უცხო(9)
ძლიერი თავის ტკივილი მაღვიძებს, უკმაყოფილოდ ვახელ თვალებს და ვცდილობ გამოვფხიზლდე. საათს დავხედე, ორი საათი ხდებოდა და გარეთ მზიანი ამინდი იყო. ნელ-ნელა, რასაც ქვია, წამოვბობღდი და ცოტა ხანს ასე ვიყავი წამომჯდარი. თვალებში მიბნელდებოდა და ყველაფერი ერთდროულად მჭირდა. ფეხზე ჩავიცვი და ოთახიდან გავედი. სახლში მშობლების ხმა გავიგე, რაც გამიკვირდა, რადგან ამ დროს სამსახურში იყვნენ ხოლმე. გაკვირვებული მზერით გავყავი თავი მისაღებ ოთახში, სადაც ჩემი მშობლები ტელევიზორთან ისხდნენ და საუბრობდნენ. • რა ხდება, არ მუშაობთ დღეს? – ახალგაღვიძებული ხმით ვკითხე მათ. • დღეს შედარებით გვიან მივდივართ და შესაძლოა ღამე არ დავბრუნდეთ, – მომიგო დედამ და ყავა მოსვა. • რატო? რახდება? – ვკითხე ინტერესით და მთქნარების დროს პირზე მივიდე ხელი. • არაფერი შვილო, უბრალოდ რაღაც საქმე გამოჩნდა და დრო ასე დანიშნეს, – მიპასუხა მამამ. • კარგი, ხო, არაა პრობლემა, – ვუპასუხე მეც თანხმობის ნიშნად. • შენ ხომ მოუვლი თავს? – მკითხა დედამ. • კი, დედა, პატარა აღარ ვარ, რავი, – ხელის აწევით უკმაყოფილოდ ვუთხარი. • თან მირას ვეტყვი, დარჩეს, – დავამატე. • კარგი, არაა პრობლემა, ყველაფერი არის და შეგიძლიათ რაიმე მოიმზადოთ. • კარგი, ვუპასუხე, და სამზარეულოსკენ გავტრიალდი, რომ ყავა გამეკეთებინა. როგორც ყოველთვის, ყავა გავაკეთე, რომელიც მაგიდაზე მოვათავსე და სააბაზანოში შევედი თავის მოსაწესრიგებლად. ძალიან მცხელოდა, ამიტომ თმა “კოსად” ავიწიე და გამოვედი. ყავას ხელი დავტაცე და მშობლებთან გავედი და მათ გვერდზე დავიკავე ადგილი დივანზე. ყავას ვსვამდი და ვუყურებდი უაზრო სერიალს ტელევიზორში, თითქოს მაინტერესებდეს. ცოტა ხანს ასე ვსვამ, შემდეგ ვდგები და ტელეფონი გამომაქვს ოთახიდან და ჩვეულ ადგილს ვუბრუნდები დივანზე. მირას ვწერ, რომ დღეს ჩემთან შეეძლო დარჩენა. • მირა, რას შვრები? • ახლა გამეღვიძა, ხომ კარგად ხარ? შენ რას შვრები, გუშინდელის მერე? • ხოდა, ახლა არმინდა მოყოლა, ამოდი, ჩემები მუშაობენ, დღეს ღამით ყავა, სასუსნაოები და ჭორაობა! – ღიმილოთ გავუგზავნე მესიჯი დაქალს. • ვერ ვითმენ!!! კარგი, დრო შემატყობინე. • კარგი, ტელეფონს ვრთავ და ჩემს მშობლებს ვუყურებ, რომლებიც ცქმუტავენ და ცდილობენ რაღაც მითხრან. • რახდება? – ეჭვნარევი ხმით ვეკითხები. • არაფერი, რა უნდს, ხდებოდეს? – დაბნეული მეკითხება დედა. • დედა, კარგი, რა, მითხარი, რახდება, რაღაცის თქმა გსურს, ვატყობ. • არაფერი შვილო, გააგრძელე ყავის სმა, არ იდარდო, – ღიმილით მითხრა დედამ და მამასკენ გააპარა თვალი. • მითხარი, ახლა უკვე რა, რას მიმალავ? • ამმ… რაღაცის კითხვა მინდოდა და არ მინდა გაბრაზდე, ანერვიულებულმა მითხრა დედამ. • დედა, რა ხდება? – მკითხე, რაუნდა მკითხო ისეთი, რო გავბრაზდე. • შენ და ლიზამ იჩხუბეთ? • ეგ კითხვა საიდან გაგიჩნდა ყავის სმის დროს? – ვეკითხები დედას. არ ვიცოდი, სიმართლე მეთქვა თუ უბრალოდ გამეტარებინა გუშინდელი მისი გამოხტომა ჩემსადმი. • იმიტომ გეკითხები, რომ გაბრაზებული იყო შენზე, გიორგის დედას ჯიბრზე დაუახლოვდაო, მერე ეპილაციაზე წავიდნენო და რაღაცეები მითხრა დედამ და ინტერესიანი თვალები შემომანათა. • კარგი, რა, დედა, ეს რა ქცევაა? ადამიანმა თვითონ გამოიჩინა სურვილი საუბრის, აგრეთვე თვითონვე შემომთავაზა წასვლა, რას ქვია “ჯიბრზე”? ადამიანები, ვინც ჯიბრზე აკეთებს რამეს, ყოველთვის აკეთებს იმიტომ, რომ ვინც არ მოსწონთ, გაამწარონ და ეგაც დროებით, და მე საკუთარ ოჯახის წევრს გავუკეთებ? • არვიცი, შვილო, არც ვიცოდი რა ხდებოდა, ამიტომ გკითხე. • ხოდა, დედა, ჩემთვის უინტერესო თემაა, ვერ ვხვდები, ყოველთვის ჩემთვის რატომაა ყველაფერი უაზრო, გასაღიზიანებელი და ცუდი? და სხვისთვის ჩვეულებრივი? რა ადამიანი ადამიანს ვერ უგებს? • არა, დედა, რა სისულელეა, უბრალოდ მან რომ ვერ გაუგო… ალბათ გაბრაზდა. • მე რა შუაში ვარ მერე? ყველა ყველას ვერ გაუგებს და ყველას ერთმანეთი ვერ მოგვეწონება, ეს მათ ურთიერთობაზეა, როგორი მყარია. • კარგი, რა, ჯერ ახლა გაიცნო ის ბიჭი, რა სიმყარე, – მამამ დაამატა საუბარში. • არმინდა გიორგი ზე საუბარი, არ მეხება მათი ურთიერთობა, მე გაღიზიანებული ვპასუხობ მათ და ყავას და სერიალს ვუბრუნდები. • კარგი, რა, შვილო, გასაბრაზებლად არ მითქვამს, უბრალოდ მაინტერესებდა, – მითხრა დედამ. • არ გავბრაზებულვარ, დე, უბრალოდ ეს მათი ურთიერთობაა და პირადი, მე ვისთან მექნება კარგი კომუნიკაცია და გაგება, ეს უკვე ჩემი პირადია, და არუნდა ერეოდეს ლიზა მისი ეგოისტური ქცევებით. • მესმის, ალბათ იეჭვიანა, კარგი, რაიყო, გოგოები ეგრე ხართ, – სიცილით მითხრა მამამ. • შესაძლოა, მოკლედ, ვუპასუხე მეც და ამის შემდეგ აღარ გვისაუბრია. დედა და მამა თავისთვის განიხილავდნენ ნათესავურ საკითხებს. ცოტა ხანს ასე ვიყავი, შემდეგ წამოვდექი და ოთახში შევედი. ნოუთის აპლიკაცია გავხსენი და ჩამოვწერე ყველა საჭირო სასმელი და სასუსნაო, რაც მჭირდებოდა დღეს საღამოს, და მირას მივწერე: 7-ზე ჩემს სახლთან ამოდი და მაღაზიაში ჩავიდეთ. • კარგი, დავიწყებ მალე მოწესრიგებას. • გელოდები… • ტელეფონი დავდე, ცოტა ხანს უბრალოდ წოლა და ფიქრი მჭირდებოდა. ემოციურად ძალიან გადაღლილი ვიყავი უკვე, მართლა რთული იყო გაგეგო რა იყო სწორი და რა არასწორი ჩემი ცხოვრება, და ალბათ ბევრი გოგოს ცხოვრება იმედგაცრუების დღიურივით იყო და შეგეძლო ყველა ადამიანის სახელი და გვარები დაგეწერა, რომ გაგხსენებოდა როგორ გატკინეს ან გაგიცრუეს იმედები. თუმცა მარტო ესეც არაა, ბევრი ადამიანი წავიდა, თუმცა ბედნიერად და ბევრი რამ გვასწავლა, ამიტომ მივიღე დასკვნა, რომ: “არ მთავრდები იქ სადაც წაიქეცი ან წაგაქციეს, პირიქით დგები და ძლიერდები და მიდიხარ იქ სადაც ბედნიერებაა”. ვუმეორებ ისევ ჩემს თავს და ფეხზე ვდგები, ვიმარჯვებ საჭირო ნივთებს და სააბაზანოში შევდივარ. 1 საათი თბილი წყლის სიამოვნების ქვეშ ვიყავი, შემდეგ კი გამოვედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ელასტიკი და მოკლე დიდი მაიკა გადმოვიღე, და ფეხზე თეთრ წინდებს და კეტებს ვფიქრობდი. თმა უბრალოდ ჩამოვივარცხნე და კოსად ავიწიე. მირას მივწერე, რომ მალე მზად ვიქნებოდი და როდესაც საპასუხოდ იგივე მივიღე, გავაგრძელე მზადება. ტუში და კონტური როდესაც წავისვი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ჩანთაში ჩემი კარტა ჩავაგდე, სუნამო შევისხურე და მირას მივწერე, რომ გამოსულიყო. ტელეფონი გავთიშე და ჩანთაში მოვათავსე ისიც. სათვალეები, როცა მოვირგე, კი გავედი ოთახიდან და მშობლებს შევძახე: • გავედი მე, ვიყიდით რაღაცეებს მე და მირა, და ამოვალთ, თქვენ რას აპირებთ? • ჩვენც გავდივართ უკვე, მა, ჭკვიანად იყავი, შეიძლება არ დაგხვდეთ, რომოხვალ. • კარგი, დავუყვირე და სახლის კარი გამოვაღე. მზიანი ამინდი პირდაპირ კანს მიწვავდა და რათქმაუნდა ისევ მირამ დაიწყო ჩემზე ადრე წუწუნი, რომელიც კარებთან მელოდა. • აუ, აუ, ძალიან ცხელა რაა, – და მანიშნებლად ხელების ქნევა დაიწყო. • კარგი, ხო, დამშვიდდი, გაგაგრილებ მალე, – ღიმილით ვუპასუხე ჩემს მეგობარს. • ოხ, შენ ვის დაამშვიდებ? აქეთ ხარ დასამშვიდებელი, – წარბის აწევით და ხუმრობით შემომაპარა ჩემა დაქალმა გუშინდელი. • აუ, კაი, ვსო, მორჩი, არ გამახსენო. • კაი, რა, ხო, მითხარი, მოგიყვებიო, – წყენით მიპასუხა დაქალმა. • მოგიყვები, ოღონდ ჯერ ავიდე სახლში. • არაა პრობლემა, – ღიმილით დახუჭა თვალები მირამ და წინ გაიხედა. ასე დავდიოდით რამდენიმე წუთი, რა დროსაც მარკეტს მივუახლოვდით და შიგნით შევედით. “რა კარგიააა,“ ნებიერი ხმით თქვა მირამ. მის ამ ქცევაზე კი ჩამეცინა. წინ წავედი და პატარა კალათი მოვიმარჯვე ხელში. შემდეგ კი სექციებს დავუყევით და ვიყიდეთ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. სალაროსთან თანხაც გადავიხადეთ და გავუყევით ჩემი სახლისკენ გზას. როდესაც სახლში შევედით, სიწყნარე იყო. მართლაც, წასულან ჩემები. კარები გადავკეტე და პარკებით დავიძარი სამზარეულოსკენ. გარეთ რომ გავიხედე, ნელ-ნელა ბნელდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შედარებით აგრილდებოდა. • „დალევ ყავას?“ ვკითხე ჩემს დაქალს, რომელიც უკვე წამოსკუპებულიკო სკამზე. • კი რა და მე გადავანაწილებ ჩიფსებს და ნამცხვარს თეფშებზე. თავი დავუქნიე და ყავის ინგრედიენტები გადმოვალაგე. მიქსერში ჩავყარე და წყალი დავასხი, შემდეგ კი ჭიქებში ჩავასხი და მაგიდაზე დავალაგე. მირასაც გაეწყო უკვე მაგიდა. გვერდით გადავწიე ხელი და საფერფლე დავდე ასანთთან ერთად. მეც ჩამოვჯექი სკამზე. სიგარეტს წავუკიდეთ და მირამ საუბარი დაიწყო. • „ვსო, ახლა მოყევი, რამოხდა?“ დაამთავრა წინადადება და ინტერესიანი თვალები შემომანათა. • „კარგი, ხო, ჯანდაბას,“ ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე და დავიწყე საუბარი ყველაფერი მოვუყევი დეტალურად, და მისი გაოცებული სახე უკვე სიცილის ზღვარი იყო ჩემთვის. • „არააააა! დედამისმა? რანაირად მოუყვა ეგ?“ • „არ ვიცი, უნდა გენახა, იქ რა დამემართა,“ გამეცინა მეც. „არ მოერიდა მაინც? შეყვარებული ყავს. • „ალბათ იქამდე მოუყვა, სანამ ლიზა გაიცნო.“ •„აუ, არადა უხდებით, მაგრამ აი, ლიზას თემა არ არის კარგი.“ • „ვიცი, ხო, გუშინ თან იეჭვიანა. არ მინდა ვაწყენინო. თან მაქამდე გავიცანი გიორგი და ვერც გამიგებს, რომ ავუხსნა, არვიცი, რა ვქნა უკვე. ნერვები მეშლება საკუთარ თავზეც.“ ნერვიულად ამოვიხვნეშე და დაქალს გავყურებდი, თითქოს საპირისპიროს მეტყოდა რამეს და დამამშვიდებდა. • „მართალია, ძალიან ძნელია, მაგრამ შენ რა შუაში ხარ? ძალით შენ ხოარ ჩაუხტი შუაში? ეს დაემთხვა უბრალოდ.“ • „ვიცი, მაგრამ თავს ვადანაშაულებ, რომ გრძელდება.“ • „არ გრძელდება არაფერი, უბრალოდ ვერ ეშვებით ერთმანეთს და თან ხედავ? ბიჭს უკვე ეჭვიანობებიც დაწყებია,“ იუმორით გააქნია მირამ თავი. მის ქცევაზე მეც გამეცინა. „ხომ არ გამეცნო ის ბიჭი? იქნებ კარგია?“ • „აუ, გაჩუმდი, გთხოვ, გეყოს სისულელეების კეთება. მართლა გინდა დაგამტვრიოს გიორგიმ?“ • „კარგი, ხო, ვხუმრობ,“ დავამშვიდე ჩემი დაქალი. „მაიკო ძალიან საყვარელია,“ ღიმილით მითხრა მირამ. • „კი, ძალიან, ალბათ მაგით გავს. გიორგიც ცოტა მაინც,“ ირონიულად დავაბოლოვე ჩემი ნათქვამი. „აი, ეგ მე კი არა, შენ უნდა გაიგო,“ რა ხელის აქნევით მიპასუხა მირამ. • „ვიცი, ხო, ვიცი.“ დანებების ნიშნად ორი ხელი ავწიე. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. შემდეგ კი უცებ თავში წამარმტყა იდეამ და აჟიტირებულმა ვუთხარი ჩემს დაქალს: „მოდი დავლიოთ რა.“ •„და სასმელი?“ • „მე მაქვს, არაყი დავლიოთ, მიდი, მიდი რა.“ •„კარგიიი,“ სიცილით მიპასუხა ჩემა დაქალმა. უცებ წამოვვარდი ფეხზე, გამოვაღე უჯრა საიდანაც არაყი და ორი პატარა ჭიქა გადმოვიღე. მაგიდასთან მივიტანე და დავდე. მირამ ჩამოასხა და დაიწყო: •„მოკლედ, ჩვენ გაგვიმარჯოს, რაც მოსახდენია, მოხდეს!“ ვაჟკაცურად და ღიმილით აწია ჭიქა მირამ, და მეც მივუჭახუნე და უცებ მოვიყუდე. ყელიდან მუცლამდე ჩავიდა სიმწარე, რომელიც ნელ-ნელა შედიოდა ჩემს სხეულში. მთლიანად 1,2,3,4,5 და 6 ჭიქა უკვე ჩვენთვის ზედმეტი იყო. უაზროდ ვიცინოდით, ვსაუბრობდით, ვიქცეოდით და აღარ ვიცოდით, რა გვექნა. მირამ თავისი ყოფილი გაიხსენა და მასზე ისტორიები. მე კიდევ სიცილს ძლივს ვიკავებდი და ვიცოდი, რომ ის მართალი იყო: „თუ მეგობარი ან ადამიანი გყავს გვერდზე, რომელთანაც ლაღი ხარ, უნდა შეინარჩუნო, რადგან ეს გაძლევს ბედნიერებას.“ ასე ვიყავით საათები და უკვე გვიანი იყო, რომ დავაპირეთ ოთახში შესვლა. საფერფლე და სიგარეტი ავიღეთ და ოთახისკენ დავიძარით. თბილი ნიავი ტრიალებდა ყველგან, როდესაც ფანჯარა გამოვაღე. საწოლი გადავშალე და მირას გამოსაცვლელი ტანსაცმელი მივეცი. დაწოლის დროს მირამ ძლიერ ჩამოარტყა თავი საწოლს, რაზეც ორივეს არაადეკვატური სიცილი აგვიტყდა. ისე, რომ ვერ გავიგე ტელეფონზე 2ჯერ შემოსული ზარი. •„ვაიმე, ჩშშ, რახმააა,“ მირამ შიშით გამაჩერა. •„კაი, გოგო, რას მაშინებ, ხოიცი, ვერ დავიძინებ“ გაბრაზებულმა ვუთხარი. •„არა, გეფიცები, ხმა იყო ბზუილის,“ ნერვიულმა მიპასუხა. უცებ დავიწყე ტელეფონის ძებნა და პოვნის შემდეგ გავხსენი, და რაც დავინახე, ნამდვილად არმეგონა თუ მართალი იყო. •„ვაიმე, გიორგი მირეკავდა! მთვრალი ვარ და მელანდება?“ დაეჭვებული მიმაქვს ტელეფონი მირას სახესთან. •„არა, ნამდვილად ეგაა,“ აღტაცებით მეუბნება მირა. •„მიდი დაურეკე რააა, იქნებ რახდება.“ •„კარგი რა, ლიზასთან არიყოს, შემეშვან, არმინდა,“ მოწყენილმა ვუპასუხე. •„ლიზასთან რომ იყოს, არ დაგირეკავდა, დაურეკე გოგო!“ ბრაზით მომიგო მირამ. •„კარგი, ხოოო, კარგი,“ კმაყოფილად ჩაიღიმა მირამ და გაიტრუნა. მე კი ღრმად ჩავისუნთე და გიორგისთან დავრეკე. ცოტა ხანს ღურმილს არ იღებდა. შემდეგ მიპასუხა და გამითიშა. გაოცება ვერ დავმალე და მირას გავხედე. „ეს რა მეხუმრება?“ წარბის აწევით ვეკითხები. •„არვიცი, ალბათ გაეთიშა.“ ამ დროს ისევ მირეკავს გიორგი. მირამ პირზე თითი მიიდო და მანიშნა მეპასუხა. „ალიო?“ „რა ხდება?“ მეკითხება გიორგი, მისი ხმის გაგონებაზე კი ყველა ემოცია ერთად მაწვება. „რა უნდა ხდებოდეს? მეც ეგ კითხვა მაქვს, რაზე მირეკავდი?“ მირა ამოძრავდა და საფერფლე საწოლიდან ჩააგდო, რამაც ხმა გამოსცა, რაზეც მირას მკვლელი სახით გავხედე. მან კი თვალები ძლიერ დააჭირა ერთმანეთს. „სად ხარ? მარტო არ ხარ?“ ინტერესიანი ხმით მეკითხება გიორგი, მე კი ჩუმად ვარ და არვიცი, რა ვუპასუხო. „ემააა,“ ხმას უწევს. „ხო, ხო, აქ ვარ, რაზე მირეკავდი?“ „მიპასუხე, სად ხარ?“ „სახლშიიი.“ „და აბა რა ხმა იყო? რატო მატყუებ?“ ბრაზ ნარევი ტონით მეკითხება გიორგი. მე კი სასმლისგან და სირცხვილისგან აღარ ვიცი, რა ვქნა. „სახლში ვარ, გიორგი და არა, არვარ მარტო, რა მკაცრი დედასავით მეკითხები,“ ვპასუხობ მე და ენას ვკბენ პასუხის მოლოდინში. „ვისთან ერთად ხარ?“ „მირაა, ჩემთან.“ „კარგია, და სხვა რახდება?“ უაზრო კითხვას მისვამს და ვხვდები, რომ საუბრის გაგრძელება სურს. „არაფერი, დავლიეთ და ვილაპარაკეთ,“ სიცილით ვეუბნები, რადგან მირასკენ ვაპარებ თვალს, რომელიც დასჯილი ბავშვივით ზის. „გეტყობა, ხმაზე რომ მთვრალი ხარ, დაიძინე და არსად გახვიდე. ისე, მირას მოუყევი ჩემზე?“ „არა, შენსავით არვუყვები ყველას, ჩვენზე ვიცრუე. თუმცა წინადადება ვთქვი თუ არა, მირამ პირზე ამაფარა ხელი გაჩუმების მიზნად.“ „რატომ მიშლი ნერვებს, რა გინდა?“ მკითხა გიორგიმ. „არ გიშლი.“ „მიშლი, მაიკომ გიკითხა ხვალ, ამოვიდეს ჩვენთანო. როგორც ჩანს, მოეწონე,“ სიცილით მითხრა გიორგიმ.” „მეც მომეწონა, მაიკო და ამოვალ, თუ სხვაგან არ წავედი სადმე.“ „ანუ ჩემთან ამოხვალ? აბა, შემეშვიო?“ ჩემს ნერვებზე თამაშს იწყებს და ვხვდები, რომ თუ საუბარს მალე არ მოვრჩებით, ჩხუბს დავიწყებთ. „მაიკოსთან ამოვდივარ, გიორგი და არა შენთან, რომ იცოდე,“ მკვახედ ვპასუხობ. „კარგი, ხო, ვიცი, კარგი. მიდი, დაიძინე, ტკბილიძილი, ლამაზი სიზმრები,“ ემა მითხრა და გაჩუმდა, ჩემს პასუხს ელოდა. ვიცოდი. „ძილინებისა, გიორგი,“ მეც თბილად ვუპასუხე. შემდეგ კი ყურმილი გათიშა. ამოვისუნთქე, ტელეფონი გადავდე და ახლა ჩემს დაქალს მივუტრიალდი, რომელელსაც ყური ქონდა მოდებული ჩვენს საუბარზე. „აუ, აუ, ძააან საყვარელია,“ მითხრა აღელვებით. „ვაიმე, მირა, დაიძინე, მთვრალი ხარ და ბუტბუტებ,“ სიცილით ვუთხარი და საბანში ჩავწექი. „ოოო, არაფრის აზრზე არ ხარ, რა“ ვითომ ბრაზით ამიქნია ხელი და ისიც მომიწვა გვერდით. ცოტა ხანს კიდევ ვსაუბრობდით და ვარიგებდით ერთმანეთს. შემდეგ მირას დაეძინა და მეც მივყევი მას. როდესაც თენდებოდა და ცისფერი ცა უფრო იძენდა ფერს, თვალები დავხუჭე და ჩამეძინა. ალბათ მართლა დამესიზმრებოდა ტკბილი და ლამაზი სიზმრები. ⸻ ამ თავით მინდა ავხსნა, რომ ცხოვრება სულ ცუდი არაა. ამიტომ უნდა გვიხაროდეს ყველა წამი, და არც ძალით ღიმილი არაა საჭირო. სულ კარგადაც ვერ ვიქნებით, მეგობრობა კი ყველაზე ძვირფასი და ლაღია, ამიტომ არაა საჭირო ყალბი ადამიანების გამო მეგობრობაზე ჩავიქნიოთ ხელი. ყველა იპოვის ერთს და ნამდვილს. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.