შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდის შიგიყვარე? ნაწილი 1


2-04-2025, 01:36
ავტორი ირი1
ნანახია 301

სანამ ჩემ ბედისწერაზე მოგიყვებით მანამ რამდენიმე ინფორმაციას მოგაწვდით ჩემს შესახებ: დავიბადე ცნობილ და გავლენიან ოჯახში მამა ნიკოლოზ ბარბაქაძე ერთერთი მსხვილი ბიზნესმენი გახლავთ, დედა ლიზიკო ბარბაქაძე ცნობილი ქირურგი იყო და საკუთარ კლინიკას ფლობდა მიუხედავად იმისა რომ ორივე საკმაოდ დაკავებულები იყვნენ ჩემს კუთვნილ ყურადღებას მაინც ვიღებდი მათგან, ალბათ ეს იმანაც განაპირობა რომ დედისერთა ვიყავი. ბავშვობიდანვე სიყვარულითა და სითბოთი განებივრებული ბავშვი ვიყავი. მშობლები ჩემს თითეულ ახირებასა თუ შეცდომებს მშვიდად ხდებოდნენ. რომ გითხრათ ურჩი ბავშვი ვიყავიო არა მაგრამ ჩემი აზრი ყოველთვის განსხვავდებოდა მშობლების შეხედულებებისაგან. სწორედ ამიტომ არცერთს არ გაკვირებია რომ ორივესაგან განსხვავებით სხვა პროფესია ჟურნალისტიკა ავირჩიე. მიუხედავად მათი სხვა მოლოდინებისა არცერთი არ იყო უკმაყოფილო ჩემი არჩევანით. უნდა ვაღიარო ისიც რომ ამ ყველაფერთან ერთად მშობლები რაღაც დოზით მკაცრებიც კი იყვნენ ჩემს მიმართ. ბევრი მეგობრებით არ გამოვირჩევი რაც ალბათ ჩემი ხასიათის გამოა მიჭირს ნდობა ხალხთან სწორედ ამიტომაც ჩემი ორი უახლესი მეგობარი ანა და გიორგი არიან, თუმცა იმდენი წელია ერთად მოვდივართ მათ მეგობრებსაც კი ვეღარ ვუწოდებ ბაღის ასაკიდან ერთად მოვდივართ. სკოლაც ერთად დავამთავრეთ და მიუხედავად იმისა რომ სამივე სხვადასხვა საქმიანობას ვეწევით ეს ჩვენს ერთად ყოფნას არანაირად არ უშლის ხელს. მეხუთე კლასში ვიყავით როცა გიომ მთელი ბავშვური გამბედაობა მოიკრიბა და ანას სიყვარულში გამოუტყდა თუმცა ეს მე ანაზე ადრე ვიცოდი. ბევრს მათი სიყვარული ბავშვური გატაცება ეგონა მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ყველასგან გასაკვირად ოჯახი შექმნეს და უკვე ოთხი წელია ბედნიერად ცხოვრობენ. მე კიდე მათი მურმანის ეკალი გახლავართ. ხშირად ყოფილა როცა გიოს საძინებლიდან ძალით გამოუყვანივარ „ ცოლს ნუ მანატრებ და იმპოტენტს ნუ გამხდიო“ სულ ამას გაიძახდა. რაც შეეხება ჩემს სასიყვარულო ისტორიას ერთადერთხელ როც ბიჭი გრძნობებში გამომიტყდა ბაღში ვიყავი, საცოდავს ისე ვუთავაზე ცხვირში მუშტი რომ ორო კვირა ვერ დადიოდა მას მერე არავინ ყოფილა. ალბათ გგონიათ რომ შეუხედავი ვარ მაგრამ ასე არაა საკმაოდ სრული და მიმზიდველი ფორმები მაქვს ბევრიც მინახია „ნერწყვს რომ ყლაპავდნენ“ მაგრამ ახლოს მოსვლას არავის ვაცდიდი. ანა ხშირად დამცინოდა რომ თუ მუშტების ქნევას არ შევწყვეტდი კაცის ალერს ვერ ვეღირსებოდი და ქალიშვილი მოვკვდებოდი 80 წლის ასაკში. რაც შეეხება ჩემს ამ მდგომარეობას მშობლები ყოველთვის მშვიდად ხვდებოდნენ. მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა რომ სხვა რად მჭირდებოდა როცა ბავშვობიდან მყავდა „საქმრო“ რომელიც მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გავხდი „ ქმრის“ სტატუსმა ჩაანაცვლა მაშინ ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა რომელიც თურმე ჩემი ბედისწერა ყოფილა. ამბის იმ ეტაპამდე მივედით რის მოყოლაც მინდოდა თავიდან დავიწყებ იმის თხრობას თუ როგორ ვზივარ თეთრი საქორწილო კაბით ჩემთვის თითქმის უცნობის გვერდით და ვისმენ 500 კაციანი ქორწილს სადღეგრძელოებს რომელიც ილუზია და უფრო სიზმარი მგონია.

თავი 1
ერთი ჩვეულებრივი დღე გამითენდა ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. მაღვიძარამ ჩვეულ დროს დარეკა თუმცა ადგომას არ ვჩქარობდი სანამ დედაჩემის განწირულ კივილს გავიგონებდი რომელიც გათენებას მამცნობდა და თუ არ ავდგებოდი უნივერსიტეტის ბოლო გამოცდას ვერ მივუსწრებდი. დილით ადგომა ჩემთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ყოველთვის, დედაჩემის მესამე დაძახებაზე მთელი ძალისხმევა შემოვიკრიბე და ცალთვალ გახელილი აბაზანას მივაშურე.
დაბლა ჩასულს ჩემები უკვე მაგიდასთან დამხვდნენ მამა ჩაის დედა კი ყავას მიირთმევდა. შესვლისთანავე ვიგრძენი ის დაძაბულობა რაც ბოლო დღეებია სუფევს ჩვენს ოჯახში თუმცა მიზეზი ჯერ არ ვიცი. მამაჩემი თვალებშიც კი არ მიყურებს ისე მესაუბრება რომელიც გულდასაწყვეტია. მიჭირს მისი ამ მდგომარეობაში ყურება, თუმცა რამდენჯერაც ვცადე სიტუაციის გაგება უშედეგოდ, ყოველ ჯერზე როცა ამ თემას შევეხებოდი მამაჩემისგან მესმოდა რომ მოაგვარებდა და სანერვიულო არაფერი იყო, მაგრამ აშკარად ვხვდებოდი რომ პრობლემა საკმაოდ მასშტაბური იყო. დღევანდელ დღემდე ეს ყველაფერი მხოლოდ კომპანიასთან მეგონა იყო კავშირში.
- თქვენ ორნი რამდენხანს აპირებთ ჩუმად ყოფნას?
- რას გულისხმობ შვილო? - თითქოს ღრმა ფიქრებიდან გამოვიდა მამაჩემი ისე მიპასუხა
- ვხედავ რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ჩვენ თავს, თუმცა არ მეუბნებით
- მეგონა მოვაგვარებდი პრინცესა.... - ამ წამს ისეთი იმედგაცრუება დავინახე მის თვალებში რომ მთელი სხეული გამეყინა
- მითხარი მამა! პატარა აღარ ვარ
- ნეტავ იყო შვილო, ნეტავ პატარა იყო
- ვიცოდი, ვგრძნობდი რომ ეს მეც მეხებოდა რაღაცნაირად,
- დროა ვიცოდე რა ხდება ჩემს თავს - მკაცრად მოვთხოვე ჩემებს
- ყველანაირად ეცადა შვილო მამაშენი ამის მოგვარებას მაგრამ უშედეგოდ
- დედა! არ მეტყვით რა ხდება, მითუმეტეს ეს თუ მე მეხება არ გაქვთ დამალვის უფლება. - ბრაზი შემომაწვა უკვე
- საღამოს შვილო უნივერსიტეტის მერე როცა დაბრუნდები აუცილებლად დავილაპარაკებთ ამაზე. - მითხრა და სიტყვის თქმა არ მაცადა ისე შეიკეტა კაბინეტში.
- დედა! შენ მაინც არ მეტყვი რა ხდება- ისეთი სასუწარკვეთა ჩანდა მის თვალებში რომელიც აქამდე არ მენახა
- საღამოს შვილო მანამდე კი გამოცდაზე უნდა კონცენტრირდე
- გამოცდა!? რა გაეწყობა არაფრის თქმას არ აპირებთ არცერთი და წავალ . - კართან ვიყავი მისული უკვე რომ დედამ შემაჩერა
- საღამოს ილია და ნელი უნდა მოვიდნენ და ნუ შეყოვნდები დიდხანს
- გამოდის ეგ ხალხიც კავშირში არიან ამ ყველაფერთან?
- მალე მოდი შვილო უნდა ვილაპარაკოთ. - ნაძალადევად გამიღიმა და გამომისტუმრა.
ანამ გამოცდები ერთი კვირის უკან დაასრულა ამიტომ მას უნივერსიტეტში ვერ ვნახავდი არადა მასთან საუბარი ძალიან მჭირდებოდა. სანამ გამოცდაზე შევიდოდი კაფეში მოსვლა ვთხოვე გამოცდის მერე რომ მენახე და გველაპარაკა. არ მახსოვს გამოცდა როგორ დავწერე გონებაში მხოლოდ ის მიტრიალებდა თუ რაზე უნდა ელაპარაკათ ჩემებს და რა კავშირში იყვნენ ახვლედიანები ამ ყველაფერთან. ერთადერთი რაც მეგონა ნათელი ეს ჩემი სტატუსი იყო ამ ყველაფერთან მიმართებაში. ვიცოდი რომ ის მე მეხებოდა და ვგრძნობდი რომ ჩემს მდგომარეობას შეცვლიდა.
გამოცდიდან გამოსვლისთანავე ჩვენს კაფეში წავედი სადაც ჩვენ სამი ვიკრიბებით ბოლო წლებია ა ნა უკვე იქ დამხვდა შეშფოთებული
- მოყევი აბა რა ხდება სანამ გამისკდა გული!
- ჯერ მეც არ ვიცი
- არ მესმის! ასეთი შეშფოთებული ხმა გქონდა ტელეფონში და მიზეზი არ იცი?
- გახსოვს რომ გითხარი ჩემებს რაღაც სერიოზული პრობლემა რომ აქვთ?
- მერე?
- ვგრძნობ კი არა დარწმუნებული ვარ რომ ეს მე მეხება
- არ გითხრეს რა ხდება?
- დღევანდლამდე ორივე დუმდნენ. ამ საღამოს უნდათ რომ გამანდონ
- ეჭვი საერთოდ არაფერზე გაქვს რა შეიძლება იყოს?
- თავიდან კომპანია მეგონა მაგრამ მე მასთან არაფერი კავშირი არ მაქვს
- იქნებ არც გეხება შენ
- შენ მათი სახეები არ გინახავს, მამაჩემი ბოლო დღეები თვალებშიც კი არ მიყურებს
- მოდი ჯერ გავიგოთ რა ხდება და მერე ვინერვიულოთ ძვირფასო. იქნებ ტყუილადაც ვღელავთ ამდენს
- გიოს ჯერ ნუ ეტყვი სანამ არ მეცოდინება ტყუილად ნუ ავანერვიულებთ თანაც იქედან ვერ დამეხმარება
- კარგი ძვირფასო. წავალ ახლა მე ჩემი მული ჩამოდის საღამოს და სახლში მინდა რომ დავხვდე
- გვანცა? როგორ მომენატრა, მომიკითხე აუცილებლად
- გადავცემ. თუ მოისურვებ საღამოს გამოდი მარტო ჩვენ სამნი დიდიხანია არ ვყოფილვართ
- არა მგონია ძვირფასო დღეს მძიმე საუბარი მელოდება ვგრძნობ
- დამირეკე მაინც გამაგებინე
- კარგი. გაგიყვანო სახლამდე?
- არა საყვარელო მანქანით ვარ
- შენ ხომ დაგვპირდი რომ თავს შეიკავებდი
- ნუ ღელავ ჯერ არ მიჭირს
- გაუფრთხილდი იცოდე ჩემს მომავალ ნათლულს
-არის მემ!
- დაგირეკავ საღამოს.
არ მახსოვს სახლამდე როგორ მივედი მთელი გზა ვგრძნობდი რომ ჩემს განაჩენს ვუახლოვდებოდი რომელსაც ვერ ავცდებოდი და რომელიც მთელ ჩემ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
შინ მისულს ისეთი დამთრგუნველი სიჩუმე დამხვდა ვგრძნობდი კარგი არაფერი ხდებოდა ილია და ნილი უკვე მისულები დამხვდნენ, როგორც მივხვდი ჩემს მისვლას ელოდნენ
- მოდი ევა, - მამაჩემის ხმა თითქოს ნაზად ჟღერდა მაგრმა მის გამოხედვაში ისევ ისეთი სევდა იყო
- მითხარით უკვე რა ხდება ჩემს თავს
- რამოდენიმე წლის წინ… - მძიმედ დაიწყო მამაჩემმა საუბარი თანაც ისე რომ თვალებშიც კი არ მიყურებდა
- მაშინ როცა ბაბაუაშენი ბიზნეს იწყებდა მისი პარტნიორი ლევან რატიანი იყო რომელთანაც შენი დაბადების შემდეგ ხელშეკრულება დაუდია
- რა ხელშეკრულება მამა? - დაბნეული ვუყურბდი ოთხივეს ვერ ვხვდებოდი რა კავშირი შეიძლებოდა ქონოდა ამ ყველფერს ჩემთან
- წლების შემდეგ როცა შენ და მისი შვილიშვილი სრულწლოვნები გახდებოდით უნდა გექორწინათ კომპანიის გაძლიერების მიზნით
- მომესმა ხომ? რა ქორწილი რის ქორწილი? ალბათ მეხუმრებით რამეს
- არა შვილო დაასრულებინე გთხოვ მამაშენს, - ამჯერად ილია ჩაერთო საუბარში
- მოკლედ თავიდან მათი ბიზნესი კარგად მიდიოდა და ეს ხელშეკრულება აღარც კი ახსოვდა ვინმეს, თუმცა რაღაც პერიოდში ბიზნეს კრიზისი დაეწყო რის გამოც ლევანის ოჯახმა გაყიდა წილი
- რომელიც მე შევიძინე შვილო, იმ დღიდან მე და მამაშენი ერთობლოვად ვუძღვებით საქმეს
- რამოდენიმე თვის წინ ლევანის ვაჟი დამიკავშირდა და კონტრაქტი შემახსენა
- და რას აპირებთ?
- შვილო ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ რატიანთან მოლაპარაკებას მაგრამ უშედეგოდ როგორც მან ამბობს გარდა ბიზნესისა ეს მამამისის სურვილიც არის და მის შესასრულებლად უკან არ დაიხევს
- და ეს რას ნიშნავს მამა? ვიღაც უცხოზე უნდა დავქორწინდე მხოლოდ იმიტომ რომ ბაბაუჩემმა რაღაც სულელურ შეთანხმებას მოაწერა ხელი, -უკვე ბრაზი ისე მახეჩობდა რომ ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი
- ხმას დაუწიე! - ცხოვრებაში პირველად მომართა მამაჩემა ხმამაღალი და მკაცრი ტონით და მთელ ტანში დამიარა სიცივემ თითქოსდა ვინმემ ყინულივით ცივი წყალი გადამასხა
- შენ არ გესმის შვილო საქმის სირთულე, რატიანი უკან არ დაიხევს
- ნუთუ გამოსავალი არ არის, - უკვე თვალებზე მობჯენილ ცრემლსაც ვეღარ ვიკავებდი
- არის შვილო, ისევ ილია ჩაერია საუბარში
- მაგრამ არ ვიცი რამდენად მოგეწონება
- გამოდის მაინც მე მეხება?
- კონტრაქტი მართალია იურიდიულად სწორია მაგრამ არის პატარა ნიუნასი რომელსაც საჩვენოთ გამოვიყენებთ
- ანუ? - თიღთქოსდა რაღაც იმედი მომეცა
- კონტრაქტის მიხედვით შენ უნდა დაქორწინდე კომპანიის პარტნიორის შვილზე მაგრამ იქ არც სახელია მითითებული და არც სხვა იმფორმაცია
- ეს რას ნიშნავს მამა?
- ქორწილი მაგრამ რატიანის შვილზე არა
- ანუ ქორწილი გარდაუალია?
- კონტრაქტის მიხედვით შენ პარტბიორის შვილზე უნდა დაქორწინდე ხოლო დღესღეისობით მისი პარტნიორი მე ვარ
- შეუძლებელია, - მივხვდი საითაც მიყავდათ საუბარი
- ერეკლე?
- კი შვილო, ვეცადეთ მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ გამოვძებნეთ
- მისმინე შვილო! - ამჯერად ნილი ჩაერთო საუბარში
- ეს ქორწილი შენს ცხოვრებას არ შეცვლის გპირდებით შენსა და ერეკლეს პირადი ისევ ისე იქნება ყველაფერი როგორც აქამდე, მთელი ეს ქორწილი მხოლოდ ქაღალდზე იქნება
- დროებით შვილო- თითქოსდა მუდარა გაერია მამაჩემის ხმაში
- რამოდენიმე თვე მჭირდება რომ მოვაგვარო ეს ყველაფერი
- და რომ ვერ მოაგვაროთ, რამდნეხნს მომიწევს ამ ქორწინებაში ყოფნა?
- ზუსტად ვერ გეტყვი შვილო
- ერეკლემ იცის ამის შესახებ?
- კიი მას ველაპარაკე უკვე და სიტუაციიდან გამომდინარე მზადაა დასახმარებლად
- გამოდის ბოლო სიტყვა ჩემზეა რომლის თქმის შანს არც კი მიტოვებთ
- ასე არ არის დედა, - მთელი საღამო ჩუმად იჯდა მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა დედაჩემმა
- შენ თუ არ გენდომება არ დაგაძალებთ ბოლო გადაწყვეტილება შენზეა
- გადაწყვეტილება? და რა უნდა გასავწყვიტო აა ხოო გამახსენდა ორი ვარიანტიაქვს ერეკლე და რატიანი რომელი ავირჩიო ამ ორ კანდიდატში
- მორჩი ირონიას შვილო ვიცი არ იქნება მარტივი მაგრამ სხვა გზა რომ ყოფილიყო ხომ იცი რომ ამას არ მოგთხოვდი
- მარტო მინდა დარჩენა, - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ჩემს ოთახში ავედი საბედნიეროდ არცერთს არ უცდია ჩემი იქ შეჩერება. ბრაზი, სევდა, უსუსურობა ყველა განცდა ერთდროულად მომაწვა და უკვე ოთახში ასულს ცრემლებს მივეცი გასაქანი ეს ნამდვილად მჭირდებოდა რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. როგორც კი გონს მოვედი ანას დაურეკე და მოსვლა ვსთხოვე ახლა ყველაზე მეტად მასთან საუბარი მჭირდებოდა. ზუსტად ნახევარსაათში ჩემი ღიპუცა ჩემთან იყო
-აბა მოყევი ვინ მიიყვანა ჩემი ევა ამ მდგომარეობამდე ვისზე უნდა ვიყარო ბრაზი
- ყველაზე - ამოვისლუკუნე და თავი კალთაში ჩაუდე მამშვიდებს როცა ასე ვწვები ხოლმე
- ხომ იცი მთელ სამყაროს დაუპირისპირდები შენ გამო
- ვიცი ძვირფასო მაგრამ ეგ ვერ დამეხმარება მე
- არ მომიყვები რა ხდება.
ანა ჯერ გასუსული მისმენდა შიგადაშიგ ამოხვნეშდა მხოლოდ და ეგ იყო. საუბრის დასრულების შემდეგ რამოდენიმე წუთი ჩუმად იყო, თოთქოსდა ეძებდა სიტყვებს თუ რა უნდა ეთქვა ჩემთვის
- მახსოვს ეგ ერეკლე, ის არ იყო დაბალი პუტკუნ ბავშვი სახეზე ბევრი ჭორფლებით?
- კიი ეგ არის
- ნეტავ ახლა როგორ გამოიყურება
- არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე
- როგორ თუ არ იცი? - შეიცხადა ანამ
- ადამიანს ცოლად მიყვები და ჯერ არ გინახია როგორ გამოიყურება?
- დაახლოებოთ ხომ ვიცი
- ეგ არითვლება თანაც ბოლოს რომ ვნახეთ 15 წლის თუ იქნებოდა მას მერე 10 წელი გავიდა ალბათ შენი აზრით არ შეიცბელბოდა? იქნება უფრო მეტად გასუქდა, რა უნდა ქნა შეუხედავი თუ იქნება?- ამაზე მეც დავფიქრდი ნეტავ როგორ გამოიყურება
- ახლავე მომიტანე ლეპტოპი თუ არ ვნახე ვერ მოვისვენებ, როგორ ქვია მაგ შენ პრინცს?
- ჩემი არ არის. - უარყავი სასწრაფოდ
- არის თანაც როგორ, რა ქვიაო რა მითხარი
- ერეკლე.. ერეკლე ახვლედიანი
- ე რ ე კ ლ ე ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი აბა მოვძებნოთ
მთელი ხუთი წუთი ანა ჩუმად უყურებდა ეკრანს ჩემს საწვალებლად ხმასაც კი არ იღებდა
- არ იტყვი რა ხდება
- დაგერხა
- ანუ? მსუქანია? ბანჯგვლიანია? დიდი ცხვირი აქვს?
- უარესი
- რა სჭირს ასეთი უკვე ვეღარ მოვითმინე და ლეპტოპი გამოვგლიჯე ხელიდან. ბიჭი რომელიც იქედან იმზირრბოდა იმ ჭორფლიან ბიჭს არაფრით გავდა მე ვისაც 15 წლოს ასაკში ვიცნობდი. ის ზესიმპატიური იყო, მაღალი განიერი მხრებით ჩალისფერი თმებითა და მუქი შავი თვალებით რომელიც რამდენადაც თბილი გამოხედვის იყო იმენადვე ცივად იცქირებოდნენ
- რა იყო დაგადუმა? ხომ გითხარ დაგერხა მეთქი
- რა სისულელეა უბრალოდ გაკვირებული ვარ
- გინდა ორ ფაქტს გიწინასწარმეტყველებ
- რაღაც ორიგიალურს მოიფოქრებ მე რომ გიცნობ
- პირველი ბევრი ქალის მოგერიება მოგიწევს მის გამო და მეორეც უსათუოდ შეგიყვარდება თუ უკვე არ გიყვარს ისე შეჰყურებ რომ.... - სიტყვა დასრულებული არ ქონდა ბალიში ვუთავაზე
- არაფერი განსაკუთრებულო მთავარია ღიპიანი და ბანჯგვლიანი არ არის. - ამაზე ორივეს გაგვეცინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent