შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გეტრფი ჩემო სიცოცხლე


29-04-2017, 18:40
ავტორი georgiageorgia
ნანახია 2 315

მე გეტრფი ჩემო სიცოცხლე
შენ ჩემო გულის ლაჟვარდო
მე შენ მიყვარხარ იცოდე
ჩემო ენძელავ და ვარდო

შენზე ფიქრებში მე ღამით
აღარა მძინავს ლამაზო
როდის იქნება ნეტავი
ეს სიყვარული გაგანდო

შენი ლამაზი ღიმილის
ვარ მოტრფიალე, ეული
და ამიტომაც მივსტირი
შენს სახეს როგორც სნეული

მე მინდა შენი ყურება
ამ სილამაზით დატკბბობა
და თან შენს გულში ჩახედვა
და ამ ყველაფრით დათრობა

და მე ის მინდა რომ იყო
ყოველთვის შენ მომღიმარი
და რომ გაჩუქო შენ სითბო
რომ აგიხდინო სიზმარი

მე მინდა შენს პატარა ტანს
მივუძღვნა დიდი ლექსები
და მინდა შენს პატარა თათს
რომ ამშვენებდნენ ბეჭდები

მე მინდა ერთად ვიაროთ
და რომ ვერავინ გაგვყაროს
ქვეყანა შემოვიაროთ
და მე რომ ყველას ვანახო

როგორ მიყვარხარ სიცოცხლე
შენ ჩემო გულის ლაჟვარდო
ნეტავი ეს შენც იცოდე
შენ ჩემო იავ და ვარდო



№1  offline მოდერი bla.ell

მინდა შენს პატარა "თათს" ცოტა ცუდად მომხვდა ეს სიტყვა...მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო რითმაც და ლექსიც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent