ზღვისფერი (სრულიად)
………………………………………………………. სიბნელეა, ტალღების სასიამოვნო ხმა ისმის, ქვიშაზე ჩემი საყვარელი ვარდისფერი პლედი მაქვს გაფენილი, ყოველ წამს, თავს ახალი ფიქრების კორიანტელი მატყდება და მოსვენების საშუალებას არ მაძლევს. ვგრძნობ, გვერდით ვიღაც მიჯდება, ველოდები როდის ამოიღებს ხმას მაგრამ, დიდად არ ჩქარობს, სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს, ისევ ჰორიზონტს გავჰყურებ, რამდენიმე დღის გამოუძინებელი საშინლად მოთენთილი ვარ და თვალებიც წამიერად მეხუჭება. -როგორ ხარ? -მოგატყუებ კარგად, სიმართლეს გეტყვი უკეთესადაც ვყოფილვარ, თავად აირჩიე. -რაგჭირს? -ყველაფერი. -რას გრძნობ? -სიცარიელეს. -საკუთარი თავი, შენთვის საუკეთესო ვერსიად, როგორი მიგაჩნია?- პასუხის მოლოდინში, სათვალეს იხსნის და ფრთხილი მოძრაობით დებს ქვიშაზე. -გინდათ რომ, საკუთარი თავის, უკეთესი ვერსია “დაგიხატო?” სრულიად უცხო ადამიანს, სანაპიროზე საკუთარი პრობლემების შესახებ გესაუბროთ?- მკრთალად გამეღიმა. -წარმოიდგინე რომ ისტორიას წერ, ფურცელზე გადმოგაქვს აზზრები რომლებიც გონებაში პარაზიტებივით გყავს ან ქმნი პერსონაჟზ რომლის ადგილას ყოფნასაც ისურვებდი, შენ იქნებოდი ოღონდ, ბედნიერი… ამ ფურცლებს სხვა ფურცლებთან ერთად შეინახავდი, ჰმ შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით აღმოგეჩინა. ზღვის ტალღებს, თვალი მოვაცილე და გვერდით მჯდომს გავხედე. მოკლეზე შეჭრილი თმა, ღია ცისფერი პერანგი, სახის ნაკვთებს კარგად ვერ ვარჩევ, მიყურებს, თვალის ფერს მგონი ვერ ვხედავ, თითქოს ლურჯია.. კი მუქი ლურჯია.. —არვიცი. -სიტყვა ძუნწი ხარ? -ისევ იღიმის. -არც ეგ ვიცი. -დაღლილი ხარ. -სულიერად, ფიზიკურად.. ყველანაირად. -ხვალ ახალი დღე იწყება, ახალი შანსებით იმისთვის რომ ცხოვრება ცარიელი ფურცლიდან დაიწყო და იყო ბედნიერი, საკუთარი თავისთვის, შენი საყვარელი ადამიანებისთვის.. -და თუ ირგვლივ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, აღარ მყავს? - რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ, ხმა ამოვიღე. -შენი თავი ხომ გყავს? -არვიცი, მყავს? -გყავს, აქ ხარ, ჩემს გვერდით ზიხარ და მესაუბრები, შენ თავს მიეცი შანსი რომ იყო ბედნიერი, მიეცი შენს თავს იმის შანსი რომ იყო ცოცხალი.. რომ იგრძნო თავი ცოცხლად. -ფსიქოლოგი ხარ და ჩემი მენტალური მდგომარეობის შესწავლას ცდილობ?-მეცინება. -შესაძლოა- მიღიმის. საკუთარ მუხლებს ხელებს ვხვევ და თავს ვადებ, იქამდე ვარ ასეთ მდგომარეობაში სანამ მუხლების დაბუჟებას არ ვგრძნობ, გვერდით სიცარიელეა, იქნებ მომეჩვენა? კარგი რა, ამდენად გავგიჟდებოდი? ისევ საკუთარ თავს ვესაუბრები, ფეხზე ვდგები და პლედის დაკეცვას ვიწყებ, ფეხებთან ფურცელი ეცემა. ზედ ლამაზი ხელნაწერი იმშვენებს თავს. “ყველა ადამიანის გაცნობას აქვს, საკუთარი მიზეზი” უცნობი. ისევ მეღიმება, ფურცელს ჩანთაში საგულდაგულოდ ვინახავ, წვიმის წვრილი შხეფები იწყებენ ციდან წამოსვლას, მიყვარს წვიმა, განსაკუთრებით ზაფხულში, ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ წვიმის სურნელს, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ წვიმას სუნი არ აქვს, მაგრამ, მე რომ ვგრძნობ? ისევ დავრჩით მე და ჩემი ფიქრები, ყურსასმენები მოვირგე და სახლის გზას ნელი ნაბიჯებით გავუყევი. ყურასასმენებში 21 pilot ის სიმღერა იწყებს გაჟღერებას და მეც უფრო ვანელებ სახლში მისასვლელ დროს.. Scared of my own image.. Scared of my own immaturity Scared of my own ceiling Scared I’ll die of uncertainty.. სახლში ვბრუნდები, თავის ტკივილს ვერანაირი წამალი ვერ მიყუჩებს, აბაზანიდან გამოსული ოთახში შევდივარ, ცხელი დღის შემდეგ, საღამოს, ცივ ლოგინში დაწოლა ჩემი საყვარელი ნაწილია. ცოტახნით უცნობზე მეფიქრება, საინტერესო ადამიანი ჩანდა. იმ საღამოს, დიდიხნის შემდეგ უშფოთველად მეძინება, კოშმარი თავს აღარ მახსენებს. დილის თორმეტზე ვახელ თვალებს, თითქოს გუშინდელზე უკეთ ვარ, უშაქრო ყავას ვიკეთებ და სამზარეულოს სკამზე კონფორტულად მოკალათებული, დიდი ფანჯრიდან გავყურებ ხედს. ეს სახლი დედამ მეთვრამეტე დაბადებისდღეზე მაჩუქა, იცოდა ჩემი ზღვისა და ზაფხულის მიმართ სიყვარული, მისგან მხოლოდ ეს სახლი და მასთან გატარებული მოგონებები დამრჩა.. უეცრად, ისევ უცნობისკენ გარბის ჩემი ფიქრები, ყურადღების გადატანას კი ეზოს უკანა ბაღში, ყვავილების მოვლით ვცდილობ. ძლივს, შიმშილის გრძნობა მაწუხებს, მაცივარში ისეთს ვერაფერს ვპოულობ რაც დამანაყრებს, მაინც მარკეტში მიწევს გასვლა, გამოცვლას არ ვაპირებ, პირაჟმოებით და ჩუსტებით გავდივარ. საჭირო სექციებს ვუახლოვდები, რამდენიმე ბერძნულ იოგურტს, კვერცხის შეკვრას, ასევე ხილს და პურს ვიღებ, ბოლოს სალარომდე მისასვლელად კი საკმაოდ დიდ რიგში დგომა მიწევს. ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ მგონი შიმშილის გრძნობაც გაქრობას იწყებს, ძლივს მარკეტიდან გამოსული ჯიბეში გასაღების ძიებას ვიწყებ, უეცრად სხეული მეჯახება და ცივ სითხეს ზედ მასხამს. -ვაიმე, ბოდიშით, გეფიცები ძალით არ მინდოდა, იცით ჩანთაში რაღაცას ვეძებდი და ისე მოვდიოდი, ღმერთო რა დაბნეული დავდივარ- ჩემთან შედარებით, ოდნავ დაბალი გოგო იდგა წინ, ყვავილებიანი სარაფნით, იმდენად ლამაზი გახლდათ დისნეის პერსონაჟს მაგონებდა, ნერვიულობისგან სახეზე ფერი დაჰკარგვოდა და ბოდიშების მოხდას არ წყვეტდა. -არაუშავს, შემთხვევითობა იყო ამდენ ბოდიშს რატომ იხდი? თან ნახე სასწაულად ცხელა, ფაქტიურად გავგრილდი, ნუ ღელავ აქვე ვცხოვრობ სწრაფად მივალ სახლამდე.- მისი დამშვიდების მცდელობამ გაამართლ და სახეზე ფერიც დაუბრუნდა. -მე ნიტა მქვია, უხერხულად ვგრძნონ თავს, თუ გაქვთ დრო იქნებ საღამოს სადმე კაფეში გავსულიყავით?- მავედრებელი მზერით გამომხედა, უარი ვერ ვუთხარი, რატომღაც არც მქონდა უარის თქმის სურვილი, დავეთანხმე და ნომრები გავცვალეთ. ………………………………………………………. კაბის ჩაცმა გადავწყვიტე, დიდიხანია სარაფნები სადღაც, უჯრის კუთხეში მაქვს შენახული და მათი გამოღება დღემდე აზზრადაც არ მომსვლია. თეთრ ყვავილებიან კაბას ვიღებ და ამავე ფერის “ბალერინებს” ვუხამებ. ნიტა ზედმეტად საინტერესო მოსაუბრე და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, საერთო ენა მარტივად ვიპოვნეთ. ბავშვობიდან კომუნიკაბელური ვიყავი, დედის დაკარგვის შემდეგ თითქმის შევწყვიტე საუბარი, მეგობრებთან/ნათესავებთან კომუნიკაცია და მალევე თბილისიდან ურეკში გადმოვსახლდი. ყველანაირი სოც.ქსელი გავაუქმე, ნომერიც გამოვცვალე და ყველა ირგვლივ მყოფი ჩამოვიშორე.. ეხლა რას ვაკეთებ? არვიცი, ალბათ უცნობის რჩევას ვითვალისწინებ და ცხოვრებას თავიდან, ახალი ფურცლიდან ვიწყებ.. დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადის, ნიტას თითქმის ყოველდღე ვნახულობ, საღამოს ან კაფეში ვართ ან სანაპიროზე პატარ-პატარა პიკნიკებს ვაწყობთ, მასთან დროის გატარება მომწონს, დილით გაღვიძებული ენერგის მოზღვავებას ვგრძნობ, საღამოს დაღლილს და მოთენთილს კი იმდენად სწრაფად მეძინება ფიქრები ჩემს შეწუხებას ვეღარ ასწრებენ დილით კექსის გაკეთება გადავწყვიტე, დედას რეცეპტების წიგნი მოვძებნე და საქმის კეთებას, ხმამაღალი სიმღერის ფონზე შევუდექი. ტელეფონზე, უცხო ნომრისგან მესიჯი მოდის. “ვარდისფერი კაბა ყველაზე მეტად გიხდება. ძალიან ბანალური ვიქნები თუ გეტყვი რომ ზედმეტად ლამაზი ხარ?” დინამიკში tom odell ის სიმღერა იწყებს დაკვრას.. -you look so pretty pretty like the sun i could watch forever while you shine on everyone.. დინამიკებს ხმას ვუწევ, ეს ყველაფერი ოდნავ მაკვირვებს. საინტერესოა.. ვინ შეიძლება იყოს? მესიჯს უპასუხოდ ვტოვებ, მალევე კარზე ზარის ხმაც ისმის. -ლილია, როგორ ხარ? მაპატიე, დაუპატიჟებლად რომ შემოგეჭერი, ტელეფონზე ვერ გიკავშირდებოდი.- კართან ნიტა იდგა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. -ნიტა, რამდენჯერ გითხარი არანაირი ბოდიში მაპატიე და მსგავსი, ხომ გითხარი როცა შეძლებ მესტუმრეთქო- ვცდილობ ოდნავ გავუბრაზდე, მივახვედრო რომ პირიქით მისი მოსვლა მიხარია. -ვაიმე, რაკარგი სუნიიააა -ლიმნის კექს ვაკეთებ, ყავა თუ ჩაი? -ჩაი, ლიმნით - უკან მომყვება. -მოკლედ, დღეს ჩემი რამდენიმე მეგობარი ჩამოდის, შეკრებას ვაპირებთ, იქნებ მოახერხო და ჩემთან ერთად წამოხვიდე? ძალიან კარგი ადამიანები არიან, გპირდები? ყველა მოგეწონება- ისევ ისეთი მზერით და თვალებით მიყურებს, უარს რომ ვერ ვეტყვი. -ხო მაგრამ, სამეგობრო იკრიბებით, არავის ვიცნობ შენს გარდა და უხერხული არ იქნება?- ვცდილობ არ წასვლის მიზეზი მოვნახო. -არა, პირიქით გაუხარდებათ შენი გაცნობა, გთხოვ. -კარგი, გნებდები, გამომიარე და ერთად წავიდეთ. …………………………………………………………… ატალსის ლურჯ ქვედაბოლოს თეთრ გრილ მაისურთან ერთად ვიცმევ, არჩევანს კი ისევ თეთრ “ბალენირებზე” ვაკეთებ. ნიტას ფრიალა სარაფანა ძალიან უხდება, კომპლიმენტს ვეუბნები და ერთად ვტოვებთ სახლს. პატარა, მყუდრო ბარში აღმოვჩნდით, ხალხმრავლობაა მაგრამ, იმდენად არა რომ შეგაწუხოს, ნიტას მაგიდისკენ მივყავარ სადაც რამდენინე ადამიანი ზის. -როგორ ხართ ? გაიცანით ლილია, ჩემი მეგობარი. მართლაც სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, ცოტ-ცოტას სვამდნენ, საუბარში მალევე ამიყოლიეს და ის რამდენიმე წუთიანი უხერხული შეგრძნებაც, სადღაც შორს მოვიტოვე. -ნიკა ძმა, რაღაცას გეტყვი და არ გადაფსიხდე- შეპარვით იწყებს ლევანი. -ეხლა რაღა მოიფიქრე? რახდება?- ნიკას ცანცარისგან მობეზრებული, თვალებს ატრიალებს. -ფრთხილად გაიხედე უკან, ნახე ეს თეო არარის? ვიღაც ბიჭს რამისაა კისერზე ჩამოეკიდოს- მოჩვენებით გაოცებით იძახის. ფეხზე დაფეთებულივით ხტება ლევანი და არემარეს გაფაციცებით ათვალიერებს, ნიკას გულიან ხარხარზე ხვდება რომ გაასულელეს, ნიკას ემუქრება და დასარეკად გარეთ გადის. ამ სიტუაციაზე დანარჩენებსაც გვეცინება იქამდე სანამ მაგიდას უცნობი მაგრამ, თითქოს ნაცნობი პიროვნება არ უახლოვდება. რაღაც, ნაცნობი შეგრძნება მეუფლება, ნაცნობ სუნამოს სურნელს ვგრძნობ მაგრამ, ვერაფრით ვიხსენებ რატომ ან საიდან მეცნობა. რამდენიმე წამით მიყურებს და მიღიმის. ეს ღიმილიც რომ მეცნობა?.. -იო სადხარ ამდენხანს? გირეკავ და გამორთული გაქვს, გადავატრიალე მთელი ქალაქი, ძმაკაცი ხოარ მომტაცესთქო- არ წყვეტდა საუბარს ნიკა. -შენ გაჩუმების ღილაკი, არ გაგაჩნია? - შეუტია ვივიკომ. -რატომ მერჩი ვივიკო ძვირფასო? ვიცი რომ ჩუმად მეტრფი, არ უნდა სიყვარულს მალვა- ხელს ხვევს გვერდით მჯდომ გაბრაზებულ ვივიკოს. -ჭკუასუსტო, ეგ პირიქითაა “სიყვარულსა მალვა უნდა” -მერე, შენ არ დამალო, თორე სხვა რომ მალავს ეგ კი ვიცით- ეშმაკურად ახედა იოს. -რამდენს ლაქლაქებ? იო გაიცანი ეს ლილიაა ჩემი მეგობარი.- ერთმანეთის გაცნობა ისევ ნიტამ ითავა. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. ყველაფერი კარგად მიდის, იოანე ხმას იშვიათად იღებს, გონებას ვძაბავ და მაინც ვერ ვხდები საიდან მეცნობა, ერთ ჭიქა არაყს ვცლი და ცოტახნით ჰაერზე გავდივარ აივნის მოაჯირს ვეყრდნობი, გრილია ჰაერი მსიამოვნებს. -ცოტა მეწყინა- რამდენინე წუთში ისიც გამოდის და გვერდით მიდგება. -ვერ მივხვდი? -რომ ვერ მიცანი, ოდნავ მეწყინა- ოხ ეს ღიმილი.. -არვიცი, გიცნობთ?- აღელვებას ვერ ვმალავ. -გამარჯობა, მე უცნობი ვარ სანაპიროდან- იცინის. -გასაგებია, სასიამოვნოა მე ლილია ვარ, თქვენი ყოფილი პაციენტი - საპასუხოდ ვუღიმი. -შედარებით უფრო დიდი ხანია, რაც გიცნობ.. -მე რომ გიცნობდეთ, მემახსოვრებოდით, არვიცი “გიცნობ” ში რას გულისხმობთ, იქნებ მხოლოდ სახელს და გვარს?- ურცხვად ვატყუებ. -შენზე, გაცილებით მეტ ინფორმაციას ვფლობ, ვიდრე შენ გგონია.. ღიმილს რატომ არ წყვეტს? -მაინც, რა იცით?- ინტერესი მიპყრობს. -მაგალითად ის რომ, ყვავილები გიყვარს, ყვავილის სახელი გქვია რომელიც დედამ შეგირჩია, ბავშვობიდან კაფის გახსნაზე ოცნებობ რომელსაც “un fiore”ს დაარქმევდი რონელიც ასევე ყვავილს ნიშნავს, გიყვარს მუსიკა და შეგიძლია ყველანაირი ტიპისას უსმინო, ქართული სიმღერებიდან განასკუთრებულად გია ყანჩელის და ჯანსუღ კახიძის შემოქმედებებს უსმენ, გაზაფხულის იმიტომ მოგწონს რომ იასამნების სეზონია, და გიყვარს ყველაფერი რასაც ყვავილის პრინტი აქვს.. მართალი ვარ? -თვალებს არ მაცილებს. გაკვირვებისგან ადგილს ვერ ვპოულობ, ვშეშდები და სახეზე ალბათ ფერები მეცვლება. -შენ რა.. მანიაკი ხარ?- იმ კითხვას ვსვამ, რაც პირველი მომდის თავში. -იცი ერთხელ, მშობლებმა დასასვენებლად სოფელში გამიშვეს, გაზაფხულის ბოლო თვის დასაწყისი იყო, მეზობლის ღობიდან იასამნის დიდი ხე იწონებდა თავს, ღობეზე ავცოცდი და რამდენიმე ტოტი იასამანი მოვტეხე, ჩამოსულს, ქერა ხუჭუჭებიანი გოგო დამადგა თავს. წარსული. -შეყვარებულისთვის მიგაქვს? -უდარდელად კითხულობს. -არა, ბებიასთვის. -იცი როგორ უნდა მოუარო რომ მალე არ დაჭკნეს? -არა, არვიცი. -ცივ წყალში ასპირინის ტაბლეტს გახსნი, კარგად აურევ, იასამნებს ზედმეტ ფოთლები მოაცილებ და პირვანდელი სახეს დიდხანს შენარჩუნდება.- დედისგან ნასწავლი ხერხი, უცნობსაც გაუზიარა. -მადლობა, რაგქვია? -ლილია. -ლილია? როგორც ყვავილს? -კი როგორც ყვავილს, დედამ ასე გადაწყვიტა. -ლამაზი სახელია ლილია, მე იოანე ვარ. იმ საღამოს არავის გახსენებია ბებიასთან მისატანი იასამნები, ბევრი ესაუბრა ახლად გაცნობილს, საკუთარი ოცნებებიც გაანდო და მეორე დღეს, ზუსტად იმ ადგილას, იასამნის ხესთან დათქვეს შეხვედრის დრო. …………………………………………………………… -გაგახსენდი? -იცი, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მივდიოდი მაგ ადგილას და გელოდებოდი- გაახსენდა,როგორი ნაწყენი დაბრუნდა სახლში. -მეორე დღეს, თბილისში დაბრუნება მომიწია, ყოველ გაზაფხულს მივდიოდი მაგ იასამნის ხესთან და ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ხუჭუჭა გოგო- -იასამნებს, ისევ ეგრე ინახავ?- რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ხმას იღებს. -კი, პირვანდელ სახეს დიდხანს ინარჩუნებს. -ეხლა იცი რისი დროა? -რისი? -შენ უნდა გამიცნო, დაგელოდები.- ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდება და ლოყაზე კოცნას უტოვებს. …………………………………………………………… -სახლში შესულ მაღალ სხეულს, უკან, ზუსტად მისი “კოპიო” პატარა, ლურჯთვალა ბიჭი მიჰყვება დედის ძაღილით. -დედაა, დეე მოვედით- პატარა თაიგულს, დედას უწოდებს და ლოყაზე მოწყვეტით კოცნის. -დაბადებსიდღეს გილოცავ, ყვავილო- ცოლს მკლავებში იქცევს და სახეს უკოცნის. -თვალებზე ხელი ავიფარო? -მოდი, შენც გაკოცებ.-სიცილით უახლოვდება შვილს. -ოო კარგი რა დე, ხომ იცი არ მიყვარს ეს კოცნა და ჩახუტება- შვილის პროტესტს არცერთი მშობელი აქცევს ყურადღებას, პატარას მკლავებში იქცევენ და აბუზღუნებულს ეფერებიან. სიწყნარეა სახლში, სამზარეულოდან კი ლიმნის არომატული სურნელი გამოდის, სახლის უკანა ეზოს კი სხვადასხვა ყვავილის ნერგები ამშვენებს. …………………………………………………………… გამარჯობაა ვიცი, მგონი ზედმეტად პატარა გამომივიდა და შესაძლოა უფრო ვრცელიც დამეწერა, უბრალოდ ახლა ასე უფრო მომწონს, მივიღებ რჩევებს, მოხარული ვიქნები თუ ოდნავ მაინც მოგეწონებათ ყვავილის ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.