგან უნდოდა აგესრულებინა შენი ბავშვობის ოცნება. მაშინ, როცა შენი სახელი ახსენა, მერჩივნა იქვე მოვმკვდარიყავი. ასეთ რაღაცას ვაკეთებდი იმ ადამიანის მამასთან ერთად, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა.
მისკენ შევტრიალდი და დავინახე, როგორ იყურებოდა ფანჯრიდან, თითქოს უსასრულობას გასცქეროდა. მის ხმას სინანულისა და სიბრაზის ელფერი დაჰკრავდა.
გამომხედა, ცრემლიანი თვალებით მიყურებდა.
- გააგრძელე, საბა. - არც კი ვიცი, როგორ ამოვიღე ხმა.
- ეს საქმე რომ გავაკეთეთ, ვუთხარი რომ მე ვერ ჩამოვიდოდი თბილისში, რადან მეძებდნენ და თუ გამოვჩნდებოდი, დამიჭერდნენ. ამიტომ, სხვა გამოგზავნა. იმან გადაწყვიტა, რომ ეს ფული მოეტეხა და თავისთვის გამოეყენებინა, თუმცა არ იცოდა, ვისთან იჭერდა საქმეს. რამდენიმე დღე რომ გავიდა და ის ბიჭი უკან არ დაბრუნდა, მივხვდით, რაშიც იყო საქმე და გადავწყვიტეთ მოგვეძებნა. ეს თანხა იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის ნახევარ მევალეებს გაისტუმრებდა. ლუკას დახმარებით გავიგეთ, რომ ეს ბიჭი ქვეყნიდან წავიდა და ფული ისე მოტეხა, როგორც არაფერი.
- ლუკა? - ხმა გამიწყდა
ლუკაც იმ ჭაობში იყო
ლუკამ იცოდა ყველაფერი და
ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი იცოდა?
- ხო, ლუკა. იცნობ ხო?
- გააგრძელე.
- ლიზ, მოკლედ, იმ ბიჭის კვალზე რომ გავედით, თაზომ გადაწყვიტა ჩასულიყო მასთან და პასუხი მოეთხოვა იმ ყველაფერზე, რაც გააკეთა. ის კი შენი მოკვლით იმუქრებოდა, რომ ზუსტად იცოდა სად ცხოვრობდი, სად დადიოდი ყოველ დღე, რას აკეთებდი, ვისთან ერთად მიდიოდი სახლში. ეუბნებოდა, რომ აუცილებლად რამეს დაგიშავებდა. - ვერც აღვწერ, როგორ უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, თითქოს ვერ იაზრებდა, რას ამბობდა.
- საბა, შენ გინდა თქვა, რომ მე ახლაც საფრთხეში ვარ?
- ახლა ყველაფერი დალაგდა, მამაშენის სიკვდილის ამბავი რომ გავიგეთ, ვიფიქრეთ რომ იმ ბიჭის ხელი ერია ამ საქმეს. გადავწყვიტეთ, მისთვის მოგვეთხოვა პასუხი. აღმოჩნდა რომ ეს ბიჭი და მამაშენის მევალე შეკრულები იყვნენ და ამ ფულით დატყდნენ. როცა ეს თაზომ გაიგო, ყველაფერი იღონა, რომ მოეძებნა ისინი და საკადრისი მიეღოთ.
- ეხლა არ თქვა, რომ… - ვტიროდი, ვერც კი ვგრძნობდი, როგორ ჩამოდიოდა ჩემ ღაწვებზე ცრემლები.
- ლიზა, გთხოვ დამაცადე, გავალ ბოლოში. უზომოდ მიჭირს ამ ყველაფრის თქმა შენთვის. - სტკიოდა, ჩემი ცრემლების დანახვა სტკიოდა. - როგორც იქნა მიაგნო თაზომ მათ და იქ მოხდა უბედურება, მამაშენმა ის ბიჭი დაჭრა, მევალეს სტარტოვკა ჰქონდა, გაისროლა და პირდაპირ საფერთქელში მოარტყა. როცა მიხვდა, რა ცოდვაშიც ჩადგა ფეხი, ის დაჭრილი ბიჭიც იქ დატოვა და მამაშენიც. ფული, საბედნიეროდ, ვერ იპოვა.
- შენ ხოარ მეღადავები, საბა? მამაჩემი დაჭრა ვიღაც კაცმა, გაიქცა და ფული ვერ იპოვა? ჩვენთვის ფულია მთავარი?? - ვერ ვხვდებოდი, როგორ ვუწევდი ტონს. - საერთოდ არ მჭირდება მაგის ფული, თაზოს გამო ვიღაცას უნდა მოვეკალი? რამდენიმე თვის წინ სახლთან უცხო მანქანა მელოდებოდა, უცხო ხალხით და მე ის უნდა მაინტერესებდეს, სად არის ფული? - ვეღარც ვლაპარაკობდი, ისე მებჯინებოდა ყელში რაღაც.
- გოგო, დამშვიდდი. - თვითონაც აუწია ტონს. - მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვერავინ ვერაფერი გააკეთოს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, მინდოდა გცოდნოდა, რას აკეთებდა თაზო, კიდე ბევრ რაღაცას მოგიყვებოდი, მაგრამ შენი რომ ვიცი, ვერ გაუძლებ. იმდენ ცუდთან ერთად, ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. სჯეროდა, რომ ოდესმე დაუბრუნდებოდა ოჯახს. რომ გაცხოვრებდათ ისე, როგორც ოცნებობდით. ახლა კი, მოგცემ ბარათს, სადაც ის ფული ზის. ეს მამაშენის დანატოვარია და გეფიცები, ჩემ თავზე არ ვაგებ პასუხს, რომ არ აიღო.
- რა? - გაოგნებული ვუყურებდი. - რას ქვია, შენ თავზე არ აგებ პასუხს, და რას იზამ?? დავიღალე, ყველაფრით დავიღალე. მაგ კაცის გამო თვეებია მშვიდად ვერ მძინავს, ახლა ფული მედოს მისი და ველოდებოდე რომ ან დღეს შემოანგრევენ კარებს და მომკლავენ, ან ხვალ?
- ლიზა, - უკვე ყვიროდა. - მე აქ ვარ, თუ შეძლებ და მაპატიებ, ისევ შენ გვერდში ვიქნები ისე, როგორც ადრე, დავიჯერო დაგავიწყდა ჩვენი მეგობრობა? დაგავიწყდა ჩვენი გეგმები? - ცდილობდა თვითონაც დამშვიდებულიყო და მეც დავემშვიდებინე.
- ხო, დამავიწყდა, საბა. აღარ მინდა, აღარ მინდა ისეთი ცხოვრება, სადაც მამაჩემის ცოდვები მე უნდა მომეკითხოს. - ვერ ვმშვიდდებოდი, ისევ ვტიროდი.
- გპირდები, ლიზა, ბო*იშვილი ვიყო, თუ მსგავსი რამ, კიდევ მოხდეს შენს ცხოვრებაში. გპირდები ვერავინ ვერ შეგეხება და ვერაფერს დაგაკლებს. - ხელს თავზე მისვამს და მისკენ მწევს, გულში მიკრავს. ვგრძნობ, როგორ უცემს გული.
მე კი, ისევ ვიტირი, ვერ ვწყნარდები.
- წამოდი, ახლა სახლში გაგიყვან.
ხმას არ ვცემ, მთელი გზა ჩუმად ვარ და მის ნათქვამზე ვფიქრობ.
დავიჯერო, მართლა იმიტომ აკეთებდა თაზო ამდენ რამეს, რომ ჩემთვის კარგი ცხოვრება მოეწყო? და ნუთუ, არ იცოდა, რომ ეს ორი ერთმანეთის პარალელურად ვერ გამოუვიდოდა.


სახლში რომ მივედი თამარას დავურეკე და ჩემთან გამოსვლა ვთხოვე, ახლა მხოლოდ ის თუ მიშველიდა.

აივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით.
- არ ვიცი, თამარა, როგორ უნდა გადავიტანო ამდენი. შეიძლება, ადამიანი ამ ყველაფერს უძლებდეს? - მის კალთაში მიდევს თავი.
- ჩემო პატარავ - თმებზე მეფერება. - ყველაფერი დალაგდება ლი, მალე წავალთ აქედან, ჩავალთ დედაჩემთან და ეს პრობლემები აქ დარჩება. რომ ჩამოხვალ, აღარც გემახსოვრება.
- იმედია, თალალა, იმედია. დარჩი რა, დღეს. - თავს ვწევ და პატარა ბავშვივით ვიდებ ყელზე თითებს
- დავრჩები, აბა რას ვიზამ. მომენატრა შენთან ძილი, ჩემო. რამდენი რამ გადაგვიტანია ერთად, ამას ვერ გადავიტანთ? მაგრამ, მგონი ამასობაში დავრჩი გაუთხოვარი - სიცილი დაიწყო
- არა, არა. გაგირიგებ ვინმე ფრანგს, რომ ჩავალთ. არ იდარდო - ვიცინოდი

ასე მშვიდად დიდიხანია არ მძინებია. მიყვარდა, მის გვერდით ძილი. ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე სწორ დროს სწორ გადაწყვეტილებას მიმაღებინებდა, რომელიც ყველფერში დამეხმარებოდა და არ მომცემდა დანებების საშუალებას, არსად და არასდროს.

მეორე დღეს ისევ უნივერსტეტში გავედი საქმეების ბოლომდე მოსაგვარებლად. საღამო იყო სახლში რომ მოვედი. თამარამ დამირეკა, რომ ახალი ბიჭი გაიცნო და მასთან ერთად ბარში გადიოდა.
- ლიზ, გამო რა შენც, გთხოვ. ამ ბიჭსაც გაგაცნობ და თან, გულს გადააყოლებ რა.
- არა, თალალა. არ მაქვს მაგის ნერვი, გთხოვ, არ გეწყინოს.
- მეწყინება კი არა, ხმას არ გაგცემ. დროზე, ჩაიცვი და გელოდები.
- ხო, კარგი, კარგი. ცოტახანში მზად ვიქნები.

მომენატრა ჩემი გამოპრანჭული თავი, რამდენი ხანია, არც მაკიაჟი არ გამიკეთებია, არც ნორმალურად ჩამიცვამს. გადავიწყვიტე, ამ დღეს დამევიწყებინა ჩემი ყველა პრობლემა. ჩამეცვა ლამაზად და ისევ ის “მე” გავმხდარიყავი, რომელიც ძალიან მიყვარდა.
გავემზადე და წავედი.
ბარში რომ შევედი, მაშინვე შევამჩნიე თამარა და მივედი.
- ლიზ, მოდი, რა ლამაზი ხარ.
- შენც ძაან, ჩემო! სად არის შენი სატრფო?
- თავის ძმაკაცი ნახა იქით, წამო, მივიდეთ. ერთი სული აქვს, როდის გაგიცნობს.

სანამ თამარას “ბიჭს” მივუახლოვდებოდით, ვერ ვხვდებოდი, საიდან ვგრძნობდი ნაცნობ სურნელს. ეს ის სურნელი იყო, ათასში რომ
გამოვარჩევდი.
- ლიზა, გაიცანი, ეს რატია. - თვალს მიკრავს თამარა. - რატი, ეს კი, ის ლიზაა, ჩემზე მეტი რომ მოგიყევი.
- სასიამოვნოა, რატი. - ვუღიმი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა. დავლიოთ ხო? ჩემი ძმაკაციც აქ არის, სასმელს მოიტანს და გაგაცნობთ.
- კი, დავლიოთ - მხარს მკრავს თამარა და მიყოლიებს.
უსაფუძვლო არ ყოფილა ჩემი ეჭვები, ვგრძნობ, რომ ის ნაცნობი სურნელი ნელნელა მიახლოვდება.
- ეს ჩემი ძმაკაცია ლუკა, გაიცანით. - ამბობს რატი.
მე და თამარა ერთმანეთს გაოგნებულები ვუყურებთ.
- სასიამოვნოა, ორივეს ვიცნობ, რატი - იცინის ლუკა.
- ღადაობ, ძმაო? - რატი ორმაგად გაოგნებული გვიყურებს. - ამ დამთხვევის გამო უფრო ბევრი უნდა დავლიოთ.
ვხედავ როგორ იძაბება თამარა.
- რაზე ნერვიულობ, თალალა - ვეჩურჩულები. - ყველაფერი კარგადაა.
- გეფიცები, არ ვიცოდი , ლი, რომ ძმაკაცები იყვნენ.
- და რა, რომ არიან? მიდი ახლა, მიუჯექი რატის და დავლიოთ.

ბევრი ვილაპარაკეთ, ნელნელა თრობის ალები მეპარებოდა. თამარა და რატი საცეკვაოდ გავიდნენ.
- ჩვენ არ ვიცეკვოთ? - აკიაფებული თვალებით მიყურებდა
- არაა, რაღაც არ ვარ ცეკვის ხასიათზე.
- მაშინ წამო, მოვწიოთ. - მიღიმის
ხელს მკიდებს და გზას კვალავს უცხო სხეულებს შორის. მისი ხელიდან წამოსული სითბო მთელ სხეულში მედებოდა.
აივანზე გავედით, მის სახეს შენობიდან გამოსული ფერადი შუქი ანათებდა. ვგრძნობდი, როგორი ცეცხლმოკიდებული თვალებით მიყურებდა, თითქოს ჩემი სურვილით იწვოდა.
სიგარეტის ღერს მაწვდის და ზურგით ტრიალდება.
- ისე, რა უცნაურია ცხოვრება, არა? - უმისამართოდ ამბობს სიტყვებს.
- დამთხვევებზე ამბობ? - ვიცინი.
- დამთხვევები არ არსებობს, ლიზა - ჩემკენ ნელა ტრიალდება, ნაფაზს არტყამს და აგრძელებს - მე ვერ ჩავთვლი იმ ყველაფერს დამთხვევად, რომ გოგო, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, ჩემ გვერდით დგას.
- და, აბა , რას დაარქმევ ამ ყველაფერს? - დაბნეული ვპასუხობ.
- მე ვერ დავარქმევ, ერთად უნდა დავარქვათ , ლიზ - თვალებში მიყურებს და ჩემკენ მოდის.
- მგონი, საკმარისად მთვრალი ვარ და სახლში უნდა წავიდე. - ვიბნევი
- ჰო, წავიდეთ, მე წაგიყვან.
- წამოდი ჯერ, შეყვარებულებს დავხედოთ - ვიცინი.
შიგნით შევდივართ და ვხედავთ, რომ რატი და თამარა უკვე წასულები არიან.
- როგორც ჩანს, მათაც ეჩქარებოდათ. - მიღიმის და თვალს მიკრავს.

ჩემს სადარბაზოსთან ვიყავით მისი მანქანით გაჩერებულები.
სიჩუმე
და მხოლოდ გულისცემის ხმა
იცოდა რაც მჭირდებოდა ახლა ყველაზე მეტად.
თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა. იმდენ რამეს ვხედავდი, მის თვალებში.
- სად იყავი ამდენი ხანი, სანამ მამაჩემის ამბავი არ მოხდა, რომ არ გამოჩნდი? - ვარღვევ სიჩუმეს.
- დაჭერილი ვიყავი, ლიზა. ბევრ ცუდ საქმეში მქონდა ფეხი ჩადგმული. ციხიდან რომ გამოვედი, საზღვარგარეთ წავედი, ჩემი ოჯახი იქ არის. აქ მარტო მე და მამაჩემი ვართ.
- ვიცი, რომ იმაზე ბევრად ცუდად იყო საქმე, ვიდრე მომიყევი. არც კი ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს შენი ცხოვრების წესზე, რა უნდა გითხრა. - თვალები მიწყლიანდება.
- ლიზა, მომისმინე. შენ ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ვარ და რას ვაკეთებ ცხოვრებაში. არ მინდა, ისეთი გადაწყვეტილება მივიღო ან მიგაღებინო, რაც ცხოვრებას შეგიცვლის და ამოგიტრიალებს. იმის მერე, რაც გაგიცანი, ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, რომ ძალიან მომწონდი. მერე, როცა ციხიდან გამოვედი მინდოდა მოვსულიყავი და უფრო ახლოს გამეცანი მაგრამ მითხრეს, რომ ურთიერთობაში იყავი და თავი შევიკავე. არ მინდოდა, ჩემი ბავშვური საქციელის გამო ცხოვრება აგრეოდა. ახლა, როცა ამდენი რამ მოხდა შენს თავს, როცა ვიცი როგორ მენდობი, თავს ვერ ვაძლევ იმის უფლებას, რომ უფსკრულში გადაგიყოლო. მე ისევ იმ ჭაობში ვარ, აქედან ამოსვლა ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელი. გთხოვ, გამიგე. - ხელს ხელზე მადებს.
პასუხს ვერ ვცემდი. იმასაც კი ვერ ვიაზრებდი, საბოლოოდ რა უნდოდა ჩემიდან. უხმოდ გავაღე კარი და გადმოვედი.
სახლში ავედი და ოთახში ტირილით შევედი.


***
რამდენიმე კვირა ისე გავიდა, რომ არც ლუკა გამოჩენილა და არც საბა. თამარა მის ბიჭთან იყო და ჩვენი ზაფხულის გეგმებიც წყალში ჩაიყარა. ეტყობოდათ, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და მათს ურთიერთობაში მე არ ვერეოდი.
სამსახურიდან ვაკანსია მოვიდა და მაშინვე გავედი, სადაც დამამტკიცეს. ძალიან მიხაროდა, ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობა იყო, სადაც ჩემს თავს ვიპოვიდი.

სამსახურში გასასვლელად ვემზადებოდი. საათი 9:20 უჩვენებდა, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა.
- გისმენ, ნინა, ხომ ყველაფერი კარგად არის?
- ლიზა, ვიღაც ბიჭი მოვიდა. შენ გკითხულობდა. მე ვუთხარი ჯერ არ მოსულა თქო.
- ვინ ბიჭი, ნინა, რა ერქვა არ იცი?
- კი, ვატო ერქვა.
- ვატო? და რა მინდაო, ნინა?
- ნომერი დამიტოვა და მითხრა, რომ აუცილებელი საქმე ჰქონდა და დაგერეკა.
- კარგი, ნინა. მოვალ 20 წუთში.
მთელი გზა ვფიქრობდი ვინ იყო ვატო, რა უნდოდა ჩემიდან. იქნებ, ის ბიჭი იყო, ვის გამოც მამაჩემი მოკლეს. შიშმა შემიპყრო.

სამსახურში როგორც მივედი, ნომერი გამოვართვი ნინას. გადავწყვიტე დამერეკა, რადგან თუ არ გავიგებდი ვინ იყო, კიდევ მოვიდოდა აქ და საფრთხეს მარტო მე არ შემიქმნიდა.
ბევრი ყოყმანის შემდეგ დავრეკე.
- გისმენთ? - მპასუხობს შუახნის მამაკაცი
- გამარჯობა, ლიზა ვარ, თქვენი ნომერი დაგიტოვიათ ჩემს სამსახურში.
- ლიზა, ლუკა თოდუას მეგობარი ვარ, საქმე მაქვს შენთან. თუ შეგიძლია, სამსახურის მერე შემხვდი.
- ლუკამ იცის, რომ ჩემი ნახვა გინდათ?
- ლუკას ეხება საქმე, ლიზა.
ყურმილს ვკიდებ.
რა სჭირს ლუკას, სად არის.. ფიქრები ამერია

სამსახური რომ დავამთავრე გადავურეკე ვატოს და ხალხმრავალ ადგილას ვთხოვე შეხვედრა. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე არავის გაუკვირდებოდა რატომ ვქენი ეს.

კაფეში შემოდის შუახნის მაღალი მამაკაცი, თითქოს მისთვის ეს ადგილი არაკომფორტულია.
ხელს მართმევს და ჩემ წინ ჯდება
- გამარჯობა, ლიზა.
- გამარჯობა - ვაკვირდები
- მოკლედ, არ მინდა დიდი დრო წაგართვა, რთულია ამის თქმა ჩემთვის, მაგრამ უნდა იცოდე.
- რა ხდება, მითხარით.
ეტყობოდა, როგორ უჭირდა ამ სიტყვების თქმა.
- ლუკა დაჭრეს.
სული შემეძრა
ტკივილის ხმა მესმოდა ყურებში
- სად არის ახლა?
- სავადმყოფოში წევს. არ ვიცით, თვალს გაახელს თუ არა, ძალიან რთულია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ უნდა გცოდნოდა. მე ყველაფერს მიყვებოდა ლუკინო, ვიცი, რამდენს ნიშნავ მისთვის. თუ გინდა, შემიძლია სანახავად წაგიყვანო. არავის უშვებენ, მაგრამ შენთვის ვიზამ რამეს.
- რა თქმა უნდა, მინდა ნახვა. ვინ დაჭრა, რა უნდოდათ?
- წამოდი, ლიზა. მაგას ვარკვევთ, მაგრამ გპირდები, როგორც გავიგებ, ვინ გააკეთა ეს, სიკვდილს მოვანატრებ. - ამღვრეული თვალები ჰქონდა.
მანქანაში ჩავჯექი და მის სანახავად მივდიოდი.
წამები საუკუნეებივით იწელებოდა
როდის
როდის დამთავრდებოდა ეს ყველაფერი
როდის მექნებოდა მშვიდი ცხოვრება
ნუთუ ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით სულ სხვა იყო, ვინმეს რამეს უშავებდა და საბაბს აძლევდა ცუდად მოქცეოდნენ.
“თვალს გაახელს თუ არა”
სულში გამიჯდა ეს სიტყვები. ახლა ამერია გრძნობები ერთმანეთში.
რატომ, რატომ მაინც და მაინც მე.
ღმერთო, თუ სადმე ხარ და მისმენ, გთხოვ, გადაარჩინე ის.


საავადმყოფოში რომ შევედი, მრავალი უცხო სახე დავლანდე. ფოიეში უამრავი ხალხი ირეოდა.
ერთ მხარეს სოლიდურად გამოწყობილი
მამაკაცები იდგნენ, მეორე მხარეს ალბათ ლუკას ძმაკაცები.
ყველა მე მიყურებდა. არ ვიცი, რა იცოდნენ ჩემზე.
- ლიზა - ვატო მადებს მხარზე ხელს - სულ რამდენიმე წუთი მჭირდება და შევიყვან, აუცილებლად განახებ მას.
თავს ჩუმად ვუქნევ და იქვე, კუთხეში ვიმუხლები. ნუთუ, სიცოცხლე აქ უნდა დაესრულებინა. ნუთუ ღმერთი იმას დაუშვებდა, რომ ვიღაცისთვის უფლება მიეცა ამხელა ცოდვაში ჩაედგა ფეხი.

დრო იმაზე მეტად იწელებოდა, ვიდრე ოდესმე.
უშენობა მტკიოდა
ვგრძნობდი, რომ გჭირდებოდი, ლუ
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, იქნებ შენ ჩემში იპოვე გამოსავალი და მე არ მოგეცი უფლება, გამოსწორებულიყავი. იქნებ ჩემთან უკეთესი უნდა გამხდარიყავი..
თუნდაც ერთი წამით დაგინახო, შეგეხო და ისევ ვიგრძნო შენი ხელების სითბო.
- ლიზა - ფიქრებიდან ვატოს გამოვყავარ. - წამოდი.

შენი პალატისკენ მოვდიოდი ნელი ნაბიჯებით. თითქოს მეშინოდა, რომ ბოლოჯერ გნახულობდი. მედდამ მომაცილა კარამდე და მთხოვა, დიდხანს არ გავჩერებულიყავი.
მახსოვს შენი დარდიანი სახე, მაგრამ არ მახსოვს როგორ მოგიახლოვდი.
ხელები თბილი გქონდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც გქონდა ხოლმე.
წვერი ოდნავ მოგზრდოდა, თმა ისევ ისე, როგორც მე მიყვარდა.
გულზე დაგადე თავი, ისევ მინდოდა შენი გულისცემა მეგრძნო. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი რომ გრძნობდი ჩემ შეხებას.
- გთხოვ, გაიღვიძე - გეჩურჩულებოდი.
- იცი, რამდენი ხალხი გელოდება გარეთ. მალე დამიბრუნდი… - ცრემლებით გისველებდი გულმკერდს.
- ნეტა გესმოდეს და გრძნობდე, რომ აქ ვარ. უშენობა ახლა ვიგრძენი. როცა გეხები, გესაუბრები მაგრამ პასუხს არ მცემ. არ მინდა, დაგკარგო. ჩემი დაცარიელებული ცხოვრება შენ აავსე და ამას ახლა ვხვდები. - სახეზე გეფერები.
- გთხოვ, გაიღვიძე, ლუკა. გპირდები, შენთან ვიქნები. არაფერი მინდა შენ გარეშე. ვიცი, რომ აუცილებლად მოხვალ გონს და შემდეგ წამით აღარ მოგშორდები, გესმის? - ვხვდებოდი, რომ ემოციებს ვეღარ ვიკავებდი. შუბლზე კოცნას გიტოვებ და გამოვდივარ შენი პალატიდან.

ნუთუ ოდესმე იმ ბედნიერებას ვიგრძნობ, როცა ფილტვებში შიში აღარ შემეპარება. როცა გავიღვიძებ და მეცოდინება, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება. მეცოდინება, რომ შენ ცოცხალი ხარ.
შევძლებ, ვიყო თავისუფალი და არ მეშინოდეს ტყვეობის?!
ნეტა, ოდესმე მე და შენ ჩვენ ვიქნებით? იქნებ შეგვიძლია გვქონდეს სახლი, სადაც ვიცხოვრებთ.
ვერ ვხვდები, საიდან მოვიდა ეს უცნაური გრძნობა, რომელსაც ახლა ვგრძნობ.
ალბათ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი იმაში, რომ მიყვარდი და ახლა, როცა ვიცი, რომ შეიძლება სამუდამოდ დაგკარგო, ვგრძნობ, რომ სიგიჟემდე ვარ შენზე შეყვარებული. ნეტა, შენ რას ფიქრობ, თოდუა.
ქაოსი მქონდა - გრძნობების, ფიქრების, ემოციების, შფოთვების.

იმდენ ხალხში მხოლოდ ვატოს სახეს ვარჩევ და ვთხოვ, რომ სახლში წამიყვანოს.
მანქანაში ვისხედით და ჩემი სახლის გზას მივუყვებოდით, სიჩუმე რომ გაარღვია.
- გიყვარს, შენც ძალიან გიყვარს ის. - იღიმის.
- მე ც? - ცრემლებს ვიწმენდ და მისკენ ვტრიალდები.
- ლიზა, ლუკა ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია წარმოდგენა. წეღანაც გითხარი, რომ ყველაფერს მიყვებოდა. ვიცოდი რა სწყინდა, რა უხაროდა. ვისთან გრძნობდა თავს კარგად. ეს ადამიანი შენ იყავი. ბევრჯერ ვუთხარი რომ აეხსნა შენთვის ყველაფერი. ხშირად მოვყავდი შენს სახლთან საღამოობით და გელოდებოდა, როდის შეხვიდოდი სახლში, რომ ასე მაინც დაენახე. აივანზე რომ გამოდიოდი გამთენიისას, ის მოპირდაპირე კორპუსიდან გიყურებდა. - მიყურებს. - არც კი იცი, რომ შენს წინ ცხოვრობს, ჰო? საქართველოში რომ ჩამოვიდა, აქ იყიდა ბინა. არ ვიცი, დაემთხვა, თუ შენ გამო გააკეთა ეს.
- დამთხვევები არ არსებობს. - ვიღიმი.
- მართალია, ამას ამბობდა სულ. - ვატოც იღიმის და ისევ ჩუმად მივუყვებით გზას.


მეორე დღეს მირეკავს, რომ ლუკა გონს მოვიდა. სასწრაფოდ გავემზადე და წავედი.
მანქანაში რომ ჩავჯექი, ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. თამარას გამოგზავნილი სტატია იყო სათაურით:
“კანონიერი ქურდი გიორგი თოდუას შვილი, ასევე კანონიერი ქურდი ლუკა თოდუა დაჭრეს. ის გადაყვანილ იქნა კლინიკა “ვივამედში”. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდიან მის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ავტორიტეტები. თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.”
- ვატო, მთელი საქართველო ლუკაზე საუბრობს. მისი ადგილსამყოფელიც კი გაარკვიეს ჟურნალისტებმა და ყველაფერი გამოაქვეყნეს.
- ვიცი, ლიზა. ეს ამბავი ვერ დაიმალებოდა. ახლა ყველანაირად ვეცდები, შენ ისე შეგიყვანო, რომ ვერავინ გაიგოს. არ მინდა, შენზე რამე ცუდი დაწერონ.

ერთ საათში უკვე ფოიეს მივუყვებოდი. ერთი სული მქონდა, შენს პალატამდე მოვსულიყავი და მენახე.
მჭირდებოდი, იმაზე მეტად მჭირდებოდი, ვიდრე ოდესმე.

პალატაში რომ შევედი, დავინახე როგორ იყურებოდა ფანჯრისკენ, თითქოს უსასრულობაში იყურებოდა. თავს მხოლოდ მაშინ ატრიალებს როცა კარის ხმა ესმის.
ვუახლოვდები და უხმოდ ვეხუტები.
ისევ ვგრძნობ მის გულისცემას, იმ თბილ ხელებს, ძალიან რომ მიყვარდა.
- ძალიან განერვიულე ხო? - თავზე მეფერება.
- მთავარია გაიღვიძე, მთავარია ახლა აქ ხარ. - ხელზე ვეფერებოდი. - გთხოვ, ასე აღარასდროს აღარ მანერვიულო. არ მინდა, ოდესმე დავუშვა რომ დაგკარგავ. - ცრემლები მომდიოდა.
- მალე დასრულდება ყველაფერი, პრინცესა. ამაზე ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ. ჩემთან ხარ, ჩემი ხელი გიჭირავს და შენთან ყოფნას მთხოვ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვნატრობდი, ლიზ. - ხელზე მკოცნის.
ასე ჩახუტებულები ვიყავით რამდენიმე წუთი, მედდამ კარი რომ გააღო და მითხრა, რომ ნახვის საათი ამოიწურა.
- მალე დამიბრუნდი. - ლოყაზე ვკოცნი და გავდივარ.

ფოიეში ვატო მელოდება. ის ის იყო, გარეთ უნდა გავსულიყავით, ვიღაც ქალმა შვილის სახელი რომ ამოიტირა.
უცნაურია ცხოვრება. იქ, სადაც ერთი ადამიანის სიცოცხლე დასრულდა, მეორე ადამიანს კვლავ მიეცა შანსი, ცხოვრება გაეგრძელებინა. ჩვენ კი, ადამიანები, ხშირად ვერ ვაფასებთ ამას და გრძნობებს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენი ნამდვილი “მე” გვანახონ….




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent