შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 3


გუშინ, 11:53
ავტორი inside my head
ნანახია 196

We write to forget
what hurts the most.



თავი 3



„მოდი, ჩემო ლამაზო, აიღე და ლამაზად წაუსვი, კარგი? - ხელში მიაწოდა პატარა გოგოს კრემიანი კოვზი და დააკვირდა. ფრთხილად ამოიღო მასა და დაატყეპა ფუმფულა ბისკვიტის თავზე.
-აი, ასე, ჩემო სიცოცხლე, ყოჩაღ! - ტაში შემოჰკრა და ლოყები დაუკოცნა ქალიშვილს.
-ახლა კარგად გადაანაწილე და მოვრთოთ, კარგი?“
-კარგი! - თავი დაუქნია გაგების ნიშნად და კრემი კარგად რომ წაუსვა, მოზრდილი მარწყვი აიღო ხელში და ნამცხვრის ზედაპირზე ლამაზად დადო.
-როგორი ფორმის გინდა? გულის? იყოს გულის! - კიდევ ერთხელ დაუკოცნა ლოყები და მარწყვს გულის ფორმა მისცა.
-ლამაზია... - თქვა დაბალი ხმით და დედას ახედა. გაუღიმა და თავი დაუქნია ნინამ.
-ნამდვილად ლამაზია, ჩემო პრინცესა, მამიკოს დაბადების დღის ტორტი!
-მამიკოს ვაჩვენოთ?
-ვაჩვენოთ მამიკოს!- ცალ ხელში აიღო ნამცხვარი, ცალით კი გოგონას ჩასჭიდა ხელი. სიურპრიზის გაკეთებას აპირებდნენ, გეგას კაბინეტში დაუკაკუნებლად რომ შეხტნენ.
-სიურპრიზიი!"

•••

„მჭირდები!"
არსაიდან ჩაესმა უცნობის კივილი. მაშინვე გაახილა დამძიმებული ქუთუთოები დაფეთებულმა. ოდნავ წამოიწია, გასწორდა, გულზე ხელი მიიჭირა ისე სწრაფად, უცემდა, შეეშინდა, ცდილობდა ღრმად ესუნთქა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მის პირდაპირ დიდ საათს ახედა. თვალები გაუფართოვდა, ექვსი საათი რომ აჩვენა. უაზროდ იწრიალა საწოლში, თითქოს შეშინებული ვეღარ აგრძელებდა ძილს და აფორიაქებული ოთახის ბნელ კუთხეებს აკვირდებოდა. მერე ვეღარ მოისვენა, ადგა, მოწესრიგდა და სამსახურში წავიდა.
უამრავი საქმე დახვდა იქაც.
— გადახედე, ყველას დაწვრილებით, მია... — მისული არ იყო, ხელში მიაჩეჩეს მძიმე, ერთმანეთზე აკინძული მისთვის სრულიად უაზრო ქაღალდები და კაბინეტში შეათრია დამძიმებულმა.
თავს დააძალა გონზე მოსვლა და საქმეს შეუდგა.
რვა საათიანი მუშაობის შემდეგ ათ წუთიან შესვენებაზე უარი აღარ უთქვამს და ყავით ხელში მის კაბინეტში სავარძელზე დაჯდა, სადაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. სიმშვიდის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ქაოსური გარემო, დამძიმებული აურა მაინც არ აძლევდა ამის საშუალებას. რაღაცას ეძებდა, რაღაც ისეთს, რაც სიმსუბუქეს აგრძნობინებდა, დაალაგებდა და აღარ გაუჭირდებოდა სუნთქვა. ჯერ კიდევ უჭირდა ბოლომდე მდგომარეობიდან გამოსვლა. ორი წელი იყო მისი საყრდენი გამოეცალა და უსასრულობაში გადავარდა. გეგასაც მოუღო ბოლო დარდმა და უწყვეტმა ნერვიულობამ, შრომამ და მასზე ზრუნვამ. სადღაც, გონების რაღაც ნაწილში, თავის თავს ადანაშაულებდა მის სიკვდილში და ამის დაშვების უფლებას საკუთარ თავს არ აძლევდა, ეგოისტურად, მაგრამ მაინც, იცოდა, ბოლოს მოუღებდა. ნინას მერე მან აიღო მთელი პასუხისმგებლობა მიაზე და გოგოს დარდის განახევრებას ცდილობდა, გვერდში ედგა და ეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში.
რაც ნინამ ვერ მოასწრო, თავად ასწავლიდა და არ აჩვენებდა მის ქალიშვილს სისუსტეს. უყვარდა და იმდენად გახდა მასზე დამოკიდებული, ბოლო პერიოდია, მის გარეშე სუნთქვაც კი უჭირს. იგრძნო მათი საჭიროება იმ მომენტში და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე წავიდა მათ მოსანახულებლად.
გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა და დიდი თაიგული იყიდა.
— ნახეთ, რა მოგიტანეთ... — ხმაჩახლეჩილმა ამოთქვა და პეონები მათ შორის დადო. იქვე ცივ ქვაზე ჩამოჯდა და მათ გამოსახულებას გაუღიმა.ამშვიდებდა და ამასთან ერთად უდიდეს ტკივილს გვრიდა მათი მომღიმარი, მაგრამ სულ უსიცოცხლო გამოსახულება.
— ჰაერვით მჭირდებით! — ხელი აღმარათა თუ არა,
აუკანკალდა, არა მარტო მთელი სხეულით კანკალებდა. მათ გაყინულ ქვას გადაუსვა გალურჯებული თითები და ფრთხილად მიეყრდნო.
— ჩემი ადგილიც ხომ აქ არის, არა?! — თავი უკან გადააგდო და მოღრუბლულ ცას ახედა.
მარილინი სითხე რომ იგრძნო, მიხვდა, რომ ტიროდა. როგორ უნდა აეხსნა ეს გრძნობა სხვისთვის, თვითონაც არ იცოდა. იმდენად მწარე, მძიმე და ტკივილით სავსე იყო. საშინელი ამინდი იყო, თებერვლის შუა რიცხვებში, ცივი და წვიმიანი. ახლაც ისე დაიგრუხუნა ცამ, ერთ ადგილზე შეხტა.
— მგონი ჩემი წასვლის დროა... — ნელა წამოდგა, ჩანთა აიღო, მათ გამოსახულებას გაუღიმა და დაიჩურჩულა.
— მენატრებით, უზომოდ. ჩემი მონატრება და ტკივილი უსაზღვრო და გაუსაძლისია. ყოველი დღე თქვენთან ყოფნას ვოცნებობ. — დაასრულა თუ არა, ცამ დაიგრუხუნა. ზემოთ აიხედა, თვალებ მოჭუტულმა.ერთი წვეთი დაეცა თვალზე და მერე მთლიანად დასცხო წვიმამ. ცა ყოველ წამს გრუხუნებდა და აშინებდა.
ბავშვობიდან ეშინია ასეთი ამინდების.
გამობრუნდა და კიბეები ჩამოირბინა, ქარი რომ ამოვარდა და მოსტაცა შარფი. ხელი გაიწვდინა, მაგრამ დაჭერაც ვერ მოასწრო, ისე უყურებდა დანებებული, როგორ აფრიალებდა ქარი დედის მოქსოვილ თეთრ, ულამაზეს შარფს. მერე სადღაც დაეცა და ავტომატურად მზერა იქ გადაიტანა. მისგან რამდენიმე ნაბიჯში სრულიად უცხო სხეულის წინ დაეცა და ამოისვარა ტალახში. მწარე ჩხვლეტა იგრძნო გულში, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მოარიდა თვალი მაღალ სხეულს, შეეშინდა.
დაიხარა და ხელში აიღო შავად შეფერილი ნაქსოვი უცნობმა.მერე ირგვლივ მოათვალიერა და სავარაუდოდ მისი მეპატრონე რომ შეამჩნია, მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. მიუახლოვდა და გაუწოდა. ზედაც არ შეუხედავს მიას მისთვის, ისე გამოართვა და კიბეებზე ჩაირბინა. სამწუხარო იყო, რომ მანქანა არ ყავდა, თორემ ახლა ფეხით არ მოუწევდა ატალახიანებული სასაფლაოს გავლა გზამდე.
ჩამოირბინა თუ არა კიბეები ახლა, ატალახიანებული მიწა იწყებოდა. შავი, გრძელი პალტო ხელით აწია და წყლის გუბეს გადაახტა. დიდი გზა არ იყო, მაგრამ არც პატარა იყო სწორი გზამდე. მოულოდნელად უკან სხეული ამოუდგა, ყურადღება არ მიუქცევია, ინსტიქტურად აუჩქარა ნაბიჯებს.
— ეი, შენ... — წამსვე გაშეშდა ერთ ადგილზე, მერე რომ გაიაზრა, რა შეიძლება მომხდარიყო, უბრალოდ შეშინებული სწრაფად გაიქცა. სულ დავიწყდა წვიმაც და ტალახიც.
სახლში თავიდან ფეხებამდე სველი მივიდა. კარები კარგად გადაკეტა და მაშინვე სააბაზანოში შევიდა. საკუთარ ხელით გარეცხა და გააცალა ტალახი თეთრ ქსოვილს. თმების მშრალებით გავიდა სამზარეულოში და წყალი დადგა.
პიტნის ფოთლები ჭიქაში ჩააგდო და ადუღებული წყალი დაასხა, სულ ორ წუთში გაუშვა ისეთი სურნელი, თვალებ მინაბულმა დალია და გაყუჩდა.
სიმშვიდე ტელეფონის ზარმა დაურღვია, ანა იყო.
ისევ, რომ არ ეპასუხა ახლა ნამდვილად მოკლავდა, ხელში აიღო ტელეფონი და უპასუხა მის ზარს.
— შენთან ვარ, გამიღე რა კარები. — ისეთი ხმა ჰქონდა, გაუკვირდა, ქოშინებდა და ღრმად სუნთქავდა. კარებისკენ წავიდა და გაუღო მეგობარს. გაკვირვებული დააკვირდა,სულ მთლად სველი იყო ანო.
- რა იყო, ზღვაში ჩაგაგდეს? სულ გალუმპული ხარ.
წარბები ასწია და შემოატარა აკანკალებული. — წადი მისაღებში, პირსახოცს მოგიტან, ანდა შედი, წყალი გადაივლე, არ გაცივდე. — ისე თბილად ელაპარაკებოდა, კარგა ხანი იყო, დავიწყებოდა გოგოს,მისი ასეთი სახე, გაკვირვებული უყურებდა ანო.
— ანო! გესმის?!
— უბრალოდ პირსახოცი მომიტანე, საკმარისია. — ოთახში გავიდა, მისთვის პირსახოცი და მშრალი ტანსაცმელი გაამზადა და უკან დაბრუნდა.
— შედი ჩემ ოთახში და გამოიცვალე, გაცივდები ეგრე, მანამდე ჩაის გაგიკეთებ, ახლახან დავაყენე პიტნის. — სამზარეულოში შევიდა, ცხელი წყალი და პიტნის ჩაი ერთად ჩამოასხა და ცოტა ჩაქარი ჩაყარა.
მისაღებში გაიტანა და მაგიდაზე დადო ფრთხილად ცხელი სითხე. ოთახიდან გამოვიდა, ახლა უკვე მშრალი ტანსაცმლით ანო და დივანზე მასთან ერთად ჩაესვენა.
— რა იყო ახლა ეს? ამ წვიმაში რომ არ გერბინა, არ შეიძლებოდა?! — დატუქსა, როგორც კი დააცემინა, მაშინვე პიტნის ჩაი მოსვა და მიწვა გოგო.
— შენი ნახვა მინდოდა უბრალოდ... — მხრები აიჩეჩა და სასაცილოდ გაუღიმა.
— ხვალ ვერ მნახავდი?! ახლა რომ გაცივდე, იცოდე, მე არ მოგივლი! — ხელი დაუქნია გაბრაზებულმა, იცოდა მაინც ვერ მოუთმენდა გული ცუდად რომ ენახა მისი ერთადერთი მეგობარი.
— ნუ ნერვიულობ, კაცო, არ გავხდები ცუდად, და თუ მაინც გავხდი, შენ არ შეგაწუხებ.
— რა იყო ახლა ეს?! დავიჯერო, სხვა დაქალიც გყავს და მე აღარ გჭირდები? — უთხრა ხუმრობით, ვითომ ნაწყენმა.
— არა მია, რაღაც უნდა გითხრა! — დაიწყო სერიოზულად.გაოცებულმა შეხედა ანოს და რაიმე ცუდის მოლოდინში ანერვიულდა.
— შენთვის დიდიხანია უნდა მეთქვა, მაგრამ ყველაფერი ისე აეწყო ვერანაირად ვერ მოვახერხე... —ჩაის ჭიქა გადადგა და ოდნავ წამოიწია, მიას შეხედა და ხელზე შეეხო.
— რახდება, მითხოვდები და არ ვიცი? — გაახუმრა, მაგრამ მაინც შეეპარა ხმაში ტირილის ნოტები.
— არა, გათხოვება არა, მაგრამ მე...
— თქვი, ანაა!
— შემიყვარდა! ვიღაც შემიყვარდა! — წამოიყვირა და თვალები მაგრად დახუჭა.
ენა ჩაუვარდა,პირდაღებული უყურებდა ანოს და ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის,ასეთი რამ მისგან არასდროს მოუსმენია.
ნერწყვი ძლივს გადააგორა და მზერა მის ხელებზე გადაიტანა,უკანკალებდა.
— ანო, ეს... მართლა ძალიან გამიხარდა! — თქვა ცოტახნის შემდეგ და ძლიერად გადაეხვია. — სულელო, რატომ აქამდე არ მითხარი?
— მე... მართლა უდროო დროს მოხდა ყველაფერი, ვერ გითხარი მზად არ ვიყავი... — ცრემლები წამოუვიდა და ბავშვივით ატირდა. სიხარულის ცრემლები იყო ეს!
— სწორი დრო არ არსებობს, ანო, სიყვარული ყოველთვის მოულოდნელია.
— ხომ, მაგრამ ის ისეთი კარგია... მე ხანდახან მართლა მგონია, რომ არ ვიმსახურებ. — სლუკნით თქვა და ხელის გულით მოიწმინდა ცრემლები.
გულში ჩაიკრა ბავშვივით ატირებული და თავზე მიეფერა.
— საყვარელო... ანო, კარგი რაა, მეც ნუ ამატირებ.
— ვინ არის, არ მეტყვი?
— შენ შეიძლება მას არ იცნობ, მაგრამ ის გიცნობს...
თავი ასწია და შავი თვალები მისას გაუსწორა.
—მიცნობს?
—ხო,მე ვუყვები ხოლმე შენზე.
—ასეთი ვინ არის? — გაოცებულმა იკითხა.
— ლევან ნაკაშიძე! — პირი ღია დარჩა, როგორც კი ნაცნობი სახელი და გვარი გაიგონა.
— დაიცადე... კომპანია "ენოვა გროუპის" დამფუძნებელი?!
— მართალია, მაგრამ დამფუძნებელი ბაბუამისია.
— ანო, შენ აღარ ხუმრობ! — სიცილით თქვა მიამ, როგორც კი გაიაზრა ყველაფერი.
— დამაცადე, დამაცადე... ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ მინდა ლევანი გაგაცნო.
— გამაცნო?
— ჰო, მინდა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი და საყვარელი მამაკაცი ერთმანეთს იცნობდეს. ბევრი ვიფიქრეთ და ამის საუკეთესო დრო და ადგილი ხვალ არის!
— რატომ ხვალ? — გაიკვირვა მიამ.
— ხვალ ლევანთან ერთად მივდივარ, მისი სამეგობრო წრის გასაცნობად.
ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მან გთხოვა ჩვენთან ერთად წამოსულიყავი. გამოგიტყდები და ძალიან ვნერვიულობ,მინდოდა შენთვის გამეცნო ის,ხომ ხვდები მარტო ვერ....
— ანანოო!
— არა, არა, უარს არ მივიღებ! — ყურებზე ხელები აიფარა და აღიღინდა, სულ არ აინტერესებდა მის წუწუნი, უბრალოდ იცოდა, რომ ხვალ მის გარეშე ფეხს არსად გაადგამდა და მის დათანხმებას შეძლებდა.
—ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ!
•••
მანქანიდან გადმოვიდა და აუჩქარა ნაბიჯებს. რესტორანში შევიდა და მათი მაგიდისკენ დაიძრა, ერთობოდნენ და იცინოდნენ ყველანი. მისმა მისვლამ ხომ საერთოდ გადარია ყველა და ატეხეს ერთი ამბავი.
— ეს ვინ მოსულაა! — წამოიყვირა ვაჩე გაბუნიამ, მისმა ბავშვობის მეგობარმა და გადაეხვია გახარებული ძმაკაცს.
— მალანიაა, ბიჭო, თუ მეჩვენება?! — წამოიშალნენ ბიჭები და შემოეგებნენ.
ყველას სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, არავინ იყო იქ ყალბი.
— როგორ ხარ, ლევან? — გადაეხვია და მხარზე დაკრა ხელი ძმაკაცს.
რა თქმა უნდა ვაჩემ თავის გვერდით დაისვა ის და გააფრთხილა არსად გაუშვებდა, გაეცინა და თვალი კარგად მოავლო ყველას. ერთ ყველასგან უცხოს, რომ მოკრა თვალი, არ შეიმჩნია მაშინვე სხვებზე გადაიტანა მზერა.
— აბა, მალანია, მოყევი, როგორი იყო საფრანგეთი? — ჰკითხეს ბავშვებმა, და ყველამ ყურადღება მასზე გადაიტანა.



დიდი იმედი მაქვს მოგწონთ!მიხარია რომ გავბედე და თქვენთვის გაზიარება შევძელი ჩემო ლამაზებო<3



№1 სტუმარი ნინი ლაგურაშვილი

საინტერესოა იმედია არ გვალოდინებთ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი თეა

გელიით ❤️❤️ძალიაან საინტერესოაა

 


№3  offline წევრი inside my head

სტუმარი თეა
გელიით ❤️❤️ძალიაან საინტერესოაა

დიდი მადლობა❤️

ნინი ლაგურაშვილი
საინტერესოა იმედია არ გვალოდინებთ❤️❤️

დიდი მადლობა, აუცილებლად განვაახლებ რაც შეიძლება მალე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent