მწვანე ლაქა ( თავი 5 )
5 ვაჟა თითქმის ერთი საათია ამ უაზრო წვეულებაზე ვარ, ბარში ვზივარ და ვისკს ვსვავ, რა მოსაბეზრებლად ხმაურობენ ეს ბავშვები, რატომ ვიტან ამ ხმაურს ჩემი თავისაც მიკვირს, ეს ერთი საათია ამ პატარა გოგოების მზერა მაწუხებს, მხოლოდ მზერა რომ ჰქონდეთ შემაწუხებელი რა უშავს, ამეკიდა ერთი გოგო თავიდან ვერ ვიცილებ, თამთა ჰქვია თუ თაკო, სახელსაც ვერ ვიხსენებ. რამდენჯერმე ეცადა კალთაშიც ჩამჯდომოდა, დროულად გამოვერიდე და ბარის შიდა მხარეს, სასმელების მხარეს ჩამოვჯექი. იმედია შორიდან არ ვჩანვარ. პატარა ბავშივით ვიმალები, მეცინება ჩემს თავზე... - ბარმენს ხელს უშლი მომსახურეობაში ხალხის, გამოდი მანდედან. სიცილის ვერ იკავებდა გოგა. - რა ჯიშის ახალგაზრდები არიან ბიჭო გაგიჟდება კაცი, გოგოს ან ქალს თავშეკავება ხომ უნდა ჰქონდეს. კინაღამ კალთაში ჩამიხტა. თავით მივანიშნე უკვე კარგად მთვრალ თაკოზე თუ თამთაზე, ვინც არის. - მგონი შენი გეგმის ობიექტი მართლა არ მოვა. რა უცნაური გოგოა. - ეგეთი პირი უჩანს. თვითონ კი მითხრა არ მოვალო მაგრამ არ დავიჯერე თურმე არ ხუმრობდა. . . მობილური ამოვიღე და ხატიას შეტყობინება გავუგზავნე, თუ ნამდვილად არ აპირებდა მოსვლას ამ უაზრო წვეულებაზე ნამდვილად აღარ ვაპირებდი გაჩერებას, ბათუმში კაზინოში ისედაც საქმე მქონდა მოსაგვარებელი, გზაში ისედაც დიდი დრო დამჭირდებოდა ჩასასვლელად. შეტყობინებაზე პასუხი უცბათ დამიბრუნა. ხატია: - ჩემდა სამწუხაროდ მოვდივარ. მისგან გამოგზავნილი შეტყობინება ჩემდა უნებურად ღიმილით წავიკითხე, რაც გოგას არ გამოპარვია. - რაო რა გითხრა მოდის? - ვინ? - ვინ და დავით რატიანის შვილი. ამ სახელის და გვარის გაგონებაზე სახე დამეღრიცა ზიზღით, ასეთ ნაბიჭვარს ასეთი კარგი შვილი როგორ გამოუვიდა მეც მიკვირს, ნეტავ თუ იცის მისმა ერთადერთმა შვილმა ფული როგორ იშოვა მამამისმა. - მოდის, შეხედულება მრჩება რომ აქ მოსვლას აძალებენ. - პატარა ბავშვივითაა, იქნებ დაფიქრდე ღირს მაგ გოგოს ამ საქმეში გარევა? - ბოლო ბოლო მამამისის შვილია და მისი საქმის გამგრძელებელია. - შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი ვაჟა, პირდაპირ მამამისს გაუსწორდი, გოგო არ გარიო თქვენს საქმეში. ვხვდები გინდა რომ შური იძიო მაგრამ უცოდველი ადამიანის გამოყენება არაკაცური საქციელია. - დავით რატიანს ელაპარაკე და აუხსენი რა არის კაცობა! გამწარებულმა გამოვცარი კბილებში. - ერთადერთი საყვარელი ადამიანი მის გამო დავკარდე, თვითონაც დაკარგავს ერთადერთ შვილს. - დავითის ბინძურ საქმეებში ჩათრევა კარგი გადაწყვეტილება იყო მაგრამ ხატია ამ სამყაროში არ ჩააგდო, ინანებ იცოდე, ხატიას ჩვენს ბინძურ საქმეებში ჩათრევით საბრთხეს შეუქმნი, შენი პარტნიორობის გამო დავითს უკვე ბევრი მტერი დაუგროვდა სულ რაღაც ერთ წელში, გოგოს გაგლეჯენ ეგ ნაბიჭვრების ხროვა, შენც კარგად იცი ოჯახი შორს ყავს ამ საქმეებისგან. - თავგზას ნუ მიბნევ საათივით აეწყო ჩემი გეგმა. - თვგზას არ გიბნევ, ინანებ ვაჟა. - დავით რატიანმა რატომ არ ინანა თავისი საქციელი, პირიქით ბიზნესმენიც გახდა. - იქნებ ოჯახით დააშანტაჟეს? ხომ არ ვიცით, კახას ეჭვები აქვს ისედაც, მთხოვა ხელი შემეშალა შენთვის ამ საქმეში დროებით, მანამ სანამ ყველაფერს კარგად არ გაარკვევს, იქნებ კახას დაელაპარაკო. - რაში ეპარება ეჭვი? დედაჩემი მამაჩემის და ბიძაჩემის გამო სასიკვდილოდ რომ დაჭრეს, თუ იმაში რომ ნაბიჭვარმა რატიანმა ოპერაციაზე არასტერილური ხელსაწყო რომ იხმარა და დააჩქარა დედაჩემის სიკვდილი?! მათი მკვლელები ყველა დავსაჯეთ, არც ერთზე არ ჰქონია ეჭვი, რატიანს რათ იცოდებს? იქნებ ხატიას თვალი დაადგა, ლექტორიც ყოფილა მისი. ისედაც გაღიზიანებულს ამ ფიქრმა უარესი სიბრაზე მომრია, ნუთუ კახას ხატიას მიმართ რამე გრძნობა გააჩნია. ხატია რას ფიქრობს ნეტა მასზე, ხომ მითხრა კახას ლექციების გამო დავდივარ უნივერსიტეტშიო. თუ ასეა ჩემი ხელით გავუსწორდები ჩემს ნაბიჭვარ ბიძაშვილს. რადგან ჩემი აზრი იცის და ჩემი გეგმაც, უფრო მეტი ამ გეგმის თანამოაზირეა. გოგა ჩემი სახის გამომეტყველებაზე და ზედიზედ რამდენიმე ჭიქის შეუსვენებლივ გადაკვრაზე მიხვდა სად წავედი ფიქრებით და ჩემი დამშვიდება სცადა. - უაზრო ეჭვებს ნუ აყევი, გოგო ისედაც არაკომუნიკაბელურია. - კახა ლექტორია მერე მისი. - მერე რა, ან მერე შენ მაგით რა? შენხომ ტვინით მოქმედებ და არა გულით, რის გამოა ეს ეჭვები? - როგორ თუ რა. კახას ხატიას მიმართ თუ რამე გრძნობა გააჩნია ან ხატიას მის მიმართ ორივეს ჩემებური გზით გავუსწორდები. - სისულელეები მოგდის თავში აზრად თუ ხვდები. მსგავსი არაფერი არაა, უბრალო კახას შეეკითხე, დედაშენის ოპერაციის დღეს რატიანის ცოლშვილი ავარიაში მოყვა. ამიტომ გეუბნევი სიმართლე სხვა რამე არ აღმოჩნდეს და შენ ამით შენ თავს არ გაუთხარო საფლავი. - გინდაც დაეშანტაჟებინათ რატიანი შედეგი ხომ იგივეა ხომ მაინც შემოიკლა ხელზე დედაჩემი. ნუ ცდილობ ეჭვები გამიჩინო, ეს დედანატირები შენნაირი მანიპულატორი ადამიანი არ მეგულება. 5 წუთში ჩემი ჭკუიდან გადაყვანაც შეძელი და ტვინში შემოძრომაც შენი ჩახლართული აზრებით. - მე გირჩევ დაფიქრდე ძმაო, ბოლოს რომ არ ინანო. ვისკის ჭიქა პირთან მიიტანა და ახლად მოსულ ხატიაზე მიმანიშნა თვალებით, რომელიც რა დროს მოვიდა ვერ შევამჩნიე, თვითონაც ვერ შეგვამჩნია რადგან თავის მამიდაშვილს და მის მეგობარს ელაპარაკებოდა რომელიც ცოტახნის უკან ჩემს კალთაში ჩაჯდომს ცდილობდა, მგონი ორივე საკმარისად იყო ნასვამი, რადგან ფეხზე დგომა უჭირდათ. ხატია ჩვენგან ზურგ შექცევით იდგა. პირველი რაც თვალში მომხვდა მისი თმა იყო, ფანქრით აწეულ თმას არ ემჩნეოდა ამ სიგრძე თუ იყო, წელამდე ჰქონდა თითქმის, შავ და მბზინვარე თმას ისე მოხდენილად ატარებდა ეს გოგო აჰ... - ნეტავ თუ ხვდება. ჩავილაპარაკე ჩემთვის. თუმცა გოგას მახვილ ყურს რა გამოეპარება. თვალებში ეშმაკურად შემომხედა ვისკის ერთი ყლუპი მოსვა და შემდეგ ხატიასკენ გაიხედა, აღფრთოვანებული გამომეტყველებით . მისი სახის დანახვაზე ბრაზმა თავიდან ფეხებამდე დამიარა, ცოტაც მაკლია თავპირი რომ არ გავუერთიანო. - თვითონ წარმოდგენაც არ აქვს ისეთი ლამაზია, ეშმაკუირი ღიმილით შემომხედა სახეში გოგამ და თვალი ჩამიკრა. - შენი ბინძური თვალები ხატიასკენ მეორეთი აღარ მიაბრუნო. ვუთხარი , გაბრაზებული გამოვედი ბარიდან და ხატიას მიმართულებით გავემართე, ზურგს უკან გოგას ხმამაღალი სიცილი მესმოდა. ჩემს ნერვებზე როგორც საკრავზე ისე თამაშობდა. ხატია წვეულებაზე თითქმის ორი სააათის დაგვიანებით მივედი, 20- ზე მეტი სტუმარი მაინც ჰყავდა თინას, თითქმის ყველა ნასვამი იყო, ღმერთო ამ სასმელში რას პოულობს ეს ახალგაზრდობა, ან ამ ხმამაღალ კლუბურ მუსიკებში, 5 წუთია რაც ფეხი შემოვდგი და უკვე გასაქცევ ადგილს ვეძებ, რომ არა ორკვირიანი მოგზაურობა აქ ვერანაირი ძალა და ვერავინ მომიყვანდა, მძულს ხალხმრავალი წვეულებები, მითუმეტეს ამდენი უცხო ადამიანი როცაა, ვერც ერთს ვერ ვცნობ თინას მეგობრებიდან თამთს, ნიტას და მაკას გარდა. სამივე საშინლად მთვრალი ჩანს. როგორც იქნა თინას მხედველობის ობიექტი გავხდი და ნება იბოძა ჩემსკენ წამოსულიყო, თინას თამთაც უკან გამოჰყვა. - ოოო, ბიძაშვილო შენზე ძალიან ნაწყენი ვარ, მითხარი თამარმა რითი გაიძულა აქ მოსვლა თან ასე გამოპრანჭულს? - ორკვირიან საგზურს დამპირდაა, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. გაეცინა, გადამეხვია და გულში ჩამიხუტა, მიუხედავად ყველაფრისა თინა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, გულში მის მიმართ წყენას ვერ ვიჩერებ ვერც ის ჩემს მიმართ, მხოლოდ პატარა კამათი გვახასიათებს ისიც იშვიათად. - მიხარია რომ მოხვედი, ძალიან ლამაზი ხარ. ხელზე ხელი მომკიდა და დამატრიალა. - ფრთხილად ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია წავიქცევი. - იცოდე თუგინდა რომ გაპატიო შენთან ერთად მეც უნდა წამიყვანო. - თანახმა ვარ. სიცილით ვუთხარი მეც. - მეც წამოვალ თქვენთან ერთად გოგოებო. გამოგვეპასუხა თამთა - მაპატიე ლიმიტი მხოლოდ თინასთვისაა. ისიც დღევანდელი საჩუქარია, ყალბი ღიმილით დავეპასუხე თამთას, ესეც იყოს ჩვენი ძვირფასი მეგობარი ჩვენთნ ერთად რომ ნებავს წამოსვლა, თინასი შეიძლება თორემ ჩემთან მეგობრობა იქით იყოს მისალმებასაც კი ვარიდებ თავს, ამ გოგოს ვერანაირად ვერ ვუგებ, თინა როგორ მეგობრობს ჯერ კიდევ მიკვირს. ფიქრებიდან მხარზე შეხებამ გამომარკვია, მივიხედე ჩემს წინ ვაჟა იდგა. თავიდან ბოლომდე შემათვალიერა, ტუჩების მარცხენა მხარე ჩუტყდა, თითქოს ცდილობდა ღიმილზე გაემარჯვა. - დღევანდელ წვეულებას შენი სილამაზე აკლდა ხატია თურმე. მის ნათქვამზე შემრცხვა თავი დაბლა დავხარე აწითლებული ლოყები რომ დამემალა. რომ არაფერი ვუპასუხე და შემატყო შემრცხვა ცბიერი ღიმილით, თითქოს ამითი ერთობაო ისევ განაგრძო ჩემი უხერხულმდგომარეობაში ჩაყენება. - შენი აწითლებული ლოყები აქაურობისთვის შეუფერებელია. ხმამაღლა დაიწყო სიცილი, შემდეგ ნიკაპზე ნაზად მომიჭირა ხელი და თვი მაღლა ამაწევინა, თვალი თვალში გამიყარა და კიდევ ერთი კონპლიმენტით შემამკო. - ძალიან ლამაზად გამოიყურები... განსხვავებულად. ისე მიყურებს თითქოს უნდა მისი თვალებით დავინახო ჩემი თავი, ის კი არ იცის რომ მის თვალებში გზა აბნეული მგზავრივით ვიკარგებოდი, ჩემდა გასაკვირვად დაკარგულს გზის პოვნაც არ მინდოდა, რადგან მის თვალებში ჩემთვის სიმშვიდე იყო, რაღაც იყო, ჩემთვის შეუცნობი რაც დაკარგვისკენ მიბიძგებდა. - კონპლიმენტზე მადლობას იხდიან სულ მინიმუმ ძვირფასო. თამთას ხმამ ორივე მოგვწყვიტა ერთმანეთის თვალებს. - თქვენ კაცები კი ყოველთვის არასწორი მისამართით ამბობთ კონპლიმენტს. ახლა ვაჟას მიუბრუნდა, ვაჟას სახეზე არანაირი გრძნობა არ იკითხებოდა, გაყინული მზერით უყურებდა თამთას. - კონპლიმენტის ადრესატი არ შემშლია არასდროს, ეს ერთი. მერე მეორე ჩემს ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან ქალბატონებს ყოველთვის ვანებივრებ კონპლიმენტით და მათგან მადლობას ამაზე არასდროს ველი. ღიმილით ჩემსკენ შემობრუნდა ვაჟა მხარზე ხელი მომხვია და მათგან მოშორებით ტერასაზე გამიყვანა. - ცოტა ჰაერი ჩავყლაპოთ. წასვლას ვაპირებდი შენ რომ მომწერე მის მერე გადავიფიქრე. - ნეტავ ჩემს გამო არ გაჩერებულიყავი და სიმშვიდე მეტად აღარ დაგერღვია შენი თავისთვის. ვუპასუხე დარცხვენით. - ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც შენ იყავი. ბოლოს კი დავიჯერე რომ არ მოხვიდოდი მაგრამ როგორც ჩანს მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. შემომცინა მაცდურად. - მართლა არ ვაპირებდი მოსვლას რომარა დედაჩემის წინადადება. - რა წინადადება? დაინტერესდაა ვაჟა. - ორკვირიან საგზურს დამპირდა, თუ მოვიდოდი. ვუთხარი სრული სერიოზულობით. მანკი უმოწყალოდ დაიწყო ხმამაღლა სიცილი, ნეტა თუ იცის მისი ხმამაღალი სიცილი რა სასიამოვნო მოსასმენია. - ასეთი რამე არ მინახია, პატარა ბავშვი მგონიხარ ხან, იმედია სერიოზულად არ ამბობ. - არა, სერიოზულად ვამბობ, მაგ პირობით მოვედი, იშვიათად მაძლევენ საზღვარგარეთ წასვლის ნებართვას მეკიდევ მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ამიტომ უარი ვერ ვუთხარი, ნამდვილად მაცდური შეთვაზება გამიკეთა დედაჩემმა, რადგან აქ ვარ. კიდევ ხელახლა გაისმა მისი სიცილის კი არა ახლა უფროსწორად ხმამაღალი ხარხარის ხმა, ცრემლების წამოსვლამდე იცინა, კიმაგრამ რა არის აქ ესეთი სასაცილო, უკვე ყურში ლამაზადაც აღარ მეჩვენება მისი სიცილი. ჩემს სახეზე წყენა რომ ამოიკითხა, თავს ძალა დაატანა რომ გაჩერებულიყო, ლოყებს შიგნიდან იკვნეტდა რომ აღარ გაეცინა. - მაპატიე, უბრალოდ ძალიან გამიკვირდა. თვალიდან სიცილით წამოსულ ცრემლებს იწმენდდა ხელით. - ხალხმრავლობა არ მიყვარს, ასეთ წვეულებებს ყოველთვის გავურბივარ, ამის გამო თამარისგან ბევრი საყვედური მიმიღია, უფრო მეტიც, სახლში როცა რამეს ვაშავებ წვეულებებზე სიარულით მსჯიან. ჩემს ბოლო ნათქვამზე უფრო ხმამაღლა დაიწყო სიცილი. -ამოისუნთქე რა დაგემართა შიგნიდან გიყურებდი ამდენი და ასე ბავშვობის მერე არ გიცინია. არსაიდან უცბათ გოგა გაჩნდა ჩვენს გვერდით - აქ რას აკეთებ? ახლა უკვე წყრომით იკითხა ვაჟამ. - ეს ადგილი ჩემია მინდა გითხრა. - შენი რომაა ვიცი აქ რას აკეთებ? რატომ ყურადღებას არ აქცევ წვეულების მსვლელობას? აშკარად არ სიამოვნებდა ვაჟას გოგას სიახლოვე. - ხატიასთან სალაპარაკო მაქვს. თუ შეიძლება ცოტახანი? ნებართვის აღებას ცდილობლა თითქოს ვაჟასგან გოგა. - რახდება, რაზე? რა საქმე გაქვს შენ ხატიასთან? სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა ვაჟა. - თუ რამე სალაპარაკო გაქვს აქვე უთხარი, ჩვენც მოვისმინოთ. გოგას ვაჟას გამოხტომებისგან მობეზრებულს გაჭინაურება და თემის გაწელვა აღარც უცდია, მომიბოდიშა, როგორც ჩანს ორიდღის უკანდელოი ხუმრობის გამო, რომელიც ნავთის წვეთივით იყო ჩემთვის. - რისთვის ებოდიშები? რა დააშავე? როგორც ჩანს ვაჟმ არ იცოდა, ამიტომ საშინლად გაბრაზებულა მკლავში უხეშად მოუჭირა ხელი გოგას და გვერძე გასწია. გოგამ მისი ხელი კლავიდან უხეშად მოიცილა. - რა გჭირს შენ დღეს? სასმლის გარდა მიიღე რამე? კბილებში გამოსცრა გოგამ ვაჟამ ჩემსკენ გამოიხედა, მეკიდევ სხეული ერთ ადგილზე გამეყინა, რას ნიშნავს სასმლის გარდა მიიღე რამე, ეს რამე რას ნიშნავს , ნუთუ რასაც ამბობენ მართალია, ნუთუ მართლა დამოკიდებულია ნარკოტიკზე. - სისულელეებს ნუ როშავ გოგა და რაზე ებოდიშები მითხარი. რა შეგეშალა მის წინაშე. - არაფერი შეშლია. გამოვეპასუხე მე რადგან არ მინდოდა ჩემს გამო ჩხუბი მოსვლოდათ. - პირიქით მე მაპატიე გოგა თინამ მთელი დღის განმავლობაში, ისეე იძალადა ჩემს ნერვებზე შენი პატარა ხუმრობა ჩემს ასაფეთქებლად საკმარისი იყო. ზედმეტად გაბუქებული გამოხტომა იყო ჩემი მხრიდან. - ხატი! თინამ დამიძახა ტერასის კართან მდგომმა. ჩვენთან ახლოს არ მოსულა. - ტორტი უნდა გავჭრათ, ერთი სურათი გადავიღოთ შ ერთად, თამარს გავუგზავნოთ. - მოვდივარ ახლავე. შემდეგ ბიჭებს მივუბრუნდი. - თქვენ? - ჩვენ შემოვალთ ეხლავე შედი შენ, მითხრა ვაჟამ და თვით მიმანიშნა კარისკენ. ფოტოც გადავიღეთ, თინამ სანთლებიც ჩააქრო, ამ დროის განმავლობაში თვალს მალ მალე ვაჟასი და გოგას მხარეს ვაპარებდი, საინტერესოა რას საუბრობენ, ორივე სერიოზული სახით განიხილავს რაღაცას, ჩემს მზერას ვაჟა იჭერს, გოგას მხარზე ხელს მეგობრულად ჰკრავს და ორივე შიგნით შემოდის. ვაჟა პირდაპირ ჩემსკენ მოდის. - გადაიღეთ ფოტო? თან ეშმაკურად იღიმის. თავი დავუქნიე დადებითი პასუხის ნიშნად. სიცილს უმატებს. - უეჭველი დედაშენს უნდა დაუმტკიცო რომ წვეულებაზე ნადვილად იყავი ხომ? მეც მეცინება განძრახვას მიგვიხვდა მე და თინას. - კი მართალი ხარ, აი ნახე თინმამ ინსტაგრამზეც კი ატვირთა რომ ენახა დედაჩემს, რადგან საგზური თინასაც ეხება დამამტკიცებელი " საბუთის" ქონა აუცილებელია. თან ფოტოს ვაჩენებდი თან ღიმილით ვესაუბრებოდი, ის კი მე მიყურებდა ხან თვალებში ხან ტუჩებზე თვალის მოუცილებლად. - რახანც დედას დაუმტკიცე აქ რომ მოხვედი, ხომ არ გავისეირნოთ სადმე სადაც შენ იტყვი,ცოტახნით მხოლოდ მე და შენ. - კარგი ოღონდ თინას გავაბრთხილებ. - მანქანით ხარ? - კი, რატომ მკითხე. - შენს მანქანასთან დაგელოდები. მალე მოდი. თავი დავუქნიე და თინასკენ წავედი. ვაჟასთან ერთად რომ ვაპირებდი წასვლას ვუთხარი, გავაბრთხილე დედაჩემი თუ დაურეკავდა არ ეთქვა რომ წვეულება დავტოვე მითუმეტეს ვაჟასთნ ერთდ. - კარგი ბიძაშვილო, უბრალოდ ტელეფონთან ყურადღებით იყავი. დანარჩენზე არ იდარდო. - შენკიდევ აღარ დალიო. - კარგი. თუ რამე მოხდა დაგირეკავ. შენც ანალოგიურად. თავი დავუქნიე და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებიც ჩავირბინე. გარეთ ჩემს მანქანაზე მიყუდებული ვაჟა მელოდებოდა. - საით აბა ? მკითხა ვაჟამ. - არვიცი აქვე გავისეირნოთ, თუნდაც ნარიყალას ქვემო ეზოში, წმ. ნიკოლოზის ტაძართან ახლოს პატარა საყვარელი კაფეა. - ყავა ჩემგან იყოს. მითხრა ვაჟამ. გვერდი გვერდ სეირნობით დავუყევით ქუჩს, კაფესთან მისასვლელად 10 წუთიც არ დაგვჭირდა. ჩვენს კუთვნილ ყავას ჩუმად ველოდებით. ქალაქმაც სიჩუმეში ფეხი აგვიწყო, ჩვენთან ერთად ისიც დუმს. დუმილი ისევ მიმტანმა დაარღვია ჩვენი შეკვეთა მაგიდაზე დაგვიტოვა და გაგვეცალა. - გოგა ორი დღის უკან მიმტანის თემაზე გამეხუმრა, მეკიდევ იმდღისით თინაზე საშინლად გაბრაზებულმა და დაღლილმა გოგაზე ვიყარე ჯავრი. მივუბრუნდი წეღანდელ თემას რადგან დარდად მქონდა, არ მინდოდა ჩემს გამო უთანხმოება ჰქონოდათ პატარაც კი. - ვიცი მითხრა. შენ გადაწყვიტე სად უნდა წახვიდე, დღევანდელი მოპოვებული საგზურით? შეცვალა სალაპარაკო თემა ვაჟამ. - არვიცი, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიაო დედამ, და ფიქრის პროცესში ვარ, სავარაუდოდ შვეიცარიაში. - კარგი არჩევანია, ულამაზესი ქვეყანააა. ორ კვირაში კი მოივლი მთელს ქვეყანას. - იმედია თინა კმაყოფილი დარჩება ბუნების დიდი მოყვარული არაა, მთიან ზონებს ვერ იტანს. მესტიაში ზედიზედ 1 კვირაც არ დარჩენილა არასდროს. - რომელი ქალაქიდან დაიწყებ ტურს? - ციურიხიდან ალბათ კარგ ტუროპერატორს ვნახავ და შევუთანხმებ დეტალებს. საუბარ საუბარში დროც გაგვეპარა, დედაჩემმა ორჯერ დამირეკა ზედიზედ, რათქმაუნდა არც ერთხელ ვუპასუხე. შემდეგ თინამ დამირეკა და მითხრა თამარმა ბრძანა ერთად დაბრუნდითო, შემითანხმდა რომ ჩვენი ვილის ჭიშკართან ახლოს დამელოდებოდა და ძაან არ დამეგვიანა მთხოვა. მანქანა გოგას რესტორანთან მქონდა დატოვილი ამიტომ ისევ უკან მოგვიწევდა დაბრუნება, კაფიდან წამოვედით, მაღალ ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ისე შემაწუხა გახდა გადავწყვიტე, კიდევ ცოტახანი ამ სატანჯველით ვეღარ ვივლიდი, ამდენს ვეღარ მოვითმენდი, ფეხსაცმლის შესაკრავების გასახსნელად რომ დავიხარე ვაჟამ გაკვირვებით შემომხედა და ჩემთან ერთად ისიც ჩაიმუხლა ჩემს წინ. - რა მოხდა? ფეხი იტკინე? - არა უბრალოდ, ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ძალიან შემაწუხა, ამეებს შევიხსნი და ფეხსაცმელს გავიხდი. - მე შეგიხსნი მაგეებს, წამოდექი შენ და მხარზე ჩამომეყრდენი რომ არ წაიქცე. ჩემს წინ ჩამუხლულმა კოჭებზე შემოხვეული ორივე ბასანოშკის თასმა შემხსნა და ჯერ ერთი შემდეგ მეორე ფეხიდან მშვიდი მოძრაობით გამხადა ორივე ფეხსაცმელი. ფეხზე წამოდგა ცალ მუხლთან გამტვრიანებული შარვალი ჩაიბერტყა,ჩემი ორივე ფეხსაცმელი ცალ ხელში მოიქცია, მხარზე ხელი მომხვია და ყველაზე საყვარელი გამომეტყველებით გამიღიმა. - დღეს ულამაზესი ხარ. გაურკვეველი გრძნობით მიყურებდა თვალებში. თავი დახარა და ლოყაზე მაკოცა, გაკვირვებაც არ მაცალა შემდეგ გულში ჩამიკრა, გული ისე მიცემდა თითქოს საგულედან ამოვარდნა სურდა. - შენს გულისცემას მეც კი ვგრძნობ. მითხრა მაცდური სიცილნარევი ხმით. - დამშვიდდი, დარწმუნებული ვარ ლოყები წითელი გაქვს. გულში უფრო მეტად და ძლიერად ჩამიკრა. თვითონ რაიცოდა, თუმცა მე ხომ ვიცოდი... ჩემთვის მამაკაცთან ასეთი სიახლოვეც კი პირველი იყო, პირველად ჩამიკრეს გულში, პირველად მომხვიეს ხელი, პირველად შემახეს ტუჩები ლოყაზეც კი და ყველაზე მთავარი პირველად მიცემდა გული ასე ძლიერ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.