შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (15)


18-03-2025, 18:28
ავტორი La dolce vita
ნანახია 891

არაფერი არ ხდება ისე უბრალოდ, რადგან ჩვენი გასავალი გზა წინასწარ იწნა დაწერილი, ზეცაში უფლის მიერდა რამდენიც არ უნდა შევეწინაღმდეგოთ და ვაპროტესტოთ გვერდს მაინც ვერ ავუვლით ამასზ იმიტომ რომ ასე იყო საჭირო და ასე უნდა მომხდარიყო.
ახლა ორმა დაკარგულმა სულმა ერთმანეთი კვლავ იპოვეს და უფლის კურთხევით სამუდამოდ ერთ არსნი გახდნენ.

– ასე, მალე რას მოვასწერებთ?- კითხა ბიჭს.
– ჯვრის დაწერას რა მოსწრება უნდა, ხვალ მივალთ და დავიწერთ.
– ხო, მაგრამ მეჯვარე ხომ მჭირდება, ჩემი მეგობარი კი, იტალიაშია უნდა გავაგებინო, რომ ჩამოვიდეს...
_ არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებთ.- უთხრა და ხელზე აკოცა.
ამ დროს მართას ტელეფონი აწკრიალდა ნელი ურეკავდა.
– გისმენთ ნელი დეიდა?- უპასუხა.
– შვილო, სასწრაფოდ უნდა მოხვიდე.- გაისმა ქალის ნერვიული ხმა ყურმილში.
– ენი, ცუდად გახდა..
– რა რა მოუვიდა?
– არ ვიცი, შვილო მოულოდნელად დაკარგა გონება. სასწრაფოს გამოვუძახე და საავადმყოფოში მივდივართ ახლა.
– კარგი, გზაში ვარ, მოვდივარ.- ყურმილი გაუთიშა და გადაფითრებული სახით გახედა თორნიკეს.
– რა მოხდა?- აღელვებულმა კითხა
– ენი... ის.. ცუდად არის. გთხოვ საავადმყოფოში წავიდეთ.
ამის გაგებისას თორნიკემ მიმართულება შეცვალა და კლინიკაში წავიდა.
მართა საშინლად განიცდიდა ამ ამბავს და ერთი სული ჰქონდა, როდის მივიდიდა შვილთან.



კლინიკაში იმწამსვე შეცვივდნენ და მაშინვე მოიკითხეს ნელი დახვდა მათ და ინტენსიურ ოთქხამდე მიიყვანა .
– რა მოუვიდა, ნელი დეიდა ჩემს გოგოს?- ჩამწყდარი ხმით კითხა.
– არ ვიცი, შვილო ყველაფერი ისე, მოულოდნელად მოხდა, რომ ჯერაც შოკში ვარ. თავისთვის იჯდა მულტფილმებს უყურებდა, როდესაც მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და შემდეგ გონება დაკარგა, ახლა ექიმები სინჯავენ. - შეშინებულმა უთხრა ქალმა.
რაღაც დროის, შემდეგ ექიმი გამოვიდა.
_ ბავშვის მეურვე ვინ არის?- იკითხა კაცმა.
– მე ვარ ექიმო, რა მოუვიდა ბავშვს?
– ყველანაირი გამოკვლევები ჩავუტარეთ და გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ბავშვს ლეიკეიმია აქვს.
– რაა? ლე..იკემია აქვს? კი, მაგრამ როგორ?
– ჯერ მხოლოდ დაწყებითი, სტადიაშია და მისი მკურნალობა შესაძლებელია, მოკლედ სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გავუკეთოთ ძვლის ტვინის, მამა თუ ჰყავს ბავშვს?
– მამა..?
– დიახ.
– ექიმო, სხვა არ გამოდგება გადასანერგათ მაგალითად დედა ან სხვა სრულიად უხხო ადამიანი?- იკითხა, თუმცა აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ენი მისი შვილი იყო.
– იმ შემთხვევაში, თუ მამა ან დედმამიშვილი არ ჰყავს, მაშინ მოგვიწევს მსგავი, დონორი ვიპივოთ ერთი სისხლის ჯგუფით.
– აბა, ჩემი სცადეთ იქნებ დაემთხვეს..
– კარგიზ წამობრძანდით და მედდა მოგხედავთ.- უთხრა ექიმმა და მედდას დაუძახა.


• ლაბორატორიაში წავიდა და ყველა საჭირო ანალიზი ჩაიტარა.
გრძნობდა, რომ აქ რაღაც რიგზე ვერ იყო და სულ მალე მართას საიდუმლოც გამოაშკარავდებოდა, მართა დაძაბული იჯდა და ელოდა თორნიკეს გამოსვლას, იცოდა, რომ ამას არ აპატიებდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდა უკვე თანაც ისედაც აპირებდა მისთვის ამის თქმას.

ანალიზების შემდეგ თორნიკემ ექიმმა თავისთან დაიბარა.
– ექიმო, რა ხდება? ემთხვევა სისხლის ჯგუფი?
– ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, ვინ არის ეს ბავშვი თქვენთვის?- დაფიქრებიღ წარმოთქვა და ნიკაპზე მოისვა ხელი.
– ჩემი საცოლის, შვილობილია. რა ხდება?
– საქმე ის არის, რომ თქვენ ორივეს მეორე ჯგუფის უარყოფითი გაქვთ. ამას დამატებული ხომ ხვდებით, რომ ასეთი ჯგუფის სისხლი იშვიათად მოიპოვება და მხოლოდ ახლობელ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კერძოდ დედას და მამას. ეს ჯგიფები, რომ დაემთხვა შემდეგ დეენემი გავაკეთეთ და დახასტურდა.
– რაა?- ირაკლის უკვე ნერვები აღარ ყოფნიდა.
– ის რომ თქვენ ამ ბავშვის მამა ბრძანდებით.
– რაა?! ის ჩემი შვილია, ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკავშვირებდა ამ ბავშვთან ღმერთო! კარგი, და ოპერაცია როდის გაკეთდება?
– ხვალ დილით.
– კარგი, გასაგებია.- გაბრუებული და გამწარებულუ გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან გაბრუებული და გამწარებული გამოვიდა,ასე მწარედ როგორ მოატყუა და დაუმალა შვილის არაებობა. სახე სიმწრისგან აელეწვოდა მართას მიუახლოვდა მხარში ჩაავლო ხელი და გარეთ გაიყვანა, შემდეგ კი უხეშად გააჩერა.
– როდემდე აპირებდი ამის დამალვას მითხარი?
– რას გულისხმობ?
– მართა, იქნებ გეყოს თამაში, როგორ შეგეძლო მისი ჩემგან დამალვა, მიპასუხე?!
– თორნიკე, ვიცი დავაშავე, რომ გიმალავდი, მაგრამ მე... არ შემეძლო ამის თქმა.
– ესეიგი არ შეგეძლო არა, შენ არ გქონდა უფლება, ჩემი შვილი დაგემალა გესმის არ გქონდა - დაუყვირა.
– მაპატიე, გთხოვ უბრალოდ მისი დაკარგვის მეშინოდა, შენი მეშინოდა, რადგან უგულო მეგონე და ვერ გავამხილე სიმართლე, მაგრამ დღეს ისედაც ვაპირებდი ამის თქმას შენთვის, ეს რომ არ მომხდარიყო.- სლუკუნებდა.
– და ახლა აღარ გეშინია? ხვდები, რომ შემოძლია გიჩივლი ამის გამო და სამუდამოდ ჩამოგართვა ბავშვი.
– ვერ ჩამომართმევს სასამართლო ბავშვი სანამ სრულწლოვანი არ გახდება, დედასთან იზრდება.
– მაშინ ისიც უნდა იცოდე, შენ დაარღვიე კანონი, როდესაც ამდენი წელი მიმალავდი და მერეც არ მითხარი, შემიძლია ამ კუხით გიჩივლო.
– შენ ამას არ იზამ, თორნიკე ჩვენ ისედავ ერთად ვართ.
– უკვე აღარ...
– რაა?- გოგონას თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა ისეთი ხმით კითხა.
– მართა, მართლა ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერ გაპატიებ არ შემიძლია, გული ძალიან მატკინე.
– მე თუ გაპატიე ამხელა ამბავი, შენც უნდა შეძლო და მაპატიო, ეს რადგან მოქნდა ამის მიზეზი. ხვდები რა ჯოჯოხეთი გამოვიარე და რა დასტრესილი ვიყავი შენ შენი თავი შემაძულე ცხოვრება გამინადგურე და შენი აზრით, ბავშვის დაბადების, შემდეგ მოვირბენდი და გეტყოდი, იცი მალე მამა,გარდები თქო. ეს როგორ წარმოგიდგენია?
– რამდენჯერ გკითხე, სიმართლე მითხარი- თქო მაგრამ შენ ჯიუტად საპირსპიროს ამტკიცებდი. მორჩა, როგორც კი ენი, გამოკეთდება მას ჩემთან წავიყვან.
– გთხოვ არ ქნა ეს. შენ ხომ ასეთი არ ხარ და დედას შვილს არ დააშორებ.
– არ ვარ, მაგრამ თუ დამჭირდა გავხდები უგულოც. - წამოიძახა და გიჟივით გავარდა



....
ესეც ახალი თავი, მაპატიეთ, მეგობრები ცუდად ვიყავი და ვერ მოვახერხე დროულად დამედო
ახლაც ნახევრად ვდებ, რადგან დიდხანს აღარ ელოდოთ კიდევ. ამის შემდეგ უკვე ფინალია.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

გელოდებით❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ველით კეთილ დასასრულს. და სხვა ახალ კარგ ისტორიებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent