უცხო(11)
თვალებს ვახელ. მძიმედ ვჭიმავ ქუთუთოებს, რომ გავიაზრო — სად ვარ, ან რა ხდება. წვიმის ხმა მესმის. ვფხიზლდები და ფანჯრისკენ ვაპარებ თვალებს. ცუდი ამინდია, თუმცა ჩახუთულობა და სითბო მაინც იგრძნობა. ვსწორდები და ტელეფონისკენ ვაპარებ მზერას. გუშინდელი დღე მახსენდება. ღრმად ვისუნთქავ, ხელს ვწევ და ტელეფონს ვიღებ. ვხსნი და მირას მესიჯები მხვდება: „ემა, როგორ ხარ? ყველაფერი ხომ კარგადაა?“ — მეკითხება ჩემი დაქალი. მოკლედ ვუხსნი ხმოვანი შეტყობინებით ყველაფერს. ცოტა ხნის შემდეგ მპასუხობს: „აუჩ, ძალიან ბედნიერი ვუსმენდი თავიდან და ბოლოს ჩამომილპა ეს ღიმილი,“ — მწერს მირა. „ვიცი, საშინლად დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ ვერ დავრჩებოდი.“ „არა, რა სისულელეა ეს, არც მიგულისხმია. კარგად მოიქეცი, თავს გაუფრთხილდი, იცოდე,“ — მის მესიჯზე გამეღიმა და მივწერე, რომ მიყვარს. შემდეგ ფეხზე ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი, სადაც ლიზა და მშობლები ისხდნენ. ლიზამ შემომხედა, მაგრამ არც მომესალმა. მშობლებმა კი ღიმილით გამომხედეს. — სალამი, — მივესალმე და მაცივარი გამოვაღე. — რას შვრები, მა? — მკითხა მამამ და ყავა მოსვა. — არაფერს, მა, ყავა მინდა. ახლა გავიღვიძე, — ვუთხარი მთქნარებით და ყავის კეთება დავიწყე. — არ გშია? მარტო ყავა რას გეყოფა? გუშინაც არ გიჭამია, როცა მოხვედი, — მისაყვედურა დედამ. — დედა, ნუ დარდობ, გუშინ ნაჭამი იყო, — ირონიულად ჩაერია საუბარში ლიზა და ტოსტი ჩაკბიჩა. მის უაზრო კომენტარს ყურადღება არ მივაქციე. ყავას ამოვურიე. დედამ კი ინტერესიანი მზერით გახედა ლიზას. მე კი ვუთხარი, რომ ოთახში ვიქნებოდი. — დღეს ჩვენთან გიორგი და მაიკო მოდიან, მოწესრიგდი, — მითხრა მამამ და გაზეთის კითხვა გააგრძელა. ღრმა ამოსუნთქვით დავთანხმდი და ოთახისკენ წავედი. საწოლს რომ მივუახლოვდი, ყავა გვერდით დავდე და ტელეფონში სერიალი Elite ჩავრთე. დავტკბი იმ საათებით, რაც მქონდა. შემდეგ კი დავიძინე. ამინდი, ალბათ, ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე. მზიან ამინდზე ვწუწუნებთ, თუმცა მზე ენერგიას გვაძლევს და გვინდება გარეთ გასვლა. წვიმა კი უფლებას გვაძლევს, დავისვენოთ და ცოტა სევდიანებიც ვიყოთ. აი, ზუსტად დღეს — ეს ამინდი და ეს დღე იყო. ალბათ სამ საათს მეძინა, რადგან დედამ რომ გამაღვიძა, უკვე საღამო იყო. ძალიან დაღლილი ვიყავი — ფიზიკურად, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არაფერი გამიკეთებია. წუწუნით წამოვდექი და უბრალო შავი მაიკა და ტყავის შორტი ჩავიცვი, დაბალ ქუსლთან ერთად. თმა კოსად ავიკარი. მაკიაჟი დამეზარა, ამიტომ უბრალოდ ყავისფერი კონტური და ლაინერი წავისვი ტუშთან ერთად. ტელეფონში ჩავძვერი. ისევ მირას დავურეკე და ვსაუბრობდით. მამხნევებდა იმ ფაქტზე, რომ ლიზას და გიორგის ატანა უნდა შემეძლო დღეს. მე კი დასჯილი ბავშვივით ვუსმენდი მას, თან სიგარეტს ვეწეოდი. შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დავაბრუნე და ხმაურზე გავედი გარეთ. მაგიდასთან მაიკო, გიორგი, ლიზა და მშობლები ისხდნენ. ღიმილით მივედი მათკენ. — გამარჯობა, — ღიმილით მივესალმე გიორგის და მაიკოს, და მაიკო გადავკოცნე. — ემა, ჩემო გოგოვ, როგორ ხარ? — თბილად მომესალმა მაიკო. მის ქცევაზე გავუღიმე. — კარგად, მაიკო. შენ როგორ ხარ? — მეც ღიმილით ვკითხე. — ხომ იცი ჩემი ამბები, — ხელის აქნევით მითხრა მან. მე კი ღიმილით თავი დავუქნიე და მშობლების გვერდით დავიკავე ადგილი. გიორგისკენ გავაპარე მზერა, რომელიც დაძაბული იჯდა. მისი ეს ქცევა გამიკვირდა. როცა მზერა მომაშორა, მეც აღარ გამიხედავს მისკენ. საჭმელი გადავიღე და მივირთმევდი, თან ღვინოს და წვენს ვაყოლებდი. დრო და დრო მშობლებთან და მაიკოსთან საუბარი მიდიოდა ისეთ თემებზე, რისი…რისი მოსმენაც ძალიან დამღლელი იყო. ლიზა და გიორგი ერთმანეთში საუბრობდნენ — ლიზა ბევრს უქაფავდა, გიორგი კი ისევ დაძაბული იჯდა და მხოლოდ დროდადრო აყოლებდა სიტყვებს. მე კი უაზროდ ვიჯექი, ამდენი ღვინით უკვე შებუჟებული. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ყველას დაეჭვებით გადავხედე. ლიზა და გიორგი ყურადღებას არ მაქცევდნენ — გიორგის თვალები დახუჭული ჰქონდა და შუბლს იზელდა. მშობლები და მაიკო კი ღიმილით ანიშნებდნენ ერთმანეთს რაღაცას. მე კი უკვე აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. “რა სჭირთ ამათ?” — გავიფიქრე და ხმამაღლა ვკითხე: — ვინმეს ელოდებით? — წარბის აწევით მივმართე მშობლებს. დედამ უცბად მითხრა: — მიდი, ემა, კარები გააღე, დე, რა. დაეჭვებით წამოვდექი და კარისკენ წავედი. რომ მივუახლოვდი, გამოვაღე და კარს უკან შავგრემანი, მაღალი ბიჭი იდგა, ვარდებით. ჩემს დანახვაზე გაეღიმა. — გამარჯობა? — ვკითხე დაბნეულად. — გამარჯობა! მეგონა, აღარ გამიღებდით კარებს, — ჩაიცინა უცნობმა. დავაკვირდი და ისევ იმ პოზაში გავჩერდი. — უკაცრავად, მგონი ბინა აგერიათ, — ვუთხარი ღიმილით და ვარდებზე ვანიშნე. — არა-არა, ემა ხომ გქვია? — მკითხა ღიმილით. — კი, მაგრამ… მე რომ არ ვიცი, ვინ ხართ? — შემომიშვი და გამიცნობ. უკვე ვნერვიულობ — იმდენი ხანია, აქ ვარ! მის იუმორზე გამეცინა და სახლში შევიპატიჟე. მაგიდას რომ მივუახლოვდით, მაიკო ღიმილით წამოიჭრა ფეხზე: — დემე, ჩემო ბიჭო, როგორ ხარ? — მიეხვია ბიჭს. მის სახელზე ყველაფერი მივხვდი. ეს ის დემე იყო, ვინც უნდა გაეცნოთ ჩემთვის. გიორგისკენ გავაპარე მზერა — გაბრაზებული უყურებდა დედას. — უკვე გაიცანით ერთმანეთი? — მკითხა დედამ ღიმილით. — კი, დედა. ლამის გარეთ დავტოვე თავისი ვარდებით, — სიცილით ვუპასუხე და დემეს გავხედე. მან ღიმილით გააქნია თავი. — სხვათა შორის, ეს ვარდები შენთვისაა… მაგრამ ვიფიქრებ, მოგცე თუ დავიტოვო, — მითხრა ყალბი სერიოზულობით. გამეცინა. შემდეგ ღიმილით გამომიწოდა ვარდები. მეც გავუღიმე და დავსუნე. — მადლობა, ძალიან ლამაზებია, — ვუთხარი და ადგილს დავუბრუნდი. დემემ კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. — ხომ ვთქვი, რომ გაუგებდით ერთმანეთს? ერთნაირი იუმორი გაქვთ, — თქვა მაიკომ და კმაყოფილმა მშობლებს გახედა. — აბა, ემა, რამდენი წლის ხარ? — მკითხა დემემ და სასმელი მოსვა. — 20. თავად? — ვკითხე მეც. — 25, — მითხრა ღიმილით. — ოჰ, დიდი ბიჭი ყოფილხარ, — ვუთხარი ხუმრობით და მეც დავლიე. — დღეს გეყოფა იუმორი, — მითხრა ვითომ სიმკაცრით და ლუკმა ჩაიდო პირში. მის ქცევაზე გამეცინა. გიორგისკენ გავიხედე — დაჭიმული ყბით გვიყურებდა. თვალებში ცეცხლი ედგა. წარბის აწევით ვანიშნე, თუ რა სჭირდა, და ისევ ჩემს თეფშს დავხედე. ასე ვიყავით ცოტა ხანს. მე და დემემაც ვისაუბრეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცანით. შემდეგ დემემ დაგვტოვა — თქვა, რომ სამსახურში საქმე გამოუჩნდა. კარებისკენ გავაცილე. — სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ემა, — მითხრა ღიმილით და დაამატა, — იმედია, კიდევ შევხვდებით. — ჩემთვისაც სასიამოვნო იყო, დემე, — ვუპასუხე და არაფერი ვთქვი მომავალ შეხვედრაზე. დამიქნია თავი და კიბეებისკენ დაიძრა. კარი მივხურე და სახლში დავბრუნდი. — დე, მა, უნდა გავიდე რა… მირას ვნახავ, — ვაცნობე მშობლებს. ისინი მაიკოსთან საუბარში ისე იყვნენ გართულნი, უბრალოდ თავი დამიქნიეს. მეც ტელეფონში მირას მივწერე, რომ გავსულიყავით, მივაკითხავდი. ტელეფონიდან თავი რომ ამოვყავი, ოდნავ წავბარბაცდი — აშკარად სასმელს თავისი ეთქმოდა. ჩემი ოთახისკენ დავიძარი ჩანთის ასაღებად და თავის მოსაწესრიგებლად. სარკეში თავი მოვიწესრიგე, ჩანთაც მოვიმარჯვე და მაგიდას მივუახლოვდი. მაიკოსკენ დავიხარე: — მაიკო, უნდა წავიდე… არ გეწყინება ხომ? — ვუთხარი ღიმილით. მანაც ღიმილით შემომხედა: — არა, რა სისულელეა… წადი, გაერთე, — მითხრა და გიორგისკენ გადაიხარა. — გიო, გაიყვანე რა, — უთხრა. გავხედე გიორგის. პირმოკუმული იჯდა და აშკარად არაფრის ხასიათზე იყო. პირი გააღო, თითქოს რამის თქმას აპირებდა, მაგრამ ისევ დაკუმა. თანხმობის ნიშნად დედას მხოლოდ თავი დაუქნია და წამოდგა. — მეც წამოვალ! — ჩაერია უცებ ლიზა. გიორგიმ კი მომაბეზრებლად შეხედა: — არაა საჭირო, ლიზა, მალე მოვალ. იყავი აქ, — მიუგო და სკამი მაგიდისკენ გასწია. — რატომ? მეც წამოვალ, არ მინდა აქ… — დაიწუწუნა ლიზამ. — ლიზა, გეყოფა. არ მაქვს უაზრობების თავი, — უთხრა უხეშად გიორგიმ. უკვე ნერვები მეშლება ამ უაზრო დიალოგზე და ჩავერიე: — არ მინდა გაყვანა, ჩემითაც წავალ. არ ვარ ეგეთი ნასვამი, — ჩანთა მჭიდროდ მოვიმარჯვე და კარისკენ წავედი. — დამელოდე! — ხმამაღალი, ბოხი ხმით მითხრა გიორგიმ და უკან გამომყვა. ოდნავ შევტრიალდი და დავაკვირდი. თეთრი პერანგი ეცვა, ოდნავ შეხსნილი. ხელებზე კი წამოწეული საყელოებიდან ტატუები უფრო გამოკვეთილად ჩანდა. ღმერთო, დავთვერი თუ მართლა ასეთი სიმპათიურია? არა, რა სისულელეა… სიმპათიურია. ფიქრებში ვიყავი, სანამ გიორგიმ გამომაფხიზლა: — არ წავედით? — კი, ბოდიში… — გამოვფხიზლდი უცებ და უკან გავყევი. კიბეებზე ჩასვლისას ვგრძნობდი, როგორ მიჩნდებოდა უფრო მეტად სიმთვრალე. ღრმად ამოვისუნთქე და სახესთან ხელი დავიქნიე, გაგრილების მიზნით. — ცუდად ხარ? — მკითხა მკვახედ, ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. — მგონი… მთვრალი ვარ. არ ვიცი, — ვუპასუხე ჩუმად და ისევ მივყვებოდი უკან. მის მანქანას რომ მივუახლოვდით, გიორგი პირდაპირ საჭესთან დაჯდა. მეც მის გვერდით მივიკავე ადგილი, ღვედი შევიკარი და ჩუმად დავჯექი. ველოდებოდი, რამეს თუ იტყოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეპარებოდა ეჭვი. ბოლოს, გაღიზიანებულმა დაიწყო: — ხომ გითხარი, რომ არ გაგეცნო? — მკითხა და ცოტახნით ჩემსკენ მოაბრუნა თავი. გაოცებულმა გავხედე. — ვინ? დემე? — ჰო, დემე… ხომ გითხარი? მაინც და მაინც ის უნდა გააკეთო, რაც ნერვებს მომიშლის? — რა სისულელეა. არც ვიცოდი, რომ დღეს მოვიდოდა… — არ იცოდი, მაგრამ არც გითქვამს, რომ არ გინდოდა მისი მოსვლა, — თქვა უხეშად და სიგარეტი ამოაძვრინა. — რა უნდა მექნა? გამეგდო? — ვკითხე გაკვირვებულმა. მერე დავამატე: — გიორგი, დათვერი თუ რა გჭირს? — არა, ემა, არვარ მთვრალი… უბრალოდ ნერვებს მიშლიდა მთელი საღამო, ის ფაქტი რომ ვალდებული ვიყავი მეყურებინა თქვენთვის და თავი ისე მომეჩვენებინა, თითქოს მიხაროდა. — და მე ვარ ვალდებული შენ და ლიზას რომ გიყუროთ? — ვუთხარი წყენით და წინ გავიხედე. — ანუ ამ ორს შორის ვერ ხედავ განსხვავებას? თუ მე მადებილებ, გოგო?! — მიღრიალა და წამიერად შემომხედა. შემდეგ ხელით ძლიერად დაარტყა საჭეს. შეშინებულმა აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, და ჩუმად გადავწყვიტე ყოფნა. — მიპასუხე! — ისევ მიღრიალა. — რა გაყვირებს, გიორგი?! დამშვიდდი! — შეშინებული თვალებით მივუბრუნდი. ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი მიპასუხა…— უკვე ძალიან დავიღალე შენი სისულელეებით, ემა! — დაიღრიალა გიორგიმ და უეცრად დაამუხრუჭა. შეშინებულმა მიმოვიხედე — მირას სახლი დავინახე. — რატო მელაპარაკები ასე?.. — ჩაწყვეტილი ხმით ვკითხე, ვგრძნობდი, ცრემლები უკვე მზად იყვნენ, გზა გაეკვალათ სახეზე. — ნუ მელაპარაკები! ნერვები მეშლება… ნუ! გადადი მანქანიდან, თქო! — ისევ ღრიალი… თითქოს ინსტინქტურად, უცებ გამოვაღე კარები და გადავედი. კარი მძიმედ მივხურე. თავი სიზმარში მეგონა… ან კოშმარში. ეს რა ხდებოდა ჩემს თავს? მანქანა სწრაფად დაიძრა. ძრავის ხმაც კი აგრესიულად გაისმა — ჩემს მოძრაობას არც დალოდებია. მარტო დავრჩი შუა ქუჩაში, ცრემლიანი თვალებით. სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი მირას სახლისკენ. კარზე დავაკაკუნე, და მირამ ღიმილით გამიღო. თუმცა ღიმილი მაშინვე წაეშალა, როცა დამინახა. — ღმერთო, რა ხდება ემა? — შეშინებული და ანერვიულებული შემიყვანა შინ იმ წამს ისე მჭირდებოდა ეს ყველაფერი.. — შემოდი, გათბი. სულ გაყინული ხარ, — მითხრა და ოთახში შემიყვანა. თბილი ტანსაცმელი გადმომიღო და გამომიწოდა. — რა ხდება, ემა? — ისევ მკითხა, როცა ტანსაცმელს ვიცვლიდი. — ვიჩხუბეთ… მე და გიორგიმ. საშინელი რაღაცები მითხრა… და… მიღრიალა… — ამოვისლუკუნე. ემოციებმა დამახრჩო, და ვეღარ გავჩერდი, უარესად წამოვიდა ცრემლები. — კარგი, დამშვიდდი, — მომიჯდა გვერდით მირა და მომეხვია. — დამშვიდდი… და ვისაუბროთ, კარგი? — მითხრა და წამოდგა. — საფერფლე და ყავა მოგიტანო… სალფეთკი მომაწოდა. დავრჩი ჩუმად, ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი. ცოტა რომ მოვთავსდი, მირა შემოვიდა — წინ სიგარეტი, ასანთი და საფერფლე დამიდო. გვერდით მომიჯდა. არაფერი უკითხავს, ელოდა მე როდის ვიზამდი ამას. — მოკლედ… — დავიწყე მშვიდად. — დემე ამოვიდა დღეს… მაიკო და გიორგი იყვნენ ჩემთან და არც ვიცოდი ისიც თუ მოდიოდა. ვარდებით… უბრალოდ ვისაუბრეთ. არაფერი არ გვქონია… არც მომავალი შეხვედრა, არც ნომრების გაცვლა. მერე შენთან უნდა წამოვსულიყავი და მაიკომ გიორგის უთხრა, წაიყვანეო. გავჩერდი… ხმა ოდნავ ამიკანკალდა. ცრემლიც წამომივიდა. — ლიზას უნდოდა წამოსვლა… ნეტა წამოსულიყო… — ამოვიტირე და საუბარი გავაგრძელე. — ჩუმად იჯდა მანქანაში. მერე უეცრად აგრესიულად მითხრა: „ხომ გითხარი, არ გაგეცნო დემე?“… ავუხსენი, რომ არც ვიცოდი, თუ მოვიდოდა. მერე… მითხრა, რომ ვალდებული არ იყო ჩვენთვის ეყურებინა, და ისე მოქცეულიყო ვითომ უხაროდა ჩვენი ნახვა… ღრმად ამოვისუნთქე. — და მე ვუთხარი, რომ არც მე ვარ ვალდებული მას და ლიზას ვუყურო. და მაგ დროს… უბრალოდ… გაცეცხლდა. მითხრა, რომ დავღალე ჩემი სისულელეებით და გადავსულიყავი მანქანიდან… და… უბრალოდ დამტოვა… ისე წავიდა… მირამ უკმაყოფილოდ ჩაისუნთქა და სიგარეტს მოუკიდა. — რა დაემართა, კი მარა?.. — თქვა გაღიზიანებით და კვამლი გაშალა ჰაერში. — არ ვიცი… მეც ეგ გამიკვირდა. ალბათ მართლა ყელში ამოუვიდა ყველაფერი… — ვთქვი ჩუმად და როგორ იწვოდა სიგარეტი, მას ვუყურებდი. მირამ წარბი შეჭმუხნა, მშვიდად მომიგო: — კარგი, დამშვიდდი. ხომ იცი, რომ აინტერესებ და ადარდებ… უბრალოდ იეჭვიანა. და ვეღარ აკონტროლებს თავის ბრაზს. მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოგექცეს, ემა… ეგ არანაირად არაა გასამართლებელი. ზურგზე ხელი მომისვა… და იმ წამს ისე მომინდა ჩავხუტებოდი, ჩავკარგულიყავი მის შიგნით. ისეთი თბილი იყო… მეც ძალიან დავიღალე უკვე, შემეშვას საერთოდ, — ვთქვი წყენით და თავი გავაქნიე. — კარგი, ყველაფერი კარგად იქნება, ემა, გთხოვ, არ გინდა ამდენი ნერვიულობა, — მითხრა მირამ. მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ჩუმად დავრჩი. მე და მირამ, ალბათ, ასე საუბარში გავატარეთ მთელი დრო. მეც დავმშვიდდი და უკვე ოდნავ ვიღიმებოდი. ასე ვსაუბრობდით, როდესაც ტელეფონზე შეტყობინების ხმა მომივიდა. გაკვირვებულმა დავხედე ტელეფონს — ინსტაგრამიდან იყო. დაეჭვებით დავხედე და გავხსენი აპი — ალექსი მამატებდა. გიორგის მეგობარი… გაოცებული გავხედე მირას, რომელიც დაეჭვებული მიყურებდა. — რა ხდება? ვინაა? — ალექსიმ დამამატა, — გაოცებულმა მივიდე პირზე ხელი. — ვინაა ალექსი? — გიორგის მეგობარია. წინა ჯერზე მასთან რომ ვიყავი, გავიცანი… ნეტავ, რატომ მამატებს? — დაამატე შენც, იქნებ რამე უნდა, რომ მოგწეროს, — მითხრა მირამ. მეც თანხმობის ნიშნად დავამატე, თუმცა არაფერი მესიჯი არ მომსვლია, ამიტომ ტელეფონი ხელის ქნევით დავაგდე და ყურადღება აღარ მივაქციე. მირასთან საუბარი გავაგრძელე. — ისე, ხანდახან მგონია, რომ ზაფხულში ხდება ყველაფერი საინტერესო, — მითხრა მირამ და ზურგით გადაწვა საწოლზე. მეც იგივე გავაკეთე და ვუპასუხე: — კი, ჩემს მაგალითს ალბათ ხედავ, — ირონიულად ჩავიცინე. — ოო, კარგი რა… გაბრაზდა ადამიანი. უბრალოდ, ყველას გვაქვს ეს მომენტი. — არ ვიცი, იქნებ მართლა დაიღალა? ჩვენი ურთიერთობა არ არის მარტივი. თან, მასზეა ბევრი ტვირთი — ჯერ ლიზა, ახლა მე, — ამოვიხნეშე. — ემა, დამშვიდდი. ჯერ ნურაფერს გააკეთებ. დაელოდე, დამშვიდდეს, დაფიქრდეს და შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. — კარგი, — ვუპასუხე მოკლედ და ტელეფონი გავხსენი. ალექსს „სთორი“ ედო და მეც გადავწყვიტე, მენახა. ვიდეო იყო — ბარში იყვნენ ბიჭები და მათ შორის გიორგიც… საშინელმა შეგრძნებამ დამიარა სხეულში და გაბრაზებულმა მირას სახესთან მივიტანე ტელეფონი. — ეს ასე უნდა ერთობოდეს და მე ვბღაოდე?! — ვეკითხები ბრაზით. — კარგი, იქნებ არ შეიმჩნია… ბიჭებთანაა… დამშვიდდი. — იცი რა? მართალი ხარ. ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ. არაფერს არ ვაპირებ მე, — ვთქვი მტკიცედ და ტელეფონი გადავდე თაროზე. უკვე გვიანი იყო. ცოტა ხანს მე და მირამ ისევ ვისაუბრეთ, შემდეგ კი გამთენიისას ორივეს ჩაგვეძინა. დილით, როდესაც გავიღვიძეთ, პირველი რაც მოგვაფიქრდა — ჭამა იყო. ამიტომ ტელეფონი ოთახში დავტოვე და სამზარეულოში გავყევი მირას. პიცა დამიდო წინ და ყავა. მე კი ბედნიერმა ჩავკბიჩე პიცა. — ძალიან კარგია, — ვუთხარი სიამოვნებით დაქალს. მან კი ჩემს ქცევაზე ჩაიცინა. ვჭამდით, ვსაუბრობდით, ვეწეოდით და საათი როდესაც პირველს აჩვენებდა, წამოვდექი და მირას ვაცნობე, რომ დრო იყო წავსულიყავი. ჩემი ტანსაცმელი მოვძებნე და ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე და ტელეფონისკენ დავიხარე. გიორგისგან იყო შეტყობინებები. მე კი ავღელდი და მირას ვანიშნე, ტელეფონში ჩაეხედა. — ვუპასუხო? — ვკითხე ეჭვით. — კი, იქნებ რა ხდება. — არაა ღირსი, — ავიბზუე ცხვირი. — ემა, გეყოფა. უპასუხე, — მითხრა მკაცრად ჩემმა დაქალმა და მესიჯი გავხსენი. “სად ხარ?” “მიპასუხე.” “სად ჯანდაბაში ხარ?” — მირასთან ვარ. რა გინდა? — მივწერე მკვახედ. გული ამოვარდნას მქონდა. პასუხი მალევე მივიღე: “ქვემოთ ვარ. გელოდები, ჩამოდი.” — არ მჭირდება. ჩემითაც წავალ, — მივწერე ისევ მკაცრად. — ისე ნუ იზავ, რომ ძალით ჩამოგათრიო კორპუსიდან. ამდენი დრო არ მაქვს, ჩამოდი, — მომწერა გიორგიმ. მის ტონზე უკვე ნერვები მეშლებოდა. დანებების ნიშნად აღარაფერი ვუპასუხე და მირას ვანიშნე, რომ წასვლის დრო იყო. მან კი ჩამომაცილა. როდესაც სადარბაზოდან გავედით, გიორგი მანქანას იყო მიყუდებული, შავი სათვალეები ეკეთა და ტელეფონში სქროლავდა რაღაცეებს. ნაბიჯების ხმაზე კი ამოგვხედა და მირას გაუღიმა. — როგორ ხარ? — კითხა მირას ისე, რომ ჩემსკენ არ გამოუხედავს. — კარგად, გიო, შენ?— ღიმილით უპასუხა მირამ. — ნორმალურად, — უპასუხა გიორგიმ და დაემშვიდობა მირას. მე კი ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე დაქალს და უკან დავიკავე ადგილი. არ მინდოდა მის გვერდით ჯდომა. ხელებს ვაწვალებდი, ერთი სული მქონდა, მალე მივსულიყავი სახლში. — შენი ტაქსისტი ვარ? — გამომხედა უკან და ღრენით მკითხა. — იცი, საერთოდ არ მინდოდა ვინმეს წავეყვანე სახლში. ჩემითაც ვიზამდი ამას, ვუთხარი იგივე ტონით. ცოტა ხანს შევხედე, მერე კი მზერა ავარიდე. — არც მე მინდოდა დროის დაკარგვა. ლიზამ მთხოვა, მომიჭრა, მოკლედ, — და მანქანა ძლიერ დაძრა. მე კი ირონიულად ჩავიცინე. ხო, დრო არ დაკარგოს ჩემთვის, — გავიფიქრე და ისევ გზისკენ გავიხედე. ცოტა ხანში ჩემს სახლთან ვიყავი. არაფერი არ მითქვამს ისე გადმოვედი მანქანიდან და ძლიერ მივუჯახუნე კარები. უკან გამომყვა ისიც და სახლში შესვლისას ლიზა გამოვიდა ღიმილით კარებიდან და გიორგისკენ დაიძრა. გავიგე ხმა, თუ როგორ აკოცეს ერთმანეთს. მე კი ყურადღება აღარ მიმიქცევია მათთვის ისე შევედი სახლში. გავიგე, როგორ შემოიპატიჟეს სახლში ჩემებმა გიორგი, თუმცა უკვე გულის ამრევი იყო ჩემთვის ეს სიტუაცია. ამიტომ ოთახში შევედი და იქიდან გამოსვლას არ ვაპირებდი. რამდენჯერმე მომიკაკუნეს ჩემებმა, რომ სანამ წავიდოდნენ, მენახა. ისენი უზრდელობა იყო, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, მათთვის ყველაფერს ერთად ვგრძნობდი — ბრაზს, წყენას, ეჭვიანობას. ბოლოს კი უბრალოდ გამოვიცვალე და ჩავწექი. საერთოდ აღარ მინდოდა არც ერთის დანახვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.