შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 4


1-03-2025, 11:26
ავტორი inside my head
ნანახია 360

now that i know you exist,
how do i not love you...





თავი 4



-ლევან ნაკაშიძე, მიხარია შენი გაცნობა. - გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-მია სტურუა, სასიამოვნოა
ჩემთვისაც... - გაუღიმა და კიდევ ერთხელ, კარგად შეავლო თვალი. ნამდვილად გავდა ბაბუამისს, აქამდეც ყავდა ის შემჩნეული, მაგრამ არა ასე პირისპირ. მერე ანანოს გადახედა და თვალებით შეჭამა. თავს არიდებდა ჯერ-ჯერობით კითხვებს. იცოდა, ამას იქეთ ვერ დაუსხლტებოდა ხელიდან და აუცილებლად გამოკითხავდა ამ კაცს, როგორ გადაეყარა საერთოდ.
ისხდნენ სუფრასთან, გვერდი გვერდ და თბილად, ყველაზე საყვარლად უყურებდნენ ერთმანეთს. თავი გვერდით გასწია და ჩაეღიმა, მისი ასეთი ნახვა ბედნიერისა და თვალებ ანთებულის ახარებდა. დიდი ხანი არ უნახავს მისი თვალები ასეთი აბრჭყვიალებული, მისი ნაზი და ქალური ქცევები, სახე, რომელიც ყოველ წამს სიყვარულს ასხივებს, ის უბრალოდ ბედნიერი იყო მისით. ლევანზეც ამის თქმა შეეძლო, ის მეტად მშვიდი, სერიოზული და გოგოსთან სიყვარულით სავსე იყო. ანოსგან განსხვავებით მისი თვალები არ ბრჭყვიალებდნენ, არამედ უდიდეს სურვილს გამოხატავდნენ. შეხედა თუ არა კაცს, მიხვდა, როგორ სჭირდება მისი მეგობარი, ანო.
მათი პირველად ერთად ნახვაც საკმარისი იყო, პირველად კი არა, უბრალოდ თვალიც რომ მოგეკრა, მიხვდებოდი, რამდენად სცემდნენ ერთმანეთს პატივს, რამდენად უფრთხილდებოდნენ...
ერთი სიტყვით, ნაკაშიძე ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ახლა უკვე მშვიდად მოავლო თვალი ყველას და ნიკაპით დაეყრდნო თითებს. ახალ სტუმარსაც რომ მოკრა თვალი, მიხვდა, რომ ეს კაცი რაღაც ძალიან განსხვავებულად საუბრობდა, ყველას უღიმოდა და სითბოს გადმოსცემდა, მათ მიმართ.განსაკუთრებით ვაჩესთან და ლევანთან იყო ახლოს, ამას ამჩნევდა. მერე შეამნჩნია კაცმა, როგორ ათვალიერებდა და სხვა მხარეს გაიხედა. სულ ერთადერთხელ და მერე, მთელი მისი იქ ყოფნის განმავლობაში, მისთვის როგორც ახალი სტუმრისთვის აღარც შეუხედავს. არ ეცნობოდა საერთოდ, რაღაც განსხვავებული იყო ყველასგან.

მაგრამ...

ღრმად ამოისუნთქა და ყველას გაღიმებული სახით გადახედა.
ელოდნენ, რომ რამეს იტყოდა, ის მაინც თუ როგორ გაატარა რამდენიმე წელი საფრანგეთში, მაგრამ მისი პირიდან მხოლოდ ერთხელ გაიგონა ქვეყნის შექება მის კარგობაში.
-საფრანგეთი, საფრანგეთი ნამდვილად... - დაიწყო, მაგრამ მიხვდა, რომ მისგან ბევრს ვერ არა,არ გაიგებდა, უბრალოდ მისი გამომეტყველებით ყველაფრის თქმა შეეძლო.ეტყობოდა როგორი ადამიანიც იყო, ჩუმი, მშვიდი და ისეთი, ოდნავ გეგას მიამსგავსა და კიდევ უფრო დიდი ინტერესით შეათვალიერა. ვაჩემ მხარზე დაკრა ხელი და თბილად გაუღიმა, ეუცნაურა ამ სამის ასეთი ქცევები.
-ყველაფერს ვერ მოვყვები, საკამოდ დიდი ისტორიაა, მაგრამ ნამდვილად ბევრი იყო ისეთი რამ, რაც არ დამავიწყდება, კმაყოფილი ვარ! - აი ასე, მოკლედ და სრულიად დამაკმაყოფილებლად წარმოთქვა და მერე, მთელი იქ ყოფნის მანძილზე ხმა არ ამოუღია.
-მია, შენ ჩვენი ახალი წევრი ხარ, დიდი იმედი მაქვს არც მორიდებულად იქნები და არც შეწუხებული სახით იჯდები ჩვენთან, არა, მე კი ვიცი, რომ რთულია ჩვენი ატანა, მაგრამ... - ვაჩე, როგორც ყოველთვის ის იწყებდა საუბარს და ის ამთავრებდა. ამ შემთხვევაშიც ნაზად გაუღიმა მას და ოდნავ წამოიწია.
-სულელო, ეს შენი ატანაა
გაუსაძლისი! - მკლავზე მწარედ უჩქმიტა, მის გვერდით მჯდომმა, ლამაზმა თაფლისფერ თვალება გოგომ და კეთილად გაუღიმა მიას. მისი სახელი რაღაც ძალიან განსხვავებული იყო.
-მიაკო, ეს ხანდახან უბერავს, არ მოსუმინო კარგი? - სასაცილოდ უთხრა მიას და ვაჩეს ხელებისგან თავი დაიხსნა, რომლებიც ისე უჭერდნენ წელზე საპასუხოდ, მიხვდა, ამ ორ შორის სხვა ქიმია იყო, კიდევ ერთხელ ჩაეცინა გახალისებულს.
-ვისზე რას იძახი, არია?! - რამდენი ხანი იყო ასე არ უხალისია, არ გასულა და არ დაულევია მეგობრებთან ერთად, თითქოს სჭირდებოდა.ნორმალურად ცხოვრება უნდა ესწავლა, უნდა გადაელახა და დაეძლია შიშები, სურვილები, რომ შემდეგ დღეს აღარ გაღვიძებოდა და მშობლების ნახვა, სულ ცოტახნით მაინც შეძლებოდა.
რომ ის ფიქრები, რაც მათთან მისვლის დროს აწუხებს, უნდა გაწმინდოს და შეწყვიტოს მათი ასე ტკენა, საკუთარი თავის ტანჯვა და დადანაშაულება.
რომ ბედნიერება ისწავლოს...

ფეხზე წამოდგა, ანას გაუღიმა, რაღაც უთხრა დაბალ ხმაზე და ცოტა ხნით გარეთ გავიდა. სუფთა ჰაერი ესიამოვნა და გამოაფხიზლა. შემოსაცმელი შიგნით დატოვა, ამიტომ მხოლოდ შავი გრძელი კაბით იდგა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა, ისე თითქოს გუშინ არც უწვიმია.
-არ გაცივდები? - მოესმა ხმა და ნელა მიატრიალა თავი მისკენ. გაუღიმა და თავი გააქნია. - ანო, არ მინერვიულო იცოდე მერე! - მისი მოსაცმელი გაუწოდა და მასაც გაეღიმა.
-შენი გოგო გუშინ ისეთი გალუმპული მოვიდა ჩემთან, მაგას შენ არ უნდა მეუბნებოდე. - ჩაეცინა და შემოსაცმლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა. - გინდა?
-რას გულისხმობ? - ერთი ღერი მანაც ამოიღო და გაუკიდა, ჯერ მისას მერე თავისას.
-შენზე მომიყვა...
-რა მოგიყვა?
-ბევრი არაფერი, მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი რამდენად იყო შეყვარებული. -გააბოლა და მას ახედა. - მას ხომ არ ატკენ ლევან?
-ამაზე ფიქრიც კი სისულელეა. -გაეცინა კაცს.
-ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, არასდროს იცი რა მოხდება, ამიტომ ფრთხილად იყავი, ბევრი გამოიარა!
-სხვანაირად ფიქრობ. - დახედა ზემოდან, ბაგეებს შორის მოიქცია სიგარეტი და მოქაჩა.
-არა, ეს უბრალოდ სიფრთხილეა მოსალოდნელი საფრთხის წინ. შეცდომა არ დაუშვა, თორემ ეს მას ძალიან ატკენს. - ნამწვავი ძირს დააგდო და ფეხსაცმლის ქუსლით გასრისა.
გაიგონა ნაბიჯების ხმა და შემდეგ ვაჩეს და მალანიას წააწყდა.
-შეგცივდება შედი! - უთხრა თბილი ხმით და მას შეხედა, მეტი აღარც უყოყმანია ნაბიჯი გადადგა და შიგნით შევიდა. დატოვა ბიჭები გარეთ და ანოს გვერდით დაიკავა ისევ ადგილი.
თბილად გადახედა და გაუღიმა.
-ესაუბრე არა? - მიეხუტა და ხელები მისაში მოიქცია, ასე თამაშობდა.
-კარგი ადამიანია.
-დარწმუნებული ვიყავი გაუგებდით ერთმანეთს!
-მიხარია რომ ის შენს გვერდით იქნება, ახლა თავს მშვიდად ვიგრძნობ! - ახალ შემოსულებს დააკვირდა და შუბლზე აკოცა.
ჩამოჯდა თუ არა ვაჩე მაგიდასთან, სასმლის ჭიქა ხელში აიღო და ხმამაღლა წარმოთქვა.
-მოდით, ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს!
წამოსვლისას გადანაწილდნენ, ლევანმა მია და ანო წამოიყვანა. ისეთი ბედნიერი იყო ანო, გადახედავდა ხოლმე ნაკაშიძე, გაეცნიბოდა და მერე ისევ გზას მიაპყრობდა ყურადღებას.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ლევან! - მანქანიდან გადმოსვლისას უთხრა მათ და ერთად გაუშვა სახლში.
კიბეები სწრაფად აირბინა და კარები გააღო. მაღალქუსლიანები კარებთანვე გაიხადა და დატოვა, თვითონ კი სააბაზანოში გავიდა და მოწესრიგდა. საწოლში როგორც კი ჩაწვა და ბალიშზე თავი დადო, მალევე ჩაეძინა დაღლილს.
შუა დღე იქნებოდა უკვე, კარებზე ატეხილმა ბრახუნმა რომ მოიყვანა გონზე. ფეხზე წამოვარდა, პირდაპირ საღამურებით გავარდა მისაღებში. კახა ისევ გაშხლართული ეგდო ტახტზე და თავი უკან გადაეგდო. თვალები მოარიდა და არც უყოყმანია ისე გააღო კარები. ერთ ადგილზე შედგა, როგორც კი უცნობი მამაკაცები დაინახა. მაშინვე ეცადა კარების დაკეტვას, მაგრამ ძალაც არ ეყო. ძალით შეაღწიეს სახლში.
-რას აკეთებთ?! - ფეხი გადაუბრუნდა და წაიქცა. ყურადღება არც მიუქცევიათ მისთვის, მისაღებისკენ დაიძრნენ, სადაც კახას ეძინა. თავში ცუდმა აზრმა გაუელვა და ფეხზე წამოვარდა, ტკივილი არც უგრძნია, უკან მიჰყვა და თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა, როგორ აათრიეს. არც კი შერხეულა, ისე ეძინა ან იქნებ არც ეძინა, ისევ კაიფში იყო.
-რას აკეთებთ, სად მიგყავთ?! - ყვიროდა და ხელზე ექაჩებოდა მათ, მაგრამ მისთვის ზედაც არ შეუხედავთ. გაათრიეს სახლიდან და ახოხიალეს, უგონოდ მყოფი სხეული სახით. შეშინებული კიბეებზე დაეშვა, მაგრამ მათი გაკავებაც ვერ შეძლო. მანქანაში ისე ჩატენეს და სწრაფად გაშორდნენ ადგილს.
ფეხის ტკივილი დააიგნორა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სისწრაფით ავარდა სახლში. ისტერიკა ჰქონდა, ვერ ხვდებოდა რა უნდა ეღონა. სასწრაფოდ ტელეფონი მოიძია და ლევანთან გაუშვა ზარი.
-გისმენ საყვარელო. - წამი არ იყო გასული, რომ უპასუხა.
-გთხოვ, ჩემთან მოდი! - მეტი აღარ უთქვამს არაფერი,ხუთი წუთიც არ დასჭირვებია.სახლის ღია კარებში იდგა და გაცოფებული იყურებოდა შიგნით. მკერდი სწრაფად აუდიოდა, სახლში შევარდა და რომ დაინახა იატაკზე ჩაკეცილი, მთელი ძალით ეცადა, არ გაეფრინა. მიუახლოვდა და ხელში აიყვანა. კანკალებდა ჯერ კიდევ შოკში მყოფი და ისე უყვებოდა დაწვრილებით ყველაფერს. მასთან, ბინაში წაიყვანა, ახლა თავის სახლში მშვიდად ვერ იქნებოდა, მარტოს ვერც დატოვებდა. დამამშვიდებელი მისცა და მალევე ჩაეძინა. თავის ოთახში შეიყვანა და ჯერ კიდევ საღამურებში გამოწყობილი ჩააწვინა საწოლში.
მისაღებში გავიდა, ტელეფონში ნომერი მოძებნა და მალანიას დაურეკა.
-გამირკვიე კახა მესხზე ყველაფერი, მისი კავშირების ჩათვლით!
-კარგი, ცოტახანში მოგაწვდი ინფორმაციას.
არ ჩაძიებია, მაშინვე გაუთიშა და მის ძველ მეგობარს გადაურეკა. მზერა არეულმა დახედა მის საყვარელ ქალს და კიდევ ერთხელ გააგიჟა იმ ფაქტმა, რომ ვინმემ შეძლო მისთვის ტკენა. იცოდა, როგორც კი მალანია ინფორმაციას მოაწვდიდა, გასასვლელი იქნებოდა. ანოს მარტო დატოვება არ სურდა, მაშინვე მია გაახსენდა და მასთან დაკავშირებას ეცადა.

•••

მშვიდად უყურებდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ეზოში და სითბო ეღვრებოდა გულში. მზე ისე ანათებდა, პირდაპირ მას ეცემოდა სახეზე და ისედაც თეთრ კანს კიდევ უფრო უნათებდა. ქერა ხვეულები გვერდზე გადაიყარა და ფეხზე წამოდგა. მათთან ერთად თამაშს მორჩა და ახლა მათგან მოშორებით, მჯდომ ბიჭს გადახედა. ყველასგან შორს იჯდა და მზეს ეფიცხებოდა. ხვდებოდა, ეს პატარა სხეული განიცდიდა უდიდეს ტკივილს და ეს სტკენდა. ნაბიჯი გადადგა და ნელა მიუახლოვდა ბიჭს. მისთან დაიხარა და ჩამოჯდა. შავ თმებში ხელი შეიცურა და გასწორებას ეცადა სანიზ, ისე უნათებდა მზეზე ცისფერი თვალები, გეგონება შიგ ულამაზესი ხედი იშლებაო.
-როგორ ხარ? - ჰკითხა, როგორც შეეკითხებოდა ზრდასრულ ადამიანს და გაუღიმა, ისე როგორც სხვებს არა.
-კარგად, თქვენ? - ხელები ერთმანეთში ახლართა და ნელა ახედა, თვალები მოჭუტა ისე აჭყიტებდა მზე სახეზე.
-ახლა კარგად... - მიხვდა ნერვიულობდა, მეტი შეკითხვა აღარც დაუსვამს.
უბრალოდ იჯდნენ და უყურებდნენ ბავშვებს, ეზოში მოთამაშე კნუტებს და ლამაზ ყვავილებს. ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა მის გვერდით, დიდი ხანი რომ არ უგვრძნია, და ამაზე მეტი არც უნდოდა, არც ითხოვდა. რაც ტკენდა ყველაზე მეტად ის იყო, რომ იაზრებდა, მძიმედ იყო დაავადებული. ეს ყველაფერი მისმა ტრავმებმა გამოიწვიეს. მასზე ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული და ყველაფერს გაეცნო, რაც კი შეძლო. ახლა მიამ იცოდა, მას როგორ უნდა მიდგომოდა. ჩაცინების ხმა მოესმა და ჩუმად დახედა ბიჭს, უყურებდა როგორ თამაშობდა პატარა კნუტთან ერთად და გაეღიმა.
-რა პატარაა... - ამოთქვა დაბალ ხმაზე და თითით წეთამაშა.
-საყვარელია. - ფრთხილად შეაპარა და გაუხარდა, რომ გამღიმებულმა ამოხედა სანიმ.
-ჰო... - შარვლის ჯიბეში რომ ზუზუნი იგრძნო, მიხვდა, ურეკავდნენ. ერთხანს დაფიქრა, არ ვუპასუხებო, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და უცნობ ნომერს უპასუხა.
-მიას ვესაუბრები? - ნაკაშიძეს ხმა რომ გაიგო, გაუკვირდა.
-დიახ! რამე მოხდა?
-მისამართს მოგწერ და მოდი,რაც შეიძლება სწრაფად! - გულმა მწარედ გაჰკრა. კარგს არაფერს ფიქრობდა და აშინებდა ლევანის ასეთი ხმა. ზედმეტი კითხვა არც დაუსვავს, გაუთიშა და ფეხზე წამოდგა.თეთრ კაბაზე პაწაწუნა თითებით ჩაეჭიდა,ნელა მობრუნდა და გაუღიმა.მასთან დაიხარა და გადაეხვია.
-მიდიხარ? - ჰკითხა ცისფერ თვალებამ და მიას ახედა.
-ჰო, გადაუდებელია, მოგვიანებით ისევ გნახავ, კარგი?
-დაიცადე... - შეაჩერა და ჯიბიდან პატარა სათამაშო ამოაძვრინა. - ეს იმას გადაეცი, ვისთანაც მიდიხარ, ვფიქრობ დასჭირდება. - თვალები ისევ მოჭუტა მზის გამო და ამ დროს ისეთი საყვარელი იყო, თავი ძლივს შეიკავა, მისთვის ლოყები რომ არ დაეკოცნა. თავი დაუქნია, გამოართვა და ხელი ჩამოართვა. ყველას დაემშვიდობა და გულ აჩქარებული ტაქსში ჩაჯდა, იმაზე სწრაფად მივიდა ადგილზე, ვიდრე ამას გაიაზრებდა, უკვე კარზე აკაკუნებდა. ლევანმა გაუღო და შეატარა.
-სად არის? - მისი ოთახისკენ გაუძღვა და მძინარე რომ ნახა, ოდნავ დამშვიდდა.
-რა მოხდა?! - კარები გამოიკეტა და მისაღებში გავიდა, უკან მიჰყვა მიაც.
-ცოტახანში გასასვლელი ვიქნები, შენ გაბარებ, ვიცი მიმიხედავდი და ამიტომ დაგირეკე... - მიას შეხედა წარბ შეკრულმა.
-რა მოხდა, ლევან?!
-ვიღაც ტიპები შეეჭრნენ ბინაში და კახა წაუყვანიათ, ისტერიკაში იყო, როცა დამირეკა! - გამოაცრა გაღიზიანებულმა.
-კახა?! ეგ რუსეთში არ იყო რამდენიმე თვის წინ?არ ვიცოდი თუ...
-ჩამოსულა და ისევ წამალზე შემჯდარა. მოუშხამა ანოს ცხოვრება მაგ ნაბიჭვარმა! - მუშტი ძლიერად შეკრა გაცოფებულმა.
-ანოს არ უთქვამს...
-მის ზარებს არ პასუხობდი-ნაწყენმა ახედა და სხვა მხარეს გაიხედა.
მას დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ, ასეთი არ მახსოვს ყოფილიყოს...
-ამჯერად გადავარჩენ მის ტრაკს და მერე მე მივხედავ, ანოს ვეღარ გაეკარება! - კარზე ზარი გაისმა.
-გავაღებ. - მარტო დატოვა ნაკაშიძე და კარებისკენ წავიდა. გააღო და ერთ ადგილზე შედგა.

-გამარჯობა.-მას შეხედა გაკვირვებულმა, მერე ოდნავ გაიწია და შემოატარა.
-ლევანი სად არის? - მისი ხმა გაიგო თუ არა დაბნეულმა ახედა და შიგნითო მიუგო.






მიხარია, რომ გაინტერესებთ და ელოდებით შემდეგ ნაწილებს...
ვცდილობ ყველაფერს თავი ერთად მოვუყარო და საბოლოო ჯამში ერთი კარგი ისტორია შევკრა.
უდიდესი მადლობა,
უკვე ძალიან შემიყვარდით ჩემო საყვარლებო!



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ვკითხულობ და მაინტერესებს ... ველოდები შემდეგ თავს. მადლობა ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent