შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც ჩემი იქნები (თავი მეშვიდე)


7-02-2025, 06:15
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 360

ვუმზერთ ერთმანეთს თვალის დაუხამხამებლად.. ვუყურებ და ვგრძნობ, როგორ მომგლიჯეს შხეულის ნაწილი.
ხომ შეიძლებოდა რომ ჩვენ უბრალოდ ერთად ვყოფილიყავით. დიდ ხნიანი მზერის შემდგომ, სევიმ მის მეუღლეს მოეხვია მკლავზე და მის მხარს ამოეფარა რომ ცქერა შევწყვიტო...
მაგრამ თავადაც არ მაშორებს თვალს, ნახევარ სახეს ხარნასის მხარი უფარავს და პერიოდულად სრულად მემალება.
ნეტავ ვიცოდე რის დამტკიცებას ცდილობს?!...
უკვე იქ ყოფნის სურვილი აღარ მაქვს მაგრამ ვერ ვიძვრი ადგილიდან, თითქოს ფეხზე ჯაჭვი მაქვს მობმული...
უეცრად მხარზე ხელი მირზამ მომარტყა, გამიღიმა და სტუმრებთან მიმიყვანა... ღმერთო ჩემო, სევიოსთან ახლა იმდენად ახლოს ვარ რომ ხელების ცახცახს ვერ ვიჩერებ... გულის ცემას საგრძნობლად აღვიქვამ, ისიც თვალს არ მაშორებს... ოჰ ახლა ცოტაც და მხეცივით ვეცემი.. აქამდე მონატრებას ისე ვერ აღვიქვამდი როგორც ნანახმა გამოცოცხლდა ის შეგრძნებები და ვნება მის წინაშე, რომელსაც წლების წინ ვგრძნობდი.
მორჩა!.. მეტის მოთმენას ვეღარ შევძლებ, დამსწრე სტუმრების წინაშე ბოდიშს ვიხდი და ვეცდები იქაურობას... ხარნასის ისე მიყურებს რომ თითქოს ჩემს გონებაში იმოგზაურა.
გარედ გამოსვლისას გიგომ სცადა ჩემი შეჩერება მაგრამ ნუკრიმ არ დააცადა.
ვეღარ ვმშვიდდები ერთიანად ვცახცახებ, გარედ ტაქსი გავაჩერე და აღელვებულმა მივუთითე მისამართი... საბრალოს იმდენად შეეშინდა ჩემი რომ მთელი გზა შეშფოთებული თვალებით, მაკვირდებოდა სარკიდან.


დილას გათენება არ ვაცადე, როდესაც უკვე ხარნასის სახლთან ვდარაჯობდ ჩემი მანქანით შორი ახლოდან ვაკვირდები მათ კარებს იქნებ სევი გამოვიდეს ოდესმე.
ოჰ უკვე დილის 9საათია მაგრამ სახლიდან არავინ გამოდის.. საკუთარ თავს ვუჯავდები, სინდისი მქენჯნის... რას ვაკეთებ ის ხომ გათხოვილია?!.. ჩემი აღარ არის, არაკაცივით ვიქცევი.. მაგრამ მეორეს მხრივ თავს ვერ ვერევი.
უეცრად შევნიშნე როგორ გაჩერდა, სახლთან ავტომობილი და გადმოვიდა ვინმე კლასიკურად გამოწყობილი მუქი მამაკაცი, სახლიდან გამოსულ ხარნას მანქანის კარი გაუღო...
თვალი მოვჭვრიტე და ვცდილობ კარგად დავაკვირდე რა ხდება... უცბად სევი და მისი ორი ქალიშვილი გამოვიდნენ სახლიდან და ავტომობილში მოთავსდნენ... მანქანა დაიძრა და მეც ფრთხილად ავედევნე მათ.. გზა და გზა ვცდილობ ჩამოვრჩე რომ მძღოლმა არ შემამჩნიოს.

გოგონები სკოლასთან დატოვეს და კვლავ განაგრძეს სვლა, მე კი მივყვები ჩუმად და ფრთხილად.
უცბად დიდ სავაჭრო ცენტრთან გაჩერდა მანქანა და სწრაფად გადმოვიდა მძღოლი, მანქანის კარი გააღო და სევის გადმოსვლაში დაეხმარა... რამოდენიმე წამში ავტომობილი ადგილიდან გაქრა.


მანქანიდან გადმოვედი, ჩავკეტე და ვცდილობ სევის თვალი არ მოვაშორო, ამ დროს კი, მობილური ტელეფონის ხმა გაისმა.. გელა დაჟინებით მირეკავს მე კი არ ვპასუხობ, უფრო მეტიც, ჯიბეში დავაბრუნე მობილური ტელეფონი, ის კი ზარს არ წყვეტს. სწრაფად მივდივარ ვეძებ სევის რადგან დავკარგე მხედველობის არეალიდა... პერიოდულად გელას ვკანძღავ უდროო დროს რეკვისთვის.

რა ფავაკეთო ახლა?... სად ვრძებო ამ უზარმაზარ შენობაში უამრავ ხალხში ეს ერთი პატარა გოგო?!... დიდ ხნიანი ძებნის შემდგომ მოვკარი თვალი, როგორ შედიოდა ერთერთ ტანსაცმლის განყოფილებაში.
გახარებული მივრბივარ... ახლა მაინც არ დავკარგო.

სევი გართულია ტანსაცმლის კოლექციი თვალიერებით... მე კი გავწიე ჩამოკიდებული ტანსაცმელი და ასე ავღმოჩნდი მის წინაშე, ისე მოულოდნელად რომ შიშისაგან შეკრთა.

კვლავ თვალს არ ვაშორებთ ერთმანეთს... ახლა უკვე თამამად მივიწევთ მისკენ მაგრამ მან თავი დახარა და ზურგი მაქცია.
: რატომ მარიდებ თვალს?.
სევი: წადი ნიკა!.. მე გათხოვილი ქალი ვარ, ორი შვილის დედა.
სევი უცბად შემოტრიალდა და ისე აღმოჩნდა ჩემს მკლავებში რომ ორივესთვის მოულოდნელი იყო... ორივენი ვცახცახებთ და თრთოლვით ვსაუბრობთ.

სევი: ძალიან გთხოვ... გამიშვი ნიკა, ვინმე დაგვინახავს.

:არავინ მადარდებს!.. ახლა შენს მეტს ვერავის ვამჩნევ.. ამ წუთზე დიდხანს ვოცნებობდი.


ნელი სვლით ვუწევ ტუჩებით მისკენ მაგრამ მან უხეშად დააღწია ჩემგან თავი და კატეგორიულად გამაფრთხილა რომ მისგან თავი შორს დამეჭირა.

იმ დღიდან სევის მოსვენებას არ ვაძლევდი... კვალ და კვალ დავყვებოდი სადაც მიდიოდა. აღარავინ აღარ მახსოვდა.. არც ძმაკაცები არც პარტნიორები.

ერთ საღამოსაც, სახლში მარტო ვარ და გეგმას ვსახამ, თუ როგორ დავითანხმო სევი შეხვედრაზე, რა დროსაც კარზე კაკუნის ხმა გავიგონე... რომ გავიხედე ნინო შევამჩნიე, ოძულებულმს გავუღე კარი და შევიპატიჟე.

ნინო: სად ხარ?.. გირეკავ არ მპასუხობს, სახლში არასდროს ხარ.. ძმაკაცებმა არ იციან შენი ასავალ დასავალი.

:ძალიან გთხოვ... ნუ დაიწყებ, ხომ გითხარი მე თქვად შეგეხმიანები.

ნინო: ბატონო?... შენ ალბათ თოჯინა გგონივარ, რომ ითამაშო ჩემით.. არავისში არ შეგეშალო.

დრო და დრო იძაბებოდა ჩვენი საუბარი.. ამიტომ ვცდილობდი რომ მდგომარეობა გამენეიტრალებინა.

:დამშვიდდი გთხოვ... მე უბრალოდ ძალიან დაკავებული ვარ.

ნინო: დაკავებული?.. ნუ გამაცინე გთხოვ.. კარგად ვიცი რომ ძმაკაცევსაც თავს არიდებს.

:გთხოვ.. შეეცადო გამიგო, უბრალოდ რთული პერიოდი მაქვს.

ნინო: ნიკა პირდაპირ მითხარი!... ვინმე გყავს?.

ნინოს შეკითხვამ გამაღიზიანა მაგრამ ისევ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო... მაგრამ უშედეგოდ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent