შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი ვიყო ბედნიერი (სრულად)


გუშინ, 01:33
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 936

მაშინ როდესაც შენს წარსულს ამაყად გაუღიმებ, ზურგს შეაქცევ და წინ სვლას განაგრძობ შენი ოცნებისკენ, როცა საკუთარ თავში იპოვი ძალას და რწმენას მიხვდები რომ ბედნიერება თავისით არ მოდის, ის შენ უნდა შექმნა.

ეს არ არის მხოლოდ ერთი სიყვარულის ისტორია. ეს არის ჩანაწერი მეხსიერებაში, მონათხრობი გულის კარნახით.
ზოგჯერ სიტყვებში ვპოულობთ სიჩუმეს, ზოგჯერ ფურცელზე ვტოვებთ ხმას, რომელიც რეალობაში ვერ გამოითქვა.

იქნებ ეს ისტორია იმაზე მეტია, ვიდრე ერთი გოგოს ემოციები...
იქნებ ეს სიყვარულია, რომელიც შენშიც ცხოვრობს...
იქნებ ეს რომანი უფრო რეალურია, ვიდრე წარმოგიდგენია...
[i][/i]
----
რესტორნის წინ ვდგავარ და ვფიქრობ შევიდე თუ არა, გული შიგნით მიიწევს ფეხები კი უკან მრჩება და უკვე მერამდენედ ვბრუნდები იმ კართან მისული. ისევ მოწყენილი მივუყვები გზას სახლისაკენ და მხოლოდ ერთი რამ მინდა ვიყო იმდენად ძლიერი რომ შევდგა ნაბიჯი იმ რესტორანში… ცალმხრივ სიყვარულზე უფრო საშინელი გრძნობა არ არსებობს, ეს გრძნობა ნელა და შიგნიდან გჭამს. შენ გიყვარს ის კი ვერც გამჩნევს, როგორ უნდა შემამჩნიოს როცა ნანახიც კი არ ვყავვარ ვეტრფი მამაკაცს რომელიც სულ სამჯერ ვნახე, ისიც შორიდან.
-ბე, მოვედი! -სახლში შესული მხოლოდ იმიტომ ვეძახი რომ არ შევაშინო.
-სად იყავი ვერო? -ხელებს წინსაფარზე იწმენდს და უცნაურად მაკვირდება.
-წიგნის ყიდვა მინდოდა. -ისევ ურცხვად ვატყუებ ბებიას და ჩემს ოთახში ვიკეტები. ლოგინზე ვარსკვლავის ფორმაში ვწვები და ჭერს ვუყურებ, ისევ იგივეზე ვფიქრობ. ნუთუ ცალმხრივი სიყვარულით ტანჯვა ოჯახურია, იმ დღის შემდეგ ვხედავ მამას თვალებში ჩამქრალ სხივს რაც დედამ მიგვატოვა… ჰო ასე ადგა და წავიდა სულ პაწაწინა დამტოვა, რა დავუშავე?! მე არაფერი დამიშავებია მისთვის იმის გარდა რომ გავჩნდი. არასოდეს მოვუსმენ რომც დაბრუნდეს, რადგან ვთვლი რომ არცერთი მიზეზი არ ამართლებს დედას რომელიც ბავშვს რამოდენიმე თვისას ბებიასთან და მამასთან დატოვებს. ისევ ბებიაჩემის ხმა მაწყვეტინებს ფიქრებს.
–ვერო ბებია მე ლამარასთან უნდა გადავიდე და საჭმელს მიხედე არ მიიწვას. -ბებიას მხოლოდ თავს ვუქნევ და სამზარეულოში შევდივარ, ლიმონიან ჩაის ვიკეთებ და ფანჯარაზე ვჯდები. მერე ის დღე მახსენდება პირველად რომ დავინახე, ჩემი მეზობელი ნატა მოაცილა სახლში და მანქანაში ჩაჯდომისას ზემოთ ამოიხედა აი მაშინ დამატყვევა, მეოთხე სართულიდანაც კი კარგად გავარჩიე მისი სახის ნაკვთები რომელიც ჩემში აღიბეჭდა, მისი ჭაობისფერი თვალები... მას შემდეგ ველოდი მეორედ როდის დავინახავდი, რომ აღარ მოვიდა ვითომ შემთხვევით ვკითხე ნატას ვინ იყო ის სიმპათიური ბიჭი რომ მოგაცილა თქო და იმანაც ალალად მითხრა ვატოს მეგობარია უჩა ათანელიო, მეც მაშინვე დავძებნე და ჩემი ღვთაებრივი, ღმერთკაცი და მაშინვე ვიპოვნე, მეგონა რომ 18 წლის ბავშვის ახირება იყო მაგრამ აგერ უკვე სამი წელია, დღითი დღე უფრო მიზიდავს. მის ლანდად არ ვქცეულვარ ისიც კი არ ვიცი ვინმე ხომ არ ყავს... -ბებო მოვედი, ვერო რამდენჯერ გითხარი მანდ ნუ ზიხარ არ გადავარდე.
-ოოო, ბებიკო არაფერი მომივა ხომ იცი.
-დღეს კიდევ გადიხარ?
-არა სახლში ვარ, რამე გინდოდა?
-ნატამ გიკითხა...

*ვერო გცალია?
*კი ნატ რა ხდება.
*შენი დახმარება მჭირდება.
*ამოვიდე თუ ჩამოხვალ?
*ამო რა.

ნატასთან ასვლა ჩემთვის ნეტარება იყო, რადგან უჩაზე ვეკითხებოდი, ზარი დავრეკე და ველოდებოდი როდის გამიღებდა ნატა, კარი ვატომ გამიღო.
-ვერო, როგორ ხარ? -ვატო ნატას ძმა და უჩას მეგობარია, რეალურად უჩაა ვატოს მეგობარი რადგან ის არის ჩემი მეზობელი და უკვე მეგობარიც.
-კარგად, ვატო შენ? -სახლში შევდივარ და მისაღებში ვჩერდები.
-მეც კარგად, როგორ მიდის შენი სწავლის საქმე? დაგღალა ხომ ჩემმა დამ არ გაცდის რომ მშვიდად ისწავლო.
-არა, მიხარია რომ ვინმეს მაინც ვეხმარები, თან ლია ისეთი ლექტორია არ უყვარს როცა სტუდენტი ეუბნება რომ რამე ვერ გაიგო, ზედმეტად მკაცრიც კია… შენი საქმეები როგორ მიდის?
-რავი, ჩემი მეგობრის რესტორანში ვმუშაობ, რესტორნის მენეჯერი ვარ… ყავას ხომ დალევ?
-კი.. ნატა სად არის?
-ლამარამ დაუძახა წნევა გამიზომეო… თავი მოგაბეზრე? -ძალიან საყვარელი ბიჭია ვატო და არამგონია ოდესმე ვინმეს მობეზრდეს მასთან საუბარი მაგრამ რაღაც არ მასვენებდა და მაფორიაქებდა, ამ წამს თორემ ზოგადად მიყვარდა ვატოსთან საუბარი… ოთახში რაღაცის მსხვრევის ხმა რომ გავიგე და ვატომ დაიყვირა გავშეშდი. -უჩა, რა დაამტვრიე? -ის აქ იყო, ახლა ვნახავდი, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით პირველად პირისპირ.
-შენი სუნამო, დამივარდა და დაიფშნა… -ოთახიდან წელს ზევით შიშველი უჩა გამოვიდა და სიტყვა გაუწყდა ჩემს დანახვაზე, წამში შემცირდა ჰაერი ოთახში და ვიგრძენი საშინელი სიმხურვალე სხეულში, სუნთქვა შევწვიტე და ალბათ გაფართოებული თვალებით შევცქეროდი მამაკაცს, რომელიც ჯიუტად იდგა და ოთახშიც არ ბრუნდებოდა… ვატოს არცერთი ვახსოვდით, თავისი საყვარელი სუნამოს სანახავად გავარდა, მინდოდა თვალი მომეშორებინა მისთვის მაგრამ ვერ ვახერხებდი, მთელი ჩემი არსება ახლა მას ეხებოდა, მის დაკუნთულ სხეულს, მკერდზე და მუცელზე დავასრიალებდი თითებს, ბოლოს უჩა უფრო ადრე მოვიდა აზრზე და ოთახიდან მესმოდა ხმა როგორ უბრაზდებოდა ვატოს ვინმე თუ იყო რატომ არ მითხარიო…. მთელ გონებას მოვუხმე ხელები დავიმორჩილე და ვატოს დავუძახე.
-ვატო, რამით დაგეხმარო?
-მანდ ცოცხი და აქანდაზი უნდა ქონდეს ნატას და შეგიძლია მოიტანო? -ჩემ და საბედნიეროდ ნატა შემოდის და ის მიდის ვატოს დასახმარებლად მე კი აივანზე გავდივარ და ვცდილობ, ნოემბრის სუსხმა მაინც ჩამიცხროს ეს შინაგანი ცეცხლი... ჩემს თავს ვამხნევებ რომ მეტჯერ ასე აღარ მოუვიდეს და აღარ გაშტერდეს მის წინაშე, მე კი მაგრამ უჩას რა ჯანდაბა დაემართა რატომ გაშეშდა ისიც ჩემთან ერთად... ჩემს ზურგს უკან კარი იღება, უცნაური და საშინლად სიამოვნო სუნამოს სუნს ვგრძნობ, ჩემს გვერდით მოაჯირს ზედმეტად ახლობელი და ნაცნობი ხელები რომ ეჭიდება, მინდა გავხედო მაგრამ მეშინია ჩემი წარმოსახვა არ იყოს...
-ვატომ არ გაგვაცნო ერთმანეთი, მე უჩა მქვია, უჩა ათანელი. -ღმერთო ხმაც როგორი ღვთაებრივი აქვს.
-ვერონიკა, ვატოს და ნატას მეზობელი ვარ, მე და ნატა ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობთ და დახმარება მთხოვა... ღმერთო რამდენს ვლაპარაკობ. -ვხედავ როგორ ეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში და ვხვდები რომ დროა გავიქცე სანამ ისევ გავშტერდი.
-ანუ შენ და ნატა კურსელები ხართ?
-არა მე მესამეზე ვარ, ნატა მეორე კურსზეა. -თვალი გამირბის და ვხედავ როგორ აქვს ვატოს ზედატანი გამოტკეცილი, მგონია რომ მალე შემოასკდება და ნაფლეთებად იქცევა, ამხელა სივრცეშიც კი მის გვერდით ჰაერი მეცოტავება და სუნთქვა მიჭირს, ნატა გამოდის და ჩვენი მოკლე დიალოგიც წყდება.
-უჩა შენი პერანგი გაშრა, შეგიძლია ჩაიცვა.
-მადლობა ნატ, ნახვამდის ვერონიკა. -როგორ ღვთაებრივად ჟღერს მის ბაგეებს მოწყვეტილი ჩემი სახელი.
-ვერო შენ არ შემოდიხარ? ჩემი ბობოქარი ძმის არ შეგეშინდეს შეიძლება უჩა მიახრჩოს ამ სუნამოზე გიჟდებოდა შიომ ჩამოუტანა ლონდონიდან... ლიამ გაჭედა დღეს ქვიზზე ვერაფერი ვერ დავწერეთ და ასეთი სულელების კურსი არ მყოლიაო, საერთოდ არ მისმენთ დაფრინავთო.
-მაგან ეგრე იცის მე აგიხსნი და აღარ გაგიჭირდება... -ნატას მასალები ავუხსენი და მერე მთხოვა რაიმე ფილმი გვენახა, მეც დავთანხმდი და მასთან შემოვრჩი გვიანობამდე.
-ახლა ვიცი უჩა იდარდებს ამ სუნამოზე, ვატო კიდე უფრო გააწვალებს.
-ძვირი ღირდა?
-ფასზე არ არის, შიოს ნაჩუქარი იყო შიო შავთვალიშვილი კი ასე უბრალოდ არავის არაფერს ჩუქნის.
-ეგეც ვატოს მეგობარია?
-კიი და უჩას მეწილეა რესტორნის ნახევარი მაგისია.
-ყველა ასეთები არიან?
-სიმპათიურები? -ნატას კითხვაზე მეცინება.
-ხო, უჩასნაირები არინ?
-უჩა, ყველაზე კარგია, ვხუმრობ ყველა ერთმანეთზე კარგები არიან, შიოს შვილი ყავს ცუდად ბოლო პერიოდია ვეღარ არის ისეთი როგორიც ადრე, უჩა ყოველთვის სერიოზული, უხეშია და სულ წარბშეკრული დადის. აკაკი ამათ შორის ყველაზე საყვარელი და ბავშვურია, ილია კი... -სიტყვა უწყდება და სახეზე სიწითლე ურბენს, ღიმილი მეპარება და ვხვდები რას გრძნობს ილიას მიმართ.
-მოგწონს?
-ის ბავშვად აღმიქვამს, ის ყოველთვის ერიდება ჩემს მოცილებას სახლში... ახლოსაც კი არ მიკარებს.
-იქნებ მასაც...
-არ მინდა ამაზე ვიფიქრო, ისეთები არიან ესენი შეჭამენ ილიას უცებ რომ მოვწონდე.... არაფერს მაცდიან, ამათი წყალობით ბედნიერი ვერ ვიქნები. -ნატას აკანკალებული ხმა რომ მესმის, ხელებს მაგრად ვხვევ და გულში ვიკრავ, ისეთივე უმწეოა როგორც მე როცა უჩაზე ვოცნებობ და ვიაზრებ რომ მათ ახდენა არ უწერია... -ოფიციანტის ვაკანსია აქვთ და ვთხოვე ვატოს ვიმუშავებ თქო და სწავლას უნდა მიხედოო, მე აქ რისთვის ვარო, ყოველთვე დაგისვამ თანხას ბარათზე ხელფასივითო.
-მეც არ მამუშავებს?
-კოლეჯი, უნივერსიტეტი და კიდევ მუშაობა გინდა?
-მინდა, მაგრამ არც ის მინდა რომ მხოლოდ იმიტომ ამიყვანონ რომ ვატოს მეგობარი ვარ.
-რომ მოვა დაელაპარაკე, უარს არ გეტყვის.

*ვატო ვიცი ტელეფონით არ უნდა გესაუბრებოდე ამაზე მაგრამ ნატასგან გავიგე ვაკანსიაზე.
*ხვალ მოდი გასაუბრებაზე, ხომ იცი როგორ გამეხარდება თუ ჩემთან ახლოს იმუშავებ.
*მადლობა, საუკეთესო ხარ.
*ისევ ჩვენთან ხარ?
*კი, ფილმს ვუყურებთ.
*დარჩი რა დღეს, სახლში არ მოვალ და არ მინდა მარტო იყოს, ეგ კიდე ლამარასთან არ შედის.
*დავრჩები.
*ხვალ სამზე გელოდები, გასაუბრებაზე თუ გეცლება თუ არა და დრო მომწერე.
*ხუთზე რომ მოვიდე სამზე კოლეჯის ლექცია მაქვს.
*იყოს ხუთზე და ჭკვიანად.

-დღეს შენთან ვრჩები ნაწკა.
-ვერ ვიტან ეგრე რომ მეძახი, მაგრამ მიხარია ჩემთან რომ რჩები. -ნატას მისი და ვატოს ალბომები გამოაქვს და ვატოს ალბომში არ მოიძებნება ბავშვობის ფოტო სადაც მარტოა, სულ ერთად არიან ოთხეული... უჩა ბავშვობაშიც ისეთი სერიოზული იყო როგორც ახლა, არც მაშინ იღიმოდა მაგრამ დღეს რომ გამიღიმა?! უნდა ვაღიარო ორივეს ძალიან მივეჩვიე, ვატოსაც და ნატასაც იმ დედმამიშვილებად მივიღე რომ არ მყავს ან იქნებ მყავს იმ ქალისგან ვინც გამაჩინა... ჩვენ სამივე კი ვიქეცით ლამარას არ არსებულ შვილიშვილებად, ჰო ვინც უყვარდა იმას ელოდებოდა და არ გათხოვდა ის კიდე ჯარიდან აღარ დაბრუნებულა, ზოგჯერ მგონია რომ სიყვარული მხოლოდ ტკივილი და მარტოობაა. -ლამარას დავხედავ და შემოვალ კარგი?
-გამოგყვე?
-არა, შეგიძლია სარეცხი ჩართო? -სარეცხის მანქანაზე ის ზედა დევს უჩას რომ ეცვა ინსტიქტურად ვიღებ ხელში და მის სურნელს ვყნოსავ, თვალებს ვხუჭავ და კიდევ ერთხელ წარმოვიდგენ აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ უჩას, როგორ დასთამაშებდა ღიმილი სახეზე... ზედას თავის ადგილზე ვაბრუნებ და სარეცხს ვრთავ, ისევ მისაღებში ვბრუნდები, ნატას ტელეფონი რომ გაენთო ინსტიქტურად დავხედე და ეკრანზე გახსნილი მიმოწერა შემომეკითხა.

*კარგად მუშაობ ნატუშ.
*კიდევ ისე ბობოქრობს?
*არა მაპატია, მარტო ხარ?
*ვერო რჩება ჩემთან.
*ჭკვიანად, შენს ძმას მივხედავ და იმასაც გპირდები.

უჩას მონაწერზე მეღიმება, ანუ იცის რომ ნატას ილია მოწონს და ასე მშვიდად არის, არც ისეთი უხეშია როგორიც ერთი შეხედვით ჩანს... ნატა ბრუნდება და ისე ვიქცევი თითქოს არაფერი წამეკითხოს.

დილიდან მთელი სხეული მიცახცახებს, იმის მოლოდინით რომ თუ ამიყვანეს უჩას ნახვა ხშირად მომიწევს... იქნებ ეს ბავშვური ტრფობაც გაქრეს, მაგრამ როგორ გაქრება როცა გუშინ მისი და ნატას მიმოწერის წაკითხვისას ჩემი გული უფრო გათბა მის მიმართ, დილით ისე გამოვვარდი არაფერი მიჭამია, მერეც ვერ მოვასწარი რამე მეყიდა მაინც, უნივერსიტეტი, მერე კულინარიის კურსები და ახლაც ვატოსთან გავრბივარ გასაუბრებაზე, რესტორნის კარებთან რამოდენიმე წამით ვჩერდები, მე თვითონაც არ მჯერა რომ აქ ფეხი შემოვდგი... იქვე მდგარ ბიჭს ვუთხარი ვატოსთან ვარ თქო და ისიც გამიძღვა დარბაზის ბოლოში, ისე მივაბიჯებდი თითქოს ჩემი ფეხით ავდიოდი გილიოტინაზე... სხეული ზუსტად ისე მიფორიაქებდა როგორც გუშინ, კაბინეტის კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ და ისე ვაღებ თითქოს შესვლა არ მინდა, რომ შევდივარ ვატოს გარშემო ოთხი მამაკაცი დგას, არ მახსოვს მაგიდამდე როგორ მივდივარ მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მხოლოდ ერთს ვხედავ, მხოლოდ მის მწვანე სფეროებს ვუყურებ და გარშემო ყველა და ყველაფერი ქრება და მხოლოდ მე და ის ვართ, ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ და ხელით ვეძებ სკამს რომ ჩამოვჯდე ისე რომ უჩას თვალებს წამითაც არ ვაშორებ... ღმერთო ალბათ როგორი საცოდავი დასანახი ვარ, ვიღაცის ხელი რომ მეხება აზრზე მოვდივარ და მის თვალებს ვწყდები, მაღალი მამაკაცის ხელებს დავყურებ, ჩამოჯდომაში რომ დამეხმარა ის ისევ იქ დგას ვატოს უკან კედელთან.
-ვატო ეს გოგო თუ გასაუბრებაზე ასე ნერვიულობს შეიძლება მომხმარებელი რომ ეჩხუბოს გონება დაკარგოს. -იმ ბიჭისკენ ვიხედები ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის, ჩემს პირდაპირ რომ ზის და მთელი სახე უღიმის.
-აკაკი, ნუ გეშინია ვერო იმაზე ძლიერია ვიდრე ჩანს.... ეს ვეროა ჩემი მეზობელი, ნატას მაშველი რგოლი... თუ ჩვენს საუბარს მოვრჩით ვეროს გავესაუბრები.
-შენ გაყევი ვატო მე დაველაპარაკები და გავაცნობ სიტუაციას. -ჩემს გვერდით მდგომი მამაკაცის ხმა მესმის... უჩა ისევ ისე დგას და მე მიყურებს ნეტა გაძეგლდა?!
-შენც წადი შიო მე ვაჩვენებ რესტორანს. -ჩემი ღვთაებრივი ბარიტონის პატრონი როგორც იქნა ხმას იღებს და ჩემს პირდაპირ მჯდომ აკაკის აგდებს სავარძლიდან რომ თვითონ დაჯდეს... აზრზე მოსვლას ძლივს ვახერხებ აქამდე ჩუმად მყოფი და ჩემს გვერდით მდგომ შიოს ვუღიმი.
-მადლობა დახმარებისთვის. -ისიც თავს მიკრავს, მიღიმის და მშვიდად გადის კაბინეტიდან, მაგრამ აკაკი მაინც ვერ ისვენებს.
-უჩა ამ გოგოს ნუ შეჭამ, ჯერ კიდევ გჭირდება თანამშრომლები. -უჩას სახეს და აწეულ წარბს რომ უყურებს აკაკი სიცილს იწყებს და კოცნას უგზავნის, მეც მეცინება მის ქცევაზე.
-ასე არ ჯობია ვერონიკა? ისე ხარ უკვე ათი წუთია დაძაბული მეგონა აქედან გაიქცეოდი.
-არა უბრალოდ მე მხოლოდ ვატოს ველოდი აქ.
-შეგაშინეთ? კაციჭამიები არ ვართ დამშვიდდი.
-არ შემშინებია, უბრალოდ...
-კარგი ვერონიკა, წამოდი რესტორანს გაჩვენებ.. მე და ვატო ასე შევთანხმდით რომ მოხვალ როცა გინდა და იმუშავებ ექვსი საათიდან, თორმეტ საათამდე... სახლში სამსახურის ტრანსპორტი წაგიყვანს, რაიმე კითხვა ხომ არ გაქვს?
-ასე ცოტა დრო რატომ?
-როგორც ვატომ მითხრა უნივერსიტეტთან ერთად კოლეჯშიც სწავლობ და არ გვინდა ხელი შეგეშალოს სწავლაში.
-მადლობა და ნატას რატომ არ მიეცით მუშაობის უფლება. -ისე უცებ ვუშინაურდები და მეხსნება დაძაბულობა მეც მიკვირს.
-ნატასთან მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასაც ვფიქრობ რომ თუ დამოუკიდებელი იქნება კარგია და ამ თემაზე ვატოსთანაც ვმუშაობ... იქნებ ილიას ოფისში დამხმარედ რომ იმუშაოს ამაზე მაინც დავითანხმო. -მის სიტყვებზე ისევ მეღიმება თან ალბათ ყურებამდეც რადგან უჩა უცნაურად მაკვირდება. -ანუ იცი?
-რა?
-კარგი არაფერი...
-დროებით ვერონიკა, ხო მართლა ფორმა შეგიძლია აიღო, აი იქ.
-მადლობა და დროებით.

ისეთი ბედნიერი გამოვდივარ რესტორნიდან რომ მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა მე ეს შევძელი... ტელეფონს ვიღებ და ლედის ვურეკავ.
-მითხარი რომ დღეს კოლეჯში უმიზეზოდ არ მიმატოვე.
-ოოო, მილედი შენთვის ისეთი ჭორები მაქვს.
-მოვდივარ, შენთან და იცოდე არ გავიგო მერე აქ ვერ მოგიყვები.
-მეც მივალ მალე. -ჩემს წინ უჩას მანქანა რომ ჩერდება ტელეფონი ხელში მიშეშდება...
-სახლში მოდიხარ?
-კი, სახლში მივდივარ.
-გაგიყვან, ნატასთან რაღაც საქმე მაქვს. -კარს ვაღებ და წინ ვჯდები, არ ვუყურებ ვხვდები არც ის მიყურებს არც საუბრის წამოწყებას ცდილობს მე კი მისი სურნელით ვტკბები და გზას ვუყურებ. -კოლეჯში რა პროფესიას სწავლობ?
-კულინარიის ხელოვნებას.
-ანუ მომავალში ჩემი კოლეგა იქნები... ორივე ისეთი პროფესია გაქვს არჩეული რომ დიდი შრომა სჭირდება.
-კულინარია გასართობად ვისწავლე ისე კი ყოველთვის მასწავლებლობაზე ვოცნებობდი.
-ბავშვები გიყვარს ვერონიკა?
-სიგიჟემდე, მინდა რომ მათთვის საყვარელი მასწავლებელი ვიყო.
-იქნები, ისეთი მუხტი მოდის შენგან შეუძლებელია ბავშვებს არ შეუყვარდე. -მისი სიტყვები ამ სამყაროდან მწყვეტს და სადღაც შორს მივყავარ... როგორც კი მანქანას აჩერებს მაშინვე გადავდივარ რომ სუფთა ჰაერზე გონს მოვიდე და რამე სისულელე არ გავაკეთო, ლედი ჩემს კორპუსთან დგას და სახეზე იმხელა გაოცება ესახება რომ არ მინდა უჩამ ეს შენიშნოს და სწრაფად ვქაჩავ რომ სადარბაზოში შესვლა მოვასწროთ.
-სად მიმარბენინებ ვერო?
-წამო ფეხით ავიდეთ, სახე დაალაგე ხო უჩაა, კი მან მომიყვანა მაგრამ სახე უნდა დაალაგო.
-ჯობია შენ დაალაგო მკვდრის ფერი გადევს.
-წამო ფეხით ავიდეთ, ის ლიფტით ამოვა.
-ვერა ხარ შენ მეოთხეზე ფეხით რა ამიყვანს.
-მე წავალ, შენ ლიფტით ამოდი... -მეორე სართულზე ნაბიჯების ხმა რომ მეწევა მინდა მოვტრიალდე და ლედის გამარჯვებული მზერით შევხედო მაგრამ ხელში უჩა მრჩება.
-სად გაიქეცი ვერონიკა?
-ჩემი მეგობარი იყო სადარბაზოსთან და მასთან.
-ახლა სად არის?
-ლიფტით ავიდა, მე ფეხით მირჩევნია...
-დღეს გასაუბრებაზე ცუდად რატომ გახდი?
-ხომ გითხარი არ ველოდი, რომ ვატოსთან ერთად ყველა იქ იქნებოდით.
-მარტო მე რომ ვყოფილიყავი?
-ალბათ ასე არ ვინერვიულებდი... -ისევ იღიმის და ჩემს კარებთან მდგომ ლედის უსწორებს მზერას.
-დროებით ვერონიკა.
-დროებით უჩა. -ლედი ხელს მკრავს და სახლში მაგდებს...
-რას ჭუკჭუკებდით კიბეზე?
-არაფერს.
-ყველაფერს მომიყვები დეტალებში, ამ კაცის დანახვაზე გული გეპარებოდა ფოტოშიც კი. ახლა კი მასთან ერთად მოსეირნობ კიბეზე, ჯერ სახლში მოგიყვანა. -ლედის გუშინდელიდან მოყოლებული ყველაფერს დეტალურად ვუყვები და სახეზე ათასი ემოცია ეხატება. -ანუ ზეგზუალური ძმაკაცები ყავს?
-დაწყნარდი, კი ყავს მერე?
-მერე შენც სხვა შეგემჩნია რომელიმე რაღა ამაზე გეპარება გული.
-აუუ, იდიოტი ხარ რა... წადი შენს ქრაშს მიხედე, ხო და ლექტორის დაქრაშვა არ შეიძლება.
-იკა უბრალოდ ლექტორი არ არის... კი არ ვქრაშავ ვეტრფი, როგორც შენ უჩას.. მაგრამ შენ შანსი მაინც გაქვს მე კი ირაკლისთან შანსიც არ მაქვს ზედაც არ მიყურებს.
-მე ხომ მუხლებში მივარდება რა უჩა.
-გელაპარაკება მაინც.
-ეგრე შენც გელაპარაკება ირაკლი, თან ყველაზე მეტს გელაპარაკება... თაირიშვილი ეს, თაირიშვილი ის, ასე არა ეს ინგრედიენტი უფრო უხდება. დანარჩენ ხუთ ადამიანს კურსზე ჩვეულებრივად გვაიგნორებს.
-ნუ იგონებ ვერო, ჩემგან ყოველთვის უფრო მეტს ითხოვს თქვენთან კიდე ლმობიერია.
-იმიტომ რომ იცის იმის ნახევარსაც არ აკეთებ რაც შეგიძლია.
-მგონი ვიღაცამ დაგვწყევლა და იმიტომ მოგვწონს ის კაცები ვინც არასდროს შემოგვხედავს.
-კარგი რა ლედი, დაწყნარდი.

პირველი დღე სამსახურში ყოველთვის ამაღელვებელია, თან ასეთი პირველი დღე როცა სამზარეულოში ის არის ვისთვისაც სულს მიყიდი ეშმაკს დაუფიქრებლად, თვალს ვერ ვწყვეტ, აზრზე მოსვლასაც ვერ ვახერხებ მეშინია შეკვეთები არასწორად არ მივიტანო...
-ვერო, ასე ნუ ნერვიულობ.
-ვცდილობ ვატო, მაგრამ პირველი დღეა მაინც.
-მესმის, მაგრამ არავინ ჩამოგახრჩობს დამშვიდდი, ხელები სულ გიკანკალებს.
-ვეცდები. -ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ დავმშვიდდე, ერთერთი გოგონა შეკვეთას მაწვდის და მერვე მაგიდასთან მიშვებს, შეკვეთა რომ მიმაქვს ნაცნობი მამაკაცი თბილად მიღიმის და მეხმარება, მაგიდას რომ ვშორდები შიო ცერა თითს მიწევს და მანიშნებს რომ კარგია...
დღის დასასრულს ვგრძნობ როგორ მტკივა სხეული დაძაბულობისგან, რესტორნის გამოსასვლელში უჩა და შიო რაღაცაზე კამათობენ, მინდა გვერდი ავუარო მაგრამ ვერ ვახერხებ.
-ისევ აქ ხარ?
-თორნიკეს დავეხმარე სკამების დალაგებაში.
-ტრანსპორტი წავიდა.
-ვიცი, ტაქსს გამოვიძახებ.
-მე გაგიყვან.
-არა უჩა, ტაქსით წავალ. -მთელი ჩვენი საუბრის მანძილზე შიო უცნაურად აკვირდება უჩას, ხან მე შემომხედავს და იღიმის.
-ვერო, ყოჩაღ კარგად გაართვი თავი პირველ დღეს.
-შენ რომ არ დამხმარებოდი დამივარდებოდა, ეგ კარგია?
-არაფერი გაგიტეხავს სამაგიეროდ... წავედი მე და დროებით, უჩა ხვალ გნახავ.
-წავედით? -ცოტახანს ისევ, უჩას ვუყურებ არ ვიცი რატომ არ მინდა რომ სახლში მიმიყვანოს, როცა მარტოები ვართ მიჭირს რომ გრძნობებს მოვერიო. -არ მოდიხარ? ვინმემ უნდა მოგაკითხოს?
-ვინმემ ვინ?
-ბიჭმა. -მეღიმება და ნაბიჯს ვდგამ, კარში მატარებს და უკან მომყვება. -არ გიპასუხია.
-ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჩემს ცხოვრებაში ვინც სადმე მაკითხავს ან მივყავარ მამაჩემია.
-მეგონა ამ ასაკში გოგონებს მოწონდათ ბიჭების გადამეტებული ყურადღება.
-რა ასაკში? შენ რამდენის ხარ?
-29-ის.
-ზოგადად, ყურადღება ყველა ადამიანს სიამოვნებს მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა... არც სიყვარული და არც ყურადღება. -არაფერს მპასუხობს, მეც ფანჯარაში ვიხედები და წვიმის ხმას ვუსმენ.
-სახლში რომ შევიარო და ვატოს საბუთები წამოვუღო შენთვის პრობლემა ხომ არ იქნება?
-არა, მანქანაში დაგელოდები.
-თუ გინდა შემოდი, ყავაზე დაგპატიჟებ ან ჩაიზე.
-არა, იყოს ვიქნები აქ. -სადარბაზოში რომ შედის ფანჯარას ვწევ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, სულს მიკრავს მისი სიახლოვე, შემიძლია უსაზღვროდ ვუცქირო მის პროფილს ან თვალებში ვუყურო... ნეტავ მარტო ცხოვრობს?! ჩემი ეგო მეპასუხება, თუ გაინტერესებდა შესულიყავი ხომ გაიგებდი, თვალებს ვხუჭავ და სავარძლის საზურგეს ვეყრდნობი, დაძაბული სხეულის მოდუნებას ვგრძნობ, მინდა რომ არ დასრულდეს მის სურნელს ვგრძნობდე, მის გვერდით ვიყო თუნდაც უბრალოდ ვერ მამჩნევდეს.
-ვერონიკა, ჩაგეძინა?
-არა, დაღლილობამ მძლია და მოვდუნდი.
-დაძაბულობამ დაგღალა თუ მუშაობამ?
-დაძაბულობამ, მთელი სხეულის ტკივილს ვგრძნობ.
-ახლა რაღატომ ხარ დაძაბული? სამსახურს ხომ უკვე მორჩი? ჩემს გვერდით სულ დაძაბული ხარ... ხომ გითხარი უკვე რომ კაციჭამია არ ვარ.
-არა, ეგ რა შუაშია უბრალოდ... -შემთხვევით მისი ხელი ჩემს ხელს ეხება და სიტყვა მიწყდება, აზრები ისევ სადღაც მიქრიან.
-უბრალოდ?
-უბრალოდ, არ ვიცი შენს გვერდით ვფორიაქდები. -ღიმილი ეპარება და გადადის, როდის გავჩერდით არც კი შემიმჩნევია, კარს მიღებს და ქოლგას მაფარებს, გვერდით მომყვება და ისევ არაფერს ამბობს, სადარბაზოსთან ჩერდება გზას ვაგრძელებ და ვცდილობ არ შევხედო, მერე მეწევა და ლიფტს იძახებს.
-ფეხით მიდიხარ? ლიფტის გეშინია?
-არ მეშინია, არ მიყვარს.
-დაღლილი ხარ წამოდი.
-იყოს, ფეხით მირჩევნია. -თავს იმით ვიმშვიდებ რომ ლიფტი გამოიძახა და ჩემს სიტყვებს ვნანობ, რა გავაკეთე რატომ ვუთხარი რომ მაფორიაქებს, ჩემი გრძნობები გავთქვი.
-მეც ფეხით წამოვალ.
-არ მეშინია, კიბეზე მარტო ასვლის.
-იქნებ მე მეშინია, მარტო ლიფტით ასვლის.
-მე ნამდვილად არ გამოგადგები თანამგზავრად ლიფტი რომ გაჩერდეს გონებას დავკარგავ. -ჩერდება და მაკვირდება, მეც ვდგავარ და ვუყურებ, ვერ ვხვდები რა ჯანდაბა მჭირს მის ყველა მოძრაობას რომ ვიმეორებ, მიდის და მივყვები, ჩერდება- ვჩერდები, მიღიმის- ღიმილით ვპასუხობ. -შენზე ამბობენ არასოდეს იღიმისო, მაგრამ მე რამდენჯერაც გნახე სულ გეპარება ღიმილი.
-იქნებ, არ იციან როგორ გამაღიმონ?
-მე ვიცი?
-შენ განსაკუთრებული ხარ, თავისთავად გამოგდის... ტკბილი ძილი ვერონიკა. -იმან კი მისურვა ტკბილი ძილი მაგრამ მე რაღა დამაძინებდა, ვიწექი და სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი განსაკუთრებული ხარო, თან როგორ მეძახის ვერონიკას.

-ოოჰ უჩა, დიდება შენს გამოჩენას.
-რა ხდება, შეკრება გვაქვს?
-არა, უბრალოდ ვატოსთან მოგვინდა მოსვლა როგორც შენ.
-მე საბუთები მოვუტანე ვატოს, მეგიმ ასე მითხრა ყველაფერი წესრიგშიაო. -ვატო ოთახიდან გადის და შიო ისევ უჩას აშტერდება.
-ლამაზია არა? შენც გატყდები ადრე თუ გვიან უჩიკო... შენც დაიწყებ სისულელეების კეთებას.
-ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები.
-ვისზე გელაპარაკები, ის ისეთი უბრალოა.
-ვინ შიო? -ვატო შემოდის უჩასთვის ღვინით ხელში და შიოც ჩუმდება, უჩას მაინც არ ასვენებს კითხვები, განა ვერ მიხვდა ვისზე ლაპარაკობდა შიო?! მშვენივრად ხვდება მაგრამ აღიარება არ უნდა, იმ დღის მერე სულ გონებაში ქონდა მისი სახე, ახლა უფრო მეტად უძვრება ეს გოგო გონებაში და უჩას ეს აშინებს.. აკაკიც ზუსტად იქ ურტყამს სადაც შიო ცდილობდა დარტყმას.
-ვატო ის შენი მეზობელი რა კარგი გოგოა არა? არ გიფიქრია მასზე არასდროს?
-ვერო, ისე მიყვარს როგორც ნატა, ძალიან კარგი გოგოა და იმსახურებს რომ ბედნიერი იყოს... იმდენი ტკივილი აქვს გადატანილი, არავის მივცემ უფლებას რომ ატკინოს.
-ლამაზია, უბრალო და რაღაცნაირი გოგოა რა ვერ ვხსნი, ჩვენი ეშინია თითქოს.
-ჩვენი ყველას ეშინია კაკი... განსაკუთრებით უჩასი, ისე იბღვირება.
-არც შენ აკლებ შიო.
-დამშვიდდით, თავიდან ჩემთანაც ეგრე იყო რომ გამიცნო მერე მოეშვა.
-ვატ, წადი რა ბოთლი გამოიტანე. -ამდენ ხანს ჩუმად მჯდომი ილია პირველად იღებს ხმას. -არამგონია ოდესმე უჩას გვერდით შეძლოს რომ მოდუნდეს, ეს რომ უყურებს დნება... მაგრამ მგონი არც უჩაა მთლად კარგ დღეში.
-თქვენ სულ გაუტიეთ, გოგოს სულ ხუთი დღეა ვიცნობ, შიო კი არ ვარ ტელეფონზე მისი ხმა შემიყვარდეს.
-ეჰ ჩემო უჩა, სიყვარულს არ ესმის არც საზღვრები და არც იმას გვეკითხება რამდენი დღეა ვიცნობთ.
-მე წავედი, შენც წადი და ვინც დაგწვა იმას უყურე შორიდან... შენ კი ილია ჯობია ჩემს ყურებას თვითონ გაახილო თვალი.
-მიყვარს უჩა აგრესიაზე რომ გადმოდის ესეიგი მართლები ვართ.

ვერ ვიძინებ და ისევ ფანჯარაზე ვჯდები, წვიმის წვეთებს ვუყურებ ფანჯრის მინას ისე რომ ეხეთქებიან თითქოს შემოსვლა უნდათ... ქვევით ვიხედები და უჩას მანქანა ისევ იქ დგას, თითქოს ბედიც მეთამაშება სწორედ იმ დროს გადის სადარბაზოდან და ჩაჯდომამდე ზემოთ იხედება, არ ვიცი შემამჩნია თუ არა მაგრამ რამოდენიმე წამი ჩერდება, მერე მანქანაში ჯდება და მიდის, თითქოს მეც ვდუნდები, ვერ ვხვდები ეს ხუთი დღეა რა მჭირს რატომ ვგრძნობ მის სიახლოვეს ასე, რატომ ვფორიაქდები როცა ვიცი რომ ახლოს არის. ტელეფონზე შეტყობინება მომდის და ფანჯარას ვშორდები, ისევ საწოლში ვბრუნდები.

*რა არ გაძინებს ვერონიკა.

*არ ვიცი, ალბათ მღელვარება.

*პირველმა დღემ უკვე ჩაიარა, ხვალ ლექციები არ გაქვს დაიძინე.

*ხვალ შაბათია ბოს, სამსახურში არ დავაგვიანებ ნუ ღელავთ... საჭესთან ტელეფონი საშიშია.
-უჩას ნომერი შევინახე და არ ვიცი რატომ მაგრამ ‘ღმერთკაცი’ დავაწერე.

თითქმის ერთმა თვემ ისე განვლო რომ უჩას მხოლოდ სამსახურში ვხედავდი და ჩემი გრძნობებიც თითქოს მინელდა, მიიმალა სადღაც მხოლოდ მაშინ მიცემდა გული სწრაფად როცა ზედმეტად ახლოს იყო ჩემთან... მეც ვცდილობდი მისგან შორს დამეჭირა თავი რადგან ასე უკეთესად ვგრძნობდი თავს, შაბათს დასვენების დღე ავიღე და მთელი დღე ჩემს თავს დავუთმე დილით სალონში ვიყავი და ჩემს გაზრდილ კარეს ისევ ძველი ფორმა დავუბრუნე, ლედისთან ერთად კაფეში ვიყავი როცა შორიდან უჩა შევნიშნე რესტორნის იურისტ მეგისთან ერთად, მეგის წელზე მოხვეულმა მისმა ხელმა სუნთქვა შემიკრა, უცებ შემცირდა კაფეში ჰაერი და მეგონა დავიხრჩობოდი.
-ვერო, რა გჭირს?
-წავიდეთ რა აქედან... -ლედიმ სწრაფად გადაიხადა და კაფიდან გამოსულები პირველივე ტაქსში ჩავჯექით, სიბრაზისგან თუ იმედგაცრუებისგან თავადაც არ ვიცი რისგან მაგრამ მთელი სხეული მიცახცახებდა..
-დამშვიდდი, რა დაინახე ასეთი?
-მეგი და უჩა, უჩას მის წელზე ქონდა ხელი შემოხვეული და მის საკოცნელად გაიწია.
-შენ ხომ თქვი რომ შენი გრძნობები განელდა?
-ლამის გავიგუდე, სუნთქვაც არ შემეძლო, ეგ კაცი მანადგურებს.
-ვერო, მას შენსკენ ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამს.
-ვიცი, ვიცი რომ არანაირი იმედი არ მოუცია. -ცოტა რომ დავმშვიდდი და ლედიც წავიდა, ვცადე უჩაზე აღარ მეფიქრა მაგრამ მაინც სულ ის სცენა მედგა თვალწინ. ტელეფონის ეკრანი რომ გაენთო და ღმერთკაცი დაეწერა გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.

*ვერონიკა, გცალია.

*მცალია, არაფერს ვაკეთებ.

პასუხის მოწერის ნაცვლად მირეკავს და ხელები მიკანკალებს.
-გისმენ.
-ცუდად ხარ? -ალბათ ჩემი გაპარული ხმა აშინებს, თავი ხელში ამყავს და ვცდილობ ხმა გავასწორო.
-არა კარგად ვარ, რამე მოხდა?
-დახმარება მჭირდება, არ ვიცოდი ვისთვის დამერეკა.
-რით შემიძლია დაგეხმარო?
-შიოს შვილია ჩემთან, შეგიძლია ცოტახანს რომ მიხედო?
-შენ სახლში?
-კი ჩემთან.
-მოვალ. -ისიც არ ვიცი რატომ ვეთანხმები, დღეს მის გამო ამხელა ტკივილი ვიგრძენი და ახლა ჩემი ფეხით მივდივარ მასთან. -ბე, მე ლედისთან მივდივარ, გვიან მოვალ ან შეიძლება დავრჩე მასთან.
-ახლა არ წავიდა ლედი?
-ოოო, მივდივარ საქმე მაქვს.
-კარგი, ფრთხილად იყავი. -ტაქსს ვაჩერებ და თხუთმეტ წუთში უჩას კორპუსთან ვარ, გული ისევ სწრაფად მიცემს... ზარს ვრეკავ, კარს რომ მიღებს ისეთი გადაღლილი სახე აქვს მინდა მოვეხვიო და მთელი მისი დაღლილობა შევისრუტო.
-არ შემოხვალ? -იწევა და მატარებს, მისაღებში სავარძელში მჯდომი გოგონა ინტერესით მაკვირდება... მერე უჩას უყურებს.
-ვინ არის?
-ვერონიკაა, ჩემი მეგობარი ცოტახანს შენთან იქნება.. გპირდები მალე დავბრუნდები.
-როგორც მამა?
-მამასთან ერთად მოვალ.
-ლამაზი გოგოა იცი? -უჩა მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და ოთახში გადის.
-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში, ვეცდები მალე დავბრუნდე, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, იმედი მაქვს ნიკოლს კარგად გაუგებ.
-არ იჩქარო, მგონი მოვეწონები. -ვაცილებ და ნიკოლთან ვბრუნდები მისაღებში. -ნიკოლ, გინდა ერთმანეთი გავიცნოთ?
-შენ უჩას შეყვარებული ხარ? -იმდენად მოულოდნელია მისი კითხვა რომ წამით არ ვიცი რა ვუპასუხო.
-არა, მე მისი მეგობარი ვარ.
-ლამაზი ხარ… უჩას ვეტყვი ცოლად მოგიყვანოს.
-რა გავაკეთოდ?
-წამიკითხავ? უჩა მიკითხავდა, სანიშნე დევს სადაც გაჩერდა. -პატარა პრინცს ვუკითხავ და ნელა დუნდება ნიკოლიც, იქვე სავარძელში ეძინება, დივანზე გადმომყავს და პლედს ვაფარებ, ბავშვი ვიღაცას გავს ვინც უკვე ნანახი მყავს მაგრამ სად ვერ ვიხსნებ, მერე შიოს ტელეფონის ეკრანზე ნანახი ფოტო მახსენდება ის არის ალბათ ბავშვის დედაა. ნეტა ახლა სად არის?! მარტო რატომ ზრდის შიო?! იქნებ ისიც ჩემსავით მიატოვა დედამ, იქნებ მასაც აქვს ჩემნაირი ჭრილობები, ჩალისფერ თმაზე ვეფერები ნიკოლს და ვგრძნობ რომ ეს ბავშვი ჩემს გულში უდიდეს ადგილს იკავებს… ჩაის ვიკეთებ და აქაც ფანჯარაზე ვჯდები, ისევ წვიმას ვუყურებ, ეშმაკი მიჩნდება და მაიძულებს რომ უჩას საძინებელში შევიდე, მის ნივთებს ვეხები და ვგრძნობ რომ ჩემთან არის, ვგრძნობ როგორ მეხება მისი ხელი წელზე, როგორ მიკრავს მკერდზე და ნათლად ვგრძნობ, მისი სხეულის სიმხურვალეს, გახშირებულ სუნთქვას... თვალებს ვახელ და სარკეში ჩემს თავს ვუღიმი, წარმოდგენაზეც კი მთელ სხეულზე ცეცხლი მომეკიდა... სავარძელში ვჯდები და ისევ ნიკოლს ვაკვირდები, კარზე ზარია და მეც გასაღებად გავდივარ, კარებში უჩა დგას მაგრამ თაფლისფერი თვალები აქვს და მთელი სახე უღიმის... არა ეს უჩა არ არის.
-მგონი მისამართი შემეშალა, ჩემი ძამიკო სახლშია? გოგონა, მისმენ? -ისე შემოდის არაფრის თქმას არ მაცდის.
-ბავშვი არ გააღვიძო რა...
-ბოდიში, ნიკოლი თუ აქ იყო არ ვიცოდი, შენ მისი ძიძა ხარ?
-მე ვერონიკა ვარ, უჩას მეგობარი.
-მე უტა ვარ, უჩიკოს ძამიკო შენი სახით თუ ვიმსჯელებ არ იცოდი რომ ტყუპისცალი ყავდა... ნეტა როდის ისწავლის უჩა რომ საყვარელ ადამიანს მაინც მოუყვეს ყველაფერი და საიდუმლოებები არ დაიტოვოს?
-მე უბრალოდ მისი მეგობარი ვარ. -მამაკაცი უცნაურად მაკვირდება და სამზარეულოსკენ მიდის, ჩემგან განსხვავებით მალევე პოულობს ყავასაც და ფინჯანსაც... უკან ბრუნდება და სავარძელში ჯდება.
-დიდხანს იდგები, ჩამოჯექი არ ვიკბინები და არც შეგჭამ მე ჩემს ძამიკოსთან საქმე მაქვს.
-არ ვიცი სად არის, მე მხოლოდ ნიკოლთან ყოფნა მთხოვა ცოტახანს. -ვუყურებ უტას და ვხვდები რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, მისი აქ ყოფნა არც კი მაფორიაქებს ჩემთვის ჩვეულებრივი მამაკაცია, აბა უჩასთან რა ჯანდაბა მჭირს.
-დაველოდები თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-არა, შენი ძმის სახლი შენიც არის, აქ სტუმარი მე ვარ.
-უჩას ზუსტად უპოვია თავისნაირი.
-თავისნაირი როგორი? გითხარი რომ მხოლოდ მეგობრები ვართ.
-ჯერ, ჯერ ხართ მეგობრები... თამამად შემიძლია გითხრა რომ ჩემი ოჯახი საკუთარივით შეგიყვარებს, ქალბატონი დედა ძალიან თბილი ქალია, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრა რომ რძალი შვილს ურჩევნია, ბატონი მამაც ასევეა, მე კი ხედავ როგორიც ვარ და ჩვენი პატარა დაიკო, იმან ცოტა შეიძლება იეჭვიანოს რომ უჩას სიყვარული ვინმეს უნდა გაუყოს მაგრამ მარიკოც თუ შეგიყვარებს ოჯახს დაუპირისპირდება შენს გამო...
-ჩვენს შორის არაფერია, მე მხოლოდ მისი თანამშრომელი და მეგობარი ვარ.
-მეგი მართალი იყო, წლები დაგჭირდებათ შენ და ჩემს ძმას.
-მეგი?
-ხო ჩემი ყოფილი ცოლი, ხანდახან ახლანდელიც.
-დღეს შენ იყავი მეგისთან ერთად?
-იეჭვიანე? სუნთქვა გაგიჭირდა? დიდ პატივს დამდებ უჩიკოს თუ არ ეტყვი რომ მე და მეგი გვნახე... მაგის მაღალფარდოვანი გამოსვლების თავი არ მაქვს, სამაგიეროდ არც მე ვეტყვი რომ მასზე სიგიჟემდე ხარ შეყვარებული. -არაფერს ვპასუხობ ყავის ფინჯანი გამაქვს სამზარეულოში, როგორ შეიძლება ორი ადამიანი ასე გავდეს ერთმანეთს და თან ასე განსხვავდებოდეს... სამზარეულო ნაცნობი სურნელით ივსება და ჩემი გულიც არ აყოვნებს, უჩას ნაბიჯები მიახლოვდება და ლამის ფინჯანი დამივარდეს.
-ვერონიკა, კარგად ხარ?
-კი, წყლის ხმაში ვერ გავიგე როდის მოხვედი.
-ახლა მოვედი, უტა გაიცანი?
-კი, კარგი ბიჭია.
-მჯობია?
-ერთნაირები ხართ.
-ანუ მეც კარგი ვარ. -იმდენად ახლოს დგას რომ სუნთქვას ვწყვეტ და მთელი სხეული მეჭიმება... ჩემდა საბედნიეროდ უტა შემოდის.
-ძამიკო რომანტიკა უნდა დაგირღვიო საქმე მაქვს. -უჩას გვერდს ვუვლი და მისაღებში გავდივარ, შიო მხვდება ნიკოლთან არის დახრილი და რაღაცას ეჩურჩულება.
-მადლობა ვერო.
-რა მადლობა, მასთან ყოფნა ბედნიერებაა.
-შეგიძლია ნახო როცა მოისურვებ.
-შიო რაღაც უნდა გკითხო, ნიკოლის დედა სად არის, იმედია ჩემსავით...
-არა, ნიკოლის დედა მასზე მშობიარობას გადაყვა.
-ვწუხვარ, არ მინდოდა შენთვის... ეს გოგონაა ნიკოლის დედა. -ტელეფონზე ვანიშნებ, უცებ იღიმის და ეკრანს აკვირდება.
-არა ის ნიკოლის მამიდაა, მაგრამ ნიკოლის არსებობის შესახებ არაფერი იცის.
-შენი დაა?
-არა, ნიკოლი ჩემი მეგობრის შვილია მისი მშობლები...
-მესმის, თუ არ გინდა ნუ მომიყვები.
-მე არ შემიძლია თაიას ვუთხრა, თუ თაიას და ნიკოლს ერთმანეთს გავაცნობ ასე ორივეს საფრთხეს შევუქმნი, არ გეგონოს რომ ეგოიზმის გამო ვუმალავ ნიკოლს თავის ოჯახს.
-შენ თაია გიყვარს?
-ყველაზე მეტად ამ სამყაროში, ნიკოლი ზედმეტადაც გავს მამიდამისს.
-ძალიან გიჭირს ალბათ მასთან გრძნობების კონტროლი.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მასთან კონტაქტი არ მაქვს... ჩემი ბიზნეს პარტნიორი მამამისია.
-მინდა ბევრი კითხვა დავსვა მაგრამ მირჩევნია ჩუმად ვიყო.
-მკითხე ვერო, რაც გინდა. -ნიკოლი იღვიძებს და შიოს მაგრად ეხვევა... უჩა და უტაც გამოდიან სამზარეულოდან და უტას ნიკოლი აჰყავს ხელში.
-ნიკოლ მე უფრო მეტად გიყვარვარ თუ უჩა. -ნიკოლი წარბებს კრავს და ისე აკვირდება. -ბავშვიც კი დაიმსგავსეთ... მე წავედი ძამიკო და ვეტყვი ირაკლის რომ ორშაბათს შენი იმედი ქონდეს... დროებით ვერონიკა. -უჩა ძმას ისევ წარბშეკრული უყურებს და გასასვლელამდე მიყვება, იმხელა ხმაზე ეუბნება სათქმელს წასვლამდე ბიჭი რომ მისაღებშიც გვესმის. -თუ ოჯახობანას თამაში მოგწონს საკუთარი შვილები იყოლიე, თან შესაფერისი ვარიანტი გიპოვია, შენი ქალი ვერსიაა... -მე ვწითლდები შიო კი ღიმილით აკვირდება მისაღებში შემოსულ უჩას.
-ბოდიში ვერონიკა ჩემი ძმის გამო, არ იცის რას ლაპარაკობს.
-უჩა..
-ხო ნიკოლ, რამე გინდა?
-ვეროს ცოლად მოიყვან? ძალიან ლამაზია, აქ უნდა იცხოვროს? -შიო თავს ვეღარ იკავებს და სიცილს იწყებს, უჩა შეშდება და ხან მე მაკვირდება ხან ნიკოლს.
-ეგ აკაკიმ გასწავლა თუ გენიოსმა მამაშენმა?
-არა, ჩემით ვიკითხე... ისიც შენსავით მიკითხავდა წიგნს, პლედიც შენსავით გამისწორა და კიდევ შენმა ძმამ უთხრა უჩას თავისნაირი უპოვიაო. -ამ სიტუაციაში რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი ამიტომ ერთადერთი რაც მოვიფიქრე წასვლა იყო.
-მე წავალ.
-გაგიყვან.
-სახლში არ მინდა, ლედისთან მივდივარ.
-სადაც მეტყვი იქ წაგიყვან. -უჩა უკან მომყვება და თითქოს სიტყვებს არჩევს რომ მითხრას, მაგრამ ვერ ხვდება რა უნდა თქვას. -ვფიქრობ ამ სიტუაციაში რა უნდა ვთქვა რომ ეს დაძაბულობა გავფანტო.
-არაფერი უბრალოდ არ მივაქციოთ ყურადღება, ნიკოლი ბავშვია, შენმა ძმამ კი არასწორად გაიგო. -ისევ ღიმილი ეპარება და თითქოს მშვიდდება კიდეც.
-ხვალ შეგიძლია დაისვენო, რადგან დღეს არ დაგაცადე.
-ნიკოლი საოცარი ბავშვია მასთან ყოფნა საერთოდ არ არის დამღლელი... მუშაობა მომწონს ხვალ აუცილებლად მოვალ.
-უტა ჩემთან იმის სათხოვნელად იყო რომ ლექციები ჩავატარო მისი მეგობრის ნაცვლად ორი თვე იმ კოლეჯში სადაც შენ სწავლობ... არ მინდა ორშაბათს ირაკლის ნაცვლად რომ შემოვალ, გაოცებული სახით მიყურებდე. -ვერ ვხვდები რატომ მიხსნის, მაგრამ მომწონს რომ ჩემზე ფიქრობს...
-იმედია მკაცრი არ იქნები...
-თუ მაქსიმუმს გააკეთებ არა, ყოველთვის უნდა ეცადო კერძი სიყვარულით და მზრუნველობით მოამზადო, თუ კერძს სიყვარულით არ მოამზადებ და მასში შენს სულს არ ჩადებ რამდენი ინგრედიენტიც არ უნდა გქონდეს გემრიელი არ იქნება.
-ირაკლი რატომ არ იქნება?
-მზარეულთა კონკურსზე მიდის ლონდონში, პროექტი ორი თვე გაგრძელდებაო.
-ლედი მოიწყენს. -ვხედავ როგორ იღიმის და ვხვდები რომ ამ წამს ჩემი დაქალი ჩავუშვი.
-ლექტორის დაქრაშვა არ შეიძლება.
-ეგეთი სიტყვები იცი? მე მეგონა შენი ასაკის კაცებმა არ იცოდნენ... თუ ლექტორი ახალგაზრდა და სიმპათიურია რატომაც არა.
-ჩემივე ნათქვამს იყენებ, ჩემს წინააღმდეგ... რამდენი გოგონა ხართ კურსზე?
-ხუთი, დარწმუნებული ვარ დანარჩენი სამი სიამოვნებით მოგისმენენ.
-შენ არ მომისმენ?
-მე მოგისმენ მაგრამ ინტერესით, ისინი სიამოვნებით.
-ხვალამდე ვერონიკა...
-ხვალამდე უჩიკო... -იცინის, ღმერთო როგორ შეუძლია ასე უღმერთოდ ლამაზი იყოს კაცი როცა იცინის, ლედისთან რომ ავდივარ სანამ რამეს მეტყვის აივნიდან ვიხედები, უჩა ისევ იქ დგას მანქანასთან რომ მხედავს ჯდება და მიდის.

*არავინ მომიტაცებდა სადარბაზოში... რომ არ გადმომეხედა დილამდე მანდ იდგებოდი?

*ალბათ.

-ისიც გააბი?
-ვინ?
-შენი ღმერთკაცი, სანამ აივანზე არ გახვედი გელოდა... მასაც მოწონხარ და ეჭვიანობა? დღეს რაც ნახე?
-უჩა არ იყო, მისი ტყუპისცალი იყო მეგის ქმარი.
-არ იცოდი აქამდე რომ ძმა ყავდა?
-არა დღეს ვნახე, უჩასთან მოვიდა.
-შენ რა გინდოდა იქ?
-შიოს ბავშვი დავიტოვე... კიდევ რაღაც უნდა გითხრა რაც არ მოგეწონება.
-რა აკოცე?
-ოოო, იდიოტი ხარ რა.. არა შენი იკა ორი თვით რაღაც კონკურსზე მიდის ლონდონში უტა მაგისთვის იყო მოსული, ირაკლის ნაცვლად თხოვა რომ ლექციები მან ჩაგვიტაროს...
-ორი თვე ვერ ვნახავ იკას? -ხმა აუკანკალდა და თვალები ცრემლებით აევსო. -შენს გამო მიხარია, უფრო მეტ დროს გაატარებ უჩასთან.
-ნუ სულელობ, შანსი გაქვს მიწერო იკას კონკურზე კითხო, წარმატება უსურვო.

ორშაბათს კოლეჯის ლექციაზე ისე ადრე მივდივარ რომ მეც მიკვირს, ახლა აქაც უნდა მეჩქარებოდეს უჩას გამო სულ...
-რატომ არ დამელოდე?
-მეჩქარებოდა.
-ვიცი ვისთანაც, არ ჩააკვდე ახლა ლექციაზე...
-აღარ ვაკვდები უკვე დიდი ხანია. -კარი იღება და ირაკლი და უჩა ერთად შემოდიან... ლედის ვეჩურჩულები და მალე ალბათ სიცილს დაიწყებს. -რა კაცები გვყავს...
-გვყავს რა თავისთვის არიან.
-გამარჯობა თქვენთვის ერთი სიახლე მაქვს ორი თვით მივდივარ ლონდონში და ჩემს ნაცვლად უჩა გასწავლით... ვიცი მოგენატრებით მაგრამ იმედი მაქვს იქედან უფრო წარმატებული დავბრუნდები, უჩასაც ვუთხარი რომ საუკეთესო ჯგუფი ხართ ვინც მყოლია, იმედი მაქვს არ შემარცხვენთ. განსაკუთრებით შენ თაირიშვილო... -ლედი გაშეშებული უყურებს იკას, უჩასკენ ვაპარებ მზერას და ვხედავ როგორ იღიმის, ლედის ვჩქმეტ რომ გამოფხიზლდეს.
-ვეცდები პატივცემულო, იმედი მაქვს დიდ წარმატებას მიაღწევთ...
-თუ რაიმე კითხვა გექნებათ, ან უბრალოდ მოგენატრებით შეგიძლიათ მომწეროთ. -ისე ლაპარაკობს რომ ლედის თვალს არ აშორებს, თითქოს მხოლოდ მას ესაუბრება... ის კი თავჩახრილი დგას და თვალს ვერ უსწორებს.
-შეიძლება გაგაცილოთ, წარმატებისთვის. -ენას ვერ ვაჩერებ, ლედის ჩქმეტას ვგრძნობ და ვცდილობ არ დავიჭყანო.
-რათქმაუნდა დღეს მივფრინავ გვიან ორ საათზე მაგრამ, ჩემი მეგობრები უჩას რესტორანში მიწყობენ გამომშვიდობებას და შეგიძლიათ მოხვიდეთ... ყველა, ძალიან გამახარებთ. -უჩა თვალს მიკრავს ისე რომ ვერავინ შენიშნოს.
-მე ირაკლის გავაცილებ და ხუთ წუთში დავბრუნდები. -გარეთ რომ გადიან, ვერ ვითმენ და კართან მივდივარ რომ დავაკვირდე. -ლედის მოენატრები იკა.
-შენც მოენატრები ვეროს რომ წახვალ.
-ჩემი ძმა კარგად მუშაობს ვატყობ...
-ჩემს ბავშვებს გაუფრთხილდი, არ აწყენინო.
-ბავშვებს თუ ლედის?
-ის ჩემი სტუდენტია... -უჩა კარებისკენ ტრიალდება და მეც სწრაფად ვუბრუნდები ჩემს ადგილს... პირველი ლექცია როგორც ყველგან გაცნობაა, რადგან თეორიაზე არაფერს გვიხსნის პრაქტიკისგან გვათავისუფლებს და ადრე გვიშვებს... დიმუ შანსს არ უშვებს რომ არ დამგესლოს.
-რა იყო ახალი ვერ აკმაყოფილებს შენს კრიტერიუმებს თუ ირაკლის რას გამოეტირე?
-ნიშნისთვის ლექტორთან ფლირტი შენი სტილია, ჩემი არა.
-ვერონიკა სამსახურში მოდიხარ? -უჩას ხმა რომ მესმის ზურგს უკან, მინდა რომ სადმე გავქრე.
-მოვდივარ ბოს.
-ანუ შენ მაგასთან მუშაობ?
-და შენ რა დიმუ? მერე რა რომ მის რესტორანში ვმუშაობ?
-ნიშანი გარანტირებული გაქვს ამიტომ ხარ მშვიდად.
-შენივე გესლი დაგახრჩობს... შენც რომ გახდები მზარეული და მოგინდება ლექტორი იყო არცერთ სტუდენტს არ მოუნდება შენი მოსმენა, მათ ვერაფრით დააინტერესებ, არც გარეგნობა გიწყობს ხელს. -ლედი მქაჩავს და მიმათრევს რომ კიდევ არაფერი ვუთხრა დიმუს, ეზოში რომ გავდივართ ირაკლი და უჩა რაღაცაზე ლაპარაკობენ, ჩვენ რომ გვხედავენ ჩუმდებიან...
-მოდიხარ ვერონიკა? შენც გაგიყვან ლედი.
-ლედის მე გავიყოლებ, ერთი გზა გვაქვს. -ირაკლის ნათქვამზე ლედი მქაჩავს რომ ირაკლისთან ერთად არ გავუშვა მე კი პირიქით ძალით ვტენი ირაკლის მანქანაში, უჩა მიყურებს და სიცილს ძლივს იკავებს.
-წავედით ბოს?
-როგორ გათამამდი ვერონიკა... რა კარგი მაჭანკალი ხარ. -უცებ სერიოზულდება და ჩემსკენ იხედება. -დიმიტრისთან პრობლემები გაქვს?
-მე არა, თავად აქვს... ოღონდ ვატოსავით ნუ დამიწყებ თუ ვინმე რამეს გეტყვის და...
-არ გიწყებ, მისი ტონი არ მესიამოვნა... როგორ ფიქრობ ვერონიკა შენს კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ?
-როგორც ლექტორი იდეალური ხარ.
-როგორც კაცი? -ვშეშდები, დანაშაულზე გამოჭერილივით ვიბუზები და ხელები მიკანკალებს.
-მე...
-რა შენ?
-მე ლექტორებს არ ვქრაშავ.-იღიმის და ისევ არაფერს მპასუხობს. -ლექტორის დაქრაშვა არ შეიძლება.
-მაშინ შენივე ნათქვამს შეგახსენებ თუ ლექტორი ახალგაზრდა და სიმპათიური შეიძლება რომ მოგეწონოს... მე რომელ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ ახალგაზრდა არ ვარ თუ სიმპათიური? -ვდუმდები ვერაფერს ვპასუხობ ერთადერთი რაც ისმის მთელს მანქანაში ჩემი გულისცემის ხმაა. ლედის შეტყობინება იმდენად დროულია რომ თავს ვიხსნი უჩასგან.

*იკამ ყველაზე მეტად შენ მომენატრები თაირიშვილოო... გეფიცები სულ ცოტა მაკლდა ატირებას, წასვლისას ისე გამიღიმა ლამის სული განუტევე...

*შენ რა უპასუხე?

*ვერაფერი, ვიჯექი გაშტერებული და ვუყურებდი მკითხა საღამოს ხომ მოხვალო... იღბლისთვის მჭირდება რომ გამაცილოო.

*მასაც მოსწონხარ.

*იქ რომ სხვა ქალთან ერთად დავინახო მოვკვდები.

-უჩა.
-გისმენ.
-ირაკლის ლედი მოსწონს? -იღიმის.
-ეგეთი ახლო მეგობრები არ ვართ, ეგ უტას უნდა კითხო... ან უბრალოდ დააკვირდი როგორ შეხედავს ჩემი ძმა ლედის და მიხვდები, უტას არ შეუძლია გრძნობების მართვა თუ ლედის დანახვისას ირაკლის გადახედა და გაუღიმა ესეიგი ეგ არის... რატომ გაინტერესებს?
-ისე უბრალოდ...
-უბრალოდ არაფერი გაინტერესებს ხოლმე ვერონიკა.
-ასე კარგად როდის გამიცანი?
-მოწონს, დარწმუნებულიც კი ვარ ამაში. -ჩემს კითხვას აიგნორებს მინდა რომ უფრო ჩავეძიო მაგრამ არ მაცდის, უკვე რესტორანთან ვართ და უტა ელოდება აკაკისთან ერთად, თან რაღაცაზე იცინიან. როგორც კი გადავდივართ უჩა აკაკისკენ ტრიალდება... -არაფერი თქვა, ენას ამოგაცლით ორივეს.
-არ შეიძლება ადამიანს ვკითხო როგორ არის?
-კარგად ვარ უტა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, პირველად შევთანხმდით მე და ჩემი ძამიკო რაღაცაზე...
-მიხარია, შენ როგორ ხარ აკაკი?
-მე შენ ცოცხალი არ მეგონე იმ გასაუბრების შემდეგ.
-და რა მოხდა გასაუბრებაზე?
-შენს ძმას ლამის ჩააკვდა ხელებში.
-აკაკი, ხუთი წუთის წინ რა გაგაფრთხილე? -უჩას დაბრიალებულ თვალებზე მეღიმება და ბიჭებს ვტოვებ... კარებთან მეგი დგას და უტას აკვირდება.
-ლამაზია არა მეგი?
-იდეალური... მადლობა შაბათს ნანახზე რომ არ უთხარი უჩას.
-თქვენი პირადი ცხოვრება სხვას არ ეხება. -უჩას რესტორანი დაუხურავს ირაკლის გამო, თანდათან ირაკლის მეგობრებით ივსება დარბაზი ჩემი კოლეჯის ბავშვებიც მოდიან მხოლოდ ლედი არ ჩანს არსად... გვერდით უტა რომ უდგება ირაკლი კარებისკენ ყურებას წყვეტს.
-ვინმეს ელოდები იკა?
-ხომ იცი ვისაც...
-ბავშვია ირაკლი.
-20 წლის არის, გრძნობებში გამოტყდომას არც ვაპირებ... გავალ მოვწევ. -შემთხვევით მოსმენილი მათი დიალოგი მაიძულებს რომ ლედის დავურეკო.
-სად ხარ?
-რესტორანთან, ვერანდაზე დგას და ვუყურებ ისიც მიყურებს.
-მალე შემოდი, რაღაც უნდა გითხრა. -ზურგს უკან ჩაცინების ხმა რომ მესმის, ვტრიალდები და უჩა დგას... წარბ აწეული მაკვირდება.
-მაჭანკლობა როგორ გიხდება... მაგრამ სხვისი საუბრის მოსმენა არ შეიძლება.
-შენც მისმენდი ამ წამს.
-ყველაფერზე გაქვს პასუხი?
-ვცილობ მქონდეს. -ლედი ისევ არსად ჩანს, სამაგიეროდ ირაკლი შემოდის და გასასვლელისკენ მიდის, მინდა გავყვე ვნახო სად გავარდა ასე, ლედის რამე ხომ არ მოუვიდა მაგრამ უჩას ხელი მაჩერებს.
-არ გააკეთო ეს, აცადე...
-ვერანდაზე მივდიოდი. -ხელს არ მიშვებს, ჯიუტად მიყურებს თვალებში... მეც ვუყურებ და პირველად მიჩნდება სურვილი ვაკოცო.
-უჩა გაუშვი ვეროს, შენი სტუდენტები გხედავენ და არასწორად იფიქრებენ. -მეგის ხმას გონზე მოვყავართ ორივე.

ლედი ისევ ეზოში დგას და შორიდან უყურებს ვერანდაზე მდგომ ირაკლის, წამით თითქოს მათი მზერა ერთმანეთს ხვდება და მერე ორივე შეშდება, მათ შორის მანძილიც და ჰაერიც მცირდება... ისე უჩინარდება მამაკაცი თითქოს იქ არც ყოფილა და ლედის წარმოსახვა იყო, უკან ბრუნდება და წასვლად აპირებს ზურგიდან რომ ეხვევა ვიღაც და ცხვირს მის თმაში რგავს, არ ეწინააღმდეგება, არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს და გაექცეს, ტვინი კი ითხოვს მაგრამ გული არ უშვებს, არც ირაკლი ჩქარობს.
-უსასრულოდ შემიძლია ასე ვიყო, შენთან ერთად... -ჩახლეჩილი ხმით ეუბნება და ხელებს უფრო მაგრად უჭერს.
-ირაკლი... -ჩავარდნილი ხმით პასუხობს ლედიც. -ეს არასწორია, ვინმე დაგვინახავს... სამსახურს დაკარგავ.
-არ მადარდებს, არ შემიძლია ამ გრძნობების კონტროლი... ვერ ხვდები როგორ მიჭირს შენთან ასე ახლოს და თან ასე შორს ყოფნა.
-შიგნით ვილაპარაკოთ... -გოგონას თავისკენ ატრიალებს და თვალებში უყურებს, მისი თვალები იმაზე უფრო მეტ ემოციას და გრძნობას იტევს ვიდრე სიტყვები.
-მივდივართ...
-სად ირაკლი?
-შორს, ყველასგან შორს იქ სადაც მხოლოდ ჩემი იქნები... -უკვე მანქანაში მჯდომი ლედი იაზრებს რას ეუბნება ირაკლი.
-არა, არა ირაკლი შენ კონკურზე მიდიხარ... ორ თვეში რომ ჩამოხვალ მერე წავიდეთ, მჭირდები მინდა რომ არ გაგიშვა მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, იმის ცოდნაც რომ გიყვარვარ საკმარისია.
-არ მინდა კონკურსი... არაფერი მინდა შენს გარეშე.
-გინდა, გჭირდება... გააჩერე მანქანა და შემომხედე. -თვითონაც არ იცის საიდან აქვს ამხელა ძალა მაგრამ ყველაფერს გააკეთებს რომ ირაკლიმ უარი არ თქვას თავის მომავალზე... ირაკლი ემორჩილება და მისკენ ტრიალდება, ხელებს სახეზე კიდებს და პირდაპირ თვალებში უყურებს. -მე აქ ვარ, ორ თვეშიც აქ ვიქნები, ვიცი გაგვიჭირდება მაგრამ შევძლებთ, უნდა შევძლოთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა ახლა რომ მერე სამუდამოდ ერთად ვიყოთ, თუ ახლა წახვალ გპირდები რომ როცა ჩამოხვალ თავად წაგიყვან ყველასგან შორს. -ღიმილი ეპარება და ნელა ეხება ლედის ტუჩებს.

ჯერ ლედი რომ შემოდის თვალებგაბრწყინებული და უკან ირაკლი მოყვება მე და უტა ერთდროულად მივდივართ მათკენ, ლედის ხელს ვავლებ და უჩას კაბინეტისკენ მიმყავს...
-სად იყავით? გგონია ვერავინ შეამჩნია რომ ირაკლი გაქრა?
-სიყვარული ამიხსნა, ლამის მომიტაცა ძლივს დავარწმუნე რომ წავიდეს.
-რა უემოციოდ მიყვები, ჩემთან მოდიხარ დღეს.
-აეროპორტიდან მომიყვანს უტა.
-იქამდე სად მიდიხარ?
-ირაკლისთან ერთად.
-გპატიობ, მხოლოდ იმიტომ რომ ბედნიერებას ასხივებ... წამო გავიდეთ თორე მერე კიდე რაღაცას იტყვის დიმუ და დავაკლავ აქვე.
-მშვიდად, არ აყვე.
-დღეს უჩამ მკითხა როგორც კაცი არ მოგწონვარო?
-რაო?
-მე კიდე ვუთხარი ლექტორის დაქრაშვა არ შეიძლება თქო...
-დაიჯერა ვითომ? შუბლზე გაწერია უჩა მიყვარხარ... წამოდი, ისე შენი მომავალი მაზლი მაგარი ტიპია.
-კი ერთი საათის წინ შენზე ამბობდა ბავშვიაო. -კარებში გასვლას ვაპირებ უჩას რომ ვეჯახები.
-ვერონიკა, სად გაქრი?
-ლედის ვეჭორავებოდი, არ შეიძლება?
-სიმპათიურ და ახალგაზრდა კაცებზე? -ჯერ ისევ რატომ აქვს ხელი ჩემს წელზე მოხვეული ვერ ვხვდები, იმის ნაცვლად რომ გამიშვას უფრო მაგრად მიკრავს სხეულზე...
-სიმპათიურ და ახალგაზრდა კაცებზე. -მის ნათქვამს ვიმეორებ და თვალს არ ვაშორებ... გვერდიდან სიცილის ხმა რომ მესმის უჩას ხელებს მკერდზე ვაწყობ რომ მოვშორდე, მაგრამ ის არ მიშვებს, აკაკისკენ იხედება.
-ძალიან უხერხულ სიტუაციაში ხართ.
-უჩამ დაცემას გადამარჩინა...
-ნუ უხსნი, მაინც ისე გაიგებს როგორც უნდა...
-იქნებ გამიშვა. -უცებ მიშვებს ხელს და მე მაინც იქ ვარ, ვერ მივდივარ არ მემორჩილება ფეხები...
-გაგიშვი ვერონიკა, შეგიძლია წახვიდე. -სუფთა ჰაერი მჭირდება, ამიტომ დარბაზიდან ისე გავდივარ არც კი ვიყურები არსად, ვერანდის მოაჯირს ვეყრდნობი და დეკემბრის სიცივის მიუხედავად მაინც ვგრძნობ სიმხურვალეს მთელს სხეულში... პერანგის ღილებს ვიხსნი და ვცდილობ გავგრილდე, თვალები დახუჭული მაქვს და ისევ ის სცენა მიტრიალებს მკერდზე რომ ვყავდი აკრული და თვალებში მიყურებდა... მერე უცებ ის მახსენდება პირველად რომ დავინახე წელს ზევით შიშველი და უფრო მეტად მეკიდება ცეცხლი, გამომშრალ ტუჩებზე ენას ვიტარებ და ჩემს თავს უჩას მიმართ ვნებებში ვიჭერ... თვალებს ვახელ და ვხედავ რომ ვერანდის ბოლოში უჩა დგას, სივრცეს უყურებს და თითქოს ისიც დამშვიდებას ცდილობს.. უცებ წარმოვიდგენ როგორ ვატრიალებ ჩემსკენ და ვკოცნი, ტუჩს კბილებს ვაჭერ რომ ჩემი ფანტაზია რეალობად არ ვაქციო... მაშინ როცა მე ვნებების ჩაცხრობას ვცდილობ, უჩა ჩემსკენ მოდის ჯიუტად მიყურებს თვალებში... -კარგად ხარ?
-კიი. -იმდენად გაპარული ხმით ვეუბნები რომ მეც კი არ მესმის... მის ტუჩებს მიშტერებული ღრმად ვსუნთქავ, გონება გაჰკივის რომ ტუჩებს თვალი მოვაშორო მაგრამ ამას ვერ ვახერხებ.
-ჩემი ერთი შეკითხვა დღეს უპასუხოდ დარჩა და ვერ ვისვენებ...
-რომელი?
-რომელი და...
-და...
-შენთვის რომელ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ, ახალგაზრდა არ ვარ თუ სიმპათიური?
-ორივე ხარ, თან ზედმეტადაც.
-ანუ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისთვის რომ დამქრაშო? -ბოროტი ღიმილი ურბენს სახეზე და ეშმაკურად მაკვირდება.
-ზედმეტად სიმპათიური ხარ იმისთვის რომ დაგქრაშო. -ჩემი სიტყვების არსს რომ ვიაზრებ ზურგს ვაქცევ, ხელს მიჭერს და მაკვირდება.
-ღილები შეიკარი ცუდი არაფერი იფიქრონ. -იცინის ხმამაღლა და მგონი პირველად ვხედავ ასეთს.
-თუ გაწუხებს ჩემი შეხსნილი ღილები ნუ შემომხედავ.
-მე?
-ხო შენ...
-შეწუხებით საერთოდ არ მაწუხებს, უფრო მსიამოვნებს. -თან ღილებს ვიკრავ და თან ჩემთვის ვბუტბუტებ, სიამოვნებს თურმე ბიჭს, იდიოტი, ნეტა რა ესიამოვნა?!

-დღეს სიყვარულის ფრქვევის დღე ყოფილა და მეც ხომ არ ავუხსნა მეგის კიდევ ერთხელ სიყვარული?
-რას ბოდავ უტა?
-რა ვიცი, ირაკლი და შენ თვალებიდან გულებს ისვრით ამ პატარა ჭინკების დანახვისას... გაგაბა ძმაო ამ გოგომ თან მაგრად.
-არასოდეს შეიცვლები უტა?
-რატომ უნდა შევიცვალო? ასეთი, არ ვარ შენთვის საკმარისად კარგი ძმა?
-შენ ჩემი ძმა ხარ და ყველანაირი მიყვარხარ და მიგიღებ.
-ხომ გითხარი მაგიური დღეა, ისიც კი მითხარი რომ გიყვარვარ. -უჩა ძმას აივანზე ტოვებს და თვალებით ისევ ვეროს ეძებს, უტა მართალია ვერომ გააბა, ან თვითონ გაება იმიტომ რომ ამ გოგოს არაფერი გაუკეთებია მის მოსახიბლად... თვითონ კი ყველაფერს აკეთებს რომ გოგონამ შენიშნოს, რომ მისგან წამოვიდეს რაიმე იმპულსები რაც უჩას ნაბიჯის გადადგმას აიძულებს...

უნივერსიტეტიდან აქოშინებული გავრბივარ კოლეჯში რომ უჩას ლექციაზე არ დამაგვიანდეს მაგრამ არ გამომდის, შეშინებული ვაკაკუნებ კარზე.
-შემოდი ვერონიკა. -უჩა ჯერ მშვიდი სახით მაკვირდება მერე თითქოს მზერაში მღელვარება ეპარება. -პრაქტიკამდე შეგიძლია გადაიწერო ან ფოტო გადაუღო რაც ჩაიწერეს.
-მე რომ ლექტორი ვიყო არ დავუშვებდი. -დიმუს ჩალაპარაკება უყურადღებოდ არ რჩება უჩას.
-დიმიტრი ეს ჩემი ლექციაა, ლექტორი მე ვარ და თვითონ გადავწყვეტ ვინ დავუშვა და ვინ არა... შეგიძლიათ შეისვენოთ. -ყველა გადის ოთახიდან ლედიც კი მტოვებს, ჩემს წინ წყლის ბოთლი რომ იდება მხოლოდ მაშინ ვწევ თავს ზემოთ... უჩა მაგიდაზე მიჯდება და მაკვირდება. -მშვიდობაა ვერო?
-ვერონიკა უჩა.
-კარგი ვერონიკა მშვიდობაა?
-გუშინდელი ღამე საავადმყოფოში გავატარე ლამარა იყო ცუდად...
-მართლა არავინ ყავს?
-არა, ახლა ნატა დარჩა.
-დაღლილი ჩანხარ, ჯობია დაისვენო თუ გინდა სახლში წადი, დღეს არ მუშაობ...
-როგორი მზრუნველი ხართ პატივცემულო. -ნიკაპზე ხელს მკიდებს და ჩემი სხეულიც წამში ფხიზლდება, თითქოს ლავა ჩამეღვარა, მისი თვალები იმხელა მზრუნველობას იტევდა, იმდენ ლამაზ განცდას ბადებდა ჩემში ალბათ საუკუნე ვიქნებოდი ასე... ხელი ლოყაზე ჩამომისვა და ინსტიქტურად მიმელულა თვალები, რომ გავახილე ისევ თავის მაგიდასთან იჯდა თითქოს მომეჩვენა. პრაქტიკისთვის გამზადებულ კლასში გადავედით, უჩა მშვიდად იყო მაგრამ დიმა მაინც ცდილობდა ჩემთვის რამე ცუდი ეთქვა...
-ვერონიკა, იმედია ქვაბზე არ დაგეძინება.
-შენს კერძს მიხედე დიმა... უკვე გითხარი რომ ლექცია ჩემია.
-მე ვერონიკას ველაპარაკები ბატონო.
-ახალგაზრდებო ყველაზე მთავარი კერძისთვის არის თქვენი განწყობა, როგორი განწყობითაც ამზადებთ კერძს ისეთი გამოვა, თუ გესლით იქნება სავსე თქვენი განწყობა კერძიც შესაბამისად უგემური იქნება... -დარჩენილი დრო არც დიმას ამოუღია ხმა და არც უჩას უთქვამს არაფერი.
-სახლში მიდიხარ ვერო?
-ვერონიკა მქვია.
-სხვებს რატომ შეუძლიათ ასე მოგმართონ და მე არა? -ჩემთან იმდენად ახლოს დგას რომ სუნთქვა მეკვრის, მინდა ხელი ვკრა და გავიქცე მაგრამ მხოლოდ იმას ვახერხებ რომ სუნთქვა შეკრული, გაფართოებული თვალებით ვუყურებდე...
-მე... მე არ ვიცი, არ მომწონს ასე რომ მომმართავ. -ღმერთო რატომ იღიმის, როგორ შეუძლია ასეთი ლამაზი და თან ბოროტი ღიმილი ქონდეს?!
-სახლში მიდიხარ თუ არა?
-არ მინდა სახლში წასვლა, მინდა რომ ვიმუშაო... -უკვე კოლეჯის ეზოში ვართ.
-რატომ ჯიუტობ?! ღამენათევი ხარ დასვენება გჭირდება, თუ მაინცდამაინც განტვირთვა გინდა გავისეირნოთ, სადმე მყუდრო კაფეში დავსხდეთ...
-საქმეები არ გაქვს?
-გადავდებ, მინდა შენთან ერთად მეც განვიტვირთო დღეს რთული დღე მქონდა.
-რატომ?
-ოოო, დიმუმ როგორც თქვენ ეძახით დირექტორთან მიჩივლა, უთხრა რომ კომპეტენტური არ ვარ და რახან შენ ჩემი თანამშრომელი ხარ ლექციებზე დაგვიანების და გაცდენის უფლებას გაძლევ, ვაღიარებ რომ მართალია და ჩემი ფავორიტი სტუდენტი ხარ მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ შენგან მაქსიმუმს მოვითხოვ, ორი კვირაა თქვენი ლექტორი ვარ და ჯერ ჩემგან არ მოგისმენია დადებითი შეფასება, მიუხედავად იმისა რომ საუკეთესო ხარ მაგ ჯგუფში...
-ახლა არ გეშინია იმის რომ თუ ერთად გვნახავს ვინმე კაფეში იფიქრებს რომ დიმა მართალია? რეპუტაცია რომ შეგელახოს? -დაჟინებით მიყურებს თვალებში და არაფერს მპასუხობს...
-მე მხოლოდ იმის მეშინია რომ შენზე რამე ცუდს იტყვიან... შენს გამო შეიძლება შემეშინდეს. -ჯანდაბა, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მისი სიტყვები ჩემმა გულმა აჩქარების გარეშე გაატაროს?!
-მაშინ კაფეში არ გვინდა შენი ბინის აივანზე ჩამოვსხდეთ, იქ ვილაპარაკოთ... კომფორტული ჩანდა ის საქანელა სკამები.
-წავედით მაშინ ჩემთან.... რას დალევ?
-შენ რასაც შემომთავაზებ. -იმდენად თავისუფლად ვარ მის გვერდით თითქოს რამოდენიმე წუთის წინ მის სიტყვებს ასე არ ემოქმედოს ჩემზე... მთელ ბინაში მისი სუნი იდგა, მინდოდა აქედან აღარ წავსულიყავი... ბინისთვის შეუფერებლად დიდი აივანი ქონდა, აივანსაც ვერ დავარქმევდი შუშის დიდი ფანჯრები ქონდა, უფრო სწორად მთლიანად შუშა იყო, ქოთნის ყვავილებით, ორი ხის საქანელა სკამით და პატარა ხის მაგიდით, სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე, ისეთი სიმშვიდე და სითბო იდგა თითქოს გარეთ ცა ძირს არ ჩამოდიოდა და დეკემბრის წვიმა შუშებს არ ეხეთქებოდა...
-წვიმას პლედი და ცხელი შოკოლადი უხდება, მაგრამ მე წითელი ღვინო და შავი შოკოლადი მირჩევნია, თუ რათქმაუნდა მშიერი არ ხარ...
-სიმართლე რომ გითხრა არაფერი მიჭამია დღეს.
-იმის გამო რომ სახლში დიდ დროს არ ვატარებ ყველაზე სწრაფად შემიძლია ომლეტი ან შემწვარი კარტოფილი შემოგთავაზო. -მის მზრუნველობაზე მეღიმება, ალბათ ყველაზე ლამაზია იმ მომენტში როცა მთავაზობს რომ საჭმელს მომიმზადებს.
-მე გავფცქვნი კარტოფილს...
-მოდი შენ ცხელი შოკოლადი დალიე, პლედი მოიფარე და საქანელა სკამით დატკბი... მზად რომ იქნება დაგიძახებ, გპირდები ამის შემდეგ არავის შემწვარი კარტოფილი აღარ მოგინდება.
-რომ მივეჩვიო და სულ მოგთხოვო? -ჩემს კითხვას მხოლოდ ღიმილით პასუხობს და იმხელა სიამოვნებით იწყებს საჭმლის კეთებას რომ მინდა აქ ვიჯდე და ვუყურო.

*სად წაბრძანდი, უჩასთან ერთად?
*მასთან სახლში.
*სად?
*წინა შეტყობინება თავიდან წაიკითხე ლედი...
*მანდ რა გინდა?
*აივანზე ვზივარ პლედ შემოხვეული, ცხელ შოკოლადს ვსვამ და ველოდები უჩა როდის შემიწვავს კარტოფილს.
*ჩემი გაგიჟება გინდა?
*არ მიფიქრია გეფიცები, არც ის ვიცი აქ რატომ ვარ მაგრამ ხომ იცი რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ.
*მითხარი რომ როცა უყურებდი როგორ გადმოიღო კარტოფილი და მისი გაფრცქვნა დაიწყო თავში გარყვნილი ფიქრები არ გიტრიალებდა და იმ კარტოფილის ადგილზე ყოფნა არ ინატრე.
*უგარყვნილესი გოგო ხარ, მაგრამ ვოცნებობ შემომსვას იმ სამზარეულოს მაგიდაზე.
*უჩას უნდა მივწერო გაიქცეს სანამ მასზე იძალადებ.
*ჯერ დავპურდები და მერე ვიძალადებ... აივანიც არ არის ცუდი ვარიანტი ისე, სექსუალური ხის სკამები აქვს.
*ქალო, გაეცალე მაგ კაცს თორემ ხომ ხედავ სკამებიც კი აღგაგზნებენ უკვე.
*წავედი და არაფერი აღარ მომწერო, თორემ მართლა შეიძლება ვიძალადო უჩაზე ამ ბინის ყველა ოთახში.
*შეგრცხვეს ქალო.

-მეგონა ჩაგეძინა. -თავზე წამომდგარ უჩას ავხედე და მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადავყლაპე... საშინაო ფორმაში ისეთი სექსუალური მეჩვენა.
-არა, ლედის ვწერდი...
-აშკარად საინტერესო თემაზე.
-ზედმეტად საინტერესოზეც კი.
-მალე მზად იქნება.
-ასე სწრაფად?
-უკვე ოცი წუთი გავიდა, შენ ისე გაერთე წერით შოკოლადიც გაგიცივდა, აქვე შეჭამ თუ სამზარეულოში.
-სამზარეულოში ვჭამოთ, მაგრამ მაგიდას მე ავალაგებ და ჭურჭელს გავრეცხავ...
-ამ სამსახურის პერანგში არ გცივა?
-ცოტა, მაგრამ აღიარე რომ ძალიან მიხდება ეს პერანგი და ჯინსის შარვალი...
-გუშინ სამსახურში შავი არ გეცვა?
-სამსახურის შარვალი ჩანთაში მაქვს, ზედმეტად თხელია იმისთვის რომ მაგით დეკემბერში ქუჩაში ვიარო...
-გინდა ჟაკეტს მოგცემ თუ პლედი არ გათბობს.
-მაინც ვერ ვხვდები ამ პერანგში რა არ მოგწონს?
-ვინ თქვა რომ ჩემი რესტორნის ფორმა არ მომწონს უბრალოდ მემგონი უხარისხოდ არის შეკერილი.
-რატო?
-ზამთრისთვის ზედმეტად თხელი და გამჭვირვალეა.
-გამჭვირვალე? -ოთახში შედის და უკან მისი თვალების ფერი ნაქსოვი ჟაკეტით ბრუნდება.
-არ მინდა გაცივდე. -მინდა ვკითხო მასაც ისე აფორიაქებს ეს პერანგი როგორც მე მისი ხოლმე? მერე ორი კვირის წინანდელი მისის სიტყვები მახსენდება მსიამოვნებს შენი შეხსნილი ღილებიო და სხეულში ვნების ტალღა მივლის... ჭამისას ხმას არცერთი ვიღებთ, მაგიდას ვალაგებ, ჭურჭელს ვრეცხავ და ვერც კი ვამჩნევ როგორ მიყურებს კარის ჩარჩოს მიყრდნობილი უჩა... საქმეს რომ მოვრჩი, ისევ აივანზე გავედით ისე მომწონდა ეს გარემო რომ ყოველ დღეს აქ გავატარებდი...
-ისე მომწონს ეს აივანი რომ ყოველ საღამოს აქ გავატარებდი...
-მხოლოდ აივნის გამო მოგწონს აქ ყოფნა?
-არა, შენთან საუბარიც სასიამოვნოა...
-ვერონიკა ვინმე ისე გყვარებია რომ მის გამო თავი დაგიკარგავს? -სკამის საზურგეს ეყრდნობა და წვიმას გაჰყურებს...
-ალბათ არა, ბოლო ურთიერთობისგან რთული დასასრული და ტკივილი მივიღე...
-მაგალითად რა გინდოდა მაგ ურთიერთობისგან რას მოელოდი?
-სიმართლე რომ გითხრა თავადაც არ ვიცი, ერთი მამაკაცი მომწონდა რომელმაც ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, ხო და ურთიერთობა მის გამო დავიწყე, იმისთვის რომ ყურადღება გადამეტანა...
-ანუ იმ ბიჭს იყენებდი, ასე არ შეიძლება.
-მომწონდა მაგრამ არა თვითონ, მასთან ერთად აქეთ-იქეთ სეირნობა და მისი ყურადღება მსიამოვნებდა...
-ყურადღება ყველას მოსწონს.
-იცი როგორ იყო, თვითშეფასება დამიგდო ჩემი თავი ლამაზი არ მეგონა... არა და ასე არ ვფიქრობდი, მიმატოვა იქამდე სანამ მივატოვებდი და რის გამო იცი? ჩემს კარიერას ხელს უშლიო... თან ყოფილი შეყვარებულის დასავიწყებლად გიყენებდიო, არც ისეთი ლამაზი ხარო ჩემთან არანაირი შანსი არ გაქვსო.
-და შენზე ამ ყველაფერმა იმოქმედა, უფრო ძლიერი ჩანხარ ვერო.
-კიი, მორალურად დამანგრია.
-რამ გაგაბრაზა იმან რომ ისიც ისევე გიყენებდა როგორც შენ?
-არა იმან რომ მახინჯი და შეუხედავი მიწოდა, კიდევ იმან რომ თურმე მის კარიერას ხელს ვუშლიდი.
-შენ ძალიან ლამაზი ხარ... არავის გამო არ ღირს ცუდად იყო, ის არ გიმაღლებს თვითშეფასებას რომ ჩემი ფავორიტი სტუდენტი ხარ? -მინდა ვუთხრა რომ მისი წყალობით ჩემი თვითშეფასება მეცხრე ცაზეა მაგრამ ჩუმად ვარ. -რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში?
-ამ ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი მაქვს რომ ბედნიერი ვიყო.
-რა არის ბედნიერება შენთვის?
-ოჯახი, რომელიც სრულფასოვანი იქნება. -ვხედავ როგორი ინტერესით მაკვირდება. -მე მინდა ბედნიერი ოჯახი, სადაც არ იქნება ღალატი, მიტოვება და ჩემი შვილები ბედნიერ გარემოში გაიზრდებიან. იცი ყველაზე მეტად რისი მეშინია?
-რისი?
-დედობის, მეშინია რომ კარგი დედა არ ვიქნები.
-მშობლობის ყველას გვეშინია, კაცებსაც გვგონია რომ საკმარისად კარგი ვერც ჩვენ ვიქნებით.
-ალბათ სიყვარული ყველაფრის ძალას გვაძლევ, იმისასაც კი რომ ველოდოთ და ვუერთგულოთ.
-იმ ადამიანის სიყვარული ვინც ვერცკი გამჩნევს არ ღირს.
-გული ჩვენ არასდროს გვეკითხება ვინ აირჩიოს... სიყვარული დაუკითხავად მოდის და ყველაფერს ვაკეთებთ საყვარელი ადამიანის გვერდით რომ ვიყოთ.
-მაგაში გეთანხმები, თუ ადამიანს უყვარხარ და შენთან ყოფნა უნდა კარს თუ დაუკეტავ ფანჯრიდან შემოვა და თუ ფანჯრებიც არსად ჩანს ის პატარა ღრიჭოს იპოვის შენთან მოსასვლელად... ვერაფერი შეაკავებს შეყვარებულ ადამიანს, პატარა იმედის სხივიც კი მთებს გადაადგმევინებს დამიჯერე.
-ხო და იქნებ ეს სხივი აიძულებს შენს ძმას რომ მეგის დასდევდეს. -ჩემსკენ ტრიალდება და მაკვირდება.
-შენ არ იცი მეგი როგორ ცუდად იყო, ჩემი ძმის გვერდით მისი სილამაზე ჭკნებოდა, ერთმანეთს ანგრევდნენ არც უტა იყო ბედნიერი... მათი გადაჭარბებული სიყვარული ორივეს ანადგურებს, ერთად ყველაზე ტოქსიკური წყვილია.
-მაგრამ ერთმანეთი უყვართ, ამას ხომ მაინც აღიარებ.
-არ უარვყოფ, აი ჩვენ რომ იგივე გამოგვევლო და დავშორებოდით უტაც ჩადგებოდა ჩვენს შორის.
-ჩვენ? შენ და მე რომ წყვილი ვყოფილიყავით?
-რა? არ შეიძლება რომ წყვილი ვიყოთ? ხო გამახსენდა ზედმეტად კარგი ვარ... საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება უნდა ისწავლო ვერო, მაგრამ იცი ჩვენ ეგეთი ტოქსიკურები არასოდეს ვიქნებოდით, როგორც უტამ თქვა ჩემი ქალი ვერსია ხარ.
-ვიქნებოდით, ჩვენ მათზე უფრო მეტად დავანგრევდით ერთმანეთს, გაუმხელელი გრძნობებით.
-გაუმხელელი გრძნობები. -ჩუმად დაიჩურჩულა და თვალი ისევ წვიმას გაუსწორა, მერე წამოდგა და აივნის შუშა გადაწია, ვხედავდი როგორ ეხეთქებოდა წვიმის წვეთები მის სახეს და ვოცნებობდი ამ წვეთების ადგილზე ყოფნას, მინდოდა ყველა მის ნაკვთს მე შევხებოდი.
-უჩა გაცივდები... -თითქოს გონს მოვიდა შუშა ისევ გადმოასრიალა და სკამში ჩაჯდა, მერე მე მიყურებდა ვგრძნობდი მაგრამ ქუთუთოები თანდათან უფრო მიმძიმდებოდა.

-შენს ოთახში რატომ სძინავს?
-მშვიდად ვატო, ღამენათევი იყო და სავარძელში ჩაეძინა... მოეშვი საქმეების გარჩევას ორი წლის არ ვარ არც მე და არც ვეროა.
-იცოდე გული არ ატკინო, ჩემი ხელით გაგგუდავ მაგ გოგოს ტკივილი რომ დაუმატო.
-არ ვაპირებ, როგორც მეგობარი ისე მოვიდა და მგონი საერთოდ არ მოვწონვარ.
-ხო როგორ არა, აშკარად ვერ გიტანს.
-ნუ ერევი აკაკი. -აკაკიმ დანებების ნიშნად ხელები ასწია და ყავის ფინჯნით ხელში აივნისკენ გაემართა სადაც შიო რაღაცაზე ეკამათებოდა ილიას...

რომ გამეღვიძა უკვე გვიანი იყო, ტელეფონს დავხედე და ღამის სამი საათი იყო... მისაღებიდან მკრთალად მოჩანდა ტელევიზორის შუქი, უჩას ტელევიზორის წინ ჩასძინებოდა, ვუყურებდი და ხელები თვითნებურად ეხებოდნენ მის სახეს, მისი ყბის კონტურებზე დავასრიალებდი თითებს და საერთოდ არ მადარდებდა ის რომ შეიძლებოდა გამეღვიძებინა.
-ჩემს შესწავლას მალე მორჩები? -მისი ხმის გაგონებაზე გავშეშდი, გულმა ისეთი ძალით დაიწყო ფეთქვა თითქოს გარეთ გამოსვლას ცდილობდა... ისევ ისე ვიჯექი იატაკზე და მივშტერებოდი, არც თვითონ ინძრეოდა თვალებში მიყურებდა ჯიუტად, მთელი სხეულით ვგრძნობდი როგორ იმეორებდა მისი თითის ბალიშები ჩემი ყბის კონტურებს, ისიც იგივეს აკეთებდა რასაც მე, ჩემი პულსაცია უფრო და უფრო იმატებდა, სუნთქვაც გამიხშირდა... სწრაფად წამოვდექი და ისევ ოთახში შევბრუნდი, ვწრიალებდი საწოლში და ვერ ვიძინებდი ვიცოდი უნდა გავცლოდი აქაურობას მაგრამ ვერც წასვლას ვახერხებდი, სულ მის თვალებზე მეფიქრებოდა...

დღეები-დღეებს მისდევდა, უჩა ისე იქცეოდა თითქოს ის ღამე არ არსებულა ან რა მოხდა იმ ღამით, არც არაფერი... მე მის სახლში დავრჩი, უბრალოდ დავრჩი სხვა არაფერი მომხდარა... ახალი წლის დღეს რატომღაც უჩამ გადაწყვიტა არ გვემუშავა და მეც მთელი დღე ბებიას ვეხმარებოდი, ლამარა და ბებო დამცინოდნენ ისე ემზადები თითქოს ორას კაციანი სუფრა უნდა გაიშალოსო.
-ვერო მოეშვი ბებო, მთელი დღეა არ გაჩერებულხარ, წადი გამოიპრანჭე უკვე თერთმეტი საათია.
-რატომ გამოვიპრანჭო ახალი წელი ასეთს არ მიმიღებს, ფქვილში ამოსვრილს?
-კი მიგიღებს მაგრამ ხომ გაიგე ნატამ რა გითხრა ამოდი ჩვენთან ბიჭები აქ ხვდებიან ახალ წელსო.
-მე სახლში მინდა.
-ისიც იქნება ვერო და უნდა გაიპრანჭო.
-ლამარა, ის ჩემი უფროსი და ლექტორია მეტი არაფერი და ნუ იგონებთ თქვენ რაღაცებს.
-სახლში რომ მოყავდი მეგონა რაღაც ხდებოდა.
-არაფერი არ ხდება. -გულში კი ვფიქრობდი ნეტა ხდებოდეს თქო მაგრამ ხმამაღლა ხომ არ ვაღიარებდი?! კარზე ზარი იყო, ამიტომ ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და კარის გასაღებად წავედი, კარში უჩა დამხვდა, ჩემს დანახვაზე გაეცინა. -სასაცილო ვარ?
-ცოტათი, ნატამ გამომაგზავნა ამოვიდესო.
-ტელეფონი არ აქვს? -ამ დროს მამაჩემი ამოვიდა კიბეზე და უჩას უკან დადგა.
-ეგ არ ვიცი მე რაც დამავალეს ის გადმოგეცი...
-თორმეტის მერე ამოვალ.
-ვერო მამიკო ვინ არის ეს ბიჭი?
-მამა გაიცანი ეს უჩა ათანელია ჩემი უფროსი და ვატოს მეგობარი, უჩა ეს მამაჩემია სოსო ნებიერიძე.
-ხო და კარებში რატომ დგას, ეს გასწვლე მე შენ?
-იცით მე მხოლოდ ნატას დანაბარები გადავეცი.
-არა, მიდი სახლში შედი... -მამამ უჩას მისაღებისკენ უბიძგა, მერე ვატოსთან დარეკვა მთხოვა. -ვატო, შენი ძმაკაცი მყავს მძევლად და ახალ წელს აქ უნდა შეხვდე თუ არა და სიძედ დავიტოვებ. -მამას სიტყვებზე თვალები ვჭყიტე და უჩას გავხედე რომელიც მალე ბოლო ხმაზე დაიწყებდა სიცილს.
-აქ ჩემი სხვა მეგობრებიც არიან და არ ღირს.
-ჩამოიყვანე, ჩემი ვერო არ შემარცხვენს…
-კარგი ჩამოვალთ. -ბებიაჩემმა ძალით შემაგდო ოთახში.
-რა გინდა ბებო?
-გამოიცვალე, ფქვილიანი ხარ სულ. -თან ვიცვლიდი და თან სულ უჩას სახე მედგა თვალწინ.

-ბიჭებო ვეროს მამამ დაგვპატიჟა ჩამოდითო, თუ არა და უჩას დავიტოვებო სიძედ.
-დარწმუნებული ვარ უჩას უნდა რომ იქ დავტოვოთ მარტო.
-წავედით, მაგრამ იცოდეთ იქ უჩას არ ეხუმროთ, ნიკოლ მამა მომისმინე სანამ იქ ვიქნებით უჩა ბიძიას არ უთხრა რომ ვერო ცოლად მოიყვანოს მპირდები?
-არ ვეტყვი, გპირდები.


უკვე გვარიანად არიან ბიჭები შეზარხოშებული მე და ნიკოლი კი ოთახში ვთამაშობთ, კარზე კაკუნი გვაწყვეტინებს თამაშს... კარს უჩა აღებს და საწოლზე ჯდება ჩემს გვერდით.
-ნიკოლ, ვეროსთან ყოფნა მოგწონს?
-მე კი და შენ?
-მეც მომწონს ნიკოლ.
-შენც გიყვება ზღაპრებს?
-მე უფრო დიდურ თემებზე მელაპარაკება.
-აკაკიმ მითხრა ვეროს და უჩას შენსავით ლამაზი ბავშვები ეყოლებათო და მართლა? -ჯერ ნიკოლს ვუყურებ მერე უჩას ღიმილშეპარულ მზერას ვიჭერ და სხეულში მომატებულ პულსაციას ვგრძნობ... მინდა ამ წამს ისევ იქ ვისხდეთ აივანზე, უჩას მკერდზე მედოს თავი და სიჩუმით ვტკბებოდე.
-ეგ ვეროს უნდა ვკითხოთ იქნებ არ უნდა ჩემგან ბავშვები.
-მგონი ზედმეტი დალიე შენ.
-არც ისე. -ჩემსკენ იხრება და თმას ყურს უკან მიწევს... მხოლოდ მის თვალებს ვხედავ, მწვანე სფეროებში ვიკარგები და არც კი მახსოვს რომ ოთახში ნიკოლია ჩვენთან ერთად... მის სურნელში ვიკარგები როცა ჩემს ყურთან იხრება და მეჩურჩულება. -ახალ წელს გილოცავ ვერონიკა, გისურვებ რომ იმ ადამიანების სიყვარული გესწავლოს ვინც გამჩნევს. -მომეჩვენა თითქოს ყურის ქვემოდან მაკოცა კიდეც, ისევე უცებ გაქრა ოთახიდან როგორც შემოვიდა.
-ნიკოლ, მამიკო არ წავიდეთ?
-წავიდეთ... მამა ვერო ხომ მოვა ჩვენთან?
-როცა მოუნდება მა.
-მამიკო იცი უჩამ აკოცა ყელში. -ნიკოლის სიტყვებზე სირცხვილისგან გავწითლდი.
-ნიკოლ ნუ იგონებ, კი არ ვაკოცე ყურში რაღაცას ვეუბნებოდი. -უჩა რომ დავინახე კარებში, შვება ვიგრძენი... შიომ რაღაც ჩასჩურჩულა ნიკოლს და ისიც უცებ აკისკისდა.
-გაგაცილებთ. -კარებამდე გავყევი ბიჭებს, კარს რომ ვხურავდი, უჩამ ფეხი დამიდო და შემაჩერა. -გატკინე?
-არა, ტელეფონი დამრჩა ალბათ შენს საწოლზე ამომივარდა ჯიბიდან.
-შემოდი, ვნახოთ. -ოთახში მივუძღვები, მისი ტელეფონი მართლა ჩემს საწოლზე იდო. -აქ ყოფილა, აი აიღე.
-იცი, სინამდვილეში მე დავტოვე აქ... მინდოდა რომ უკან მოსასვლელად მიზეზი მქონოდა.
-და რატომ? -ჩემს წინ დგება და მეჩვენება რომ ნერვიულობს კიდეც.
-ჩემთან მინდა დაგპატიჟო, ბორჯომში მივდივართ ახალი წლის დღეებში მეგობრები.
-დილით რომ გითხრა პასუხი?
-იმედია წამოხვალ.
-პატარა ბიჭივით ცქმუტავ უჩა.
-რაც ნიკოლს ვუთხარი მართლა ეგრე ვფიქრობ.
-რა უთხარი?
-რომ შენთან ყოფნა მომწონს, შენთან საუბარი.
-მეც მომწონს შენთან საუბარი, უფრო შენი მოსმენა. -ლოყაზე სწრაფად მკოცნის და მე ისევ ოთახის შუაგულში ვდგევარ გაშეშებული... ჩემს სხეულში სრული ქაოსია, ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს, ყველა განცდა და გრძნობა ერთიანად მაწვება ყელში.
-ბე უჩა იყო აქ? -ბებოს ხმა მაფხიზლებს.
-ხო ტელეფონი დარჩა და ბორჯომში დამპატიჟეს რამოდენიმე დღით.
-მერე არ გინდა წასვლა?
-მინდა, მაგრამ თან არ მინდა.
-ეგ ბიჭი მოგწონს ბე?
-კიი, ძალიან კარგია... თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი.
-მერე? შენც გადადგი ნაბიჯი მისკენ, ნუ ელოდები რომ მხოლოდ ის მოვა შენთან. -ბებო საწოლზე ჩემს გვერდით ჯდება და გულში მიკრავს. -ურთიერთობა იმიტომ არის ორი ადამიანის რომ ორივემ უნდა ააწყოს, მარტო ერთი ვერ შეძლებს, როგორ ძლიერადაც არ უნდა უნდოდეს ერთს თუ მეორესაც არ უნდა არაფერი გამოვა... მხოლოდ შენი მინდათი არ უნდა იცხოვრო, მიყევი დინებას და გაიგე შენი და უჩას „მინდა“ თუ ემთხვევა ერთმანეთს... ახლა დაიძინე, ნატაც თუ მიდის ხვალ უნდა წახვიდე აუცილებლად.
-წავალ.

*წამოვალ ბორჯომში.

*იმედია მხოლოდ ნიკოლის ხათრით არ მოდიხარ.

*იმედია.

*ოხ ვერო.


-შენ, ნატა და ილია უჩას მანქანაში ჯდებით... -ილია წინა კარს რომ მიღებს არ ვაპროტესტებ რადგან ვიცი, ნატას როგორ უნდა ილიას გვერდით ყოფნა.
-ვერო მოწყენილი ხარ, შიოსთან გერჩია ჯდომა? -ილიას კითხვაზე უჩა მაკვირდება და ელოდება რას ვუპასუხებ.
-არა, უბრალოდ გამოუძინებელი ვარ.
-ღამე ვინმეზე ფიქრმა არ დაგაძინა?
-ხო, არის ერთი... მოსვენებას მაკარგვინებს.
-აი, უჩასაც აკარგვინებს ერთი გოგო მოსვენებას... სულ ჩამოგვიდნა ბიჭი, არა და შეყვარებული ადამიანი ბედნიერი უნდა დადიოდეს.
-ილიკო შენ დადიხარ ბედნიერი ბოლო პერიოდია და რამეს გვიმალავ?
-იქნებ ვარ კიდეც. -სარკეში ვხედავ როგორ იღიმის და აპარებს თვალს ნატასკენ.


-რაც აქ ვართ მთელ დროს ნიკოლს უთმობ, გაერთე ვერონიკა.
-ვერთობი შიო, საუკეთესო გართობაა ნიკოლთან თამაში.
-იქნებ სხვა ვინმესაც უნდა რომ დრო დაუთმო?
-მაინც ვის?
-ვითომ არ იცი.
-უთხარი ნიკოლ.
-რა უნდა მითხრას აკაკი?
-უჩა ბიძიასაც დაუთმე ცოტა დრო თორემ ეწყინება.
-ცუდი ბიჭები ხართ ბავშვს რომ იყენებთ. -ნიკოლი და ბიჭები სიცილით მომშორდნენ, ბუხრის წინ ჩამოვჯექი და ცეცხლს მივაშტერდი...
-ისევ ის სულელური ხუმრობები დაიწყეს?
-მაგას ყურადღებას არ ვაქცევ, ნიკოლის ჯანმრთელობაზე ჩავფიქრდი.
-შიო ყველაფერს აკეთებს მისი კარგად ყოფნისთვის... მიუხედავად იმისა რომ იმედს ვერ აძლევენ არ ნებდება.
-ვხედავ, მეშინია რომ ნიკოლს რამე მოუვა... ზედმეტად მივეჩვიე და შემიყვარდა.
-მასაც ძალიან უყვარხარ, შენ დედობრივ სითბოს აძლევ სულ შენთან უნდა ყოფნა... შენ ძალიან დიდი გული გაქვს, სადაც ყველასთვის მოიძებნება ადგილი.
-ყველას მიგეჩვიეთ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თქვენგანი... არ მინდა რომ რომელიმე დაგკარგოთ.
-რატომ უნდა დაგვკარგო?
-არ ვიცი, როცა ადამიანს ვეჩვევი ყოველთვის რაღაც ხდება… ნიკოლის ოჯახი იმსახურებს იცოდეს მისი არსებობის შესახებ, არ აქვს შიოს უფლება რომ უმალავდეს.
-ამით მათ საფრთხეს შეუქმნის, ყველაზე წრფელი და ძლიერი სიყვარული შეუძლია მას დამიჯერე ცოტაოდენი იმედი მაინც რომ არსებობდეს და შიოს შეეძლოს სიმართლის თქმა იტყოდა.
-ვინმე მოკვლით ემუქრება ამ პატარას?
-პატარას არა, ნიკოლის მამის ოჯახს.... შიომ ყველაფერი სცადა, დაუკითხავად და ჩუმად გააკეთა ანალიზები მაგრამ არცერთის ძვლის ტვინი არ შეესაბამება ნიკოლისას.
-როგორ მოახერხა მიზეზი რა უთხრა?
-ის რომ შვილის გადარჩენა უნდა და ნიკოს მშობლებიც წამში დათანხმდნენ... თაიაც დათანხმდა მიუხედავად იმისა რომ არც კი იცოდა ვისთვის იკეთებდა ამ ანალიზებს.
-მეც რომ ვცადო? ვიცი ძალიან მცირე შანსია მაგრამ მინდა რომ ვცადო.
-ზეგ, როგორც კი თბილისში დავბრუნდებით თავად წაგიყვან.

დღეს აქ ყოფნის ბოლო დღე იყო, ისე მომწონდა აქაური სიმყუდროვე და თოვლი რომ მინდოდა კიდევ დიდი ხანი დავრჩენილიყავი, ხუთი დღე არ იყო საკმარისი.
-მოგწონს აქაურობა?
-ძალიან, რომ შემეძლოს კიდევ დავრჩებოდი.
-დავრჩეთ, დღეს ისე გაერთეთ შენ და აკაკი ატრაქციონებზე მგონი ნიკოლსაც კი აჯობეთ.
-შენც მშვენივრად ერთობოდი.
-ბავშვობა გავიხსენე... რეალურად არასდროს ასე არ მიმხიარულია მაგ პარკში.
-რატომ? ყოველთვის დიდი ბიჭი იყავი, ბავშვობაშიც მოგწონდა არა ყველაფრის კონტროლი.
-ახლა ხდება ისეთი რამეები რასაც ვერ ვაკონტროლებ.
-მაინც რა? -ფეხზე ვდგები და პირდაპირ თვალებში ვაჩერდები.
-შენ. -ნიკაპზე ხელს მკიდებს და მთელ სხეულში სითბო მეღვრება...
-რა მე?
-ვერ ვაკონტროლებ იმას რომ ყოველთვის გაგაქვს შენი.
-მე ბრძოლა მომწონს, შეუპოვრობა. -ნიკაპზე ხელს მიშვებს და ვგრძნობ როგორ მიდუნდება მთელი სხეული რომელიც ზამბარასავით დამჭიმვია…
-ეგ მეც მომწონს, ზუსტად ის მომწონს რომ მიზნისთვის ბრძოლა ბოლომდე შეგიძლია... როცა სათქმელია პირდაპირ ამბობ არ ჩუმდები.
-გვრიტებო იდილია უნდა ჩაგიშალოთ ვახშმის დროა.
-აკაკი ნეტა ენაზე კბილის დაჭერას ისწავლიდე.
-მაპატიე უჩიკო მაგრამ ისე ახლოს იდექით ერთმანეთთან მეგონა ცოტაც და ებრდღვნებოდით ერთურთს.
-ფანტაზია დაიოკე კაკი.
-ეგ კაკი ამან გასწავლა ხომ? მე კი ვიოკებ შენ თუ იოკებ ვერონიკა ფანტაზიას...
-ჩემი ფანტაზია მშვიდად არის. -სუფრას რომ მივუსხედით ილია და აკაკი უცნაურად აკვირდებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ.
-იქნებ ჩვენც გვითხრათ რა გაცინებთ?
-არაფერი ვატუნა, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვართ... ისე ვატუნა შენთვის იდეალური ქალი როგორია?
-ჩუმად რომ ვივახშმოდ არ შეიძლება?
-კარგი ვახშმის შემდეგ მიპასუხე, არც ეგ იქნება პრობლემა. -ვატო მაინც ეჭვით უყურებს აკაკის რომელიც მას ელაპარეკება მაგრამ ხან მე მიყურებს, ხან უჩას. -ნიკოლ ზღაპრები გიყვარს?
-მე დიდი გოგო ვარ, დიდურ თემებზე მინდა ლაპარაკი.
-ეგ ვინ გითხრა?
-უჩამ მითხრა ვერო დიდურ თემებზე მელაპარებაო. -ნიკოლის სიტყვებზე ყველამ ერთხმად ატეხა ხარხარი, მე კი მინდოდა დავპატარავებულიყავი და გავმქრალიყავი.
-ყოჩაღ ნიკოლ კარგად გაუწრთვნიხარ აკაკი ძიას. -უჩას სიტყვებზე ნიკოლმა მოიწყინა და მალე ტირილს დაიწყებდა ამიტომ უჩას დაბღვერილმა გავხედე.
-სიმართლეს ამბობს, ეგრე არ უთხარი მე დიდურ თემებზე მელაპარაკებაო? მეც მომწონს მასთან ყოფნა როგორც შენო? -უჩა გაშეშდა, ჯერ სერიოზული სახით მიყურებდა მერე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა და ბოლოს ეშმაკური მზერით მაკვირდებოდა.
-ეგრე ვუთხარი, ეგ შენც გითხარი ვერონიკა... სასიამოვნო მოსაუბრე ხარ და აქ მყოფთაგან ყველას მოსწონს შენთან საუბარი, დიდურ თემებზე. -იმ წამს გულში რაღაც ისეთი ძალით წყდება რომ მგონია ყველა ძარღვი ერთიანად გაწყდა. სუნთქვა მეკვრის მინდა გარეთ გავვარდე მაგრამ არ ვიმჩნევ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ არ შევიმჩნიო. იმიტომ რომ მე დავიწყე მე გამოვიწვიე უჩა... ვახშმობის შემდეგ აივანზე გავდივარ და მოაჯირს ვეყრდნობი, ალბათ თავადაც არ ვიცი რა მინდა როგორ უნდა გავიგო სხვისი სურვილები ჯერ თუ საკუთარი თავის არ მესმის?!
-ეხ ვერო, ძნელია უჩას გაგება... ზედმეტად ძნელიც კი.
-და ნატას გაგებაც ასეთი რთულია ილია?
-ყოჩაღ სწორ დროს და სწორ ადგილზე დამარტყი... არ არის ნატას გაგება რთული მაგრამ ჯერ მე უნდა გავერკვიო ჩემს გრძნობებში და მერე ვერაფერი შემაჩერებს რომ ის ნატამაც ნახოს... აი უჩა მას არ შეუძლია მოვიდეს ვარდებით და ყოველდღე გითხრას რომ უყვარხარ, მაგრამ მისი ქცევები მზრუნველობა შენს მიმართ, მისი გამოხედვა საკმარისია რომ მიხვდე რამხელა ადგილი გიჭირავს მის გულსა და გონებაში, ეს ეშმაკური ჩაღიმებები როცა თვალებში უყურებ ჯიუტად. მისი ნათქვამი მჭირდები უფრო მეტად ნიშნავს სიყვარულს ვიდრე მიყვარხარ.
-ის ჩემი ლექტორია, მე რომ ნაბიჯი გადავდგა არ გამოვა… ერეკელეს დაბრუნების შემდეგ შეიძლება გადავდგა მისკენ ნაბიჯი.

ბორჯომიდან დაბრუნების შემდეგ უჩა თითქოს ჩამომშორდა, არაფერს ამბობდა მხოლოდ შორიდან თუ მომესალმებოდა ისე გავიდა ორი თვე და ირაკლი დაბრუნდა რომ უჩა მხოლოდ ჩემი ლექტორი იყო, მის ქცევაზე უფრო მეტად მაღიზიანებდა ის რომ მე ვერ ვაკონტროლებდი ჩემს განცდებს და სულ ილიას სიტყვები მიტრიალებდა გონებაში... მინდოდა უჩას ამ სიჩუმისთვის სამაგიერო გადამეხადა და ერთხელ მაინც მეგრძნო რომ ჩემზე ეჭვიანობდა, სამსახურიდან გამოსულმა დავინახე უჩა თავის მანქანას მიყრდნობილი როგორ საუბრობდა ტელეფონზე თან საკმაოდ ანერვიულებული... გონებაში მეათასედ ვუმეორებდი ჩემს თავს რომ არ მისულიყო მასთან და არ დალაპარაკებოდა მაგრამ გული მისკენ მიისწრაფოდა.
-ვერო, სახლში მიდიხარ? -სწორედ ამ დროს გამოვიდა თორნიკე გარეთ.
-კი თოკა, მორჩი უკვე?
-შენ რომ არა კიდევ დიდი ხანი ვერ მოვრჩებოდი... გაგიყვან.
-მადლობა, იმედია ჩემს გამო გზას არ იმრუდებ.
-არა, მეც იქეთ მოვდივარ მეგობართან. -თორნიკეს მანქანაში რომ ვჯდებოდი წამით გავაპარე თვალი უჩასკენ, ტელეფონი მოეშორებინა და მე მიყურებდა, თითქოს ელოდა ჩავჯდებოდი თუ არა, იმ მომენტში გაიღვიძა ჩემში ყველაზე მებრძოლმა მემ.
-ღამე მშვიდობის ბოს. -უჩას ჩემს სიტყვებზე გაეღიმა, მეც ღიმილით ვუპასუხე და საკუთარი თავით კმაყოფილი ჩავჯექი მანქანაში.
-ვერო, უჩა მოგწონს?
-ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.
-თითქოს თავს არიდებთ ერთმანეთს.
-სანამ ჩემი ლექტორი იყო ასეც ვიქცეოდით რადგან კოლეჯში პრობლემა არ შექმნოდა, ისედაც ჩემმა ერთერთმა ჯგუფელმა ამოიჩემა უჩა... კოლეჯის დირექტორს ენა მიუტანა რომ მე უჩას თანამშრომელი ვიყავი და ამის გამო პრივილეგიებით ვსარგებლობდი.
-გასაგებია. -სახლთან მისულმა შევნიშნე რომ უჩას მანქანა ჩემს კორპუსთან იდგა, თორნიკეს დავემშვიდობე და სადარბაზოში როგორც კი ფეხი შევდგი ნაცნობმა სურნელმა მომიღიტინა ცხვირში.
-იდეალური კაცობიდან მანიაკობამდე ერთი ნაბიჯია. -ჩემს ზურგს უკან ვიგრძენი მისი ჩაცინება.
-მანიაკს ვგავვარ ვერო?
-აბა რა გინდა ღამე, თანაც სიბნელეში სადარბაზოს ყველაზე ბნელ კუთხეში.
-შენ გელოდი თქო რომ გითხრა დამიჯერებ? -მისკენ შევტრიალდი და ტელეფონის შუქი სახეზე მივანათე... იმდენად სერიოზული გამომეტყველება ქონდა რომ წამით ვიფიქრე უკან დამეხია.
-არ მომიტაცებდა თორნიკე და არც არაფერს დამიშავებდა... თუ ასე ნერვიულობდი თავად მოგეყვანე.
-არც კი მაცადე, ისე ჩასკუპდი თოკას მანქნაში.
-ორი თვე თავს შენ მარიდებ და კიდევ მე არ გაცადე?
-ასე იყო საჭირო... არ მინდოდა ჩემს გამო კოლეჯში პრობლემები გქონოდა.
-მადლობა რომ ასე ზრუნავ ჩემზე, ახლა სახლში ავალ შენი ნებართვით. -საიდან მქონდა ამხელა ცინიზმი არ ვიცი მაგრამ თავად გაოცებული ვიყავი ჩემი შეუპოვრობით.
-ანუ შენ ფიქრობ რომ იდეალური კაცი ვარ?
-რამხელა ეგო გაქვს, ცოტა მიწაზე დაეშვი უჩიკო... იდეალური არავინ არის.
-ტკბილი ძილი ვერო.
-შენი ისედაც ტკბილი იქნება ვიცი.
-ხვალ ისვენებ ხომ?
-კი, არ დავისვენო?
-მეც ვისვენებ და სადმე ყავა ხომ არ დაგველია.
-მაგალითად სად?
-ჩემს აივანზე.
-მაცდური წინადადებაა, დავფიქრდები... თან ხვალ თორნიკემაც დამპატიჟა საღამოს ვახშმად და ალბათ დღის საათებში მეცლება.
-კარგი ბიჭია თორნიკე მაგრამ შენ უფრო კარგი ხარ, მისთვის ზედმეტად კარგიც კი.
-აბა ვისთვის არ ვარ ზედმეტად კარგი? -ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა ისე გავიდა სადარბაზოდან და მანქანაში ჩაჯდა.


*იმისთვის რომ მანიაკის სტატუსი მოვიშორო დღეს, ჩემს აივანზე გეპატიჟები.

*პაემანზე?

*თუ პაემანი სანთლების გარეშეც პაემანია მაშინ კი.

*მაქსიმუმ ერთ საათში შენთან ვარ, შენი შემწვარი კარტოფილი მომენატრა.

*შენთვის რამის მომზადება ერთი სიამოვნებაა.... მაგრამ დღეში ორი პაემანი ზედმეტი ხომ არ არის?
მისი შეტყობინება მამხიარულებს... მინდა უფრო ღრმად შევტოპო.

*მაშინ შენთან პაემანი არ მაქვს, თან თუ სანთლები არ იქნება.

*დარწმუნებული ვარ სანთლები არც საღამოს არ იქნება ამიტომ ჩემთან პაემნის შანსს ნუ გაუშვებ ხელიდან.

ლედის ვურეკავ და გუშინდელი ღამიდან მოყოლებული დეტალურად ვუყვები ყველაფერს.
-ძალიან მინდა ისე შემეძლოს გრძნობების კონტროლი როგორც უჩას შეუძლია.
-მეც მინდა ლედი, მინდა ისე ვიქცეოდე თითქოს ჩემს გულსა და გონებაში არაფერი ხდება.
-წახვალ?
-მივდივარ, არ შემიძლია უარი ვთქვა იმაზე რომ თუნდაც ცოტა დრო გავატარო მასთან.
-გთხოვ ეცადე არ იძალადო მასზე...
-შენს იკას მიხედე რა. -ისე გამოვუყავი ენა თითქოს დამინახავდა…

მიუხედავად იმისა რომ მარტი არც ისე თბილი იყო მაინც ყვავილებიანი საკმაოდ თხელი კაბა ჩავიცვი, სარკეში ჩემს თავს თვალი რომ გავუსწორე გამეღიმა იმაზე თუ როგორ მინდოდა უჩას თვალით დანახული ჩემი თავი წარმომედგინა… როგორ მინდოდა მისი თითების ოდნავ შეხებაც ისევ მეგრძნო წელზე, თუნდაც შემთხვევით. მინდოდა ისევ რამე ისეთი ეთქვა რაც თითქოს არაფერი იყო მაგრამ ჩემში ქარიშხალს იწვევდა, ყველა გრძნობას ერთიანად მიშლიდა.
-ბე, რა ლამაზი ხარ სად მიდიხარ?
-ჩემს თანამშრომელს უნდა შევხვდე.
-კარგი ბიჭია? -მიყვარდა ბებიას ეს ჩუმი შემოპარებები.
-ძალიან ბე, ძალიან კარგია.
-და ის?
-იმას რა უნდა ვერ მივხვდი.
-შენ? შენ გინდა სხვა?
-ვცდილობ მინდოდეს და ერთი ადგილი არ ვტკებნო.
-ოღონდ გთხოვ იმისთვის არ გამოიყენო რომ იმან იეჭვიანოს. -ბებოსთვის პასუხი არ გამიცია ისე გამოვედი ოთახიდან. -ქოლგა წაიღე იწვიმებს. -ისევ არაფერი მიპასუხია, არც ქოლგა ამიღია მინდოდა წვიმაში მოყოლილი მივსულიყავი უჩასთან მეგონა ასე უფრო ლამაზი ვიქნებოდი… მეგონა კი არა ვფიქრობდი ასე უფრო მოვეწონებოდი ან ჩემზე ზრუნვა მოუნდებოდა… ავტობუსში ამოსულ შეყვარებულ უცნობ წყვილს მივჩერებოდი და იმ გოგონას თვალებში ის სხივები იყო რაზეც სულ ვოცნებობდი, ისე მომიჭირა ყელში უჰაერობამ რომ ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და გზა ფეხით გავაგრძელე… უცებ არსაიდან ისეთი წვიმა წამოვოდა, სულ გავიწუწე, ჩემი საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა სულ დამისველდა, კიდევ კარგი გრძელი საწვიმარის ჩაცმა მაინც მოვიფიქრე და კაბა არ დამისველდა… კარზე ზარი რომ დავრეკე და უჩამ გააღო მომეჩვენა წამით თითქოს სუნთქვა შეეკრა, გაშეშდა, კარს ხელი მსუბუქად ვკარი და სახლში შევედი, საწვიმარი გავიხადე ხელში მივაწოდე და პირდაპირ აივნისკენ წავედი… ალბათ რამოდენიმე წამი დაჭირდა რომ გონს მოსულიყო და უკან გამომყოლოდა.
-შენთვის უთქვამთ რომ ატმისფერი ყველაზე მეტად გიხდება?
-მოიცა დავფიქრდე… მგონი არა.
-იცი რომანის გმირს გავხარ, წვიმაში მოყოლის მიუხედავად მაინც რომ გარბის თავისი მიჯნურისკენ… იცი როგორი გმირი ხარ, შეუპოვარი, მაგრამ ძალიან ნაზი და სათუთი… თან ამოუცნობი.
-ყველა თუ წაგიკითხავს ასე არავის მოეწონები. -ხელებს სკამის სახელურებს აწყობს და ჩემს სახესთან ისე ახლოს მოაქვს სახე ერთი მოძრაობა და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხება…. მთელს სხეულზე ცეცხლი მეკიდება და სახეზე ალმური მედება, მის მწვანე სფეროებს ვეღარ ვუძლებ და თვალები მეხუჭება, ვგრძნობ როგორ მშორდება და ჰაერიც ისევ ბრუნდება რომელიც აქამდე თითქოს სადღაც გაქრა.
-საყვარელი რომანის გმირი გყავს ვერო? -არაფერს ვპასუხობ უფრო სწორად ვფიქრობ რა ვუპასუხო... ისე გადის აივნიდან პასუხს არც ელოდება, ცხელი შოკოლადით ბრუნდება და ჭიქას გვერდით დგამს, თავადაც ჯდება და შუშას უშტერებს მზერას.
-დარსი.
-რა?
-ბატონი დარსია ჩემი საყვარელი პერსონაჟი. -ჩემსკენ ღიმილიანი სახით ბრუნდება.
-და შენ ელისაბედი ხარ? თუ თოკაა დარსი?
-დარსი შენ ხარ მაგრამ მე არ ვარ ელისაბედი. -წამში მზერა ეყინება მერე ისევ იღიმის.
-იქნებ მინდა რომ ლიზა იყო. -არაფერს ვპასუხობ, ისე ვუყურებ წამით შემიძლია წამოვვარდე და ის ტუჩები დავუკოცნო, მისი ღიმილი, მზერა რომელსაც არ მაშორებს გონებას მაკარგვინებს. -არ გშია? -მხოლოდ თავს ვუქნევ და უკან მივყვები, ისევ ისე ვჭამთ რომ არაფერს ვამბობთ.. -ბატიბუტს გავაკეთებ და ფილმს ვუყუროთ გინდა?
-მინდა.
-შენი პაემანი?
-გადავდებ.
-ასეც ვიცოდი, რომ არსადაც არ მიდიოდი.
-ხო იცოდი და მაგიტომაც მელოდი სადარბაზოში შუაღამისას. -სამზარეულოს კარებთან მიჭერს... ისე ახლოს დგას მიტრიალებისა მეშინია, ზუსტად ვიცი მის ტუჩებთან ზედმეტად ახლოს აღმოვჩნდები.
-რატომ მიკეთებ ამას?
-რას?
-რატომ მაგიჟებ? -მის სიტვებზე მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-მე არაფერს ვაკეთებ ამისთვის.
-ხო და ეგ მაგიჟებს ზუსტად, არაფერს რომ აკეთებ და მაინც ვგიჟდები. -მისკენ მატრიალებს და მწვანე სფეროებში ვიკარგები. ხელებს მხვევს და გულში მიკრავს, ისე მაგრად მიჭერს რომ ტკივილსაც ვგრძნობ მაგრამ არ ვაჩერებ, მის მკლავებში დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდე მოდის... პირველად ვგრძნობ რომ ამ სამყაროში ვიღაც მჭირდება რომ ჩემი დარდები და ტკივილები წამართვას და მხოლოდ სიმშვიდე დამიტოვოს.
-მგონი ჯობია წავიდე. -ჩაცინების ხმა მაიძულებს თვალები გავახილო.
-თუ ასე გინდა წადი. -მის სიტყვებზე ვბრაზდები და ვშორდები.
-არ მივდივარ, ბატიბუტის გაკეთებას აპირებდი. -ვუყურებ როგორ ამზადებს ბატიბუტს და თვალს არ მისწორებს, ერთხელაც არ შემოუხედავს.
-ფილმს შენ აარჩევ?
-ნაკიანი წელიწადი ნანახი გაქვს?
-კი მაგრამ ვნახოთ, შენთან ერთად ისევ დიდი სიამოვნებით ვნახავდი. -სავარძელში მოვთავსდი კომფორტულად და ბატიბურიანი ჯამიც წინ დავიდგი. -მე არ მიწილადებ.
-აიღე.
-ნუ ბავშვობ ვერონიკა.
-მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ, ეს შენ დაბერდი. -წარბს წევს და ისე მიყურებს, მერე ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში და ყურადღება ეკრანზე გადააქვს... არ ვიცი რატომ მაგრამ ფილმს საეთოდ ვერ ვუდებ გულს, უჩას ნაკვთების ცქერა უფრო მომწონს ყოველ ჩაღიმებას თუ მიმიკას ვიმახსოვრებ.
-ზოგჯერ მგონია რომ შენთვის მუზეუმის ექსპონატი ვარ რომელსაც საათობით უყურებ და სწავლობ. -ფიქრებიდან გამოვყავვარ მის სიტყვებს, ჩემსკენ ახლოს იწევს და აშკარად შემს ტუჩებს აკვირდება... მერე თვალებში მიყურებს და ჯერ ისევ სველ თმა მიშლის. -ასე არ გაგიშრება და გაცივდები.
-მგონი დღეს საკმარისზე მეტადაც კი გვქონდა ფლირტი, ამ ასაკის კაცს არ შეგშვენის.
-ყოველთვის ჩემს ასაკს რატომ უსვამ ხაზს? ცხრა წელი არც ისე დიდი დროა... მითუმეტეს როცა ორი ადამიანის აზრები და შეხედულებები ასე მეთხვევა.
-ყოველი ფლირტის შემდეგ თავს ჩემგან შორს იჭერ უჩა, მე ეს მაღიზიანებს, მაგიჟებს რომ შენთან ეს გაურკვეველი ურთიერთობა არ შემიძლია დავასრულო...
-ან ახალ ეტაპზე გადაიყვანო.
-ახალ ეტაპზე?
-მეგობრებზე ცოტა მეტი. -ისეთ უჰაერობას ვგრძნობ მგონია მალე დავიხრჩობი, ამიტომ აივანზე გავდივარ და შუშას ვწევ.. როგორც კი აზრზე მოვდივარ უკან ვბრუნდები.
-სახლში წამიყვან? -უხმოდ დგება და ჟაკეტს იცმევს... ისე მივდივართ ხმას არ იღებს, მინდა რომ ვუყვირო, ყველაფერი თავზე დავალეწო ამ გაურკვევლობისთვის მაგრამ არ გამომდის, როგორც კი მანქანიდან გადავდივარ ვგრძნობ როგორ მიმძიმდება სხეული, ასე სახლში ვერ ავალ ამიტომ ნატასთან ავდივარ, ჩემდა საბედნიეროდ ისიც მარტოა.
-ვერო კარგად ხარ?
-კი ნატ, უბრალოდ ფიქრი მჭირდება შენთან ვიქნები რა ცოტახანს.
-უჩამ გაწყენინა?
-არა, ჩემმა სისულელემ. -დეტალურად ვუყვები მთელ დღეს და ნატაც მაგრად მიკრავს გულში. -მაინც ვერ ვხდები რას გულისხმობს მეგობრებზე მეტში, მე ასე არ გამომივა მიყვარს, ჯანდაბა ყველაზე მეტად მიყვარს ამ სამყაროში, თვითონ მხოლოდ ვაგიჟებ? მხოლოდ ჩემთან ფლირტი სიამოვნებს?
-ვერო დამშვიდდი, დროს მიენდე დინებას მიყევი. შენ გეფლირტავება მაინც მე? მასთან ვმუშაობ ერთი თვეა და ზედაც არ მიყურებს. -მინდა იმ წამს ვუთხრა რომ ილიას უყვარს, მაგრამ ვჩუმდები... თავს ვიწესრიგებ და ნატასთან ეთად ისე ვერთობი ცოტა ადამიანის ფერიც მომდის, ვატო და შიო რომ მოდიან უკვე საკმაოდ გვიანია ამიტომ სახლში მივდივარ.
-ჩვენი მოსვლა გეწყინა?
-კარგი რა შიო, უბრალოდ უნდა ვიმეცადინო, ისედაც მთელი დღე ვიზარმაცე.
-პაემანზე იყავი?
-არა, საიდან მოიგონე?
-აბა გაზაფხულის დასაწყისს ასე სიფრიფანა კაბას ტყუილად არავინ იცმევს.
-ვაპირებდი, თორნიკემ დამპატიჟა და გეგმები შემეცვალა... მაგრამ არც ახლაა გვიან მოვწესრიგდები და დავურეკავ, დროებით. -გასვლისას შიოს მზერას ვიჭერ და ვატოს სიტყვები თითქოს მაჩერებს, შიოს ეკითხება კორპუსის კუთხეში შენიშნა თუ არა უჩას მანქანა, რაზეც შიო პასუხობს რომ ნომრებს არ დაკვირვებია მაგრამ გავდა... სახლში ჩავრბივარ და ოთახის ფანჯრიდან ვიხედები, მაგრამ ვერ ვხედავ უჩას მანქანას ვერსად, გულდაწყვეტილი ვაქრობ შუქს და ვწვები.


-ვერო დღეს შიოს პარტნიორების მაგიდას მოემსახურები?
-რათქმაუნდა. -დერეფანში მიჭერს და ისეთი სახით მიყურებს ცოტათი ვფრთხები კიდეც. -რამე გინდა?
-ნუ მესწერვები.
-მე, როდის?
-ბავშვი ხარ. -ხელს მიშვებს და მეც ბურტყუნით მივდივარ.
-ბებერი, თურმე ბავშვი ვარ.
-გავიგონე.
-თურმე გაიგონა, აი დარდი.
-ეგეც გავიგე.
-იმიტომ რომ გრძელი, ენა, ცხვირი და ყურები გაქვს.
-ახლა ძლივს დავაჭირე ენას კბილი რომ იცოდე.
-და რას მეტყოდი? -ვჩერდები და მხოლოდ მაშინ ვამჩნევ რომ მომყვება.
-მაგას მერე გეტყვი, მარტოები რომ ვიქნებით ვერო.
-მე და შენ, მარტოები?
-ხო, ჩემთან აივანზე.
-აღარ მაცდუნებს ეგ წინადადება საქმე მაქვს.
-ეგ ღილი შეიკარი. -ჯიბრზე მეორეასც ვიხსნი და ზურგს ვაქცევ.
-ჯუტი.
-გავიგონე უჩიკო. -ჩემი სითამამე და წამიერი სიხარული სადღაც გაქრა როგორც კი ცაკლე მდგომ მაგიდას მივუახლოვდი, ერთიანად მომიჭირა ყელში ბოღმამ, ტკივილმა და უჰაერობამ... ხელები ამიკანკალდა, ის კი იჯდა და ჯიუტად მიყურებდა თვალებში, იქ იჯდა ზუსტად მე ვიყავი ოღონდ 20 წლით უფროსი, არ მესმოდა რა ხდებოდა გარშემო მინდოდა მივვარდნოდი და მეკითხა რატომ მაგრამ ვერ ვახერხებდი ფეხებში ძალა არ მქონდა, ცხელი სითხე ნელა გადამდიოდა ლოყებიდან ყელზე, არ მახსოვდა სად ვიყავი ან რას ვაკეთებდი, ვგრძნობდი ვიღაცის ხელებს რომელიც მაგრად მეჭიდებოდა და მივყავდი სადღაც, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში ის ისევ იქ იჯდა და ისე მიყურებდა ვითომც არ ვარსებობდი, სრულიად უცხო ვიყავი მისთვის.
-ვერო, ვერო... -ყრუდ ჩამესმოდა შორიდან ჩემი სახელი და ვგრძნობდი როგორ მესხმებოდა წყლის ნაკადი სახეზე, თავი რომ ავწიე და სარკეში ჩემი ანარეკლი დავინახე მხოლოდ ერთი სიტყვა ამოვილუღლუღე.
-სუსტი... -სარკეს მოვშორდი და გაფითრებულ უჩას შევხედე, ძალა სულ გამომცლოდა ამიტომ არ გამიპროტესტებია ხელი რომ შემაშველა და სავარძელში ჩამსვა.
-ვერო ის ქალი...
-არა... არაა... არ თქვა ის არ არის, არც არასოდეს ყოფილა... -შეშლილივით ვაქნევდი თავს და უკვე ყვირილში გადამდიოდა, მისმა მკლავებმა თითქოს ჩემი ტკივილი შეისრუტა და სიმშვიდე მოიტანა თანდათან.
-გინდა გავუშვებ აქედან და აღარასოდეს მოვა.
-არა, არ მინდა შიოს საქმე გაუფუჭდეს… ალბათ ისედაც შევარცხვინე.
-დამშვიდდი, ეს პრობლემა არ არის. -კარზე კაკუნი მაიძულებს უჩას მკლავებიდან თავი დავიხსნა… კარს ფრთხილად აღებს შიო და თითქოს უჩას თვალებით ელაპარაკება.
-ვერო კარგად ხარ?
-შენი შეხვედრა ჩავშალე.
-არაუშავს, არ იყო მნიშვნელოვანი მთავარია შენ იყო კარგად.
-შიო ვეროსთან იყავი რა ცოტახანს.
-არ მინდა კარგად ვარ უკვე. -უჩა გადის და შიო ჩემს წინ ჯდება, ველოდები როდის მკითხავს რამეს მაგრამ უბრალოდ მიყურებს, მერე თვალს მარიდებს და კარისკენ იხედება, მინდა ავდგე და ვნახო რას აკეთებს უჩა მაგრამ ფეხები არ მემორჩილება.

უჩა მის წინ დგას და თვალებში უყურებს, თვალის ფერიც კი მისნაირი აქვს მაგრამ ვეროს თვალებში სითბოა ამ ქალს კი თითქოს ყინული მოსდებია.
-რა გინდა?
-იცით.
-რა ვიცი ან ვიცოდი? ის რომ მაგ გოგოს ვნახავდი ადრე თუ გვიან?
-არა, იცით რაც მინდა მე.
-და რა გინდა?
-მისი ბედნიერება და სიმშვიდე რასაც ხელს უშლით თქვენ და ის ბიჭი რომელიც გაზარდეთ, თქვენმა ქმარმა იცის რომ საკუთარი შვილი მიატოვეთ?
-ეგ შენ არ გეხება.
-მაშინ ახლა ძალიან მშვიდად წახვალთ აქედან და თქვენს შვილობილს გააფრთხილებთ რომ ვეროს გული აღარ ატკინოს... მეც თქვენს ძვირფას ქმარს არაფერს ვეტყვი.
-არ მეგონა მაგ გოგოს ესე თუ გაუმართლებდა, არც ისეთი სულელი ყოფილა როგორიც მეგონა ხელში კარგი ნადავლი ჩაუგდია, მაგრამ ერთს ვერ მივხვდი რომელი ჩაგიგდოთ ხელში შენ თუ შავთვალიშვილი.
-ვერო თქვენ არ გგავთ, მას არაფრის ხლართვა არ ჭირდება რომ ვინმემ შეიყვაროს.
-ანუ შენ... ყოჩაღ. -ქალმა უჩას გვერდი აუარა და ოთახში მარტო დატოვა.

-ვერო, პანიკის შეტევები ხშირად გაქვს?
-არც კი ვიცი როგორ გამოიხატება პანიკის შეტევა, შიო.
-უეცრად სხეული გიბუჟდება, სუნთქვა გიჭირს, ვერ ხვდები სად ხარ ან რატომ ხარ, ლაპარაკი ან ვინმეს დაძახება შორიდან ჩაგესმის, გაკანკალებს და გაუჩერებლად ტირიხარ.
-აქამდე არასდროს მქონია ეს შეგრძნებები.
-დღეს პირველად გქონდა როცა ეს ქალი ნახე?
-ამდენი წლის შემდეგ პირველად ვნახე, მეგონა ჩემს თავს ვუყურებდი 20 წლით უფროსს... გახსოვს გკითხე ნიკოლი დედამ მიატოვა თქო, მაშინ იმის შემეშინდა ნიკოლსაც იგივე არ გამოევლო რაც მე.
-გპირდები ვეცდები, თაიას დაველაპარაკო და ნიკოლმა იგივე არ გამოიაროს. -კაბინეტში უჩა შემოდის და წინ პიტნის ჩაის მიდგამს.
-კარგად ხარ?
-ბოდიში.
-რისთვის ვერო.
-რომ შეგაშინე. -სავარძლის სახელურზე ჯდება და თმაზე მეფერება, შიო ისე გვტოვებს არცერთ არაფერს გვეუბნება.
-მესმის, არაუშავს მაგრამ მეტი ასე აღარ შემაშინო.
-გეგონა თანამშრომლის გარეშე დარჩებოდი?
-ვერო, შენც ხომ იცი რომ თანამშრომელზე მეტი ხარ?
-ხო, მეგობრები ვართ ან ცოტათი მეტი. -უჩას ვშორდები და ისევ საპირფარეშოში გავდივარ, სარკეში ვაკვირდები ჩემს თავს, ასეთი გამოფიტული მგონი არასოდეს ვყოფილვარ იმ ქალის დანახვამ რატომ იმოქმედა ასე, მე ხომ მზად ვიყავი რომ ადრე თუ გვიან მას შევხვდებოდი, როგორ მიყურებდა, როგორი ცივი თვალები ქონდა.
-ვერო კარგად ხარ? -წყალს ვკეტავ და გამოვდივარ, კართან ვატო მხვდება.
-ის იყო ვატ, ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს არავინ ვიყავი.. როგორ შეუძლია ასეთი იყოს.
-დამშვიდდი ვერო, ის ქალი არ არის შენი ცუდად ყოფნის ღირსი, შემომხედე არ იტირო მის გამო არ ღირს. -ვატო გულში მიკრავს და მაინც ვამჩნევ თანამშრომლების გაოცებულ მზერას.
-სახლში წავალ რა.
-ასეთ მდგომარეობაში რომ ბებიაშენმა ან მამაშენმა გნახოს.
-არ მინდა, ლედის დავურეკავ...
-ჩემთან წამოდი, ნატაც იქ მოვა. -მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ უჩაც იქ არის.
-ჯობია უჩასთან წახვიდე, რომ დამშვიდდები მერე მიხვალ სახლში. -ისე სწრაფად გავდივარ რესტორნიდან რომ არც ტელეფონი მახსოვს და არც ჩანთა, ვერ ვუძლებ თანამშრომლების დაჟინებულ მზერას და რაც შემიძლია სწრაფად ვჯდები უჩას მანქნაშიც...
-შენი ჩანთა და ტელეფონი მოგიტანე. -ვართმევ და არაფერს ვპასუხობ, უბრალოდ ვაკვირდები. -იცოდი რომ დიმიტრის დედინაცვალი იყო?
-არა, ახლა ვხვდები მიზეზს თუ რატომ ვერ მიტანდა დიმუ, დარწმუნებული ვარ იცოდა მაგრამ მე რაში ვარ დამნაშავე იმ ქალმა მიმატოვა, ფული მარჩია. -მის თითებს ვგრძნობ ხელზე ნაზად რომ მეფერება… ერთი ხელი საჭეზე უდევს მეორეთი ჩემი ხელი უჭირავს და ნაზად მისვამს თითებს ხელის გულზე, მის თითებს ისეთი სიმშვიდე მოაქვს ჩემთვის რომელიც ყველაფერს მავიწყებს, გადაღლილობისგან ვგრძნობ როგორ მიმძიმდება ქუთუთოები არა და არ მინდა ჩამეძინოს.
უჩას საწოლში მეღვიძება, მისი სურნელით გაჯერებულ ბალიშს ვიხუტებ, მინდა რომ საშინელი სიზმარი იყოს იმ ქალის ცივი თვალები, მაგრამ ვიცი რომ ასე არ არის, ის ყინულივით ცივი მზერა მე მეძღვნებოდა... კარი ფრთხილად ეღება და უჩა თავის მწვანე სფეროებს მანათებს.
-კარგად ხარ? -საწოლზე ჯდება და თმას სახიდან მაცლის.
-არ ვიცი, მგონი კი.
-არ შეჭამ? წვნიანი გავაკეთე.
-ადგომა არ მინდა, ასე მშვიდად ვარ. -ბალიშს უფრო მაგრად ვხვევ ხელებს.
-გაგატან თუ ასე გამშვიდებს.
-ავდგები. -სწრაფად ვუშვებ ხელებს და ვდგები, ვიხედები და მისი მაისური მაცვია. -ეს, როდის ჩავიცვი?
-პერანგი სველი გქონდა, ალბათ წყალი რომ შეგასხი მაშინ დაგისველდა.
-შენ გამომიცვალე?
-როგორც ხედავ, მომიწია. -მიდის და მეც უკან მივყვები დასჯილი ბავშვივით, ყველა მე მაკვირდება.
-ნუ მიყურებთ ესეთი სახით. -ვატო მზერას მარიდებს და ნატას ეკითხება რაღაცას. -მისმინეთ, არ მეგონა იმ ქალის ნახვაზე ეს რეაქცია თუ მექნებოდა, ის კი ვიცოდი ადრე თუ გვიან რომ შევხვდებოდით მაგრამ, მისი უემოციო მზერა, ყინულივით ცივი თვალები. არ ვიცი რატომ მაგრამ გულის სიღრმეში მჯეროდა რომ ცოტათი მაინც ნანობდა თავის საქციელს, იმედი მქონდა ცოტაოდენი სიყვარული მაინც იქნებოდა მის თვალებში ჩემს მიმართ. -ხმა მიკანკალებს ვხვდები ახლა ისევ ტირილს დავიწყებ ამიტომ აივანზე გავდივარ, არ შემიმჩნევია რომ უჩა ოთახში არ იყო, შუშა გადაეწია აივანზე და სიგარეტს ათამაშებდა ხელში ნერვიულად. გვერდით ვუდგები და სიგარეტის ღერს ხელიდან ვაცლი, მაკვირდება.
-მოგიკიდო?
-თუ ეს უშველის ჩემს პრობლემებს კი. -მიცინის, რა უღმერთოდ ლამაზია როცა იცინის. -აქამდე არ შემიმჩნევია რომ ეწეოდი, სიგარეტის სუნი არ აქვს შენს სურნელს.
-ჩემს სურნელს? და როგორი სუნი მაქვს მე?
-სიმშვიდის. -თვალებში მიყურებს, დილით რომ დახტოდნენ ის ჭინკები გამქრალან.
-სიმშვიდეს სუნი აქვს?
-კი შენი. -თვალს არ მაშორებს, თითქოს ცდილობს ამოიცნოს რამე. სიგარეტის ღერს მაცლის და ისევ ყუთში აბრუნებს.
-უკვე ერთი წელია დავანებე მოწევას თავი, მაგრამ როცა რამეზე ვნერვიულობ ხელში ვათამაშებ.
-ახლა ჩემზე ნერვიულობ? -არაფერს მპასუხობს, სევდიანი თვალებით მაკვირდება, შედის და უკან პლედით ბრუნდება.
-შეგცივდება, თუ აქ ყოფნას აპირებ, ჩაიცვი ან ეს მაინც მოიფარე.
-ჩავიცვა? არ მიხდება შენი მაისური?
-გიხდება, უბრალოდ გაცივდები.
-როგორ განერვიულებ დღეს, რა ცუდი გოგო ვარ. -სკამისკენ იხრება და თვალს მისწორებს, თან პლედს მაფარებს თან მეჩურჩულება.
-ნუ სარგებლობ იმით რომ ყველა აქ არიან, შენთან ფლირტში ხელს ვერ შემიშლის მათი აქ ყოფნა, ვერო. -თვალს მიკრავს და სახლში შედის... არ მინდა არაფერზე ფიქრი, განსაკუთრებით კი იმ ქალზე, მაგრამ მაინც სულ მისი სახე მიდგას თვალწინ, სწრაფად ვდგები და სახლში შევდივარ გეზს პირდაპირ უჩას ოთახისკენ ვიღებ, შარვალს ვიცმევ, უჩას კარადას ვაღებ და მის ჭაობისფერ ჟაკეტს ვიცმევ, რომელსაც აშკარად ისევ აქვს ჩემი სუნამოს სუნი შერჩენილი...
-სადმე მიდიხარ?
-შიო, ნიკოლთან წამიყვანე რა.
-ჯერ ჭამე, მერე მე თვითონ წაგიყვან. -უჩასკენ ვტრიალდები და ვაკვირდები.
-არ მშია, ნიკოლთან მინდა წასვლა. -ხელს მკიდებს და თვალებში მიყურებს.
-ვერო ნუ მეწინააღმდეგები, შეჭამე და წავიდეთ... რატომ ჯიუტობ?
-არ მინდა ჭამა, ნიკოლის ნახვა მინდა. -შიო დგება და კარებისკენ მიდის, მივყვები წამით ჩერდება. -უჩიკოს ელოდები?
-ხო, ველოდები. -ისე ვჯდები მანქანაში ხმას არ ვიღებთ არცერთი.
-ძალიან ჯიუტი ხარ.
-თხა თხაზე ნაკლებიო.
-ასე არ გამოვა ვერო, მოგწონს რომ მანერვიულებ. -ჩემსკენ იხრება და სულ არ იმჩნევს შიოს.
-არა, იმისაც მეშინია არაფერი მოგივიდეს ასაკის გამო.
-ბავშვო, როგორ მინდა დაგსაჯო.
-ჩემი ლექტორიც აღარ ხარ რომ ქულა დამაკლო, სხვანაირად როგორ უნდა დამსაჯო ვერ ვხვდები.
-ცოტა რომ დაფიქრდე მიხვდები. -თვალს მიკრავს და ჟაკეტს მისწორებს.


უჩას კაბინეტში ვზივარ და ვაკვირდები როგორ კითხულობს რაღაცას რაც საერთოდ არ აინეტესებს... მისი გონება სადღაც სხვაგან არის, კარზე დაუკაკუნებლად შემოდის უტა და მაგიდას ეყრდნობა, პირდაპირ თვალებში უყურებს...
-რამდენჯერ გითხარი ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩაერიო მეთქი?
-მეც გითხარი რომ მეგის გრძნობებზე არ გეთამაშა... გაგაფრთხილე უკვე ბევრჯერ.
-ეს ჩვენ გვეხება მე და ჩემს ცოლს.
-ყოფილს უტა, ყოფილ ცოლს. -ისე უყურებენ ერთმანეთს მგონია რომ მალე ყელში წაავლებს რომელიმე მეორეს...
-მე გავალ.
-იყავი. -ერთ ხმაში ამბობს ორივე და დივანს ვეყინები.
-შენ არ გეხება, რატომ არ გესმის? ჩვენი საქმეა ეს, როდის გაიგებ რომ ჩემს ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეთ მთელი ოჯახი... თავიდანვე თქვენ გააფუჭეთ, ჩემთვის თავისუფლება არასოდეს მოგიცია გეყოფა მამიკოს როლის თამაში, ერთხელ მაინ გადექი განზე და მაცადე რამის გაკეთება, ყოველთვის ნუ ხარ ასეთი კარგი გეყოფა ეს ანგელოზის როლის მორგება, ნუ ხარ იდეალური... ნუ მეუბნებიან რომ მოგბაძო, მოეშვი ჩემს გაკიცხვას, მაცადე ჩემი გაფუჭებული თავად გამოვასწორო...
-მე არ გკიცხავ, უბრალოდ მინდა რომ მეგის გრძნობებზე არ ითამაშო.
-შენს მეგობარსაც წაუკითხე ლექცია ლონდონიდან მარტო რომ დაბრუნდა შვილთან ერთად? არა რათქმაუნდა შენ მხოლოდ ჩემთან მოგწონს მამიკოს როლის თამაში.
-უტა მორჩი ან მოეშვი მეგის ან არა და...
-და რა? რა მცემ? მიდი, იყავი ერთხელ ცუდი ბიჭი და მცემე, დამარტყი ვანახოთ ყველას როგორი ხარ როცა შენი მოთმინების ძაფი წყდება... ნახოს ხალხმა რომ შენც შეიძლება რამე დააშავო, მიდი უჩიკო.
-გადი...
-არა, არ დამისრულებია მომბეზრდა რომ არასერიოზული კაცის იარლიყი მომაკრეს, ხო დამენგრა ოჯახი მერე რა, ხო ისევ მიყვარს მეგი არც არასდროს შემიწყვეტია მისი სიყვარული... მას უნდოდა დაშორება მე არა, რატომ არასდროს გიკითხავს ვისი ბრალი იყო? თავიდანვე რატომ გადაწყვიტე რომ მე დავნებდი?! -კარებთან მისული უტა ტრიალდება და მე მიყურებს. -ეს გოგო არ დაკარგო, შენი მანიაკალური მიდრეკილების გამო რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს მას ნუ გაუშვებ, ზოგჯერ უნდა დანებდე და დაჯერდე იმას რომ ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება.
-წადი.. -ვხედავ როგორ სუნთქავს უჩა და როგორ უჭირს რომ მისი სიტყვების გამო არ ცემოს, როგორ უჭირს მასში მცხოვრები ცხოველის დამორჩილება.
-ხო და მე აღარ ვითამაშებ ტირანი ძამიკოს როლს რომელიც სულ აკონტროლებს მარიკოს, რომელსაც მოსმენა არ შეუძლია. -კაბინეტიდან გადის და უჩაც მიყვება, მინდა შევაჩერო მაგრამ არ ვაჩერებ ვხვდები როგორ ჭირდება მარტო ყოფნა, ვერანდაზე გავდივარ და მეგის ვხედავ ბოთლით ღვინო უდევს წინ და იატაკზე ზის, მეც მის გვერდით ვჯდები... მიყურებს მერე იღიმის და სიგარეტს უკიდებს.
-მოწევ?
-არ ვეწევი, შეიძლება რაღაც გკითხო? -თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. -უტა ისევ გიყვარს?
-შენ გიყვარს უჩა?
-კი, მაგრამ მას არ ვიცი ვუყვარვარ თუ არა მე ველოდები.
-იცი, ჩვენი ურთიერთობა მე დავანგრიე, მე მოვინდომე განქორწინება... ის კი ადგა და წავიდა, საბუთზე ხელს არ მიწერს უკვე ორი წელია.
-უყვარხარ.
-შენც უყვარხარ უჩას, მაგრამ ერთად ხართ?
-თქვენ შეგიძლიათ ერთად ყოფნა. -მის ბოთლს ვიღებ და ღვინოს ვსვამ.
-არ შეგვიძლია, ერთმანეთს ვანადგურებთ როცა ერთად ვართ , ვანგრევთ... მე ბავშვთა სახლში გავიზარდე უტა უნივერსიტეტში გავიცანი, ის ბიზნესზე სწავლობდა მე იურიდიულზე... ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა რომ უტა ჩემით ვერ ითამაშებდა და უნდა გვექორწინა, მათ მე ის მომცეს რაც ყოველთვის მაკლდა, ოჯახი... ახლაც მე მათი ოჯახის წევრი ვარ.
-რატომ დაშორდით?
-ერთმანეთი ამოვწურეთ.
-მაშინ რატომ ხართ მაინც ერთად? გიყვარს მაგრამ არის რაღაც რასაც ვერ პატიობ, მთელი შენი არსება მასთან ყოფნას გთხოვს, რას ვერ პატიობ...
-სინამდვილეში, მე მუცელი მომეშალა და მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ის ჩემს გვერდით არ იყო, მე მას ვაბრალებდი... ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა ის ამოვსებას ცდილობდა მე დანგრევას. არ ვიცოდი რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ჩვენ ვიჩხუბეთ და როცა მას დავედევნე დავეცი, სისხლდენა რომ დამეწყო მაშინვე მოტრიალდა კლინიკაში წამიყვანა მაგრამ უკვე გვიანი იყო, ისიც თავის თავს აბრალებდა ამიტომ ჩემგან თავს შორს იჭერდა ამის გამო გაჩნდა ჩვენს შორის ბზარი... მე ვუთხარი რომ თუ ჩემი ბედნიერება უნდოდა უნდა წასულიყო, ისიც წავიდა. -მეგის უკვე ლაპარაკი არ შეუძლია, თავს მხარზე მადებს და ვგრძნობ როგორ უცახცახებს სხეული.
-სახლში წაგიყვან, ტაქსს გამოვიძახებ. -ტაქსის გამოძახებას ვაპირებ აკაკი რომ შემოდის რესტორანში. -კაკი შეგიძლია დამეხმარო?
-კაკის რომ მეძახი შემიძლია... რა ხდება.
-მთვრალი მეგი უნდა წავიყვანო სახლში.
-მისი ქმარიკო სად არის?
-არ ვიცი, მაგან და უჩამ იჩხუბეს და ორივე წავიდა სადღაც...
-უჩამ დაარტყა?
-აკაკი, წაგვიყვან თუ არა? -მორჩილად მომყვება უკან და მეგის აყენებას ცდილობს იატაკიდან, მეგის ბინა საკმაოდ მყუდრო და კომფორტულია.
-მე წავედი თუ დაგჭირდი დამირეკე...
-როგორ ფიქრობ უტა და მეგი რომ ბინაში ჩავკეტო ცუდი გოგო ვიქნები.
-მომწონს შენნაირი ცუდი გოგონები. უტას ნომერი გინდა?
-მინდა... -ნომერს მაწერინებს და მიდის, ვფიქრობ დავურეკო თუ არა, იქნებ არ არის ჩემი საქმე იქნებ ზედმეტი იქნება მათ ურთიერთობაში ჩარევა, ბოლოს მაინც ვნებდები და ვურეკავ... ალბათ ხუთი ზარის შემდეგ მპასუხობს.
-რომელი ხარ რომ ამიფეთქე ტელეფონი...
-ვერონიკა ვარ უტა.
-ოხ, ჩემს ძამიკოს თუ ეძებ არ ვიცი სად არის.
-მეგისთან ვარ, მთვრალია და მარტო არ მინდა დავტოვო... არ ვიცოდი ვისთვის დამერეკა.
-მაქსიმუმ ათ წუთში მანდ ვარ... ხო და უჩა ჩვენს სახლში იქნება ბორჯომში. - უტა რომ მოდის სახეზე ფერი არ ადევს... პირველად ვგრძნობ მის მიმართ რაღაცას და ეს რაღაც სიმპათიაა იმ კაცის მიმართ ცოლი რომ უყვარს, რომ არ ნებდება და სიყვარულისთვის იბრძვის.
-ძინავს, კარგად არის უბრალოდ მინდა რომ შენ იყო მის გვერდით, ლაპარაკი გჭირდებათ.
-ვიცი რომ გვჭირდება მაგრამ არ მელაპარაკება, როცა მოესურვება მირეკავს და მეც წამში მასთან ვჩნდები.
-მთელ მის არსებას ჭირდები, უყვარხარ დამიჯერე თუ დაილაპარაკებთ, თუ აიძულებ რომ თავის ტკივილზე გელაპარაკოს და შენიც დაინახოს ყველაფერი გამოვა... სანამ ძინავს სადმე შორს წაიყვანე, იქ სადაც მოგისმენს გამოურთე ტელეფონი და თუ საჭირო იქნება ჩაკეტე...
-ჩემი ცოლის მოტაცებას მთავაზობ?
-თუ ასე ჩანს გთავაზობ, შენ არ ხარ ის კაცი ვისაც იმპულსები ვერ მართავს. -ღიმილი ეპარება და დივანზე ჯდება ჩემს გვერდით...
-ბორჯომში ვერ წავიყვან უჩა იქ ინება... -ტელეფონს ვიღებ და უჩას ვურეკავ, პირველივე ზარზე მპასუხობს თითქოს მელოდა.
-მჭირდები, არ ვიცი სად ხარ მაგრამ მინდა რომ მეგისთან მოხვიდე...
-სახლში ვარ.
-მე მოვალ, დამელოდე. -უტა ისევ ღიმილით მაკვირდება.
-საშიში ქალი ხარ ვერონიკა, ახლა მჯერა რომ ჩემს ძმას რქებს წაამტვრევ. -არაფერს ვპასუხობ ჩანთას ვიღებ და მივდივარ, უჩა აქვე ცხოვრობს ამიტომ ფეხით გასეირნებას ვამჯობინებ... აივანზე დგას და მელოდება, წელს ზევით შიშველია და სიგარეტი უჭირავს ხელში, მამჩნევს და სახლში შედის, კიბით ავდივარ ალბათ იმიტომ რომ აჩქარებული პულსაცია და გულისცემა ფეხით ასვლას დავაბრალო... კარებში დგას, უკვე მოუსწრია მაისურის ჩაცმა, არა და ისე უფრო მომწონდა.
-მეგისთან რატომ იყავი? ყავას დალევ თუ ჩაის...
-ალბათ რამე უფრო ძლიერს დავლევდი, ახლა რასაც გეტყვი არ გესიამოვნება. -თვალებს აწვრილებს და ისე მაკვირდება... -შეგიძლია დაჯდე?
-რა გააკეთე ვერონიკა?
-შენი წასვლის შემდეგ ვერანდაზე მეგი დავინახე სვამდა, გვერდით მივუჯექი და ვილაპარაკეთ... ვიცი ჩემი საქმე არ არის, მე არ მეხება თქვენი ოჯახის ამბავი და არც უნდა ჩავრეულიყავი მაგრამ დავინახე როგორ უყვარს მეგის შენი ძმა, ხო და მთვრალი მეგი სახლში რომ მივიყვანე უტას დავურეკე, მეგის მოტაცება ვურჩიე და ალბათ უკვე ბორჯომის გზას ადგას მეგისთან ერთად. -ჯერ წარბშეკრული მაკვირდება, მერე ღიმილი ეპარება.
-მხოლოდ მეგიმ დალია?
-ცოტა მეც, მაგრამ არა იმდენი რომ რაიმე სისულელე ჩამედინა... მათ ერთმანეთი უყვართ და როგორც მეგი ამბობს როცა ერთად არიან ერთმანეთს ანადგურებენ თუ სიყვარული ერთმანეთის განადგურებაა, ყოველ ჯერზე უნდა ააშენონ თავისი განადგურებული თავიდან მაგრამ ცალკე კი არა ერთად უნდა გააკეთონ ეს.
-დღეს პირველად გავიგე რომ განქორწინება მეგის უნდოდა...
-არ ვიცი რამდენად სწორია რომ ეს ჩემგან გაიგო მაგრამ, უტა მხოლოდ იმაშია დამნაშავე რომ მეგის სურვილი ბოლომდე ვერ შეასრულა. ვიცი ყველაფრის კონტროლი მოგწონს მაგრამ გთხოვ ამჯერად ნუ ჩაერევი. -მის ხელს ჩემს გაცრეცილ თითებში ვიქცევ და ვუყურებ, თითქოს ნებდება დივნის საზურგეს ეყრდნობა და თავს უკან წევს... ცოტახანს ასე ზის მირე ფეხზე მაყენებს, მეც დაპროგრამებულივით მივყვები მის მოძრაობას, ფეხებს შორის ვუდგები ქვევიდან მაკვირდება, ჩემსკენ იხრება და ხელებს მაგრად მხვევს, თმაზე ვეფერები და ვგრძნობ როგორ ვჭირდები, ხელებს ისეთი ძალით მიჭერს მგონია რომ შემისრუტავს, არ ვეწინააღმდეგები, არც არაფერს ვეკითხები, არ მაინტერესებს მომწონს რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ მე და ის... ფეხზე დგება და იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან რომ ჩვენი სხეულები დაუკითხავად ეხება ერთმანეთს, ცერა თითს ყელიდან მკერდისკენ ვარსკვლავებივით განლაგებულ ჩემს ხალებს აყოლებს, ტუჩებს ერთმანეთს აშორებს და თვალებში მიყურებს, ალბათ უსასრულოდ ვიდგებოდი ასე მისი ხელის შენახები ადგილი რომ არ მეწვოდეს, იხრება და ლავიწთან მკოცნის ხალზე... მე ისევ ისე ვარ გაშეშებული მაშინ როცა ჩემს სხეულში ქაოსია, ისევ იქ ვდგავარ დივანთან თვალდახუჭული, მაგრამ სიცარიელე მეუფლება, ვგრძნობ მომშორდა, ისევ აივანზე დგას, ისევ სიგარეტს ათამაშებს ხელში ვუყურებ როგორ უკანკალებს ხელები და როგორც კი ძალას ვიკრებ ჩანთას ხელს ვავლებ და გავრბივარ... არ მომყვება, ისევ იქ დგას აივანზე...
მიყურებს და მეც არ ვაშორებ თვალს...
ყველაზე სიტყვაზე მეტია ახლა მისი გამოხედვა...
შიგნით შედის და ვხვდები რომ ჩამოვა, ველოდები... მე ხომ უსასრულოდ შემიძლია დაველოდო, როცა ვიცი რომ მოვა... არაფერს მეუბნება ისე ქოქავს მანქანას და სახლში მივყავარ, მინდა რომ მითხრას, მითხრას ვჭირდები და არ წავიდე, მე მჭირდება და მინდა რომ არ წავიდეს... არცერთი არაფერს ვამბობ, სადარბაზოსთან მისული უკან ვტრიალდები და თვალებში ვუყურებ, ის მე მიყურებს მერე ზურგს ვაქცევ და სახლში ავდივარ..


ვატო ოთახში დადის წინ და უკან, შიო და უჩა ერთმანეთს მშვიდი სახით უღიმიან და თვალებით საუბრობენ, აკაკიც კი რომელიც სულ ხუმრობის ხასიათზეა რატომღაც სერიოზული სახით ზის და ვატოს უყურებს. ბოლოს მაინც ევსება აკაკის მოთმინების ფიალა და ვატოს აჩერებს.
-მაინც რა დააშავა ილიამ?
-აჰა, რა დააშავა? ჩემი და უყვარს თურმე, მე ვენდე მის ოფისში გავუშვი სამუშაოდ მეგონა საკუთარი დასავით გაუფრთხილდებოდა ის კი დღეს მოდის და მეუბნება ნატას მიმართ გრძნობებს ვერ ვერევიო.
-მართალი ხარ ეგ დააშვა რომ შენ გითხრა თავის გრძნობებზე და არა ნატას... მე რომ შემყვარებოდა ნატა მაშინ რას იზამდი?
-კარგი რა კაკი.
-რა, შიოსაც ჩააბარა თავისმა ძმაკაცმა თაია მაგრამ ვერ უყვარს? ამას რატომ ამართლებ.
-შიო სხვა არის.
-რატომ, რატომ გაქვთ ყველაფრის უფლება თქვენ და რატომ არ აქვს ილიას ან მე, რატომ გვკიცხავთ მაშინვე ჩვენ?
-ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ.
-კარგი მაშინ ის მითხარი როდიდან არის ადამიანის სიყვარული დანაშაული?
-ვეთანხმები აკაკის, როდიდან არის სიყვარული დანაშაული?
-სიყვარული? რომელი სიყვარული? ილიამ ისიც კი არ იცის რა უნდა დღეს და მითუმეტეს არ იცის რა ენდომება მომავალში... ვერ მივცემ უფლებას ნატას ატკინოს.
-ეგ ნატას გადასაწყვეტია და არა შენი, მისი პირადი ცხოვრებაა.
-შენ იცოდი, ხომ ასეა? იცოდი და იმიტომ დაიჟინე ნატას ილიასთან ემუშავა.
-ვიცოდი ვატო, ვიცოდი და იმიტომ დავიჟინე ვხედავდი როგორ იტანჯებოდა ნატა, ვხედავდი ილიაც როგორ არიდებდა თავს ასე ვერ გაგრძელდებოდა სიყვარული დანაშაული არ არის... ვერავის გამო ვერ იტყვი სიყვარულზე უარს, რომ არ დამენახა ილიასაც როგორ უყვარდა ნატა არ ჩავერეოდი. ასეთია სიყვარული მას ვერ გამოკეტავ, ყველანაირი გალიისგან დაიხსნის თავს, ყველანაირ ჯებირს გადალახავს... ყველა სირთულეს გაუმკლავდება, იმის შიშით რომ ვიღაცას არ მოეწონება შენი გრძნობები ვერ გაჩუმდები.
-შენ რა გაკავებს უჩა, თუ ასეა შენ რატომ არ მიდიხარ ვეროსთან?
-ჯერ არის ვერო მზად, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ჩემი გრძნობები მის ცხოვრებას ვერ დავანგრევინებ.
-ერთხელ მაინც გინახავს როგორ გიყურებს? არ მესმის, ვერ ვხვდები რატომ ვმეგობრობ თქვენთან... მე არ ვარ თქვენნაირი არ შემიძლია ყოველდღე სერიოზული სახით ვიარო და სახის კუნთები მტკიოდეს როცა გაღიმებას ვცდილობ, ყველა ქალი მეცოდება ვის ცხოვრებაშიც ერევით.
-აკაკი, ახლა ამის დრო არ არის.
-აბა რისი დროა? მოდი გულახდილად ვთქვათ თქვენ სამი ყოველთვის მართლები ხართ... როგორც თქვენ გინდათ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც კი ცოტა გზიდან გადაუხვევს თქვენი გეგმები ყველაფერს ანადგურებთ. აი შიო, კვდება თაიას სიყვარულით მაგრამ ლექსოს აძლევს უფლებას თაიას ატკინოს მხოლოდ იმიტომ რომ მის კარგად შედგენილ გეგმაში ამ ეტაპზე თაიასთან ყოფნა არ შედის... შენ უჩა, ეგ გოგო გონებას გაკარგვინებს მაგრამ შენი შეცვლილი გრძნობების გეშინია, ერთი კვირაა სამსახურში არ დადიხარ იმიტომ რომ ვერომ არ შენიშნოს როგორ ვეღარ აკონტროლებ გრძნობებს. ვერ გიტანთ ვერცერთს იმიტომ რომ არ შეგიძლიათ ხმამაღლა ილაპარაკოთ თქვენს გრძნობებზე... მე წავედი და იმედი მაქვს ოდესმე შეძლებთ თქვენს განცდებს გასაქანი მიცეთ, მე კი შენი არ მეშინია ვატო ახლა წავალ ნატას ხელს მოვკიდებ, მივიყვან ილიასთან ორივეს ჩავკეტავ ოთახში იქამდე სანამ არ აღარებენ როგორ უყვართ ერთმანეთი.
-აკაკი დაჯექი.
-მომბეზრდა თქვენი შავ-თეთრი ცხოვრების ყურება... ფეხებზე რას იფიქრებთ თქვენ, მე მინდა ბედნიერი ხალხის ყურება და ამ ბედნიერების მოპოვებამდე უნდა გეტკონოს კიდეც, ვატო თუ ოდესმე მიხვდები რომ ხატია გიყვარს და შენი პრინციპები უკან დახიო იცოდე რომ მასაც უყვარხარ, იამ რამდენიც არ უნდა უჩიჩინოს რომ არ იმსახურებ მას მაინც უყვარხარ. -აკაკი კარს იჯახუნებს და სამივე ერთმანეთს აკვირდება, იციან რომ აკაკი მართალია მაგრამ არცერთი აღიარებს, უჩა ხვდება რომ მოქმედების დროა, დროა იმპულსებს მიენდოს.

ჩემი ხელები არ ემორჩილება ტვინს და მაშინ როცა გული ზეიმობს, ტვინს განგაშის სიგნალი აქვს ჩართული და მახსენებს რომ ერთი ყელში კოცნა და ვერ შეკავებული ვნებები არ მაძლევს უფლებას რომ ეჭვიანი ცოლივით მივწერო.

*კარგად როგორ ხარ როცა ერთი კვირაა უკვე არსად გამოჩენილხარ?

*და ვინ თქვა რომ კარგად ვარ?

*ვატომ.

*შენ დარდობ იმაზე თუ როგორ ვარ?

*ვდარდობ, ერთი კვირაა თვალიც არ მომიკრავს შენთვის.

*ჩემთვის თავალის მოკვრა გინდა?

*კი, მინდა.

პასუხის მოწერის ნაცვლად მირეკავს, ჩემი გული უკვე ფეიერვერკს უშვებს.
-გადმომხედე და დამინახავ. -ზუსტად ჩემი ფანჯრის ქვემოთ, მანქანაზე მიყრდნობილი მიყურებს ზემოთ ამ სიბნელეშიც ვგრძნობ რომ ეღიმება.
-აქ რატომ ხარ?
-მეც ეს კითხვა დავუსვი ჩემს თავს, უკვე რამდენი დღეა ვუმეორებ ყოველ ღამე აქ რა მინდა...
-ჩამოვიდე?
-თუ ჩამოხვალ... -კარებისკენ გავრბივარ. -ბე, მე ნატასთან ავალ.
-ნატასთან არა?
-აბა რა ვუთხრა ჩემი უფროსი უნდა ვნახო ღამის თორმეტ საათზე თქო? - რომ ჩავდივარ უკვე მანქანაში ზის და თავი უკან აქვს გადაწეული სავარძელზე... გვერდით რომ ვუჯდები არაფერს ამბობს, მე მას ვუყურებ, ის ჭერს. -შეგიძლია ამ კორპუსს მოშორდე? -არაფერს მპასუხობს მხოლოდ მანქანას ქოქავს და გზას აგრძელებს არაფერს ვეკითხები, მზად ვარ ყველგან გავყვე სადაც არ უნდა მიდიოდეს, რაც მახსენდება ის არის რომ ნატას მივწერო... თბილისს რომ ვცდებით მინდა ვკითხო მაგრამ ისევ ჩუმად ვარ, მგონი საკუთარ თავზე მეტად ვენდობი, თვალებს ვხუჭავ და ფილტვებს მისი სურნელით ვივსებ.
-არ გაინტერესებს სად მივდივარ?
-არა... ის უფრო მაინტერესებს რატომ მოხვედი.
-მჭირდებოდი, შენგან უსაზღვრო სიმშვიდე მოდის... ვიცი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი მაგრამ იმპულსები მმართავენ. -თვალებს არ ვახელ, ვუსმენ და მთელი სხეული ერთიანად მიდუნდება. -გეძინება?
-არა გისმენ. -თვალებს ვახელ ღვედს ვიხსნი და მთელი ტანით მისკენ ვტრიალდები, თითებზე დავყურებ და მინდა შევეხო... ღმერთო არ მინდა ოდესმე დამთავრდეს ან ეს ყველაფერი სიზმარი იყოს, თუნდაც მხოლოდ ამ წამს იყოს რეალური და ხვალ ისევ იქ ვიყო, ჩემს ოთახში... მანქანას აჩერებს ტრიალ მინდორში და თვითონაც ჩემსკენ ტრიალდება, უბრალოდ ვზივართ და ვუყურებთ ერთმანეთს.
-როგორ შეიძლება მხოლოდ შენი ცქერაც მამშვიდებდეს?
-არ ვიცი, მე კი პირიქით შენი შემოხედვა, შენი შეხება მაფორიაქებს, გულს მიჩქროლებს. -ღიმილი ეპარება და ტუჩებს ერთმანეთს აშორებს.
-კიდევ რა გაფორიაქებს ვერო?
-აი ეს, ვეროს რომ მეძახი.
-ვერო, ვერო. -ჩემსკენ იხრება და შუბლზე ტუჩებს მაკრავს, წამებში დენდარტყმულივით მშორდება და მანქანიდან გადადის. ველოდები, ვხვდები რაღაც შეიცვალა, ვგრძნობ როგორ ებრძვის თავის თავს, ჩემს მხარე კარს ხსნის და ხელს მიწვდის, არაფერს ვეკითხები მორჩილად მივყვები ტრიალი მინდორის ბოლოს პატარა კოტეჯია.
-შენია?
-დღეს ვიყიდე, შიგნით რა ხდება არ ვიცი მინდოდა ერთად გვენახა. -კარს აღებს და შიგნით მატარებს, ისეთი სისუფთავეა საერთოდ არ გავს ახალ ნაყიდ, ძველ სახლს. -დავალაგებინე, მაცივარშიც არის რაღაცები.
-ლამაზია, მყუდრო დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ.
-დავრჩეთ.
-ჩვენ? მე და შენ?
-ჩვენ. -მიახლოვდება და თვალებში მიყურებს, პირი მიშრება ნერვიულობისგან. -გონებას რატომ მირევ, თავს რატომ მაკარგვინებ?
-მე? არც კი მიცდია ეს ყველაფერი. -სუნთქვა უხშირდება და მხარზე გადმოვარდნილ ჟაკეტს მისწორებს.
-ნუ აკეთებ, ასე ნუ მიყურებ.
-როგორ? -მის თითებს ვგრძნობ ყელზე, მერე ტუჩებზე, ინსტიქტურად ქვედა ტუჩს კბილებს ვაჭერ.
-გთხოვ, ისედაც მიჭირს თავის კონტროლი. -ღიმილი მეპარება და ტუჩებს ერთმანეთს ვაშორებ, თვალებში ვუყურებ, ნელა ვიწევი ცერებზე და ჩემს ოცნებას რეალობად ვაქცევ, იმაზე სასიამოვნოა მისი ტუჩების შეხება ვიდრე ჩემს ოცნებებში. ვშორდები და შორიდან ვაკვირდები, კედელს მიყრდნობილი ვუყურებ როგორ ფარავს მანძილს ჩვენს შორის და მიჭერს. -ხომ გთხოვე ამას ნუ მიკეთებ თქო, არ იცი რის ფასად მიჯდება თავის შეკავება.
-მე გთხოვე თავი შეიკავე თქო? თუ ასე გიზიდავ რა გაკავებს?
-შენ, შენი სისუფთავით, ბავშვურობით, მორცხვობით.
-არა და ჩემში არსებულ ქალს სიგიჟემდე უნდიხარ. -მშორდება, თითქოს ჩემს სიტყვებს გონს მოყავს.
-არა, ასე და აქ ვერ გამოვა, ასე ვერ მოვიქცევი შენ სხვა ხარ, სხვანაირი ხარ, ჩემი ვნება ვერასოდეს დადგება შენზე წინ. -აივანზე გასულს თვალს ვაყოლებ და ვერ ვხვდები ვიტირო თუ ბედნიერი ვიყო, ყელში გაჩხერილ ბურთს მინდა რამე მოვუხერხო, გავდივარ და მის გვერდით ვჯდები კიბეზე, ისევ სიგარეტს ათამაშებს.
-რაც მე გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში სიგარეტს სულ ხელში ათამაშებ.
-ეხ ბავშვო, როგორ გინდა ჩემი გაგიჟება.
-მე უჩა? შენ აკეთებ როცა რამე მოგესურვება, მოხვალ მეხუტები, მეფლირტავები, ეჭვიანობ, პაემანზე მპატიჟებ, როცა მჭირდება ჩემთან ჩნდები, ჩემში ქალს აღვიძებ და მერე ისე მიშვებ თითქოს არაფერი. -უცებ ვიაზრებ რომ ვყვირი ის კი მშვიდი სახით მიყურებს.
-უნდა დაგსაჯო.
-ისედაც მსჯი შენი უმოქმედობით.
-მზად არ ხარ, პირველივე ჩვენს კამათზე გამექცევი, მე კი შენი ცუდად ყოფნა დამანგრევს. მე უტა არ ვარ თუ მეტყვი რომ წავიდე, წავალ სამუდამოდ.
-არ წავალ, არ მიცნობ, არ იცი გესმის?
-რა არ ვიცი, რა უნდა ვიცოდე. -ჩემსკენ იწევა და ხელს მხვევს.
-მე... არ ღირს.
-ღირს დამიჯერე. -თმაზე მეფერება, უცებ კალთაში მისვამს და თავს მკერდზე მადებს. -ჭკუიდან გადაგყავვარ, ნატა რომ მოვაცილე იმ დღიდან მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ იმდენად პატარა იყავი, ისეთი...
-ისეთი რა?
-საოცარი, უბრალო, ბავშვი, თან ვატოც ისე ლაპარაკობდა შენზე... სამი წლის მერე დაქალებული რომ გნახე ხომ გახსოვს როგორ გავშეშდი, აივანზე რომ ცდილობდი ნერვიულობის დამალვას... შენთან თავს ვერ ვერევი, შენთან კონტროლს ვკარგავ, სიმშვიდე რომელსაც ასე ვაკოწიწებ მენგრევა.
-არ მინდა სიმშვიდე, მინდა რომ გაგიჟდე... მე რომ მგონია მაკოცებ და შენ თავს მარიდებ ეგ ყველაზე საშინელი გრძნობაა. -მისი კალთიდან ვდგები და სახლში შევდივარ, მომყვება.
-ახლა თუ არ გაკოცებ მოვკვდები, თავს ვერ შევიკავებ ამჯერად არა. -ოთახის კართან მიჭერს და თავისკენ მატრიალებს, მთელი ვნებით მკოცნის, სხეულზე მაგრად მიკრავს და ვგრძნობ როგორ მეცლება სიმყარე ფეხქვეშ, ჩენს კოცნას არ წყვეტს ისე ჯდება დივანზე და მეც თან მივყავვარ. მე ისევ მის კალთაში ვზივარ და თავი ჩემს ყელში აქვს ჩარგული. -ჩემი ჟაკეტი შენ უფრო რატომ გიხდება?
-ეგ შენ გეჩვენება ეგრე, შენ ჩემი ფორმაც არ მოგწონს.
-სინამდვილეში ყველაზე მეტად მაშინ მიზიდავ ფორმა რომ გაცვია, თან ღილებს რომ იხსნი ჯიუტად. -მეცინება.
-მართლა იმ დღეს რა უნდა გეთქვა? ენას კბილი ძლივს დავაჭირეო.
-არაფერი არ უნდა მეთქვა.
-მითხარი, თორემ ჩემს აზრს გეტყვი და მერე იფიქრებ რომ გარყვნილი ვარ. -თავს წევს ჩემი ყელიდან და სიცილს იწყებს.
-ეგ უნდა მეთქვა რაც შენ იფიქრე.
-აუუ, შენ რა ცუდი ბიჭი ხარ. -მის ხელებში ავხვამნცალდი და ისე გამოვიდა რომ ცოტახანში მე იატაკზე ვეგდე და უჩა ჩემს ზემოდან იყო მოქცეული.
-ახლა ვინმემ რომ გვნახოს.
-ჩუუ. -ვაჩუმებ და ვკოცნი, ინსტიქტებს მივყვები და ხელებს მაისურის შიგნით ვუსრიალებ. ყელზე რომ გადადის კოცნით, თან მეჩურჩულება.
-ჭკუიდან მშლი, ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ხარ.
-მგონი იატაკი ზედმეტად მოუხერხებელია. -უცებ დგება, ხელს მიწვდის რომ მეც ავდგე.
-ახლა სახლში წაგიყვან, სანამ რამე ისეთი გავაკეთეთ რომ მერე ინანო. -ხელებს მაგრად ვხვევ.
-მე შენ არასოდეს გინანებ, არც არაფერს რაც შენ გიკავშირდება... სახლში არ მინდა, წამოდი დავიძინოთ ერთად. -მაკვირდება, ხვდება რომ რაღაც მეწყინა.
-მისმინე, არ მინდა გაბრაზდე ან გეწყინოს, ახლა ყველაზე მეტად შენი მოფერება მინდა მაგრამ...
-გთხოვ უბრალოდ დავიძინოთ, ერთად. -მაინც არ ვისვენებ, შარვალს და ჟაკეტს ვიხდი და მაისურით ვწვები, უჩა არ იხდის თან საბნის ზემოდან წვება. -რა ქალიშვილისავით ინაზები, აქ ეგ მე ვარ მომეცი შენი მაისური და შენ ისე დაწექი, ნუ გეშინია არ ვიძალადებ, შენი ნების გარეშე არ გაგეკარები.
-ძალადობა არ დაგჭირდება, მე ნებას გრთავ შემეხო. -ერთი ხელის მოსმით იხდის შარვალს და მაისურს, თვალი მიშტერდება და გამშრალ ყელში ნერწყვის ბურთს ძლივს ვაგორებ, ჩემს გვერდით წვება.
-ჩამეხუტე არ ვიკბინები.
-შენი კბენა არ ვიცი მაგრამ მე შეიძლება შემომეჭამო, ჩემს ცდუნებას თუ არ მოეშვები.
-ამდენი ხანია მემუქრები ბავშვო დაგსჯიო და ძაან მაინტერესებს. -ხელებს მხვევს და ზემოდან მიქცევს, ჯერ ცხვირზე მკოცნის, მერე ტუჩებზე.
-ნუ მიკეთებ ამას, ჩემს ვნებებზე თამაშს მოეშვი.
-ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა, ხვალ თუნდაც სიზმარი იყოს ახლა მჭირდება მინდა რომ ვიგრძნო, გინდივარ. -ნელა იწყებს ჩემი სხეულის შესწავლას, მკოცნის ყველგან და იმდენად სასიამოვნოა მისი ყოველი შეხება რომ საკუთარი სახელიც არ მახსოვს, ვნების ქარცეცხლში გახვეული ბოლომდე ვეშვები უჩასთან ერთად ნეტარებაში, მის სახელს ვჩურჩულებ გაუჩერებლად წამოკვნესებს შორის, ძალა გამოცლილს თავი ჩემს მკერდზე უდევს და თმაზე ვეფერები.
-გთხოვ არასდროს ინანო ეს ღამე ან მე.
-მე შენ არასდროს გინანებ, მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ და მინდიხარ. -ხელებს მთელი ძალით მხვევს და არაფერს მპასუხობს.

დილით უჩას მკლავებში მოქცეულს მეღვიძება და წუხანდელი ღამის რეალობაში ვრწმუნდები, ნელა ვდგები და ვცდილობ მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილი დავაიგნორო, მაცივარს ვაღებ და ჩვენთვის საუზმეს ვამზადებ, გაზქურასთან მდგომს ზურგიდან მეხუტება და ხელს მუცელზე მხვევს.
-კარგად ხარ?
-ძალიან, საუზმე უნდა მომერთმია საწოლში.
-წავიდე? დავწვე?
-არა შენ გააგრძელე მე შხაპს მივიღებ, თან ჩემს საცვლებს მოვძებნი ოთახში რომ მიმოფანტე.
-ჩემთან შეგიძლია სულ არ ჩაიცვა. -თვალს მიკრავს და ოთახისკენ მიბიძგებს, სააბაზონს სარკეში ვუყურებ ჩემს თავს, სხვანაირი სხივებია ჩემს თვალებში, სხვანაირად ვიღიმი და ბედნიერებას ვასხივებ... სააბაზანოდან გამოსულს უჩა საწოლდი მხვდება ისევ, საუზმით.
-არ დგები? ვენერა გამიგიჟდება, ხომ არ გავიწყდება ნატასთან ყოფნა რომ მოვატყუე.
-ვატომ დამირეკა, ვენერა შეხვედრია კიბეზე და უთქვამს ძინავს ვეროსო და სად ხართო, იცოდე რამე რომ აწყენინო მოგახრჩობო.
-ვატოზე გამახსენდა, გაიგო რომ ილიას ნატა უყვარს?
-კი, გუშინ უთხრა ილიამ, ვატო გადაირია მერე აკაკიმ გაჭედა და ყველა გამოგვლანძღა ყველა რა მე და შიო უფრო.
-ყოჩაღ კაკის, აი ილიამ ნატას არ უთხრა ისე გაუმხილა ვატოს მისი გრძნობები?
-ხო და მაგაზე გაგიჟდა ვატო, ილიამ ის არ იცის დღეს რა უნდა და ნატა როგორ უნდა გააბედნიეროს 19 წლის არის პატარააო. 10 წელი ცოტა არ არის ასაკობრივ სხვაობაში.
-მართალია ნატა ასაკით პატარაა მაგრამ, ილია უყვარს უკვე ერთი წელია, მე მაგაზე პატარა ასაკში ერთხელ დანახვით შემიყვარდი.
-კარგი რა ჩვენს პირველ დილას ილიაზე და ნატაზე ნუ მაჭორავებ, მოდი ჭამე და წავიდეთ მერე. -ვჯდები და თვალს არ ვაშორებ, მანქანაში რომ ვჯდებით უჩა ხელზე მეფერება, არ მეუბნება იმას მე რისი მოსმენაც მინდა მაგრამ ვგრძნობ, ვხვდები და არ მჭირდება ეს უბრალო სიტყვა.

რამოდენიმე დღე ყველაფერი ისე ეწყობა ერთმანეთს რომ უჩას ქალაქიდან გასვლა უწევს და ვერ ვხედავ.
*მომენატრე ბავშვო.
*ნუ გავიწყდება რომ უკვე ქალი ვარ.
*ყველაზე ბავშვური ქალი ხარ ვისაც ვიცნობ.
*ბევრ ქალს იცნობ?
*ხვალ გეტყვი პირადად.
*ანუ ხვალ ბრუნდები, ამაღამ რა დამაძინებს.
*დაიძინე ხვალ ლედისთან ან ნატასთან რჩები.
*ისევ იმ სახლში?
*არა ჩემი ბინის აივანზე, დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გაიფიქრე.
*ეგრე მიცნობ?
*იქ ჩემთან ერთად ჯდომა და ჩახუტება, შენ რაც იფიქრე ეგ არა, მაგრამ ეხლა დამარწმუნე რომ გაიფიქრე.
*წავედი, ტკბილი ძილი.

დილით საშინელი ფორიაქი მაღვიძებს, მთელი დღე სხეული საშინლად მაქვს დამძიმებული, მუშაობის არც ხალისი მაქვს და არც ძალა, უკვე საკმაოდ შემთვრალი მაგიდის სტუმრები ძალიან ხმამაღლა იწყებენ საუბარს, მათკენ მივდივარ რომ სუფრას გადავხედო, იმდენად წამებში მტაცებს ვიღაც ხელს და მთელი სხეულით მეფარება რომ მხოლოდ სურნელით ვხვდები უჩაა, მისი სხეული მთელი სიმძიმით მაწევს, საიდანღაც ისმის გასროლის ხმა. ჩემს სმენას წვდება შიოს ღრიალი.
-მგონი უჩას მოარტყა იმ ნაბიჭვარმა. -დაფეთებული ვცდილობ უჩას გადაწევას მაგრამ ძალა არ მყოფნის, შიო და ვატო მაშორებენ.
-უჩა, შემომხედე სასწრაფო გზაშია, გონება არ დაკარგო, არ გაბედო.
-ვერო, კარგად არის? -მისი შეცვლილი ხმაც სადღაც შორიდან მესმის, ვგრძნობ როგორ მივლის ფეხებიდან სიცივე, ძლივს ვახერხებ ჩემი თავის კონტროლს და უჩასთან მიახლოებას.
-მე, კარგად ვარ, ეს რატომ გააკეთე, რატომ გადამეფარე შენ რომ რამე მოგივიდეს.
-მისმინე, არაფერი მომივა გესმის?
-მეშინია უჩა, შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, არ გაბედო ჩემი მიტოვება. -ცრემლები მახრჩობს და მთელი სხეულის ცახცახს ძლივს ვერევი.
-სანამ კარგად გავხდები ბიჭები ყველაფერს მოაგვარებენ და ჩემი ცოლი გახდები როგორც კი საავადმყოფოდან გამომწერენ.
-ბევრი არ ილაპარაკო, გთხოვ. -უცებ ექიმი მაგლეჯს უჩას და სადღაც მიყავთ, მე ისევ რესტორნის იატაკზე ვზივარ, სისხლიანი პერანგით, აკანკალებული სხეულით და ვერც ვახერხებ რომ წამოვდგე.
-ვერო ადექი, წავიდეთ.
-უჩასთან წამიყვან კაკი?
-კი საავადმყოფოში წაგიყვან. -გონზე საშინელ სუნს მოვყავვარ და თეთრ ჭერს ვაშტერდები.
-სად ვარ? უჩა სად არის?
-ცუდად გახდით, საავადმყოფოში ხართ, ბატონ უჩას ოპერაცია უტარდება.
-მომხსენით ეს რაღაც და გამიშვით უჩასთან. -ჩემს ყვირილზე მეგი და უტა შემორბიან, უტას ფერი საერთოდ არ ადევს.
-მშვიდად ვერო დამთავრდეს გადასხმა და გავიდეთ, ოპერაცია ჯერ არ დასრულდება.
-რა მოხდა, მე ვერც მივხვდი. -ისევ ტირილს ვიწყებ.
-ჩხუბი ატყდა იმ მაგიდაზე შენ რომ ემსახურებოდი, იარაღი რომ ამოიღეს უჩა შენ გადაგეფარა და შემთხვევით მას მოხვდა. -ისევ ვგრძნობ როგორ მივლის სიცივე ფეხებიდან, გადასხმას მხსნის ექთანი და უტაზე წინ მივრბივარ, არ მესმის რას მელაპარაკებიან გარშემო მყოფები, საოპერაციოს კართან ვიკეცები და თავს მუხლებზე ვდებ, ველოდები ექიმის გამოსვლას არ მინდა პანიკის შეტევამ შემომიტიოს, უჩას გარეშე ვერ ვიცოცხლებ.
-ვერო რამეს დალევ?
-არაფერი მინდა შიო, მხოლოდ უჩა მჭირდება, ხომ კარგად იქნება, მალე დამთავრდეს რა ეს ოპერაცია.
-კარგად იქნება და რაც თქვა იმასაც შეასრულებს.
-მე მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია.
-შემომხედე, უჩა იქნება ძალიან კარგად გემსის? -თავს მაწევინებს და მაგრად მეხუტება, ექიმი გამოდის, ადგილიდან ვერ ვდგები, ძალა არ მაქვს.
-მძიმე ოპერაცია იყო, ტყვიამ რამოდენიმე შინაგანი ორგანო დააზიანა, მომდევნო 24 საათი კრიტიკულია, ბევრი სისხლი დაკარგა.-სული მეყინება, ვგრძნობ როგორ აპირებს ჩემი გული გაჩერებას თუ უჩა არ მეყოლება.
-ჩვენ რა შეგვიაძლია? -უტას გვერდით მდგომ კაცს ვუყურებ.
-ილოცეთ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ახლა მასზეა დამოკიდებული. -კაცი ჩემსკენ მოდის.
-ვერონიკა არა? ადექი შვილო სახლში წადი და გამოიცვალე, უჩას არ მოეწონება ასე რომ გნახოს. -მისი სიმშვიდე მაგიჟებს, მინდა ვეჩხუბო როგორი მამაა და როგორ შეუძლია ასე მშვიდად იყოს მაგრამ სიტყვები არ ამომდის ყელიდან, გვერდით მეგი მიჯდება და ხელს მხვევს.
-ვერო წამოდი, ცოტა მოწესრიგდი და ისევ მოვიდეთ.
-არ მინდა მე მხოლოდ უჩასან ერთად წავალ აქედან, არ მაინტერესებს არც ეს სისხლიანი პერანგი, არც ის რომ სუსტად ვარ, უჩა მჭირდება გესმის? -ვგრძნობ როგორ ვყვირი უკვე და მეგიც უფრო მაგრად მხვევს ხელებს, ცდილობს ჩამეხუტოს და დამაშვიდოს, თანდათან სხეული წყდება რეალობას და არავის ხმა არ მესმის, მერე უკვე ისევ სიბნელეა, გონს ისევ იმ საშინელ სუნს მოვყავვარ, ჩემს თავთან ნატა და მეგი დგანან.
-უჩასთან მინდა, წამიყვანეთ. -გოგონა, სუსტად ხართ დამშვიდდით და ძალა მოიკრიბეთ. -უჩასთან წამიყვანეთ! - ადგომას და გადასხმის მოხსნას ვაპირებ უცებ ექიმი რომ მიჭერს და ექთანი ნემსს მიკეთებს, იმდენად ძლიერი დამამშვიდებელია რომ წამებში მებინდება გონება, არ მძინავს მაგრამ არც ძალა მაქვს წამოდგომის.
-ამას გადაეფარა? ვინ არის?
-მარიკო ეს ის გოგოა უჩა რომ გიყვებოდა, შენი ძმა ხვალ გონს მოვა და ეწყინება ვეროს გული რომ ატკინო.
-მარიკო ამ გოგოს რა ბრალია იარაღი შემთხვევით გავარდა, შეეშვი ხომ ხედავ თავადაც როგორ განიცდის, როგორ უყვარს უჩა ვერ ხედავ?
-კარგი დედა, შენ ხომ ყოველთვის მართალი ხარ.
-მეგი შენ იცნობ? როგორი გოგოა? რა ლამაზი გოგონაა. -მესმის ყველაფერი ჩემს გარშემო, ვგრძნობ როგორ მეფერება ვიღაც თმაზე, მაგრამ თვალის გახელა არ შემიძლია, მერე ექთანი თხოვს მარტო დამტოვონ.
შუაღამისას მეღვიძება, სავარძელში უტას ძინავს წამით მიჩნდება სურვილი შევეხო მაგრამ მერე გონება მახსენებს რომ ეს უჩა არ არის, ვიპარები და ექთანს ვპოულობ რეანიმაციის განყოფილებასთან.
-თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება.
-მისი ნახვა მინდა, გთხოვთ.
-აქ არ არის, უჩა ათანელი კერძო პალატაშია, მხოლოდ რამოდენიმე წუთით შემიძლია შეგაპაროთ უბრალოდ უნდა მოგამზადოთ. -დერეფნის ბოლოში მივყავვარ, ყველასგან მოშორებულ პალატაში, ოთახში რომ შევდივარ საერთოდ არ გავს საწოლზე მწოლი მამაკაცი ჩემს ღმერთკაცს, ფერი დაკარგვია, ძინავსო ვერ იტყვი რადგან მძინარე უფრო მშვიდად გამოიყურება. ნელა ვახებ თითებს სახეზე და ისევ მისი სახის კონტურებს ვსწავლობ.
-ხომ დამპირდი რომ კარგად იქნები და შენი ცოლი გავხდები, გეფიცები ოღონდ კარგად იყავი და სულ წავალ შენი ცხოვრებიდან, თითქოს არც ვყოფილვარ, ისევ შორიდან მეყვარები ჩემთვის. -თავს მკერდზე ვადებ და ვცდილობ მისი სითბო ვიგრძნო, ხელის შეხებას რომ ვგრძნობ თმაზე დენდარტყმულივით ვხტები და შორიდან ვაკვირდები ხომ არ მომეჩვენა, არ მომჩვენებია უჩას თვალები გახელილი აქვს და მიყურებს... ვუახლოვდები შუბლზე ვკოცნი და ექთანთან გავრბივარ, ექიმები შედიან და მე გარეთ ველოდების, ყველა უცებ ჩნდება პალატასთან. შიოს რომ ვხედავ მისკენ მივდივარ და ვეხუტები.
-ხომ გითხარი რომ კარგად იქნებოდა.
-გონს მოვიდა, თმაზე მომეფერა და თვალებით მიცინოდა.
-ვერო რომელია, უჩას მისი ნახვა უნდა. -ვხედავ როგორ მაშტერდება ყველა მე, მინდა გადავდგა ნაბიჯი მაგრამ არ გამომდის, შიო მიბიძგებს და მეც ლასლასით მივიწევ კარებისკენ. შესვლამდე მესმის როგორ აპროტესტებს მარიკო.
-მის გამოა ამ დღეში და კიდევ ამან უნდა ნახოს პირველმა?
-მარიკო, ვერო არაფერ შუაშია უჩას რაც დაემართა იმასთან, იარაღი შემთხვევით გავარდა. -უტას სიტყვები უკვე ოთახში შესულს მესმის.
-კართან რატომ დგახარ? ან სად აპირებ ერთი წასვლას?
-მე...
-შენ ხო.
-უჩა, ჩემს გამო ხარ ახლა აქ. -ღმერთო როგორ შეუძლია ასეთ დროსაც კი ასე მიღიმოდეს.
-შენს გამო მოვკვდები ვერო, შენი კარგად ყოფნისთვის. -უცებ მივდივარ და სიტყვას არ ვასრულებინებ.
-ჩუუ, ჩემი კარგად ყოფნისთვის ცოცხალი უნდა იყო გესმის? -თითებს მიჭერს და მკოცნის.
-ისევ ეს სისხლიანი პერანგი გაცვია? მთელი დღეა აქ ხარ?
-აქ ვარ და აქედან შენთან ერთად წავალ, მართალია შენი ოჯახის გაცნობას ასე არ ვგეგმავდი მაგრამ...
-არაუშავს, დაინახეს როგორ გიყვარვარ, ახლა წახვალ გამოიძინებ და მერე მოხვალ.
-აღარ მეძინება, მთელი დღეა დამამშვიდებელს მიკეთებენ, ახლა თავად ვარ მშვიდად მე აქ ვრჩები, უბრალოდ გავალ რომ შენებმა გნახონ. -ხელს მიჭერს და თავისკენ მატრიალებს.
-ჩემი ხარ შენ.
-შენი ვარ. -დაპროგრამებულივით ვიმეორებ მის სიტყვებს, უცებ უტას ხმა მესმის.
-სულ ცუდ დროს შემოვდივარ გვრიტებო, მაგრამ უნდა მაპატიოთ, ექიმმა მხოლოდ ათი წუთით ნახეთ ყველამო, მერე ერთი დარჩეს მხოლოდო. -პალატა ხალხით ივსება, კუთხეში ვდგევარ და ვცდილობ ნაკლებად შესამჩნევი ვიყო, მაგრამ უჩა არ მაცდის.
-ნუ აპროტესტებთ, მიდიხართ ყველა და რჩება ვერო.
-დედა დაიღალა ეს გოგო და მაგიტომ გეუბნები, ორჯერ დაკარგა დღეს გონება, ცოდოა. -უჩას მზერას ვიჭერ.
-მაშინ ვატო დარჩეს, შენ სახლში წახვალ და დაისვენებ. -უარის ნიშნად თავს ვაქნევ, უჩას თვალებით ველაპარაკები.
-ზედმეტად ბევრნი ხართ პალატაში, მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩეს. -ექიმი შემოდის და ხმამაღლა აცხადებს.
-წავედით ყველა და რჩება ვერონიკა. -უჩას მამა ომახიანად ამბობს და ყველა გაყავს ოთახიდან, ვატოს ვთხოვ ვენერას ტანსაცმელი გამოართვას და თან სიტუაცია აუხსნას.
-ნატას მოაქვს ტანსაცმელი, ამ პალატას ყველაფერი აქვს და მოწესრიგდები, თუ რამე დაგჭირდეს დაგვირეკე იცოდე. -ყველა რომ გადის უტა მიახლოვდება.
-აბა რძალო შენ იცი კარგად მიმიხედე, ხო და მადლობა რომ მაშინ მეგისთან შერიგების შანსი მომეცი.
-კარგად მიგიხედავ მაზლო. -თვალს ვუკრავ და პალატაში ვბრუნდები.
-რაო რა დაუძახე უტას?
-არაფერი, რა დავუძეხე... აი ნატამ და ილიამ ჩემი ნივთები მომიტანეს მოვწესრიგდები და მერე ვიჭორაოთ დამელოდე.
-ისე მეუბნები თითქოს შემეძლოს გაქცევა. -ნატას ჩემს ნივთებს ვართმევ და სააბაზანოში შევდივარ, მინდა სისხლის ყოველი წვეთი ჩამოვირეცხო, მთელი დღის ნაგროვები ემოციები ერთიანად მაწვება და ტირილს ვიწყებ, ბოლომდე ვიცლები ყველა ემოციისგან, ყველაფერს ვუშვებ ჩემგან და ვცდილობ კარგად ვიყო, გამოსულს უჩა ჩაძინებული მხვდება, საბანს ვუსწორებ და მის გვერდით სავარძელში ვჯდები. -ასე დაჟინებით რომ მიყურებ ძილი მიფრთხება.
-ბოდიში დაისვენე, წავალ დივანზე დავწვები.
-მოდი აქ ბავშვო, რატომ იქცევი ასე.
-ასე როგორ?
-ბავშვივით, მალე ჩემი ცოლი უნდა გახდე, მერე ბავშვს რომ გააჩენ ორს უნდა მოგხედოთ?
-ხელი როდის მთხოვე, რატომ გადაწყვიტე შენ თვითონ?
-გინდა გთხოვო? რომანტიკა გინდა?
-არაფერი არ მინდა. -ნაწყენი ვჯდები დივანზე და აღარ ვუყურებ, მახსენდება რომ ტელეფონი მაქვს და მის ძებნას ვიწყებ.
-აქედან რომ გამომწერენ მამაშენს შენი ხელი უნდა ვთხოვო, ჯობია შეეჩვიო ბავშვო რომ მე ესეთი ვარ.
-მე არ მეკითხები?
-შენ უკვე მიპასუხე შენი აქ ყოფნით, გახსოვს გითხარი ბავშვობა არ მქონია მალე გავიზარდე თქო, ნიკოლთან როცა ვარ ჩემში ბავშვი იღვიძებს.
-ჩემში მცხოვრებ ბავშვს ეშინია რომ სიყვარული მარადიული არ არის და მხოლოდ ტანჯვა მოაქვს, სულ ფიქრობს და ადარდებს რას იტყვის ხალხი, რა არის სწორი და რა არა.
-ჩვენში ყველაში ცხოვრობს ვერო ბავშვი... ბავშვი რომელსაც ეშინია ახალი გრძნობების რომლებიც ჯერ არ გამოგვიცდია, განცდების რომელთაც ვერ ვერევით, ვიღაცის დაკარგვის შიში რომელიც სულ თან დაგსდევს... მე როგორც მამაკაცი რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო საკუთარ თავში ჩემში მცხოვრებ ბავშვს ეშინია რომ ერთ დღესაც ასეთი კარგი და საინტერესო აღარ მოგეჩვენები და ჩეგან წახვალ.
-არ წავალ, იქამდე სანამ შენ არ მთხოვ... ჩვენში მცხოვრებ ბავშვებს ერთად ვასწავლით სიახლეებთან შეჩვევას და სიყვარულს.
-მჭირდები ვერონიკა, მარტო ახლა, ხვალ ან ერთი თვე კი არა სამუდამოდ მჭირდები, მინდა ჩემთან იყო ერთმანეთისთვის ვიცოცხოლოთ, ვიცხოვროთ და სიმშვიდე მოვიტანოთ ამ ქაოსურ სამყაროში. -მის სიტყვებზე გონებაში ილიას ნათქვამი მირბენს და ვიაზრებ რომ ახლა უჩამ სიყვარული ამიხსნა, თან ხელი მთხოვა.
-მეც მჭირდები თან სამუდამოდ, სულ უნდა ამაფორიაქო და მერე სიმშვიდე მომიტანო. -ისევ მასთან მივდივარ და თავს მკერდზე ვადებ, ვგრძნობ რას ვეძებდი ამდენხანს, რა მინდოდა ამ საყაროსგან და არ მაინტერესებს არავის აზრი, ვწვდები ვენერას სიტყვებს და ვხვდები ჩემი და უჩას მინდა ემთხვევა, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ მე და ჩემი ღმერთკაცი.


-გეფიცები მგონია რომ გული წამივა. -ნატას და ლედის ვეწუწუნები და სარკეში კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ჩემს თავს.
-შენც ამაღამ პირველი ღამე არ გელოდეს.
-რა მწარე ენა გაქვს ლედი, მგონი იკა ვერ გაკმაყოფილებს.
-გეგონოს რა. -სადა კაბა ავარჩიე მიუხედავად იმისა რომ უჩამ უდიდესი ქორწილის გადახდა გადაწყვიტა, არ მინდოდა ზედმეტად გადაპრანჭული ვყოფილიყავი.
-ვერო, მოვიდა უჩა. -გული უკვე ყელში მიცემდა, მართლა მეშინოდა ბედნიერებისგან არაფერი მომსვლოდა, ოთახიდან გასულმა მისი მწვანე სფეროები რომ დავინახე, ზუსტად ის დღე გამახსნდა პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს პირისპირ, ისე გაშეშდა ისევ და ისე დაცოტავდა ოთახშიც ჰაერი, თეთრ პერანგსა და შავ პიჯაკში სულისშემკვრელად სიმპათიური იყო ჩემი ქმარი.
-შენ ისეთი საოცარი ხარ, მგონი ვეღარ ვსაუბრობ. -ყურისქვემოდან მაკოცა ზუსტად იქ სადაც ახალი წლის ღამეს, ჟრუანტელმაც არ დააყოვნა, ვერაფერს ვხედავდი გარშემო მოციმციმე მწვანე თვალების გარდა. -ერთი სული მაქვს ამ კაბას როდის გაგხდი.
-მეც.
-შენც?
-ხო იმიტომ რომ მიჭერს. -ჰაერში მიტაცებს და მაბზრიალებს, ჩვენი ბედნიერება გადაედო ყველას და სტუმრებმაც დაიწყეს ცეკვა. -ამდენი ცეკვისაგან უკვე ფეხები მტკიოდა, როგორც იქნა ჩვენი წასვლის დრო მოვიდა... კართან მისული შეჩერდა და ჩემსკენ მოტრიალდა.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში, აწ უკვე ჩემი ცოლის სტატუსით... ახლა შეგიძლია ყველა შენი ბილწი ფანტაზია რეალობად აქციო.
-აივნიდან დავიწყოთ თუ ?
-ოხ შენ პატარა ეშმაკუნა. -ხელში მიტაცებს და კოცნით შევყავვარ ჩვენს სახლში, არ უკვე ჩემი ქმრის სტატუსით.


ალბათ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ბედნიერება უყურებდე მშვიდი და უშფოთველი ძილით როგორ წევს თქვენი სიყვარულის ნაყოფი, შენი საყვარელი მამაკაცის გულზე, ორივე რითმში და მშვიდად სუნთქავს, მათ სუნთქვას დარაჯობ და ამით ბედნიერი ხარ…
ჩერდება და შენც ჩერდები….
მიდის და მიყვები…
ხელს გკიდებს და შენც არ უშვებ….
იღიმის და შენც საპასუხო ღიმილს უბრუნებ….
იწყენს და შენც მოწყენილი ხარ….
მშვიდება და შენც მშვიდად ხარ…
ჭირდები და ხვდები შენ უფრო გჭირდება…
გიყვარს და უყვარხარ…
თქვენი ნაბიჯები ერთმანეთს ეწყობა…
სუნთქვა რითმულია…
გულისცემა თანაბარი…
და მიზანი იყო ბენიერი შესრულებულია…

წიგნი ეძღვნება ვერონიკა ნებიერიძეს, იმისთვის რომ სულ ახსოვდეს, სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, მთვარია მისი ქცევა და გამოხედვა.
ავტორი: თაია მჭედლიძე.
წიგნის ბოლოს მინაწერს ვკითხულობ და ღიმილი არ მშორდება სახიდან, როცა თაია დამპირდა რომ ჩვენზე დაწერდა მეგონა ამით ყურადღების გადატანა უნდოდა, მაგრამ მან მართლა დაწერა ჩვენზე… პატარას პლედს ვუსწორებ და მისაღებში მჯდომ უჩასთან გავდივარ.
-თაიამ და შიომ მოვალთო.
-მოვიდნენ, იცი როგორ მომეწონა, ყველა გრძნობა და განცდა განმიახლდა.
-ყველაზე მეტად ბოლო გვერდი მომეწონა, მართლა მასე გიყვარდი როგორც თაიამ აღწერა?
-მე ახლაც ეგრე მიყვარხარ, ახლაც ვდნები შენს შეხებაზე.
-ჩემი ნომერი თავიდან მართლა ისე ჩაიწერე?
-ახლაც ეგრე მიწერია, ახლაც ჩემი ტელეფონის კონტაქტში ისევ “ღმერთკაცი” აწერია შენს ნომერს.
-იქ აივანზე მართლა გინდოდა ჩემი კოცნა?
-კოცნა იმის ნახევარიც არ იყო რაც მე მინდოდა... შენც გინდოდა ხომ ასეა?
-ხომ იცი როგორ მიჭირდა შენს მიმართ ვნებების კონტროლი?
-ახლა არ გიჭირს?
-ახლა არ მჭირდება. -ჩემსკენ იხრება საკოცნელად კარზე ზარის ხმა რომ გვაწყვეტინებს... ყველა ერთად ვიყრით თავს და სავახშმოდ ვუსხდებით სუფრას.

-უნდა ვაღიარო თაია ყველაზე მეტად მომეწონა შენი და ვეროს თვალით დანახული კაკი.
-ხომ იცი როგორ გვიყვარხარ პატარავ.
-მიყვარს პატარას რომ მეძახიან.
-მე ის არ მომეწონა, ქორწილის მერე ამათ რაც გააკეთეს ის რომ არ ეწერა.
-რა გააკეთეს უჩა, მითხარი და ჩავამატებ.
-რა გააკეთეს და ქორწილის მეორე დღეს რეკავს ვეროს ტელეფონი არ ჩერდება... ვუპასუხე ბოლოს და ეს შენი ბედოვლათი ქმარი არ შემრჩა ხელში, ჩემი რძალი დამალაპარაკეო, მივეცი ვეროს ტელეფონი და ეს პასუხობს, კი, ვიცი, კარგი და ბოლოს მეც მიყვარხარ პატარავ... თვალები შუბლზე ამივიდა, ვიფიქრე შიოს ეუბნება ამას თქო, თურმე აკაკიმ წაართვა ტელეფონი.... მთელი კვირა ცოლთან მარტო არ დამტოვეს, ყოველ დღე მოდიოდნენ ხან რას იმიზეზებდნენ, ხან რას. ბოლოს გავბრაზდი და წავიყვანე ჩემი ცოლი ბორჯომში, რომ მეგონა ამათგან თავი დავიხსენი და ვსო მეშველა იქაც დამადგნენ, ასე რომ შენი ქმარი გადამირჩა მაგრამ, ვერც ილია და ვერც ეს ორი ვერ გაიხარებენ... ცოლს რომ მოიყვანენ უნდა ჩავუსახლდე. -იმდენად მხიარული ატმოსფეროა ჩვენს სახლში რომ ვხვდები, ჩემი ქმარი ყველა მისი, მინუსით, პლუსით და გიჟი მეგობრით ძალიან მიყვარს.


-გახსოვს თაიას რომ უთხარი სიყვარულს სიტყვები არ სჭირდებაო, მე შენთვის ბევრჯერ მითქვამს თუ როგორ მიყვარხარ.
-ვიცი შენი ქცევები, შენი გამოხედვა.
-არა მე ყოველღამე როცა ჩემს მკერდზე გეძინება სიყვარულს გიხსნი… იცი როდის მივხვდი რომ უშენობა აღარ შემეძლო?
-ნწ, არ ვიცი.
-კარი რომ გავაღე და სველი თმებით გნახე, სახეზე რომ გეკვროდა… ის გრძელი საწვიმარი რომ გაიხადე და ყვავილებიან კაბაში რომ დაგინახე სუნთქვა შემეკრა, აივნისკენ რომ წახვედი მაშინ მივხვდი არ შემეძლო, სხვას შენს თავს ვერ დავუთმობდი.
-იცი იმ დღეს პაემანზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი… მეორე პაემანი არც არსებულა.
-ვიცი, სახლში რომ მიგიყვანე იქამდე ვიდექი შენს ფანჯარასთან სანამ შუქი არ ჩააქვრე. იმ დღის მერე ხშირად ვიდექი და ვუყურებდი შენს ფანჯარას იმ იმედით რომ ჩვენი თვალები ისევ შეხვდებოდა ერთმანეთს, იქ მაშინ არ ვიცი რატომ ამოვიხედე ან რამ მაიძულა მაგრამ ჩემშიც რაღაც შეიცვალა, მთელი არსება შენ გეძებდა, ამაზე ვერავის ველაპარაკებოდი, მეგონა გიჟად ჩამთვლიდნენ.
-ამას ახლა რატომ მეუბნები?
-მიყვარხარ ვერონიკა, ამ სამყაროში ყველაზე მეტად… ცხოვრების მადლობელი იმიტომ ვარ რომ შენი შავი სფეროები მაჩუქა, შენი თითები რომელთა შეხებაც მთელ სულს მითბობს… მადლობა სამყაროს შენთვის, იმ დღეებისთვის შენთან რომ ვატარებ, იმისთვის უშენოდ რომ აღარ ვარსებობ.



№1 სტუმარი Daldoni

ძალიან ძალიან ლამაზი და საინტერესოდ წასაკითხი ისტორია იყო . ზღვა ემოციით და დადებითი მუხტით სავსე..

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

Daldoni
ძალიან ძალიან ლამაზი და საინტერესოდ წასაკითხი ისტორია იყო . ზღვა ემოციით და დადებითი მუხტით სავსე..

მადლობა რომ ისტორიიდან, ისტორიამდე მომყვებით და მოგწონთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent