შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი (1)


26-04-2025, 00:40
ავტორი ELPI
ნანახია 204

ადამიანების ამოცნობა რთულია — მათ მრავალი ნიღაბი აქვთ. თუმცა, ეს ნიღაბიც მალევე შორდებათ, და დანახულით ოცდები.

— ევააა! — დაიძახა შავგრემანმა გოგომ და მის გვერდით მდგომ გოგოს ლოყაზე უკბინა.

— მეტკინაა საშინლად… — ამოიწუწუნა გოგონამ და ნატკენ ადგილას ხელი მიიდო.

სამეგობროში ექვსი ვიყავით: ნინი, ევა, ლიკა, ირაკლი, ანდრია და ნიკა. ახლა 20, 19, 21 წლისები ვართ, მაგრამ თინეიჯერობიდან ერთად მოვდივართ. ბათუმში ვცხოვრობ უკვე 5 წელია — 14-ის რომ ვიყავი, გადმოსვლა მოგვიწია, რადგან ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა უკვე ამ გრძნობებმა ჩაიარა.

19 წლის ვარ. მქვია ევა და მიყვარს ხატვა, ყვავილები და სეირნობა. სხვათა შორის, ტკბილიც ძალიან მიყვარს.

დღეს ჩვეულებრივი შეკრების დღე გვქონდა. იგივე ადგილას ვისხედით და ვსაუბრობდით. მზე ნელა ანათებდა ჩვენს თავზე, თუმცა მაინც საღამო იყო. ლაპარაკში ვიყავით გართულნი, რა დროსაც უცხო ქერა გოგო მოდიოდა ჩვენსკენ. თუმცა, როდესაც ნინი ბედნიერი წამოხტა და მისკენ დაიწყო სვლა, მივხვდი, რომ ნაცნობი იყო.

მისი ღიმილით მოეხვია გოგოს და მიმართა:

— ანანო! როგორ მომენატრე! — უთხრა ღიმილით და ჩვენსკენ შემოატრიალა გოგო.

— მეგობრებო, გაიცანით, ეს ანანოა — ჩემი ნათესავი, — გაგვაცნო მისი თავი.

ჩვენ კი ღიმილით დავუქნიეთ თავი. მოკლე მისალმებით შემოიფარგლა ანანო და ჩვენს გვერდით დაიკავა ადგილი. მისი ჩაცმულობა და საუბრის მანერა კარგად ასახავდა იმ ფაქტს, რომ ჩვენი სტილისგან შორს იყო.

ანანო და ნინი საუბრობდნენ, ჩვენ კი უბრალოდ კარტს ვთამაშობდით.

— უნდა მომაკითხოს, — ხმამაღლა თქვა ანანომ და გადაიკისკისა.

— ვინ? ჩვენმა გარყვნილმა და სექსუალურმა ბიჭმა? — გადაიხარხარა ნინიმაც, რა დროსაც ანანომ ხელი მიარტყა გაჩუმების მიზნით.

— მოდის, ვსო! — და შეტრიალდა ღიმილით.

მეც მისი მიმართულებით გავიხედე — მაღალი შავგრემანი ბიჭი, რომელიც ნახევრად ტატუებით იყო დაფარული. მის გამოკვეთილ ყბებსა და სერიოზულ მზერას ნამდვილად შეეძლო დაეფრთხო ადამიანი.

მოკლედ მოგვესალმა და ნინის გაყვა ადგილის მოსაძებნად. ძალიან დამძაბა ამ ადამიანის აურამ. ცოტა ხანს ვისხედით გასუსულები და ერთმანეთს რაღაცეებს ვანიშნებდით. მაგრამ მერე უცებ წამოვდექი, ჩემი თხელი სარაფანა გავისწორე, პატარა ჩანთას კი ხელი დავსტაცე…
— მე წავალ, ტკბილს ვიყიდი და მოვალ, — მივაყარე უცებ სიტყვები და ნელ-ნელა გავუყევი გზას ცირა დეიდას მაღაზიისკენ.

ამ ქუჩაზე ბევრი მარკეტი იყო, სადაც უფრო მეტი არჩევანი დაგხვდებოდა, მაგრამ ცირა დეიდას მაღაზია ყოველთვის ის ადგილი იყო, საითაც გული გაგიწევდა. თან ყველაზე ახლოსაც ეს იყო — ალბათ იმიტომაც გვიყვარდა.

ნელა შევაღე მაღაზიის კარი და ცირა დეიდას მივესალმე, რომელიც ჩემი სახის დანახვისას უკვე ბედნიერი იყო.

— ევა, როგორ ხარ? — მკითხა თბილად და სკამიდან წამოდგა.

— კარგად, ცირა დეიდა. თქვენ? — ვკითხე ღიმილით და ტკბილეულის სექციაში შევედი.

— მე, როგორც ყოველთვის, ისე, — მითხრა და სათვალეები შეისწორა.

ორი ტვიქსი ავიღე, ზეფირი და ჩიფსი, შემდეგ ალუბლის წვენი გადმოვიღე მაცივრიდან, რა დროსაც მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია.

როდესაც წვენი გადმოვიღე და გადასახდელად მივდიოდი, მაშინ შევხედე უცნობს — ის ბიჭი იყო. ისევ.
ნერვიულობა ამიტყდა. უცებ მივედი ცირასთან და წინ დავუდე ყველაფერი, რა დროსაც ცირამ უცნობზე გადაიტანა მზერა ღიმილით.

— რას ინებებ, შვილო? — კითხა თბილად და დაელოდა პასუხს.

— ერთი კოლოფი სიგარეტი, — უთხრა სერიოზულად.

როდესაც ცირა შემოტრიალდა და კოლოფი დაუდო, ჯიბიდან ბარათი ამოაძვრინა და ცირას გაუწოდა.

— ესენიც გაატარეთ, — და ჩემს სასუსნაოებზე ანიშნა.

მე კი უცებ მოვედი გონს, თუმცა უკვე ცირას გატარებული ჰქონდა ყველაფერი. მოვკიდე ჩემს ნივთებს ხელი და წინ წავედი, რა დროსაც უცნობი ბიჭიც გამომყვა. ალბათ იფიქრა, რომ იმიტომ ვიდექი იმდენ ხანს, რომ გადაეხადა…

„რა საშინელებაა,“ — ვტუქსავდი საკუთარ თავს.

თუმცა უცებ მივტრიალდი.

— დიდი მადლობა, — ვუთხარი ღიმილით. მან კი ისევ იმ უემოციო სახით შემომხედა.

— არაფრის, — მითხრა მოკლედ და ჯიბეში ჩაიწყო ხელები.

ჩვენი სიმაღლეთა შორის განსხვავება კარგად იგრძნობოდა ამ დროს უცებ ჩავაცურე ხელი ტკბილეულში და ტვიქსი ამოვიღე. ერთი ცალი ავიღე და მას გავუწოდე, რაზეც გაოცებულმა შემომხედა.

— აი, აიღე, — გავუწოდე.

— არ ვჭამ მსგავს რაღაცეებს, — მითხრა ისევ ცივად.

— მიდი რა, გთხოვ. მადლიერების ნიშნად… — უხერხულად ვგრძნობდი თავს. ლამის ძალით ჩავტენე პირში უცნობს ტკბილეული, რაზეც უკვე მართლა გაოცებულმა გამომხედა. ბოლოს კი დანებდა და ჩაკბიჩა. ჩემს ღიმილზე კი ოდნავ შეეპარა ღიმილი სახეზე, შემდეგ კი ისევ დასერიოზულდა.

ლუკმა გადაყლაპა და შემეკითხა:

— ჩემზე რამე ხო არ უთქვიათ? — მკითხა ინტერესით.

— არა… რამე უნდა ეთქვათ? — ვკითხე მეც, უკვე დაეჭვებულმა, რაზეც თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.

— მე ევა მქვია, — გავუწოდე ხელი ზრდილობიანად.

— აჩი, — მოკლედ მომიჭრა და წინ წავიდა.

მე კი ცოტა ხანს ისევ ვიდექი ჩემთვის. არ მინდოდა რამე ეეჭვათ მეგობრებს. შემდეგ მეც დავუბრუნდი ჩემს ადგილს. როდესაც ირაკლიმ დამინახა ამდენი ტკბილით, ჩემსკენ ბედნიერი გამოიქცა და ტკბილეულში ჩაძვრა. უკვე უნდა გაეხსნა ტვიქსი, რა დროსაც აჩიმ უთხრა:

— კარტას მოგცემ და წადი იყიდე შენთვის.

რაზეც ირაკლის თვალები გაუბრწყინდა. მის ქცევაზე ჩამეცინა. ტვიქსი კი გამოვართვი და აჩისკენ გავაპარე თვალი — თუმცა უკვე ანანოს კოცნიდა…

მე კი ჩემს ადგილს დავუბრუნდი ჩუმად და ჩემი ტკბილეულის მირთმევა დავიწყე.

როდესაც ირაკლი დაბრუნდა, კარტი ვითამაშეთ, ვისაუბრეთ. უკვე მოღამებული იყო. ტელეფონს დავხედე მალე თერთმეტი საათი გახდებოდა. მე კი უცებ წამოვდექი ფეხზე…— უნდა წავიდე, უკვე გვიანია, — ვთქვი და ყველას სათითაოდ გადავეხვიე.
ანანოს და აჩის კი უბრალოდ ღიმილით დავემშვიდობე.

ჩემი სახლი ბულვართან არ იყო ახლოს, ამიტომ ხშირად ადრე მოვდიოდი — ძაან რომ არ დამღამოდა. ეს უკვე ჩვევად მექცა. არც მიყვარდა დიდად ღამე გვიანობამდე ყოფნა… ჩემთვის, ნელა მივსეირნობდი, რა დროსაც უკნიდან შეხება ვიგრძენი. შევხტი და უკან მივტრიალდი — აჩი იყო, ისევ იმ ურეაქციო სახით.

— ღმერთო, გული გამისკდა! — გულზე მივიდე ხელი და ღრმად ვსუნთქავდი.

— არ მინდოდა შენი შეშინება, — მითხრა ჩუმად და გზა გააგრძელა.

მე კი მას გავყევი.

— შორს ცხოვრობ? — მკითხა, თითქოს ვალდებულებით.

— კი, საკმაოდ. შენ?

— არ ვცხოვრობ ბათუმში. თბილისში მაქვს სახლი. დედასთან ვარ აქ, — მითხრა უემოციოდ.

საერთოდ, ამ ბიჭს აქვს ემოცია? — გავიფიქრე.

— კარგი ქალაქია ბათუმი, — ვუთხარი ღიმილით.

— ალბათ, — მითხრა მოკლედ და ჩემსკენ გამოიხედა.

— შენი თვალები ძალიან წითელია… — ვუთხარი გაკვირვებით, — ცუდად ხარ?

— არა, დაბოლილი ვარ, — მითხრა ჩვეულებრივ.

მე კი თვალები გამიფართოვდა მის სიტყვებზე.

შემდეგ ისევ გავაგრძელეთ გზა. როდესაც ახლო მდებარე საშაურმესთან გავიარეთ, ხელზე წამეპოტინა და გამაჩერა. გაკვირვებულმა ვკითხე:

— რა ხდება?

— მშია. წამოდი, — დადგა და დაელოდა ჩემს პასუხს.
არ ვიცოდი რა მეპასუხა თუმცა საბოლოოდ მაინც დავნებდი
— კარგი, — ვუთხარი მოკლედ და უკან გავყევი.

როდესაც შევედით, შეკვეთა მივეცით და ისევ მან გადაიხადა თანხა. შემდეგ კი ადგილი მოვძებნეთ და დავჯექით. აჩი თავის ტელეფონს დააჩერდა და ჩუმად იჯდა. ჩემს დაბნეულ მზერას გრძნობდა, ალბათ. რადგან შემდეგ ამოიხედა:

— რა იყო, არ დადიხარ მსგავს ადგილებში? — მკითხა ირონიულად და საათს დახედა ხელზე.

— არა… არმაქ მსგავს ადგილებზე პრობლემა, ვუთხარი და ჩემს ხელებს დავაკვირდი.
ძალიან მძაბავდა ეს ადამიანი… ან საერთოდ, ევა, რა ჯანდაბა გინდა ახლა მასთან?

— მოვიტან შეკვეთას, — მითხრა და წამოდგა.

მე კი თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.

როდესაც დაბრუნდა, წინ დამიდო შეკვეთა. თვითონ კი ძლიერ ჩაკბიჩა შაურმა — აშკარა იყო, შიოდა. მეც იგივე გავიმეორე. შემდეგ კი ვკითხე:

— შენი შეყვარებული არ მიაცილე? — ვკითხე უცებ, და მის მზერას რომ შევხედე, მივხვდი, რომ სისულელე წამოვყრანტალე…
— ევა, გოგოს და ბიჭს რომ ხედავ მარტო შეყვარებულები გგონია? — მკითხა ირონიით და ისევ მოკბიჩა შაურმა.

— არაა, რა სისულელეა… შესაძლოა მეგობრობთ, — ვთქვი უცებ და თმაში ხელი შევიცურე.

— რამდენი წლის ხარ? — მკითხა და ენით ლოყის წვალება დაიწყო.

ლუკმა გადავყლაპე და ვუპასუხე:

— 19-ის. რა არი?

— არაფერი, — მითხრა მოკლედ და ცივად.

— შენ რამდენის ხარ?

— 26.

— ხომ კარგია, — ვუთხარი და ისევ ჭამა გავაგრძელე.

მანაც იგივე გააკეთა. როდესაც მოვრჩით, წვენი მოსვა და ნელ-ნელა ნივთების აგროვება დაიწყო. ამ დროს ჩვენსკენ მოდიოდა მაღალი, გამხდარი, წითელტუჩსაცხიანი გოგო, რომელიც მკერდს ისწორებდა. აჩისთან მივიდა და მხარზე ხელი გადაუსვა.

აჩიმ ჩვეულებრივ, ზედმეტი ემოციების გარეშე ახედა. შემდეგ შავგრემანი ყურთან დაიხარა, რაღაც ჩასჩურჩულა, გაუღიმა და უკან წავიდა.

რამდენიმე წამში აჩიც მომიტრიალდა:

— უნდა გავიდე. თუ გინდა, დამელოდე. თუ გინდა, წადი, — უემოციოდ მითხრა და ჩემს პასუხს დაელოდა.

— წავალ… მადლობა ყველაფრისთვის, — უცებ გავუღიმე და გასასვლელისკენ წავედი.

კარები გამოვაღე და შედარებით გრილ ჰაერზე გასვლისას დავმშვიდდი.

ღმერთო, ეს რა დღე იყო? ეს ბიჭი ძალიან უცნაურია… და ცივი.
ამ ფიქრებში გახვეულმა ბოლოს საწოლში ჩაწოლისას მივხვდი, რომ დრო იყო, დავმშვიდებულიყავი.

კარგი, რაც არი, არი. ევა, დაიძინე ახლა, — ვუთხარი ჩემს თავს.

ცოტა ხანში კი ჩამეძინა.
ნამდვილად უცნაური დღე და უცნაური ადამიანი იყო…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent