შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა (თავი 15)


24-03-2025, 03:23
ავტორი NakoNako
ნანახია 613

15
ხატია

ჩვენი ქორწილიდან სამი თვე გავიდა, ზღაპარივით სამი თვე. ვაჟამ ჩემს ოჯახთან ურთიერთობა დაალაგა, განსაკუთრებით მამასთან, ნამდვილად ეტყობოდათ რა პრობლემაც ჰქონდათ ერთმანეთში მოაგვარეს. ჩემს მშობლებს დიდი სურვილი კი ჰქონდათ მათთან გვეცხოვრა მაგრამ ვაჟამ სასტიკი უარი განაცხადა. თუმცა ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ ჩემი ოჯახი, ასევე კახა და გოგაც. ბიჭებთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით კახასთან, ყოველთვის ნანატრი ძმის ადგილს მივსებდა თითქოს მისი არსებობით.
ამ დროის განმავლობაში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, კი იყო რაღაც ისეთი პირადული საკითხები რაზეც ვაჟას მხრიდან გაკვირვებული დავრჩი, ეს შვილის ყოლის საკითხს ეხებოდა. თაფლობის თვიდან როცა დავბრუნდით პირველი ვიზიტი ექიმთან გვქონდა, დღესაც ყურში ჩამესმის ვაჟას სიტყვები. „ ექიმო ყველაზე სანდო გზა რაც არის ის გამოვიყენოთ, არ მინდა რომ შვილი გვეყოლოს’’. შვილის გაჩენას არც ვგეგმავდი ჯერ, თუმცა მეც როგორც ყველა დაოჯახებული ადამიანი ბედნიერ და დიდ ოჯახზე ვოცნებობდი, დედობაზე ვოცნებობდი. თუმცა ჩემი და ვაჟას გეგმები ერთმანეთს სამწუხაროდ არ ემთხვეოდა. რამდენჯერმე ვკითხე რატომ არ სურდა შვილი, თუმცა არასდროს პასუხი არ მიმიღია, მეტიც სასაუბრო თემას მაშინვე ცვლიდა, ვფიქრობდი რომ მისი ოჯახის ტრაგედიას ეხებოდა, არ უსაუბრია ჩემთან მის ოჯახზე, მის წარსულზე, თუმცა ვიცოდი რომ საშინელი ცხოვრება ჰქონდა გავლილი.
ერთ ერთ საღაამოს, სახლში ვახშმობის დროს მითხრა „ბედნიერები რომ ვარ მეშინია“ არაფერი მითქვამს მის ასეთ ფსიქოლოგიურ ყოფას ნარკოტიკს ვაბრალებდი, მაქსიმალურად ცდილობდა შეშვებოდა, რაც ერთად ვიყავით არ ხმარობდა, ნარკოტიკი იქით იყოს სიგარეტის მოწევასაც არიდებდა თავს, თუმცა ვხვდებოდი რომ უჭირდა, ხანდახან დეპრესია დახვევდა ხელს და შიშები ეწყებოდა, ეშინოდა რომ რამე დამემართებოდა, სახლიდან როცა გავიდოდა დღის მანძილზე დაუთვლელი რაოდენობით შეტყობინებებს მიგზავნიდა და მირეკავდა მოსაკითხად. იშვიათად გავდიოდი სახლიდან, თუმცა როცა გასვლას დავაპირებდი მინიმუმ 5 კაციან დაცვასთან ერთად მიწევდა სიარული. საშინლად დამთრგუნველი იყო ჩემთვის, მითუმეტეს დაცვა იარაღის ტარების გამო ყურადღებას იქცევდა. ბოლო ერთი თვე ვაჟაც იარაღს გვერდიდან არ იცილებდა. ეს ფაქტი მაშინებდა თუმცა ვცილობდი შევგუებოდი რადგან მითხრა რომ ეს ყოველივე ჩვენი უსაფრთხოების გამო იყო აუცილებელი. ვხვდებოდი პრობლემები ჰქონდა და ამ პრობლემების გამო ბევრი სირთულე იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში.
რამდენიმე დღის წინ გავედი სახლიდან, იმდენად ვიყავი დაცვით შეწუხებული, ჩუმად გავიპარე, ვაჟასთვისაც არ მითქვამს. ლუკას, თორნიკეს და ნინის შევხვდი ჩვენს საყვარელ პიცერიაში. დაახლოებით ერთ საათში გაიგო ვაჟამ სახლში რომ არ ვიყავი და დაცვის გარეშე გავედი, საშინლად გამიბრაზდა, მითხრა რომ ფეხი არ მომეცვალა სანამ არ მოვიდოდა, თუმცა თვითონ არ მოსულა გოგა და კახა გამოგზავნა ჩემს წასაყვანად. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა ვიკამათეთ, ისევ იგივე თემაზე დაცვა რატომ არ წავიყვანე , თუმცა გაბრაზებულს არ გავდა უფრო შეშინებულს და განერვიულებულს. ერთად ვივახშმეთ, ვახშმის შემდეგ ფილმის ყურება გადავწყვიტეთ, ვაჟამ არჩევანი მე მომანდო სანამ მე ნეთფლიქსზე სასურველ ფილმს ავარჩევდი, მანამ ვაჟა კომფორტულად მოკალათდა ტელევიზორთან მისაღებ ოთახში არსებულ L - ფორმის დივანზე, მეც გვერდით მივუწექი და გავაგრძელე ფილმის არჩევა ისევ.
- აუუ, ვერ ვარჩევ ვერაფერს, რას ვუყუროთ?
- შენ რომელიც მოგეწონება იმას ხატია.
- ახლა ვერაფერს ვერ ვარჩევ შენი საყვარელი ფილმი მითხარი და ის ჩავრთოთ.
- ფილმებისთვის იმ სიხშირით არ მიყურებია რომ რომელიმე შემყვარებოდა.
საბოლოოდ საკმაოდ კარგი რომანტიკული ფილმი შევარჩიეთ, ბედნიერი დასასრულით. ფილმის ყურებისას ვაჟას გულზე ვყავდი მიხუტებული და თმებზე მეფერებოდა.
- ძალიან ლამაზი ხარ. ყველაზე ლამაზი ქალი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს. ჩამჩურჩულა სიყვარულით სავსე ტონით.
- ყოველთვის ლამაზად ჩამთვლი? რომ დავბერდები მაინც? ვკითხე ღიმილით.
- შენთან ერთად დაბერებაზე ფიქრიც კი ლამაზია. და კი რომ დაბერდები კიდევაც ყველაზე ლამაზი ქალი იქნები, შენს სახეზე ნაოჭებს, თმებზე ჭაღარებსაც კი ძალიან შევიყვარებ!
ბოლოს ნათქვამი სიტყვები „ მე შენ მიყვარხარ“ -ს ნიშნავდა?! ხომ? ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის ასეთი ლამაზი სიტყვები თუმცა პირდაპირ „ მიყვარხარ“ არასდროს. თვალები ცრემლებით ამევსო უმიზეზოდ, რომ არ ვყვარებოდი ასეთ სიტყვებს არ მეტყოდა.
- ვაჟა... ჩავიჩურჩულე ჩუმად - მეშინია...
შეცბუნებულმა შემომხედა მის თვალებში მღელვარება ამოვიკითხე.
- რა გაშინებს?
- შენი დაკარგვისა მეშინია... შენთან ერთად ყველაფერი ზედმეტად ლამაზია... არმინდა რომ ეს „ სილამაზე“ დაირღვეს, შენი დაკარგვა არ მინდა. გამიღიმა ისე ლამაზად გამიღიმა, ვიგრძენი რომ კიდევ ერთხელ შემიყვარდა უზომოდ.
- ასეთი რამ არასოდეს მოხდება, ამას არასოდეს დავუშვებ, შენ ყოველთვის ჩემი იქნები. ისე მითხრა თითქოს ჩემს წინაშე ფიცი დაედოს ამ სიტყვებით.
- ხატი... მითხრა, თითქოს ჩურჩულით მეფერებოდა. - საკუთარ თავსაც ვერ ვუხსნი. . . მწვანე თვალები ჩემს შავ თვალებს მოანათა. - შენ რაღაც განსხვავებული ხარ ჩემს ცხოვრებაში, სასწაულივით განსხვავებული. მეჩვენება თითქოს ჩემს ცხოვრებას თავდაყირა აყენებ, გასაკვირი ისაა რომ მე ამ არეულობის სიყვარული დავიწყე ჩემს ცხოვრებაში.
გამეღიმა. . .
- ქმარო. ვუთხარი სიცილით. - დღეს რაღაც უცნაურად იქცევი, კარგად ხარ?
- კარგად ვარ. მითხრა ჩემსკენ დაიხარა და შუბლზე მაკოცა, შემდეგ გულში მჭიდროდ ჩამიკრა. ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო და ჩემი თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა. - იმაზე უკეთესად ვარ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.
არადა ვგრძნობდი რომ კარგად ვერ იყო, უცნაურად იქცეოდა, თავის თავს არ გავდა...

უკვე სამი დღეა სახლში არ მოსულა, რატომ არ ვიცი, ამ სამი დღის განმავლობაში კახა არ მომცილებია გვერდიდან, ჩემს ემოციებს, ნერვიულობას ყველაფერს იზიარებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს რადგან ვაჟა ჩემს დარეკილზე ზარს არ პასუხობს, არც შეტყობინებაზე მიბრუნებს პასუხს, არვიცი სადაა, როგორაა, სახლში რატომ არ ბრუნდება...
არც კახას ზარებს პასუხობდა, თუმცა კახა ჯაბასთან გავიდა კონტაქტზე, რომელმაც უთხრა რომ ვაჟა ბათუმში იყო, საქმეები კი იმდენად ბევრი დაუგროვდა ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. თუ ასე იყო რატომ მჭამდა შინაგანად ის აზრი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა?
- შშშშშ. ჩემი ძმის ცოლო. დამშვიდდი ახლა მაინც. სულ რაღაც სამი დღეა სახლში არ მოსულა შენი ქმარი, რა არის ეს ამდენი ნერვიულობა.
- არვიცი კახა. საქმეების გამო ამდენი ხანი ვაჟას არ დავუტოვებივარ არასოდეს, მითუმეტეს ამ თვეების მანძლზე ღამე სახლის გარდა სხვაგან არ გაუთენებია.
- ვაჟასნაირი ხალხის საქმე არ მთავრდება ხატია. ყოველდღე რამდენ ადამიანთან უწევს ურთიერთობა წარმოდგენაც არ გაქვს. ცოტა დამშვიდდი და დღეს სახლში რომ დაბრუნდება პასუხი მოსთხოვე.
***
უკვე ჭკუიდან რამისაა გადავიდე, ერთი კვირა გახდა რაც ვაჟა სახლში არ მოსულა, ტელეფონზე ძალიან რომ შევაწუხე მაშინ ინება და გამცა პასუხი. რამდენჯერაც დავურეკავ მეუბნევა რომ ყველაფერი კარგადაა და მოკლე წინადადებებით მიცილებს თავიდან. ახლა უკვე მეშინოდა რადგან ვფიქრობდი რომ ვაჟა ჩემგან თავის დაღწევას ცდილობდა, სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი მის ამ საქციელს. ტელეფონით ხელში, ეზოში წინ და უკან დავდიოდი უაზროდ. კახა უკვე ვეღარ მაჩერებდა და აღარც ჩემს ფუჭად დამშვიდებას ცდილობდა, რადგან თვითონაც ეჭვობდა რომ ვაჟას რაღაც პრობლემა ჰქონდა. მთელი ამ დროის მაინძილზე ჩემს გვერდით იყო, მხარდაჭერას არ მაკლებდა.
- კახა ნახე მაინც ვაჟა შენ? მე ერთი კვირა არ მინახავს, ტელეფონზე ვურეკავ ხშირ შემთხვევაში არ მპასუხობს, თუ მიპასუხა წესივრად არც მესაუბრება წამებში მითიშავს, ბათუმში ჩამოვალ ვეუბნევი იქ ჩასცვლას მიკრძალავს...კარგად არის მაინც? რაღაც მოხდა ხპმ? ჩემს ქმარს რაღაც დაემართა და ასე იმიტომ იქცევა... თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.
- ჩუ.... მითხრა და გადამეხვია. - მარტო შენგან არა ყველას გაურბის თითქოს, მას რომ ვნახავ შენს ასეთ განერვიულებას ვანანებ.
- მხოლოდ მინდა ვიცოდე რომ კარგადაა. ვუთხარი კახას და ცრემლები მოვიწმინდე.
ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა თინა მირეკავდა.
- სასწრაფოდ შეტყობინებები შეამოწმე და ჩემს გამოგზავნილ ლინკზე გადადი. მითხრა აფორიაქებულმა და ტელეფონი გამითიშა, ისე რომ არაფრის კითხვაც არ მაცალა.
მის გამოგზავნილ ლინკზე გადავედი, რაღაც ყვითელი პრესის საიტი ჩაუგდია, სურათები და წარწერები ნელნელა იხსნებოდა ეზოში ინტერნეტი კარგად არ იჭერდა და ამიტომ სახლისკენ წავედი კახაც უკან გამომყვა აინტერესებდა თინა ასე ძაან რამ ააფორიაქა. სახლში არც ვიყავი შესული რომ გვერდი ბოლომდე გაიხსნა პირველი რაც დავინახე ვაჟას ფოტო იყო, ვაჟა და უცხო ქალბატონი, ხელი ჰქონდა გადახვეული, იღიმოდა... წარწერებს ვერ ვკითხულობდი, ასოებს ვეღარ ვარჩევდდი, თითქოს ეწერა „ცოლს ვეყრები, აღარ მიყვარსო..“ ტელეფონი კახას მივაწოდე...
- კახა ვერ ვკითხულობ გთხოვ რა წერია ნორმალურად წამიკითხე, სიმართლეა მით.... დასრულებაც ვერ შევძელი, ხელები ამიკანკალდა, თვალთ დამიბნელდა, სუნთქვა გამიხშირდა, ვგრძნობდი რომ პანიკური შეტევა დამეწყო, ღმერთო ასე არასდროს ვყოფილვარ, მთელი სხეული მეკრუნჩხება, ვგრძნობ რომ გარე სამყაროსთან კავშირი გავწყვიტე, სახეზე ცივი სითხის შესხმა ვიგრძენი, ჯერ ერთ მხარეს ამეწვა ლოყა შემდეგ მეორე მხარეს, თუმცა ამაოდ ვგრძნობ რომ კრიჭა მეკეტება და ნელ ნელა ვიგუდები, ცნობიერება მეკარგება...
რამდენიხანი გავიდა არ ვიცი თუმცა, საშინელი სიცივის შეგრძნებამ გამაღვიძა, უკვე ღამე იყო გარეთ წვიმდა საშინელი წვიმა იყო.გვიან შემოდგომას აშკარად არ უხდებოდა იმდენად ხმაურიანად წვიმდა. ჩემს წინ კახა, გოგა, ჯაბა და ვაჟა იდგნენ, მათთან ერთად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ყველანი გარეთ ვერანდაზე ვიყავით, ტანისამოსი სველი მქონდა და სიცივისგან კბილი კბილს მაცემინებდა ისე მაკანკალებდა, კახამ მეორე პლედიც მომახვიაა.
- ექიმმა თქვა რომ ასეთ დროს ჰაერზე შენი ყოფნა კარგი იქნებოდა, სანამ გონს მოხვიდოდი. ახლა სახლში შევიდეთ ხატი. მითხრა კახამ.
- რამოხდა? ვიკითხე ჯერ კიდე გონებაზე ნახევრად მოსულმა.
- პანიკური შეტევა გქონდათ ქალბატონო, რომელიც საკმაოდ რთულად გადაიტანეთ, იღბლიანი ხართ თქვენს გვერდით ვიღაც იყო თორემ ასეთ დროს დაიღუპებოდით,ბატონმა კახამ დროულად გაგიწიათ დახმარება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ჯანმრთელობას გისურვებთ. მითხრა სასწრაფოს ექიმმა და თავისი ნივთების შეგროვებას შეუდგა.
ჩემს გვერდით თავზე წამომდგარ კახას გავხედე რომელიც ჩემს სახლში შეყვანას ლამობდა, მაჟვენა ხელის სამი თითი გადახვეული ჰქონდა, უცნაურია ცოტახნის წინ არანაირ სახვევი არ ჰქოდა. თუმცა ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა თავს ვაიძულებდი ვაჟას მხარეს არ მიმეხედა...
- ექიმო დამამშვიდებელიც რომ გაგეკეთებინათ. უთხრა გოგამ ექიმს.
- ამ ეტაპზე არაა საჭირო, მიღებული სტრესის შედეგად სხეული ისედაც მოდუნებული აქვს , ფსიქოლოგია ემოციებისგან ცარიელია, ახლა მხოლოდ დასვენეებაა მისთვის საკმარისი.
გადავწყვიტე ექიმის რჩევისთვის მომესმინა და დამესვენებინა, ყველასგან და ყველაფრისგან.... უსასრულოდ დამესვენებინა.
- გაგაცილებთ. გაისმა გოგას ხმა და სასწრაფოს ეკიპაჟს უკან გაჰყვა.
- სახლში შევიდეთ ხატი გაცივდები. მომესმა შორიდან კახას ხმა არადა თავზე მადგა.
უემოციო გამომეტყველება მივაპყარი ვაჟას, ფეხზე წამოდგომას შევეცადე, ფეხები გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესის გამო მიკანკალებდა, არამარტო ფეხები ხელებიც სასინლად მიკანკალებდა. კახას ჩამოვეყრდენი ადგომისას და ბარბაცით წავედი ვაჟასკენ. მწვანეები ჩასწითლებოდა, თითქოს ღამეები არ სძინებია, წარბ შეკრული დარდიანი თვალებით მიყურებდა, რაზე დარდობდა? რომ მიღალატა? თუ განქორწინება რომ ქონდა გეგმაში? იქნებ და თავიდანვე არ ჰქონდა სერიოზული დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ხო, ხო მართალია არ ჰქონდა, რომ ჰქონოდა შვილიშ ყოლაზე კატეგორიული წინააღმდეგი არ იქნებოდა, არ მიღალატებდა, ინტერვიუს არ მისცემდა ჟურნალისტებს ცოლს ვეყრებიო, არც სხვა ქალს გადაჰხვევდა ხელს.... მართლაც რომ უმოწყალოდ ვარდისფერ ფერში ვუყურებდი ჩვენს ურთიერთობას, რეალობამ საშინელი ლაწანი გამადინა, გამომაღვიძა, თუმცა ეს გამოღვიძება ისეთი მტკივნეულია ჩემთვის ძილი მინდა, მხოლოდ ძილი რომლიდანაც აღარასდროს გამოვიღვიძო...
ვუყურებ უემოციოდ მის ლამაზ თვალებს, ვუყურებ და მონატრებას ვკითხულობ, სიბრალული ჩანს მის თვალებში თითქოს. თუმცა ვიცი რომ მეჩვენება, არ შეებრალებათ ვისაც მნიშვნელობა არ აქვთ, არ მოენატრებათ ვინც არ უყვართ. სიყვარული.... რაც ერთად ვართ არასდროს უთქვია პირდაპირ რომ ვუყვარდი, ალბათ იმიტომ რომ მართლაც არასდროს ვყვარებივარ.
კახას დახმარებით ვაჟას მივუახლოვდი, თვალებში ჩავაცქერდი ისევ.
- მიხარია რომ კარგად ხარ საღსალამათი.
- ხატი...
- მე არ ვარ კარგად ოღონდ, მოუსმინე ხომ ექიმს.
- მე მომბეზრდა .... არ დავაცადე ბოლომდე თქმა.
- რატომ ვაჟა? იცი ბავშვობის მერე ჩემს თავს ვებრძოდი, სულ მაწუხებდა კითხვა. „ აზრი ჰქონდა თუ არა ამ ქვეყანაში ჩემს ყოფნას?“ წლების მერე შენი გამოჩენით მიეცა მხოლოდ აქ დარჩენას აზრი. რატომ გამიკეთე ეს?
- ასე იყო საჭირო. თვალებში ვერ მიყურებდა. კახას მუშტები მოეკუმა სიბრაზისგან, მისკენ გამწარებული საცემნელად გაიწია როდესაც ხელი მოვკიდე და შევაჩერე.
- არ გინდა კახა.
ხელ- ფეხი ისევ საშინლად მიკანკალებდა, განსაკუთრებით ხელები. ვაჟამ კლავზე ხელი წამავლო.
- სახლში შევიდეთ ხატია. კანკალებ.
- არაა საჭირო, გაივლის ცოტახანში. მე მივდივარ ისედაც.
- სად მიდიხარ? ვერსადა ვერ წახვალ!
- შენი წყალობით ვიპოვე ჩემი ადგილი.
ცრემლებით სავსე თვალებით და ტკივილით სავსე ღიმილით გავუღიმე, გადავეხვიე, თვითონაც მჭიდროდ მიკრავდა გულში აი ისე საყვარელ ადამიანს რომ იხუტებენ მონატრებულზე, თუმცა რეალობა ერთი იყო ვაჟას არ ვუყვარდი. ქამარში ჩამაგრებულ იარაღზე მომიხვდა ხელი, მივხვდი ჩემს წასასვლელად დრო მართლაც მოსულიყო, ელვის სისწრაფით ამოვაცალე აკანკალებული ხელით ცივი მეტალის მოწყოვილობა ქამრიდან, სწრაფად მოვშორდი ვაჯას და კახასგანაც რაც შემეძლო მოშორებით დავდექი...
- რას აკეთებ? გაგიჟდი? დამიბრუნე სასწრაფოდ. მითხრა შეშინებულმა.
- მივდივარ ვაჟა. ვერ გაიგე?
- გავიგე!!!! დამიყვირა შეშინებულმა.
- ხატია დაუბრუნე!! შიშნარევი ხმით დამიყვირა კახამაც. შემდეგ ვაჟას უღრიალა.
- სასწრაფოდ გამოართვი, არაფერი დაიშავოს! ჩემი ხელით მოგკლავ ვაჟა!
- ხატია დამიბრუნე, ხელები გიკანკალებს. დამიყვირა ახლაა ტირილით და უზომოდ შეშინებული მწვანეები სახეზე შემომაყინა.
- ჯანდაბა!! დატენილია! დაიყვირა სასუწარკვეთილმა. შემდეგ ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ წამოვიდა ხელი გამომიშირა.
- დამიბრუნე ჩემო ფერია გთხოვ.
- შენი ფერია არასდროს ვყოფილვარ, სადაც წავალ იქნ ფერიები იქნებიან ვაჟა? ვუთხარი იარაღი გულთან ახლოს მივიტანე, ხელების კანკალმა უარესად მომიმატა, სასხლეტს თითი გამოვკარი და ბოლოს რაც ვიგრძენი მკერდში საშინელი ტკივილი იყო.
ბუნდოვნად მესმოდა ნაცნობი ხმა, ძალიან შორიდან...
- ღმერთო ეს რა გავაკეთე, მათ კი არა მე მოვკალი...
ტკივილმა იმატა, თითქოს დავყრუვდი... ახლა უკვე უსასრულო სიბნელეში შევაბიჯებ ვიცი.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეე ეს რა იყო, ემოციებიზ ზღვა, ვერ ვაკეთებ ვრცელ კომენტარს,ძაან დიდხანს არ გვალოდინოთ. წარმატებები

 


№2  offline წევრი NakoNako

ვეცდები არ დავაგვიანო. შეცდომებისთვის ბოდიშს მოვიხდი მკითხველთან. თავის დადება ძალიან დავიგვიანე წუზელის მოვრჩი თუ არა წერას მაშინვე ავტვირთე რედაქტირების დრო არ მაქვს სამწუხაროდ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ცუდია ეს გოგო არ მემეტებოდა ასეთ ცუდი დასასრულისთვის

 


№4  offline წევრი NakoNako

სტუმარი ნესტანი
ცუდია ეს გოგო არ მემეტებოდა ასეთ ცუდი დასასრულისთვის

არაა დასასრული ამ წყვილის დაელოდეთ ახალ თავებს ჯერ ისტორიის შუა ეპიზოდში ვართ.

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

საღამო მშვიდობისა, ახალ თავს მალე შემოგვთავაზებთ? ვეღარ ვითმენთ.წარმატებები

 


№6  offline წევრი NakoNako

სტუმარი ანი
საღამო მშვიდობისა, ახალ თავს მალე შემოგვთავაზებთ? ვეღარ ვითმენთ.წარმატებები

ახლა ვტვირთავ ახალ თავს ადმინი როცა დამიდასტურებს დაიდება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent