შენი სახლის კედლებში მე მოვიყვან გაზაფხულს
შენი სახლის კედლებში მე მოვიყვან გაზაფხულს და ცივ ქარებს ვუბრძანებ გაქრნენ შენი უბნიდან, აღარ მინდა გხედავდე მოწყენილს და დაზაფრულს, ყველა ტკივილს გაგიქრობ სათითაოდ გულიდან. შენი სახლის თეთრ ჭერზე მე დავხატავ მზის სხივებს, და გრილ სიოს მოვუხმობ გაღებული ფანჯრიდან, მე გავათბობ ზამთრისგან სულ გაყინულ შენს თითებს, შენს სიყვარულს შვიდივე ცის გუმბათზე ავიტან. მე გაჩუქებ, ძვირფასო, ისეთ ლამაზ სიყვარულს, რომ არასდროს მოგშორდეს ტუჩებიდან ღიმილი, ჩემთან ერთად რომ იყო ბოლო დღემდე მინდა სულ, მე ვიქნები გარანტი შენი ყველა სიმშვიდის შენ იყავი ჩემთან და გაქრეს თუნდაც სამყარო, შენ ხარ ბედნიერების უდიდესი მიზეზი, უშენობით აქამდე რომ ვცხოვრობდი არ მახსოვს, ისე ძლიერ მიყვარხარ , ვერ აგიღწერ სიტყვებით. შენი სახლის კედლებში მე მოვიყვან გაზაფხულს, და მერე შენ ყოველთვის ბედნიერი იქნები, მე უშენოდ სიცოცხლის არც ერთი დღე აღარ მსურს, შენ ხარ ბედნიერების უმთავრესი მიზეზი. შენი სახლის კედლებში მე მოვიყვან გაზაფხულს .. ა.ზ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.