შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაავადება "შენ"


გუშინ, 13:21
ავტორი თუკა
ნანახია 762

გამჭვირვალე, თეთრი სითხის უკანასკნელი წვეთები ჩაღვარა ჭიქაში და იატაკზე მოწყვეტით დაჯდა.
ვერაფრით წარმოიდგენდა რომ მისი ასე დაცემის მიზეზი გრძნობა გახდებოდა..
მთელი ცხოვრება უმტკიცებდა ყველას რომ სიყვარული არ არსებული , შიშველი ხელებით შეთითხნილი ფანატიკური გრძნობა იყო.
როგორ შეიძლებოდა ფსიქიურად გაწონასწორებულ და სწორად მოაზროვნე ადამიანს მთელი ცხოვრება გყვარებოდა ერთი ადამიანი..
მაგრამ ამბობენ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო..
ახლა აშკარად იცინოდა ღმერთი. რაზე? მის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე..
მის უმწეობაზე..
**
პირველი სიმპტომი: ზრუნვა
- მერამდენედ უნდა გაგიმეორე ნენა,- არ მიყვარხარ, შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ. მე და შენ უბრალოდ ერთად ვწევართ. საერთო მხოლოდ ეს უზარმაზარი და ცივი ლოგინი გვაქვს ისიც მხოლოდ მაშინ როცა აქ მოდიხარ - გარკვევით და მშვიდად ამბობდა მამაკაცი და სახეგაქვავებულ ქალს მრისხანებით შეჰყურებდა..
ზურგი აქცია.. საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა და წავიდა...
ნელა ჩაუყვა კიბეებს.. არც ფიქრებში იყო გართული და არც სინანულს გრძნობდა. უბრალოდ მისი დანახვა გულს ურევდა.. მისი ასეთი სახით დანახვა არ შეეძლო..
წავიდა და საკუთარ ბინაში დატოვა ქალი რომელთანაც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მგზნებაზე სექსი ჰქონდა.
ნენა- ყველასთვის სასურველი ქალი იყო.. მთელი საქართველო საუბრობდა მასზე, როგორ მიჰყავდა გადაცემა, როგორ მოხდენილად და ლამაზად შეეძლო საუბარი.. ყველაზე სექსუალურის წოდება ზედიზედ სამჯერ მიიღო მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა დათოსთვის. რამოდენიმეჯერ დაინახეს ერთად, მერე ჭორები მოჰყვა. ამბობენ თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალებაო ასეც იყო..
ნენა არ იყო მისი ქალი.. ნენა უბრალოდ მასთან ემოციურად იცლებოდა. ისინი საკმაოდ რთულები იყვნენ ერთმანეთისათვის. თითქოს ერთი შეხედვით ერთნაირი აზრები და გეგმები ჰქონდათ , მაგრამ რეალურად სხვანაირად იქცეოდა ორივე. იქნებ ეს მსგავსება იყო კიდევაც მათი ვერ შეყრის მიზეზი...
თბილისში ჭორაობა ყველას უყვარდა. ჭორაობა რა, სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევას არავინ ერიდებოდა, მითუმეტეს მაშინ თუ ეს ვიღაცა და სხვა ცნობილი სახე იყო. ყველა ელოდა რომ ერთ დღეს ისინი თამამად გამოაცხადებდნენ ერთად ყოფნის ამბავს, მერე ცხრა თვეში მათ სახლში დაიწყებდა სირბილს ბიჭი დათოსნაირი შავი თმებით და თვალებით ან ნენასნაირი გოგო დიდი ნაცრისფერი თვალებით და დღემდე დათოსთვის გაურკვველი რაღაცანაირი თმის ფერით.
**
დიდი ხანი ფიქრობდა ამაზე..
უბრალოდ ყოველთვის ერთ აზრამდე მიდიოდა.
არ შეეძლო. მზად არ იყო. თუ სურვილი არ ჰქონდა შვილის ყოლის. ოჯახზე ზრუნის პასუხისმგებლობას ვერ იღებდა საკუთარ თავზე. ამაში ნენა არ იყო დამნაშავე , ამას არავისთან უშვებოდა არც ერთ ქალთან. მხოლოდ დღევანდელი დღით , და არსებული ღამით ცხოვრობდა..
იქნებ მისულიყო კიდევაც ოჯახამდე მათი ურთიერთობა , რაიმე რომ დაეწყოთ, მაგრამ ეს რაიმე მათთან არ იყო დაწყებული , რაოდენ სასაცილოც არ უნდა ყოფილიყო, არ დაწყებულს კი ვერაფრით ვერ დაასრულებდა. მათი მეგობრული ურთიერთობა მათდა უნებურად გადაიზარდა რაღაცა მეტში, ორივე გაუაზრებლად მივიდა იმ ნაბიჯამდე რასაც სექსი ერქვა .უბრალოდ ორივე საკმაოდ ზრდასრული იყო და ორივეს უბრალოდ უნოდა ეს..
ყოველთვის ოცნებობდა ნენა ლამაზ და თბილ ოჯახზე, მზრუნველ ქმარზე. მოსიყვარულზე შვილებზე..
მხოლოდ ნენას შეეძლო ამაზე ოცნება მაშინ როდესაც მარტო იყო და დათოსგან შორს..
მასთან ურთიერთობა კი ერთი დიდი უფსკრული იყო. ყოველ დღე ჰპირდებოდა თავის თავს რომ აუცილებლად დაასრულებდა ამ ურთიერთობას, მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე მეტად უჭირდა ვიდრე წარმოედგინა. მასთან საჩხუბრად მისული ბოლოს მაინც მის მკლავებში ასრულებდა ჩხუბს , შედეგად კი ისევ მარტო იყო..
**
სახლიდან გასვლისას დაუბარა სანამ დავბრუნდები ჩემს სახლში არ დამხვდეო..
საკუთარ სახლში შესვლა შეაძულა ქალმა, ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, ყველაფერი მის თავს აგონებდა. ხშირად მარტო დარჩენილს ესმოდა მისი ხმა, მისი სიცილი რომელის კისკისში გადასდიოდა..
მიუხედავად იმისა რომ ნენა არ იყო მისი ქალი, დათოს კარადაში ოხრად იყო მისი ტანსაცმელი. რადგან არასოდეს ვნებიანი ღამის მერე მას არასოდეს ჩაუცვამას მისი პერანგი როგორც წიგნებში ან კინოებშია, რადგან თვლიდა რომ ეს მხოლოდ მის ცოლს შეეძლო გაეკეთებინა და ალბათ გააკეთებდა კიდევაც როდესაც ეყოლებოდა..
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო, სრულიად დაცარიელებული ტოვებდა საწოლს ნაკანი , მთელი წლის მანძილზე არასოდეს დაუძინია ნენას გვერდით. არ შეეძლო მისი საოცრად მშვიდი და ლამაზი სახის ყურება. მხოლოდ ძილში იყო მისთის ანგელოზივით წმინდა ის ქალი , რომელიც დაძინებამდე როგორც უკანასკნელი მეძავი ისე ანთხევდა მთელს სიყვარულს სასურველ კაცზე.
ყოველი ასეთი ღამის მერე, როცა მის შიშველ სხეულს თბილად აფარებდა საბანს ნაკანი , მერე ფეხაკრეფით შედიოდა სააბაზანოში და ცდილობდა თბილი და პატარა თითების შეხება მაქსიმალურად მოეშორებინა კანიდან.. იცოდა იქიდან გასულს მისი ქალბატონი უკვე ძილის სამფლობელოში წასული დახვდებოდა, იცოდა და მხოლოდ მაშინ შეეძლო თამამად დაჯდომოდა გვერდით და საათობით ეყურებინა როგორ ეძინა. ან მთელი ღამე საბუთებში თავჩარგულს გაეტარებინა , ოღონდ მის გვერდით არ დაეძინა..
**
ცოტა ხნით ადრე....
- კიდევ რამდენ ხანს უნდა ვითამაშოთ ეს თამაშები დათო? - ძალა გამოცლილმი კითხულობს ნენა და მისკენ ტრიალდება.
- რას გულისხმობ, წარბი არ შეურხევია ნაკანს ისე ახედა ქალს..
- კარგად იცი რასაც ვაბობ. რა გგონია , მოახერხებ ჩემთან იწვე და ამასთან ერთად არაფერს გრძნობდე, გგონია შეძლებ რომ არ შეგიყვარდე?
- მე შენ თავიდანვე გაგაფრთხილე. რომ ჩემგან მსგავსი არაფერი გექნებოდა. ხომ გაგაფრთილე ნენა. ხომ გითხარი რომ მე და გრძნობა, მე და სიყვარული ძალიან შორს ვართ ერთმანეთისაგან. ჩემგან ასეთ რამეს არ უნდა ელოდო..მე სიყვარული არ შემიძლია - დამარვცლით ამბობს ბოლო სიტყვებს და მის პირდაპირ დგება.
- გთხოვ დათო, ასე ნუ ლაპარაკობ. შენ ადამიანი ხარ, ისევე როგორც სხვები. შენც ისევე შეგიძლია გრძნობა და სიყვარული როგორც ყველა დანარჩენს. ასე რატომ იქცევი. რატომ არ გინდა ერთად ყველაფერი შევცვალოთ. მინდა რომ გამეხსნა, ისეთი დაგინახო როგორიც რეალურად ხარ , მაშინ როცა ვერავინ გხედავს დათო..
- რა გინდა არ ვიცი ნენა, როგორ აპირებ ჩემს გახსნას, რა გგონია რომ გამხსნი და მეც მაშინვე გეტყვი მიყვარხარ-თქო? ჩვენს შორის არაფერი არ ხდება და არც მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ ნენა - იმდენად ცივად აბობს სიტყვებს, გრძნობს როგორ ეყინება უკვე შეგრილებული სისხლი ძარღვებში ქალს.. - და ამ ყველაფრის მოსმენის მერე მაინც მეუბნები რომ გავიხსნა და ჩემი გული გადაგიშალო?
- არა დათო , მე უბრალოდ..
- მოდი დაამთავრე ცირკი. არ ვიცი რატომ უნდა გაგეხხნა, რას ელოდები რა გინდა ჩემგან...
- კარგად იცი, ის რაც ორივემ ვიცით. მე თუ არა საკუთარ თავს მაინც გამოუტყდი, შენს თავს მაინც ნუ უმალავ რომ შენში არსებობს გრძნობა რომ შენც ისევე გიყვარვარ როგორც მე..
- საკმარისა !- გადაჭრით ამბობს და მხრებზე დაწყობილ ხელებს აცლის.. ჯობია ჩემგან შორს იყო. ცოტა ხნით მაინც , მანამდე სანამ დავმშვიდდები , უბრალოდ არ მინდა რომ რაიმე დაგიშავო.
რამოდენიმე საათი გადაბმულად იარა დათომ. სახლის კიბეებს იმ იმედით აუყვა რომ ქალი რომელიც რამოდენიმე საათის წინათ ისევ გრძნობაზე ელაპარაკებოდა იქ აღარ იქნებოდა.. საკუთარ თავს თამამად დაჰპირდა რომ მის ცხოვრებაში აღარასოდეს იქნებოდა ყველასთვის სასურველი ქალი სახელად ნენა ჯოხაძე..
რკინის მძიმე კარები, მძიმედ მიხურა და ქურთუკი კუთხეში მდგარ კომოდზე გადაფინა.. გაოცებულმა გახედა საძნებლის კართად მიყრილ ნენას ფეხსაცმელს.. დინავზე ჯერ კიდევ ეყარა მათი გუშინდელი ტანსაცმელი . მის საწოლზე მშვიდად ეძინა ნენას. მის წილ საწოლზე იწვა და დათოს ბალიშზე უხვად ეყარა მისი რაღაცნაირი ფერის თმები. პატარა ბავშვივით მოკუნტული იწვა და საოცრად მშვიდად სუნთქავდა..
- ჯანდაბააა. ამ ქალმა დაფარება ვერ ისწავლა . მერე დაიწყებს რომ გაცივდა, ყელი სტკივა , დაიწყებს ტირილს რომ წამლებს არ დალევს. - საკუთარ თავს ესაუბრებოდა და მისკენ მიდოდა. იატაკზე დაგდებული თბილი საბანი გადააფარა ტანზე და ისიც მაშინვე გაიშალა როგორც კი სხეულმა სითბო იგრძნო. . საწოლის კიდეზე თამამად ჩამოუჯდა და სახეზე დაყრილი თმები გადაუწვია . შიშველ ზურგზე მიაფარა საბნის კუთხე და ფრთხილად შეახო ტუჩები თმებზე..
**
ადრე...
ფეხები აკეცილი ჰქონდა.. საათი ღამის ოთხს უჩვენებდა. დათოს ზურგს უკან გამოსროლილი სიტყვები მალე მოვალ, რამოდენიმე საათზე გადაიწელა . გადაღლილმა სხეულმა ვერ გაუძლო. თხელ საღამურში გამოწყობილს დაეძინა ნენას.გვარიანად ციოდა. ნაადრევი გაზაფხული იდგა თბილისის თავზე... მისკენ ზურგით მჯდარს არც კი მიუახლოვდა ისე დაუძარა რომ არ იყო საჭირო ლოდინი.. ვერ მიღებული პასუხის მისაღებად გატრიალდა ნაკანი და სიცივისაგან ახორკლილი კანის დანახვაზე თვალები გაუფართობდა .
- ეს გოგო ერთხელად იქნება გადამრევს. გაყინულ მკლავებზე ხელები დაუსვა . ფრთხილად ამოსდო ფეხებქვეშ ხელი , მკერდზე მიიწვინა ქალი და საძინებელში გაიყვანა.- ვინ სთხოვა ლოდინი, ესეც ეხლა ცოლი არ იყოს. მერე მე დამაბრალებს ყველაფერს - გაღიზიანებული ლაპარაკობდა და კარადაში თბილ ადიელს ეძებდა..
ეს ერთადერთი რამ იყო, რის გამოც ჩხუბი არ შეეძლო ცნობილ მხატვარს დავით ნაკანს. არ შეეძლო მძნარე ნენასთვის რაიმე ეთქვა. მხოლოდ ამ დროს არ შეეძლო მისთის სკანდალის მოწყობა და როგორც სჩვევია მისთვის თავზე დამხობა სახლში არსებული ყველა ნივთის..
მძინარე ნენა ყველაზე ლამაზი, ბავშური და სექსუალური იყო ნაკანისთვის. მხოლოდ ამ დროს ტკბებოდა მისი არსებობით, მისი მშვიდი სუნთქვის მოსმენით ...მას მერე რაც ზუსტად ერთი წლის წინათ ნენა ჯოხაძეს მის მხარზე დაეძინა ჯერ კიდევ მისთვის სრულიად უცობი , მაგრამ ყვლასთვის კაგრად ცნობილი დავით ნაკანის ძლიერ მხარზე..
პირველი სიმპტომი აღმოჩენილია: ზრუნვა
**
მეორე სიმპტომი
სიმყუდროვით გაჟრენთილ სახლში ეძინა მარტოობას. რკინის კარი ზურგს უკან მთელი ძალით მიაჯახუნა და კედლებმა მაშინვე დაიწყეს ზრიალი.. ფეხსაცმელები კუთხეში უწესრიგოთ მიყარა. ქურთუკი რომელიც აქამდე მის სხეულს ათბობდა, დივნის მიმართულებით ისროლა, მაცივრიდან გრილი ლუდის ქილა გამოიღო და გამომშრალ ყელში ჩაისხა..
მაგრამ ადგილზე შედგა.
შეკრთა..
რაღაცა ტვინში ურევდა აზრებს..
სურნელი, მისი განუმეორებელი სურნელი.. მისი სუნამოს სურნელი მთელს სახლში იდგა . სხეულმა მაშინვე განგაშის ხმა გასცა..
სწრაფი ნაბიჯით წავიდა საძინებლისკენ და ხელის ერთი მოსმით გამოხსნა ფანჯრები.. საწოლის კიდეზე გაფითრებული სახით ჩამოჯდა ნაკანი და ტუჩის კუთხე არამზადა ღიმილმა ჩატეხა.. იატაკზე ზუსტად მის ფეხებთან ეგდო მისი შარფი. თხელი სიფრიფანა და მისი სურნელით გაჟღენთილი აბრეშუმის შარფი, რომელსაც ნენა მუდამ თმაზე იკეთებდა..
პატარა უცოდველი ნაჭერი მუჭაში მოიქცია და ხარბად დაყნოსა..
ეს ზუსტად ის იყო...
ეს იყო რაც ნაკანს გონებას უბინდავდა..

ადრე
- ამდენ სუნამოს რატომ ისხავ ნენა, ავყროლდი, თავი ამტკივა ამ სუნით. ათასჯერ გითხარი რომ გული მერევა. ჩემს სახლში ამ სუნამოს სურნელი არ მინდა რომ იდგეს, ერთხელ გაიგებ რას ვამობ?
- როდიდან ვერ იტან ჩემს სუნამოს? - ალმაცერად გახედა ქალმა და სუნამოს ბოთლი ჩანთაში ჩაიგდო..
- ვერასდეს ვერ ვიტანდი, ყოველთვის , ყოველი შენი შეხებისას გული მერეოდა ამ სუნამოს გამო. ტვინში მასხავს ეს საოცარი ყვავილების სურნელი .
- კარგი მაშინ სხვას ვაჩუქებ. არადა იცი შემომთავაზეს რომ სუნამოს შექმნაში მივიღო მონაწილეობა. რაღაც ისეთი უნდათ გავაკეთოთ რაც ყველა ქალს მოეწონება..
- ყველა ქალს მოეწონება ... ალმაცერად გახედა ნაკანმა და თავი გააქნია.
არ უნდოდა იმაზე ფიქრი რომ ეს სურნელი რომელიც მხოლოდ ნენას სხეულს ეკუთვნოდა შესაძლოა სხვა ქალის სხეულსაც შეხებოდა... ამას ვერ გადაიტანდა მისი გონება. ეს სურნელი მხოლოდ მისი და ნენასი იყო...
წარმოდგენაზეც კი სისხლი უწყებდა დუღილს. მაგრამ დუმდა ყოველი ასე ფიქრის მერე დუმდა ნაკანი რადგან იცოდა ვერაფერს ეტყოდა ქალს, რომელსაც პირში ეუბნებოდა რომ არ უყვარდა რომ მასთან მხოლოდ სექსი უნდოდა..
**
საწოლზე გაიშოტა და ხარბად შეიყნოსა სურნელი შარფიდან... მთელი სხეული ითხოვდა ქალს სახელად ნენას, მაგრამ არასოდეს გამოუტყდებოდა თავის თავს დავითი რომ ეს ქალი სისხლად ჰყავდა გამჯდარი..
მეორე სიმპტომი :- დამოკიდებულება მასზე

**
მესამე სიმპტომი
უკვე ერთი კვირაა სახლში მისულს აღარ ხვდებოდა ქალი რომელიც აქამდე სიცოცხლეს უმწარებდა.
ქალი რომელიც უნდოდა რომ აღარასოდეს ენახა..
ახლა რა მოხდა?!- შედეგს მიაღწია, მაშინ რატომ არ ჰქონდა სიმშვიდე..
რატომ ფორიაქობდა?
რა აწუხებდა ნაკანს?
მასთან აღარ იყო.. ტელეფონის გაშავებულ ეკრანს დახედა. შვიდი დღე იყო გასული, რაც შეტყობინებაც კი არ ჰქონდა მოსული ნენასგან..
რატომ სტკიოდა გული? რატომ უნდოდა კიდევ ერთხელ მოექცია მისი თმები მუჭებში და გულის რევის შეგრძნებამდე ეყნოსა. ფილტვების გავლით გაეტარებინა და ტვინს დაემახსოვრებინა მისი ყვავილების სურნელი, რომელიც აქამდე საშინლად სძულდა..
ერთი ხელის გასმით გახსნა ტელეფონი და სოციალურ ქსელში აკრიფა მისი სახელი.
არაფერი არ ჩანდა მისგან..
არც სიახლე, არც ფოტო..
მაგრამ იცოდა დავითმა რომ ის აღარასოდეს დაბრუნებოდა მასთან..
ჩაბნელებულ ოთახში იჯდა. ხელში ყინულებჩამდნარი ვისკის ჭიქა ეჭირა და თეთრ პიჯაკში გამოწყობილ ქალს გაყინული თვალებით უყურებდა , რომელიც ღიმილს ამოფარებული ახალ ამბებს ყვებოდა.
უეცრად იგრძნო როგორ შეეკუმშა გული.. როგორ აემღვრა სული რაღაც და ჰაერის უკმარისობისაგან სულარეული წამოხტა ფეხზე.
აფართხალებულ გულზე მაგრად მიიჭირა ხელი და აივნის კარები ფართოდ გამოხსნა . გრილი ნიავი მაშინვე იგრძნო სხეულმა და წამიერად გამოაფხიზლა.
საკუთარი თავის ვერაფერი გაეგო...
ვერ ხვდებოდა და ვერ იაზრებდა რა აწუხებდა ასე მძაფრად..
ალკოჰოლით გაჟღენთილი სხეული ძლივს მიიტანა საწოლამდე და საწოლის ნახევარზე გადაწვა. თვალები მილულა და ფიქრებმა წაიღო:
- ასე არ დაწვე- გთხოვ,ადექი . წადი იბანავე და მერე დაწექი.
- მომეშვი- ხელი აუქნია და საბანი გადაიფარა.
- დათო გთხოვ. ადექი. გამოიცვალე მაინც. ვინ იძინებს ტანსაცმლით?
- რა გამიხურე გოგო საქმე?!- გაბრაზებულმა იღრიალა ნაკანმა და საწოლიდან წამოხტა. - ჩემი სახლი და ჩემი ლოგინია, შენ გკითხო როგორ დავიძინო? როდის ვიბანაო და როდის დავლიო? ვინ ხარ გამაგებინე, რას გადამეკიდე.
- ისევ იწყებ ხო?!- აცრემლებული მზერა შეანათა მამაკაცს და ზურგი აქცია. - ასე თუ ბრაზდები, ასე თუ გეზიზღები, ყოველ ჯერზე რატომ მირეკავ? რატომ არ მანებებ თავს? რატომ არ მაძლევ საშუალებას პირადი ცხოვრება ავიწყო?! მითხარი რომ გინდა წავიდე და წავალ !
- წადი! მინდა რომ წახვიდე ! აღარასოდეს მოხვიდე ჩემთან!- მხრებში ჩაავლო ხელები და მთელი ძალით შეანჯღრია ქალი.
- კარგი !- პირველად გადაჭრით უთხრა, საწოლზე მიფენილი ტანსაცმელი ხელის ერთი მოძრაობით ჩაყარა ჩანთაში. და რკინის მძიმე კარები მთელი ძალით გაიჯახუნა.
მესამე სიმპტომი : მონატრება
**
ახალი ამბავი გავარდა ქალაქში...
ნენე ვიღაც სიმპატიურ მამაკაცთან ერთად სეირნობისას დაინახეს...
ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ნაკანისთვის ახალი ინფორმაცია..
იმ ღამით და მომდევნო სამი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ვერ დაიძინა. ვერ გაითავისა რომ ქალი რომელიც მისთვის არაფერი იყო, გააგდო და მასთან მისვლა აკრძალა სხვასთან დადიოდა...
როგორ გაბედა?!
როგორ გაიარა?!
როგორ მისცა უფლება სხვა კაცს შეხებოდა?!
საკუთარ საგრიმიოროში იჯდა, ხელები თავზე ჰქონდა შემოწყობილი და შინაგან ცახცახს ვერაფერს უხერხებდა. მთელი ძალით იკავებდა თავს. საკუთარ სხეულს უძალიანდებოდა, მაგრამ ვერაფრით შველოდა.
ბრაზი და ბოღმა ერთიანად ახრჩობდა. სადღაც დივანზე მიგდებული ტელეფონი აიღო და მხოლოდ ერთი შეტყობინება გააგზავნა.
„საღამოს 9ზე გელოდები“
არ იცოდა რა იქნებოდა, მივიდოდა თუ არა. უფრო მეტიც. იცოდა რომ ნენე არ მივიდოდა. მას მერე რაც გაცვეთილი ფეხსაცმელივით მოისროლა და გააგდო გარეთ, მას მერე ქალს მისკენ არ გამოუხედავს.
მთელი დღე შვება ვერ იპოვა. ხან კედელზე და ხან ხელზე მოთავსებულ საათს თვალს ვერ აშორებდა.
ათი ხდებოდა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.
ალმაცერად გახედა ოთახში შესულ წარბებშეკრულ ქალს და მხრით მიეყრდნო კარების ჩარჩოს.
- ვინაა?- მხოლოდ ერთი კითხვა დასვა და ქალს ზურგი აქცია.
- შენი საქმე არაა !- გადაჭრით უთხრა და კარისკენ უკან წავიდა, რომ ძლიერმა ხელმა დააკავა და კედელზე მიაკრა.
- მითხარი ვინაა ის ახვარი, ვისზე ლაპარაკობს მთელი თბილისი?!
- გითხარი, შენი საქმე არაა.
- ნენა!
- აზრი არ აქვს, რისთვის მომიყვანე?!- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვისთან ვარ და რატომ?
- რომ გეკითხები ესეიგი აქვს.
- რა აბა?! მითხარი რას იკვლევ!- ეჭვიანობ?! - ღიმილიან ბაგეებს დასცდა და ჩანთა ხელიდან ნელა დაუშვა იატაკზე. მიპასუხე მიდი.
- ვეჭვიანობ? არ გამაცინო. როგორ გგონია აქ ამიტომ მოგიყვანე რომ ვეჭვიანობ?
- რა გინდა ჩემგან? ხომ მითხარი წადიო, წავედი! მითხარი მოდიო- მოვედი! რამე შეიცვალა ?! - არაფერი!
- ამაღამ დარჩი რა!- ვნებას ატანილი მიუახლოვდა ქალს და ნაზად დაუსვა ხელი ლოყაზე.
- გული მერევა შენზე !-გაღიზიანებულმა უთხრა და სახლიდან გავარდა.
მთელი საათის განმავლობაში იჯდა იატაკზე..
წინ სასმლით სავსე ბოთლი ედგა...
შუაღამის თბილისს კოკისპირულად აწვიმდა...
იჯდა და ვერ იაზრებდა რა უნდოდა, საკუთარ თავზე ღიზიანდებოდა.. რა უნდოდა ამ ქალისგან.. საკუთარი გულისგან რა უნდოდა.
როგორ აკადრა ეჭვიანობო ! - როგორ გაუბედა ამ ერთი ციდა ქალმა და ზუსტი დიაგნოზი დაუსვა ცნობილ მსახიობს! როგორ აკადრა, როგორ დაამცირა!
როგორ ვერ აჯობა საკუთარ სურვილს და გრძნობებს...
გაშტერებული უყურებდა სადღაც სიშორეზე მბჟუტავ სინათლეს და საკუთარი თავის ვერ გაეგო.
სისხლი ერთიანად იწყებდა ადუღებას როგორც კი წარმოიდგენდა, როგორ შეეძლო შეხებოდა სხვა ადამიანი ქალს რომელსაც ერთ დროს მხოლოდ ის ეხებოდა.
მეოთხე სიმპტომი : ეჭვიანობა..
**
მეექვსე სიმპტომი
- აღარ აპირებ მოსვლას? - გაბრაზებულმა ჩასძახა ტელეფონში და მისგან თავის მართლებას დაელოდა.
- მე აღარ მოვალ თეატრში - გადაჭრის თქვა და ტელეფონი გათიშა.
ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ დაკავშირებას მასთან, მაგრამ უშედეგოდ..
დივანზე იწვა ...
არც ტელეფონის და არც კარზე კაკუნის ხმა არ აღიზიანებდა..
უბრალოდ არც ერთი არ ესმოდა.
ან იქნებ არ უნდოდა რომ გაეგო..
საკუთარ ემოციას თავს ვერ უყრიდა.. არ იცოდა როგორ უნდა მოეკრიბა ძალა და სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა...
უკვე შუაღამე იყო, ვიღაცამ კარები რომ გააღო და ფეხაკრეფით შევიდა მისაღებ ოთახში.. ისევ ისე ანათებდა ტელევიზორი და ეკრანიდან ისევ ცნობილი ჟურნალისტი გაღიმებული სახით ყვებოდა ახალ ამბებს.
- დიდი ხანი უნდა იყო ასე? - ძმის ხმაზე შეკრთა და მწოლიარემ მჯდომარე ფორმა მიიღო.
- რამდენი ხანიც მინდა იმდენი !- გადაჭრით უთხრა და იატაკზე დადებულ ჭიქას წაატანა ხელი.
- მორჩი სმას! საკმარისია!- გაღიზიანება შეერია ხმაში მამაკაცს- ჭიქა ხელიდან გააცალა და მის გვერდით დაჯდა. - დავით მისმინე, მიზეზი ორივემ ვიცით შენი ცუდად ყოფნის, იქნებ აღიარო, მისწერო, დაურეკო. აუხსნა რომ ცუდად ხარ მის გარეშე.
- ცუდად არ ვარ ლევან !- გადაჭრით თქვა და ფეხზე წამოდგა.
- მართალი ხარ, ცუდად არ ხარ. საშინლად ხარ ! - ნეტავ შეგეძლოს შენი თავი დაინახო ჩემი თვალებით . ნათრევ კატას გავხარ ! ადამიანის აღარაფერი გაცხია!.- დაურეკე და უთხარი რომ მოვიდეს. - გინდა მე დავურეკო?
- არა, არ მინდა. მის გარეშეც კარგად ვარ!
- არ ხარ კარგად ადამიანო, ასეთი ამაყი როგორ ხარ? - დაურეკე და უთხარი რომ გენატრება.
- არ მენატრება.
- ჯანდაბაა !- გამწარებულმა იყვირა ლევანმა და ძმა თავისკენ დაატრიალა. - ფანჯარაში ყურებით და ამდენი ალკოჰოლის სმით ცხოვრებას დაინგრევ დავით. ასე არ შეიძლება, ეს ადამიანი გიყვარს, დროა საკუთარ თავს გამოუტყდე, მისმინე ძმაო, ცხოვრება ისე არაა მოწყობილი როგორც შენ გინდა და გგონია. შენს გარშემო არ ტრიალებს დედამიწა და არც შენ ტრიალებ ერთ ღერძზე. დროა საკუთარ ემოციებს გასაქანი მისცე. ეს ქალი ერთადერთია სენს ცხოვრებაში რომელიც გხედავდა როგორი აუტანელი იყავი და მაინც უყვარდი, ასჯერ გააგდე და მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავმოყვარეობას მიწასთან ასწორებდა შენი პირველივე ზარისთანავე მოდიოდა შენთან.
- ლევან დავიღალე. მართლა ოღონდ. აქამდეც ასჯერ ვთქვი , ეს ქალი არ მჭირდება. მის გარეშეც ძალიან კარგად ვარ. უბრალოდ ახლა რთული პერიოდი მაქვს, ცოტა დრო მჭირდება, 2-3 დღე ისევ მოვიკრებ ენერგიას, ისევ ფენიქსივით ავდგები და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას.
- ნენას გარეშე?
- ნენა რა შუაშია? - წყობიდან არ გამომიყვანო გთხოვ. - მოთმინება დაკარგულმა უთხრა ძმას და ცივი წყალი რაკრაკით ჩაისხა ჭიქაში. - ნენას გარეშე ცხოვრება არ შეიძლება? ნენა ჩემი არც არასოდეს ყოფილა, და რატომ გგონიათ ყველას რომ ჩემი ცუდად ყოფნა ნენას გამოა.
- ანუ სხვებსაც ჰგონიათ , ესეიგი მარტო არა ვარ ხომ?
- წადი!- ბოლოს გადაჭრით თქვა და ძმას კარებისკენ გაუძღვა. - წადი , გთხოვ და ცოტა დრო მომეცი .
- ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი და წავალ - კარისკენ წასული მოტრიალდა ლევანი და ძმას თვალი თვალში გაუყარა. - ასე როგორ გატეხე ეს ქალი რომ მასთან დარეკვაც არ შეგიძლია?
- მარტივად! - როცა ყველაზე მეტად მელოდა , მაშინ არ მივედი !
- გასაგებია - ლამის ბუტბუტით უთხრა და რკინის მძიმე კარები ხმაურით გაიხურა.
მთელი ღამე თეთრად დაათენდა თავზე ...
მის თვალწინ მდგარ ყველა მოგონებას ერთიანად აეხადა ფარდა..
საკუთარ თავთან ომმა დაღალა. ერთიანად დაასუსტა.
მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა. მეტი აღარ შეეძლო. საკუთარ მონატრებას გასაქანი მისცა. საწოლის კიდეზე იჯდა, ხელები თავზე ჰქონდა შემოდებული და მთელი ძალით იჭერდა.
ეგონა სადღაც ვერ გაუძლებდა, ვერ აიტანდა ამხელა ემოციას და ტკივილს.
„ მგონი ავად ვარ!- გადაჭრით დაუსვა დიაგნოზი საკუთარ თავს და პირველად მისცა გასაქანი საკუთარ ცრემლებს. ბოლოს როდის იტირა?- არ ახსოვს. ალბათ 10 წლის იყო. დედამ რომ დასაჯა ანტიკვარული ვაზის გატეხვის გამო. მას მერე საკუთარ თავს პირობა მისცა რომ აღარასოდეს იტირებდა. იმიტომ რომ კაცები არ ტიროდნენ. საიდან იცოდა? - დედამ ასწავლა. – „ძლიერი კაცები არ ტირიანო!“ და აი მანდ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. კაცებიც ტირიან. მიუხედავად სქესისა, ადამიანები ტირიან . მიუხედავად სქესისა ადამიანებს ერთნაირად სტკივათ.
- რომელი უფრო რთული ასატანია სულიერი ტკივილი თუ ფიზიკური?!- ერთხელ ჰკითხა ნაკანმა საყვარელ ქალს და მისი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- სულიერი !
- რა იცი? - გაოცებულმა დაუბრუნა პასუხი და ქალს გაუღიმა.
- საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ფიზიკური ტკივილი დროთა განმავლობაში გადის, სულიერი ტკივილი კი შიგნიდან მკლავს.
- საოცარია ! - ღიმილით უთხრა და ქალი მკერდზე მიიკრა. - მე და შენ „ ომი და მშვიდობასავით ვართ. შენ სულ მართალი ხარ მე სულ დამნაშავე. შენ სულ კეთილი ხარ, მე სულ ბოროტი. შენ სულ მშვიდობა ხარ მე სულ ომი.
- მაგრამ ერთი შემიძლია გადაჭრით გითხრა- ოდნავ წამოწია თავი და მამაკაცს მხარზე აკოცა. „ შენ უჩემობა არ გიხდება“ .
იატაკზე დაგდებული ტელეფონი აცახცახებულ ხელებში მოიქცია და ხელის ერთი მოძრაობით აანთო ეკრანი. გული პატარა ჩიტივით უფართხალებდა. არ იცოდა რა პასუხს მიიღებდა. ბოლოს მაინც გარისკა და მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე კარგად ნაცნობ ნომერზე გაგზავნა.
<<დიაგნოზი დასმულია.
დაავადება :სახელად შენ>>



№1 სტუმარი ლიკკ

ააააა????❤️❤️❤️ჯერ ვაკომენტარებთ,მერე ვკითხულობთ????სასწაული ხარ

 


№2 სტუმარი ნი-კე

კარგია ძალიან❤️❤️❤️მაგრამ ველოდები თაიას და მინდიას ისტორიას ცალკე....წარმატებაბი

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კარგია. ძალიან რეალურია. ეს მამაკაცები ხომ ყველა ეგოისტია.
მადლობა ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent