შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც ჩემი იქნები (თავი მერვე)


8-02-2025, 17:59
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 1 177

კამათი დიდ ჩხუბში გადაგვეზარდა... მე და ნინო ერთმანეთს ისე ვუყვირით რომ მეზიბლებმაც გაიგონეს... შემჩერებელი არავინ გვყავს.

:აღარ მინდა ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც არ ესმის ჩემი.

ნინო: როგორ უნდა გავიგო ნიკა?.. გამუდმებით სხვა ქალზე ფიქრობ, მუდამ გაღიზიანებული და აუტანელი ხარ... იცი რას გეტყვი?!, ის გოგო შენი არასოდეს იქნებოდა, რადგან არ გაგაჩნია ის თვისებები რაც მამაკაცს უნდა ჰქონდეს... ამიტომ მუდამ მარტო იქნები შენს
წარმოსახვით ქალთან ერთად.

:ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან!...

ნინო: მე წავალ... მაგრამ როდესაც შენ ინატრებ ჩემთან დაბრუნებას, მე აღარ მექნება შენთან ყოფნის სურვილი... და ისე დაიტანჯება რომ ეს ტანჯვა, მონატრებად გექცევა.

გაეთრიე!.... დავუყვირე და ნინომ კარი გამეტებით გაიჯახუნა, მე კი დავრჩი ესე ძირს მჯდომარე, შევსცქერივარ წერტილს და ფული სიბრაზით მევსება.


დილიდან ხარნასის სახლს ვდარაჯიბ, ველი როდის გამოვა სახლიდან სევი რომ რასაც ვფიქრობ ყველაფერი ვუთხრა.... ამასობაში ხარნასის მძღოლი მოადგა სახლს მანქანით..
როგორც სჩვევია გადმოვიდა და უკანა კარი გააღო... სახლიდან ხარნასის სევი და მათი ქალიშვილები გამოვიდნენ... ძალ-ღონე მოვიკრიბე და დავიძარი მათკენ მაგრამ წამიერად შევჩერდი, მათ ისეთი იდილია აქვთ ისე ეფერებიან ერთმანეთს რომ მივხვდი ეს ჩემი სევიო აღარ იყო, ის ხომ სხვისი ცოლი და შვილების დედაა.
უცბად გამომხედა სევიმ და შემამჩნია მაგრამ თვალი ამარიდა აღელვებულმა... რამოდენიმე წამის შემდეგ, კვლავ გამოიხედა ჩემი მიმართულებით მაგრამ მე ადგილზე აღარ ვიდექი.


ნელ ნელა საქმეს დავუბრუნდი ვცდილობ სევიზე აღარ ვიფიქრო, საქმეზე ვცდილობ კონცენტრაციას, ბიჭებთანაც დიდ დროს ვატარებ.. მაგრამ კარგად არაფერი გამომდის... ნეტავ მეორედ არ შევხვედროდი, შეჩვეული ვიყავი რომ არ ვიცოდი მასზე არაფერი... უარეს მდგომარეობაში ვარ... აუტანელი ვარ ძმაკაცებისთვის და პარტნიორებისთვისაც, ვაცნობიერებ რომ დრო და დრო ყველას დავკარგავ.


საღამოს სახლში სასმელი მოვიმარაგე... ტანზე მაისური შემოვიხიე... ყველაფერს ცლეწავ და დიდ ხმაზე ვყვირი.. ცრემლს ვერ ვიკავებ რომ მეფიქრება ამ დროის განმავლობაში დღემდე როგორ ეალერსება სევი ხარნასს... როგორ მოიტაცეს ჯერ კიდევ უმანკო და პატარა, როგორ შეეცლჩვია მდგომარეობას... ნეტავ უყვარს?.... ნუთუ ის დრო და წუთები არაფერს ნიშნავდა მისთვის?!... ჩვენი მდინარე, მას ხომ პირველად მე ვაკოცე... ნუთუ ეს ყველაფერი უბრალოდ გატაცება იყო?!.. ვყვირი და ვაგრძელებ ნგრევას და ლეწვას... ვერ ვეგუები რომ ყველაფერი ასე მოხდა... ნინის სიტყვები მახსენდება რომ მითხრა, შენ არ გაგაჩნია ის თვისებები რომელიც მამაკაცს უნდა ჰქონდეს, ამიტომ ის არ იქნება შენთან, ვისზეც ოცნებობ.
ნუთუ ის ჩემზე უკეთესია?!... მან დაავიწყა დევის ჩემი სიყვარული?!. სიბრაზემ და სიგიჟემ ძალა გამოაცალა და იქვე იატაკზე ჩამეძინა.


შუა ღამე იყო რომ გამეღვიძა, ყველაფერი მტკიოდა, ირგვლივ რომ მიმოვიხედე ყველაფერი დამტვრეული და განადგურებული იყო ჩემს მიერ... მობილურ ტელეფონს რომ დავხედე, უამრავი გამოტოვებული ზარი იყო გელასგან, გადავურეკე მაგრამ არ მპასუხობდა... რაღას ვიზამდი გავემზადე და გადავწყვიტე ოფისში მივსულიყავი რათა გამეგო რატომ მირეკავდა გამუდმებით.


ოფისში მანქანით სწრაფად მივედი და სწრაფად ავირბინე კიბე მაგრამ იქ არავინ დამხვდა... ისევ ვურეკავ გელას მაგრამ უშედეგოდ. რამოდენიმე წუთში, თვითონ დამირეკა.


:რატომ არ მპასუხობს?... რამდენი ხანია გირეკავ.

გელა:შენ ეგ ჩემგან გაგიკვირდა?... არ გამაცინო.


:კარგი... რა საქმე გქონდა?.

გელა:არაფერი გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, მეგონა ბიჭები ერთად ამოხვიდოდით მაგრამ რომ არ გამოჩნდი გირეკავდი.

:რას ამბობ?... მაპატიე რამ დამავიწყა არ ვიცი, გილოცავ მოგვიანებით... სად ხარ ნითხარი?!.. მოვალ.

გელა: მადლობა... დღეს არ მცალია ნიკა ოჯახთან ერთად ვარ ქალაგგარედ.

:კარგი ძმაო... გილოცავ კიდევ ერთხელ.


დავასრულე გელასთან საუბარი და შემდეგ გიგოსთან ვცადე დარეკვა მაგრამ მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა... შემდეგ ნუკრის დავუკავშირდი.

:სად ხარ?... გიგო ხომ არ იცი სად არის?.. ვურეკავ და გამორთული აქვს მობილური....
ნუკრი... გესმის?...

ნუკრი: კი მესმის.. ნიკა შენ რას შვრები?.. არ ვიცი ბიჭო, მშვიდობა ექნება ალბათ სადმე შეხვედრაზეა.

:ჩვენს გარეშე?... არამგონია.

ნუკრი: ხომ რავიცი შეიძლება სტუმრები ჰყავს.

:კარგი... შენ სად ხარ?, მითხარი და მოვალ.

ნუკრი: ბიჭო... მე... ახლა, მაიკოს გავყევი საყიდლებზე, და არ ვიცი როდის დავბრუნდები.

:კარგი, მიდი თავს მიხედე.


ნუკრის რომ ვესაუბრებოდი, გელას სახლთან ვიყავი და რომ ვბრუნდებოდი უკან, უცბად გიგოს ავტომობილი შევნიშნე... ხეს მოვეფარე და დავინახე როგორ გადმოვიდა ნუკრისთან ერთად მანქანიდან სასმლით სავსე პარკით, ორტავე მიემართებიან, გელას სახლის ასასვლელ კიბეზე.


ოფისში დავბრუნდი.. გვიანობამდე შემოვრჩი საქმე ნაკლებად უფრო ფიქრში გავატარე დიდი დრო, ისე დამაღამდა რომ ვერც შევამჩნიე... კაბინეტის კარი ჩავკეტე და შინ დავბრუნდი.

შინ მისულმა პიჯაკი სკამზე გადავკიდე, პერანგი ოდნავ შევიხსენი და საწოლზე წამოვწექი... რამოდენიმე წუთში კარზე კაკუნის ხმა გავიგონე, გავღიზიანდი რადგან დასვენება მინდოდა.. დიდხანს ვიყოყმანე საწოლიდან წამოდგომა მაგრამ მაინც მივუახლოვდი კარს და ისე გავაღე არც დავინტერესებულვარ ვინ იდგა კარს მიღმა.

კარის გაღებამ ადგილზე გამაქვავა, რადგან ჩემს წინ სევი იდგა.... ძალიან დავიბენი და გაოცებისგან აღარ ვიცოდი რა მემოქმედა...
რა თქმა უნდა სახლში შევიპატიჟე, ჯერ ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, მე ისევ კარის სახელური მეჭირა და თვალებ გაშეშებული ვუმზერდი სევის, ათვალიერებდა ჩემს არეულ სახლს... რამოდენიმე წუთი დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის, შემდეგ კი თავად დაარღვია დუმილი.


სევი: შენ რა?!... მარტი ცხოვრობ?.

:კი... აქ რამ მოგიყვანა?.

სევი: არ ვიცი...

:დაჯექი, ყავას გაგიმზადებ.

სევი: არა!... არაფერი არ მინდა.

:როგორ მონაგები?..

სევი: მაგას არ აქვს მნიშვნელობა... ცოლი არ გყოლია?..

:არა... აქ მაგის გასარკვევად მოხვედი?..

სევი: არა უბრალოდ, აქ ისეთი არეულობაა.

:ხომ ვიცი, ვერ მოვახერხე დალაგება.

სევი კვლავ ნელი ნაბიჯებით გადაადგილდება ჩემს სახლში და განაგრძობს თვალიერებას... შემდეგ ჩემსკენ მოიხედა და ნელა მომიახლოვდა.

დიდხანს ვუმზერდით ერთმანეთს თვალის დაუხამხამებლად, არცერთი ხმას არ ვიღებდით... შემდეგ უცბად თავი დახარა სევიმ სახეზე ხელი მოიფარა და სწრაფად გამოიქცა ჩემსკენ და ძლიერად მომეხვია...
ხელს არ ვუშვებ ისე ძლიერად ვეხვევი მაგრამ ისევ თავად მომერიდა, ნელ ნელა და უკან იხევს, თავ ჩაქინდრული დგას, მე კი ვერაფერზე ვფიქრობ ახლა მხოლოდ მას ვხედავ ხელზე ხელით ცავეჭიდე და არ ვუშვებ, მან კი ისევ ამომხედა და მეც ფრთხილად მივიწიე მისკენ... ძალიან ახლოს დავდექით ერთმანეთთან... ერთმანეთს კვლავ თვალს ვუსწორებთ და ისევ ფრთხილად ბიჭები სახით მისკენ.... ტუჩებით შევეხეთ და ზუსტად იმ სეგრძნებას განვიცდი, როდესაც პირველად ვაკოცეთ ჩვენს მდინარესთან ერთმანეთს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent