მწვანეთვალება თავი 1
სკოლა, თქვენ როგორ დაახასიათებდით მას?ალბათ ყველა კარგად,იტყოდით რომ იქ მშვენიერი წლები გაქვთ გატარებული, და ნეტა ის წლები დაბრუნებულიყოს. აჰჰჰ... მე ასე არ ვიტყოდი. სკოლა ჩემთვის ის ადგილია რომლის დანახვაც არ მინდა,და ამისი მიზეზი ის სამი ბიჭია სკოლაში რომლებიც ყველაზე საზიზღარი ,,სასტავია"და ყველას ზემოდან უყურებენ.დავით ნაკანი- მაღალი,ხუჭუჭა თმით, დიდი დაკუნთული სხეულით და ლურჯი თვალებით ნიკოლოზ ჩოფლიანი-მაღალი, სწორი თმით,სათვალებით,ლამაზი დიდი შავი თვალებით ასევე დაკუნთული სხეულით დაააა (აქ დრამების ხმა რომ იყოს კარგი იქნებოდა)ბანდაში ყველაზე საზიზღარი,სადისტი,იდიოტი ივა ფარჯიანი-ასევე მაღალი, დაკუნთული სხეულით, მწვანე თვალებით და ქერა თმით. მაგრამ რად გინდა ისეთი საზიზღარია უხ... ამ სამს უხეშად რომ ვთქვათ სკოლაში თავისი პალაჟენია აქვთ დაყენებული.ერთი თითის ტკაცუნი და ყველა მათ დაუწყებს მოფერებას.ამ ყველაში გოგოების უმეტესობა შედის. როგორც ჩემი მეგობარი ლელა ქებურია იტყოდა ,,სიმპაწიკ" ბიჭები არიან. მათ ლანძღვაში ვეღარ გაგეცანით,მე ელენე ვარ,ელენე ნაკანი გაგიკვირდათ?არა დათოს და არ ვარ. მაგრამ ბიძაშვილი ვარ,ალბათ იტყვით ბიძაშვილზე ასე როგორ ლაპარაკობსო.მაგრამ თქვენ რომ ეს ბიჭები რეალობაში გაიცნოთ თქვენც ჩემსავით იქნებით. -ელენეე, ჩამოდი შვილო საჭმელად ვსხდებით.შემომესმა დედაჩემის ყვირილი დაბლიდან. -მოვდივარრ.დავიყვირე დღიური დავხურე და დაბლა ჩავირბინე. მისაღებს რომ,გავდიოდი მიკი შემომახტა, ხელში ავიყვანე და სამზარეულოში გავედი. შესვლისთანავე მამაჩემს რომელიც ჩემგან ზურგით იჯდა,მივეპარე და ყურში ჩავკივლე. -მამააა ლამის სკამიდან რომ გადავარდა მერე ვინანე. -არა დაიმახსოვრე მაია, დაიმახსოვრე,ან ეს ბავშვი იქნება ან მე. რა იყო გოგო სუფთა ქაჯანა ხარ. გამიხეთქავ ერთხელ გულს, მომსპობ, და მერე იძახე ჩემი მამიკო ჩემი მამიკოვო. -ჩემი მამიკო. გავიცინე მე და მაგიდას მივუჯექი. -ეხლა ეგ ძაღლი დასვი დაბლა,წადი ადი და ეგ საღამურები გაიხადე, და ნორმალურად ჩაიცვი. რამდენჯერ გითხრა საღამურებით ნუ დატანტალებ სახლში,მერე ხელები დაიბანე,და ისე მოდი რომ აემაგ ძაღლს ხელი არ დადო. მკაცრი იყო დედაჩემი მიკის შემთხვევაში, არ უყვარდა ცხოველები.ბავშვობაში ძაღლს უკბენია მისთვის და იმის მერე ვერ იტანდა ძაღლებს. არც მამაჩემი იყო დიდად გახარებული ძაღლის სახლში ყოფნით, მაგრამ რა ექნათ წვიმიან ამინდში რომ შემოვვარდი ტალახიანი ძაღლით ხელში. რომელსაც მეც დავესვარე, და გამივაცხადე ამ ძაღლს მიკი დავარქვი და დღეიდან აქ რჩება თქო. ნუუუ ცოტა ძალისხმევა კი გამიწიეს მაგრამ ერთი ორი ცრემლი, რომ გადმოვაგდე მამას შევეცოდე და დავიტოვეთ. ამოვიოხრე და წამოვდექი.მიკი დაბლა დავსვი, და სააბაზანოსკენ წავედი,ხელები დავიბანე. სამზარეულოსკენ რომ წავედი, უფრო მეტი ადამიანის ხმა გავიგე. შევედი და გამოიცანით აბა რა დამხვდა,ეს ჩემი ბიძაშვილი მოსულა გენაცვალე, იჯდა იქ მამაჩემთან და დედაჩემთან ერთად. და თან ვინ ყავდაა თუ გამოიცნობთ,ივა აი ის ბიჭი სადისტი,იდიოტი და დებილი რომაა. ვიდექი გახევებული კარებში და ვუყურებდი როგორ ეფერებოდა თავისი ბოტოტა ხელებით მიკის. რომ შემომხედეს და შემამჩნიეს დათო მოვარდა და გადამეხვია. -რა არი გოგო შენ ისევ საღამურებით დადიხარ მთელი დღე?ფუ შენი დამერხა,დედაჩემს რომ გავხედე და სიბრაზისგან აწითლებული იყო, მივხვდი დამერხა. შემრცხვა ვარდისფერი დათუნებიანი საღამურებით ვიდექი ივას წინ. განა ივა მომწონდა, არ გეგონოთ რომ მომწონდა უბრალოდ,შეიძლება ხვალ მთელი სკოლის წინ დავეცინე, შევბრუნდი და კიბებზე ავირბინე -ჯანდაბა,ჯანდაბა მომკლავს დედა ნამდვილად მომკლავს. ××××× ამ ფიქრში ვიყავი ლელამ რომ დამირეკა. -ალო -მომისმინე ეხლა იმით დავიწყებ რომ უარი არ მიიღება. ეხლა ჩაიცმევ რამეს, უკეთესია კაბას.წავალთ სადმე საჭმელად. -იცი რა შემემთხვა,რომ გნახავ მოგიყვები. ჩავკივლე როცა გამახსენდა რაც დამემართა. -კარგი მეც რაღაცა უნდა გითხრა. ჩამკივლა თვითონაც,შემდეგ კი გამითიშა. უცებ გავიხადე საღამურები.წითელი მხრებზე გადმოსული კაბა ჩავიცვი, რომელსაც პატარა ყვავილები ეხატა. თმები ნახევრად შევიკარი, ცოტა მაკიაჟი წავისვი და ფეხზე კეტები ამოვიცვი.დაბლა ჩავირბინე, ვიფიქრე მიკიც ხომ არ წავიყვანო თქო, ლელას მივწერე. -მე მზად ვარ, მიკისაც წამოვიყვან კაი? -კი წამოიყვანე. მიკის საბმელი ავიღე ხელში, მისაღებში არ იყო ამიტომ ისევ სამზარეულოში შევედი.სადაც დედაჩემი,მამაჩემი,დათო და ბატონი ივა ისხდნენ ივას კი მიკი ეჭირა ხელში და ეფერებოდა. დედაჩემა შემომხედა და მკითხა. -სად მიბრძანდები? -ლელამ დამირეკა,გავისეირნებთ თან მიკისაც წავიყვან. მიკისკენ დავიძარი ივას ხელებიდან ავაცალე. დაბლა დავსვი და საბმელი გავუკეთე. -მა არ დააგვიანო ხო? როგორც ყოველთვის გამაფრთხილა მამამ. -არა მა ხო იცი ადრე მოვალ. ლოყაზე ვაკოცე უნდა გავსულიყავი სამზარეულოდან დათომ რომ თქვა -ელე ჩვენც გავდივართ და გაგიყვანთ ბარემ. -მართლა კარგია, მაშ ბიჭებო თქვენ გაბარებთ ამ ქაჯანას. ლელას სახლამდე მიიყვანეთ, მერე თვითონ წავიდნენ.წამოდგა მამაჩემი და ივას და დათოს ხელი ჩამოართვა ქაჯანაო რომ თქვა შევამჩნიე როგორ ჩაეღიმა ივას -არა იყოს არ მინდა. გავუძალიანდი მე -წამო წამო და ხელკავი გამომდო დათომ. უკან კი ივა მოგვყვებოდა, დედაჩემს და მამაჩემს ისეთი მადლობები უხადა რომ არ მცოდნოდა რაც იყო მეც გული მომილბებოდა. -რას ლაპარაკობთ, მიდით ეხლა წადით აქეთ მე მაქვს მადლობა სათქმელი ამ ქაჯანას თუ მიიყვანთ იქამდე. უთხრა მამაჩემმა ივას. მე და დათომ კი ლიფტი გამოვიძახეთ, როდესაც გავედით ეზოში მაშინ მივხვდი ვის მანქანანით უნდა მემგზავრა. მე ამას მანქანაში არ ჩავუჯდები თქო გავიფიქრე ტვინში და გეგმა ბ-ს მივმართე.რადგან გეგმა ა ზემოთ გამოვიყენე და არ გაამართლა. -იცით არ მინდა მანქანით წამოსვლა. მიკი არ დამიბანია დღეს და შეიძლება მანქანა დასვაროს. -არაუშავს. თქვა ივამ. -შეიძლება მგზავრობისას გულიც აერის, და მანქანა ძალიან დასვაროს . გავაბუქე მე არადა მიკის არასროს არევია გული მანქანაში -არაუშავს გავრეცხავ. იი ვაჟბატონი არაუშავს გარეცხავს, ან ამას ვინ ელაპარაკებოდა საერთოდ მე დათოს ვეუბნებოდი. ჩემს აჭრილ სახეზე დათოს გაეცინა -ჩაჯე ჩაჯე თან წინა კარი გამომიღო დათომ. -მანდ შენ დაჯექი, მე უკან დავჯდები მიკისთან ერთად. ვიუარე და უკანა კარის გასაღებად გავიწიე. ჰაერში რომ ამწია მიკისთანე ერთად და ადგილიდან ადგილზე გადამსვა, გაბრაზებულმა შევხედე. ესენი ისე მექცეოდნენ გეგონება 2 წლის ბავშვი ვყოფილიყავი. არადა მხოლოდ 2 წლით იყვნენ ჩემზე დიდები. -დაჯექი მეთქი, მე დავჯდები უკან და თან მიკისთან ერთად. ხელიდან ამაცალა მიკი. დავნებდი,ჩავჯექი და გვერძე მჯდომ ივას გავხედე. დათოს ლაპარაკი რომ გავიგე უკან გავიხედე. -მიკი ტოო,ეხლა ქალებთან ერთად რომ მიდიხარ ძმაკაც რაა გისწორდება? წამო აგერ კაცები გაგულავებთ,წაგიყვანთ ქალებში. დეიზისთან წაგიყვანთ ხო ივა? ახლა მივხვდი რამაგრად ეკლდათ -ვინა ბიჭო დეიზი?გაეცინა ივას. -ის ბიჭო მიკი მაუსში რომა,მეორე მიკი მაუსის ნაირი ოღონდ გოგო რომაა. გაეცინა დათოს. -მინი ქვია მაგას. გამეცინა,და წინ შევბრუნდი. -შენ კიდე მაგეებს უყურებ გოგო? გაეცინა დათოს. -ბავშვია, რას უნდა უყუროს სხვას . ამისთვის უზდელობები ალ შეილება ქო ელე.მოითლიფა ივამ ენა და ცხვირზე დამცხო თითი. -ქო ივ ქო, ალ შეილებაო ცემთვისო.ცინიზმით გავუგრძელე მეც. შემომხედა გამიცინა და შებრუნდა. -ეხლა ეს ცინიზმი იყო? მკითხა დათომ. -დიახ. -ვუი ჩვენ ესეც შეგვიძლიაო? ასევე ცინიზმით მიპასუხა ივამ. -შენ არ იცი რამდენი რამ შემიძლია, რაც შენ არ იცი.თვალი ჩავუკარი ივას. -ოოოოო გაჯობა ივა გაჯობა. -მაინც რა შეგიძლია,პატარა ქალბატონო? -მაგას ჯერ ვერ გეტყვი. -კარგი მოდით პატარა დისკოტეკა მოვაწყოთ, სანამ შენი დაქალის სახლამდე მივალთ.ხელი გადმოყო დათომ და მუსიკები ჩართო, თან მიკი მომაწოდა. -დაიჭირე შენი ვეფხვი ლამისაა დამგლიჯოს. ... შუქნიშანზე ვიყავით გაჩერებულები და გარშემო მხოლოდ დათოს პირადპირი მნიშვნელობით ყროყინი ისმოდა -მეეეეეეეზ რატომღაც მეძახიან უდარდელასოოოო, უდარდელას. დამნათისსს მზეეეეეეე... ყურები უკვე ისე მტკიოდა, ლამის სისხლი წამომსვლოდა. საწყალი მიკი კი ჩემს მკლავებში ცდილობდა ეპოვნა სიმშვიდე.ივა ივა კი მშვიდად იჯდა და ელოდებოდა,როდის აინთებოდა მწვანე რომ წავსულიყავით.მგონი მიჩვეული იყო. როდესაც ლელას კორპუსის ეზოში შევედით, ივას გავაჩერებინე მანქანა. როგორც ზრდილობიანმა გოგომ მადლობა გადავუხადე,და გადმოვედი. გადმოვედი თუარა ლელას მივწერე. -მოვედი. -5 წუთში მანდ ვარ. სიგნალი რომ გავიგე გარშემო გავიხედე, ივამ რომ ფარები ამინთო ისევ მის მანქანასთან მივედი. ფანჯარა ჩაუწია ახლა უკვე წინ დათო იჯდა. -დაგელოდებით და მე და ივა გაგიყვანთ. მეუბმება დათო. -არ გვინდა ავტობუსით წავალთ. მტკიცედ ვუთხარი მე, არ მინდოდა ისევ ივასთან ერთად მგზავრობა. -გაგიყვანთ. ახლა ივა ჩაერთო მტკიცედ. ეს ვის უძაბავს არ ვიცი, რატომ გონია რომ შემაშინებს? -არ გვინდა თქო.მეც მტკიცედ ვუთხარი და უკან წამოვედი. სერიოზულად გონიათ რომ დედაჩემმა და მამაჩემმა ჩემი თავი მათ ჩააბარა.ვბურტყნებდი ჩემთვის, ამ ფიქრებში ვიყავი უკნიდან რომ შემომესმა ძახილი. -ელეონორა მოსულა ჩვენს კორპუსში. ახხ დიტო პირმისაშვილი ზედმეტსახელად პირმისა, ძველი ბიჭი იყო, როცა არ უნდა მოსულიყავი სულ კორპუსის წინ იყო ჩაცუცქული. და მზესუმზირას ჭამდა. მომიახლოვდა. -როგორ ხარ? -კარგად შენ? -რავიცი მეც კარგად, ლელას ელოდები? თან მხარზე მომისვა ხელი. -ხო. თან ხელის გაწევა ვცადე. -რა ხდება ჩემო ძმაო ხო მშვიდობა? ოღონდ ეს არა, ოხ დათო აღარ შემიძლი. -კი ბრატ შენსკენ? -ჩვენსკენაც. მომიახლოვდნენ, დათომ ხელი გადამხვია ივა კი იდგა და ისეთი მზერით უყურებდა მეგონა მალე დაახრჩობდა. -იცნობ ელეონორა ამათ?მკითხა პირმისამ. -ელეონორას ნუ ეძახი ბრატ, არ მოსწონს ეგრე რომ ეძახიან ჩაერთო ივა. -გოგოს ვეკითხებოდი ჩემო ძმაო. -წადი მანქანაში ჩაჯექი.ჩუმად ჩამრჩურჩულა დათომ. -გთხოვ არა რა. ჩუმად ვუთხარი მეც. -წადიო რომ გეუბნებიან უნდა წახვიდე!ხმამაღლა მითხრა ივამმ -გოგოს ნუ ელაპარაკები ძმაკაც ეგრე. ჩაერთო პირმისა ახლა აქ თუ ჩხუბი მოხდებოდა ალბათ გავგიჟდებოდი. -წადი ელ. თბილად მითხრა ივამ, და მანქანის გასაღები მომაწოდა. დავნებდი,მანქანისკენ წავედი მეშინოდა არ ეჩხუბათ,ამიტომ ცალი თვალი ფანჯრისკენ მქონდა ხმამაღალი საუბარი რომ მომესმა ლელას მივწერე. -გთხოვ მალე ჩამოდი,დათო და ივა პირმისასთან ჩხუბობენ. მესიჯის გაგზავნიდან 2 წუთში ლელაც დავინახე. ბიჭებმა რომ იცნეს ლელა,დათომ მოაცილა მანქანამდე.ივამ კი პირმისასთან ერთად სადღაც გაქრა. -აქ იყავით კაი? თავზე მაკოცა და წავიდა. -დათო არ გინდათ კაი? -ხო ელე არ გვინდა, დაწყნარდი შენ. იცოდა იცოდა რომ ვერ ვიტანდი, ჩხუბს და მეშინოდა ასეთი რაღაცეების. -რა მოხდა?ლელამ მკითხა. -არაფერი,შენ გელოდებოდი. მოვიდა მელაპარაკებოდა,მერე მხარზე მომითათუნა ხელი.მე კი ხელის გაწევა ვცადე მაგ დროს მოვიდნენ ესენიც. -აქ იყვნენ? -ივამ და დათომ მომიყვანეს. 40 წუთში ან უფრო ნაკლებში არ ვიცი ჩემთვის ძალიან დიდი დრო გავიდა. მოვიდნენ ივა და დათო სახეზე არაფერი არ ეტყობოდათ, მაგრამ მანქანაში რომ ჩაჯდნენ მაშინ დავინახე ივას წარბი გახეთქილი ჰქონდა, სისხლი მოსდიოდა.დათოს კი ლოყა ქონდა აწითლებული ასევე ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. -იჩხუბეთ? შევბრუნდი ისე რომ ორივეს ვუყურებდი. -არა.მითხრა ივამ. -ხო სახეებზე გეტყობათ. ცინიზმით თქვა ლელამ, თან გაიცინა. -შენ გოგო ჩუმად იყავი.უთხრა დათომ. -შენ ვერ გამაჩუმებ ხო იცი? -გაგაჩუმებ,მაგრამ მერე ისევ ლოყა ამეწვება ამიტომ არ მინდა. -ჩემს დაქალს ეგრე ნუ ელაპარაკები გაიგე? -შენც ნუ ელაპარაკები ჩემს ძმაკაცს ეგრე .შემომხედა ივამ,გამიღიმა -ის ჩემი ბიძაშვილია. -ჩემი ძმაკაცია. -ჩემი ბიძაშვილია. -ჩემი ძმაკაცია. -კარგით ჰოოო ,რა დავიბადე ასეთი სუყველა რომ ჩემს გამო ხოცავთ ერთმანეთს. -სად მიდიხართ? მანქანის გასაღები გამომართვა ივამ. -მაკში წავალთ. თქვა ლელამ და კარგად მოკალათდა მანქანაში. -ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით . -გზაში აფთიაქთან გამიჩერე. ვუთხარი ივას. -არაა საჭირო.თქვა ივამ,დათოც აყვა. -არ გვინდა რა ელე. -გინდათ ან საერთოდ ვინ გკითხათ. აფთიაქიდან გამოვედი,ჩავჯექი მანქანაში და ბამბა და სპირტი ავათამაშე ხელში.ივას და დათოს ისეთი სახეები ჰქონდათ გეგონება მოსაკლავად გაჰყავდა ვინმეს. -რა იყოთ რა სახეები გაქვთ გეშინიათ? სიცილით უთხრა ლელამ, რომ გახედეს უცებ მიჩუმდა ლელა. მერე კი მე გამეცინა. -კარგი მე ამ დევს დავუმუშავებ,შენ მაგ მწვანეთვალებას მიხედე. ხმამაღლა თქვა ლელამ მწვანეთვალება?ღმერთო ამას კიდე ეგ უნდოდა,ავუვარდება ეხლა თავში. დამუშავება რომ დავიწყე,მაშინ მივხვდი რომ მართლა ლამაზი თვალები ჰქონდა. -ააა ნელა გოგო მხეცი ხარ?უცებ გამომარკვია დათოს ღრიალმა. -რა ქალაჩუნა ხარ ბიჭო,რა იყო კაცი დევივით გამოიყურები და რას წივი გამიხეთქა ყურები.არც ლელამ დააკლო -გოგო მეტკინა, შენ გიჟი ხო არ ხარ? ფსიქოპატი, ვინაა ეს მომაშორეთ აქედან.აღარ მინდა თავი დამანებე, ნუ მეკარები. გამეცინა და ისევ ივას გავხედე.იცინოდა,იმ მომენტში ისეთი ლამაზი მომეჩვენა,მისი მწვანეთვალებით გავშეშდი ხელი გამიშეშდა, თვალებში ვაშტერდებოდით ერთმანეთს და თითქოს მის თვალებში ვიძირებოდი. გამოვერკვიე და დამუშავებას მოვრჩი, ახლა დათოს მივუბრუნდი. -მოდი მე დაგიმუშავებ. -ამისნაირი სადისტი ხო არ ხარ შენც? გამეცინა -არა არ ვარ. წინ გადმისწია თავი და ისე ვუმუშავებდი. -მინდა დაგახრჩო, აი მაშინ სადისტის რა გითხრა და მკვლელი კი გავხდებოდი.ქალაჩუნა ფუუ თქვა ლელამ და ენა გამოუყო -ვინაა გოგო ქალაჩუნა? თავი გასწია უკან და ლელას შეხედა. -შენ. -ახლა შენ ცოტა ზედმეტი არ მოგივიდეს შე ტუტუცო. -ვის ეუბნები შე ჰიპოპოტამო. -ვინა გოგო ჰიპოპოტამი? -მგონი ცოტა გიჭირს გონებაში ან სმენაში. ××× მაკში რომ შევუკვეთეთ რაც გვინდოდა, მე და ლელა ხელების დასაბანად შევედით საპირფარეშოში. -შენსა და ივას შორის დიდი ქიმია იგრძნობა. შესვლისთანავე მითხრა ლელამ. -რა?არა რა სისულელეა ხო იცი ვერ ვიტან.გავიკვირვე მე -რას ვერ იტან გოგო? ისე უყურებდით ერთმანეთს ჩვენ რომ იქ არ ვყოფილიყავით ალბათ ჩაფსკვნიდით ერთმანეთს. -მაშინ იგივე უნდა ვთქვა შენზე და დათოზე. -აეგ სიტყვები ეხლა უკან წაიღე ჩქარა, თორე უნიტაზში ჩაგახრჩობ. მაგ ჰიპოპოტამთან ნუ გამშიფავ გთხოვ. -ეგ ჰიპოპოტამი ჩემი ბიძაშვილია. -თემა ნუ გადაგაქვს ცოტა ხო მაინც მოგწონს და ორი თითი გამოსწია ჩემსკენ. -ოდნავ აი ამდენით ნახე ნახე ამდენით. -არა ლელა არაა.ხელები გავიშრეთ,გავედით ჩვენი შეკვეთები უკვე მოეტანათ ბიჭებს. ჩვენ გველოდებოდნენ. ××× -იცი რას გეტყვი შე ჰიპოპოტამო. -რას აბა? -ყველაზე დიდი გველი ხარ მთელს მსოფლიოში. -ჩაქრი შენა. -მოვედით ლელა მოვედით! ჩავყვირე,რომ მეცნობებინა რომ მის კორპუსთან ვიყავით უკვე. -კარგად ელე გადამკოცნა ლელამ, კარგად ივა, ისიც გადაკოცნა დათოც ელოდებოდა ალბათ მაგრამ ლელა გადაბიდა და კარები მოკეტა. -ტუტუცი თქვა დათომ. გამეცინა ვიცოდი რომ დიდი ნაპერწკალი იყო მათ შორის, რომელსაც სიყვარული ერქვა. ××× დილით დედაჩემის ყვირილი მაღვიძებს. -ელენე დაგაგვიანდა სკოლაში ადექი დროზე! -სკოლა და ჯანდაბა, ყოველ დღე ვის გაუგია სკოლა. ვბურტყუნებდი და თან სააბაზანოსკენ მივდიოდი ხელ-პირის დაბანის და კბილების გამოხეხვას რომ მოვრჩი გამოვედი და კლასიკური შარვალი და ტოპი ჩავიცვი,თან პიჯაკი შემოვიცვი. სკოლაში რომ მივედი შესასვლ კარებში ლელაც დამეწია. -როგორ ხარ ლამასო?გადამკოცნა და თვალი ჩამიკრა. -კარგად შენ? -მშვენ... სწორედ ამ დროს ჩაიარეს ივამ,ნიკამ და დათომ -იცი რა, გადავიფიქრე საშინლად.დათომ, რომ დაგვინახა მოვიდა და გადამკოცნა.ისე რომ ლელა არც შეიმჩნია ივამ კი ლელა გადაკოცნა. მე არ შემიმჩნია ხოლო ნიკამ ორივე გადაგვკოცნა ალბათ იტყვით თუ ესე კარგად გექცევიან რატომ გეზიზღებაო მაგრამ ქედმაღლები არიან.რაც მათში მეზიზღება -რამდენი გაქვს დღეს? მკითხა დათომ. -7 რა იყო? -არ წახვიდე ჩვენს გარეშე.მასაც უთხარი რომ არ წავიდეს. -ვის მას? -აი იმ ტუტუც გოგოს თან თავი აიქნია -ჩემზე იძახის?ხელი მიიდო გულზე ლელამ-ჩემო ჰიპოპოტამო როგორ მაწყენინე რათ გამიტეხე გულიი? -ნეტა ამას ენა მიაგდებინა. -შენი ყველა სიტყვა გულში ისრებივით მერჭობა,გთხოვ შეწყვიტე. -ღმერთო არ შემიძლია ეს გოგო. წავიდა ივამ და ნიკამ გაიცინეს და უკან გაყვნენ. გაკვეთილი რომ დაიწყო 5 წუთში ლელამ დამიძახა -ელე დაინახე ივა როგორ გიყურებდა?ისეთი ქიმია იგრძნობა თქვენს შორის ლამის გული წამივიდა. -ღმერთო ლილე ეს რა აიკივიატე? თვალები გადავატრიალე და გავხედე -მართლა გეუბნები გიყურებდა ისე თითქოს ითხოვდა გთხოვ ელ მოდი ჩემთან და გახდი ჩემი ტურფაო. -ღმერთო ჩემო,გამეცინა. ×××× მე-7 გაკვეთილი რომ გამოვიდა ლელასთან ერთად დათოს ველოდებოდი,როგორც გვითხრა გარეთ ვიჯექით და იქ ვუცდიდით, ცოტა გვიან გამოვიდნენ გაბრაზებულები ჩანდნენ. -მომისმინე ელე შენ და ეს ტუტუცი ერთად წადით შენთან კაი?ჩვენც მალე მოვალთ გარეთ არ გახვიდეთ და ყველაგნ ერთად იარეთ ხომ გაიგეთ? გადმოგვხედა მე და ლელას არაფერი რომ არ ვუთხარით ხმამაღლა გაიმეორა. -გაიგეთ? -გავიგეთ ვუთხარი ლელას ხელკავი გამოვდე და წავედით. გზაში ვფიქრობდით მე და ლელა რა მოხდა, მაგრამ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანეთ. ××× აივანზე ვიჯექით და თან ყავას ვსვავდით კარზე რომ დააკაკუნეს. -მოვიდნენ ვითომ უკვე? -წადი გააღე ჩამოიღეს კარები. გავიცინე და კარებისკენ დავიძარი, გავაღე თუარა სამი ნაცემი ბიჭი დამხვდა კარებში. -რა ჯანდაბა მოხდა?შევკივლე ჩემს კივილზე კი ლელაც გამოვარდა. -ჯანდაბა რა მოხდა?მანაც შეკივლა. -რატო კივიხართ? წყნარად გვკითხა ნიკამ,პირველი ის შემოვიდა. -ბოდიში ნაცემი ბიჭები დამადგნენ თავზე და ვერ ვიცეკვებ. ვუთხარი ცინიზმით. -ნუ ნერვიულობ. კოჭლობით შემოვიდა ივა და ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა. -აქ დაჯექით, მალე მოვალ. ლელ სამზარეულოდან ყინულები გამოიტანე და დაადე ამათ,სანამ მე აფთიაქიდან ამოვიტან რაღაცეებს. -მარტო არ წახვიდე.თქვა დათომ. -იცი რას გეტყვი?გააჩუმე ენა მანდ ეგდე და რასაც გეუბნები ის გააკეთე, ისიც კი არ ვიცი რა ჯანდაბა მოგივიდათ. და ისევ აქეთ ნუ გასცემ ბრძანებებს. -მე გამოგყვები თქვა ივამ. _______________ გამარჯობათ,მე ახალი მწერალი ვარ ჩემი პატარა ისტორიით მაინტერესებს რას ფიქრობთ ?მივიღებ ყველანაირ რჩევას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.