შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილის ფიქრები


19-11-2019, 08:45
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 975

საათს ვუყურებ. დილის შვიდი საათია.
ასეთი ფხიზელი, მგონი, დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. იმდენად ფხიზელიც კი, რომ თვალები დასახუჭადაც არ მემორჩილებიან. წინ ვიხედები, შემდეგ გვერდით, თითქოს სივრცის შესწავლას ვცდილობ.
მხოლოდ სიცარიელეს ვხედავ.
მიზეზი ? - თავადაც არ ვიცი.
ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ საკუთარ თავთან ასე მარტო.
ფიქრების ჯაჭვი მინდა, ქსელად გარდავქმნა, მაგრამ არ გამომდის...
რთული ყოფილა აზრთა ერთ იდეად ქცევა.
მინდა, ვინმეს ველაპარაკო, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა. ალბათ მხოლოდ მეეზოვეს თუ ეღვიძება, მეეზოვეს და მე...
გული ძალიან ამჩქარებია, ან უბრალოდ მეჩვენება.

***
ნეტავ, შემეძლოს საკუთარი ცხოვრება გადავახარისხო, ადამიანები სხვადასხვა თაროებზე განვათავსო, მაგრამ როგორ გამომივა, როცა საკუთარი ტანსაცმლისთვისაც ვერ მიმიჩენია თავისი ადგილი.
ფანჯრისკენ ვიხედე და ვგრძნობ, რომ მალე უფრო მეტად გათენდება, უფრო მეტად ამოვა მზე..
და ეს უცნაური სიცარიელეც გაქრება..
გაქრება სიცარიელე, რომელიც ქმნის ფიქრებს და რომელიც მქნის მე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent