შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი(მეთერთმეტე თავი)


7-02-2025, 22:42
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 847

    ამბობენ შეყვარებული ადამიანი, ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებს და ყველაფერი ძალიან ლამაზი ეჩვენება, განწყობაც საოცრად ეცვლება და გულში იმდენი სითბო და დადებითი ემოცია აქვს, სიტყვით გადმოცემა რომ შეუძლებელია, მისთვის სიცოცხლე მღერის იმ სიმღერას რაც უყვარს და ეძვირფასება. გინახავთ შეყვარებული ადამიანი? მე მინახავს, საოცრად ლამაზია, შიგნიდან ასხივებს სიკეთეს და თვალებიდან ვარსკვლავები უცინიან. სახე გაბადრულები დადიან ქალაქის ქუჩებში და გაგეხარდება რომ დაინახავ.

    ევა, ისედაც ხომ სიმშვიდის და სიკეთის განსახიერება იყო, თავისი ციმციმა, შემოდგომისფერი თვალებით და იმ დღის შემდეგ საერთოდ, შიოს ზარი რომ მიიღო. ვინ იცის დღეში რამდენჯერ ახსენდებოდა და გული გამალებით უცემდა. მომენატრეო როგორ არავის უთქვამს, მაგრამ ასეთი ნათქვამი, ასეთი სითბოთი და იმ ხმის ტემბრით რაც დადეშქელიანს ჰქონდა, არასდროს. რომ უსმენდა თვალწინ დაუდგა შიო, თითქოს დაინახა, როგორ ეტყოდა, როგორი სახე ექნებოდა, როგორი თვალები და ახლაც ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

     თურმე რამდენიც არ უნდა იძახო დაქორწინებას არ ვაპირებო და ყველასთან ამბობდე რომ თავს მშვენივრად გრძნობ მარტო, ერთ დღესაც გამოჩნდება შენი ადამიანი და თავს კონტროლს ვერ გაუწევ, როგორც არ უნდა ეცადო, წინააღმდეგობას ვერ გაუწევ თავს და ყველაზე მეტად მისი მონაწერი გაგაბედნიერებს და ფორიაქის ნაცვლად, სიმშვიდეს იგრძნობ რადგან იცი, შენი და მისი გრძნობები ერთნაირია და სანერვიულო აღარაფერია.

    შენ ალბათ ჯერ არ იცი, მაგრამ მე გეტყვი შიო დადეშქელიანმა ევა ბერიძის გული მოიგო და ახლა ისინი შეყვარებულები არიან. ამ ამბის შემდეგ უკვე რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ვიდრე ამის შესახებ მოგიყვებოდე, ჯერ ის უნდა გითხრა, რა გზა გაიარეს იმ სიმშვიდის საპოვნელად, რასაც ასე გაფაციცებით ვეძებთ ადამიანები.

                                                                 ***

მატჩის შემდეგ, შიომ კიდევ ერთხელ დაურეკა.

- გისმენ - დამძიმებული ჰქონდა ხმა - მოხდა რამე?

- არა - თავზე გადაისვა ხელი, ნერვიულობა დაეტყო.

- მაშინ რატომ დამირეკე? - მართლა უკვირდა, თუ არაფრის თქმას აპირებდა რაღატო დაურეკა?

- ახლა მაინც შემიძლია უმიზეზოდ დაგირეკო და მოგწერო. მაცადე რა... - გაეცინა თავის თავზე, აჟიტირებული იყო ნამდვილად.

- მერე იტყვი ბავშვი არ ვარო - დასცინა ქალმა.

- მელაპარაკე რა... შენი ხმაც კი მომენატრა ამ ორ თვეში - ჩაიცინა და საზურგეზე გადაწვა.

-  ეგრე ნუ ლაპარაკობ რა...

- რატო ევ?

- მეძინება... - დაამთქნა ბერიძემ და ოსტატურად აარიდა თავი კითხვას. დადეშქელიანმა დამშვიდობებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად გაუთიშა.. 

                                                                                 ***

საქართველოში ხომ ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ ფეხბურთი და შიოს თამაშებმა, უფრო მეტად აღუძრა ინტერესი ამ სპორტის, ქართველ გულშემატკივარს და არა მარტო მათ ფეხბურთის ყველა მოყვარულს და მათაც ვისაც ფეხბურთის არანაირი ინტერსი არ ჰქონიათ არასოდეს.

ტოპ გუნდში, რომ ქართველი გყავს და თან ასე საამაყო და გამორჩეული, როგორ გინდა გული სიხარულით არ ძგერდეს და ვინ იცის ამ სიხარულის აწონვა, რომ შეიძლებოდეს რამდენი იქნებოდა...

   სადაც არ უნდა წასულიყო ევა, ყველგან შიოს სახელი ესმოდა, მუდამ ნაკრების თამაშებს განიხილავდნენ, სულ მასზე ლაპარაკობდნენ, სულ აქებდნენ მისი თამაშის სტილს და როცა ასეთი დღეები იყო, უფრო მეტად უყვარდებოდა ჯერ თავისი ადამიანი და მერე ეს სპორტი.

თამაშის დროს, როცა დადეშქელიანს გოლი გაჰქონდა შეძახილები არ წყდებოდა თბილისში და ლივერპულის სტადიონი ზანზარებდა გულშემატკივრიების ოვაციებით.

   ყველგან სადაც, ფეხბურთი გულით უყვართ, გულშემატკივრობაც სხვანაირი იციან და  არაფერი შეედრება გულიდან წამოსული შეძახილების, სიმღერის ხმას და სიხარულის ცრემლებით გაბრწყინებულ თვალებს, რომელსაც დინამო არენაზეც ბევრს და ბევრჯერ ნახავთ და ლივერპულშიც.

საქართველოში დიდი ზეიმი იყო, განსაკუთრებით დინამო არენაზე, სადაც მატჩი რამდეიმე დღეში უნდა გამართულიყო. ყველა ბილეთი გაყიდული იყო და მთელი საქართველო ელოდა შაბათ საღამოს, რვა საათი შესრულებულიყო და დაწყილიყო თამაში, რომელიც ყველას აერთიანებდა დიდს, პატარას, ქალს და კაცს. ალბათ ერთ-ერთი იყო მატჩის დღე იმ დღეებს შორის როცა ყველა ერთიანდებოდა და აღარ აინტერესებდათ გუშინ ვინ ვის რას უთხრა, ცუდად მოექცა თუ სხვა დანარჩენი, ამ დროს ყველაფერ ფასეულზე ძვირფასი და ღირებული იყო მატჩი, რომელიც თბილისში მესხზე ან დინამო არენაზე იმართებოდა.

ფეხბურთელები უკვე საქართვლოში იყვნენ, მატჩის წინა ვარჯიშები ჰქონდათ და ერთი სული ჰქონდა შიოს ვარჯიში დაემთავრებინა და ევასთან წასულიყო, ისე მონატრებოდა ამ ორ თვეში, წამებს ითვლიდა, როდის ჩაიხუტებდა, არადა როგორ ეზარებოდა ფიზიკური კონტაქტი, მაქსიმუმ ხელი ჩამოერთმია ვინმესთვის და თანაგუნდელებსაც მხოლოდ მხარზე დაუტყაპუნებდა ხოლმე ხელს და ეგ იყო, ერთადერთი ვისაც ვერასოდეს ეუბნებოდა უარს ჩახუტებაზე ტიტე და მისი პატარა და თაია იყვნენ. 

                                                                     ***

- არ მომწონხარ, არ შემიძლია შიო - აჯავრებდა დადშქეილიანი და თან იხუტებდა ქალს, ისე მაგრად შემოხვია მკლავებია, ძვლების გატკაცუენების ხმა გაიგო ბერიძემ.

- არ მითქვამს მე ეგ და მორჩი - ცხვირი აიბზუა თუმცა არ გაბრაზებულა. ისეთ კარგ განწყობაზე იყო, ვერაფერი გააბრაზებდა ახლა. თავადაც მშვიდი ღიმილით შემოხვია მკლავები და გაირინდა, შიოს გულისცემას უსმენდა.

- ცუდად ხო არ ხარ? - რამდენიმე წამში ოდნავ წინ გაწია შიომ და სერიოზული სახით დააკვირდა - გული ისეთი სისწრაფით გიცემს... - გაეცინა ბოლოს და პატარა გოგოსავით ცხვირზე დაკრა თითი.

- გადი რა - გულზე მიაწვა ხელებით და მოიშორა. ოდნავ გაწითლდა სახეზე ქალი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, გული კი მართლა ისე გიჟივით უცემდა, ყურებში ესმოდა ხმა და ეგონა ცოტა ხანში დაყრუვდებოდა.

- კაი რა - ჩაიხუტა ისევ - ხომ იცი, იმის წვალება მიყვარს, ვინც მომწონს - გაიცინა და ლოყაზე აკოცა. - მომენატრე.

- მეც - თვალები დახუჭა და გაიღიმა. ბერიძის კორპუსთან იდგნენ, შიომ რომ მიწერა ქვემოთ გელოდები და ცოტა ხანს ჩამოირბინეო, ეს სიმშვიდის განსახირება ქალი, კისრისტეხვით დაეშვა კიბეზე და გული ამოვარდნას ჰქონდა სირბილისგან, მაგრამ დადეშქელიანი რომ დაინახა, წამში დაავიწყდა ყველაფერი და ისე სწრაფად გაჩნდა მის წინ თავადაც გაუკვირდა. მერე კი შიოს მკლავები, რომ იგრძნო და ვიდრე გაიაზრა უკვე ჩახუტებული ჰყავდა და ეს სიფრიფანა ქალი მის ფართო მხრებ ქვეშ არც კი ჩანდა.

- მეზობლები დაგვინახავენ და გიცნობენ - უთხრა და თავის განთავისუფლება სცადა. ჩახუტება არ უყვარდა ევას და მეზობლები მოიმიზეზა, თუმცა მერე რომ ფიქრობდა ისე კარგად არასოდეს უგრძვნია თავი, როგორც მაშინ შიოს რომ ეხუტებოდა, მის ხელებს რომ გრძნობდა წელზე.  

- არ მაინტერესებს - თქვა ჩუმად და უფრო მაგრად მოუჭირა მკლავები.

- ამ კულულებთან თამაში სულ მინდოდა - გაეცინა და თითებში შეათამაში ბერიძის მოკლე ხვეულები.

- მე კი ვერ ვიტან რომ მეხებიან თმაზე - ტანში უსიამოვნოდ გაცრა და გაეცინა.

- ძალიან არ მინდა ახლა შენი დატოვება, მაგრამ ისე მშია, მომიწევს წავიდე. - ამოიოხრა და კიდევ ერთხელ გადაუსვა თმაზე ხელი.

- მეც არ მიჭამია, წამო თუ გინდა - შესთავაზა ვიდრე გადაიფიქრებდა და ყოყმანი რომ შეატყო დაამატა - ფეხბურთელებზე არანაკლებ ჯანსაღად ვიკვებები - გაიცინა და წინ წავიდა. - მოდიხარ? - ისე დაუძახა არც მიუხედია უკან.

- კი - ჩაეცინა დადეშქელიანს და პატარა ბავშვივით აედევნა, მერე კი დაეწია და ძმაკაცივით გადახვია ხელი მხარზე და სიცილ-კისკისით აიარეს შვიდი სართული. შიო მაიმუნობდა, გულს გიჩქარებ და მაინც არ მეშვებიო ეუბნებოდა, არადა რეალურად შესანიშნავად ჩანდა ვინ ვერ ეშვებოდა.

ჭამის შემდეგ დიდ ხანს აღარ დარჩენილა, დილით ისევ ვარჯიში ჰქონდა და მერე უკვე მატჩი. ასეთი ხალისიანი ჯერ არ უნახავს, სულ მაიმუნობდა, ბერიძის ნერვებზე თამაშობდა და აშკარად მოთმინებაზე ამუშავებდა ქალს.

ზოგჯერ ისე შეხედავდა, ისეთ რამეს ეტყოდა თავადაც რომ უკვირდა, მიასთან ასეთი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და ახლა ხვდებოდა თურმე ნამდვილი სიყვარული, არ ყოფილა მია და თურმე მისი ადამიანი სულ სხვა ვინმე ყოფილა. ქალი, რომელსაც სევდიანი, შემოდგომისფერი თვალები და მოკლე მუქი წაბლისფერი თმა ჰქონდა. ენით აღუწერლად მიმაჩნია ის შეგრძნება, რასაც მაშინ განვიცდით ადამიანები, როცა იმ ერთადერთს, ჩვენს ადამიანს შევხვდებით. ასე გგონია მთებს გადადგამ, მის გამო თუ საჭირო გახდა, როცა გიყვარს, გინდა რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივიდეს და არა მარტო ის რასაც აკეთებ ან ამბობ, არამედ შინაგანი პიროვნებაც იცვლება. სიყვარული აკეთილშობილებსო უთქვამთ და ასეცაა, როცა გიყვარს, გული სიკეთით გაქვს სავსე და თავადაც სიკეთეს და ყოველივე კარგს ასხივებ.  

    დილით როგორც წესი, თავი მოიწესრიგა და უნივერსტიტეში წავიდა, დღეს ნაკლებად დატვირთული დღე ჰქონდა, მაგრამ ხვალ ჰქონდა სამაგიროდ ბევრი ლექცია, მათ შორის ორი გამოცდა და თან მატჩი იყო და ხომ უნდა მისულიყო სტადიონზე. არ იცის როგორ, მაგრამ ფეხბურთის მატჩის ბილეთი ნახა სამზარეულოს მაგიდაზე და სიხარულით ცას ეწია.

- მოგესალმებით - გაიღიმა აუდიტორიაში შესვლისას. - როგორ ხართ? - დღეს რადგან მხოლოდ სამი ლექცია ჰქონდა, კლასიკურად ეცვა, ქვედაბოლო, პერანგი და მაშიები. ნეტავ იცოდეთ, როგორ მოსწონდა ამ ფორმაში საკუთარი თავი, ყველაზე ლამაზი კლასიკურად გამოწყობილი იყო.

- გამარჯობა, თქვენ როგორ ხართ? - უპასუხა რამდენიმე სტუდენტმა, სხვები უბრალოდ ტელეფონში იყვნენ თავით გადავარდნილები და რაღაცას დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ.

- დღეს ვის ახსოვს რა უნდა ვისწავლოთ? - დასწრების სიას გადახედა პარალელურად.

- აიპი მისამართები - თქვა ყველაზე ბეჯითმა.

- მართალი ხარ, - დასწრების სია გადადო და საკითხის ახსნა დაიწყო. - აიპი მისამართები არის დაყოფილი კლასებად, არის ოთხი კლასი, რომელიც ძირითადად გამოიყენება და მეხუთე კლასი, რომელიც ექსპერიმენტული მიზნებისთვის არის. - ახალი საკითხის ახსნაში ისე გაეპარა დრო ვერც გაიგო როგორ მოვიდა შესვენების დრო და სტუდენდები გაუშვა.

- გისმენ თათა - უპასუხა აწკრიალებულ ტელეფონს.

- რას შვრები? - ქუჩაში იყო ვიღასათან ერთად.

- ლექციაზე ვარ, შესვენებაზე არის ბავშვები. - კარს გახედა, ათი წუთი მალე გაირბენს ხოლმე და არ უნდოდა სალექციო დრო მოეპარა.

- საღამოს ხომ მოდიხარ?

- კი, მანამდე ოღონდ სახლში უნდა შევიარო. - თვალი გაუშტერა ტელეფონს. - შენ ვისთან ერთად ხარ? - ვიდრე პასუხს გასცემდა თათა სტუდენტები აუდიტორიაში შევიდნენ და საღამოს შევხვდებითო სწრაფად დაემშვიდობა. საკუთარი ადგილი დაიკავა და მოულოდნელად ხმა მოესმა, ერთმანეთს ეკითხებოდნენ ვუთხრათ თუ არაო. მიხვდა მასზე იყო საუბარი და თავი აწია.

- რამის თქმა გინდათ? - გაუღიმა და დაელოდა ახალგაზრდების რეაქციას, რომლებმაც ერთმანეთს შეხედეს და აშკარად ვერ გადაეწყვიტათ რა ექნათ და საბოლოოდ ერთ-ერთმა თვალები დახუჭა ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონი ევას მხარეს შეაბრუნა. - ეს რა არის? - ფეხზე წამოდგა და ტელეფონს დახედა.

თავიდან ვერ მიხვდა რას უყურებდა, სიბნელში იყო გადაღებული, ორი ადამიანი ჩანდა როგორ ეხუტებოდა ერთამენთს, ვიდეო იყო და როცა ჩართო თავისი ხმაც გაიგონა, რომ ეუბნებოდა წამო ერთად ვჭამოთო.

- ეს საიდან გაქვთ? - ჰკითხა სტუდენტებს და როცა გაიგო რომ იღაცამ სოც. ქსელში გაავრცელა, ისევ იგივე განმეორდა, ისევ მოუწევდა ალბათ ჟურნალისტებთან შეხვედრა, მაგრამ ახლა ერთი განსხვავება იყო, ახლა მართლა იყო შიოსთან ერთიერთობაში და პირველივე დღეს ვიღაცამ ვიდეო გადაუღო. - მადლობა, რომ მითხარით - მშვიდად უთხრა ორივეს მიუხედავად იმისა რომ სახეზე გაფითრებული იყო. მთელი დღე გული ვერ დაიმშვიდა, იმასაც ვერ ფიქრობდა ვის შეიძლებოდა გადაეღო და აეტვირთა სოც. ქსელში, მაგრამ ის იცოდა მატჩის დამთავრებამდე შიოს არაფერი არ უნდა გაეგო, ახლა მისთვის სიმშვიდე და კონცენტრირება ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი რამ იყო. 

ლექციების მერე როგორც გადაწყვეტილი ჰქონდა სახლში გაიქცა, მოწესრიგდა და მატჩზე წავიდა.

არ ესმოდა კომენტატორის ხმა, არ ესმოდა ხალხის შეძახილები, მხოლოდ ის ახსოვდა მთელი თამაშის განმავლობაში, რომ ვიღაცამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაიღო და ატვირთა მისი ნებართვის გარეშე და მსგავს სიტუაციებს ძალიან კრიტიკულად უყურებდა,  ისე გრძნობდა ახლა თავს თითქოს რაღაც ისეთი მოპარეს რაც მხოლოდ მისი უნდა ყოფილიყო. უფლებების დარღვევა იყო ის რასაც აკეთებდა ვინც ვიდეო ატვირთა, მაგრამ უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, აუცილებლად იზეიმებდა სამართალი და გაიგებდა ვინ თამაშობდა მის ნერვებზე და ბოროტად ვინ იყენებდა მის სიმშვიდეს.

ევას ფიქრების პარალელურად კომენტატორის სიხარულნარევი ხმა ისმოდა და ამ ხმას ერწყმოდა გუშემატკივრების შეძახილები და შიოს ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახე.

გოლი გაიტანა.

გაახსენდა ევას, რომ უთხარა მინდა ყველა გოლის გატანით გამოწვეული სიხარული შენთან ერთად გავიზიაროო და ალბათ ასეთი ბედნიერი ჯერ არ ენახა, ევას და მის სიმშვიდისფერ თვალებს ეძებდა რომელიც ახლა ფორიაქს მოეცვა და როცა ერთმანეთს თვალებში შეხედეს, იგრძნო შიომ რაღაც რიგზე ვერ იყო და წარბები შეკრა. ხომ გაგიგიათ თვალები სულის სარკეაო და ზუსტად ამ სარკეში ჩახედვისას მიხვდა დადეშქელიანი, ევას სიმშვიდე გამქრალიყო.

ნახევარი ტაიმი ისე დამთავრდა ვერაფრის აზრზე ვერ მოვიდა ბერიძე, კონცენტრაციას ვერ ახდენდა თამაშზე არადა როგორ ელოდა, მთელი ორი თვე ამ თამაშის მოლოდინში გაატარა და ახლა უბრალოდ ნერვები არ ჰყოფნიდა მშვიდად ეყურებინა.

ერთი წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა ფეხბურთი შეგიყვარდება და თამაშებს მოუთმენლად დაელოდებიო გულიანად გაიცინებდა და არასოდესო იტყოდა, მაგრამ ახლა რომ ფაქტის წინაშე იდგა და თამაშის მშვიდად ყურება უნდოდა და ვერ უყურებდა ნერვები აწყდებოდა.

რაღაც მომენტში თითქოს ჩაერთვებოდა და ინტერესით უყურებდა, მაგრამ უცებ გაახსენდებოდა ის რაც ინტერნეტში გავრცელდა და გული ცუდად უხდებოდა. ქალებს ყველაფრის გაზვიადება და ყველაფერზე ნერვიულობა გვჩვევია, რომც არ გვინდოდეს მაინც ვნერვიულობთ და ასე იყო ევაც ახლა, ისე გაყინვოდა ხელები, ვერაფრით ითბობდა, ნიკაპაკანკალებული იჯდა დევდარიანის გვერდით და თავს ძლივს იკავებდა უმოქმედობისგან რომ არ ეტირა.

მაინც როგორი უსუსური ხდება ადამიანი, როცა არ იცის რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს... რთულია ყოველთვის ძლიერის, მშვიდის, გაწონასწორებულის როლი მოირგო და მშვიდად შეხვდე ყველაფერს და მით უმეტეს იმას რაც მართლა გტკენს ადამიანს გულს. წუთებს ითვლიდა მატჩის დამთავრებამდე, მერე აუცილებლად რამეს მოიფიქრებდა, ინტერვიუს ჩაწერდა ან უბრალოდ შიოს ჰკითხავდა რა ექნა, მაგრამ შიო რას იზამდა? ხალხის ყბაში ჩავარდნილს რაღას უშველიდა? ანგელოზი ხომ არ იყო სასწაულით გადაერჩინა? ღრმად ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა, გარეთ თუ არ გავიდოდა ახლა სუფთა ჰაერზე აუცილებლად ცუდად გახდებოდა, იცოდა აქ თუ იკავებდა ემოციებს, გარეთ რომ გავიდოდა გაუჭირდებოდა თავის შეკავება და მართალიც იყო, კიბეზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, როგორ დაუშვა ეს მომხდარიყო, მოინდომა შეყვარებული და რომანტიკა, მშვიდი ცხოვრება არ ჰქონდა? ბედნიერი არ იყო?! განა რამე აკლდა? კარიერას მიუძღვნა მთელი ახალგაზრდობის წლები და ახლა მოუნდა რომანტიკა?! მაგრამ ალბათ მაინც, ნამდვილი ბედნიერებისთვის გვჭირდება ვიღაც ვინც ჩვენთვის დაიბადა, ჩვენი ნახევარია და თუ იმ ნახევრის გარეშე დავრჩებით მთელი ცხოვრება ვიგრძნობთ რომ რაღაც გვაკლია. ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა, ადამი რომ შექმნა ღმერთმა, თავიდანვე არ შეუქმნია მისთვის ევა, გარკვეული დრო მარტო იყოო და როცა დაინახა ღმერთმა რომ ადამმა მოიწყინა მერე დააძინა, ამოუღო ნეკნი და მიუყვანა ქალი - ევა. ალბათ ასეა ჩვენ შემთხვევაშიც, როცა ღმერთი ხედავს რომ მოვიწყინეთ და მარტოობა მოგვბეზრდა, როცა დაინახავს რომ სარკეში ჩახედვისას მთლიანს კი არა ნახევარს ვხედავთ საკუთარ თავს მერე გამოგვიჩენს მეორე ნახევარს, შემავსებელს და თითქოს ადამის ამოღებული ნეკნივით მერე როგორც ევა მიიღო თავისად, ერთ ხოცად, ისე ჩვენიანად ვიგულებთ იმ ადამიანს ჩვენც, მეორე ნახევარს რომ ვარქმევთ მერე.

    ცრემლები შეიმშრალა, თათას შეტყობინება დაუტოვა ცუდად ვარ და სახლში მივდივარო და წავიდა. ახლა სახლში ყოფნაზე და თბილ ჩაიზე მეტად არაფერი უნდოდა. ტელეფონი გამორთო დედამისის ნერვები არ ჰქონდა, ხომ იცნობდა ეკას, მთელი ამბით დაურეკავდა სიძე გამაცანიო და კიდევ უფრო გაანერვიულებდა.  საწოლში აპირებდა დაწოლას, კარზე რომ კაკუნი იყო. იფიქრა თათა მოვიდა ალბათო და ისე გააღო კარი აღარც გაუხედავს.

- ევა - აქოშინებული, შეშინებული სახით იდგა დადეშქელიანი კართან და წირთხლს ეყრდნობოდა ცალი ხელით - როგორ შემაშინე.

- შიო - ცრემლები წამოუვიდა და დაუფიქრებლად შემოხვია ხელები და ჩაეხუტა. სახლში შევიდნენ, დივანზე იჯდა დადეშქელიანი და თვალცრემლიან ქალს უყურებდა.

- ევ, რა მოხდა? - თმაზე გადაუსვა ხელი - მომიყევი. - ფიქრობდა ბერიძე ეთქვა თუ არა, მაგრამ რომ არ ეთქვა რას უშველიდა? ვერაფერს.

- ინტერნეტი არ ჩაგირთავს ხო? - ცრემლები შეიმშრალა და ფეხზე წამოდგა, ტელეფონის მოსატანად გავიდა ოთახიდან.

- არა, ხო იცი თამაშის დღეს ტელეფონს ვთიშავ - წარბები შეკრა, ვერ ხვდებოდა რა მოხდა ასეთი, მთელი დღე რომ ცრემლის ფასად დაუჯდა ევას.

- აი ნახე - ტელეფონი შეაბრუნა მისკენ და ვიდეო აჩვენა. ვიდეოს უყურა და მერე ევას შეხედა, ისევ სატირლად რომ ემზადებოდა და ვიდრე იტირებდა კომენტარებიც ნახა, ბევრი შურიანი და ღვარძლით სავსე კომენტარი იყო, მაგრამ ბევრიც წერდა როგორი ლამაზია ეს გოგო და როგორ გაუმართლა სვანს, რა კარგი გემოვნება აქვს შიოს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთმა კომენტარმა ისე ატკინა გული ევას, წერდნენ ფულის გამო არის შიოსთან და საერთოდაც არ უყვარსო, გული მოუკვდა. ხომ უთხრა შიოს ხალხს ძალიან უყვარხარ და მათ დამოკიდებულებას, მათ კომენტარებს ვერ გავუძლებო, თურმე როგორი სუსტი ყოფილა სინამდვილეში, ფიქრობდა შიო.

- ევ - თმაში შეუცურა თითები - შენ ხომ იცი რომ მიყვარხარ? - უთხრა ცოტა ფიქრის შემდეგ და თავი ააწევინა, მისი თვალების დანახვა უნდოდა. - ეჭვი ხომ არ გეპარება ჩემ სიყვარულში? - თვალებში უყურა ერთ ხანს და მერე უპასუხა.

- არა, დარწმუნებული ვარ - თავიდან ვერც კი გაიაზრა, პირველი მიყვარხარ რომ დასცდა დადეშქელიანის ტუჩებს.

- იცი ინგლისში რომ წავედი, მეგონა ყველაფერი ისე დამთავრდა არც დაწყილა, ვფიქრობდი ვინმემ რომ ერთი ზედმეტი სიტყვა თქვას ევაზე ცემაში ამოვხდი სულს და სვანურ ტრადიციებს გავიხსენებ რომელსაც მეც კი ვერ ვიტან, მაგრამ მერე შენი ზარი რომ შემოვიდა და ასე უცებ შეიცვალა ყველაფერი, ახლა რომ შენთან ვარ და ამ კულულებს ვეხები, ვის მივცემ უფლებას შენზე ერთი სიტყვა მაინც თქვას? არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, ვიღაცების გამო ასე დაისიო თვალები და იტირო. - თავად შეუმშრალა ცრემლები. - ახლა რატომღა ტირი? - კიდევ ერთხელ შეუმშრალა ცრემლები და თვალებში შეხედა.

- პირველი მიყვარხარ მითხარი - ემოციურად ისე იყო, უბრალო რამეზეც ეტირებოდა უკვე. ფანჯარასთან იდგნენ ახლა უკვე ორივე, ზურგით ფანჯრის რაფაზე იყო მიყრდნობილი და წინ ევა ედგა, რომელიც ისე ეკვროდა ახლა, გული ლამის იყო გაჩერებოდა.

- ამის გამო ტირი? - თითქოს გულზე მოეშვა, გაიღიმა, სახეზე ჩამოუსვა ხელი, მოეფერა და ევაც ნელ-ნელა დამშვიდდა. - ნახე როგორ დამშვიდდი, ხშირად უნდა მოვიდე ხოლმე აქ - გაიცინა ისევ და პატარა ბავშვი მე ვარ თუ შენ ვეღარ ვგებულობ ზოგჯერო დაამატა.

მალევე ჩაეძინა ემოციურად ისე იყო დაღლილი, საწოლში დააწვინა, თავად კი მისი სიმშვიდის სადარაჯოზე მყოფი, ევას სიმშვიდის დასაბრუნებლად წავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ვაიჰჰ, როგორ გამიხარდა თქვენი დაბრუნება <3 <3 და რა კარგი და ემოციური თავით დაგვიბრუნდით <3 <3 გყვარობთ <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ლანა

გილოცაავ დაბრუნებას <3 კარგი და ემოციურრი თავიაა<3 იმედია აღარ გადაიკარგები <3 გელით ახალი და უფროო დიდი თაავით <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ამასობაში დამავიწყდით. იმედია კიდევ დიდხანს არ გვალოდინებთ

 


№4  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ლილე
ვაიჰჰ, როგორ გამიხარდა თქვენი დაბრუნება <3 <3 და რა კარგი და ემოციური თავით დაგვიბრუნდით <3 <3 გყვარობთ <3

დიდი მადლობა ამ სითბოსთვის❤️
ჩემ გულში დიდი ადგილი გიკავიათ და მოუთმენლად ველი ხოლმე თქვენს კომენტარებს❤️

სტუმარი ლანა
გილოცაავ დაბრუნებას <3 კარგი და ემოციურრი თავიაა<3 იმედია აღარ გადაიკარგები <3 გელით ახალი და უფროო დიდი თაავით <3

მადლობა უღრმესი, მიხარია რომ მოგეწონათ❤️
ვეცდები გავამართლო თქვენი მოლოდინი❤️

სტუმარი ნინო
ამასობაში დამავიწყდით. იმედია კიდევ დიდხანს არ გვალოდინებთ

ვეცდები დიდ ხანს არ გალოდინოთ❤️
მადლობა რომ კითხულობთ❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

[quote=NiLLoIyA][quote=სტუმარი ლილე]ვაიჰჰ, როგორ გამიხარდა თქვენი დაბრუნება <3 <3 და რა კარგი და ემოციური თავით დაგვიბრუნდით <3 <3 გყვარობთ <3[/quote]
დიდი მადლობა ამ სითბოსთვის❤️
ჩემ გულში დიდი ადგილი გიკავიათ და მოუთმენლად ველი ხოლმე თქვენს კომენტარებს❤️

<3 <3 <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნუკი

როდის დაიდება შემდეგი თავი?

 


№7  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნუკი
როდის დაიდება შემდეგი თავი?

სამწუხაროდ ჯერ ახალ თავზე მუშაობა არ დამიწყია…
ვეცდები მაქსიმალურად დიდ ხანს არ გალოდინოთ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

აღარ დაიდება?????

 


№9  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ანა
აღარ დაიდება?????

სამწუხაროდ ჩემს მუზას ჩაეძინა და არ ვიცი როდის გაიღვიძებს ან საერთოდ ინებებს თუ არა გაღვიძებას, ამიტომ ისევ ბოდიში უნდა მოვიხადო, რადგან არ ვიცი როდის იქნება ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent