მაინც ჩემი იქნები (თავი მეათე)
სევიო თავს არიდებს ჩემთან შეხვედრას და ეს ძალზედ ფამაღიზიანებელია. სახლიდან თითქმის აღარ გამოდის და იძულებული ვარ თავად ვეახლო. მის სახლთან ვდგავარ, შორი ახლო... ვურეკავ და არ მპასუხობს, ამიტომ გადავწყვიტე ხმა მაღალი ძახილით გავაგონო მას, რამაც შედეგი ფამოიღო... ფანჯრიდან გაავებული სევი მიმზერს და მანიშნებე რომ გავჩუმდე, სანაცვლოდ კი ქვემოთ ჩამოვა. გარედ გამოვიდა სევი და გაცხარებული ჩუმად მესაუბრება. სევი: რატომ ყვირი?!... შენ სრულ ჭკუაზე ხარ? :რა გავაკეთო?... გირეკავ აარ მპასუხობ, მოვდივარ არ მხვდები. სევი თვალს მარიდება და უჩვეულოდ შევნიშნე რომ მას თავშალი ჰქონდა მოხვეული,.. თითქმის სახე დაფარული ჰქონდა რამაც დამაფიქრა. :სახეს რატომ მალავ?.. სევი: ნიკა ძალიან გთხოვ, თავი დამანებე!.. არ ცართ ჩვენ ერთმანეთისთვის დაბადებულნი. :აქამდის სხვანაირად საუბრობდით ახლა რა დაგემართა?... დევის არ მოვეშვი და ვაიძულე თავშალი მოეშორებინა სახიდან და ასეც მოიქცა... რომ შევნიშნე მის სახეზე სილურჯე იმ წამსვე მივხვდი რომ ეს ხარნასის ნახელავი იყო, რამაც განაცხადა და გავიწიე მისი სახლისკენ რათა დაუყოვნებლივ მესწავლებინა ჭკუა მაგრამ სევიმ არ დამანება, მუხლებში ჩამივარდა და მთხოვს რომ მის ქმარს არ ვეახლო... ისეთი აფორიაქებული იყო რომ საბოლოოდ დავუჯერე და დასამშვიდებლად ჩავეკარი. ამავდროულად ბიჭებმა სასწრაფოდ დამიბარეს ოფისში. ადგილზე მისულს ბიჭებთან ერთად მირზაც დამხვდა, ყველანი ისე შეშფოთებული მიმზერენ, ვერ გამიგია რა ხდება. გელა: ცუდი ამბავია ნიკა... :რაშია საქმე?... გელა: ბატონო მირზა, მოახსენეთ. მირზა: ხარნასის თავის პრტნიორებთან ერთად, საქმიდან გადის შვილო. :უჰ .. მე კი რა არ ვიფიქრე, გადის და წავიდეს ერთი მაგისიც.... მირზა: შენ არ გესმის შვილო, ეს ძალიან დიდი ზარალის ჩვენტვის, ხარნასი დიდი ძალაა ბიზნესში. :კარგით რა... ერთი გაფხორილი ინდაურის, მაგის წასვლით არც არაფერი შეგვემატება და არც მოგვაკლდება. ჩემმა დამოკიდებულებამ, უცბად გიგო განარისხა და სავარძლიდან ისე წამოხტა თიტქოს და ჩემზე თავდასხმას აპირებდა ამიტომ მეც მყარად დავუდექი პირისპირ, რამაც ბიჭების მობილიზება გამოიწვია. გიგო: შენ დებილი ხარ?!... თუ თავს იდებილებ?!... შენი მიზეზით ხდება ეს ყველაფერი, შენ კი დგეხარ და გადაგვაყოლე ამ შენს ბავშვობის დროინდელ ამბებს. : სიტყვები შეარჩიე!... სანამ კბილები ჩამოგაყრევინე. ნუკრი: ნიკა გაჩერდი!... ხომ არ გადარეულხართ?... ნუკრი და გელა ჩვენს დაშოშმინებას ცდილობენ და ერთმანეთს ჭიდილ-ჭიდილით გამოგვაშორეს... ამ დროს კი მირზამ სათვალე გაისწორა და გასასვლე კარისაკენ გადაადგილდა მაგრამ შეჩერდა და წამიერად გადმოგვხედა. მირზა: გული მწყდება ბიჭებო მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ... წარმატებას გისურვებთ, სამომავლოდ. მირზამ კვლავ განაგრძო გადაადგილება და კარი ფრთხილად გაიხურა... მას გელა დაედევნა მაგრამ უშედეგოდ, ის კვლავ კაბინეტში დაბრუნდა დაღონებული. გელა: კარგით რა!... რა გაჩხუბებთ ამხელა ხალხს?!.. რას იფიქრებს ახლა ის კაცი?... სირცხვილია. ნუკრი: სირცხვილი მერამდენედ მაგრამ... რო დავკარგეთ ეს კი ფაქტია. :კარგით ერთი... წავალ საერთოდ და დაისვენებთ, ნუ შემაღონეთ. გელა: ნიკა ნუ სულელობ ერთი... კიარა შეგაღონეთ, უბრალოდ ასე ჩამოიშლება ჩვენი საქმე და ეს გადარდებს მხოლოდ. : გასაგებია... მაგრამ მე რა შუაში ვარ?... გიგო: კიდევ თავისას იმეორებს, ბიჭო როგორ თუ რა შუაში ხარ?... ის კაცი შენს გამო გამოეყო ამ საქმეს და მირზაც თან მიჰყვა, რა ვერ გაიგე?. : კაცი რომელიც პირად საქმეს და ბიზნეს ერთმანეთში რევს, როგორ აღიქვამთ ძლიერ ფიქურად!?... გიგო დაღონებული იმეორებს ისევ რომ მე ვერაფერს ნაგებობებს, გელა კი სიტუაციის გასანეიტრალებლად მოგვიწოდებს რომ დავმშვიდდეთ, რადგან ვეღარაფერს შევცვლით. საუბარში ვამჩნევ რომ ბიჭებს კიდევ რაღაცის თქმა აურთ ჩემთვის მაგრამ გვერდს მივლიან, მე კი ჩავეძიე და საბოლოოდ ვათქმევინე რომ ხარნასი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბაქოში გადადიოდა, ამის გაგონებისას ისე ავდექი და გავიჯახუნე კარი რომ ჭერიდან მტვერი ჩამოცცივდა. კვლავ ხარნასის სახლთან ვიმყოფები და გაავებული ვცდილობ ტელეფონით დავუკავშირდე სევიოს, მანაც მიპასუხა და მითხრა რომ მოშორებით შეძლებდა ჩემს ნახვას ცოტახნით და მეც შორი ახლოს ველოდი მას. 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ შევნიშნე სევი როგორ მიახლოვდება და მეც სწრაფად ვიძვრი მისკენ, რადგან ვეღარ ვითმენდი ისე ვიყავი აჟიტირებული. : რას მიკეთებ?... რატომ არ მითხარი რომ შენს ქმარს მიჰყავდათ ბაქოში საცხოვრებლად?.. სევი: ჯერ ამოისუნთქე... დამშვიდდი გულის ცემა მესმის ისე სუნთქავ. :დავმშვიდდე?, არა!. მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე. სევი: რას ამბობ?.. : მოკლედ მე მეტი აღარ შემიძლია!... ან მოდიხარ ჩემთან ერთად რაც შეიძლება შორს, ან არადა სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან. სევი: სრულ ჭკუაზე ხარ?... მე შვილები მყავს ნიკა... მათ ვერ მივატოვებ. სევის მივუახლოვდი და სახეზე ხელი დავადე ლ, ჩემსკენ მოვწიე და მოვეხვიე... ახლა მშვიდად ვარ და ძალზედ თბილი, რადგან ის ჩემთან არის. :ჩემო საყვარელო... ნუ ღელავ, ბავშვებს მოგვიანებით აუხსნია რაც მოხდა, უბრალოდ ძალიან გთხოვ გააკეთე ეს ჩვენი სიყვარულისთვის, მე რომ მიყვარხარ ესე ვერავინ შეგიყვარებს. სევიმ ამომხედა და თბილი მზერის შემდგიმ ერთმანეთს ვნებიანად ვაკოცეთ... თავს ისე ვგრძნობ თითქოს და ჩვენს მეტი სამყაროში არავინ არის, ისე ვეხვევით და ვკოცნით ერტმანეთს რომ ვეღარ ვცილდებით. სევი: კარგი წავიდეთ ერთად რაც შეიძლება შორს... მაგრამ ყველაფერი ისე უნდა მოვაგვაროთ რომ კარგად გამოგვივიდეს, თორემ არცერთ არ გვაცოცხლებენ. : რა დიდი ფიქრი მაგას უნდა?... ახლავე ჩავჯდეთ ჩემს მანქანაში და წავიდეთ. სევიმ სიცილი ვერ შეიკავა და თბილად მომეხვია. სევი: რა სულელი ხარ... ესე არაფერი გამოვა, მანამ სანამ ბაქოში გავემგზავრებით, ჩემს მშობლებთან მივდივართ ზეგ სოფელში, ამიტომ ცოტა დრო გვაქვს. :კარგი... ახლა შენ სახლში დაბრუნდი, მე კი კარგად მოვიფიქრებ, დავალაგებ ხვალამდე და ყველაფერს გაგანდობ. სევიმ კვლავ მომეხვია და შემდეგ ჩვენს სახლებს დავუბრუნდით. მთლიანი ღამე გავტეხე, ისე დამათენდა რომ თვალი არ მომიხუჭავს... ღამის ფიქრის შემდგიმ როგორც იქნა გეგმა დავსახე და გელასთან ოჯახში გადავწყვიტე სტუმრობა დილის 8 საათზე. კარი გელას მეუღლემ გამიღო და შინ შემიოატიჟა, გელა კი ოთახიდან ნამძინარევი გამოვიდა და პერანგს იკრავს, საცვლების ამარა. მას ყველაფერი დეტალურად ავუხსენი და ვუთხარი რომ მისი დახმარება მჭირდებოდა, თავდაპირველად,შეშფოთდა და შეშლილი მიწისა მაგრამ ცდილობს დაალაგოს რასაც ვუმხელ. გელა: შენ როგორც სჩანს სულ შეიშალე.... სიცოცხლე მოგბეზრებია, დაანებე თუ კაცი ხარ იმ გოგოს თავი, მასაც შეიწირავ და საკუთარ თავსაც. : ზედმეტ ღელვას და დარდს მოეშვი!... შენ ის მითხარი, მეხმარები თუ არა?... გელა: ღმერთი რა უნდა ამ კაცს ჩემგან?!.. რა გინდა მითხარი?... შეგიძლია ამიხსნა რა დაგიშავე ასეთი რომ მთელი ცხოვრება გინდა შარში გამხვიო, შენი ახირების გამო. სამზარეულოს სკამიდან გაცხარებული წამოვხტი და გასასვლელისკენ დავიძარი, უკან გელას მეუღლე ამედევნა მაგრამ ვერ შემაჩერა. გაბრაზებული დავეხეტები ქუჩაში, აღარ ვიცი საით წავიდე და რა მოვიფიქრო?!.. მხოლოდ ერთი დღე მაქვს დრო, ხვალ ხარნასს სევი სოფელში მიჰყავს და შემდეგ ბაქოში მიემგზავრებიან.... რა გავაკეთო როგორ მოვიქცე?... ვუსვამ ჩემს თავს შეკითხვას და დაღონებული ისევ საკუთარ სახლში ავდივარ. ისე ჩამეძინა რომ ტანსაცმლის გახდაცნვერ მოვახერხე. ძილი კარზე ბრახუნმა დამიფრთხო, ისე გავაღე რომ არ დავინტერესებულვარ ვინ მეწვია... ბიჭები შემოცვივდნენ და სხვადა სხვა ადგილას მოკალათდნენ, ლუდის ბოთლებით ხელში. გიგო: ჰეი რომეო... ჭიქები მაინც მოიტანე, ლუდს ხომ გვიკადრებ? გელა: კარგი ბიჭი ნუ ეხუმრები, ხომ იცი შეყვარებული კაცი რა ავია. ბიჭები გულიანად იცინიან, მე კი ახალ გაღვიძებულს მაღიზიანებს მათი სიცილი ხუმრობები. :თქვენ ჩემს გასაღიზიანებლად ამოხვედით?.. გიგო: არა რომეო, საქმე გვაქვს. : რა საქმე?.. ნუკრი: როგორც გაკვირდებით, შენ დრო და დრო იწვები და იფერფლები სიყვარულში, ამიტომ გადავწყვიტეთ ცივი ლუდით ჩაგიხშოთ ეგ ცეცხლი გულში. ბიჭები კვლავ იცინიან, მე კი გაშვებული დავჯექი სავარძელში და მათ ზურგი ვაქციე. გელა: კარგით... გვეყოფა, ნიკა გადმოგვხედა მართლა საქმე გვაქვს.... მოკლედ თუ გახსოვს სოფელში მიტოვებულ სახლში, გოგონები რომ ავიყვანეთ... ეგ სახლი ბიძაჩემის იყო, ახლა მანდ აღარავინ ცხოვრობს. გელას საუბარმა მომიბრუნდა მათი მიმართულებით და დავინტერესდი რატომ მელაპარაკებოდა გელა სოფლის სახლზე, მან კი ამიხსნა რომ აახლში რომელიც ბიძამის ეკუთვნოდა, მე და სევი ერთ ღამეს გავათევდით მეორე დღისით კი მისი მეგობარი ჯუბა მანქანით გაგვიყვანდა და ქვეყნის დატოვებაშიც დაგვეხმარებოდა... ბიჭებმა დავგეგმეთ რომ ჯერ გელას ბიძაათან გავათევდი მე ღამეს და შემდეგ სევისთან ერთად მიტოვებულ სახლში დავყოფდი ერთ ღამეს და მესამე დილით გელას მეგობარი ჯუბა დაგვატოვებინებდა იქაურობას... ეს ყველაფერი სევის გავაგებიებინე, და საქმის ვითარებაში გავარკვიე. დილით გელამ მისი მანქანით ჩამიყვანა სოფელში ბიძამისთან, რომელიც უკვე საკმაოდ ხნიერი იყო... გელამ ყველაფერი აუხსნა და თბილისში დაბრუნდა მე კი დავრჩი კობასთან და მის მოხუც მეურლესთან ერთად სევის ჩამოსვლამდე. კობას მეუღლემ ვახშამზე მიგვიწვია და პარალელურად ჭკუას მარიგებენ. კობა: ჭკვიან კაცად მიმაჩნიხარ და დაიხსომე რასაც გეტყვი, ისე ნუ იზამ რომ სამეზობლო მტრად გადამკიდო.. იმ დღის შემდეგ მე და აბოვ სიტყვას აღარ ვცემთ ერთმანეთს, რაც ჩაიფიქრე ისე აღასრულე რომ მე არ გამრიო ამ საქმეში. :ნუ ღელავ კობა ძია, თქვენ ამ საქმიდან სუფთად გამოხვალთ... მე გამთენიისას დავტოვებ აქაურობას. კობა: ეეჰ შვილო... შენი ხნის რომ ვიყავი, უამრავ სისულელეს ჩავდიოდი მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ ბევრ ჩადენილ შეცდომას ვნანობ, ქალის გულისათვის არ ღირს სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, მითუმეტეს რომ მასაც საფრთხეში აგდებს, შენ არ იცი მათი აღარ წესები... ისიც მიკვირს იმ ამბიდან ის გოგო ცოცხალი როგორ დატოვეს. : ნუ ღელავ კობა ძია, ყველაფერს ისე გავაკეთებ რომ არავინ დაზარალდეს. კობა: ეეჰ შვილო, სხვისი ქალის წართმევა კარგი საქმე როდია?.. განა ეგ უკვე ზარალი არაა?... პასუხის გაცემა მიჭირს რადგან არ ვიცი რა ვუპასუხო, მივჩერებივარ სუფრას და საგრძნობლად ვღელავ. კობას კი მეუღლემ უსაყვედურა. : დაანებე ბალღს თავი კაცო!.. მაგას გირჩევნია სახურავს მიხედო, თორემ წვიმას იწყებს. იმ ღამეს კობამ კატეგორიულად გამაფრთხილა რომ სახლიდან არ გავსულიყავი, რადგან არავის მოვხვედროდი თვალში, ამიტომ ოთახში ვარ გამოკეტილი და წვიმის ხმას ვუსმენ. გვერდითა სახლიდან ჟრიამულია ხმა შემომესმა და მივხვდი რომ ხარნასი ჩამოვიდა სევისთან და ბავშვებთან ერთად... აფორიაქებული აღარ ვიცი როგორ მოვიქცე რადგან კობას რჩევას ვითვალისწინებ რომ არ უნდა გავიდე გარედ, მაგრამ ისე მინდა სევის შევავლო თვალი, თუნდაც ცოტახნით მაგრამ არ შეიძლება, უნდა მოვითმინიო ხვალამდე, მხოლოდ ამით ვიმშვიდებ თავს რომ რამოდენიმე საათში სევი ისევ ჩემი იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.