მწვანეთბალება თავი 2
-შენ უკეთეს დღეში ხარ?ცინიზმით ვუთხარი ივას.დაეტიეთ სახლში, მალე ამოვალ მეთქი. ფეხზე ჩავიცვი და კარებში გავედი. ისეთი დაბნეული ვიყავი ლიფტი არც გამხსენებია, პორდაპირ კიბებზე ჩავირბინე. სად იყვნენ?სად იჩხუბეს? რატომ იჩხუბეს? ვისთან? ყველანაირი კითხვა მიტრიალებდა თავში, თან ბრაზიც მახრჩობდა. პირველ სართულზე ჩავედი, ლიფტიც მაშინ გაიღო,შემეშინდა უცებ იქიდან ივა რომ გამოვიდა კოჭლობით. -ღმერთო,ღმერთო,ამათ ვის გადავეყარე?უფალო რა ცოდვა მაქვს ამისთანა? თმებში წავივლე ხელი, თან ივას წინ დავუდექი. -წამო აფთიაქში. არც შეიმჩნია ჩემი ისტერიკა,მშვიდი სახით განაგრძო სიარული. -შენ ბიჭო ყრუ ხარ?არ გესმოდა რაც ვთქვი სახლში? უკან ავედევნე, თან ხმამაღლა ველაპარაკებოდი. ხმა რომ არ გამცა ისევ მე დავიწყე ბუტბუტი. -ღმერთო გამძლეობა მომეცი. ××× აფთიაქთან დიდი რიგი იყო. -ქალბატონო ფურცელი არ გაქვთ? სადაც ამ წამლის სახელი ეწერება, ასეთი წამალი არ არსებობს. მშვიდად უმეორებდა ფარმაცევტი მოხუც კლიენტს. -არ მაქვს შვილო არა, ზუსტად მახსოვს მემპრუვტენი ქვია. ძალაზე ედგა მოხუცი ქალბატონო -მემოპრუვი? წყანრად კითხა ფარმაცევტმა. -არა შვილო არაა,ეს არ არის მეთქი რამდენჯერ გაგიმეორო. ყვირილზე გადავიდა მოხუცი ქალბატონი. -ქალბატონო მითხარით რისთვის გინდათ ეს წამალი? წყნარად ეკითხებოდა ფარმაცევტი. -მეხსიერების გაუმჯობესების წამალია, მგონი არ მახსოვს შვილო. -კი ბატონო მაშინ ეს წამალი გნებავთ. წავიდა და წამალი გამოუტანა მოხუცს. დედაჩემი მეხვეწება ფარმაცევტულზე ჩააბარეო,მაგრამ ასეთ მომენტებს ვერ გავუძლებ. სალაროსთან მივედი და ყველაფერი გავატარე.გარეთ როცა გამოვედი, ივა კიბეებზე დამხვდა ჩაცუცქული. -ცუდად ხარ? უცებ ჩავირბინე კიბეებზე და მის წინ ჩავიცუცქე. -კარგად ვარ დამშვიდდი, წავიდეთ?ამომხედა ქვემოდან. ღმერთო, მე ამისი მწვანე თვალები შემიწირავს, გავიფიქრე უცებ. -ხო,ყველაფერი ვიყიდე. წავიდეთ. თან ფეხზე წამოვდექი და მის ასაყენებლად დავიხარე -არ მინდა ხელის მოშველიება. ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამხედა. გზაში არცერთს ამოგვიღია ხმა, საცხოვრებელში რომ შევედით და ლიფტი გამოვიძახე,მხოლოდ მაშინ მითხრა. -ადი შენ,მე სიგარეტს ვიყიდი და ამოვალ. მითხრა და ისევ ზემოდან დამხედა თვალი ჩამიკრა და წავიდა. -კარგი. ჩუმად ჩავიჩურჩულე,ლიფტში შევედი და ჩემს სართულს დავაჭირე ხელი. სახლის კარს რომ ვაღებდი ჩხუბის ხმა შემომესმა, მეგონა მშობლები მოვიდნენ და ნაცემი ბიჭები რომ დახვდნენ იმათ ეჩხუბებიან თქო.მაგრამ ნურას უკაცრავად, თუ გამოიცნობთ ვინები ჩხუბობდნენ. -შე ჰიპოპოტამო,სირცხვილია უკვე. თქვენ ამის მერე კაცები გგონიათ თავები? დათოს პირადპირ იდგა ლელა, და ხელებს უშლიდა მასზე 10 სანტიმეტრით მაღალ ბიჭს. -გოგო შენ ნურავის კაცობას ნუ შეეხები, როცა არ იცი არაფერი. ალბათ დათოს მალე უმტყუვნებდა ნერვები, ღმერთს მადლობა ლელა ბიჭი არაა, თორემ აქამდე უკვე ასჯერ მაინც ეყოლებოდა დათოს ნაცემი. -ააა მართლა?მაშინ გამარკვიე და ისე შევეხები შენს კაცობას. არ ნებდებოდა ლელა დათო კი ისეთი გაცხარებული იყო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა -გოგო სადაც შენი საქმე არაა იქ ცხვირს რატო ყოფ? უკვე ყვირილზე გადავიდა დათოც -ოო ოო დანწყნარდი აე რას უყვირი გოგოა. მაშინ წამოდგა ნიკა და შუაში ჩაუდგა დათოს. -გოგო თუა ცოტა გონება დაატანოს,რას ლაპარაკობს თვითონაც არ იცის.ტუტუცი უკან დაიწია დათო,თან ნიკას ხელი გააშვებინა. -რა ხდება? უკვე ყელში რომ ამომივიდა მათი ყვირილი მაშინ დავკივლე მეც. -არაფერი, მშვიდობაა,სოლიდარობა ყველაფერი კარგი. ჩემსკენ წამოვიდა ნიკა და გვერძე დამიდგა. -ხომ იცი რაღაცა უაზრობაზე წაკინკლავდნენ, ამათ ძმობას გეფიცები თუ ვიცოდე აქამდე როგორ მივიდნენ. ღიმილით გახედა წყვილს რომელიც ერთმანეთისგან ზურგშექცევით იჯდნენ. -შენ ბიჭო სულ მთლად გამოდებილდი?გამწარებული დათო ახლა ნიკას ეცა. -რა გინდა ?მე თავი დამანებე, ჩემი გამჭირვებია. ყველაფერი მტკივა ისედაც. ხელები ჰაერში აწია დანებების ნიშნად. -სადაა ივა? ახლა ჩემკენ მობრუნდა დათო. -სადაა ივა? დაბოხებული ხმით გააჯავრა ლელამ დათო.დათო მისკენ შეტრიალდა, როცა შემობრუნდა ჩუმად ჩაიჩურჩულა. -ღმერთო გამძლეობა მომეცი. ეს გოგო ხელში რომ არ შემომაკვდეს. -ივამ მითხრა, სიგარეტის საყიდლად წავალ და ამოვალ მალეო. თან აფთიაქიდან წამოღებული ნივთები ამოვალაგე. -კარგი მიდი მალე დაგვიმუშავე რა, გასაქცევები ვართ. მითხრა დათომ და მაისური გაიხადა. -უზრდელობაა მიშტერება. თქვა დათომ და ლელას გახედა. -მერედა ვინ გაშტერდება? ხელები აიქნია ლელამ,თან ფეხზე წამოდგა. -შენ.აბა ელენე ჩემი ბიძაშვილია, ნიკა არამგონია გეი იყოს თუ ხარ ? ეჭვით გახედა იქვე მჯდომ ნიკას დათომ. -შენს გამო გავხდებოდი. სიცილით თქვა ნიკამ,თან კოცნა გამოუგზავნა დათოს. -ჩემი გულის ფეთქვის აზრი, და ჩემი ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. ჩემი ღორის დაკვლაზე შემხვდარი კაი სუკი ვინაა? ღიმილით კითხა დათომ ნიკას,და ხელებით გული აჩვენა. -მეე ვარ მეეე. გაინაზა ნიკა. -თქვენ დარწმუნებულები ხართ რომ გეები არ ხართ? მივხვდი სრული სერიოზულობით კითხულობდა ლელა. ××× არ მოსულა ივა.ბიჭები მალევე წავიდნენ ,ცოტა რომ მოსაღამოვდა ლელაც წავიდა,მერე გვიან ხო იცი ვერ ავალ ჩემს უბანშიო. სახლში მარტო დავრჩი,ბევრი ვილაპარაკეთ მე და ლელამ განვიხილეთ რაღაცეები, ვიცი ვერ გამოვტეხავ მაგრამ მე ხომ ვიცი რომ დათო მოსწონს. მართალია დიდად არ გიჟდება მაგრამ ვგრძნობ რომ სულ ცოტათი მოსწონს.სახლში მარტო როცა ვრჩები რაღაცნაირად სიცარიელეს ვგრძნობ.ამიტომ პატარა დინამიკში სიმღერებს ჩავრთავ და სიმღერებს ვუსმენ, თან ვცეკვავ.გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები,ამჯერად ცოტა ცუდ ხასიათზე ვიყავი. ამიტომ Fula Calypse-Gamosuls ვუსმენდი, კარებზე რომ ზარი გავიგე.გამიკვირდა დედა და მამა ადრე არ მოვიდოდნენ. მუსიკას დავუწიე და კარების გასაღებად წავედი, უკან ამედევნა მიკიც ხელში ავიყვანე გარეთ რომ არ გამქცეოდა. კარები რომ გამოვაღე კარებში ივა დამხვდა. -ივა აქ რა გინდა?იცი ბიჭები უკვე წავიდნენ არ არიან აქ.დავიბენი,არ ველოდი რაც ბიჭები წავიდნენ მაგის მერე თითქმის 1 საათი მაინც იქნებოდა გასული. -მითხრეს დავურეკავთ ივასო არ დაურეკიათ? -ვიცი ელ დამშვიდდი,შემოსაცმლის ასაღებად მოვედი. წყნარად იდგა კარებში და ელოდებოდა როდის შემოვუშვებდი. -თუ გამატარებ ავიღებ. შემომხედა და გამიცინა. -აჰ ხო რა თქმა უნდაშემოდი, ალბათ მდივანზე დადე. წინ გავუძეხი და მდივანზე ლამაზად გადაფენილი შემოსაცმელი რომ დავინახე შემრცხვა, ისე ლამაზად იყო გადაფენილი ასე სულ რომ მომენდომებინა ვერ გადავფენდი. ჭრილობები ისევ ისე ჰქონდა, სიმართლე გითხრათ არც მიფიქრია და არც თავი გამომიდვია წამოდი დაგიმუშავებ თქო. -კარგი წავედი. გამიღიმა ივამ. ლოყაზე მიჩქმიტა და კარებისკენ წავიდა -ისე Fula კარგი არტისტია,მეც მომწონს. შემობრუნდა გამიღიმა მისი მწვანე თვალები ჩამიკრა და წავიდა -ჯანდაბა მისი თვალები გავიფიქრე ხმამაღლა და დივანზე დავემხე. ××× დედა და მამა მოვიდნენ, უკვე ღამის 10 ის ნახევარი იქნებოდა. -მოვიდნენო, ჩემი გულის ფეთქვებიო. მდივანზე ვიჯექი, წამოვხტი და მამასკენ გავიქეცი. -ოლააა,როგორ ხარრრ? ლოყები გავუწელე მამას. -ჰო მარტო მამაშენთან მიდი, ვის ახსოვს დედა. არა რა ტყუილია გააჩინე გოგო და მერე სად ახსოვს დედა. ჩუმად ბუტბუტებდა დედაჩემი. -კარგი, კარგი ჩემი ლამაზი დედიკო, როგორ მიყვარხარ დე. ახლა მასთან მივედი, და ლოყების გაწელვა დავუწყე. -მეც მიყვარხარ დე მეც. ლოყაზე მაკოცა. -წამოდით,საჭმელი გაგიკეთეთ. სამზარეულოში რასაც ქვია შევათრიე,დავსვი. -დღეს მე მოგემსახურებით,მადამ, მისიე, რას ინებებთ? გვაქვს შემწვარი კარტოფილი და ნახევარი პიცა. სადღაც 4 ან 5 საათის გამოძახებული. თავი დავუკარი ისინი კი იცინოდნენ. ××× დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.წესით 8 საათზე ვიღვიძებდი,მაგრამ ახლა დილის 7 საათი იყო.დილის 7 საათი. -ვინც არ უნდა იყო ვერ გადამირჩები. ჩუმად ვბურტყნებდი. -მისმინე 8 ისთვის გამოგივლი,ნელ-ნელა გაემზადე. რაღაცა ამბავი გავიგე და უნდა მოგიყვე. -დილის 7 საათზე რა ამბავი გაიგე გოგო რაა? ჩავყვირე ტელეფონში ლელას. -გავიგე,ჩაიცვი რომ გზაში ნელა ვიაროთ და მოგიყვე. წამოვდექი,კარადიდან ჯინსის შარვალი და შავი ტოპი გამოვიღე. შხაპი მივიღე და სამზარეულოში გავედი. -მამა. ტრადიციულად ყურში ჩავკივლე მამაჩემს. -არა ეს გოგო იზრდება მაია და ტვინი კი არ ემატება პირიქით აკლდება. შემომხედა მამამ,წამოდგა და ბეჭებზე გადამიგდო. -აე აე მეტკინა, მეტკინა ვსიო გნებდები, ბოდიში ბოდიში მეთქი. ჩემი განწირული ყვირილი ისმოდა მთელს სახლში. -კარგი რამ აგაცეტა ამხელა კაცი, დასვი მერე იტყვი წელი მტკივაო. უკან მოგვყვებოდა დედაჩემი და ქოთქოთებდა. -ახლა ამას ფანჯრიდან გადავაგდებ, და მერე გამოაცხადებენ ტელევიზორში მამამ შვილი მოკლაო. ვის ეცოდინება ყოველ დღე გულს რომ მიხეთქვას. -კაი გნებდებიმართლა ვსიო, დამსვი. ხელებს ვურტყამდი ზურგზე. ძლივს რომ ჩამოვბობღდი მამაჩემის მხრებიდან მაშინ მითხრა მამამ. -აწი იცოდე ვის უნდა დაეტაკო. თავი გაიქნია და ისევ სამზარეულოში შებრუნდა. -ამხელა კაცი მეჯიბრება პატარა გოგოს,ნახე რა. დედაჩემთან მივედი და არარსებული ცრემლები მოვიწმინდე. სამზარეულოში შევირბინე და ერთიცალი წითელი ვაშლი ავიღე. -წავედი გამოტენილი პირით ვუთხარი მშობლებს და გარეთ გავედი. ××× ლელა უკვე ჩემს კორპუსთან იდგა. -მეტი არ მინდა ისეთი ამბავი იყოს რომ დილის 7 საათზე ტყუილად ამაყენე მეტი არ მინდა. -ჰა ახლა იტყვი თუ რა ვქნა? ნერვებმა რომ მიმტყუვნა დავიყვირე. -კარგი ნუ ყვირი, გუშინ შენგან რომ წავედით ივა თურმე ნატალისთან მისულა.შემომიბრუნდა ლელა -ვინ ნატალისთან? მქონდა ერთი ვარიანტი მაგრამ არ მინდოდა ის ყოფილიყო ვინც მე მეგონა. -ნატალი ბერიძე.ფრთხილად მეუბნება ლელა -რააა? აი ზუსტად ეს არ მინდოდა, ნატალი ბერიძე ჩემი პარალელი იყო ვერ ვიტანდი ძალიან ტუტუცი გოგო იყო ყველაფერზე იყო წამსვლელი. -ხოო თურმე შეყვარებულები ყოფილან ეგ და ივა. ბოლო და მწარე დარტყმა ლელასგან. -რააა? კიდევ ერთი შოკი იყო ჩემთვის. შუა გზაში გავიყინე, ვიცოდი ნატალის რომ მოსწონდა მაგრამ ივაზე რა გითხრათ ნამდვილად არ მეგონა თუ ნატალი მოსწონდა. -რას გაშეშდი?შენ ხომ არ გიყვარს ივა. რა პრობლემაა მასთან თუ იყო? კეკლუცად მიყურებდა ლელა. -თუ მოგწონს? -რა შუაშია? იციან როგორი ურთიერთობაც მაქვს უბრალოდ მაგ გოგოსთან. თავის მართლებასავით გამომივიდა. -კარგი... -მისმინე აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი წამოდი. ××× სკოლაში არაფერი მომხდარა, მთელი დღე გამწარებული დავდიოდი, გავბრაზდი იცოდნენ როგორც მეზიზღება ის გოგო. სახლში როცა მოვედი საჭმელი ვჭამე და სამეცადინოდ დავჯექი. მეცადინეობის დროს ისევ ლელამ დამირეკა. -წამო სასეირნოდ გავიდეთ. ჩამყვირა ლელამ. -ადამიანო როცა მირეკავ რატო მიყვირი? -იმიტომ გამოხვალ ხო? -ცოტახანში გამოვალ ეხლა ვმეცადინეობ. ამოვიოხრე. -კარგიიიი გკოცნი რომ მორჩები მომწერე. ××× მეცადინეობას მოვრჩი დედას დავურეკე და ვუთხარი გარეთ გავდივარ და გასაღებს თინა ბებოსთან დავტოვებ თქო.როცა გავემზადე თინა ბებოსთან გავედი, თინა ბებო კორპუსში ყველაზე მოხუცი და ყველაზე საყვარელი და კეთილი გულის ადამიანი იყო. ბავშვობაში დედა და მამა კამფეტებს რომ არ მაჭმევდნენ, ჩუმად თავისთან შემიყვანდა და მასთან ბევრს მაჭმევდა. შვილებმა მიატოვეს ამიტომ როგორც მისი შვილიშვილი ისე გამზარდა. ყოველთვის მის შვილებზე დარდობდა მიუხედავად იმისა რომ ისისნი თინა ბებოს ცუდად მოექცნენ და მიატოვეს. თინა ბებოს კარებზე დავუკაკუნე. -შემოდით. გავიგე მისი ტკბილი ხმა. -თინა ბებო? შევედი, მის სხლში ყოველთვის ისეთი სურნელი ტრიალებდა კაცს მოგაშიებდა სულ რომ არ გშიოდეს. -ელენე ჩემო ლამაზო შენ ხარ?თინა ბებოს გულის გამხარებელო. რა ხდება ხო მშვიდობაა? მაშინვე გამოვიდა სამზარეულოდან და ჩემთან მოვიდა ლოყები დამიკოცნა. -კი თინა ბებო გარეთ გავდივარდა გასაღები უნდა დაგიტოვო.დედა და მამა რომ მოვლენ დაგიკაკუნებენ და მათ მიეცი. -კი ჩემო ლამაზო კი მიდი წადი.ხო არ გშია ჭამე სახლში? თბილად მკითხა, მიყვარს ეს ქალი მასთან ვინც არ უნდა მივსულიყავით ყოველთვის გვიმასპინძლდებოდა სულ რომ ერთი პური ჰქონოდა იმასაც კი შენ მოგცემდა. -არა თინა ბებო არ მშია მადლობა წავედი. ლოყები დავუკოცნე და გარეთ გავედი, კიბებზე ჩავირბინე თან თინას მივწერე. -გამოვედი. -მეც. გასვლისას კი ჩემი კორპუსის წინ პარკში დავინახე როგორ იჯდნენ დათო,ნიკა,ივა,ნატალი და მისი სადაქალო.ისე მინდოდა ჩავლა რომ არ დავენახე მაგრამ. -ელ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.