მიცვალებული
კენტარო მთვარეულივით მიაბიჯებდა ნისლმორეულ გარემოში, ის თითქოს ლივლივებდა, მისი ფეხები შეუმჩნევლად ეხებოდა მიწას, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჩრდილები დასრიალებდნენ მის გარშემო და გაურკვევლად ჩურჩულებდნენ. ოთახის კუთხეში დიდი სარკე იდგა, გატეხილი, რომელიც მისი წარსულის ფრაგმენტებს ირეკლავდა. უცებ გაისმა სისხლისგამყინავი ხმა:“შენი დრო იწურება, რას შვებოდი აქამდე?“ კენტაროს უნდოდა პასუხის გაცემა- აეხსნა ცხოვრებისგან დამძიმებულს როგორ უჭირდა ნაბიჯების გადადგმა, თუ როგორ გატეხა რუტინამ მისი სული, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა თევზის ფხასავით და მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ უმწეოდ,გაქვავებული მდგარიყო ერთ ადგილზე. უცებ, ფანჯარაში შეამჩნიე ეკლესია, რომლის გუმბათისკენ აღემართებოდა მღვდელი, ბოლოს მან უშველებელი ზარის რეკვა დაიწყო, ჯერ მდორედ მოედინებოდა მისგან გამომავალი ხმა, მაგრამ ნელნელა უფრო მკვეთრი გახდა და ბოლოს წკრიალად გადაიქცა. კენტარომ მაღვიძარა გამორთო, ზანტად წამოდგა და მომზადება დაიწყო, სამსახურში აგვიანდებოდა. დღე ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ საღამოს, სამუშაო საათების დასასრულს უფროსმა დაიბარა თავის კაბინეტში და მოახსენა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ეს მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მთელი ცხოვრება ამ სამსახურს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა რომ ჭირივით ეზიზღებოდა, ის მის ორგანულ ნაწილად იყო უკვე ქცეული და მისი დაკარგვა, საკუთარი თავის დაკარგვას უდრიდა.მან კარგად იცოდა, რომ ვერ შეძლებდა ახალი სამუშაოს პოვნას, ამიტომ საშინლად დაზაფრული მიდიოდა სახლისკენ. თუმცა საკუთარი ოთახისკენ არ გაუწევია, ახლა ის სახურავზე იყო და ზიზღით გადაჰყურებდა მიწას. მასში ბობოქრობდა მეამბოხე სული, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ძილ-ბურანში იყო, ნარკოტიკული სიმთვრალის ქვეშ.“ ვწუხვარ ეს ცხოვრება რომ ესე ამაოდ გავლიე, ახლა გავქრები მე ისე, თითქოს არც არასდროს მიარსებია, მაგრამ საკუთარ ბუნებაზე გადაბიჯებით, უარყოფით ინსტინქტებისა, რომელიც მძიმე ლოდივით უკან მექაჩებოდა და მიკრძალავს წინ ნაბიჯის გადადგმას, მე შევძლებ ამაღლებას, სიცოცხლის დამარცხებას და ამ ბედკრული არსებობის საკუთარი ხელით მოსპობას, ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გაბრძოლება ამ აბსურდის წინააღმდეგ.“- ამ ფიქრებში იყო და გადასაშვებად გაემზადა როცა იდუმალი ხმა ჩაესმა“ -შესდექ! -ვინ.. ვინ ხარ?! - ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე შენ მოგცემ იმას, რაც დაკარგე. მე შენ გაძლევ შანსს ამ უსულდგმულო ყოფიერებისგან თავის დაღწევის, სანაცვლოდ მომეცი შენი სხეული, მე სახელითა და დიდებით შეგამკობ. - ამ ყველაფერს მთავაზობ, მაგრამ შენ რას იღებს ამის სანაცვლოდ? -მე?.. ისევ მინდა ვისუნთქო, ისევ მინდა გავიგონო ჩემი გულისძგერა, ისევ მინდა შევეხო მიწას, ისევ მინდა ადამიანი ვიყო! წარმოიდგინე შენი სიცოცხლის ყველა წამს ღირებულებასა და მიზანს მივანიჭებ, შენც ხო ეს გინდოდა? ამისთვის შენი გადაწყვეტილებაა საკმარისი და ჩვენ ადგილებს გავცლით. როცა ჩემს მოღვაწეობას მოვრჩები, შენს სხეულს დაუბრუნდები და განაგრძობ სიცოცხლეს. - პრინციპში, არაფერი მაქვს მე დასაკარგი, კარგი. იყოს ნება შენი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.