შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი წერილი (სრულად)


27-03-2025, 17:42
ავტორი meryami
ნანახია 728

წვიმიანი საღამო იყო.ქუჩის ლამპიონები სუსტად ანათებდენ სველ ტროტუარს,ხოლო ნოტიო ჰაერში სიგრილე ნაზად ურევდა ქალაქის სუნთქვას.ალექსანდრემ წერილი ხელში დაიჭირა და ისევ წაიკითხა-უკვე მერამდენედ
"მაპატიე"..-ასე იწყებოდა.
მარიამი წავიდა.არა ფიზიკურად ჯერ კიდევ აქ იყო,მაგრამ მისი გული სადღაც სხვაგანგაფრინდა-ისეთ ადგილას, სადაც ალეექსანდრეს ადგილი აღარ ქონდა. ეს რამდენიმე თვე ცარიელი იყო-მის სახლში,მის გულში,
მის თვალებში. ყოველდღე უყურებდა მარიამს,რომელიც მის გვერდით იჯდა,მაგრამ აღარ ეკუთვნოდა.
"შენ არავითარი ბრალი არ გაქვს...უბრალოდ,სიყვარული ზოგჯერ კვდება, და ეს ყველაზე დიდი ტკივილია"
ალექსანდრემ წერილი დახურა და ხელი მომუჭა იცოდა,რომ მარიამი უკან აღარ დაბრუნდებოდა.ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს ეჯახებიან,ანთებენ გრძნობებს,მაგრამ ცხოვრება მათთვის სხვა გზას ამზადებს
გარეთ ისევ წვიმდა..კოკისპირულად
ისე,როგორც იმ დღეს,როცა მარიამს პირველად აკოცა.
ალექსანდრემ წერილი ნელა დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.თითქოს უბრალოდ ქაღალდი არ ყოფილა,არამედ ყველა იმ მოგონების ნატეხი,რომელიც მათ ოდესღაც აკავშირებდათ.
გარეთ სუსხიანი ქარი ქროდა, მაგრამ ალექსანდრეს გონებაში მხოლოდ წარსული აფორიაქებდა,მარიამის ბოლო მზერა,მისი ჩუმიცრემლები და ის უცნაური სიცარიელე,რომელიც მათ შორის გაჩნდა,თითქოს ყველაფერი
თავიდანვე განწირული იყო.
ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა სველ ბილიკებს ალექსანდრე,როცა იმ კაფეს მიადგა სადაც მარიამთან ერთად უყვარდა სიარული,წამით თვალის გაუშტერდა როცა მარიამი შენიშნა
-არმეგონა ისევ თუ შევხვდებოდით
-არც მე...(ჩაიბურტყუნა მარიამმა)
-სულ მინდოდა მეკითხა,რატომ?
-(მარიამი გაღიმებას ცდილობს მაგრამ ტკივილი ეტყობა)
ზოგჯერ სიყვარული არ ჰგავს ზღაპარს,ალექსანდრე.ზოგჯერ სიყვარული მხოლოდ ტკივილია,რომელიც გაძლიერებს.
-(ალექსანდრემ თავი ჩაღუნა)
მაგრამ ჩენ ხომ..ჩვენ ხომ ბედნიერები ვიყავით ხო ასე იყო?
-ვიყავით.... მაგრამ რაღაც შეიცვალა
-(ალექსანდრე თალებში უყურებს)
რა? რა შეიცვალა? მე? შენ? თუ უბრალოდ ეს ყველაფერი თავიდანვე არ იყო ბოლომდე ნამდვილი?
-(მარიამი ღრმად სუნთქავს)
-ყველაფერი ნამდვილი იყო,ალექსანდრე...მაგრამ ხანდახან ნამდვილი გრძნობებიც არ არის საკმარისი
-(წყენით)-ალექსანდრე
სკმარისი? არიყო საკმარისი ის რაც მე შენთვის გავაკეთე? არიყო საკმარისი ჩემი სიყვარული?
-შენი სიყვარული იყო ჩემი ერთადერთი სიმშვიდე და ამ დროს ყველაზე დიდი ქარიშხალი
-(ალექსანდრე)
ესე იგი,აღარც მეორე შანსი?
-თავი ნელა გააქნია მარიამმა
ხანდახან გვიწევს უარი ვთქვათ სიყვარულზე და გავუშვათ რომ შევძლოთ ცხოვრება
-და შენ იცხოვრებ ჩემ გარეშე?
-ვისწავლი (ჩურჩულით თქვა მარიამმა)
-მშვიდობით მარიამ...
მარიამი თალებს სუნთქავს და ღრმად სუნთქავს
მარიამი კიდევ დიდხანს იჯდა კაფეში თითქოს ისევ გრძნობდა ალექსანდრეს მწველ გამომეტყველებას ხვდებოდა რომ წარსული ბრუნდებოდა არაფერი სრულდება ერთბაშად,სიყვარული არ მთავრდება ერთი სიტყვით,
ერთი შეცდომით,ერთ დღეს.ეს ნელ-ნელა ხდება.

პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა როცა ალექსანდრე იმაზე მეტს პირდებოდა ვიდრე შეეძლო მისი დაპირებული სიყვარული და სიტყვები ქარს გააყოლა
იყო დღეები ალექსანდრე იქ იყო,მაგრამ არა ბოლომდე..მისი მზერა სადღაც შორს იკარგებოდა, ფიქრები სხვა მხარეს გარბოდა
მარიამი ხვდებოდა,რომ რაღაც იცვლებოდა
ყველაზე მეტად ტკენდა ის რომ ეჩვეოდა ამ ყველაფერს მისი სიყვარული აღარ გავდა იმ ცეცხლს რომელიც ადრე ეწვოდა.მარიამი მისთვის ვალდებულება გახდა,სიახლოვე კი ჩვევად გადაიქცა. და აი,ერთ დღეს როცა
ალექსანდრეს გვერდით იჯდა მიხვდა-ამ თვალებში ის ძელი გრძნობა აღარ იყო
ყველაფერი ბოლოს ერთ უბრალოდ საუბარში გაირკვა
-ალექსანდრე,შენ ისევ ისე გიყვარვარ როგორც ადრე?
ალექსანდრემ პასუხი ვერ მოიფიქრა თითქოს ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა
-რა კითხვაა მარიამ? მე შენთან ვარ,არა?
და სწორედ ეს იყო პასუხი არა,მიყვარხარ არამედ "მე შენთან ვარ"
მაშინ მარიამმა ყველაფერი გაიგო
სიყვარული,რომელიც მან იცოდა, უკვე აღარ არსებობდა
ახლა კაფეში მარტო იჯდა ალექსანდრეს გარეშე
ის წავიდა,მაგრამ ტკივილი მაინც დარჩა მარიამმა ფინჯანი აიღო,ოდნავ გაღიმება სცადა იქნებ მართლა ისწავლიდა ცხოვრებასმის გარეშე?
ერთი რამ კი ზუსტად იცოდა:სიყვარული არ უნდა იყოს უბრალოდ ჩვევა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent