შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაფერისი! (ნაწილი 5)


19-04-2025, 20:56
ავტორი llella
ნანახია 648

დილა ჩემთვის დღეს საკმაოდ გვიან დაიწყო და პირველად ამ ბოლო დროში გამოძინებულს გამეღვიძა, გემრიელად გავიზმორე და ვარსკვლავის ფორმაში გავიშხლართე საწოლზე. ფანჯრიდან გამონათებულ მზის სხივებს გავხედე და გავუღიმე.
უეცრად ტელეფონის ვიბრაციის ხმა მიწვდა ყურს, ტელეფონს დავხედე და უცხო ნომრისგან მოსულ შეტყობინებას დავაკვირდი. “დილამშვიდობისა, არ აპირებ ადგომას?” აზრზე ვერ მოვდიოდი ვინ შეიძლება ყოფილიყო, მეც ვკითხე თუ ვინ იყო და მოსული შეტყობინების წაკითხვის შემდეგ უეცრად გავაგდე ტელეფონი და სახეზე ხელები ავიფარე დარცხვენილმა “კოცნისგან ახურებული ლოყა როგორ გაქვს?!”
-იდიოტი!-წამივიძახე და საჩქაროდ ავდექი ფეხზე-არაფერიც არ მქონდა ახურებული-დავიმშვიდე თავი და გადასამოწმებლად, ყოველი შემთხვევისთვის მოვიკიდე ლოყებზე ხელი.
შევედი აბაზანაში და მოვწესრიგდი, საკმაოდ ციოდა და წვიმასაც აპირებდა, როგორც იქნა გავეტიე ოთახიდან. კიბეებზე ჩასვლის დროს ნინუცას დავურეკე.
-ხო სავი.
-არ გინდა გადმოხვიდე?-მუდარა შემეტყო ხმაში და უფრო მეტსაც შევეხვეწებოდი, როცა მისაღებში ჩემს ძმასთან მოლაპარაკე ნაცნობი სხეული დავლანდე.
-დღეს სამწუხაროდ ვერა-ბედნიერება ემჩნეოდა ხმაში.
-დაყაჭე ინფორმაცია-გამეცინა და ინტერესით შევჩერდი კიბეებზე-რას მალავ?
-მე და ალეკო მივდივართ.
-სად?!
-ნუ, მივდივართ რა-გაიცინა.
-ჰიდა სად მიდიხართ მეთქი?-ჩავაცივდი და გამეცინა რომ არ უნდოდა ეთქვა ის კონკრეტული სიტყვა.
-ოოფ, პაემანზე სავია, პაემანზე მივდივართ.
-ეგრე თქვი შენაც-ხმამაღლა გამეცინა-გული გამისკდა, ვიფიქრე სასაფლაოზე მიდიოდი და უნდა ჩაგემარხა-არ ვწყვეტდი მის გაბრაზებას.
-არა ხომ მოვიცლი და ხომ გნახავ-დამემუქრა დაქალი და ხმაში თითის დაქნევას ამოიკითხავდი ადამიანი.
-მაშინ, თუ ცოცხლები გადარჩით დღეს, გელოდები ჩემთან, აქ დარჩი, რაღაც უნდა მოგიყვე.
-რა უნდა მომიყვე? ხომ იცი, რომ არ შემიძლია ასე, ახლა მთელი დღე ამაზე დავიგრუზები, მიდი მომიყევი ახლა რა-ხვეწნა დაიწყო და გამეცინა.
-მიმხრჩვალი კატის წიკები ნუ გაქ, მოხვალ და მოგიყვები, ჰო და ადამიანურად ჩაიცვი და ნუ გადარევ მაგ ბიჭს, პორნოს გადასაღებად არ მიყავხარ არავის და ნუ შეშლი ძალიან გთხოვ, მისი პოტენციალი დღევანდელ დღეს, პირდაპირ პროპორციულია შენი ჩაცმისა-გავიცინე და გავუთიშე სასწრაფოდ, სანამ რამეს მეტყოდა.
მაცივარი გამივაღე, ფორთოხლის წვენს დავწვდი და მისაღებში გავედი.
-ოჰ, გათენდაო?-გამომხედა რატიმ და მანიშნა მასთან დავმჯდარიყავი-შენა რა მითხარი იცი? რახდება?
-რა ხდება?-დაბნეულობისგან თვალებს ადგილი ვერ ვუნახე.
-ჰო, რა ხდება?!
-რა უნდა ხდებოდეს რატი? არაფერი არ ხდება-ლამის ჩურჩულით ვუთხარი დარცხვენილმა და საკუთარი თავი მილიონჯერ დავტუქსე იმისთვის, რომ დავიბადე, წინ მჯდომს გავხედე და მის მშვიდ გამომეტყველებაზე უფრო მომეშალა ნერვები.
-კარგი ნუ გადამრიე ახლა-გაიოცა უფროსმა ძმამ და ხელები გაშალა.
-ყველაფერს აგიხსნი…-ლამის ტირილი დამეწყო.
-შენ რას ამიხსნი,რამე გასაპრავებელს შვრებიან?-წარბის აწევით მკითხა და გადაიხარხარა.
-ვინ?-სრულ გაურკვევლობაში მოვხვდი.
-ნინა და ალეკო.
-შენ გაგახარა ღმერთმა-ამოვიოხრე და ერთიანად მომეშვა, ამაზე ვაჟბატონს გაეცინა-ვერ ვათქმევინე სად მიდიოდნენ, ის ძლივს თქვა პაემანზე მივდივართო.
-რა დაბნეული ხარ, ცუდი სიზმარი ნახე?-მკითხა უჩამ და სიცილით გამომხედა.
-კი, ძალიან-თვალების მოჭუტვით გავხედე და ძმას მივუბრუნდი-ალეკომ რაო?
-მოვიმწყვდიეთ და წამების მიუხედავად არ დაძრა სიტყვა, თქვენზე არ ინდობა არ შემარგებთო-გაიცინა-მოხვალთ და რაღაცას გააფუჭებთო.
-ვერც ვამტყუნებ-გავიცინე და წვენი მოვსვი.
-მოკლედ, 2 ამბავი მაქვს, ერთი კარგი და მეორე ცუდი, რით დავიწყო?
-მშვიდობაა?-გავიკვირვე და ძმას დავაკვირდი.
-თბილისში მივდივარ 4 დღით.
-რა ხდება?
-რაღაც საქმე მაქვს.
-და ეგ კარგი ამბავია თუ ცუდი?-გავეკრიჭე.
-რათქმაუნდა ცუდი-ენა დამიგდო და სადაც იყო პასპორტი მოვთხოვე, ასაკი რომ გადამემოწმებინა.
-აბა კარგი რა არის?
-ის, რომ მარტო არ იქნები და უჩა მოგაქცევს ყურადღებას.
ლამის შემაქანა მისნა ნათქვამმა და სადაც იყო მეთქვა მეც წამოვალ თქო მაგრამ მაგვჩერდი, ფაქტია უცნაური იქნებოდა რატისთვის ამის მოსმენა. მერე დავფიქრდი, რომ იქნებ მე ვაბუქებ ყველაფერს და არაფერი არ ხდება სერიოზული და იქნებ სულაც არ ფიქრობს ეს ბიჭი ჩემზე როგორც “ქალზე” იქნებ როგორც კარგ მეგობარს აღმიქვამს. არვიცი რამდენად დავიმშვიდე თავი, მაგრამ რაც არის, არის.
-გასაგებია, როდის მიდიხარ?
-დღეს, გელოდებოდი როდის გაიღვიძებდი, რომ მენახე და წავსულიყავი.
-ჩალაგებული გაქვს ყველაფერი?-ვკითხე და ფეხზე წამოვდექი-მოგიმზადო რამე?
-კი ჩალაგებული მაქვს და არა არ მშია-გამიცინა და მანაც წამოდგა-არაფერი გააფუჭო, ხომ გაიგე?-გამიცინა და მომეხვია.
უჩა და რატი გავიდნენ სახლიდან და დივანზე დავჯექი.
ფიქრებს ვეღარ ვიშორებ ეს ბოლო დროა.


^^^^^^^^^^
-რაც არის არის-საკუთარ თავს დააკვირდა სარკეში კიდევ ერთხელ და გაეღიმა.
შავ მოკლე კაბაში გამოწყობილი უყირებდა საკუთარ თავს წინ მდგარ სარკეში და ეცინებოდა საკუთარ თავზე, იმაზე, თუ რას აკეთებდა, არადა იძახდა არმინდა არ ვნახავ და არაფერს ვაპირებ მასთანო, იქნებ მხოლოდ მისი ქმედებების ბრალია მისი ეს ყურადღება მამაკაცის მიმართ, ან უკვე მასაც მოსწონს ალეკო და ამიტომაც იპრანჭება და ამიტომაც წარმოიდგენს კარს მომდგარი დღის ყველა ინტერპრეტაციას და შესაძლო ვარიანტებს? იქნებ შეშინებული უარყოფდა მამაკაცს და თავიდანვე ჰქონდა მის მიმართ სიმპატიები, ამიტომაც უარყოფდა მას. ახლა რაღა აზრი აქვს, დგას შავ კაბაში გამოწყობილი, შავი მაღლები, წითელი პატარა ჩანთაც დაუჭერია ხელში და დახვეულ თმებზე ნაზად ისვამს ხელს და ელოდება ზარს რომ ჩავიდეს.
მომლოდინე ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და კიდევ ერთხელ დაფიქრდა.
-იქნებ.. იქნებ არ ღირს, მერე რომ არცერთს არ გვეწყინოს.
ფიქრებში გართულს კი ლამის გამოეპარა მილევას მისული ტელეფონის ზარი.
-ნინა გამარჯობა, მე ეზოში ვარ, გელოდები-საეჭვოდ მშვიდი ხმა ჰქონდა ვაჟბატონს, თუმცა რაღაც შეცვლილი მოეჩვენა.
-ჩამოვდივარ.
მხოლოდ ეს უპასუხა და კარები გადაკეტა.
-მთავარია არ შემიყვარდეს, ერთი პაემანი რას იზამს-დაარწმუნა საკუთარი თავი და კიბეებზე დაეშვა.
მანქანასთან მდგარ სილუეტს რომ მოავლო თვალი გაეღიმა, ნერვიულობა ემჩნეოდა უდაოდ.
-მოხვედი?-დაბნეულმა კითხა ღიმილით და შუაზე ჩასული სიგარეტის ღერი ქუჩისკენ მოიქნია.
-როგორც ხედავ-უპასუხა მშვიდად და თვალი თვალში გაუსწორა.
-ძალიან.. ლამაზად და ნაზად გამოიყურები-მოაბა თავი კომპლიმენტს ანთაძემ და გოგონას კარი გაუღო.
-მადლობა, შენც კარგად გამოიყურები.
გზა დიდი იყო და საკმაოდ დამღლელიც კი მოეჩვენა გოგონას. იმ რესტორანს მიუახლოვდნენ სადაც აქამდე ბევრჯერ უხსენებია ნინას, გაეღიმა მის ყურადღებაზე და გაბედნიერდა როგორც ქალი, რომელსაც უსმენენ.
-ასე მგონია, ჩემს გასაღიზიანებლად მთელი მსოფლიო შენ გიყურებს-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი მამაკაცმა და მენიუს დააკვირდა ყურადღების გადასატანად.
-ეგრეც რომ იყოს, მე შენთან ერთად ვზივარ მაგიდასთან და შენთან ერთად წავალ აქედან-გაუღიმა გოგონამ თვალებით.
შეკვეთა მისცეს და ყავას შეექცნენ.
-პატარა ბავშვები არ ვართ ნინა, ორივემ ვიცით აქ რისთვისაც ვართ. პაემანი ერქმევა, თუ რამე სხვა, საბოლოო შედეგი მაინც ისაა, რომ უნდა ვილაპარაკოთ და გავერკვიოთ ყველაფერში, იმედია მეთანხმები.
-სრულებით-გოგონას სიმშვიდეს ხმაში, თითქოს ბზარი გაჩენოდა.
-როგორც მოგეხსენება, მაქვს გრძნობები შენს მიმართ და უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მაქვს სერიოზული გეგმები, იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებ მოვიტანო შენამდე ეს ყველაფერი და აგიხსნა.
-რისი დათმობა შეგიძლია?-გაისმა გოგონას ხმა ელვასავეთ და ანთაძე იმ წამსვე მიხვდა, თუ რაზე იყო საუბარი.
-არ ვიცი რატომ გაშინებს ჩემი პროფესია.
-ეს ხომ ცხადია ალეკო, მანძილი, დრო…
-მანძილი მუდმივი არაა, ისევე როგორც დრო.
-მაგრამ ფაქტია რომ 6 თვე, თუ გინდ 3, ან 4 თვე, არაა პატარა დრო, თანაც ეს დრო და მანძილი არაა ერთჯერადი ალეკო, ეს იქნება მუდმივად, იმიტომ რომ შენი სამსახურია, ამით ირჩენ თავს და ამით არსებობ, შენი პროფესიაა და მესმის, რომ გიყვარს და გინდა იყო მეზღვაური, მაგრამ…
-ანუ უარს ამბობ?!-მიკიბ მოკიბვის გარეშე გაისმა კითხვა და ახლა გოგონა გაფითხდა.
-ეგ არც მიგულისხმია-სცადა თავის მართლება.
-აბა? რას ელოდებოდი?
-მეგონა იტყოდი, რომ მზად იყავი მიგეტოვებინა ეგ პროფესია, მეგონა იტყოდი, რომ ოღონდ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით მშენებლად წახვიდოდი და შეეშვებოდი მაგ საქმეს.
-აზრი რააქვს თირემ კი. შენ გეშინია თავად ურთიერთობის და არა კონკრეტულად იმის, რაც ახსენე.
-ეგრე არაა-იუარა გოგონამ და თითქოს ცოტა წამოიწიაო-არ გესმის შენ, მართლა არ გესმის.
-ჰოდა ამიხსენი, იქნებ შენ არ გესმის ამ ყველაფრის და შენ გაქვს რაღაც ცუდი შეხედულებები ყველაფერზე, იქნებ არცაა ისე, როგორც გგონია.
-რაც არ უნდა იყოს, მანძილი და დრო სპობს ურთიერთობას.
-მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე-მკაცრად გამოაცხადა ალეკომ და ნინას გახედა-და შენ? იქნებ საკუთარ თავს გაურბიხარ ნინა?
-მე მეშინია.. იმის რომ ეს გრძნიბები გაგიქრება, რომ მანძილი მოსპობს ყველაფერს, გააქრობს და გააქარწ....ბს, რომ იპოვი ვინმეს ვინც უფრო ახლოს იქნება…
-ასე მგონია შეურაცხყოფას მაყენებ მაგის თქმით, რაც მიცნობ ერთხელ მაინც მოვქცეულვარ როგორც არაკაცი? ერთხელ მაინც მომიცია მიზეზი, რომ გეფიქრა ეგრე?-ხმას აღარ იღებდა ნინა-გამეცი პასუხი!
-არა- დარცხვენილმა უპასუხა გოგონამ.
-მომეცი უფლება დაგანახო ჩემი სამყარო, დაგანახო როგორ შემიძლია მიყვარდე, მინდა დაგანახო შენ როგორ ძლიერ შეგიძლია ჩემი შეყვარება, მინდა ვიყო ის მამაკაცი, რომელიც შენს ცხოვრებას გააფერადებს იმ ფერებში, რომლებსაც შენ ვერც წარმოიდგენდი, მომეცი უფლება ვიყო საყრდენი შენი.
-ალეკო…
-გთხოვ, იფიქრო ამაზე და მერე გამცე პასუხი, ახლა კიდე მივირთვათ-მიმტანის მოტანილ საჭმელს შეექცნენ და სწრაფადვე შეცვალეს თემა.
დრო ნელ-ნელა მიიწურა და საბოლოოდ მანქანაში ჩასხდნენ, გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია. სავიას სახლთან მისულმა ძლივს გადმოათრია დიდი თაიგული ნინამ და მამაკაცს თბილად დაემშვიდობა, როგორც იქნა ავიდა დაქალთან.
თავის მოწესრიგება დაიწყო და აბაზანიდან გამოვიდა თუ არა, ეგრევე საწოლს მიუახლოვდა და ჩამოჯდა, წინ მდგარ კარადას ვაუსწორა თვალი და ფიქრებში გადაეშვა, არ იცის რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ეუცარმა და ნაზმა ღიმილმა რომ გადაირბინა მის ბაგეებზე, მხოლოდ მაშინ ადგა და დასწვდა ტელეფონს, მოძებნა ნაცნობი სახელი და გააგზავნა პატარა შეტყობინება. სწრაფად დადო ტელეფონი და ხელები სახეზე აიფარა.

ალბათ 10 ან 15 წუთი იყო გასული შეტყობინების გაგზავნიდან, კარებზე ზარის ხმა რომ გაიგო, გააღო თუარა წინ ადრესატს მოავლო თვალი და გაეღიმა თეთრად განათებულ ტელეფონის ეკრანზე, თავისი შეტყობინება რომ დალანდა.

“მჭირდება შენი ფერები, ჩემს უფერულ ცხოვრებაში, მიყვარხარ!”

მის ბაგეებს დაწაფებული მამაკაცი რამოდენიმე წამში შეამჩნია და მოულოდნელობისგან ლამის ფეხები მოეკვეთა, რომ არა მამაკაცის ხელი მის წელზე.
-მსოფლიოს დაგიდებ ფეხთან-გამოუცხადა ალეკომ და ისევ დააკვდა გოგონას ტუჩებს.




*******
ველოდები შეფასებებსა და კომენტარებს, მიყვარხქრთ და ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას



№1 სტუმარი Nino

Dzalian kargad wert magram ar myofnis patara tavebia warmatebebi

 


№2 სტუმარი გუ და

ძალიან კარგია ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent