შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ჩემი იქნები (დასასრული)


15-02-2025, 19:29
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 589

ისე დამათენდა რომ თვალი მხოლოდ ორი საათით მოვხუჭე, დილით რიჟრაჟზე გამეღვიძა და სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, პერანგი და შარვალი სულ დამკუჭებია რადგან ასევე ჩამძინებია.

მოვკიდე ჩემს ბარგი ხელი და ნელი ნაბიჯებით მივიწევთ გასასვლელი კარისაკენ, უცბად კობას ხმამ შემაშფოთა, როდესაც მისაყვედურა რომ მძარცველივით ვიპარებოდინმისი ოჯახიდან...
ერთად ვისაუზმეთ და დიდძალი ჭიდაობის შემდეგ მოახერხა მისი დანაზოგის ჩემს ჯიბეში მოთავსება, მე გავანდე რომ გელამ და ბიჭებმა მასესხეს გარკვეული თანხა მაგრამ მან მაინც არ მოიშალა.

გამომშვიდებისას გადავეხვიე მოხუც ცოლ ქმარს და თბილად გამაცილეს.

მივისწრაფი მდინარისკენ რადგან დრო აღარ ითმენს, ამავდროულად ვღელავ, მეფიქრება რომ არ მოვიდეს მერე როგორ მოვიქცე?!... ვღელავ მაგრამ ვფიქრობ ამავდროულად რომ ბედნიერება წინ არის.

უკვე ერთი საათია რაც მდინარის პირას ჩემოდანზე ჩამომჯდარი ველი ჩემს სევიოს, მაგრამ ის ჯერაც არ ფამოჩენილა, ღელვისაგან ხელები მიცახცახებს.

ლოდინის შემდეგ გავიგონე როგორ ისმოდა ბალახების და ფოთლების შრიალი, აფორიაქებულმა გავიხედე და შევნიშნე როგორ მიახლოვდება ეს მშვენიერება.... ღმერთო ჩემო ის დღითი დღე ლამაზდება, სწრაფად მიყვარდი და ხელში ავიტაცე.... გავანდე როგორ ვღელავდი და მეგონა რომ არ მოვიდოდა, მან კი გაიღიმა და კვლავ მომეხვია.

:გახსოვს?!.. პირველად აქ რომ მომიყვანე, ახლა ზუსტად ის განცდა მაქვს, ასე მგონია რომ არც არაფერი შეცვლილა.

სევი: რომ არ მიყვარდე ამ სიგიჟეზე არ დაგთანხმდებოდი, არც მე შემიძლია, შენს გარეშე.

ხვალ ისევ ჩემი იქნები.
ერთმანეთს ვესიყვარულებით, ამ დროს კი უეცრად ხარნასის ხმა გავიგონეთ.

სევი ერთიანად ცახცახებს, მე კი განრისხებული ვუმზერ ხარნასს. და მივმართე რომ გაგვცლოდა ადგილიდან რომ მე მას სევიოს არ დავუთმობდი, ხარნასმა კი ჩაიცინა და პისტოლეტი მომიშვირა.... ამის დანახვაზე სევი უფრო მეტად აღელდა და მას მუხლ მოდრეკილი ევედრება რომ არ გასროლის ჩემი მიმართულებით.... მე კი ბრაზისაგან გული მომეცა და მოვუწოდებ რომ მესროლოს,
რადგან ვაცნობიერებ რომ ჩემი გეგმა შესაძლებელია სისრულეში ვეღარ მოვიყვანო, ამიტომ უკან დახევას აღარ ვაპირებ.

:მესროლე!.. მიდი, რაღას ელოდები?!.

სევი:გევედრები ხარნას.... ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მესროლე ის კი გაუშვი, დამნაშავე ვარ შენს წინაშე.

ხარნას: შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, კარგი ცოლი და კარგი დედა იქნები, ამას კი ახლავე ჩავაძაღლებ, ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა.

სევი ცხარე ცრემლით ატირდა, მე კი სწრაფად ვეცი ხარნას ხელებში და ვცდილობ პისტოლეტი გამოვსრაცო ხელიდან.....


დიდ ხნიანი ჭიდილის შემდეგ დავაგდებინე პისტოლეტი და ფეხი წამოვდე რის შედეგადაც ორივენი დავეცით, გორაობით ვცდილობთ დავჯაბნოთ ერთმანეთი, ხარნასი ზემოდან მომექცა და ცდილობს დარტყმა მომაყენოს მუშტით მაგრამ მე მოვიგერიე და წიხლი ვკარი გულ მკერდში, ისიც უკან გადავარდა.... სწრაფად წამოვდექით ორივენი ფეხზე და ხარნასმა მარჯვენა მუშტი მითავაზა სახის არეში, ოდნავ დავბარბაცდი და საპასუხო დარტყმა მეც მუშტით განვახორციელე მისი მიმართულებით... ხარნასი ძირს დაეცა, მე დრო ვიხელთე და მთელი ძალ-ღონით დავეჯახე მას, რის შედეგადაც მოწყვეტით დავეცით ორივენი... ჩვენი ჭიდილი კვლავ ძირს იმართება, მე მის ზემოდან მოვექეცი და მუშტით დარტყმებს ვაყენებ სახის არეში... ასე ვაგრძილებდი მანამ სანამ პისტოლეტის გასროლის ხმა არ გავიგონეთ, უცბად შევჩერდი და ორივემ მზერა სევიოსკენ გავიშვირეთ... ვხედავ როგორ უჭირავს მას ხელში პისტოლეტი და შუბლში უმიზნებს, ამავდროულად მას ხელები ისე უცახცახებდა რომ მეშინია შემთხვევით ტყვია არ აგუვარდეს, სწრაფად წამოვდექით ორთავე და სევის მივმართავტ რომ ძირს დაგდოს იარაღი.

ის ამ დროს თვალ ცრემლიანი იმიზნებს პისტოლეტს, უცბად კი ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა... მე სწრაფად გადავყევი დასახმარებლად მაგრამ ორივენი დინებამ წაგვიღო.

მე ცურვა კარგად ვიცი მაგრამ ძლიერ დინებას ვერ ვჯობნი, ამიტომ ძალიან მიჭირს თავის დაღწევა, ამავდროულად სევიოს ძებნა... შევნიშნე და ძალა მოვიკრიბე, ვცდილობ მას მივუახლოვდე, დინება კი ამის საშუალებას არ მაძლევს.

დიდი ძალის ხმება დამჭირდა რომ ხავს მოვჭიდებოდი ამავდროულად სევიოს ვიჭერ რადგან მან ცურვა არ იცის. ძალიახმევით მოვახერხე ამოძრომა, დრო დამჭირდა რომ მეც სრულად მოვსულიყავი გონზე, შემდეგ ორივენი შევეძლცადეთ დავმშვიდებულიყავით და ერთმანეთს მოვეხვიეთ.

:ახლა კი ხელს ვეღარავინ შეგვიშლის, კობას ძველ სახლში უნდა მივიდეთ, ღამე გავათიოთ... ხვალ კი გელას მეგობარი მოგვაკითხავს და აქედან სამუდამოდ წავალთ.

სევი: ნიკა ორივეს მოგვკვლავენ, ძალიან მეშინია... ბავშვებსაც ვეღარასდროს ვნახავ.

:ნუ ღელავ ჩემო პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება.. მთავარია ამ ტყიდან გავაღწიოთ.

სევი: მე კარგად ვიცი ეს ადგილი წამომყევი.


შებინდებული იყო როდესაც მე და სევი ტყიდან კობას ძველ სახლში მივედით.. აქ დარჩენა სახიფათო იყო რადგან შესაძლებელი იყო მოეგნოთ ჩვენთვის მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, სრულ სიბნელეში ვიყავით რადგან სინათლე სახლში არავის შეენიშნა.

ორივეს გვცივა რადგან სველი ტანსაცმელი შეგვაშრა, ოთახშიც ვერაფერი ვნახე რადგან ეს სახლი უკვე მიტოვებულად ითვლებოდა აქ გელას მხოლოდ გოგონები ამოჰყავდა ამიტომ ის ცარიელი იყო.. ვეხვევი დევის რომ გავათბონმაგრამ თავადაც გაყინული ვარ.


:ცოტაც მოვითმინოთბჩემო პატარავ, ხვალ აქაურობას დავტოვებთ.. გთხოვ ნუ ტირი.

სევი: ყველაფერი ჩემი ბრალია, არ უნდა გამოვჩენილიყავი შენს ცხოვრებაში

:გთხოვ ამას ნუ ამბობ, შენ მილამაზებ ცხოვრებას, ვიტანჯები მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, შენ ისევ ჩემი ხარ... დილიდან დავტოვებთ აქაურობას.


სევის თვალზე ცრემლი მოვიწმინდე და ვაკოცე, მან გამიღიმა და მოვექლერსეთ ერთმანეთს.


დილის 6საათი იქნებოდა როდესაც კარზე ნელი კაკუნის ხმა შემომესმა, სევის ისე ღრმად ეძინა ჩემს მკლავზე რომ არ მინდოდა გაღვიძებისას შეშინებოდა და ფრთხილად შევაღვიძე. კარზე კვლავ კაკუნის და ხმა დაბალი ხმით მიხმობს გელას მეგობარი, კარი გავაღე და და მან დაგვაჩქარა რადგან გაგვანდო რომ მთელი სოფელი ჩვენს ძებნაშია და თუ გვიპოვიენენ კარგი არაფერი მოხდებოდა. მანქანის უკან სავარძელში დაგვმალა რადგან არავის შევენიშნეთ.

როგორც იქნა სოფელი დავტოვეთ და სარფში გადავადგილდით, იქ გიგოს ახლო მეგობარი დაგვხვდა რომელიც გაფრთხილებული ყავდათ ჩემს ძმაკაკაცებს და გიგოსთან მობილური ტელეფონით დამაკავშირა... მას ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა და მითხრა რომ მის მეგობართან უნდა დავრჩენილიყავით, შემდეგ კი ქვეყანას დაგვატოვებინებდა.


ერთად ვივახშმეთ, შემდეგ კი ჩვენი ოთახი გვაჩვენა სადაც ღამის გათევას შევძლებდით და გაგვაფრთხილა რომ ოთახიდან არ გამოვსულიყავით, რაიმე თუ დაგვჭირდებოდა მისთვის უნდა მიმემართა.

მე და სევი პატარა ოთახში მარტოდ დავრჩით... გარედ კოკისპირულად წვიმს და სევი ფანჯრიდან უცქერს, მივუახლოვდი მას ზურგიდან და მხარზე ვაკოცე, რა დროსაც აფორიაქდა და მისაყვედურა.

სევი: არა ნიკა!.. ახლა არაფრის ხალისი მაქვს.


:კარგი მაპატიე, არ მინდოდა შენი გაღიზიანება.

სევი: არა შენ მაპატიე, უხეშად გამომივიდა.

:ვფიქრობ რომ ნანობ ამ ყველაფერს.

სევი: არა!.. უბრალოდ... დრო მჭირდება რომ დავმშვიდდე, მიხარია რომ შენთან ვარ მაგრამ ამავდროულად იმდენი რამე მოხდა.

:კარგი, დამშვიდდი.... თუ გინდა ცოტახნით დაიძინე.


სევი: არა... შენ დაისვენე, მე ფანჯარაში მინდა ხედვა.

:კარგი ჩემო საყვარელო, მაშინ მე ცოტახნით დავიძინებ.

სევის მივუახლოვდი მოვეხვიე და შემდეგ მივიძინე. ცოტახნით მინდოდა დაძინება მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი რომ დილამდე გამიგრძელდა, თვალი რომ გავახილე ოთახში მარტო ვიყავი... სწრაფად წამოვდექი და გარედ გამოვედი... დიდ ხმაზე ვიყვირე და ვეძებ სევიოს მაგრამ არსად სჩანს, უცბად გიგოს მეგობარი ზურა გამოვიდა და სწრაფად ჩავავლე საყელოში, მივანარცხე კედელს და განრისხებული ვეკითხები თუ სად იმყოფება სევიო... ის კი აღელვებული მპასუხობს რომ არაფერი იცის, სასოწარკვეთილებაში ვარ, რადგან არ ვიცი როგორ მოვიქცე სად ვეძიო... უცხო ქალაქში ვარ მაღაზიისგან ხმა მაღალი ხმით ვყვირი. ამ დროს კი ზურგიდან ს ვის ხმა ჩამესმა, მეკითხება თუ რატომ ვარ ასეთდგომარეობაში, მე კი მას ძალიან გავუჯავდი.

:შენ რა გაგიჟრდი?... სად იყავი?, რა არ ვიფიქრე.

სევი: შენ მე მიყვირი, ნიკა.

:დიახ... გიყვირი, იმიტომ რომ ძალიან ვინერვიულე რომ არ სჩანდი, იცოდე ასე აღარ მოიქცე!, თორემ...

სევი:თორემ?....

:ძალიან შემაშინე სევი.

სევი: უბრალოდ გარედ გამოვედი, ცოტა გავისეირნე, რა მოხდა?!, კარგი მაპატიე... არ მეგონა თუ ვერ მოგისწრებდი.

მე და სევი შერიგების ნიშნად ერთმანეთს მოვეხვიეთ, შემდეგ ზურას ბოდიში მოვუხადე რა ავუხსენი რატომაც გამოვედი წყობიდან.. მან კი სევი გააფრთხილა კატეგორიულად რომ გარედ აღარ უნდა გამოსულიყო.

საღამოს ვახშამის შემდგეგ კვლავ მარტოდ დავრჩით მე და სევი, ამჯერად ის თბილად მეკვრება გულზე და სამომავლოდ გეგმას ვსახავთ.

:ერთი დღე და აქედან სამუდამოდ წავალთ.

სევი: იცი რდენჯერ მიფიქრია... მაშინ რომ არ მივეთხოვებინენხარნასს და შენ გამოგყოლოდი, ისე გყვარებოდი როგორც ახლა?.

:ამ კითხვის დასმა ძალიან ცუდია, რადგან მე არ იცი რა გამოვიარე შენი გათხოვების შემდეგ, ეს წლები სულ შენზე ვფიქრობდი და შენ გხედავდი ყველგან... ძალიან გთხოვ ეს კითხვა აღარ დამისვა.


სევი: კარგი, მაპატიე. მეც სულ შენზე ვფიქრობდი.

ტკბილად ვსაუბრობდითე და სევი, იმ დრომდე სანამ გარედ ხმაური არ შემოგვესმა... არ მინდა დაჯერება იმის რომ კვლავ ხარნასის ხმა მესმის, სიბრაზე უკვე მოთმინებას მადლის, რის გამოც გაცხარებული გავედი გარედ და დავინახე სრული არმია.... სევის მშობლები ხარნასი და მათი სანათესაო ავტომობილებით დიდი წრე გაუკეთებიათ.

სევი ჩემს უკან დგას და უმზერს მათ, ისინი კი რიგ რიგობით მოუწოდებენ სევის რომ მათთან მივიდეს, ხან მამამისი მიმართავს ხანაც მისი ქმარი... მე კი ვაბრთხილებ მათ რომ თავი დავანებონ.


სევი ჩემს გვერდით დგას და ხელჩაკიდებული ვართ.... უეცრად ვიგრძენი როგორ მიშვებს ნელ ნელა ხელს და წინ მიიწევს, რა დროსაც ხელი ვსტაცე და ჩემსკენ მოვატრიალე, სიტუაცია ძალზედ დაძაბულია.


:რას აკეთებ?... შენს თავს ვერავინ წამართმევს, ნუ გეშინია... ახლავე დავტოვებთ აქაურობას და შენ ჩემი ცოლი გახდები... აი ზურას კი...მ

სევი: არა.... ზურა არაფერ შუაშია, წუხელ მე გავედი დააცხოვრებლისგან დარეკვა ვითხოვე.

:რას ამბობ სევი?....

სევი: მაპატიე ნიკა, მე შენ ძალიან მიყვარხარ მაგრამ გამიგე მე შვილები მყავს, მათ ვერ მივატოვებ არ შემიძლია... მე გავაგებინე ჩემს ოჯახს წუხელ სადაც ვიყავით რათა ჩამოეკითხათ ჩემთვის, გთხოვ არ გაბრაზდე... გახსოვდეს რომ მე შენ ყოველთვის მეყვარები მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით.. რადგან ჩვენ სიყვარულის გარდა არაფერი გვაქვს საერთო.

თვალ ცრემლიანი ვუმზერ მას და უეცრად ყელიდან ჩემი ნაჩუქარი ხელნაკეთი ყელსაბამი მოიხსნა, რომელიც მის დაბადების დღეზე ვაჩუქე წლების წინ.

სევი: გამომართვი, ეს შენ გქონდეს... როცა მოგენატრები, გულში ჩაიკარი და გახსოვდეს რომ მე მაგ დროს ვიგრძნობ შენს სიახლოვეს... ნახვამდის ნიკა, მე შენ ყოველთვის მეყვარები.

თვალ ცრემლიანი ვუცქერ, როგორ მიემართება სევი ხარნასთან, ვუცქერ და ჩემს წინ ისევ 15წლის სევი მირბის რომელიც პირველად შევნიშნე... ცრემლებს ვერ ვიკავებ და დავუყვირე რომ ის ისევ ჩემი იქნებოდა.



მას ხარნასმა მანქანის კარი გაუღო და დაიძრნენ, ჩემსკენ კი მისი ახლობლები და ნათესავები გამოემართნენ, მე რამოდენიმეს კარგად გავუმკლავდეთ მაგრამ საბოლოოდ დიდი რაოდენობით შემომესივნენ და პასუხიაგებინეს იმაზე, რაც ჩავიდინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent