შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(9)


9-02-2025, 21:22
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 502

ისედაც არეული გონება უარესად არეოდა და გაურკვევლობაში, ჩავარდნილიყო, საჭეს დაძაბული მართავდა და ვერაფრით ვერ მშვიდდებოდა, ეს რა თამაშებს უწყობდა განგება. ჯერ მართას გამოჩენამ როგორი შოკი, მიაღებინა და ახლა ეს ბავშვი, რომელიც უხილავად აკავშირებდა მასთან,
ვერასდროს წარმოიდგენდა ის პატარა გოგონა, თუ მართასთან რაიმე კავშვირში იქნებოდა. ან ასე რატომ აღელვდა, მართა,როდესაც გაიგო, რომ ბავშვს იცნობდა, რატომ ეშინოდა ამის. ინტერესი კლავდა.
გამწარებულზე სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა.
– რას მიმამალავ მართა? რას. რატომ გქონდა ასეთი რეაქცია, როდესაც შეიტყვე, რომ ენისთან ვიყავი. ნუთუ არის რაღაც რაც უნდა ვიცოდე და მიმალავ, ამას. აქ რაღაც საეჭვოა და ამას აუცილებლად გავარკვევ ქალბატონო.- წამოიძხა გაბრაზებულმა და მარცხნივ შეუხვია.

ეს სიტუაცია ჭკუიდან შლიდა, არ უყვარდა გაურკვევლობაში ყოფნა. მანქანა აეროპორტის წინ შეაჩერა, შემდეგ გადმოვიდა უკანა კარი გააღო, იქიდან ჩანთა გადმოიღო და თავის კერძო თვითმფრინავიაკენ წავიდა ჩანთა მხარზე მოიკიდა და თავისი ჩვეული სიარიულის მანერით ავიდა თვითმფრინავში.
– გამარჯობა, ბოს ამჯერად სად მივდივართ?- ჰკითხა პილოტმა.
– მალდივის კუნძულებზე.- ჩვეული ხმის ტონით უპასუხა და სავარძელზე კომფორტულად მოეწყო.
ნელ-ნელა, თვითმფრინავმა ჰაერში აწევა დაიწყო და სულ მალე გაფრინდა კიდეც.

მაინც ვერ ივიწყებდა, მომხდარს, თითქოს გული რაღაცას უგრძნობდა და მოსვენებას უკარგავდა. წარბები, როგორც ყოველთვის შეჭმუხნული ჰქონდა ცალი ხელი მიეყრდნო სახეზე და ფიქრობდა, როგორ ემოქმედა.
ცალკე ეს სასამართლო პროცესი კიდევ, რომელიც გადაიდო შემდეგ კვირას და არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე და ირაკლის სიტყვები ,, მე დანებებას არ ვაპირებო,, ახლა უფრო უნდოდა, რომ ციხეში ჩაესვათ. მართასგან შორს რომ ყოფილიყო, ამიტომ ყველა ღონე უნდა ეხმარა,ამისთვის. თუ არადა ხვდებოდა, რომ ეს ამბავი ცუდად დასრულდებოდა.



ძალიან საინტერესოა, თუ როგორ წარიმართება, ამ სამი ადამიანის ცხოვრება, რომელებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული.
ნელ-ნელა სასიყვარულო სამკუთხედი იქმნებოდა და არჩევანის გაკეთება კი, ცენტრში მყოფ მართას მოუწევდა და მაინც რა გზას აირჩევს ის ძველს თუ ახალს, მაგრამ რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ორივე შემთხვევაში ეს მტკივნეული იქნებოდა, ყველასთვის.
შემთხვევეით არაფერი ხდება და არც ის იყო შემთხვევითობა, როდესაც ირაკლის ადკვოკატათ დაინიშნა და ამით კვიციანსაც დაუპირისპირდა..

ოთახში ფანჯრის რაფასზე იჯდა ხელში ყავის ფინჯანი ეჭირა და ჩაფიქრებული გაჰყურება ქუჩას. თვალები ნაღვლიანი ჰქონდა.
_ რისიც მეშინოდა ყველაფერი ასრულდა თითქმის. ახლა რა იქნება, მან უკვე რაღაც იეჭვა და არ მოისვენებს სანამ არ გაარკვევს.ოჰ, ღმერთო. - დაღლილი ხმით ამოიგმინდა და ყავა მოსვა. - რატომ არ შემიძლია, უბრალოდ ამოვიგდო გონებიდან მისი არსებოდა,მაგრამ ის უფრო სიმპატიური გახდა. რას აკეთებ მართა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ის მოძალადეა. შენ აქ იმისთვის ხარ, რომ შენი მაოვალეობა შეასრულო და არა, კვიციანზე იფიქრო, მითუმეტეს ის არ არის ჩემი სიყვარულის და ყურადღების ღირსი.


...


გისოსებს მიღმა დარჩენილ ირაკლის ფიქრისთვის საკმარისი დრო ჰქონდა და მთელი ეს დრო გამუდმებით თავის ადვოკატზე ეფიქრებოდა.
საწოლზე იყო წამოწოლილი და ხელში გოგონას შარფს ათამაშებდა, ამ გოგომ რატომღაც პირველივე დღეს როდესაც პირველად გზის პირას ნახა, განრისხებული რომ ეცა და ჩხუბი დაუწყო. მაშინვე მიიქცია მისი ყურადღება. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ის მისი ადვოკატი იქნებოდა ეშმაკური მზერით დაჰყურებდა შარფს.
_ ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ შენი გული მოვიგო..- დახშული ხმით ამოთქვა და შარფი დაყნოსა, რომელსაც გოგონას სუნამოს სურნელი ჰქონდა.- შენ ჩემი იქნები და ის კვიციანი ვერ შემიშლის ხელს.
ცალი ხელი თავისქვეშ ჰქონდა ამოდებული და ცალში კი შარფი ეჭირა.
– არ ვიცი ეს რა გრძნობაა, უბრალო გატაცება, ვნება, თუ უფრო მეტია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, უკან დახევას არ ვაპირებ.
თვალები დახუჭა და ფიქრს მიეცა.


...
ვინ თქვა, ცხოვრება მარტივიაო, ის თავის გრძელ და ჩახლართულ ლაბირინთებში ხლართავს, ადამიანს რომლისგანაც დაღწევა არც თუ ისე მარტივია, როგორც ჩვენ გვგონია, იგი ჩვენ არ გვეკითხება, არაფერს ყველაფერს თავად წყვეტს. არავინ არ ვიცით, როდის რა ქარიშხალს დაგვატეხს თავს, ჩვენ კი ამ სამყაროში, მხოლოდ ჭადრაკის ქვები ვართ და არავინ ვიცით, როდის რას მოგვიმზადებს ეს ცხოვრება, რომელიც ასე გვეთამაშება.
ცხოვრება სამივეს თავის ბინძურ თამაშს ეთამაშებოდა ამიტომაც დააკავშირა ეს სამი ერთმანეთთან და შენ მკითხველო, ვინც ახლა ამას კითხულობ მართას ადგილას რა არჩევანს გააკეთებდი?
წარსულს აირჩევდი, რომელმაც ამდენი ტკივილი მოგაყენა, თუ ახალ ადამიანთან ახალ ურთიერთობას დაიწყევდი.
თავისებურად ორივე შეეცდება მისი გულის მოგებას.
მაგრამ უნდა კი, მართას ან ერთი და ან მეორე... საკითხავი აი ეს არის.


ფანჯრის რაფაზე იჯდა და თავი კი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი. თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
გული ჰქონდა უკვე დამძიმებული ძალიან დაღალა ამ ყველაფერმა რამდენადაც ძლიერ ქალად არ უნდა წარმოადგინოს თავი, როდესაც თავის თავთან მარტო რჩებოდა ის ძლიერი ქალი სადღაც ქრებოდა და რჩება პატარა და დაუცველი გოგო, რომელიც ამ სამყაროში სრულიად მარტოდ დარჩა და არავინ ჰყავს ისეთი, ვინც გაამხნევებდა და ანუგეშებდა, პატარა ასაკიდან მოუწია სულ მარტოს ებრძოლა. თვალებიდან ობოლი ცრემლი წამოუვიდა და გზა გაიკვლია მის ლამაზ სახეზე.
ტელეფონზე მოულოდნელად ზარი შემოვიდა, გოგონაც ფეხზე წამოდგა სამუშაო მაგიდიდან ტელეფონი აიღო და უპასუხა.
_ გისმენთ!- წამოიძახა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. _ რომელი ხარ? ან ხმას რატომ არ იღებ?- გაღიზიანებულმა უთხრა. - არ აპირებთ ხმის ამოღებას?! მაშ კარგი, მე ვთიშავ.- მიაძახა და გაუთიშა, თუმცა მალე ისევ დაურეკეს.
– ვინ ხარ და რა გინდა?! ან ხმა ამოიღე ან ახლავე ვთიშავ ტელეფონს.- ბრაზმორეულმა ჩასძახა ყურმილში. - და აი ამ დროს სწორედ ამ დროს იგრძნო ვინც ურეკავდა და მიყუჩდა, ყურმილში მძიმე სუნთქვის მხა ისმოდა. აღარაფერი უთქვამს უბრალოდ გათიშა ტელეფონი და უცნაურად არეული ჩამოჯდა საწოლის კიდეზე.



....

კვიციანმა ტელეფონი გათიშა და ჯიბეში შეინახა.
ეშმაკურად უელავდა თვალები და მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცოდა, თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული. მაისური გაიხადა და აუზში გადახტა. თან კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
ცურვით, რომ იჯერა გული ამოვიდა და იქვე ჩამოჯდა.
– ახლა იწყება არ დავიწყება, ჩემო გოგოვ და ეს მხოლოდ დასაწყისია...- გაიფიქრა, შემდეგ ფეხზე წამოდგა პირსახოცი აიღო და სხეულის გამშრალება დაიწყო, შემდეგ კი, შეზლოგნზე ჩამოჯდა ტელეფონზე ზარი შემოვიდა და იმწამსვე დასწვდა იქვე დადებულ მობილურს, ეკრანზე სახელი, რომ ამოიკითხა რაღაცნაირად დაიძაბა ყურმილს დააჭირა და უპასუხა.
– გისმენ, აბა რა ამბები გაქვს ჩემთვის?- დაზაფრულმა კითხრა.
– ბატონო, როგორც მითხარით, იტალიაში ჩავედი, გასარკვევად, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ამ სახელით და გვარით აქ არავინ იცნობს მას.
– რას ამბობ, რას ქვია არავინ ცნობს? შანსი არ არის რვა წელი, თუ მანდ გაატარა და მითუმეტეს ცნობილი ადვოკატია, ეს აბსურდი იქნება. - გაღიზიანდა.
– ხო, მაგრამ ბატონო, მე რა გავაკეთო, არავინ არაფერი იცის მის შესახებ და...- წამოიძახა კაცმა.
– ფულს რისთვის გიხდი?!- დაუყვირა.- არ მაინტერესებს, მაგედან არ წამოხვალ სანამ ყველაფერს არ გაარკვევ, თუ არა და იცი რაც მოგივა.- ჩასძახა გაბრაზებულმა, ტელეფონი გათიშა და მოისროლა.

– აქ რაღაცაშია საქმე, რას ხლართავ ქალბატონო?!- გაღიზიანებული დაიარებოდა და ვერ მშვიდდებოდა. იქვე მოგდებულ ტელეფონს დაწვდა და მაშინვე გადარეკა.

– გისმენთ? - გაისმა გოგონას ხმა.

– მე ვარ.- წამოიძახა მამაკაცმა. გოგონამ მაშინვე იცნო, კვიციანის ბოხო ხმა.

– რა გინდა რისთვის მირეკავ?

– რას ხლართავ, ქალბატონო? რატომ არავინ იცის შენს შესახებ იტალიაში?

– რაა? შენ რა ჩემს ზურგს უკან ჩემზე ინფორმაციას აგროვებ?!- გაბრაზებულმა კითხა.

– უკვე გითხარი, რომ ამ საქმეს ისე არ დავტოვებდი და აუცილებლად გავარკვევდი ყველაფერს.

– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არაფერი გამოგივა, თუ გინდა მთელი იტალია გამოკითხე ყველა ერთი და იგივეს გეტყვი მაინც.- გაეცინა გოგონას.

– ადრე თუ გვიან მაინც გავიგებ, რას მალავ და აი მერე, თუ გავიგე, რომ ენი ჩემი შვილია და მიმალავდი ამას არ გაპატიებ ეს კარგად დაიმახსოვრე.- გაბრაზებულმა ჩასძახა და გაუთიშა.

– მასე არა ქალბატონო, შენ თუ ჭკვიანი ხარ, მე შენზე უფრო ჭკვიანი ვარ, თუ გგონია, რაიმე გამოგივა ძალიან შემცდარხარ, რადგან მე თორნიკე კვიციანი ვარ, შეუძლებელია მე რაიმე დავისახო მიზნად და რომ ვერ განვახორციელო. ადრე თუ გვიან მაინც გავიგებ სიმართლეს და მერე მიფრთხილდი.


მთელი ერთი კვირა ბალის კუნძულებზე გაატარა, რადგან ფიქრი სჭირდებოდა და აზრების დალაგება, სასამართლო პროცესიც ახლოვდებოდა და მალე გაირკვეოდა, ვინ გაიმარჯვებდა, საინტერესოა,ვინ გაიმარჯვებდა ამ ომში, თორნიკე თუ მართა, არცერთს არ სურდა დამარცხება და ორივე თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა, თუმცა რომელია აქედან მართალი?



****

10 ოქტომბერი 2024 წელი


ერთი კვირის, შემდეგ ისევ შეიკრიბნენ სასამართლო დარბაზში, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე, ამ პროცესში კი, ორი ერთმანეთზე უარესი ჯიუტები უპირისპირდებოდნენ და მხოლოდ ღმერთმა უწყის ვინ იქნებოდა გამარჯვებული.
მართა, ამაყი და თავ აწეული შევიდა დარბაზში და თავისი ადგილი დაიკავა, თორნიკე მის პირისპირ იჯდა და თვალს არ აშორებდა მას. მალე ირაკლიც შემოიყვანეს და იზოლირებულ ოთახში შეიყვანეს.
რომელიც კარგად ნამდბილად არ გამოიყურებოდა, დაღლილი სახე გაწეწილი თმები და მოზრდილი წვერით. იყო,თუმცა მშვიდად იყო, რადგან იცოდა, რომ გაიმარჯვებდა.

– დღეს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას, მიიღებს და პატიმარ ირაკლი ხუციშვილს ან დამნაშავედ სცნობს ან უდანაშაულოდ, იმედია ამ დროში შეძელით და მოაგროვეთ საკმარისი სამხილები.- მიმართა მართას.
– დიახ, ბატონო მოსამართლევ, მე თმამად შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს ჩემი კლიენტი გაიმარჯვებს.- ამაყად და თავდაჯერებულმა წარმოთქვა მერე კი, თავის ადგილს დაუბრუნდა.
სასამართლო, პროცესი დაიწყო და როგორც ყოველთვის პროკურორმა დაიწყო თავისი გამაღიზიანებელი კითხვების დასმა.
როდესაც პროკურორმა დაასრულა გამოსვლა, მართა ფეხზე წამოდგა და მოსამართლის დამხმარეს მეხსიერების ბარათი გაუწოდა.
– ბატონო, მოსამართებ, ვფიქრობ ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩემი კლიეტი უდანაშაულოდ ვცნოთ.- განუმარტა.
– ეს რა არის, ქალბატინო წინაზეც მოიტანეთ, მაგრამ იქ არაფერი იყო?- დამცინავად კითხა, პროკურორმა.
– გთხოვთ, ჩართოთ ეს რადგან ყველამ გაიგოს სიმართლე.


...

ესეც ახალი თავი, გელოდებით კომენტარებში.



№1 სტუმარი სტუმარი მირანდა

რომ იცოდეთ როგორ გამახარეთ რო დამხვდა იმედია ირაკლი გამართლება და თორნიკე კიდევ უფო გამწარდება მაგრამ მინდა თორნიკე და მართა ერთად იყონ

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი მირანდა
რომ იცოდეთ როგორ გამახარეთ რო დამხვდა იმედია ირაკლი გამართლება და თორნიკე კიდევ უფო გამწარდება მაგრამ მინდა თორნიკე და მართა ერთად იყონ

მადლობა, დიდი ვნახოთ რა იქნება, მიხარია, რომ მომყვებით ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ყქვენი გამოჩენა დღესასწაულია,შემიყვარდა ეს ისტორია, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ვენდობით თქვენ მუზას და წერის ალღოს, წარმატებებს გისურვებთ. იმედია თორნიკე და მართა ერთად დარჩებიან

 


№4  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
ყქვენი გამოჩენა დღესასწაულია,შემიყვარდა ეს ისტორია, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ვენდობით თქვენ მუზას და წერის ალღოს, წარმატებებს გისურვებთ. იმედია თორნიკე და მართა ერთად დარჩებიან

ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ დღეს ოდნავ მაინც ყოფილიყო სრულყოფილი ჩემი ნაშრომი. შეიძლება ახლაც აკლია ბევრი, რამ მაგრამ ბევრად უკეთესია სხვა ნაშრომებთან. მიხარია, მართლა რომ მკითხველის გულში დიდი ადგილი დაიკავა ამ ამბავმა. მადლობა დიდი.❤️❤️

 


№5 სტუმარი ნესტან

საინტერესო იყო მომეწონა ეს თავი განსაკუთრებული იყო იმედის უდანაშაულო ადამიანი არ დაისჯება საინტერესო ადგილას დამთავრდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

რა კარგია რომ არსებობთ, თქვენი ისტორია ძალიან კარგი და საინტეტესოა, გულში ჩამწდომი და ისეთი რომ გინდა მალე დაიდოს გაგრძელება

 


№7  offline წევრი La dolce vita

სტუმარი მარი
რა კარგია რომ არსებობთ, თქვენი ისტორია ძალიან კარგი და საინტეტესოა, გულში ჩამწდომი და ისეთი რომ გინდა მალე დაიდოს გაგრძელება

მადლობა.❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიაკო

რა კარგად წერთ, ყოველ მომდევნო თავში უფრო და უფრო იხბეწებით. დსილოცოს თქვენი კალამი და მუზა. არ აჩქარდეთ ყოველთვის თქვენი კარგად ნაფიქრი გადმოიტანეთ . წარმატებებს გისურვებთ

 


№9  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლიაკო
რა კარგად წერთ, ყოველ მომდევნო თავში უფრო და უფრო იხბეწებით. დსილოცოს თქვენი კალამი და მუზა. არ აჩქარდეთ ყოველთვის თქვენი კარგად ნაფიქრი გადმოიტანეთ . წარმატებებს გისურვებთ



ძალიან დიდი, მადლობა მოხარია, თუ ჩემი ნაშრომი დღითიდღე იხვეწება მკითხველისთვის. ამიტომ ვამბობდი წინაზეც რომ საქმეს აჩქარება არ უყვარს, ჯობს ცოტა დააგვიანდეს დადება სამაგიეროდ, ტექსტი სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხი იქნება მკითხველისთვის.❤️ უფრო დიდი თავების დადებაც მინდა მაგრამ დრო არ მყოფნის.

 


№10 სტუმარი ნია

როგორ გელოდებით გაგვახარეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent