შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფალო ღმერთო


10-04-2017, 00:26
ნანახია 2 310

უფალო ღმერთო რწმენის ძალა მომეცი შეგთხოვ
რომ შევიმეცნო შენი არსი,შენი დიდება,
რომ გავუმკლავდე ამ ცხოვრების ამაოებას
მე ამისთვის დიდი რწმენის ძალა მჭირდება.

უფალო ღმერთო გთხოვ მაპატიო ის დიდი ცოდვა
როცა მე შენგან დაუფიქრებლად სადღაც გავრბოდი,
და მე არ მსურდა შენს შესახებ მქონოდა ცოდნა
ისეც კარგი ვარ,ბევრს არ ვცოდავ გულში ვამბობდი.

უფალო ღმერთო მე არ მჯეროდა წმინდა სიტყვების
ცოტა ვიცოდი შენს შესახებ წმინდა უფალო,
როცა ამბობდნენ გულის კარები ღმერთს გაუხსენი
ჩემთვის ვიძახდი,ჩემი გული არის უკარო.

უფალო ღმერთო ყველამ იცის ასე არ არის
უმრავლესობის გულის კარიც დახურულია,
შენი შვილების ცოდვის ყურებით მაღალო ღმერთო
შენი თვალები ცრემლების დენით დათუთქულია.

უფალო ღმერთო მომეცი ღონე,რომ შენი სიტყვის
შევიცნო არსი,მისი დიდება და მისი ძალა,
რადგან შენა ხარ,ერთადერთი მაღალი ღმერთი
ყველა ცოცხალის და სულიერის მშობელი მამა.

უფალო ღმერთო ბევრჯერ ყოფილა შეწუხებულმა
ჩემთვის მიკითხავს რა არის ნეტავ ცხოვრების აზრი,
მოწყენილობით დატანჯულს და ცოდვებით ავსილს
ვეღარ გამეგო რაში მეძებნა ამ ქვეყნის არსი.

უფალო ღმერთო ხელი შენი გამომიწოდე
რადგან მე უკვე შენი სიტყვები გულად მივიღე,
რადგან არ მინდა ქვეყნიერების ცოდვით ავივსო
ბოლოს ქვესკნელის კარიბჭესთან ჩემით მივიდე.

უფალო ღმერთო მე შენს გარეშე ცოდვის მონა ვარ
და მე აღარ მსურს,ცოდვის შვილად კიდევ ვიცხოვრო,
მაღალო ღმერთო მე მსურს,როდესაც ზეცაში მოვალ
უკუნეთიდან უკუნისამდე შენთვის ვიცოცხლო.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

უდავოდ ნიჭიერი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent