შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კედლებს მიღმა (1)


12-04-2025, 23:27
ავტორი Elenaes
ნანახია 195

“გაზაფხულს სჩვევია
ზღუდეების მოშლა და გაფრენები;
გაზაფხულს სჩვევია ალოგიკურობა
მთელი დღე ცხელოდა,
საღამოს კი ისე აცივდა,
გარდერობში ჯემპრი მოვიძიე” (თ.ჩხეტიანი)

……………………………………………………………….

-მიცვალებული ადგააააა- ძილბურანში მყოფი ყვირილის ხმამ იმდენად შემაწუხა, თვალების გახელა ვიკადრე, თვალთ კი ყვავივით თავზე წამომდგარი ნენე შემრჩა.

-ორი წუთი გაქვს დრო, საკუთარი სულისთვის ილოცე რობაქიძევ, სამარეში ჩაგდებ!- თვალებდაჭყეტილმა ამოვიზმუვლე და ფუმფულა ბალიში სახეში ვესროლე.

-ხოო, დილის ასეთი ნეგატივით დაწყება, საშინლად ცუდია ძვირფასო- ბალიში მოხერხებულად აიცილა.

-რა ჯანდაბაა გინდა, ამ შაბათ დილას მაინც მომასვენე, საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგინში- ძილის გაგრძელება აღარ მეწერა, ამიტომ, ლოგინიდან სხარტად წამოვხტი და წყლის დასალევად გავეშურე.

-ძილი მერე, ახალი თბილისური ლავ სთორი “გაიჩითა”, დაასხი ყავა და ჩამოჯექი.- ხელები ერთმანეთს გაუსვა და სამზარეულოს სკამზე, ყავის მოლოდინში, კომფორტულად მოთავსდა.

ხოო..ნენე თუ ამ ჟესტს იყენებს ესეიგი წინ რაღაც ახალი და საინტერესო ამბავი გველის.

-შეგიძლია დაიწყო, ვაკე-ვერის ჭორბიუროვ, უბნის გამგევ და ახალბედა კაკებეშნიკო.- გამოფხიზლებული მეც მივუჯექი მაგიდას და ახალი ამბების მოლოდინში გავისუსე.
(ნენე ვერ იტანს, როცა რაღაცას გულმოდგინედ ყვება, მსმენელი კი უყურადღებო და გაფანტულია, ეს დაიმახსოვრეთ!)

-მოკლედ -მოყოლა დაწყებული არ ჰქონდა, კარზე ზარი რომ გაისმა.

-ოხხ! ვინარის, რომელია, რომელმა ინდივიდმა შემაწყვეტინა ამბის მოყოლა, ერთ ათ წუთში ვერ მოხვიდოდი?- სანამ ნენე ბუზღუნებდა, კარის გასაღებად გავედი.

-ვახუშტ, შე ძველო, სად დაგვეკარგე?-კარებთან სახეზე გაწითლებული ვახო იდგა და ხელს მარაოსავით იქნევდა.

-ვახუშტი კიარა ენას მოგაცლი, რა ვახუშტი რის ვახუშტი ეგ არავინ გაგიგოს თორე “ტრუპი” ხარ!! რას დამაყუდე, შემომიშვი.- ხელის ქნევას და მუქარას არ წყვეტდა.

-“ტრუპი” ც ხარ და მკვდარზე ვენოკიც.
ეს ჟარგონები მოიცილე თორემ, სახლში აღარ შემოგიშვებ და ამ კონდიციონერის პულტსაც დავმალავ!-არც მე ვწყვეტდი მუქარას.

-რას მწყევლი თე, არ გრცხვენია?- მდივანზე, კონდიცინერის წინ მოთავსდა და სიგრილეში გაინაბა.

-მე რა “შოკი, პიკი, პანიკა” ამბავი მაქვს, შენ არიციი, მოიცადე სული მოვითქვა, ისე ყავას დავლევდი.

-ახხ, ნენე გამოდი სამზარეულოდან, ჯერ ერთმა მოყევით, მერე მეორემ.

-ოხ, ეს “პელოიე”ც აქარის? - ცხვირი აიბზუა ვახომ.

-გაგაპელოიებ ახლა თუ გეცი თმაში და ღერა-ღერა დაგაწიწკნე! ერთი-ორჯერ გაიარა ქუთაისში და მოხიკა ახალი სიტყვები. - არც ნენემ დააკლო თვალების ბრიალი.

-რომელი იწყებთ მოყოლას? -ცივი ყავა ორივეს წინ დავუდე და შუაში მოვკალათდი.

-მე ვიწყებ, შენამდე მე მოვედი, თან მანდილოსანი ვარ და უნდა დამითმო.

-აბა თანასწორობა და რამეო? ეგარი შენი თანასწორობა? -გაახსენა ძველი სიტყვები.

-მოკლედ, თათა ხომ გახსოვთ? ჩვენი კლასელი- არაფრად ჩააგდო, ვახოს სიტყვები.

-რომელი თათა? რესეზიძე? ისტორის ტესტის პასუხები რომ დაგიწვა?- თათას და ნენეს ბავშვურ დაპირისპირებაზე გაეცინა.

-ხო, ეგ წუნკალა!

-რა წუნკალა ნენე, სამივე შეყვარებულს დააშორე- გაახსენა თაიამ.

-მერე რა ჩემი ბრალი იყო? აბა, ის იყო კარგი სამივეს რომ ატყუებდა?- თავისმართლება დაიწყო ნენემ.

-კარგი,კარგი გეყოს, ვიცით რა უკუდო ალქაჯი იყავი, გააგრძელე.- ვახომ არ შეიმჩნია ნენეს გაბრაზებული სახე.

-ხოდა, ეს ჩვენი თათა ცოლად, ერეკლეს მიჰყვება. -ჩვენი რეაქციების მოლოდინში გაიტრუნა.

ვახომ ვითომც არაფერიო ისეთი სახე მიიღო, რაც შემეხება მე, თვალები გუგებიდან ლამის გადმომიცვივდა.


-რაა? ერეკლე? ერეკლე გელოვანს? მაგას ჩვენი სალომე არ უყვარდა?- გაკვირვება ვერ დავმალე.

-უყვარდა კი? ეგეც საკითხავია- ნენეს, ერეკლე რომ გულზე არ ეხატება, ალბათ მიხვდით.

-მოიცა,მოიცა, შენ იცოდი?- არ გამოპაევია ვახოს ურეაქციობა.


-რას გამოაპარებ თბილისის ქუჩებს ნენე? მაგრამ, მე უკეთესი ამბავი მაქვს - გახალისებულმა წამოიძახა.

ნენემ შვებით ამოისუნთქა.


-თაი,თუ გინდა შენ ყურები “დახუჭე”.

-ყურების “დახუჭვა” ვის გაუგია შე გონება დეგრადირებულო?- წამოიყვირა ნენე.

-ნუ გადაფსიხდი, ვიხუმრე, რა სიტყვებზე მეკიდები ვერ გავიგე?- არ დააკლო ყვირილი ვახომაც.

-შენ! აი, აი შენ! ძალიან გათამამდი და ბევრს მიბედავ! -საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.

-აუ კაიი, შემეშინდა, უკვე ვკანკალებ ნახე - ნენეს გაღიზიანებას არ წყვეტდა.

-იცი რას გიზამ? მთელ ვაკე-ვერის და ასევე მთაწმინდის საზოგადოებას გავაგებინებ, პასპორტში რა გიწერია!- მთავარი კოზირი გამოაჩინა.

-აი ეგ არუნდა გეთქვა ქალბატონო ნენე, ხომ იცი, არ შეგრჩება- თვალი ჩაუკრა და თაიას მიუბრუნდა.

-დილის ათ საათზე მყუდროება და ძილის რეჟიმი რომ დამირღვიეთ,კარგით, გაპატიეთ, მაგრამ, მესამე კლასელებივით კინკლაობას როდის მორჩებით? დამღალეთ უკვე! შენ კიდევ, ვახო, ვახუნხულ, ვახუშტი ამოთქვი დროზე!

-გოგო! რამდენჯერ გითხარი სახელს ნუ მიმახინჯებთქო, არსად წამოგცდეს არ მომჭრა თავი!

-ერთი სიტყვით, ევროპაში გადახვეწილი, ნასწავლი, ნაკითხი, სიმპათიური, თვით სკოლის გამორჩეული მოსწავლე და ოდნავ “ხულიგანი” იოანე გელოვანი დაუბრუნდა დედაქალაქს.- ფეხზე წამომდგარმა, ამაყად გამოაცხადა ძმაკაცის და ამავდროულად თებეას პირველი სიყვარულის,
დაბრუნების ამბავი..

ალბათ,ოდნავ მიხვდით რომ ჩემს გულს კარგი არაფერი დაემართებოდა, ჩემი გელოვნის მიმართ ჩუმი ტრფობის ამბავი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, თავად “სატრფო” მ, არაფერი.
ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა..
ხო.. მეგონა..






გამარჯობააა…
ჯერ მომიტევეთ ყველანაირი ხარვეზია და გრამატიკული შეცდომების გამო, აუცილებლად გამოვასწორებ <3
საიტს საკმაოდ დიდიხანია მკითხველის როლში ვადევნებ თვალს, რამდენჯერმე ისტორის დაწერის მცდელობაც მქონდა მაგრამ, არასდროს ამიტვირთავს, ხოდა, რატომაც არაა
მივიღებ რჩევებსაც და რათქმაუნდა კრიტიკასაც, მადლობელი ვიქნები თუ გამიზიარებთ აზზრს
შემდეგ თავსაც მალევე დავასრულებ.
თავიდან ვიფიქრე რომ სრულიად ამეტვირთა უბრალოდ, ცდუნებას ვეღარ გავუძელი და მოკლე თავი დავდე )) <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent