ვინ ხარ შენ?! თავი პირველი
დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, თუ მოგწონთ გავაგრძელებ, გელოდებით თქვენი შეფასებებით <333333 “კარგად დაფარული ჭრილობები ყველაზე მტკივნეულია.” თბილისის ძველი უბანი სიჩუმით იყო მოცული. გაზაფხულის სუსხიანი საღამო ნელა ფანტავდა ქალაქის თავზე შეკრულ ბურუსს. ჭუჭყიანი ქუჩები, ჩამობნელებული სადარბაზოები და ლამპიონების ყვითელი სინათლე — ყველაფერი ერთად ქმნიდა გარემოს, სადაც ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა და თვალებში არავინ უყურებდა ერთმანეთს. სწორედ ამ ჩრდილებში იდგა სანდრო. თითქმის მუდამ ჩაცმული იყო შავში — ტყავის ქურთუკი, შავი ჯინსები, დაღლილი ბოტასები და დაუდევრად ჩამოცმული კაპიშონი. 28 წლის იყო, მაგრამ თვალებში სიცოცხლეს ვერ წააწყდებოდი. სიგარეტის კვამლი ნელა აღწევდა ნესტიან ჰაერში, და ის ისე გაუშტერებლად უყურებდა ღამის თბილისში ხეტიალით მოცულ ქუჩებს, თითქოს რაღაც ელოდა. ან ვიღაცას. სანდრო ქუჩის დონეზე არ ცხოვრობდა — არც ფიზიკურად, არც მენტალურად. ოდნავ მაღლა იდგა — საეჭვო საქმეებით შოულობდა ფულს, ხალხთან ჰქონდა საქმე, რომლებსაც უკეთესი იყო არ იცნობდე. და მაინც, მასში იყო რაღაც ისეთი, რაც თვალს არ გაეპარებოდა — არა სიმპათიური სახე, არამედ ის ცივი აურა, რომელსაც იშვიათად ატარებენ ადამიანები. ამ ღამეს, პირველად, ის იხილა. თამთა — ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა იყო სიმპათიური, მომხიბვლელი, ან ზედმეტად მეგობრული. 25 წლის, ჩვეულებრივი სამსახური ჰქონდა — ერთ პატარა გალერეაში მენეჯერად მუშაობდა. ცხოვრობდა მარტივად, საუბრობდა მოკლედ, იცვამდა კომფორტულად. მაგრამ მისი სახის გამომეტყველებაში იყო რაღაც საოცრად აუხსნელი — თითქოს იმ წამსაც, როცა პირველად შეხვდა სანდროს, არაფერს ამბობდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა. ის არ მოსულა მასთან. უბრალოდ ქუჩაზე ჩაუვლის, ხელში ჩანთა უჭირავს და ყურსასმენებში რაღაც მუსიკას უსმენს. თმები მოუწესრიგებელია, ტუჩები ოდნავ დაპატარავებული — თითქოს წეღან გააღვიძეს. მაგრამ სანდრო უყურებს. უყურებს და ფიქრობს, რატომ არ გაუღიმა. რატომ არ დააშტერდა, როგორც სხვები. რატომ არ დაინტერესდა. და ეს “რატომ” იყო პირველი გაღებული კარი. — ეს ვინ იყო? — ეკითხება ბექა, მისი უახლოესი, სანდროს მსგავსი ტიპი. ორივე ერთად გაიზარდნენ — ძმებივით, მაგრამ უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა — თანამონაწილეებად. სანდრო ცივად იღიმის. — არ ვიცი. არ შემიმჩნია. — შენ გაგიტკბა ეტყობა, — ხითხითებს ბექა. სანდრო კი ფიქრობს: “რაღაცნაირი თვალები ჰქონდა. თითქოს იცის ყველაფერი, და მაინც არაფერს ამბობს.” მაგ საღამოს სანდრო სახლში არ წავიდა. მთელი ღამე ქუჩაში ატარა. თითქოს ის გოგო ეძებდა — იმ მზერას, იმ უცნაურ სიმშვიდეს, რომელიც საკუთარი ქაოსით იყო თავბრუდახვეული. რაღაცნაირი თვალები ჰქონდა. თითქოს იცის ყველაფერი, და მაინც არაფერს ამბობს.“ სანდრო წელში გაიწელა და სიგარეტი ფეხის წვერით ჩააქრო. ბექა მაინც უყურებდა გოგოს, რომელიც უკვე კორპუსში გაუჩინარდა. — გატყდი შე*ემა იშვიათია ქალი, რომელსაც შენ ტვინს არ უტეხავ ერთი მზერით, რა ჰქვია? — რავი, „გამარჯობას“ დაველოდები და მერე ვკითხავ სახელსაც, — ცივად გაიღიმა სანდრომ და ისევ გზისკენ გაიხედა. ბექამ ღრმა ნაფასი დაარტყა და მხარზე ხელი დაუტყაპუნა. — აი შენსავით ტიპები იმიტომ ცხოვრობენ დიდხანს, რომ არაფერს განიცდიან. გოგო გაუსწორდა, შენ კიდევ მუცელი არ აგტკივდა. — მუცელი მაგრად მტკივა, მარა სიგარეტის გამო. — ძმაო, თუ ეგ გოგო არ დაგაინტერესებს, თავი დავანებოთ, გიომ მითხრა იმ ახალ მოსულ ლაშას დაბადების დღეა ხვალ, წავიდეთ, ავშალოთ… თან ამბობენ, რაღაც ტიპები უნდა ვნახოთ საქმეზე. — ლაშას დაბადების დღე მარტო რაკისა და ნარკოტიკის ფესტივალია, საქმეს კიდე სხვა დროს მივხედავთ, — ჩაილაპარაკა სანდრომ და ხელები ჯიბეში ჩაიწყო. ბექამ სიცილი ვერ შეიკავა. — აი შენ რომ ღამის ქალაქში დაიბადე, ეგ დარწმუნებით ვიცი. საერთოდ არ ხარ დღის რეჟიმის კაცი. — დღის რეჟიმში მევასება ძილი. — და ღამის რეჟიმში? — ყ**ე საქმეები. ორივემ გაიცინა. ბექას ასეთი ტიპიური სიცილი ჰქონდა — ხმამაღალი, ოდნავ ჩამწყდარი, თითქოს გულიანად დასცინის ყველაფერს. სანდრო კი ნაკლებად იცინოდა, მაგრამ იცოდა, როდის გაეღიმა. — ჰე, წავედით? — მკლავზე დაეჯაჯგურა ბექა. — სად? — სადმე, თუნდაც არაფერს რომ არ ვაკეთებთ — ეგეთ ადგილას. გზად, საუბარი ისევ გოგოზე მიბრუნდა. ბექა არ ასვენებდა. — სანდრო, ეგრე არ შეგიტოკებია ქალი დიდი ხანია. ზედმეტად მშვიდი ხარ, არ გავიწყდება ეგ ერთი ნახვა ასე მარტივად. — არ შემიტოკებია შე*ემა უბრალოდ .. კაროჩე — რა უბრალოდ? — უბრალოდ ჩაბნელებულ ქუჩაზე, ჩვეულებრივმა გოგომ თვალებით ჩამიარა და თითქოს თავში ტყვია დავიჭირე და ეგ ყ*ეობაა ხო იცი — ჰოოო, გაგიტყდა? დაგამდუნა? სანდრო ხმას არ იღებს, უბრალოდ იღიმის და სიგარეტს მეორე ღერს უკიდებს. გატყდა , მაგრამ არ ამბობს. ბექა აგრძელებს: — ერთი რამე ვიცი, ძმაო. შენ რო დაინტერესდები — ან დააიგნორებ ბოლომდე, ან ჭკუიდან გადაიყვან. მესამე არ გაქვს. სანდრო თავისთვის ფიქრში იძირება: „ისეთი სახე ჰქონდა, ლამის მადლობა მითხრა იმისთვის, რომ არაფერს ვეკითხებოდი. თითქოს მთელი ცხოვრება ცდილობდა, არავის ენდოს. და ეგ ყველაზე საინტერესო რამეა, რაც ბოლო წლებში მინახავს.“ „ზოგჯერ ყველაზე უბრალო შეხვედრები ყველაზე მეტად გწვავენ.“ ღამე უკვე სავსე იყო — ნესტი, სიჩუმე და გამუდმებული ხმაური შიგნით. ბექამ თავისი სტილი იცოდა — სადაც მუსიკა იდგა ხმამაღალი და ვიღაცას ყოველთვის ვიღაც სჭირდებოდა. ბარში შედიოდნენ ისე, როგორც საკუთარ სახლში — უშფოთველად, დარწმუნებულად. სანდრო კი ისევ იგივე იყო — ჩაცმულიც, მზერითაც, იმავე იმედგაცრუებითაც. — რა უბედურებაა, ყველგან ერთი და იგივე სახეებია, — ამოიოხრა ბექამ. — იმიტომ რომ შენ ერთსა და იმავე ადგილებში დადიხარ, — ჩაილაპარაკა სანდრომ და ბარის კუთხეში მაგიდას მიეყრდნო. ღრმად დალია ვისკი. ისე, თითქოს გემო საერთოდ არ ადარდებდა — მხოლოდ საჭირო იყო რაღაც წასახურებელი, რაც ამ ღამეს უფრო აიტანინებდა. და სწორედ მაშინ, როცა მუსიკა ოდნავ გამყარდა, კარისკენ გაიხედა და მისი მზერა გაცივდა. ბარში შევედი ორი გოგო მახლდა გვერდით. ერთს მხიარული მზერა ჰქონდა, მეორეს — ოდნავ ირონიული. მე ისევ ისეთივე ვიყავი , როგორც დღისით — თითქოს ზედმეტად არაფერი, მაგრამ მაინც ისეთი, რომ ეგრევე დაჭერდი მის აჩრდილს. ჯინსი, შავი ტოპი, თავისუფლად დაყრილი თმა და ისევ ის გამომეტყველება — “აქ ვარ, მარა არ მომწონს.” ბექა თვალს აყოლებს სანდროს მზერას და უცებ ხვდება. — ოხ შენ შე დედააფეთქებულო… — ეცინება. — ეგაა ხო? შენი გოგო ქუჩიდან? — ნუ მიშტერებინებ სი*ო — რას მიშტერებინებინებ, შე საცოდავო, შენ არ იცი შენი სახე რას ჰგავს ამ წამს! — დამაწყნარებელი დაგრჩა სახლში? ბექა ხითხითებს. მაგიდიდან წამოდგა. — მოდი ახლა, ქალებთან მიდი. მივდივარ. თუ ვერ იტყვი “გამარჯობას”, არ მევასები უკვე. — რას ბედავ, შე ნაბი***ვარო, — ჩაიდუდღუნა სანდრომ, მაგრამ ფეხზე მაინც წამოდგა. მკაცრად, ოდნავ ნელი ნაბიჯით წავიდა იმ მაგიდისკენ, სადაც თამთა და მისი მეგობრები დასხდნენ. თამთამ ან ვერ იცნო ან იცნო და გადაიდო. თვალს არიდებს. საუბარშია. სანდრო არ ჩქარობს. ბექა უკან დარჩა, პოპკორნი აკლია, ისე ეღიმება. სანდრო უახლოვდება მაგიდას, ისე რომ თამთას ზურგს უკან დგება. ოდნავ იხრება. — ეგრე უნდა უყურებდე ადამიანს, თუ საერთოდ არ გახსოვს? თამთა ნელა შემობრუნდა. დაუმუშავებელი ღიმილი. ლამის გაუკვირდა. — ვინ ხარ? სანდრო თვალებში უყურებს. არც ირონია, არც ეჭვი — უბრალოდ გულწრფელი ქედმაღლობა. — ეგ შენი პირველი კითხვაა? — და შენთან რა უნდა მახსოვდეს? სანდრო ჩერდება. თითქოს უხერხულად არა, უბრალოდ — გაჩერდა. და მერე დაბალ ხმაზე ამბობს: — ეგ ჩემთვის საკმარისია. თამთას გვერდით მჯდომი გოგო, აშკარად ფიცხი და ენაწყლიანი, ზედ გადახედა სანდროს: — გოგოო, ეგ ვინღაა? რაღაც ღრმა ტექსტებით შემოგივარდა. თამთამ ოდნავ გაიღიმა და მხოლოდ ეს თქვა: — ეგ არის… შემთხვევა. სანდრო უკან დაიხია. გაუღიმა. ჩაიბურტყუნა: — შემთხვევა ხარ შენ თვითონ. და ისევ თავის მაგიდას დაუბრუნდა. ბექა გულიანად ატეხილი იცინოდა. — გიჟდები, ძმაო. ქალი გაცივებული ყავით დაგაბნიეს. სანდრომ კი მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, ოდნავ ჩაფიქრებულად: — მაგას იდიოტურად საყვარელი სიარული აქვს… „ამპარტავნებას ყველაზე საშინელი სამკურნალო სინდრომი აქვს — ქიმია.“ თამთას ფიქრები: “ღმერთო, რა აუტანელია. ეგეთი მზერა როგორ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომ ერთდროულად დაგაბნიოს და გაგაღიზიანოს? მთელი ქაოსი კაცის სხეულშია — და მაინც, ვერ გაწყვეტ თვალს.” სანდრომ თავი ოდნავ გადახარა და თამთას თვალებში ჩააცქერდა. უფრო ღრმად, ვიდრე ადამიანებს უხდებათ პირველ შეხვედრაზე. ხმაში სიმშვიდე კი არა, ზუსტად გააზრებული აგრესია იგრძნობოდა: — შენთან ლაპარაკი მარტო ლექსიკით არ გამოვა. მგონი უფრო ფიზიკური კომუნიკაცია გჭირდება. — ფიზიკურად გაფრენილი ხარ, თუ ეგ გგონია შენზე გავლენა მექნება? — ხმა ოდნავ აუკანკალდა, ოღონდ ესკელასავით შეიფერა. სანდროს ფიქრები: “მიყვარს ეგ ტიპის ქალები — როცა გატეხვის შიში უფრო აშინებთ, ვიდრე გატეხვის რეალობა. თვითონაც იცის, როგორ მიყურებს, და მაინც – მებრძვის. აბა მოდი, ვინ უფრო გაუტეხავია.” თამთას მეგობარი გოგო, ნინი, უცებ ჩაერია: — კაი რა, თამთ, რანაირი დიალოგი გაქვს, ვერ მიხვდი? ტიპმა მაგარი ტექსტით დაგიწყო. თამთა არც მას მიუბრუნდა, სანდროსკენ დახრილმა, ღიმილნარევად თქვა: — ეს ტექსტები რომ მაგარია, იმაზე უარესია, რომ ვიღაც ამ ტექსტებით მართლა მოქმედებს. სანდრო მაგიდას დაეყრდნო. ყბა გაამკვირვა. — გოგო ხარ, რომელიც ზედმეტად ბევრს ფიქრობს. არ გიშლის ხელს ეგ? — ბიჭი ხარ, რომელიც ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს. არ გაწუხებს ეგ? დაძაბულობა გაწელილია. ბარის მუსიკა თითქოს ჩუმდება. მზერით საუბარი იწელება. სანდრო წამოდგა. ჩვეული სიჩქარით — მაგრამ ცივი სიზუსტით. უყურებს თამთას და ბოლოს კი ამბობს: — იმენა იმ ტვინში ხარ, სადაც ვერავინ აჭიკჭიკებს. და თუ ვინმეს შეუძლია, იქ ფანჯარა გააღოს — ეგ მე ვარ. თამთა წამში პასუხობს, ხმა უღმერთოდ მყარი: — ეგ ფანჯარა რომ გამოჩნდეს, ზედ გაგაგდებ. სანდროს სახეზე წამიერი ღიმილი იშლება. აი ზუსტად ისეთი, როგორიც მხოლოდ ყველაზე სახიფათო წუთებში უჩნდება. შენი გულგრილობა ისეთი ხმაურიანია, მიჭირს გავიგო — გეზარება ურთიერთობა, თუ გეშინია?” ბექა შორიდან უკვე ტელეფონს იღებს, ვითომ გადაღება უნდა — სანდროს სახეზე უყურებს და იცის, ეს თამაში ასე უბრალოდ არ დამთავრდება. “შენზე რაც უფრო ცოტა ვიცი, მით უფრო მინდა, რომ ყველაფერი გავიგო.” თითს უქნევს ცხვირის წვერთან თამთას და ბარიდან გადის. სანდროს ბარი — “Mono” სიგარეტის სუნი, ძველი ხის იატაკი, დახლთან აწყობილი არეული ბოთლები, და ზედ ხმაურიანი სიცილი, რაც სანდროს გარემოს განუყოფელი ნაწილი იყო. ყველასთვის — ის იყო პატრონი, ტიპი, რომელსაც თითის გაქნევაც საკმარისია, რომ სიმღერა გაჩერდეს ან ვინმე გარეთ გააგდონ. პერსონალს მისი ხმა არ ესმოდა — მისი მზერაც კი საკმარისი იყო. ამ საღამოსაც — თავის ბარში, თავის მაგიდასთან — სანდრო კეფით ოდნავ მიყრდნობილი იჯდა და გვერდით ჩამჯდარი, გრძელი ფეხებითა და წითელი პომადით აღჭურვილი გოგო უმისამართოდ ეფერებოდა. სანდრო სიჩუმეში იყო. არ ეძინა, უბრალოდ ფიქრობდა. სანდრო ფიქრობს: „ეს გოგო რომ მეხვევა, თითქოს საერთოდ არ მეხება. რატომ მგონია, რომ სხვის სხეულზე დრო ვხარჯე?“ უცნაურად მოულოდნელი იყო, როგორ აწუხებდა თამთას სახე — გადახედა მას იმ ბარში, სხვა მაგიდიდან, ვერაფერი უთხრა, მაგრამ ყველაფერი თქვა. ეს არ იყო სიმპათია. ეს იყო შეწუხება — თითქოს უხეშობის კედელი ვეღარ იცავდა. არ მოეწონა ეგ განცდა. ამიტომაც… სიგარეტი დახლზე დასცხო, ფეხზე წამოდგა და გოგოს, რომელიც ისევ ნაზად ეხებოდა მკლავზე, ოდნავ გაღიზიანებული ხმით მიმართა: — მორჩი. — რაში ხარ გაღიზიანებული?— გაიკრიჭა გოგო და ხელით ისევ შეეხო. სანდრომ მისი თითები უხეშად მოიშორა. ხმა არ აუწევია, მაგრამ სახე ისეთი ჰქონდა, რომ ქალმა უაზრო სიცილი წაშალა. — სად მიდიხარ? — შენს თავს მიხედე. ბარში გიო შემოვიდა. ბექას ძმაკაცი, ვინც ხანდახან საქმეებს “აწყობდა” – ტიპი, რომელსაც სანდრო მაშინ იძახებდა, როცა “უნდა მოიძიოს ვინმე”. სანდრომ თანხმობის გარეშე უთხრა: — დამიძებნე. თამთა ქვია. ყავისფერი თმები, მაღალი. გუშინ “Feo”-ში ვნახე. მეზობელი არაა, მაგრამ იცის სად დავდივარ. გიომ წარბი აზიდა: — სერიოზულად, ძმა? იმ ერთი შეხედვის გოგოს ეძებ უკვე? — კითხვები ნაკლებად მაქვს. მინდა ვიცოდე — სად ცხოვრობს, სად დადის, ვის ურეკავს და ვინ ახსენებს ინსტაგრამზე. — თანდათან შენც გიტყდება, ხო? — არა, ძმაო, მე თავიდანვე ვგრძნობ, როცა რამე არანორმალურია. გიომ თავი გააქნია და ტელეფონი მოიმარჯვა. ამ დროს ბექაც შემოიჭრა. — რას შვრები, გიომ რაზე ააცხო? სანდრომ თავი არ ასწია, ხელში მოჭმუჭნული ქაღალდი ეჭირა — თამთას ბარიდან დატოვებული ქაღალდის ქვითარი, რომელზეც ხელი ჰქონდა წასმული. — იმ გოგოს ვეძებ. ბექას გაეცინა. — ანუ, officially გადაგიკიდა. სანდრო მაგიდაზე დარტყმით ადგა. — არავინ არ მიფრთხება, ბიჭო. გოგო მიყურებს, როგორც ქუჩის ძაღლს და მერე მიდის ისე, თითქოს მე არაფერს ვგრძნობ. არავინ არ მიფრთხება! ბარში სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა შეჩერდა. სანდრომ ღრმად ჩაისუნთქა. თითები მაგრად მოიჭირა. — მინდა შევზიზღო. და მაგისი წილი ზიზღი არ აქვს. აი ეს მაწუხებს. თამთა – იმავე დროს, სახლში. სარკესთან დგას. ეჭვის გარეშე უყურებს საკუთარ ანარეკლს. მეგობარი ნინი კი აგრძელებს: — შენ იცი, რომ მაგ ტიპმა უკვე მოიძია შენი სახელი? შენი ძველი ფოტოებიც - გადახედა. — ეგ რომ დადგება ჩემს ფანჯარასთან, ფანჯარას გავტეხ და გადმოვაგდებ, — მშვიდად თქვა თამთამ. — მაინც აგაღელვა. გიცოდებ. — არა, ნინი. უბრალოდ… ტიპი რომ გიყურებს ისე, თითქოს რაღაც დაგაკელი — და არ გაწვდის არაფერს… ეგ მაგიჟებს. თამთას ფიქრები: „რაღაცნაირად მგავს. თითქოს იგივე სიცარიელე აქვს შიგნით, ოღონდ — თვითონ უყვარს. მე კი — ვერ ვიტან.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.