შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი არსებობს ზეცაში ღმერთი


15-10-2018, 23:18
ნანახია 1 579

ვიცი არსებობს ზეცაში ღმერთი,
არსებობს ცოდვა დიდი და მცირე,
რაგინდ თვალებში მაყარონ ფერფლი,
არც დავმცირდები, არც დაგამცირებ.

უსასოობა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.

ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება,
და მჯერა მართალს უფლის წინაშე,
თავის მართლება არ მომინდება.

ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას,
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.

ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ,
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მიხარია რომ საიტს ემატებიან ნიჭიერი ადამიანები. ძალიან სასიამოვნო ლექსი იყო blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent