LOVE Illustrations N2
"არ ვიცი რატომ, მაგრამ თეთრი გედი გამახსენდა. თითქოს მიფრინავდა შორს, ძალიან შორს. გაურბოდა რაღაცას. იბრძოდა, უბრალოდ ცხოვრებას და მიიწევდა წინ, ძალიან წინ, თითქოს ცდილობდა ცა გაერღვია, გაებურღა, მზეს მიწვდომოდა... და, მიფრინავდა მზისკენ, სიყვარულისკენ. თუმცა იცოდა, რომ მზე დასწვავდა და გული კი ბევრ სიყვარულს ვეღარ დაიტევდა და გასკდებოდა. იცოდა, მაგრამ მაინც მიფრინავდა.... " და, დაეშვა ბევრი სიყვარულით დაღუპული გედი, დაეშვა თავდაღმა სიმღერით, რომლითაც სიცოცხლესა და სიყვარულს უმღეროდა. სიმღერის ჰანგები ჰაერში იბნეოდა, ის კი კვლავ სიყვარულზე მღეროდა. იღუპებოდა დიდი, ძლიერი სიყვარულისაგან და მაინც არ ნანობდა, რადგან უყვარდა და ეყვარებოდა.... და, კვდებოდა, კვნესოდა და ამ კვნესითაც კი სიყვარულს აღმერთებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.