ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 1
გაუაზრებლად ადგამდა ნაბიჯებს და გრძნობდა, რომ თითოეულზე იმდენივე ძალა აკლდებოდა. ისე უჭირდა სუნთქვა, თითქოს ყელში უზარმაზარი ბურთი აწვებოდა. უსამართლობით გატენილი ტკივილის ბურთი. თავს მოდუნების უფლებას არ აძლევდა, უბრალოდ იცოდა,თუ ასე მოხდებოდა,გონება მაშინვე გაეთიშებოდა და მერე ვინღა უშველიდა? ისედაც ყველამ მიატოვა, მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა.მისთვის უბრალოდ იმაზე ფიქრიც კი იყო საკმარისი,რომ ვინმე ყავდა გვერდში. საბოლოოდ კი ცხოვრების საშინელ ფაზაში მარტო, თავის თავთან ერთად მოუწია დარჩენა. ბოლოს კი მიხვდა,რომ არ ჭირდებოდა გვერდში ვინმეს დგომა,დღის ბოლოს თავის თავთან მარტო ყოველთვის ის რჩებოდა რაც არ უნდა ყოფილიყო. მაშინაც კი გაურბოდა რეალობას, ყველანაირად ცდილობდა ფიქრისგან თავი აერიდებინა, იმდენი ემუშავა, რომ დროც აღარ დარჩენოდა. ბოლოს სად მოხვდა? სიცარიელეში... ჩაბნელებულ ქუჩაში მისეირნობდა და ცდილობდა ცივი ჰაერი ღრმად ესუნთქა. პანიკას გრძნობდა, შიშს, რომელიც სიკვდილის გრძნობას უმძაფრებდა, ყელში რაღაც ძლიერად უჭერდა და არ უშვებდა. კანკალმა აიტანა და რომ არ წაქცეულიყო, იქვე ბორდიურზე ჩამოჯდა. თავი მუხლებში ჩარგო და გაისუსა. მხოლოდ მისი ხშირი სუნთქვა ისმოდა, გრძნობდა ათრთოლებულ სხეულს. ხელები მუხლებს შემოაჭდო და სიცარიელეში დაიწყო უაზროდ ყურება. ბნელოდა, სადღაც დილის ოთხი საათი იქნებოდა, ნისლი ისე ჩამოწოლილიყო, ძნელი იყო რამის გარჩევა. თავისი სახლთან ახლოს იყო, მაგრამ იქ მისვლა ისე ესიკვდილებოდა, ისევ სიცივეში, ცივ ქვაზე ჯდომა ერჩივნა. კურტკის ჯიბეში ტელეფონი აზუზუნდა, ხელი მოისვა და მოძებნა. ანა იყო. მასთან ლაპარაკის სურვილი არ ჰქონდა, გამორთო და ჩანთაში დააბრუნა ტელეფონი. ღრმად ამოისუნთქა და ძალა მოიკრიბა. ფეხზე წამოდგა და სახლის გზას გაუყვა.ზარებს არ უპასუხა, მობეზრებულმა გამორთო ტელეფონი და სახლის კარები შეაღო. ისეთი სიჩუმე იყო, იქიდან გაქცევა მოუნდა. მარტო იყო, ცივ და უსიცოცხლო სახლში. ცრემლები ყელში გაეჩხირა, კარები დახურა და ოთახში შეიკეტა, აღარც გამოსულა მომდევნო ორი დღე. სრულიად გამოთიშული იყო სამყაროს, გრძნობდა, რომ სჭირდებოდა მარტო ყოფნა, ფიქრი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აძლევდა თავს უფლებას, რომ არ ეკონტროლებინა მისი ფიქრები. იცოდა, ბოლოს მოუღებდა. ისევ თავისი თავი. რა ირონიულია... თავის სახლში, ოთახში ჩაკეტილი სიმართლის სიმწარეს ბოლო დონემდე შეიგრძნობდა და თავს ასე ისჯიდა. რატომ არ მკითხოთ, არ ვიცი... სიგიჟე იყო.აღარ უნდოდა ცრუ, ფარისეველ ადამიანებთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. ყველასგან და ყველაფრისგან უნდოდა დასვენება, და ეს სურვილი ასე მძაფრად დიდიხანია არ უგრძნია. სამსახურში შვებულება აიღო, ჩანთა ჩაალაგა და ქალაქგარეთ თავის სახლს ესტუმრა. დიდი ხანი იყო, რაც საკუთარი სახლი მიევიწყებინა ფა მტვერს დაეფარა ყველაფერი.ოთახში დააწყო ნივთები და დალაგებას შეუდგა. საღამო იყო, რომ მორჩა. გადაღლილმა შხაპი მიიღო და ოთახში შეიკეტა.აღარ იცოდა რა გაეკეთებინა მანამ სანამ აქ გაატარებდა დროს,ამიტომ დღე და ღამ კითხულობდა და ასე ექცეოდა რეალობას. მოგზაურობდა ყველგან მთავარ პერსონაჟებთან ერთად. სულ არ აინტერესებდა, მის გარშემო არავინ, დაივიწყა ყველა და ყველაფერი. სულ რაღაც ერთი კვირა იყო გასული, თავს შედარებით უკეთ გრძნობდა, ფიქრობდა, რომ მეტი არც ჭირდებოდა, ჯერ-ჯერობით. აივანზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ყავას სვამდა. გარშემო ისეთი სიმშვიდე იყო, მის აღრიალებულ სულს დამშვიდებისკენ, დაწყნარევისკენ ექაჩებოდა და გამოსდიოდა კიდეც. სრულიად მარტო იყო თავის უბანში და უხაროდა, რომ არავინ იყო მის გარშემო, ვისაც შეეძლო მისი მყუდროება დაერღვია. სამზარეულოში ჩავიდა, ყავის ჭიქა გარეცხა, წიგნებით სავსე ჩანთა აიღო და მანქანის გასაღებს დასწვდა. შვიათად დადიოდა ბავშვთა სახლში ადრე, ბავშვებისთვის ნივთები და საჩუქრები მიჰქონდა, ამ ბოლო დროს მოუხშირა კიდეც სიარულს. ბოლო ვიზიტზე რამდენიმე პატარას წიგნსა შეპირდა და მათთვის მიჰქონდა ახლა. დეიდამისი ბავშვთა სახლის დირექტორი გახლდათ, სწორედ მან აპოვნინა ისინი, პაწაწინა და გულკეთილი ბავშვები. მათთან თვითონაც პატარა ბავშვი ხდებოდა. მანქანა სახლის წინ გააჩერა და ჩანთა გადმოიტანა. იცოდა, ელოდნენ ბავშვები. როგორც კი ჭიშკარი შეაღო, დაინახა გარეთ მოთამაშე ბავშვები და ერთი-ორი მასწავლებელი. მისი დანახვისთანავე გაუნათდათ ბავშვებს სახე და მისკენ გაიქცნენ. -მია მოვიდა, მია მოვიდა! - დაიყვირეს ბავშვებმა. რომ არა მასწავლებლის ხმა, ალბათ ცოტაც და წააქცევდნენ, ჯერ კიდევ კარებში გაჩხერილს. -აბა აცადეთ შემოსვლა, ბავშვებო! - თქვა ოდნავი სიმკაცრით და ბავშვებს უსაყვედურა.ისინიც დაემორჩილნენ და გამოატარეს გოგონა. -გამარჯობა, ხატია, როგორ ბრძანდებით? - იკითხა თავაზიანად და წინ გაიწია. -მე არამიშავს,თავად როგორ ხარ? -მეც ეგრე, - გაუცინა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა. ისეთი აღტაცებით ხსნიდნენ წიგნებს და ხალისობდნენ, გული გაუთბა. ყველას ჩაეხუტა და მოიკითხა მათი აბავი, კიდევ დაპირდა მათ მეტ სათაგადასავლო და ფანტაზიურ წიგნებს და წამოდგა. ეზოს მოავლო თვალი, არ გამორჩენია ერთადერთი ბავშვის არ ყოფნა. მერე ფეხზე წამოდგა და ქალს შეეკითხა. -მაკა ხომ აქ არის? -დიახ, ზემოთ ადი, ალბათ გელოდება. - ნაბიჯი გადადგა, სახლში შევიდა და კაბინეტისკენ დაიძრა. მერე კარებთან შეჩერდა და ფრთხილად დააკაკუნა. პასუხი რომ მიიღო, კარები შეაღო. -მოდი, ჩემო ლამაზო! - გაუნათდა ქალს სახე, მოეხვია და სავარძელში ჩაესვენა. -აბა, როგორ ხარ? რახდება ახალი და კარგი? - მასსავით მწვანე თვალები შეანათა და გაუღიმა. -არაფერია ისეთი, შვებულება ავიღე და ვიფიქრე, ბავშვებს მოვინახულებდი. -გიყურებდით, ყოველთვის უხარიათ, როცა მოდიხარ, ხომ იცი, იშვიათია აქ. -ძალიან საყვარლები და კეთილები არიან, იმსახურებენ ბედნიერებას. - ამოთქვა დანანებით და თითები ერთმანეთში ახლართა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ არ იცოდა საიდან დაეწყო. -დეიდა... -გისმენ, ჩემო ლამაზო! - თითქოს ხვდებოდა უკვე ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იყო იქ, მასთან საუბარი იყო. -მინდა, რომ ის ჩემთან წავიყვანო. -მია... ჩვენ ხომ ამაზე ვისაუბრეთ?! -დამეხმარე, გთხოვ! - მუდარას გავდა მისი ხმა. -ასეთი ადვილიც არ არის, მია, გამიგე! -რატომ? - ხმა ჩაეხლიჩა, თავი ასწია და მის წინ მჯდომს შეხედა, ისიც არანაკლებ დარდობდა. -ფსიქიკურად დაავადებულია,მძიმე ტრავმები აქვს,შენ მას ვერ მოუვლი სათანადოდ! -თუ ასეა, დავიჯერო აქ ყველა რესურსი გაგაჩნია დეიდა მისი კარგად ყოფნისთვის?! - აუწია ტონს, არ ელოდა მოვლენების ასე განვითარებას ქალი. მთელი სიმშვიდით გაუსწორა გოგოს აწყლიანებულ თვალებს მზერა და მტკიცედ თქვა. -ასე თუ ისე, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. მასზე არ ინერვიულო, აქ უსაფრთხოდ იქნება. -მას ვჭირდები, ამას ვგრძნობ! - მაგიდას მიუახლოვდა და ცრემლიანი თვალები შეანათა. -როგორ უნდა გაუმკლავდე მას,როცა შენ თვითონაც არ ხარ მზად? -რას გულისხმობ? -გთხოვ,ასეთ რამეს ნუ მთხოვ ხომ იცი არ შემიძლია! -ის ერთადერთია... გთხოვ, ის ერთადერთია, ვისაც ჩემი დახმარება შეუძლია! ჩვენ ერთმანეთს გადავარჩენთ! -ვწუხვარ მიაკო ვერ დაგეხმარები. - თავი დახარა და მოშორდა. აწყლიანებული თვალები გაუსწორა,იქ რომ ვერაფერი ვეღარ დაიანახა უსიტყვოდ დაიძრა კარებისკენ. ოთახიდან გავიდა თუ არა, მანქანისკენ დაიძრა. ბავშვებმა შეაჩერეს, გადაეხვივნენ და მათი დახატული ნახატები აჩუქეს. სახეზე ღიმილი აკრული დაემშვიდობა მათ. კარებში გასულმა მოკრა თვალი სანის და გაშეშდა. სახიდან ყველა ფერი ერთიანად ჩამოერეცხა და სევდიანმა გულწრფელად გაუღიმა მას. პატარა ბიჭმა ხელი დაუქნია და უკან, სახლში გაუჩინარდა. მანქანაში ჩაჯდა და დაძრა. ის ყველასგან განსხვავდებოდა, მისთვის გამორჩეული იყო პატარა სანი. ისეთი ცისფერი თვალები ჰქონდა, რომ დაკვირვებოდ აუცილებლად ჩაიკარგებოდი. სევდიანი და ტკივილით სავსე, ამიტომ იყო მისთვის პატარას გაგება მარტივი. ისიც იმავეს გრძნობდა, მანაც იგივე გამოიარა, მშობლები დაკარგა და ისიც მარტო დარჩა ჯოჯოხეთურ დედამიწაზე. მანქანა სახლთან გააჩერა და გადმოვიდა. ოთახში აირბინა და ჩაიკეტა. საღამომდე ეძინა, მერე გამოსაფხიზლებლად წყალი გადაივლო და ღვინით ხელში აივანზე გავიდა. კანზე იგრძნო ოდნავ სიგრილე და პენუარზე გრძელ ხალათი მოიცვა. სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს გაუკიდა. ფიქრებს ყავდა აყვანილი, გვერდითა ცარიელი სახლის კარები რომ გაიღო და ტირილით გამოვარდა იქიდან გოგონა. ერთი გადახედა მობეზრებულმა მის გვერდითა სახლის ეზოს და ღვინო მოსვა.ისე ესიამოვნა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. თვალები დახუჭა და ფიქრებში წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.