შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი ფიფქების დაცემა - ნაწილი პირველი


25-04-2025, 20:00
ავტორი WhSCrow
ნანახია 124

მკითხველო, გულახდილად გითხრათ — იმედები გადამეწურა. თუმცა არც ოპტიმისტი ვარ. კარგად ვხვდები, რომ ჩემს ეს ნაჯღაბნი შესაძლოა არც არავინ წაიკითხოს. მაგრამ მოდი, სხვა დონეზე ვცადოთ წერა...

ახლა უკვე ცოტათი გავიზარდე — მე ვარ სოფია, 17 წლის.



თავი პირველი — ფიქრებში ჩამარხული

ვიძირები სიბნელეში, რომელსაც დასასრული არ აქვს. მიწა მთითრევს, მაგრამ აღარ ველი, რომ ვინმე ხელს გამომიწვდის — სხვები უკვე ქვემოთ არიან, გამოკეტილნი. მათი ხსნა დაგვიანებულია.

მე, უბრალო ფიფქას, რა უფლება მაქვს ვიოცნებო სინათლეზე?

რა თქმა უნდა, არ მაქვს. ჩემი ცოდვები მაწვება, და სწორედ ამიტომ ვიძირები. განა ვინმემ მაიძულა ის გზა ამერჩია, რომელმაც აქამდე მომიყვანა? ზოგი იტყვის — ადამიანი თავის ცხოვრებას არ ირჩევს, ღმერთი გაშვებს იქ, სადაც გჭირდება, და იქ უნდა გადარჩეო.

მაგრამ სად არის იმაში ბედნიერება? მხოლოდ ტანჯვაა და ზიზღი. ომი საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

ცხოველთა სამყაროში ბედნიერება არ არსებობს — ზებრას მხოლოდ ორი რამ სჭირდება: გამოკვება და გამრავლება. და მე, ამ ფონზე, სიბნელიდან გამოღწევა მინდა? სასაცილოა, არა?

რათქმაუნდა, სასაცილოა. ხალხს მსგავსი იდიოტობები ღიმილს ჰგვრის. მაგრამ, ასეთივე აზრები რომ კაცობრიობას ჰქონოდა, ჯერაც ქვის ხანაში ვიქნებოდით — ზებრასავით ორი მიზნით.

ღვთის უდიდესი საჩუქარი ცნობიერებაა! შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი თავად ავაწყოთ — მასალების მიუხედავად. ზოგს არ მოჰყვა ბონუსები, მატერიალური უპირატესობა, მაგრამ ღმერთმა მაინც რაღაცით ყველას დაგვაბალანსა.

და ამას მე ვამბობ — ფიფქა, უკუნ სიბნელეში ჩამარხული! დროა, თავად ავიჭრა სინათლისკენ.



თვალი გავახილე...
ჭრაჭუნა ხის საწოლმაც კი ვერ გამომიყვანა კოშმარშიდან.
არც იმაში გამომადგა, თითქოს...

დედაჩემი მიწას მივაბარე. მიწა ისე ტალახდა ჩემი ცრემლებით, რომ ალბათ თავი უნდა შემეკავებინა.
მაგრამ, როცა სრულიად მარტო რჩები — და არავინ გყავს, ვინც მოგხედავს — მგონი ჯობია იტირო. გატანს...
ნუთუ ჩემი ბრალი იყო, რომ ოჯახის შექმნა ვერ შევძელი?

მთელი 48 წელი ისე გავიდა, რომ მხოლოდ ქალებზე ვფიქრობდი.
— უი, კოში! — ისევ შენ თუ გამაკრიტიკებ, რომ მარტო საკუთარ თავს უვლი!
— მეავუ! უუუუ!
— და სანამ მე ცოცხალი ვარ, ქალს თვალითაც ვერ ნახავ!
— ჰჰჰ!
— აჰაჰა! აი, მირთვი!
— მეჰჰჰ!
ნეტა ლაპარაკი შეგეძლოს, რამეს მაინც მეტყოდი...


კარგი, დროა გავიდე ხის ოთახიდან. აგურის კედლებში ჩამარხულ ლოდებს თვალი ჩავუკრა, რომელთაგან თითო–ოროლა ნაძვი თუ გამოჩნდება.
მაგრამ დიდად არ ვარ აღფრთოვანებული... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს შენობები თავად ავაშენე და ხეებიც ჩემი ხელით მოვსპე.

ხეებზე ვმუშაობ — სკამებს ვაწყობ. მუხა ამ ეტაპზე დომინირებს.
ზებრები გავიარე და დავჯექი ხის მორებზე. დავიწყე ხის ჭრა, აგურის კედლებში ჩამარხულ სახელოსნოში.

და სწორედ ამ მომენტში ჩამეძინა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent